Home Blog Page 1957

“აზერბაიჯანთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება” – პრემიერი

საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში.

„დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ასევე, მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, უზრუნველყოს სტაბილურობა, კეთილდღეობა მთელ რეგიონში. რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში და საბოლოო ეტაპზეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება წელიწადში 100 მლნ ტონა. ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც გასულ წელს, დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთისა და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48 პროცენტით.

„2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მლნ ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი“, – აღნიშნა პრემიერმა.

“ცხრა დათქმის შესრულება მნიშვნელოვანია და პროცესში ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს” – რომან გოცირიძე

ცხრა დათქმის შესრულება მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ისეთი ფორმატი უნდა იყოს შერჩეული, რომელიც ფორმალური არ იქნება და ოპოზიციის აზრს გაითვალისწინებენ.

„ცხრა დათქმის შესრულება მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ოპოზიციაც უნდა მონაწილეობდეს. ოღონდ ისეთი ფორმატი უნდა იყოს შერჩეული, რომელიც იმ შეცდომას არ გაიმეორებს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა, როცა სამუშაო ჯგუფები არაფერს ნიშნავდა, რადგან ამ ფორმატში ოპოზიციის არცერთი რეკომენდაცია არ იყო გათვალისწინებული. ოპოზიცია ამ პროცესებისგან მთლიანად გარიყული იყო და შედეგიც იყო, რომ ცხრა რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შესრულდა. საუბარი თუ იქნება იმაზე, როგორ უნდა გადავარჩინოთ ეროვნული ბანკი, რომლის საბჭო არის დაშლილი, ეროვნული ბანკის ფორმირებისა და მომავალი პრეზიდენტის საკითხზე თუ ხელისუფლება, პრეზიდენტი და ოპოზიცია ითანამშრომლებენ, ამ პროცესში მონაწილეობა რატომ არ უნდა მივიღოთ? გააჩნია, თანამშრომლობის რა ფორმატი იქნება შენარჩუნებული. რაც იყო, არ ვარგა. ისეთი ფორმატი უნდა იყოს, სადაც გათვალისწინებული იქნება ოპოზიციის აზრი, არ იქნება ფორმალური და ფასადური. ასეთ ფორმატში მონაწილეობას მივიღებ“, – განაცხადა გოცირიძემ.

“ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა” – პრემიერი

საქართველო, მოგეხსენებათ ძვირფასო კოლეგებო, რომ მრავალი წლის განმავლობაში არის საიმედო პარტნიორი ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიწოდების ჯაჭვში და უზრუნველყოფს ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უწყვეტ და უსაფრთხო ტრანზიტს სამხრეთ კავკასიის გავლით

„ამასთან, მე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად დაინტერესებულნი ვართ ცენტრალური აზიის რეგიონთან კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავებით და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებით. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დინამიკა არის ძალიან პოზიტიური. ჯერ ვიტყოდი, აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს გაიზარდა 16%-ით, წელს 10 თვეში ასევე 16%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და შეადგინა 1 მილიარდ 230 მილიონი აშშ დოლარი. ასევე, ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანასთან, სავაჭრო ბრუნვა შარშან გაიზარდა 50%-ით, ხოლო წელს ათი თვის მონაცემებით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ეს მაჩვენებელი 150%-ით არის გაზრდილი და შეადგინა 1 მილიარდ 400 მილიონი აშშ დოლარი.

ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი და მსოფლიო არასტაბილურობით გამოირჩევა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამო, ჩვენმა მთავრობამ ხსენებული მიზნების მიღწევა ჩვენი პრაგმატული, გააზრებული საგარეო და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად შეძლო.

ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10%-ით, 2021 და 2022 წლებში 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა. ეს ტრენდი შენარჩუნებულია წელსაც, 7%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე პერიოდში. ინფლაცია არის ძალიან დაბალი- 1 პროცენტზე ნაკლები.

მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იქნება 8,000 აშშ დოლარზე მეტი, რაც არის ბოლო სამ წელიწადში გაორმაგება ამ პარამეტრის. მინდა ვთქვა, რომ 2024 წელს 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მშპ იქნება 8500 აშშ დოლარზე მეტი.

გარდა ამისა, მინდა გაგიზიაროთ მონაცემები, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა, ხოლო უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულზე დავიდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის”) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „შუა დერეფანი” ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე.
დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში.
ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში.
ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში.

ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2018-2022), საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. 2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი”, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 26 ნოემბერს, კინოთეატრ ამირანში გაიხსნება. გახსნაზე ნაჩვენები იქნება ნანა ჯორჯაძის ფილმი “პეპლების იძულებითი მიგრაცია”.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, “რეჟისორი ფოკუსში”, პორტუგალიელი რეჟისორი, პედრუ კოშტა იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა რეჟისორ ნანა ჯორჯაძეს. კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება კი, შედგება 2 დეკემბერს. ფესტივალის დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ვეიტ ჰელმერის გერმანულ -ქართული ფილმი “გონდოლა”.

წელს კინოფესტივალს ეწვევიან კინემატოგრაფისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან: ბენუა ვოლნე (საფრანგეთი), თომას ჰაიზე (გერმანია), ვეით ჰელმერი (გერმანია), დოვერ ქოსაშვილი (ისრაელი), რეზა მირკარიმი (ირანი) და სხვ.

სომხური კინოს 100 წლისთავთან დაკავშირებით, წელს თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში „ქვეყანა ფოკუსში“ წარმოდგენილი იქნება სომხეთი.

დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი – ოქროს პრომეთე.

საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:

  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხვადასხვა შემადგენლობა შეაფასებს.

მხატვრული ფილმების ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი (საფრანგეთი), კატრიელ შორი (ისრაელი) და ევა ბლონდიაუ (გერმანია).

დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრებია არიან: ლუკას დ’ინტრო (იტალია), თომას ჰაიზე (გერმანია) და ჯად სალფიტი (ბრიტანეთი).

საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში: ევროპული ფორუმი, ევროპული კინოს თვე,  ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში, ქვეყანა ფოკუსში-სომხეთი, ბრიტანული კინო

რეჟისორი ფოკუსში-პედრუ კოშტა, სამყარო დოკუმენტურ კინოში, აპოლო: კინოს მეხსიერება, განსაკუთრებული სეანსები და ქართული პანორამა.

24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში”.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“.

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ევროკავშირი საქართველოსთვის, შემოქმედებითი ევროპა, ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, შვედეთის საელჩო, ესპანეთის საელჩო, ავსტრიის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, პოლონეთის საელჩო, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, ლიტვის საელჩო, ესტონეთის საელჩო, სომხეთის საელჩო, სომხეთის ეროვნული კინოცენტრი.

თბილისის 24-ე სართაშორისო კინოფესტივალზე, რეჟისორ რუბენ მამულიანის რეტროსპექტივა დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და მასტერქარდი. სპონსორები არიან: ტერმინალი, ანფაუნდ დორი, ფექტორი, სასტუმრო რუმსი, ბადაგონი.

შეიძინეთ Tkt.ge-ზე ფესტივალის ბილეთები და აბონემენტი თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით და დაიბრუნეთ თანხის 20%.

 

R

“აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია” – ირაკლი ღარიბაშვილი

აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ე.წ. შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანში, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მან ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს ერებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა.

ძვირფასო კოლეგებო, ამჟამინდელმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა ჩვენი რეგიონის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო-ლოგისტიკური ცენტრის როლი, რაც ხელს უწყობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ე.წ. შუა დერეფანი ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის, შეიძლება ითქვას, ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების ამოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში, გაიმართა. მთავრობის მეთაური ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს, საპატიო სტუმრის სტატუსით, ესწრება.

“მიუღებელია პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების დეზინფორმაციული კამპანია” – გიორგი ამილახვარი

მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ამილახვარის თქმით, განათლების რეფორმის ფარგლებში, მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება, არსებული გამოწვევების გადაჭრა განათლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით ცრუ და დამაზიანებელ დეზინფორმაციულ კამპანიას. ჩემი მინისტრობის პირველი დღიდან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი მხარდაჭერით, დავიწყეთ ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული ყველა ძირეული გამოწვევის იდენტიფიცირებაზე მუშაობა და მათი გადაჭრის გზების შემუშავება. თქვენ იცით, რომ სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ზოგადი განათლების მიმართულებით რიგი საკითხების დამუშავება, რომლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეკემბრის თვეში გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე ეცნობება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენს მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ჩვენი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ვმართავ შეხვედრებს ჩვენს პედაგოგებთან როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, მათთან ერთად ვმსჯელობ ყველა აქტუალურ საკითხზე და ვისმენ მასწავლებლების უკუკავშირებს ამა თუ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით. თითოეული იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც მათ წინაშე დღეს დგას ახლო მომავალში, მათივე ჩართულობით და პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით ვაპირებთ. მასწავლებელთა დაფასებისა და მათთვის ღირსეული ანაზღაურების შეთავაზების მიზნით, მიმდინარეობს როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ასევე სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება. ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან იმ დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით, საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1 230 ლარს. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი, შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში, ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს.

“უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა – უკრაინამ საკუთარი თავი ძალების გამოფიტვისათვის გაწირა”- Focus

„ექსპერტების დასკვნა: „უკრაინის კონტრშეტევა ჩაიშალა. უკრაინამ საკუთარი თავი ძალების გამოფიტვისათვის გაწირა“ – ასეთი სათაური აქვს გერმანულ ჟურნალ „ფოკუსში“ (Focus) გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც მიმოხილულია გერმანელი ექსპერტების შეფასებები და პროგნოზები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ (ავტორი – ანა შმიდი).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

სულ უფრო მეტი დასავლელი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ სტრატეგიული და ოპერატიული თვალსაზრისით, უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა. უკრაინის მომხრეები დამწუხრებულნი არიან – ისინი ხომ დიდ იმედებს ამყარებდნენ და ელოდებოდნენ, რომ კიევის ძლევამოსილი ჯარი ყირიმსაც გაათავისუფლებდა, დონბასსაც [და „აზოვის ზღვის წყალსაც დალევდა“]. ოფიციალურად, კონტრშეტევის გეგმა ითვალისწინებდა რუსეთის არმიის მიერ აგებული თავდაცვითი ხაზის გარღვევას, ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრას და რუსეთის არმიის განადგურებას ან მათ იძულებას უკრაინის ტერიტორიიდან გასვლაზე.
მაგრამ ყველაფერი იმედგაცრუებით დამთავრდა: უკრაინის არმიამ „სუროვიკინის ხაზის“ გარღვევა ვერ შეძლო. უკრაინელებმა, ექვსთვიანი ბრძოლების შემდეგ, წინ მხოლოდ მცირედ, 17 კილომეტრით წაიწიეს და 400 კვ.კმ-ის ტერიტორიის დაკავება შეძლეს.

ამჟამად უკრაინის არმიის ბრძოლისუნარიანობის დონე ისეთი აღარ არის, როგორც კონტრშეტევის დაწყების წინ იყო. გააფთრებულ და სისხლისმღვრელ ბრძოლებში კიევმა 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, უფრო მეტი კი დაიჭრა და დასახიჩრდა. აღსანიშნავია, რომ კონტრშეტევის ჩაშლას ადასტურებენ არამარტო დასავლელი სამხედრო სპეციალისტები, არამედ თვით უკრაინის არმიის სარდლობა – გენერალ ვალერი ზალუჟნის აღიარებით, ამჟამად ფრონტზე ჩიხური სიტუაციაა შექმნილი.

როგორც გერმანული სამხედრო-პოლიტიკური საზოგადოების თავმჯდომარე რალფ ტილე ამბობს, უკრაინის არმიის წარუმატებელი მოქმედება იმით შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთის არმიამ მოახერხა სიტუაციასთან შეგუება (ადაპტაცია) და ახლა უკრაინასთან (ჩათვალე – დასავლეთთან) ომს მათი ძალების გამოფიტვის მიზნით აწარმოებს. კრემლმა, შეიძლება ითქვას, უკრაინის არმიის შეტევას წარმატებული წინააღმდეგობა გაუწია თავისი თავდაცვის ხაზის სიღრმისა და სიმტკიცის წყალობით, კერძოდ, იმით, რომ დანაღმა ტერიტორიის დიდი ფართობი, ააგო ფორტიფიკაციები, მოხერხებულად განალაგა არტილერია და დრონებთან ბრძოლაში მაღალეფექტური ელექტრონული საშუალებები გამოიყენა. საკმარისია ითქვას, რომ ყველაზე დაძაბულ მომენტებში უკრაინა თვეში 10 ათასამდე დრონს კარგავდა.
თანაც ამ დროს აღმოჩნდა, რომ რუსეთის ეკონომიკა მდგრადობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს.

გავიხსენოთ, რომ 2022 წლის თებერვლიდან დასავლეთმა ანტირუსული სანქციების 12 პაკეტი მიიღო, აკრძალა ყველაფერი, რისი აკრძალვაც შეიძლებოდა, რუსული ბანკები „სვიფტის“ სისტემიდან გამორთო, დააწესა მკაცრი ემბარგო რუსულ პროდუქციაზე, მაგრამ… უკვე მეორე წელი იწურება და რუსეთის ეკონომიკა არათუ იშლება და ინგრევა, არამედ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, იზრდება კიდეც.

რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციას თავისი მიზეზი აქვს. დასავლეთისა და ევროპისაგან უარყოფილმა რუსეთმა მოახერხა ახალი ბაზრების ათვისება (ჩინეთი და ინდოეთი), გააფართოვა ურთიერთობა „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებთან და ისინი იაფფასიანი მარცვლეულით და ენერგონედლეულით (გაზით და ნავთობით) უზრუნველყო. თავის მხრივ, „გლობალურმა სამხრეთმა“ მხარი რუსეთს დაუჭირა ან თავი შეიკავა კრემლის კრიტიკისაგან. აფრიკისა და აზიის რიგი ქვეყნებისათვის რუსეთი მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. კრემლმა იპოვა შემოსავლების მიღების ალტერნატიული გზები და თავისი ეკონომიკა ომის მოთხოვნების შესაბამისად გარდაქმნა
„ახლა მოსკოვს და კიევს ერთმანეთთან დიდი ხნის ბრძოლა მოუწევთ. ორივე ერთმანეთის ძალების გამოფიტვას და დაქანცვას შეეცდება. ამასთან, მომავალი უკრაინისთვის უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე რუსეთისათვის“, – ამბობს რალფ ტილე, – უკრაინის შესაძლებლობები მცირდება. სიტუაციაა გაართულა ახლო აღმოსავლეთის კრიზისმაც. მოსალოდნელია, რომ უკრაინის იარაღით უზრუნველყოფაში პრობლემები იქნება. ევროპას უკრაინის სოციალური სფეროს დაფინანსებაც გაუჭირდება…
ალბათ, ზამთარში რუსეთის გააგრძელებს დაბომბვებს და შედეგები სულ უფრო მძიმე იქნება. უკრაინას კი ომის გასაგრძელებლად არ ეყოფა არც რაკეტები და არც ჭურვები, არც ახალწვეულთა საკმარისი რაოდენობა. ამიტომაც კიევმა მდგომარეობა სწორი პოლიტიკის გატარებით და დიპლომატიის წყალობით უნდა გამოასწოროს. „უკვე დროა დიპლომატები, რომლებიც ტანკებისა და რაკეტების უკან დგანან, წინ გამოვიდნენ და თავიანთი სიტყვა თქვან“, – აცხადებს გერმანელი ექსპერტი.

წყარო

 

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს, საქართველოს ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 25-26 ნოემბერს გამოიდარებს და დათბება, ხოლო 27 ნოემბერს, კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.

მათივე ცნობით, თბილისში 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება.

„თბილისში 26 ნოემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო 27 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 ნოემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს. 27 ნოემბერს კვლავ აცივდება და გაწვიმდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 25-26 ნოემბერს სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 ნოემბერს შედარებით სითბოს ფონზე ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი, დღის ტემპერატურა +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ცივი, ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 27 ნოემბერს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): 27 ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 27 ნოემბერს აცივდება და გაწვიმდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 27 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 ნოემბერს ძლიერი თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სამხედრო დახმარების ნაკლებობამ, შესაძლოა, აიძულოს უკრაინა, დაეთანხმოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს სუსტის პოზიციიდან” – “ბლუმბერგი”

სამხედრო დახმარების ნაკლებობამ, შესაძლოა, აიძულოს უკრაინა, დაეთანხმოს რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს სუსტის პოზიციიდან, – ამის შესახებ „ბლუმბერგის“ სტატიაშია აღნიშნული.

სტატიის თანახმად, უარეს შემთხვევაში, საოკუპაციო არმიას შეუძლია, გაარღვიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვა და მაშინ კრემლს საერთოდ არ ექნება მოლაპარაკების მიზეზი.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვის ასეთი პროგნოზები ძალიან საშიშია. სტატიის თანახმად, ისინი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის ფედერაციის გამარჯვების შემთხვევაში მოსკოვი უკრაინის საზღვრებზე არ გაჩერდება, თუმცა, როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამავდროულად, დასავლეთში არსებობენ ძალები, რომლებსაც ეს საფრთხე არ ესმით.

სტატიის ავტორები ფიქრობენ, რომ საფრთხე არის ფრონტის გაფართოება ისრაელში, რადგან ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები იძულებული გახდება, ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეს საარტილერიო საბრძოლო მასალა გადასცეს.

“2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს” – გიორგი ამილახვარი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, მიმდინარეობს ცრუ, დეზინფორმაციული კამპანია, რომ თითქოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2024 წლის სექტემბრამდე არ გეგმავს მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას. რეალურად კი, მიმდინარეობს მუშაობა ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, რომელიც 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება და მის ფარგლებში მოხდება, ბოლო წლების განმავლობაში, მასწავლებელთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა.

მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება – ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.

გიორგი ამილახვარი: „გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით ცრუ და დამაზიანებელ დეზინფორმაციულ კამპანიას.

ჩემი მინისტრობის პირველი დღიდან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი მხარდაჭერით, დავიწყეთ ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული ყველა ძირეული გამოწვევის იდენტიფიცირებაზე მუშაობა და მათი გადაჭრის გზების შემუშავება.

თქვენ იცით, რომ სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს ზოგადი განათლების მიმართულებით რიგი საკითხების დამუშავება, რომლის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებას დეკემბრის თვეში გამართულ საჯარო პრეზენტაციაზე ეცნობება.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენს მთავარ საზრუნავს და ობიექტს წარმოადგენენ ჩვენი ღირსეული და დამსახურებული მასწავლებლები, რომელთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

მე მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ვმართავ შეხვედრებს ჩვენს პედაგოგებთან როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში, მათთან ერთად ვმსჯელობ ყველა აქტუალურ საკითხზე და ვისმენ მასწავლებლების უკუკავშირებს ამა თუ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით. თითოეული იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც მათ წინაშე დღეს დგას ახლო მომავალში, მათივე ჩართულობით და პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით ვაპირებთ.

მასწავლებელთა დაფასებისა და მათთვის ღირსეული ანაზღაურების შეთავაზების მიზნით, მიმდინარეობს როგორც ახალი სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ასევე სხვა მხარდამჭერი პროგრამების შეთავაზება.

ყოვლად მიუღებელია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მათი წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან იმ დამაზიანებელი, დეზინფორმაციული კამპანიის წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს მასწავლებელთა ხელფასების უპრეცედენტო ზრდის შესახებ გადაწყვეტილებისთვის ჩრდილის მიყენებას.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ 2012 წლამდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს.

მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ზრდისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მასწავლებლები გაცილებით უფრო მაღალ ანაზღაურებას იმსახურებენ და შესამუშავებელი და შესაცვლელია ის სახელფასო ფორმულა, რაც ახლა სისტემაში გვაქვს. ჩვენი ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სამინისტროში მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა, რომლის კონკრეტული დეტალები საზოგადოებას, როგორც უკვე აღვნიშნე, დეკემბერში გამართულ პრეზენტაციაზე საჯაროდ ეცნობება. თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ახალი სახელფასო კონცეფცია მოიცავს პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდას და სრული დატვირთვის პირობებში ამჟამინდელ არსებულ ხელფასებთან მიმართებაში, მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა ბოლო წლების განმავლობაში იქნება უპრეცედენტო – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.

2024 წელს განათლების გაზრდილი ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამოყოფილი არის სწორედ საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების გასაზრდელად. ჩვენ გვინდა მოვახდინოთ ფუნდამენტური გარდატეხა სახელფასო პოლიტიკაში და მასწავლებლებს ღირსეული ანაზღაურება შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, არ წავედით უფრო მარტივი გადაწყვეტილების გზით და არ დავჯერდით იანვრიდან მასწავლებლებისთვის მხოლოდ 125-ლარიან სახელფასო მატებას. მიგვაჩნია, რომ ეს ვერ შეცვლიდა ძირეულად არსებულ სახელფასო მიდგომას. ამიტომ ჩვენ სახელფასო პოლიტიკის გადახედვის დროს, აქცენტს ხელფასის ზრდაზე გავაკეთებთ.

ასევე, სრული სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ხელფასების გაზრდას ვგეგმავთ 2024 წლის სექტემბრიდან. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, მასწავლებელს ახალი სასწავლო წლიდან, ანუ 2024 წლის სექტემბრიდან გაეზრდებოდა ხელფასი, მაგრამ ჩვენ, არ ვაპირებთ, დაველოდოთ 2024 წლის სექტემბერს და მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე ვგეგმავთ ახალი სახელფასო ფორმულის ამოქმედებას.

მნიშვნელოვანია, რომ სისტემამ მოახდინოს ახალ სახელფასო ფორმულაზე გადასვლა. სწორედ ამ მიზნით, არსებული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში, რომელიც სრულად იქნება მიმართული მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე, 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა – ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება 4-ჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი, 2024 წლის წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი.

გვსურს, მოვუწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს – გავერთიანდეთ ამ უპრეცედენტო და ისტორიული სახელფასო მატების რეფორმის პროცესში, რომლის მსგავსი მასწავლებლებთან დაკავშირებით აქამდე არასდროს განხორციელებულა. ეს უზრუნველყოფს ყველა მასწავლებლისთვის, მიუხედავად მათი სტატუსებისა, გაზრდილ, ღირსეულ ანაზღაურებას და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი, ხარისხიანი განათლების შეთავაზების შესაძლებლობას მოგვცემს.“

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა.

მთავრობის მეთაური ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პირადი მიწვევით, SPECA-ს ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის (ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა) საკითხები, ამავდროულად, საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც, მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს.

აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას.