Home Blog Page 1954

,,ზურაბიშვილი სტრატეგიულ საკითხებში ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა” – მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებელს“ გვაქვს ეჭვი და ვფიქრობთ, რომ ორკესტრირებულები არიან „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილი. ტაქტიკურ საკითხებზე შეიძლება, ღარიბაშვილთან და კობახიძესთან ჰქონდეს უთანხმოება, მაგრამ სტრატეგიულ საკითხებში მთავარი მოკავშირეა ბიძინა ივანიშვილის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე.

„ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ამ საუბრებიდან არ გადავა ქმედებაზე, არ გაათავისუფლებს ნიკა გვარამიას, მე მას ჩავთვლი ერთი მსახიობის თეატრის წარმომადგენლად, რატომ? იმიტომ, რომ ყველა სტრატეგიულ საკითხზე არის ბიძინას მოკავშირე. მე არ მინახავს სალომე ზურაბიშვილი ემიჯნებოდეს ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს და რასაც აკეთებ კობახიძე, იმას აკეთებს ბიძინა, რადგან კობახიძე ბიძინას გარეშე არ წარმოადგენს არაფერს. ამიტომ, მე არ მჯერა პრეზიდენტის, უნდა გადავიდეს ქმედებაზე. შეიწყალოს ნიკა გვარამია, ეს იქნება კონკრეტული ფაქტი. წავიდეს ევროპაში და 28-ვე ქვეყნის ლიდერს შეხვდეს, ეს იქნება ქმედება და არა ის, რომ არ მიშვებენ საქართველოდან და რა ვქნაო. რა მასშტაბის სისხლი გვაქვს გადახდილი, რომ ცივილიზაციურად და კულტურულად საქართველო ყოველთვის იყო ევროპა, მაგრამ ჩვენ გვინდოდა, რომ პოლიტიკურადაც ევროპის ნაწილი ვყოფილიყავით, ამის შანსი არსებობს და ამას ეღობება „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

უკრაინაში F-16-ის ავიაგამანადგურებლების გაგზავნით, დასავლეთი საკუთარ თავს უზარმაზარ რისკს შეუქმნის – გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, უკრაინაში ამერიკული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გაგზავნით დასავლეთი საკუთარ თავს უზარმაზარ რისკებს შეუქმნის. გრუშკოს მტკიცებით, რუსეთს ყველანაირი რესურსი აქვს იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.

„ე.წ. ესკალაციის კიბეზე სიარული გრძელდება და ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ ესკალაციის სცენარს მიჰყვებიან. ამით, საკუთარ თავსვე უქმნიან უზარმაზარ რისკს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს გათვალისწინებული იქნება ჩვენს ყველა გეგმაში და ჩვენ ყველა აუცილებელი საშუალება გვაქვს იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“, – მოჰყავს რუსულ სახელისუფლებო გამოცემა TASS-ს -აცხადებს გრუშკო

,,სინამდვილეში ამ არარაობის ხელით ოპოზიცია ტესტავს მსგავს ანტიქართულ აზრს”- გვიდიანი

ვისაც ლავროვის სიძის ძმის მამიდაშვილის მეზობლის ქორწილი გაშფოთებთ მათგან მაინტერესებს ფადი ასლის ამ სტატუსზე რა კომენტარი გაქვთ. თუმცა ეს პოსტი ისეთ ხალხს აქვს მოწონებული, ყველაფერი ნათელია, – წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ფადი ასლის სტატუსის შესახებ.

ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს, მალე მოვა დრო, როცა იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყნების უმთავრესი პრიორიტეტია.

„ან ამას ვინ ეკითხება ქართველები რას როგორ გადავწყვეტთ, ან ეს საერთოდ ვინ არის ამდენის უფლებას რომ აძლევს თავს? – არც არავინ. მაგრამ, სინამდვილეში ამ არარაობის ხელით ოპოზიცია ტესტავს მსგავს ანტიქართულ აზრს. ვისაც ლავროვის სიძის ძმის მამიდაშვილის მეზობლის ქორწილი გაშფოთებთ მათგან მაინტერესებს ფადი ასლის ამ სტატუსზე რა კომენტარი გაქვთ. თუმცა ეს პოსტი ისეთ ხალხს აქვს მოწონებული, ყველაფერი ნათელია. როგორც ჩანს, მალე მოვა დრო, როცა იმის მტკიცება მოგვიწევს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ამ ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია“, – წერს ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

„ოდიოზური ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად…”- სვიმონ მასხარაშვილი

„ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ – ამის შესახებ ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მასხარაშვილი ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად წერს, რომ ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს:

„ოდიოზური ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად: ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს: 1. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს იურიდიულად ევროკავშირი საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ამ პოზიციას აღარავინ შეცვლის სისხლის სამართლის დამნაშავედ და ძებნილად გამოცხადებული პუტინის სასარგებლოდ! შესაბამისად აფხაზეთ-სამაჩაბლოზე უარის თქმის გამო არათუ არ დავუახლოვდებით ევროპას, არამედ უფრო დავშორდებით! 2. რუსეთთან ინტეგრაცია ცხინვალს და აფხაზეთს ვერანაირად ვერ დაგვაბრუნებინებს, რადგან ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტთა გამღვივებელი სწორედ რუსი პოლიტიკოსები იყვნენ, რომელთა ცხოვრების წესი იყო და არის: გათიშე და იბატონე და რომელთა უსაყვარლესი იარაღიც დესტრუქციის ექსპორტია. ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ “ ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…” ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ – წერს სიმონ მასხარაშვილი.

გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაბონში გატაცებული ქართველი მეზღვაურები თავისუფლები არიან. არსებული ცნობით, მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევის შედეგად, 21 მაისს, ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან გათავისუფლება მოხერხდა. ისინი სამედიცინო შემოწმებას ნიგერიაში გადიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეზღვაურები სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. მათ მგზავრობას დამსაქმებელი კომპანია უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ქართველი მეზღვაურები ცენტრალური აფრიკის გაბონის ტერიტორიულ წყლებში, ღუზაზე მდგომი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი გემიდან 2 მაისს გაიტაცეს.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, მას შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად და სამხრეთ აფრიკაში საქართველოს კონსული მუდმივ კონტაქტზე იყო ასევე პრეტორიაში გაბონის საელჩოსა და დამსაქმებელ კომპანიის წარმომადგენლებთან.

ფადი ასლი არის უსამშობლო ადამიანი, მისი აზროვნება კი – მონური – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურება მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ
ორი არჩევანია – ან საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
სტატუსი ორი ოკუპირებული რეგიონის გარეშე, ან დაიბრუნოს ეს ორი რეგიონი და უარი თქვას სტატუსზე, კახა კალაძე უპასუხებს, რომ ეს არის მონური აზროვნება.

“ეს არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, მე არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ. გვიყვარს ჩვენი თითოეული კუთხე, რაიონი, ქალაქი, სოფელი, როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა უარი თქვას ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყანაში დაბადებულისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ “კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს, არის: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?”

„ფადი ასლის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება უეცრად ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა“- ჩიბურდანიძე (ფოტო)

„ფადი ასლის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება უეცრად ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, ფადი ასლის Facebook სტატუსს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ფადი ასლის განცხადება მიმართულია, იმისკენ რომ საზოგადოებაში ახალი აზრის ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი.

„აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ დიდი თავის ტკივილია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ახალი არ არის. მართალია, საერთაშორისო თანამეგობრობა 30 წელია ჩვენთან ერთად ცდილობს კონფლიქტების დარეგულირებას, მაგრამ უშედეგოდ. ყველასათვის ცხადია, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ვერ მოხდება რუსეთთან მათი დაპირისპირების გარეშე. რუსეთთან კონფლიქტში კი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები არ შევიდნენ და არც შევლენ. სულ სხვაა უკრაინის თემა, რომელიც ევროპის საზღვარია რუსეთთან და ეს ომი სწორედაც რომ მათი ომია. ვინ უნდა დაგვეხმაროს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში? ვისი იმედი შეიძლება გვქონდეს? ვხედავთ, რომ თანდათან აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემები ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების სალაპარაკო ლექსიკიდან ქრება. ფადი ასლის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება უეცრად ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა. მან თქვა ის, რაც სურთ ოპოზიციის დიდ ნაწილს და მათ მხარდამჭერ უცხოელ პოლიტიკოსებს – საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე. ნატოშიც შესაძლოა მიგვიღონ, თუკი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე უარს ვიტყვით, მაგრამ არსებობს კი საქართველოში თუნდაც ერთი ქართველი, ვინც ამის თქმას ხმამაღლა გაბედავს? ამის თქმა ღიად რომ ვერ გაბედეს, ამიტომ შემოაგდებინეს ფადი ასლის აზრი, რომელზედაც დაიწყება ჩვეული ტექნოლოგიებით საზოგადოებრივი აზრის შექმნა. მაგრამ, იმდენად ჩიხში არიან, რომ ვერ იაზრებენ, თუ რა ბომბი აუფეთქდებათ ხელში“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

,,ელენე ხოშტარია სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მილიონობით რუსულ რუბლს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სწორდ სანქცირებული, რუსული ბიუჯეტიდან იღებს თანხებს.

მისი თქმით, სწორედ გუშინდელი მოვლენებია რადიკალური ოპოზიციის რეალური სახე.

“ვინ იყო გუშინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი, ეს არის ელენე ხოშტარია, თუ რამეა დასანქცირებული დასავლეთის მხრიდან რუსეთში, ეს პირველ რიგში თვითონ სახელმწიფოა და მისი ბიუჯეტი, ელენე ხოშტარია, რომელიც თითქოს აღგზნებული და აღელვებული იყო იმის გამო, რომ ვიღაც იყო ჩამოსული საქართველოში, სწორედ ამ სანქცირებული ბიუჯეტიდან იღებს მუდმივად მილიონობით რუსულ რუბლს.

ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ სამი წელი არ იყო გასული ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციიდან მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა თავისი ავანტიურისტული ქმედებებით რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, სამი წელიც არ იყო გასული, რაც დაიღუპა ამ ოკუპაციის გამო რუსული სამხედრო აგრესიის გამო 500 ქართველი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად და აქედან სამი წელიც არ იყო გასული, როდესაც სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, რომელიც გამოირჩევა რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდაში აქტიური მონაწილეობით.

ეს არის მათი მორალური სახე დღეს. იმ ე.წ. პროტესტს, რომელიც ვიხილეთ გუშინ აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ესკალაცია, ეს არის ქვეყანაში არეულობის შექმნა პროვოკაციების მოწყობა და საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მე საზოგადოებას მინდა, მოვუწოდო, რომ სათანადოდ დააკვირდნენ ამ მოვლენებს და სწორი შეფასება მისცენ,” – განაცხადა კობახიძემ.

,,ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა ფშაველამ “სტუმარ-მასპინძელი” – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს, ვითომ ხალხის გამარჯვებად ეს არის სამარცხვინო. კობახიძის თქმით, ის რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ქორწილი ჰქონდა, რუსეთის აგრესიას უკრაინაში გმობს და ასეთი ადამიანის ქორწილის ჩაშლა, საქართველოს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენაა. “ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ. მან, თავის უფლებამოსილებებს მიხედოს ის ჯობია. მე მინდა გავიხსენო მისი გუშინდელი განცხადება, ქორწილთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ეს არის ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს, როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ თემას, ერთი მარტივი მიზეზის გამო, საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია, “ქართულ ოცნების” ხელისუფლებას მიანიჭა, პარლამენტს, მთავრობას – ეს არის რეალობა. პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ხალხის სახელით ისაუბროს, მითუმეტეს, ის არის ბოლომდე აცდენილი იმ ხალხის ნებას, რომელმაც მას დაუჭირა მხარი 2018 წელს. როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს, ვითომ ხალხის გამარჯვებად ეს არის სამარცხვინო. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, აქ იყო კონკრეტული ადამიანის ქორწილი, რომელიც თავად გამოირჩევა ომის საწინააღმდეგო გზავნილებით და ამ კონკრეტულ რუსეთის მოქალაქეს ბანერი უდევს საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე, რითაც ის გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. ამ კაცის ქორწილის ჩაშლა, საქართველოში, მან განიხილა როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება. ქორწილის ჩაშლა, მითუმეტეს იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული მიუძღვის, საქართველოში უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე, სტუმარ-მასპინძელი ვაჟა ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში.მაშინ მსოფლიოში ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და ეს ეხებოდა საქართველოსაც. ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში. ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა ფშაველამ “სტუმარ-მასპინძელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჰიროსიმაში, ჯო ბაიდენი ზელენსკის შეხვდა

ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის ქვეყნების სამიტზე აშში-ის და უკრაინის პრეზიდენტების ჯო ბაიდენის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

„შეერთებული შტატები რაც შეუძლია ყველაფრის გაკეთებას აგრძელებს იმისთვის, რომ გააძლიეროს უკრაინის თავდაცვის უნარი“, – განაცხადა ბაიდენმა. 

მისი თქმით, ახალი, 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი საბრძოლო მასალას, არტილერიასა და სატრანსპორტო საშუალებებს მოიცავს.

,,აგენტოკრატებს ახალი დავალება მისცეს” -ქართველიშვილი (ფოტო)

„აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება – „გოიმობაა“, სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა – „რეალისტური პერსპექტივა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელიც ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსს გამოეხმაურა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აგენტოკრატებს ახალი დავალება მისცეს, რომ ამ ლოზუნგებით კვლავ მოხდეს ახალგაზრდების ქუჩაში გამოყვანა და არეულობის მოწყობა.

„აი ისიც! როგორი პროგნოზირებადები ხართ. ოღონდ ამავდროულად ლაჩრები – გადამთიელის პირით ახმოვანებთ, თქვენ ამისთვის ჯერჯერობით მზად არ ხართ. თუმცა, აგენტოკრატების თქვენზე მიცემული ეს დავალება უმარტივესად იკითხება: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა – „რუსული პროექტია“. აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება – „გოიმობაა“. სოხუმისა და ცხინვალის გარეშე ევროკავშირის წევრობა – „რეალისტური პერსპექტივა“. ესეც ახალი გზავნილი ჩვენს „გულანთებულ“ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჩვენი ეს ძირძველი რეგიონები არც ახსოვთ: „სოხუმი და ცხინვალი არის ბალასტი, რომელიც მოსაცილებელია, თუ გვინდა ევროპული პერსპექტივა. სოხუმი და ცხინვალი – არის კრემლის პროექტი, რათა დააშორონ საქართველო დასავლურ ცივილიზაციას! არა – სოხუმსა და ცხინვალს!“ არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ამ ლოზუნგით ქართველ ბავშვებს კვლავ გამოიყვანენ რუსთაველზე. როდესაც სამიოდე წლის წინ აფხაზეთის ინტერნეტ გამოცემისთვის მიცემულ 2-საათიან ინტერვიუში დავით ბერძენიშვილი დაწვრილებით ხსნიდა, თუ რატომ არაა აფხაზეთი საქართველოს ნაწილი – ის ამ დღეს გვიახლოვდება თურმე. და როდესაც დღეს ამ მორიგმა უჯიშო არა-ადამი-ანმა ამ ბრენდის გავრცელება უკვე დაიწყო, ესე იგი რეალობასთან ახლოსაა ჩვენი 30-წლიანი მოლოდინი. საკითხავია კი ერთია როგორც ყოველთვის: რა გზას ავირჩევთ – ბარაბა თუ იესო?“, – წერს Facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

,„ასეთი იდიოტი და უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო, ასეთი თანამდებობის მქონე ადამიანი”- ქადაგიძე

„ასეთი იდიოტი და უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო, ასეთი თანამდებობის მქონე ადამიანი, რომ ავიაკომპანიამ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადოს?!”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

მისი თქმით, პრეზიდენტს ეგონა, რომ მორალურად დაასანქცირებდა ავიაკომპანიას, მაგრამ პირიქით მოხდა.

„რა სამარცხვინო ბრძანდებით, ქალბატონო პრეზიდენტო ატყობთ? ასეთი იდიოტი და უპასუხისმგებლო როგორ უნდა იყო, ასეთი თანამდებობის მქონე ადამიანი, რომ ავიაკომპანიამ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადოს?! ამ საცოდავს ეგონა, მორალურად დაასანქცირებდა კერძო კომპანიას და თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო. სალომე ზურაბიშვილი, თავი რომ ბადრიჯანი გგონია და ყაბაყადაც არ ვარგიხარ, ეგ მაგის ბრალია. ზურგი აქციე საკუთარ ამომრჩეველს და გარედან მოთრეულ „ნარატივებზე” დასკუპდი… ვერც საზოგადოებრივ ამინდს ქმნი და პოლიტიკურ კარიკატურად იქეცი!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.