Home Blog Page 1952

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პროგრესის მიუხედავად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა.

,,3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ჩვენმა ხელისუფლებამ 2017 წელს შშმ პირთა უფლებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრა, ხოლო 2020 წელს შშმ პირთა უფლებების შესახებ მიღებულმა ახალმა კანონმა შესაძლებლობის ახალი კარი გახსნა.

დღეს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი ევროპული საბჭოს მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, განსაკუთრებულად აღსანიშნავია შშმ პირთა როლი და ერთგულება ამ პროცესებისადმი. განსაკუთრებით, ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ვინც მსოფლიოს ცხელ წერტილებში იცავდნენ გლობალურ მშვიდობას და დღეს, როგორც წარმატებული პარასპორტსმენები, საერთაშორისო დონეზე ასახელებენ ჩვენს სამშობლოს.

მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში – სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა იზრდება 10 მილიონი ლარით, რაც რეკორდული ზრდაა და გახდება 76 მილიონი. ამ პროგრამის ქვეპროგრამები ქმნიან მდგრად და ძლიერ სერვისებს სხვადასხვა საჭიროების შშმ პირებისთვის, ასევე, სოციალური პაკეტის მატება შეეხება ყველა კატეგორიის შშმ პირს.

მაგრამ როგორი პროგრესიც არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა, ხოლო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების გარანტიას, თავად შშმ პირთა მონაწილეობით და ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.

ყოველ 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს – შშმ ადამიანების უფლებების, თანასწორობის, ღირსების საპატივსაცემოდ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

საქართველოში კვლავაც პრობლემური რჩება შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.

ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობების შეზღუდვა გამომდინარეობს არა საკუთრივ მათი რესურსებიდან, არამედ გარემოსგან, რომელიც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. ამით ზარალდება არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ მთლიანად საზოგადოება, რომელიც მათი სახით დიდ ადამიანურ რესურსს კარგავს

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 1992 წელს დაწესდა.

საქართველომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს 2009 წელს მოაწერა ხელი.

„აშკარაა, რომ ზელენსკის სახელისუფლებო ხროვაში ფრონტზე წარუმატებლობის გამო საბოლოოდ აირია მონასტერი!”- გვენეტაძე

ექსპერტი დიშერ გვენეტაძე კიევის მერის, ვიტალი კლიჩოკს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიექანება, სოციალურ ქსელში აფასებს. გვენეტაძის განცხადებით, უკრაინელი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი განცხადებები იმის მანიშნებელია, რომ გემი იძირება და ცდილობენ, განტევების ვაცად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენაკი წარმოაჩინონ.

„აშკარაა, რომ ზელენსკის სახელისუფლებო ხროვაში ფრონტზე წარუმატებლობის გამო საბოლოოდ აირია მონასტერი! მოკლედ, გემი იძირება და ვირთხები ერთიმეორეს მიყოლებით ცდილობენ გაიქცნენ და თავს უშველონ მოახლოებული კატასტროფის და სახალხო შურისძიების ჟამს! ახლა ნახეთ ეს გაუმაძღრები ერთმანეთს, რომ დაერევიან და ერთურთს დაადანაშაულებენ იმ უბედურებაში, რომელიც მათ უკრაინული სახელმწიფოს და უკრაინელი ხალხის თავს დაატრიალეს! უდავოა, რომ განტევების პირველი ვაცი პატრონებმა მისცეს ზელენსკის სახით, რომელსაც დაბრალდება ჯერჯერობით ყველაფერი უბედურება! “გმირი” სინამდვილეში კი უცხოელთა მონა ზელიონკა უკვე ქცეულია ვირთხა ზელენსკიდ, რომელსაც დაესივნენ სხვა კბილებალესილი ვირთხები! დააწყებინეს ვირთხა არისტოვიჩს, მიჰყვა ვირთხა არახამია, წამოხტა ვირთხა კლიჩკო…ვინ იქნება შემდეგი პოდოლიაკი, დანილოვი, ლორთქიფანიძე თუ ადეიშვილი? ამიტომაც დაუკარით უკრაინელი ვირთხების სასოწარკვეთილი განადგურების ქორწილია! მშვიდობა და ამ მტარვალებისაგან განთავისუფლება უკრაინელ ხალხს!” – წერს გვენეტაძე Facebook- ზე.

,,სრულდება ზელენსკის მსოფლიო ლიდერობანას თამაში”- ნინო ფოჩხუა

სრულდება ზელენსკის მსოფლიო ლიდერობანას თამაში. არესტოვიჩის გარდა სხვებიც ალაპარაკდნენ. ცუდად არის უკრაინაში საქმე, უკვე უკრაინელებმა დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი ქვეყნის შიდა მოვლენებზე – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის და „შესაძლოა, აღარ იყოს განსხვავებული რუსეთისგან, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანის ახირებაზეა დამოკიდებული“.

ექსპერტის თქმით, ზელენსკის და მისი გუნდის ავტორიტარული მმართველობა ისედაც ცნობილი იყო, როგორ შეიძლება გუნდში, სადაც ადგილობრივების გარდა, ძებნილი პირები, უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებულები სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე ირიცხებოდნენ, იქ დემოკრატიულ მართველობაზე ყოფილიყო საუბარი. „სრულდება ზელენსკის მსოფლიო ლიდერობანას თამაში. არესტოვიჩის გარდა სხვებიც ალაპარაკდნენ. ცუდად არის უკრაინაში საქმე, უკვე უკრაინელებმა დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი ქვეყნის შიდა მოვლენებზე. ზელენსკის და მისი გუნდის ავტორიტარული მმართველობა ისედაც ცნობილი იყო, როგორ შეიძლება გუნდში, სადაც ადგილობრივების გარდა, ძებნილი პირები, უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებულები სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე ირიცხებოდნენ, იქ დემოკრატიულ მართველობაზე ყოფილიყო საუბარიც კი. ეს კიდევ არაფერი, მე აქაური ზელენსკის გამფეტიშებლები მაკვირვებენ, რა თქმა უნდა არალეგიტიმური პრეზიდენტიც მათ რიგებშია. ვის გვატოლებენ, რაში, ჩვენთანაც ავტორიტარიზმი და კორუფცია უნდა ყვაოდეს თუ ომში უნდა ვიყოთ ჩართულები? ამიტომ ამ უსამშობლო ადამიანებს არ უნდა უკვირდეთ, როცა ქართველი ხალხი მათ აგენტებს უწოდებს.“ – წერს ფოჩხუა facebook – ზე.

,,მინდა განმარტება გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ღირსება ძალიან შორსაა”- ლუკა კურტანიძე

ლუკა კურტანიძის ფეისბუქ პოსტი განხილვისა და კრიტიკის თემად იქცა “ქართული ოცნების” ცალკეული მხარდამჭერების მხრიდან, როდესაც მან დაწერა, რომ ჭიდაობის ფედერაციის საანგარიშო ყრილობაზე არ დაუშვეს, რის გამოც ის ნაწყენი იყო და პრემიერ-მინისტრს მიმართავდა კითხვით, თუ რატომ მოხდა ასე.

“უპირველესად იმ ათასობით ადამიანს მუხლმოყრილი მადლობა, ვინც ასე გამაძლიერეთ არა მარტო ლუკა კურტანიძე, არამედ ყველა ის ადამიანი, ვინც ვალს წირავს თავის სამშობლოს, რადგან ეს რეაქცია ყველას იმედია.

თითოეულ ადამიანს უღრმესი მადლობა ასეთი სითბოსთვის და დაფასებისთვის. 

მინდა განმარტება გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ღირსება ძალიან შორსაა ვითომ ჩემზე მეტად რომ გულშემატკივრობთ “ქართულ ოცნებას”, ან საერთოდ რა შუაშია ამ შემთხვევაში ამ თემაზე საუბარი?!

ჩემი ცხოვრება ჩვენი სამშობლო საქართველოსთვის გავლიე, არამარტო როგორც სპორტის მოღვაწემ, არამედ როგორც საქართველოს წარმომადგენელმა მთელ მსოფლიოში. რამდენიმე დღის წინ, დაღესტანში, კავკასიური ძმობის მეგობრობის კეთილმეზობლობის სიმბოლოდ გმირის წოდება მომანიჭეს არა მე, ლუკა კურტანიძეს, არამედ ჩვენ კავკასიურ მეგობრობას!

დღემდე ვცხოვრობ იმ მოტივაციით, რომ ეგებ რამეში ვერგო ჩვენს სამშობლოს და ეგებ ერის სიყვარულით ვიცხოვრო…. ვიკითხე საჯაროდ რადგან ძალიან მეტკინა დამცირება სახალხოდ.. მეტკინა, რადგან სხვა სითბოს ველოდი, სადღაც კუთხეში მჯდარს, მე მივედი იმ ყრილობაზე, რადგან ჭიდაობაში რა გაკეთდა და რა იგეგმებოდა ოლიმპიური თამაშების წინ ის მომესმინა, თუნდაც როგორც სტუმარს და თუ რამე მაკავშირებდა როგორც პრეზიდიუმის წევრს ყრილობას შეეჩერებინა ჩემი უფლებამოსილება, მადლობა მეთქვა და მიმელოცა დამდეგი ახალი წელი, მაპატიეთ სხვა არაფერი მინდოდა და თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა გამოვეგდე?! ან რა დავაშავე თუ მივმართე ჩემ ერს?!

მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი სამშობლო იყო ჩემი ძალა და იმედი და როცა ძალიან მეტკინა, ვერ დავიტიე ტკივილი და ვთქვი საჯაროდ, რადგან იქ იმდენ ადამიანში დამამცირეს, რომ შემრცხვა, დავიბენი და წამოვედი შეურაცხყოფილი!

თუ პრემიერს მივმართე ეს გეწყინათ?! ვერ გავიგე?! დიახ მივმართე, რადგან მჯერა რომ რეაგირება იქნება, რადგან პრემიერმა მთელი მსოფლიოს გასაგონად უთხრა ბატონ ჯოზეფ ბორელს, რომ ქართველი ვერასოდეს ვერ შეეგუება უსამართლობას და მე ვაფიქსირებ მისი სიტყვის ურყევობას!

დიახ, მე ქართველი ვარ ვინც მთელი თავის ცხოვრება მიუძღვნა თავის სამშობლო საქართველოს და ამ უსამართლობას რაც ჩემი დამცირებით მოხდა ამაზე ვითხოვ მკაცრ რეაგირებას!

მე მჯერა, რომ ასე იქნება! თქვენ ვითომ ქართული იდეის, რომლის შინაარსი არც კი იცით, იმათ გასაგონად ვამბობ –  გრცხვენოდეთ,  თქვენი არც სახელი და გვარი არ მინდა ვახსენო, რადგან თქვენისთანა პარაზიტები სვრიან ერისკაცის სახელს და იმ დიდ იდეას, რასაც “ქართული ოცნების” ღირსეული ასრულება ჰქვია!

მე მადლობა მინდა  გადავუხადო ყველა ადამიანს, ყველა ორგანიზაციას, ყველა საზოგადო მოღვაწეს, ყველა ჟურნალისტს, მიუხედავად მათი შეხედულებისა მადლობა მინდა შევწირო, რადგან ჩვენ ერთი ღირებულება გვაქვს და ამით ვაძლიერებთ ჩვენს სამშობლო საქართველოს.

ერთი ადამიანი მინდა გამოვყო რომელმაც მითხრა – ლუკა, მიუხედავად იმისა, რომ შენ და მე სხვადასხვა, რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები და პოზიცია გვაქვს, მე გაფასებ როგორც უღალატო მებრძოლს, ერთგულს იმ იდეისა, რასაც დღემდე აძლიერებ, დათო ერაძე (მთავარი არხიდან).

 ახლა წავალ იმ ხეობაში, სადაც სიმშვიდე ვიპოვე და იმ კუთხის უდიდესი მფარველობა.  მადლობა ზურა დათუნაშვილს, რომელიც სერბეთიდან შემეხმიანა, მადლობა უფალს ჩემი ერისგან ამხელა სიყვარულის მიღებისთვის, ყველაზე დიდი ტიტული, თანამდებობა ჩემი – ჩვენი სამშობლოს სიყვარულია, მადლობა”- წერს ლუკა კურტანიძე.

,,ოპოზიციას შეუძლია ამ პროცესში ჩაერთოს ქვეყნის საკეთილდღეოდ” – გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბოლომდე, 9 რეკომენდაციის ყველა პუნქტი შესრულებული იქნება და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ევროკომისიაში განაცხადი გაიგზავნება.

ცაგარეიშვილის თქმით, ოპოზიციას შეუძლია ამ პროცესში ჩაერთოს ქვეყნის საკეთილდღეოდ ან ისევ გააგრძელოს შეთქმულების დასაგეგმად საზღვარგარეთ სიარული.

“9-ვე პუნქტზე აქტიური მუშაობა დაიწყება, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებების და ოპტიმისტურად მინდა ვიფიქრო, რომ მომავალი წლის ბოლოსკენ, ჩვენ ყველა პუნქტს შევასრულებთ და შემდეგი ეტაპისთვის წარვადგენთ განაცხადს ევროკომისიაში. რაც შეეხება ოპოზიციის თანამონაწილეობას, მათ აქვთ ორი გზა – ან ითანამშრომლონ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ ხელისუფლებასთან ან იარონ კვიპროსსა და ლონდონში შეთქმულების დასაგეგმად, გადატრიალებების მოსაწყობად”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

,მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა.

„14-15 დეკემბერს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან ბრიუსელში და გადაწყვეტენ ევროკავშირის გაფართოების გეგმას. საუბარია ათ ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც. ეს ჩემთვისაც ძალიან ემოციური მომენტია.

როგორც ვიცით, ევროკომისიამ 8 ნოემბერს პოზიტიური რეკომენდაცია მისცა 27 სახელმწიფოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ 27 სახელმწიფო გაითვალისწინებს ევროკავშირის ამ პოზიტიურ რეკომენდაციას, თუმცა ამ გადაწყვეტილების გაცნობამდე კიდევ ორი კვირა მოგვიწევს ლოდინი, მოთმინება ვიქონიოთ და ვიყოთ იმედიანად. ბევრი რამ გაკეთდა, რა თქმა უნდა, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვართ იქ, სადაც ვართ. ბოლო დღეებშიც ბევრი ახალი ინიციატივა იყო რეფორმებთან დაკავშირებული წინსვლისთვის. რეფორმები აუცილებელია ამ და მომდევნო ნაბიჯებისთვის, ვიდრე საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

მოხარული ვარ, რომ მთავრობამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და 9 ნაბიჯიანია სამოქმედო გეგმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელს გადაუგზავნა. ევროკომისიაში ჩემი კოლეგები განიხილავენ ამ სამოქმედო გეგმას და მათ ექნებათ უკუკავშირი. ყველა უნდა მუშაობდეს ერთად ამ 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რაც საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციიდან“, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

,მათ ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა არაფერი სურთ”- ოდიშარია

მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული და ახლა დააანონსა, რომ ის შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესსაც, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

„რაც შეეხება მავნებელ საქართველოს კომუნისტურ პარტიას, რა თქმა უნდა არ ჩაერთვებიან ამ პროცესში. ხალხო დაიჯერეთ, ამ ხალხს არ სურს, რომ თქვენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები იყოთ. მათ ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა არაფერი სურთ“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

,,ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები”- მანჯგალაძე

ჩვენ მზად ვართ, ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები, ანუ პირობები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ცრუ მოლოდინია – „ქართული ოცნების“ ინტერესი რეკომენდაციების შესრულება არ არის, არამედ მათი ინტერესია, რომ რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, რომ დროზე გადმოვიდნენ ეროვნულ პოზიციაზე. ჩვენ მზად ვართ ერთობლივად შევასრულოთ რეკომენდაციები, ანუ პირობები“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

პარიზში, ეიფელის კოშკთან ტურისტებზე თავდასხმა მოხდა

პარიზის ცენტრში, ეიფელის კოშკთან შეიარაღებული მამაკაცი ტურისტებს თავს დაესხა, დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

„როიტერის“ ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 19:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპული გერმანიის მოქალაქეა.

მედია წერს, რომ ეჭვმიტანილი 2016 წელს თავდასხმის დაგეგმვისთვის იყო ნასამართლევი. როგორც მან პოლიციას განუცხადა, „შეწუხებული იყო ამდენი მუსლიმის სიკვდილით პალესტინაში და აღელვებული – ღაზის სექტორში მიმდინარე მოვლენებით“.

„თავდამსხმელის შესახებ ვიცით ის, რომ არის ფრანგი, დაბადებულია საფრანგეთში 1997 წელს. შემთხვევის დროს პოლიციის კამერები ჩართული იყო და ყველაფერი გადაღებულია. ის იყო გაბრაზებული იმაზე, რაც ხდება ღაზაში და ამბობდა, რომ საფრანგეთი თანამონაწილეა იმისა, რასაც ისრაელი აკეთებს“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა.

4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.
☀️ ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23+25 გრადუსი დაფიქსირდება.
⛅️ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ასევე უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი დაფიქსირდება.
🌥 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18+20 გრადუსი დაფიქსირდება.
⛅️ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +12+14 გრადუსი დაფიქსირდება.
⛅️ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22, ხოლო გორსა და ცხინვალში +16 +18 გრადუსი დაფიქსირდება.
☀️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
☀️აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
☁️აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს 3 დეკემბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 4 დეკემბრის ჩათვლით, 1 აშშ დოლარი 2.7026 ლარი, 1 ევრო კი 2.9421 ლარი ეღირება.

ახალ გაცვლით კურსს სებ-ი ორშაბათს, 4 დეკემბერს დაადგენს.