Home Blog Page 1940

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, კიბერ დანაშაულის ჩადენისთვის სამ ბრალდებულს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და კიბერ დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ 2021 წელს 8 მაისს, ბრალდებულებმა უკანონოდ შეაღწიეს დაზარალებულის ინტერნეტ ბანკში და ანგარიშზე არსებული 97 808 ლარი ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ, საქართველოს ბანკის ანგარიშზე გადარიცხეს. შემდეგ კი თანხა ანგარიშიდან გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა” და მეოთხე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და 284-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მათ მიმართ განხორციელებული ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს.

თიბისის მდგრადი განვითარების ანგარიში

თიბისიმ მდგრადი განვითარების 2022 წლის ანგარიში წარადგინა, რომელიც მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრინციპებს ეფუძნება. ღონისძიება, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, 27 ივნისს გაიმართა.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, მომხმარებელთა და თანამშრომელთა უფლებების დაცვა, შრომითი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების მრავალფეროვნება, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, მდგრადი დაფინანსება, გარემოსდაცვითი საკითხები, ფინანსური განათლება და სხვა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი მდგრადი განვითარების ძირითადი მიდგომები გააცნო და გასული წლის მიღწევები შეაჯამა. რისკების მართვის დირექტორმა ნინო მასურაშვილმა, კი სტუმრებს მდგრადი განვითარების ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ფარგლებში, მან, ასევე, ისაუბრა თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის სტრატეგიისა და თიბისის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.

თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე თიბისის სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები და თიბისის პარტნიორი – მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე – მდგრადი ბიზნეს მოდელები და პრაქტიკები  საქართველოში, რომელშიც კომპანიების „თეგეტას“, აგრომაქსის“, „ბრიმ თბილისის“ და „გროსვატის“ წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პანელურ დისკუსიაზე განხილული იყო სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ვაჭრობის, სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში მდგრადი ბიზნეს პრაქტიკები, განახლებადი ენერგიის მნიშვნელობა, ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა, მრავალფეროვნების მნიშვნელობა და ქალთა გაძლიერება. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების ირგვლივ ცნობიერების ამაღლებასა და მხარდამჭერ ინიციატივებზე.

„მდგრადი ბიზნესებისა და პროექტების მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მხრივ, საქართველოში უკვე ბევრი საინტერესო კომპანია ოპერირებს, რომელთა მხარდამჭერი თიბისია. ჩვენ, როგორც ქვეყნის წამყვან ფინანსურ და ტექნოლოგიურ კომპანიას, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, თუ რამდენად პოზიტიური გავლენის მოხდენა შეგვიძლია მომხმარებლებზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მდგრადი განვითარების საქმიანობის ხელშეწყობას.“- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

თიბისი 2019 წლიდან წარადგენს წლიურ ანგარიშს, რომელიც ასახავს თიბისის წვლილსა და გავლენას ეკონომიკაზე, გარემოსა და საზოგადოებაზე. 2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშში, რომლის სრულ ვერსიას www.tbcbankgroup.com – ზე გაეცნობით, სამომავლო გეგმებთან ერთად,  წარმოდგენილია ის შედეგები, რომლებსაც თიბისიმ გასულ წელს მიაღწია.

R

“ყველანაირად უნდა წახალისდეს პრიგოჟინისა და ვაგნერის ამბოხი პუტინის წინააღმდეგ” – გიორგი თავდგირიძე

იმდენად მოგებული დარჩება სამყარო არსებულ რეალობასა და პრიგოჟინის მიერ თავისი ვაგნერით მოქმედების განახლების შემდეგ შექმნილ რეალობას შორის სხვაობით, რომ ყველანაირად უნდა წახალისდეს პრიგოჟინის და ვაგნერის ამბოხი პუტინის წინააღმდეგ, – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე წერს.
მისი თქმით, პრიგოჟინს შეიძლება ძალიანაც უნდა ვირთხასავით მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, მაგრამ არსებული რეალობაში მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ვაგნერია.

“1. მოცემულობა- რუსეთი არის მტერი სახელმწიფო, რომელიც მოქმედების სამხედრო ძალით და აწარმოებს დანაშაულებრივ ომს- ნებისმიერი შეიარაღებული დაპირისპირება ამ სახელმწიფოში მომგებიანია საქართველოსთვის, უკრაინისთვის, დასავლეთისთვის;

2. პუტინის მიერ ძალაუფლების დაკარგვა არის ომის დამთავრების უმოკლესი გზა;

3. პუტინის შემდეგ ხელისუფლება უარს იტყვის პროექტზე “რუსეთი ჩინეთის ვასალი-ყინულმჭრელი”

4. პუტინის შემდეგი ხელისუფლება, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე მჭიდროდ ითანამშრომლებს დასავლეთთან;

5. იმ შემთხვევაშიც კი თუ პრიგოჟინი მხოლოდ სამხედრო ძალით გაიმარჯვებს, ის ხელისუფლებაში ვერ დამკვიდრდება და რუსეთის მართვა გადავა დროებით მთავრობაზე. რატომ არის ეს კარგი პუნქტები 2,3,4;

პრიგოჟინს შეიძლება ძალიანაც უნდა ვირთხასავით მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, მაგრამ არსებული რეალობაში მისი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ვაგნერია, ისიც მხოლოდ დროებით, რეალურად კი გადარჩენა თუ უნდა პუტინი უნდა მოსპოს. ამიტომ მისი დამატებით მოტივირება აუცილებელიც კი არის.

პრიგოჟინი და მისი “კუკლავოდები” თავისი უსაფრთხოების (სიცოცხლე+ქონება) მიზნით ისედაც უნდა მოქმედებდნენ პუტინის ჩამოსაგდებად და ამას ისიც თუ დაემატება, რომ შეიძლება პუტინის ჩამოგდება და ომის დასრულება იყოს მათი დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება, დროებით ზავი მალე შეიძლება შეწყდეს,”-წერს გიორგი თავდგირიძე.

“ამ ნაგავმა ხალხმა მე „პუტინისტი“ დამიძახოს და პასუხი არ გავცე?” – კობახიძე ოპოზიციაზე

ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე “პუტინისტი” დამიძახოს და პასუხი არ გავცე? ამას მეუბნებით? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ინტერესია ქვეყანაში მშვიდი გარემო იყოს, ოპოზიციის კი არა.

„ნებისმიერი ხელისუფლების სუბიექტური ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდი გარემო. ნებისმიერ არჩეულ ხელისუფლებას აინტერესებს, რომ 4 წლის განმავლობაში მშვიდად მართოს ქვეყანა. ესაა ჩვენი სუბიექტური ინტერესი. ვისი ინტერესია, რომ ეს სიმშვიდე არ დაუშვას? ეს არის ბუნებრივია, ოპოზიცია, რადიკალური ოპოზიცია, რომელიც არჩევნების დღიდან მოყოლებული აღვივებს რადიკალიზმს. ეს არის მათი ინტერესი, ჩვენი ინტერესი სუბიექტურადაც არის მშვიდად ვმართოთ ეს ქვეყანა. გამოდიან ვიღაც მართლა ნაგავი ხალხი და გეძახიან ხან რუსს, ხან “პუტინისტს”, ხან კორუმპირებულს. თვითონ კორუმპირებულები და ის ადამიანები, ვინც 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. პასუხი სჭირდება ამ ხალხს, ამ სამარცხვინო განცხადებებს. ამ მართლა ნაგავმა ხალხმა მე “პუტინისტი” დამიძახოს და პასუხი არ გავცე? ამას მეუბნებით? კონკრეტულმა ელჩმა ამ ადამიანებს უთხრა, რომ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილისმომგვრელია” – არჩილ თალაკვაძე

ოპოზიცია ცდილობს, ამ ვიზიტისგან სკანდალი შეექმნას, რადიკალური ოპოზიცია ეჭვებითა და სკანდალებით მოქმედებს და მათ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სოიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მათ საკუთარი ქვეყნისთვის ისეთი საკითხების დაბრალება პრობლემას არ უქმნის, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

„ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა ჯერ შეხვედრებიც არ იყო გამართული, თუ რა იქნებოდა ნათქვამი ამ შეხვედრებზე. ეს არის დიდი უპასუხისმგებლობა. სინამდვილეში, ეს იყო საქმიანი ვიზიტი და შეხვედრა ხელისუფლებასთან იმის გამო, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი შეიმუშავა და ევროკავშირი ამას პარტნიორებთან განიხილავს. ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან მუდმივი სამუშაო პროცესია, ამიტომ ოპოზიციის მცდელობა, რომ ვიზიტს სკანდალური ელფერი შესძინოს, ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

29 ივნისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდება

29 ივნისიდან 1-ელი ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.

“მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ირლანდიური გამოცდილება უნდა შევისწავლოთ” – მარიამ ლაშხი

ირლანდიას აქვს კარგი პრაქტიკა, შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომელიც არ უნდა გამოიყენონ პარლამენტის მუშაობისას. ჩვენთან ყველაზე მეტად გვესმის რუსების ძახილი – ირლანდიური გამოცდილება უნდა შევისწავლოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი თქმით, დაუწერელ ეთიკის ნორმებს ოპოზიცია არ იცავს, ამიტომ “კარგი იქნება, თუ ეს გაიწერება და პოლიტიკოსები შეურაცხმყოფელ გადაძახილებს არ გააკეთებენ არგუმენტების გარეშე”.

კითხვაზე, ვინ უნდა შეაფასოს, რამდენად წონადია არგუმენტი, ლაშხი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ირლანდიის მაგალითი კარგი პრაქტიკის მაგალითად მოჰყავს, რომელიც ჯერ უნდა შეისწავლონ.

“ირლანდიის პარლამენტს აქვს ძალიან კარგი პრაქტიკა, ეთიკის კოდექსი, რომელსაც არამხოლოდ დეპუტატები, პარლამენტის თანამშრომლებიც აწერენ ხელს, რაც გულისხმობს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალს, რომელიც არ უნდა იხმარონ პარლამენტის მუშაობის დროს. ეს ამცირებს პოლარიზებას და შინაარსობრივ განხილვას უწყობს ხელს. ჩვენს შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ ერთმანეთის მიმართ გადაძახილები, ყველაზე მეტად გვესმის “რუსების” ძახილი, “რუსული კანონი”. პოლიტიკოსებს აქვთ პოლიტიკური ვალდებულება, ნებისმიერ სიტყვას ჰქონდეს არგუმენტირებული დასაბუთება. როცა არის შეურაცხმყოფელი გადაძახილები დაუსაბუთებლად, კარგი იქნება თუ ამის ნაცვლად არგუმენტირებული მსჯელობა იქნება. ეს არ არის რეგულირებადი საქართველოში და ზღვარი არის სიტყვის თავისუფლებას, შეურაცხყოფას და ელემენტარულ ეთიკას შორის. დაუწერელი კანონია ის, რომ პოლიტიკოსის ვალდებულებაა, ნებისმიერ გადაძახილს ჰქონდეს არგუმენტები, თუმცა პრაქტიკაში ამის განხორციელება არ ხდება. ეს იყო გაზიარებული პრაქტიკა ირლანდიის პარლამენტის მხრიდან. ჯერ ეს ინიციატივა არ არის და უნდა შევისწავლოთ მათი გამოცდილება. ამან იმუშავა ირლანდიის პარლამენტში და კარგი იქნება ჩვენც გვქონდეს არა დაუწერელი ეთიკის ნორმები, რომელსაც არ ასრულებს ოპოზიცია, არამედ გვქონდეს დაწერილი. გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფუძვლო შეურაცხყოფებს შორის არსებობს ზღვარი, კარგი იქნება თუ ეს დარეგულირდებოდა,” – განაცხადა ლაშხმა.

“ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება ძალიან ბევრი სიახლე, მათ შორის გამსხვილებაზე” – ლევან ხაბეიშვილი

უახლოეს რამდენიმე კვირაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იქნება კონკრეტული სიახლეები ამ მიმართულებით, საჯაროდ ეცოდინება საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციასთან ერთობაზე საუბარისას განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ითანამშრომლოს პროდასავლურ პარტიებთან.

„მოვუწოდებ პარტიებს, პროდასავლურს, ვისაც არ სურს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა, მესმის მათი, მივესალმები მათი მხრიდან ძლიერი კოალიციის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, როცა ჩვენ მიერ დახმარებაზეა საუბარი, არ დაგვავიწყდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ყველაზე მყარი ინფრასტრუქტურა და იმ ერთობებს, რომელსაც გააკეთებს დარჩენილი ოპოზიცია, ხმების დაცვის მიმართულებით, მაგალითად, მიუხედავად მათი დამოკიდებულებებისა და კომენტარებისა, ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველასთან, ვინც წინააღმდეგია რუსული პარტიის საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნება ძალიან ბევრი სიახლე, მათ შორის გამსხვილებასთან დაკავშირებით, ერთობასთან, ახალ ადამიანებთან დაკავშირებით. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, უახლოეს კვირებში გეცოდინებათ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“პრეზიდენტს ვინც უკარნახა ვეტო, მას ჰკითხეთ, რა ინტერესი ამოძრავებს” – ირაკლი კობახიძე

გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოსთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედონ და ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება არავის უნდა მისცენ.

„არ ვიცი, კონკრეტული ადამიანების ინტერესებში რატომ არის, რომ ხელოვნურდ შეიქმნას ინსტიტუციური კრიზისი ცესკო-ში. ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ეს მიზანი ჩაიდო თავის დროზე 19 აპრილის შეთანხმებაში, პირველ ვერსიაში კიდევ უფრო მძაფრად. ამ მიზანს ემსახურება პრეზიდენტის ვეტოც. ვინც უკარნახა პრეზიდენტს, რომ ასეთი ვეტო დაედო კანონზე, მას უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ამოძრავებს მას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის, რასაც ჩვენ ვეძახით „გლობალურ ომის პარტიას“. ეს გარე ძალები კარნახობენ პრეზიდენტს, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და არავის მივცეთ ცესკო-ში ხელოვნურად ინსტიტუციური კრიზისის შექმნის საშუალება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ მიღებულ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა მოხდეს არანაკლებ 90 ხმით.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების”

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების – ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გუშინ „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო განყოფილების თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

ჯაფარიძის თქმით, ყოველი ასეთი ქმედება საზოგადოების მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ უკუშედეგს გამოიწვევს და აღნიშნავს, რომ ძალადობა ვერასოდეს გახდება ხელისუფლების შენარჩუნების საფუძველი ამ ქვეყანაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები პირდაპირ წამახალისებელია ძალადობრივი აქტების. თვითონაც შეურაცხმყოფელ, აღვირახსნილ ტერმინოლოგიას იყენებენ ოპონენტების გასალანძღად, მათ დასამცირებლად. ეს ქმნის ძალიან დიდ საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში, ამიტომ ჩვენ ყველანი წინ უნდა აღვუდგეთ „ქართული ოცნების“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ მცდელობებს, რომ დათესოს ძალადობრივი ქმედებები, შეუწყნარებლობა განსხვავებული აზრის მიმართ. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოების ერთიანობა, საზოგადოების მობილიზაცია და ყველა, თითოეული ფაქტი უნდა ვამხილოთ, მაქსიმალურად გამოვიტანოთ სააშკარაოზე. ინფორმირებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მეგობრები. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იმ დარჩენილ პერიოდში არჩევნებამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, მათ მხრიდან იქნება ეს მცდელობები საზოგადოების დაშინების, განსხვავებული აზრის გამო ადამიანების დევნის, მაგრამ ყველა ასეთი ქმედება „ქართული ონების“ მიერ და მის მიერ წახალისებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ, აუცილებლად გამოიწვევს პირიქით რეაქციას – სრულ წინააღმდეგობას საზოგადოების მხრიდან და მოიტანს უკუშედეგს „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის ცალსახა, იმიტომ, რომ ძალადობა ვერასოდეს ვერ გახდება ხელისუფლების შენარჩუნების საფუძველი ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაასანქცირონ”- იაგო ხვიჩია

არ ვიცი, პარტნიორების ხელში რა მტკიცებულებები არსებობს და რისთვის არიან ჩამოსული, დასასანქცირებლად თუ იმის სათქმელად, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, თორემ დაგასანქცირებთო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ო’სალივანის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და კუმარ აიერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დაელოდონ, რას იტყვიან პრესკონფერენციაზე.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაასანქცირონ, ფაქტობრივად ჩვენს პარტნიორებს იწვევს. რისკი არსებობს, მაგრამ არ ვიცი, ეს პროცესი როგორ დასრულდება. არ ვიცი, პარტნიორების ხელში რა მტკიცებულებები არსებობს და რისთვის არიან ჩამოსული, დასასანქცირებლად თუ იმის სათქმელად, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, თორემ დაგასანქცირებთო. დიდი დრო არ დაგვრჩენია, დაველოდოთ პრესკონფერენციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გურჯაანში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება

მიმდინარე წლის პირველ ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველო, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ჩაატარებს უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანი ჯგუფი (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცემათ ოპტიკური საშუალებები ( სათვალე);

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან.

მისამართი: გურჯაანი, რუსთაველის ქუჩა # 15.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.