Home Blog Page 1934

„სრული სიურრეალიზმი და საგიჟეთი – „დურდომ“ in action! ირკვევა, რომ…”- ქართველიშვილი

„სრული სიურრეალიზმი და საგიჟეთი – „დურდომ“ in action! ირკვევა, რომ ლინჩის წესით გასასამართლებელი პუტინის მაგინებელი ისრაელის მოქალაქე ბიზნეს-ნაცების – ჩოჩელისა და გეგელიას პარტნიორი და სტუმარი ყოფილა. თურმე ამ უბედურ დღეს დაბადებულის თავის ქალას ლარნაკზე, წვიმის ქვეშ „არა რუსული ფრენების“ საბაბით, რეალურად კი „არა მშრალ ნაცებს“ – დევიზით შეკრებილი „ზონწიკებიანი“ რევოლუციონერები ელოდებოდნენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ლავროვის ნათესავების ძებნით დაკავებული ნაცები ბულგაკოვის იმ პერსონაჟს ჰგვანან, რომელიც უცხოელი კონსულტანტის დასაჭერად საგიჟეთიდან მილიციაში რეკავდა და ითხოვდა მოტოციკლეტებიან ტყვიამფრქვევთა გამოყოფას, ოღონდ იმ გმირს წმ. ნიკოლოზის ხატი ეხმარებოდა მისიის შესრულებაში, ხოლო ამათ – უკრაინის დროშის გამოსახულებიანი პიჟამები.

„სანამ მოსახლეობის უმრავლესობა ცდილობს, მომავალ თაობებს შეძენილი ფსიქიკური გადახრები თანდაყოლილ გენეტიკურ დონეზე გადაყვანას აარიდოს საბრძოლო ყიჟინით – „არა რუსულ რუსეთს“, საქართველოში დაძრწიან კეთროვან ნაცთა გადარეული მობილური ჯგუფები ლავროვის მითური ნათესავების მოსაძებნად…

მსგავსად ბულგაკოვის იმ ლიტერატურული გმირისა, რომელიც უცხოელი კონსულტანტის დასაჭერად საგიჟეთიდან მილიციაში რეკავდა და ითხოვდა მოტოციკლეტებიან ტყვიამფრქვევთა გამოყოფას…

თუ იმ გმირს ამ მისიის შესასრულებლად მკერდზე წმინდა ნიკოლოზის ხატი ჰქონდა მიმაგრებული, ხოლო ხელში დანთებული სანთელი ეკავა, ჩვენს სასარგებლო დეგენერატებს ამაში უკრაინის დროშის გამოსახულებიანი პიჟამები ეხმარება…

სრული სიურრეალიზმი და საგიჟეთი – „დურდომ“ in action! ირკვევა, რომ ლინჩის წესით გასასამართლებელი პუტინის მაგინებელი ისრაელის მოქალაქე ბიზნეს-ნაცების – ჩოჩელისა და გეგელიას პარტნიორი და სტუმარი ყოფილა…

თურმე ამ უბედურ დღეს დაბადებულის თავის ქალას ლარნაკზე, წვიმის ქვეშ „არა რუსული ფრენების“ საბაბით, რეალურად კი „არა მშრალ ნაცებს“ – დევიზით შეკრებილი „ზონწიკებიანი“ რევოლუციონერები ელოდებოდნენ…

საბოლოო ჯამში, ამ ეტაპზე ამათმა ლავროვები ვერ „დაიჭირენ“, ანტიპუტინისტი ებრაელი მომღერალი ვერ „მოკლენ“, რევოლუცია ვერ „მოახდინენ“ და სრულიად ლოგიკურად – შემდეგი „კიდოშევიკრიბოთ“ 28 მაისზე გადაიტანეს…

28-ში იმიტომო, რომ 25-ში ამათ რაღაც „ამაღლება“ აქვთო და ამ დღის გვეშინიაო. მერეო, ისევ ამათ რაღაცის რაღაცისგან „დამოუკიდებლობა“ აქვთო. ხოლო შაბათს – იმათი „პახმელიაზე“ გამოსვლის დღეაო და სჯობს ისევ მოვერიდოთო. აი 28-ში კი „კაკრაზ“ შეიძლებაო…

გვიშველე უფალო და შეგვიწყალე, რამეთუ ამათმა დიდი ხანია აღარა უწყიან, რასა იქმნან, ხოლო ჩვენ კიდევ აღარა ვიცით უკვე, რა რეაგირება გვქონდეს ყოველივე ამაზე“, – წერს დავით ქართველიშვილი.

საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისის ჩათვლით საქართველოს უმეტეს, ხოლო 22 მაისს ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

ისნის რაიონში დაზიანებული სახურავების შეცვლის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ისნის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კორპუსების დაზიანებული სახურავების შეცვლის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
წინანდლის მე-3 შეს. კორპუსი N11-ისა და წულაძის ქ. N3 ის მიმდებარედ, სახურავის მოწყობის სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს.
წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N25 კორპუსი N2, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. N144, არგოშიკის ქ. N8 -ისა და კაჭარავას ქ. N3- ის მიმდებარედ სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების მოწყობის სამუშაოები კი უკვე დასრულდა.
მიმდინარე წელს მსგავსი სამუშაოების განხორციელება სხვადასხვა მისამართებზეა დაგეგმილი.

,,რუსულმა რეჟიმმა ტრიუკი ჩაატარა”- ხაბეიშვილი

საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა – გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა სასტუმროშიო. ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან” განუცხადა.

ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რომ ახლა დაღლის დრო არ არის, რადგან „გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.“

„არ მინდა, ვთქვა, რომ ესენი პოლიციელები არიან. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, რომ ესენი ხარება – ზონდერ ბრიგადაა, რადგან წესიერი პოლიციელი ლავროვის სანქცირებული შვილის დაცვას არ იკადრებს, წარმოუდგენელია. რომელ ქართულ, ტრადიციულ ოჯახში ითქმება საქართველოს სადღეგრძელო და სად მოიხსენებენ, როგორ მოიხსენიებენ პუტინს და ლავროვს, ან იმ ადამიანს როგორ მოიხსენიებენ ჩვენს ოჯახებში, სადაც ლავროვის და პუტინის დამცველი შეიძლება, ვინმე მოიძებნოს? დაფიქრდნენ საქართველოს მოქალაქეები. თუმცა, ხალხი ბრძენია და დაფიქრების გარეშეც ანალიზს მარტივად აკეთებს, რასთან გვაქვს საქმე.

საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელმაც რამდენიმე საათის წინ ტრიუკი ჩაატარა, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უყვარს და ტრიუკი ჩაატარეს – გამოაგორეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მოაყოლეს ტყუილი, გავიდა ეს ხალხი და აღარაა ამ სასტუმროშიო. ჟურნალისტები აქ ხართ და დაინახეთ, რომ ვინმე გაიყვანეს? ეს არის ტყუილი იმის გამო, რომ საპროტესტო მუხტი არ იყოს, რომ პრობლემები არ შეექმნას ლავროვს და მისი ოჯახის წევრებს, რომ კრემლს აჩვენონ ,რომ იცავენ, იცავენ ნიღბიანები, სპეცრაზმები, იცავენ ბრუტალურად და ვინც გააპროტესტებს ლავროვს, მწამებლებს, ოკუპანტებს, ჩვენს ხალხს რომ ავიწროებენ, ოკუპაციას რომ ახორციელებენ, უკრაინელ ბავშვებს რომ ხოცავენ და ჩვენც კარგი დღე რომ არ დაგვაყენეს, სანქცირებული რომ არიან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რომ ვერ გადაადგილდებიან, აი, ამ ადამიანების ოჯახის წევრებს იცავენ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ ოჯახი, რომელიც ყვარელში ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია, ქორწილი დღეს აღარ ჩატარდება.

პოლკოვნიკი გია კრიალაშვილის მკვლელობიდან 14 წელი გავიდა

მუხროვანის ე.წ. ამბოხების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული კრიალაშვილის და, მომხდარს იხსენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

„ჩემო გაუსაძლისო ტკივილო, 14 წელი გაფრინდა შენს გარეშე. 14 წლის წინ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულმა პირსისხლიანმა რეჟიმმა ტყვიით გამოგასალმა ამ წუთისოფელს. არ ვიცი რა გითხრა ჩემო ვაჟკაცო, იბრძოდი ქვეყნისთვის და მჯერა, რომ მაქედანაც ლოცულობ შენი ხალხისთვის. მთელი დღეა ვფიქრობ რა დავწერო ან როგორ მოგეფერო ან რა გითხრა ჩემო სულო და გულო, რაც დრო გადის უფრო მტკივა უშენობა და მკლავს ჩემი უსუსურობა. მენატრები უზომოდ, ძალიან მტკივა უშენობა, მიყვარხარ. ნათელში იყავი ჩემო ტკბილო ძმაო”, – წერს ლია კრიალაშვილი.

 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები დაასახელეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მოთხოვნები გააჟღერეს და ხელისუფლებას პირობების შესასრულებლად 1 საათიანი ვადა მისცეს.

აქციაზე შეკრებილები ყვარელში გამართულ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებასა და რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებას მოითხოვენ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „არა რუსეთს“ მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, მათი ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები.

საქართველოში მოსაპოვებელ ბუნებრივ გაზი აუქციონზე იყიდება

საქართველოში მოსაპოვებელ ბუნებრივ გაზი აუქციონზე იყიდება.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აუქციონზე 5 მლნ კუბ.მეტრი ბუნებრივი გაზი გამოიტანა. საწყისი ფასი 1000 კუბ.მეტრზე დღგ-ს გარეშე 582.13 ლარია. ბიჯი 5.06 ლარს შეადგნს.

„ბუნებრივი გაზის მყიდველისათვის მიწოდება დამოკიდებული იქნება საბადოდან მოპოვების დინამიკასა და ფაქტობრივ მაჩვენებლებზე. ამასთან, „კორპორაცია“ არ იძლევა გარანტიას და/ან არ იღებს ვალდებულებას მოწოდების ჯამურ და/ან შუალედურ (თვის და/ან კვარტლის და/ან სხვა პერიოდის მიხედვით) მოცულობებთან დაკავშირებით“, – წერია აუქციონის დოკუმენტაციაში. ამასთან, საბოლოო ფასი არ მოიცავს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საფასურს.

აუქციონი 31 მაისს, 14 საათზე გაიმართება.

,,შეუძლია დაგაზიანოს ისე, რომ ვერ ამოისუნთქო“- ვოლსკი

ჩვენ რომ სანქცია დავუწესოთ, როგორ გგონიათ, რომ რუსეთის ფედერაცია ისეთი რბილია დამოკიდებულებებში და ურთიერთობებში, რომ თვითონ საპირისპირო ნაბიჯს არ გადადგამს თუ როგორ გვესახება მისი ინტერესი?!, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საქართველო, როგორც სატრანზიტო რესურსის ქვეყანა, რომელიც ესოდენ საგანგებოდ მნიშვნელოვანია ევროპისათვის, რასაკვირველია, რუსეთს ენდომება რომ ევროპასთან ურთიერთობის თემა შეაჯანჯღაროს.

მილსადენის გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და აქვს თუ არა მას ბერკეტი, რომ ისე გააკეთოს, რომ შენ საერთოდ საინტერესო არ იყო ეკონომიკურად ევროპისთვის. შეუძლია დაგაზიანოს ისე, რომ ვერ ამოისუნთქო“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

უკრაინული მხარე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის სრულად აღებას უარყოფს

უკრაინული მხარე რუსეთის ძალების მიერ ბახმუტის სრულად აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

უკრაინის სამხედრო სპიკერმა სერგეი ჩერევატიმ „როიტერს“ განუცხადა, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინული ქვედანაყოფები ბახმუტში იბრძვიან.

ინფორმაციისთვის, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რომ მისმა ძალებმა ქალაქი ბახმუტი აიღეს.

გიორგი ვოლსკიმ, დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა

ლავროვის შვილის ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორ მეუბნებიან და ის საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

„ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს. ახლახან რეიკიავიკში ხელი მოვაწერეთ რეზოლუციას, რომ რეესტრი შედგეს, რა ზარალი მიაყენა უკრაინას რუსეთმა, რომ შემდეგ ამას მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ა.შ. ძალიან მკაფიო, ჩამოყალიბებული და ხისტი პოზიცია გვაქვს. მოვიგეთ ჰააგა, მოვიგეთ სტრასბურგი. როცა მამისთვის შვილს სთხოვ პასუხს, ის თავაწეულობა, ის მხარგაშლილობა, რაც ქართველს ახასიათებს, ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, მის ტრადიციასა და ყოფას, ამასთან დაკავშირებით სუსტად გამოვიყურებით. ევროპულობას და ჩვენს პოზიციას ის ამტკიცებს, რაც მოგიყევით. ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

,,სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ეს სიყალბე” – „ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი

„ჯორჯიან ეარვეისის“ მფრინავი ირაკლი მეზვრიშვილი „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს. ამის შესახებ მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების ინფორმაციაზე დაყრდნობით მან გააკეთა კომენტარი თბილისი-მოსკოვის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით და გამოხატა პოზიცია.

„ხაზგასმით და კატეგორიულად ვაცხადებ: არსად, არცერთ ორგანიზაციასთან თუ მედიასაშუალებასთან არ მქონია კომუნიკაცია რუსეთ-საქართველოს ფრენებთან დაკავშირებით, არ გამიკეთებია არანაირი კომენტარი და შეფასება. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება ის სიყალბე, რომლის შედეგად ადამიანებმა გამოხატეს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება ჩემ მიმართ!

ქართული ტელევიზიებით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც პირველწყაროში უბრალოდ არც კი იძებნება, არის ბინძური ტყუილი, ცილისწამება და ჩემი რეპუტაციის შელახვა, რომელსაც მე ჩემი საქმიანობით და ცხოვრების წესით მუდმივად ვუფრთხილდები და ვიცავ ჩემი მაღალი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით.

ჩემთვის ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია ის კომენტარები, რაც მოჰყვა სოციალურ ქსელში ამ ე.წ. ნიუსის გამოქვეყნებას, შესაბამისად, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ აზიანებს ჩემს როგორც ადამიანურ, ისე პროფესიულ რეპუტაციას და არის ტყუილი და ცილისწამება.

ხოლო თუ ვინმესთვის მაინცდამაინც ასეთი მნიშვნელოვანია ჩემი პოზიცია ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, განმარტავ, რომ მე ვარ პროფესიონალი მფრინავი, მრავალი წელია, ერთგულად ვემსახურები ჩემს საქმეს, ჩემს ქვეყანას და ჩემი ერთადერთი, ყველაზე დიდი ვალდებულებაა არა პოლიტიკური შეფასებების გაკეთება, არამედ მგზავრების უსაფრთხოება და მშვიდობიანი ფრენა ყველა ქვეყანაში, სადაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამის საჭიროება იქნება“, – წერს ირაკლი მეზვრიშვილი.

 

,,ეს და ბევრი სხვა ფაქტი ბრწყინვალედ „გააპრავა“ ამ დღეებში თინათინ ბოკუჩავამ”- ქართველიშვილი

„მე ვუერთდები ბევრი ჩემი მეგობრის შეხსენებას, თუ როგორ პოზირებდა 2011 წელს დათო ტურაშვილი მოსკოვის „წითელ მოედანზე“, ან როგორ მოეთრა დაუპატიჟებლად ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, წინანდალში სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის, რომ პირადად ჩაეკოცნა პუტინის პირადი მეგობარი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, როცა სააკაშვილი აშკარად და დაუფარავად ეპირფერებოდა პუტინსა და მის გარემოცვას, დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც იმ დროს ხელისუფლებაში იყო, პროტესტი არ გამოუთქვამს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 20% უკვე ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ. სწორედ ამიტომ მათი პროტესტი უადგილოა მით უმეტეს, რომ ამის საფუძველი არც არსებობს

„მე ვუერთდები ბევრი ჩემი მეგობრის შეხსენებას, თუ როგორ პოზირებდა 2011 წელს დათო ტურაშვილი მოსკოვის „წითელ მოედანზე“, ან როგორ მოეთრა დაუპატიჟებლად ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში, წინანდალში სააკაშვილი მხოლოდ იმისთვის, რომ პირადად ჩაეკოცნა პუტინის პირადი მეგობარი.

ეს და ბევრი სხვა ფაქტი ბრწყინვალედ „გააპრავა“ ამ დღეებში თინათინ ბოკუჩავამ: „მაშინ სხვა მოცემულობა იყო! მაშინ მხოლოდ საქართველოს 20% იყო ოკუპირებული. ისიც იმიტომ, რომ ქართულმა ჯარმა დაუწყო რუსეთს ეს ომი. ახლა კი – უკრაინის 20%-ია ოკუპირებული! გესმით ეს განსხვავება?! ჩვენი უკრაინის!!!“ ამიტომ დათო ტურაშვილსა და მიხალკოვას ქორწილზე მე არაფერს დავწერ“, – წერს დავით ქართველიშვილი.