Home Blog Page 1932

კობა კობალაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მიუსამძიმრეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების – მალხაზ კვიჟინაძისა და ჯონი ოდიშვილის ოჯახებს მიუსამძიმრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მალხაზ კვიჟინაძის სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა სამების ტაძარში, ხოლო ჯონი ოდიშვილისა კი წმინდა სამების ლავრის, ელია თეზბიტელის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

„საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მოსამსახურეები, უფროსი სერჟანტი მალხაზ კვიჟინაძე და კაპრალი ჯონი ოდიშვილი, ბახმუტთან საარტილერიო დაბომბვისას დაიღუპნენ. ჯონი ოდიშვილი, ბრძოლის ველიდან, დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს;

მალხაზ კვიჟინაძეს, 2 ივლისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, ხოლო ჯონი ოდიშვილს, 4 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სამხედრო პატივით დაკრძალავენ;

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომში, 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში გამოცდებისთვის საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოიყო დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული ტარიფით. საგამოცდო დღეებში დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში.

„ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

აბიტურიენტებისთვის წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდრეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“,- აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელი ჯანლუკა ესპოზიტო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორი მიროსლავ პაპა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი ირენ კიტსუ-მილონა ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი.

გერმანიის წამყვანი მედიასაშუალებები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან მაღალრეიტინგული გამოცემებისა და რადიოს ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრესტურის ფარგლებში Deutschland Radio-ს, Sueddeutsche Zeitung-ის, Hubert Burda Media-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თბილისი, ბორჯომი, ჟინვალი დაათვალიერეს.

„ასევე, გერმანელი ჟურნალისტები ხევსურეთს ეწვივნენ, დაათვალიერეს შატილი, არდოტი, მუცო, აბუდელაურის ტბა და როშკა. ტურის მონაწილეებმა სამცხე-ჯავახეთში ბორჯომის ეროვნულ პარკი მოინახულეს.

გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმის, ქართული კულტურის, თბილისის ღამის ცხოვრების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. პრესტურის მიზანია გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ჩემს სტილში გავიდა ხალხში პუტინი”-სააკაშვილი

მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ, მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას.

„შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე.

პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ, მაქსიმუმ, სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას. ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს.

დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ჩემს სტილში გავიდა ხალხში პუტინი.

ამხელა რუსეთში ვერსად ვერ გარისკეს და ჩაიყვანეს ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში, დაღესტანის დერბენტში, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზაცია.

როდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე რომ იმცირებს თავს მისი თვალსაზრისით, ეს ყველაფრის მთქმელია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ზელენსკიმ ქართულ და რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც რუსეთში დაფრინავენ, სანქაციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 290 კომპანიას სანქციები დაუწესა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დასანქცირებულ პირებს შორის მოხვდა რუსეთის 189 მოქალაქე, ორი ბელარუსი და ერთი ქართველი, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვესისის“ ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი.

საქნციები დაუწესდა რუსულ კომპანიებს, ასევე რამდენიმე ბელარუსულ კომპანიას და „ჯორჯიან ეარვეისს“.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, უკრაინის ტერიტორიაზე ფრენის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ მაისში რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლაზე ცალმხრივი აკრძალვა გააუქმა და 20 მაისს Georgian Airways-მა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი რეისი განახორციელა რუსეთში.

“ოპოზიციას ყველაფერი აღიზიანებს, რაც დაკავშირებულია წინსვლასთან”- ირაკლი კობახიძე

დიდი ხანია, ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არ გულშემატკივრობენ საკუთარ ქვეყანას. პრემიერმა ფეხბურთელებს მეოთხედფინალში გასვლა მიულოცა, ტაში არ დაუკრეს აქაც რადიკალებმა. ვთქვათ, ეკონომიკური წარმატება გწყინს, რაღაც სხვა წინსვლა გწყინს, როგორ შეიძლება, ფეხბურთელებს არ მიულოცო ტაშით წარმატება. ესეც იმაზე მეტყველებს, რომ მათ ყველაფერი აღიზიანებთ, რაც დაკავშირებულია წინსვლასთან, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სესიაზე.

მისივე თქმით, ეს არის ოპოზიცია, რომელიც დერეფნებში ითხოვს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ და „ეს, ეტყობა, მერე ჩვევაში გადადის.“ კობახიძის განცხადებით, მათ ჩვევაში აქვთ გადასული ის, რომ არცერთი წარმატება არ უნდა გაუხარდეთ.

„დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე სპორტთან მიმართებაში გვაქვს უნიკალური შედეგები, პირველად მოხდა რაღაც ისტორიაში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება სპორტის გუნდურ სახეობებს. კალათბურთში პირველად გავიდა ჩვენი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩვენი წყალბურთელები პირველად მოხვდნენ ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის, ჩვენი ხელბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ძიუდოს შერეული ნაკრები პირველად გახდა მსოფლიო პრიზიორი, მესამე ადგილზე გავიდნენ. რაგბის რაც შეეხება, პირველად მოვუგეთ 6 ერის გუნდებს, ზედიზედ ორს. ფეხბურთზე ჯერ კიდევ წინ არის მიმდინარე ჩემპიონატი და უფრო მეტი წარმატების იმედი გვაქვს, მაგრამ ახალგაზრდები რომ უკვე რვა გუნდში მოხვდნენ, ეს უკვე არის წარმოუდგენელი წარმატება, ძალიან ახლოს ვართ ევროპის ჩემპიონატთან; ხვიჩა კვარაცხელია გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, ჩვენი კალათბურთელი გიორგი შერმადინი გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ასეთი ამბები შემთხვევით არ ხდება და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებაზე მეტყველებს.

შეგახსენებთ ოპოზიციის რეაქციებს იმ ინვესტიციებთან დაკავშირებითაც, რომელიც იდებოდა სპორტის კონკრეტულ სახეობებში. ფეხბურთში ჩაიდო მილიონობით ინვესტიცია და მახსოვს, თავის დროზე ნაცმოძრაობის, გირჩელების გამოსვლები, რომ ეს იყო წყალში გადაყრილი ფული. რაგბის რაც შეეხება, სახელმწიფო ინვესტიცია, თავისთავად, განხორციელდა და ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ჩადო რაგბიში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შემთხვევით არ მოდის ასეთი წარმატება, რასაც აკეთებს საქართველოს ნაკრები, რადგან ეს ყველაფერი არის კონკრეტული ინვესტიციების შედეგი.

„30 წლის თავზე, ჩვენი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მეთერთმეტე წელს განვითარების სხვა საფეხურზე გადავედით; აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი ქვეყნით, თითოეული იმ ადამიანით, რომელსაც თავისი წილი წარმატება მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. თუმცა, რას ვხედავთ აქაც, ოპოზიციას შურს თითოეული ამ ადამიანის და განსაკუთრებული ბულინგის მსხვერპლი არიან ყველაზე წარმატებული ადამიანები და ჩვენი თანამოქალაქეები. გახსოვთ კონკრეტულ სპორტსმენებზე: თორნიკე შენგელია, ხვიჩა კვარაცხელია, ბოლო შემთხვევა იყო ნუცა ბუზალაძეზე, მომღერალზე, რომელსაც თავს დაესხნენ იმის გამო, რომ კერძო ღონისძიებაზე იყო ჩასული რუსეთში და იქ იმღერა. ვერცერთ წარმატებულ ადამიანს ვერ იტანენ და ქვეყნის წარმატებას ვერ იტანენ.

ჩვენი დღის წესრიგია შემდეგი – ქვეყნის წარმატებაზე ზრუნვა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გაგრძელდეს ის გზა, რომელსაც ადგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება და აქ განსაკუთრებული წვლილი აქვს, ბუნებრივია, პრემიერს, მთავრობის თითოეულ წევრთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა, მათ გადავუხადო მადლობა იმ საქმისთვის, რომელსაც ქვეყანა წინ და სწორი მიმართულებით მიჰყავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა”- ღარიბაშვილი

მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ძალიან სამწუხაროა, როდესაც შვილებზე გადადიან“.

„პოლარიზაციის ხარისხზე მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ,  ჩვენთვის ყველასთვის არ არის სასიამოვნო პირადი შეურაცხყოფების მოსმენა, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ჩვენი დესტრუქციული, ხელმოცარული და მართლაც, დეგრადირებული ოპოზიცია ცდილობს ყველაფერს, რომ რაიმენაირად მოახდინონ პროვოცირება, ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. მათ არაფერი არ დარჩენიათ, გარდა ერთისა – რომ რაიმენაირად კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია შემოიტანონ, დაძაბულობა, შფოთვა, ქაოსი, არეულობა. შემთხვევით არ დავარქვით ამ ადამიანებს და მათ პარტიას ომის პარტია, ნგრევის, ქაოსის და სიკვდილის პარტია. ყველა ის უბედურება, რაც მათ მოუტანეს ჩვენს ქვეყანას და რაც მათ მმართველობას უკავშირდება. მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო მეტი გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, მეტი მოთმინება გვმართებს, ვინაიდან, ჩვენ ვართ ხელისუფლება. მე არავის არ ვუპასუხებ, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, როდესაც შვილებზე გადადიან. ეს მიუღებელია. ეს არის წითელი ხაზი, ეს ყოველგვარი ამორალურობის და უზნეობის დამახასიათებელია, მაგრამ მე მინდა ყველა ჩვენს მტრებს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მათ შვილებს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში, წარმატება, ბედნიერი მომავალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა პრემიერმა.

დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქებში ,,ვაგნერელების” ლიკვიდაცია დაიწყო – უკრაინის უსაფრთხოება

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ბრძანებით, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 25 ივნისს “ვაგნერელების” ლიკვიდაცია დაიწყო. “უკრაინის ფრონტზე “ვაგნერელების” მიმართ დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალა. დასავლური დაზვერვის შეფასებით, პრიგოჟინთან ერთად ბელარუსში ათასზე მეტი “ვაგნერელი” არ წავიდა, სხვები კი იძულებულნი არიან გააფორმონ კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანებით, დონეცკისა და ზაპორიჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 25 ივნისს “ვაგნერელების” ლიკვიდაცია დაიწყო” – ნათქვამია ანგარიშში.

„თქვე ჟენია პრიგოჟინებო, პრორუსები კი არ ხართ „ტურებზე“ და „ფარჩაკებზე“ უარესი ხართ”- ალუდა ღუდუშაური

„ყველაფერს დავარქვათ თავის სახელი. ვინ ვართ ჩვენ და რას გვიწოდებენ ესენი – რომ ვართ პრორუსები და კიდევ ათასგვარ სისულელეს. ჩვენ ვართ ქართველები, ღირსებით, ისტორიით. სად ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ საქართველოსთან და ვატარებთ ქართველი ხალხის ინტერესებს. და ვინ ხართ თქვენ და ვის ინტერესებს ატარებთ – ეს მეც ძალიან კარგად ვიცი და ქართველმა ხალხმაც იცის“, აღნიშნა დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა პოლიტიკური დებატებისას. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა – „თქვე ჟენია პრიგოჟინებო, პრორუსები კი არ ხართ „ტურებზე“ და „ფარჩაკებზე“ უარესი ხართ. ჩვენ კი არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯის უკან გადადგმას. თქვენგან განსხვავებით ვართ სამართლიანი ხალხი და ვივლით წინ ქართველ ხალხთან ერთად. 11 წელი გელოდათ ქართველი ხალხი, რომ ბოდიშს მოუხდიდით, დღეს კი აღარავის სჭირდება თქვენი ბოდიში ჩვენ კი ვივლით წინ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად,“ – განაცხადა დეპუტატმა.მან პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა და მთავრობის წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,10:0, პრემიერის სასარგებლოდ”- კობახიძე

ოპოზიცია ამ შემთხვევაშიც გაექცა დებატებს და ამას აქვს მარტივი მიზეზი – მათ სათქმელი არაფერი აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ანგარიშს მოუსმინეს.

„ყველა წინა დებატები პრემიერ-მინისტრთან დასრულდა ანგარიშით 10:0, პრემიერის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც მოლოდინი იგივე იყო და ეს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუმართლდათ. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რომ ეს დებატებიც დასრულდა ზუსტად ასეთივე ანგარიშით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.

1 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.