Home Blog Page 1909

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ კომპანია „ლიდერმა“ წარმოება გაზარდა

2022 წელს, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოებულმა კომპანიამ, სამკერვალო „ლიდერმა“ ბიზნესდაჯილდოებაში მოპოვებული წარმატების შედეგად წარმოება გააფართოვა, ახალი სოციალური მიზნები დაისახა,  ISO-ს სერტიფიკატი მოიპოვა და საექსპორტო ბაზარი გაზარდა. კომპანიის მიზნები და ბიზნესდაჯილდოების პროექტში მოპოვებულ წარმატებაზე „ლიდერის“ დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე გვიამბობს:

„კომპანიამ საქმიანობა 2016 წელს, გორში, მცირე ატელიეთი და სამი დასაქმებული ქალით დაიწყო. შემოსავალზე ორიენტირებულობის გარდა, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საწარმოს სოციალური დანიშნულება მიზნები ჰქონოდა. გვინდოდა, დავხმარებოდით შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ქალებს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა  ჭრა-კერვა და ამგვარად გაგვეძლიერებინა ისინი ფინანსურად და სოციალურად.

თავდაპირველად გადავამზადეთ 7 იძულებით გადაადგილებული ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენსავე საწარმოშივე დავასაქმეთ. ჭრა-კერვის გარდა, ამ ქალებს ვასწავლეთ ყველაფერი, რაც მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაში დაეხმარებოდა. ამით, ერთი მხრივ, ეს ქალები გავაძლიერეთ, მეორე მხრივ კი შევქმენით კვალიფიციური კადრები ჩვენივე ბიზნესისთვის. ამ მიმართულებისთვის არც შემდეგ გადაგვიხვევია.

დღემდე გადამზადებული გვყავს 416 ქალი, ამათგან 45% უკვე დასაქმდა –  ნაწილი ჩვენთან, ნაწილი სხვა საწარმოებში, ნაწილმა კი თავად წამოიწყო მცირე ბიზნესი.

ჩვენს საწარმოში მუდმივად ვამზადებთ 30 ქალს. ეს უწყვეტი პროცესია. ამ სოციალურმა აქტივობებით „ლიდერი“ ძალიან  კარგად პოზიციონირდა ბაზარზე – ჩვენით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლები, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კომერციულ ორგანიზაციებთან. ამასთანავე, გაიზარდა კორპორაციული კლიენტების რაოდენობაც.

ასე გავხდით ისეთი დიდი კომპანიების პარტნიორები, როგორიცაა „თეგეტა“ და „ვისოლი“.

პარალელურად სულ ვმუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც. ჩვენ ვართ ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წარმოების, არამედ 35 სხვა საწარმოს ნარჩენებსაც გადაამუშავებს და მისგან ახალ პროდუქციას ქმნის. გასული წლის განმავლობაში 10 ტონა ნარჩენი გადავამუშავეთ.

2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მეორედ მივიღეთ მონაწილეობა და ამჯერად კიდეც გავიმარჯვეთ. ჯილდო მოგვენიჭა ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“. ეს იყო პირველ რიგში უდიდესი აღიარება და დიდი მოტივაცია, რადგან ერთია, შენი სურვილით, ენთუზიაზმით რომ აკეთებ რაღაცას და  მეორეა, როცა ვიღაც ამჩნევს და აღიარებს ამ შრომას. ეს გამარჯვება უდიდესი მოტივაცია იყო მთელი გუნდისთვის.

გარდა მოტივაციისა, ამ ჯილდომ ფინანსური და სოციალური თვალსაზრისითაც დიდი წარმატება მოგვიტანა: გავზარდეთ წარმოება, დამატებით დავასაქმეთ 17 ადამიანი, გავაფართოვეთ საექსპორტო ბაზარი – თუ მანამდე ჩვენი პროდუქციის მხოლოდ 30% გადიოდა საზღვარგარეთ, ახლა ექსპორტმა 75%-ს გადააჭარბა.  ამ ჯილდოს აღება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა რეპუტაციულადაც, რაც პირდაპირ აისახა რიცხვებზე.

„თიბისი ბიზნესისთვის“ დიდი ხანია იქცა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ვგრძნობთ, რომ გვერდით გვყავს ძალიან დიდი და საიმედო კომპანია, რომელიც ბიზნესს ზრდის და ეხმარება განვითარებაში. ეს ძალიან დიდი ბიძგია ბიზნესისთვის ზოგადად და მცირე ბიზნესისთვის  განსაკუთრებით.“

R

“თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, დიდი შანსია კანდიდატის სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს”

შეიძლება ფარცხალაძის საქმე მალე დაიხუროს, ამიტომ სრულად ვიზიარებ აშშ-ს ელჩის პოზიციას. მათი შეშფოთება გასაგებია- ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხანია გვაქვს,- ამის შესახებ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.

დეკანოიძის შეფასებით, თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, დიდი შანსია კანდიდატის სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს.

„საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდა მცდელობა, შეგვექნება საგამოძიებო კომისია დასანქცირებულ მოსამართლეებზე, იმიტომ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, პირველი არის ის, რომ ქვეყანა შესაბამისობაში მოვიდეს საგარეო პოლიტიკასთან, რაც არ ხდება. ეს დათქმა არის სერიოზული დათქმა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულად უყურებენ იმას, რომ ფარცხალაძე, რომელიც არის „ეფესბეს“ აგენტი თავისუფლად გადაადგილდება. გარდა ამისა, შეიძლება ფარცხალაძის საქმე მალე დაიხუროს, ამიტომ სრულად ვიზიარებ აშშ-ს ელჩის პოზიციას. მათი შეშფოთება გასაგებია. ჩვენ ეს პოზიცია დიდი ხანია გვაქვს. ხელისუფლება უნდა ესმოდეს ძალიან მარტივი რამ – 15 დეკემბერს გადაწყდება, მოხდება თუ არა კანდიდატის სტატუსის ფორმალიზება. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, ეს არის პირველი ეტაპი. თუ საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ელჩის ლანძღვას გააგრძელებს, ასევე ჩვენი პარტნიორების და შესაბამისობაში არ მოიყვანს საგარეო პოლიტიკას, რა თქმა უნდა, დიდი შანსია სტატუსზე ჩავარდა გვქონდეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.

“ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, არის პირდაპირი მესიჯი, რომ დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი”

ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან, რომ გაჩნდეს პირდაპირი მესიჯი – დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ გააკეთა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და “გაუგებარია, რატომ გააჩინა ის უმრავლესობამ“.

სამნიძის თქმით, შესაძლებელია ისეთი კამპანიის წარმოება, რომ მოქალაქეებმა თანამედროვე პირადობის დამადასტურებელი მოწმობები აიღონ და არჩევნებზე ძველი პირადობის მოწმობების გამოყენება არ მოხდეს.

„ეს არის პოლიტიკური ნების საკითხი. როცა ვლაპარაკობთ, რომ სისტემა გაუმჯობესდა, საზოგადოებას ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობას ვაძლევთ და ნაბიჯი გადავდგით წინ, ახლა უკან დაბრუნება და ძველი პირადობის მოწმობებით ხმის მიცემის შესაძლებლობის გაჩენა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება უმრავლესობის მხრიდან, რომ გაჩნდეს პირდაპირი მესიჯი, რომ დიახ, შესაძლებელია მომავალ არჩევნებზე გაყალბებას ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა სამნიძემ.

77 მომხრე, 7 – წინააღმდეგი – პარლამენტმა კენჭისყრის ამ შედეგით, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც არაელექტრონული – ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის შესაძლებლობა ექნებათ.

ამასთან, კენჭისყრის წინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს ფრიდონ ინჯიას კანონპროექტზე შემდგომი კონსულტაციები და ალტერნატიული ინიციატივების წარმოდგენა შესთავაზა.

“საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა” – ფინანსთა მინისტრი

საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას აღნიშნა.

მისივე თქმით, წლების განმავლობაში საქართველო იყო ფისკალური დისციპლინით გამორჩეული ქვეყანა და ვალი ნარჩუნდებოდა უსაფრთხო დონეზე.

„სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ პანდემიის გამოწვევისთვის გვეპასუხა შესაბამისი ფისკალური ხარჯებით და ეს ყველაფერი ისე მოვახერხეთ, რომ ხელი არ შეგვეშალა პოსტ-კრიზისული აღდგენისათვის. ჩვენ რეკორდულად დაბალ დროში შევძელით, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა. მთავრობის ვალის დონე, რომელიც 2020 წელს 60-პროცენტიან ნიშნულს გადასცდა, 2024 წლისთვის 38%-მდე მცირდება. ეს არის 3 წლის განმავლობაში ვალის დონის 20 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც ნამდვილად იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში. ჩვენ ვაჩვენეთ ფისკალური კონსოლიდაციის ის იშვიათი მაგალითი, როდესაც 2 წელიწადში სრულად აღდგა ვალი უსაფრთხო დონეზე (40%-ზე დაბალ ნიშნულზე), და ამავდროულად, ხელი არ შეგვიშლია ეკონომიკური ზრდისთვის. მეტიც, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანა ერთგული რჩება ვალის პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნის.

„საშუალოვადიან პერიოდში მიზნად ვისახავთ ვალის დოლარიზაცია 65 პროცენტს ქვემოთ შევამციროთ, რაც განსაზღვრულია, ასევე, საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენ უკვე შევძელით ეს მაჩვენებელი 80 პროცენტიდან 72 პროცენტამდე ჩამოგვეყვანა და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამავდროულად, გავაგრძელებთ ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავზარდეთ გამოშვებები და გაიზარდა ბაზრის ლიკვიდურობაც. საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი მიზანია, საქართველოს ვალის პორტფელი მოვამზადოთ საერთაშორისო ინდექსებისათვის“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, პოზიტიური ეკონომიკური პარამეტრების მიუხედავად, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ფისკალური კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ერთი მხრივ მთავრობის ვალი შევინარჩუნოთ უსაფრთხო დონეზე და ამავდროულად, შესაძლებელი იყოს რესურსების მობილიზება მომდევნო წლებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

მისი თქმით, 2024 წელს დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია მშპ-ის 2,5%-ის ოდენობით და სწორედ ამ დეფიციტის მიხედვით არის დათვლილი ნაერთი ბიუჯეტის საფინანსო რესურსი. ბიუჯეტის მთავარ წყაროს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს, თუმცა გადასახადების გარდა, 2024 წლის ბიუჯეტში დაგეგმილია გრანტები – 361 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები – 1 მილიარდ 920 მილიონი ლარი; პრივატიზაცია – 350 მილიონი ლარი; სესხების დაბრუნება – 270 მილიონი ლარი.

გარდა ამისა, როგორც მინისტრმა განმარტა, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობა მიმდინარე წლის გეგმურ მაჩვენებელთან შედარებით, 2 მილიარდ 532 მილიონი ლარით იზრდება და 21 მილიარდ 942 მილიონ ლარს შეადგენს.

მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საგადასახადო ადმინისტრირებაში თანამედროვე ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვამ, შესაძლებელი გახადა 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულიყო საგადასახადო შემოსავლების მოცულობა და 11 მილიარდიდან 22 მილიარდამდე გაზრდილიყო.

აღსანიშნავია, რომ დღგ-ის დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში გრძელდება და მომდევნო წელს დაბრუნებული თანხა 2,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საგადასახადო შემოსავლები სახეების მიხედვით შემდეგია: საშემოსავლო გადასახადი – 6 მილიარდ 885 მილიონი ლარი; მოგების გადასახადის სახით, დაგეგმილია 2 მილიარდ 583 მილიონი ლარი, სადაც ასახულია, როგორც საფინანსო სექტორის განახლებული მაჩვენებლების შესაბამისად პროგნოზირებული თანხა, ასევე, პარლამენტში ინიცირებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის შედეგად მისაღები დამატებითი შემოსავლებიც; დღგ-ის სახით მისაღები შემოსავლები აღემატება 9 მილიარდ 121 მილიონ ლარს; აქციზის სახით პროგნოზირებულია 2 მილიარდ 365 მილიონ ლარზე მეტი; ქონების გადასახადის პროგნოზი შეადგენს 650 მილიონ ლარს; იმპორტისა და სხვა გადასახადების სახით, ჯამურად, დაგეგმილია 337 მილიონ ლარზე მეტის მიღება.

“ტურიზმის აღდგენამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში”

ტურიზმის აღდგენამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს რეკორდული 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ ზრდას განაგრძობს და მხოლოდ 2023 წლის ცხრა თვის მდგომარეობით, ტურიზმიდან იმდენივე შემოსავალი მივიღეთ, რაც 2019 წელს მთლიანად და 28 პროცენტით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ ცხრა თვეში. ჩვენი შეფასებით, ტურიზმი მომდევნო წლებშიც გააგრძელებს დადებითი წვლილის შეტანას როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ისე საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

პარლამენტმა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. 82-ხმით ერთხმად, მესამე მოსმენით, მიიღეს პროექტი, რომლის თანახმად, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება – ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება. კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში ნარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ცვლილებებით, პარლამენტში წარდგენილი ანგარიშების მოსმენის პროცედურები ახლებურად წესრიგდება. კერძოდ, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სავალდებულო წესით, მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენს. რაც შეეხება სხვა დანარჩენი უწყებების ყოველწლიურ ანგარიშებს, ის განსახილველად წამყვან კომიტეტს გადაეცემა, ხოლო პლენარულ სხდომაზე კომიტეტის, ფრაქციის ან ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში გავა.

ამავე პროექტით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება. პროექტით ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნის საკითხიც რეგულირდება. კერძოდ, თუ გარკვეული მიზეზის გამო პრეზიდენტი პირველ სხდომაზე არ იქნება, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. პარლამენტის სპიკერატში ვიცე-სპიკერების რაოდენობა იზრდება – ნაცვლად ხუთისა, პარლამენტს შვიდი ვიცე-სპიკერი ეყოლება. რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ შესაძლებელია აირჩეს სამი მოადგილე საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილე – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

“ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა, სრულად აგვენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი” – ლაშა ხუციშვილი

ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ საშუალება მოგვცა, სრულად აგვენაზღაურებინა პანდემიის დანაკარგი და ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად გაზრდილიყო, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, შედეგად, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების დონით, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, ქვეყანა წლიდან წლამდე ამცირებს ევროკავშირის საშუალო დონესთან ჩამორჩენას.

„2024 წელს, ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლისათვის 45 პროცენტამდე იზრდება. ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს ევროკავშირში ბოლო გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის, ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მაკროფისკალური ინდიკატორების შედარებაზე ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებთან.

„ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს არამარტო მათ საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ მთელი რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა. ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით, საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას, ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით, საქართველო მე-16 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 20 ქვეყანას“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

“სააკაშვილი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც FARA არის რუსული კანონი” – მამუკა მდინარაძე

ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ქეისი იყო, რომელზეც შეიძლება, თავისუფლად ითქვას, რომ იყო საუკუნის აფიორა. ერთი – ე.წ. რუსული კანონი, როცა FARA პირდაპირ თარგმანს რუსული კანონი დაერქვა, მეორე ადგილზე შეიძლება, გავიდეს – მიხეილ სააკაშვილი „კვდება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც FARA არის რუსული კანონი.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ქეისი იყო, რომელზეც შეიძლება, თავისუფლად ითქვას, რომ იყო საუკუნის აფიორა. ერთი იყო ე.წ. რუსული კანონი, როცა FARA-ს პირდაპირ თარგმანს რუსული კანონი დაერქვა. მეორე ადგილზე შეიძლება, გავიდეს – მიხეილ სააკაშვილი „კვდება“. ადამიანი, რომელიც ყოველდღე მძიმდებოდა, ახლა უფრო კარგად არის, ვიდრე მაშინ, როცა დააკავეს. ფეიკგანცხადებები გათვალისწინებული რომ ყოფილიყო, დღეს ევროკომისიის მხრიდან დადებითი შეფასება არ გვექნებოდა. საბედნიეროდ, სიმართლე ყოველთვის ბოლოს იმარჯვებს და ასეთი ფეიკნარატივები თავს ვერ იჭერს ხოლმე. მით უმეტეს, საზოგადოებაზე არ მოქმედებს იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცდილობენ, ეს ყველაფერი საერთაშორისო თანამეგობრობას თავს მოახვიონ. ეს ყველაფერი ქართულ საზოგადოებაზე კიდევ უფრო ნაკლებად მოქმედებს. მიხეილ სააკაშვილი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც FARA არის რუსული კანონი, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა” – კობახიძე

ჩანს ტაქტიკა – „ნაცმოძრაობა“ თუ ცოტა ქვევით დაიწევს, ზევით შეიძლება, აიწიონ სხვა სუბიექტებმა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„რეალურად რასაც ვუყურებ, აშკარად არის ვიღაცის მხრიდან მიღებული ტაქტიკური გადაწყვეტილება, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი მაქსიმალურად დასწიონ დაბლა. ეს არის ერთგავრი ტაქტიკური გათვალა იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავაშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ზემოთ, ხუთპროცენტიან ბარიერს ზემოთ, ამიტომ კეზერაშვილის თაოსნობით, ხელოვნურად ხდება „ნაცმოძრაობის“ რეიტინგის დაბლა დაწევა. სწორედ ამიტომ დანიშნეს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ ხაბეიშვილი, სწორედ ამიტომ მიდის ეს გაუთავებელი კიკნლაობა პარტიის შიგნით. რა უნდა კაცის გარიცხვას, თუ გინდა, აქამდე გარიცხავდი, თუ არ გაწყობს „ნაცმოძრაობის“ სრული დაკნინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, აშკარად ჩანს ტაქტიკა, რომელიც პირდაპირ არის მიმართული „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის კლებისკენ და ეს კეთდება, პირველ რიგში, დავით კეზერაშვილის ხელით.

„ანუ ეს არის აშკარა ტაქტიკა იმისათვის, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებული სხვა პარტიები, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული სხვა პარტიები ამოვიდნენ ხუთპროცენტიან ბარიერს ზემოთ. ნებისმიერი, ეს შეიძლება, იყოს „ლელო“, „გირჩი“, გახარია, ყველას აქვს ეს კავშირები. მათთვის ხომ მნიშვნელობა არ აქვს, პარტია „ნაცმოძრაობა“ მიიღებს რაღაც პროცენტს თუ „ნაცმოძრაობა“ „ლელოსთან“, გახარიასთან და „გირჩთან“ ერთად. ერთი პოლიტიკური ძალაა, ერთი სუბიექტია და ჩანს ეს ტაქტიკა – „ნაცმოძრაობა“ თუ ცოტა ქვევით დაიწევს, ზევით შეიძლება, აიწიონ სხვა სუბიექტებმა. ეს არის მათი გათვლა. ამიტომ არის, რომ დანიშნეს ხაბეიშვილი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ და ა.შ. ეს პროცესები მიზანმიმართულად ემსახურება იმას, რომ „ნაცმოძრაობას“ პროცენტი ქვევით ჩამოუვიდეს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან კარგია. მე არ ვიცი, ამ ყველაფერს ვინ ქმნის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები საჩვენოდ მუშაობენ“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით თბილისში Data Bootcamp-ი ჩატარდება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და  თბილისის ტექნოპარკის ორგანიზებით 24-30 ნოემბერს Data Bootcamp-ი გაიმართება.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს და მენტორშიფ სესიებს ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით, ისწავლიან იდეების სწორად გენერირებას და წარმატებული Pitching-ის პრაქტიკულ დეტალებს. ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს და რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.

Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი. გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data  Bootcamp-ების მსგავსად, თბილისის ბანაკის რჩეულ მონაწილეებსაც, თიბისი აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიანი კურსი გაიარონ. კურსი ითვალისწინებს თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობას.

თბილისის Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. დარეგისტრირდი: https://mtr.cool/kvyjrdrmid

პროექტი ჩატარდება თბილისის ტექნოპარკში, მისამართი: ინოვაციების ქ. N7.

 

R

“ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, წლები რომ გადის და მათი რეიტინგი მცირდება”

ჩვენს ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, პრაქტიკულად, პარტიად არ იწოდება, ასეთი შეიძლება, იყოს ახალი შექმნილი პარტია, მაგალითად ერთი წლის პარტია და მერე შეიძლება, იყოს მზარდი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ პარტიებმა, რომლებსაც ეშინიათ, რომ შესაძლოა, ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ, საკუთარ ქმედებებს უნდა გადახედონ.

„წლები რომ გადის და მათი რეიტინგი გაზრდის ნაცვლად მცირდება, უნდა მიხვდნენ, ბარიერზე კი არ უნდა იწვალონ და თხოვნებით იყვნენ წარმოდგენილი, არამედ რაღაცები შეცვალონ, ან მესიჯბოქსში, ან ქმედებაში, ან სულ მცირე თავისი ქვეყანა არ უნდა დააზიანონ მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ, ამით დაზიანდეს ხელისუფლება. თუ ამას ვერ ხვდებიან და 90 ათასი ხმის მოგროვების შანსიც არ აქვთ, უნდა გადააფასონ თავისი პერსპექტივები, მოვლენები, მესიჯები და ა.შ. ვფიქრობ, მხოლოდ ამით არის გამოწვეული, რომ რამდენიმე ადამიანს უნდა პარლამენტარის მანდატი და არ აქვთ ის ამბიციები, რომელზეც თავად საუბრობენ ხოლმე. რაც შეეხება იძულებას, როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად ევროკომისიის წარმომადგენლებმა გვითხრან, რომ რაც არის ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ის არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაშიო. ევროპაში რაც არის მიჩნეული კარგად, ის როგორ შეიძლება, საქართველოში იყოს ცუდი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ხისტი პოზიცია ექნებათ ჩვენს  ევროპელ პარტნიორებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ბარიერის დაწევის საკითხზე ირაკლი კობახიძის მიერ 2022 წელს გაკეთებული განცხადება ისე წარმოაჩინოს, თითქოს მიმდინარე წელს იყო ნათქვამი მსგავსი რამ.

„ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს თუ რაიმე რესურსი გააჩნია სოციალურ ქსელში, ცდილობენ 2022 წელი მოაშორონ ირაკლი კობახიძის ნათქვამს და სოციალურ ქსელში დასპონსორებული სტატუსები გვხდება, სადაც საუბარია, თითქოს წელს მოხდა ეს ამბავი. ასეთი მარტივი ტყუილის ტირაჟირებას ცდილობენ. არეკლამებენ ისეთ პოსტებს, სადაც საუბარია, თითქოს 2023 წლის დეკემბერზე იყო საუბარი, როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა კანდიდატის სტატუსზე და შესაბამის დათქმაზე ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით. დღეს მოცემულობა აღარ გვთავაზობს, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.