Home Blog Page 1898

თიბისიში ინფრასტრუქტურის მიმართულება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

თიბისის ტექ-გუნდისთვის DevOps პროცესებზე მორგებული ვორქშოპი ჩატარდა, რომლის მიზანიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარების ახალი ეტაპის დაწყებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდამ ორიენტირებულია თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ათვისებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზეეს გზა კომპანიას საშუალებას აძლევს, შეასრულოს თავისი მისია და მუდმივად განვითარდეს.

ვორქშოპის მთავარ თემას წარმოადგენდა DevOps პრაქტიკების ტექნიკური მხარე, კერძოდ, GitOps-ი და მისი პრინციპებით მუშაობა. გუნდის წევრებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორ უნდა მართონ არსებული Low Level Environment. თემა მოიცავდა ორ ნაწილს: Vanilla Kubernetes-ის გამართვასა და Legacy სერვისებისა და აპლიკაციების ავტომატიზაციას.

კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებს თავად კომპანიის თანამშრომლები მართავენ. თიბისი აქტიურად ზრუნავს ამ ადამიანებისათვის ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სრულად შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას, მოახდენენ სწორ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან და ერთად იმსჯელებენ გამოწვევებზე. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის გუნდისთვის აქტუალური ტექ-საკითხების ირგვლივ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ვორკშოპის პირველ ნაწილზე გავმართეთ Kubernetes-ის კლასტერი და ჩვენთვის საჭირო კომპონენტები GitOps მეთოდოლოგიით, Ansible-ისა და GitlabCI-ის გამოყენებით. შემდგომ K8S-ში ArgoCD-ით გავსტარტეთ: AWX Operator, Grafana/Prometheus მონიტორინგის სტეკი.” ალექსანდრე კვაიჭაძე, თიბისის DevOps არქიტექტორი.

R

 

“მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს”- კახა კალაძე

ადამიანი, რომელსაც ევროპაში მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ქვეყნის ინტერესების გამო, პოლიტიკაში მოვედი, ასე რომ, მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით. თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში. მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს“, – აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „მოსალოდნელი სანქციების გამო, რაზეც ისმის განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში, ხომ არ გეგმავთ თანხების გამოტანას სხვადასხვა ქვეყნის ბანკებიდან“, კალაძემ განაცხადა:

„თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე. სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ და ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, ჩემზე ნუ ინერვიულებთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

” სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს იქნება კიდევ ერთი მარცხი”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს მათთვის კიდევ ერთი მარცხი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, სააკაშვილის ადვოკატებმა რატომ შეიცვალეს გადაწყვეტილება და სტრასბურგის ნაცვლად, ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს რატომ მიმართავენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ ერთხელ უკვე მიიღეს სტრასბურგიდან მითითებები პატიმრის შიმშილობასთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან მარტივია. ალბათ, ყველას გახსოვთ, თავიდან როდესაც მიხეილ სააკაშვილი ახალი დაკავებული იყო და „შიმშილობის კამპანია” ახალი დაწყებული ჰქონდა, რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და რა მითითებები მისცა მას. შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იციან, რომ აღნიშნული საქმის გაგზავნა  სტრასბურგში, იქნება კიდევ ერთი მარცხი მათთვის და შესაბამისად, ამას თავს არიდებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა” -დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს.
„12 წლის ანის დედა გწერთ ჩემი შვილის მკვლელობის ადგილის გაკაფვა-გაჩეხვის ფაქტის შესახებ. მქონდა კომუნიკაცია შემდგომში იმ ადგილზე რომ არ მომხდარიყო კვლავ უბედური შემთხვევა და ვითხოვე განათება და მოწესრიგება.
ოღონდ….
ჯერ არ არის დასრულებული გამოძიება და ექსპერტიზის პასუხები მოსული. ამიტომ ამ ადგილზე კვლავ ხდებოდა დაკვირვებები და ა.შ. გამგეობამ როგორც ამიხსნა მიმართა საგამოძიებო უწყებებს და მათი ნებართვით მოხდა რაც მოხდა.
მე დღეს მოვითხოვე პასუხი ამ ნებართვის გაცემის შესახებ. ვარ მოლოდინის რეჟიმში. ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა“, – წერს გარდაცვლილი გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი

“პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ” – მეუფე იაკობი

 

“თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან,” -ასე ეხმაურება მეუფე იაკობი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი

„მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა – პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ. თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან. მე ამერიკელებთან ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა, რომ ჩემს სახელმწიფოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ვერც რუსმა, ვერც ევროპელმა, ვერც ამერიკელმა, ვერც ჩინელმა, ვერც თურქმა, ვერც ირანელმა და ვერც სხვამ იბატონოს ჩვენზე. არ მჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც ვიღაცის მონა-მორჩილი იქნება, დაუტკაცუნებენ თითს და ისე მოიქცევა. აბა, ამერიკას გაუბედე და მასე გაუკეთე.

ძალიან ცუდი მიმართვები გვაქვს – ჩვენ ევროპასთან, ევროპას ჩვენთან, ჩვენ ამერიკასთან, ამერიკას ჩვენთან და საბოლოოდ რა მივიღეთ? რაღაც კინკლაობაში გადავიდა, რა. და ვინ გაიხარებს ამით? – გინდა არ გინდა, ეს უცხოეთი რუსის საქმეს აკეთებს, ამის შემდეგ, რაც არ უნდა თქვან ახლა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს „რევოლუციისთვის იყენებენ“.

„ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ, რა. იყენებ ამას. რა თქმა უნდა, ქართველ კაცს უნდა წესიერი და კარგი ცხოვრება. არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან – რუსული მთავრობა, რუსული ეს, თვითონ რუსები, რა. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია. მიიღონ არავისი გვშურს, მაგრამ ჩემთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ თუ არ მინდა?!“, – განაცხადა მეუფემ.

როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ამერიკულმა და ქართულმა მხარემ ერთმანეთთან უნდა მოილაპარაკონ და წყენები დაივიწყონ.

„მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია. ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო. ის წყენები უნდა დაივიწყო, იმიტომ, რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია. ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან უნდა ცუდი ურთიერთობა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, არამედ მიგიღონ ევროკავშირში, რა. პოლარიზება ხომ დამთავრდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან საჭმელებს შორის დასახელდა

კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas ხაჭაპურს ყველისგან მომზადებულ 50 კერძს შორის ასახელებს. გზამკვლევის რეიტინგში ხაჭაპური მე-7 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ 50 კერძს შორისაა აჭარული, მეგრული, სვანური, გურული და იმერული ხაჭაპური. გზამკვლევში აღწერილია თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება ხაჭაპური.

TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანთა შეფასების მიხედვით არის შედგენილი.  TasteAtlas-ის პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.

“გადადექი, წადი სოფელში და მეურნეობას მიხედე”- დარჩიაშვილის რჩევა მურუსიძეს

✍️ “რჩევა მურუსიძეს: განა არ მეცოდები, მეცოდები. მთელი ცხოვრება ნახევარგამტარი იყავი შენს უფროსებსა და ქვემდგომებს შორის.

არაფერი იყო პირადული, უბრალოდ, კარგი ცხოვრება გიყვარდა და გიყვარს. dolche vita. ამიტომ, ახლა გადადექი, წადი სოფელში და მეურნეობას მიხედე. თუ წერა იცი, მემუარები დაწერე, ოღონდ გულახდილი, რომ მერე ისტორიკოსებმა გამოიყენონ. ქართველი ხალხი კი კეთილია – შეგინდობს შენც და იქნებ ათ წელიწადში რომელიმე თოქ შოუშიც გიხილოთ. მოკლედ, ნუ გაჯიუტდები ახლა – ასე აჯობებს,” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი.

თიბისისთან პარტნიორობით „ვოკ’ენ’როლი“ ბათუმში მეორე ფილიალს ხსნის

ახლა უკვე ყველა ბათუმელისთვის საყვარელი  „ვოკ’ენ’როლის“  აზიური სამზარეულო ქალაქში პირველად 2020 წელს გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ზურა ქამაშიძე გვიყვება, დამწყები ბიზნესისთვის პანდემია ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა ყველაფერი გააკეთე ბიზნესის გადასარჩენად, ბათუმის „ვოკ’ენ’როლი“ აამუშავა და თიბისის მხარდაჭერით ფილიალი თბილისშიც გახსნა.

„ბათუმში „ვოკ’ენ’როლამდე“ მსგავსი კვების ობიექტი არ არსებობდა. არადა, აზიური სამზარეულო ყველგან ძალიან მოთხოვნადია. პანდემიის სირთულეების დაძლევის შემდეგ ჩვენი კერძები ძალიან მალე გახდა პოპულარული. მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი მატების შემდეგ, გადავწყვიტეთ თბილისშიც გავხსნილიყავით.

თბილისის ფილიალის გახსნისთვის და საჭირო ინვენტარის შესაძენად თიბისის მივმართეთ. თიბისი გვენდო და ვფიქრობ, ჩვენ მისი ნდობა მალევე გავამართლეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, „ვოკ’ენ’როლის“  კერძებმა დედაქალაქშიც სწრაფად გაითქვეს სახელი და დღეს უკვე სერიოზულად ვფიქრობთ გაფართოებაზე.

რაც სხვა აზიური საკვები ობიექტებისგან განგვასხვავებს, ვფიქრობ, ჩვენი კერძების ხარისხია. მაგალითად, ატრიას ჩვენი შეფ-მზარეულები თავად ამზადებენ. ადგილზე მზადდება ჩვენი ტკბილ-ცხარე, ცხარე თუ ტკბილ-მჟავე სოუსებიც. რეცეპტები, რომლის ბაზაზეც ვმუშაობთ, ცნობილი მზარეულებისგან ვიყიდეთ. მას შემდეგ ვციდლობთ, გემოების თამაშითა და სიახლეების ძიებით ჩვენი სამზარეულო კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავამრავალფეროვნოთ.

განსაკუთრებით მოთხოვნადია „ვოკ’ენ’როლის“ საფირმო ნუდლსი, იგივე ატრია. ატრია ბოსტნეულით, ხორცით, კრევეტებით, ზღვის კოქტეილით. მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, ასევე, ჩვენს სუშის, როლებსა და ბრინჯიან კერძებსაც.

ჩვენი მომხმარებელი, ძირითადად, ახალგაზრდები და დასაქმებული ადამიანები არიან. ლანჩის დროს განსაკუთრებული დატვირთვით ვმუშაობთ, რადგან სამსახურიდან გამოსული ადამიანები საგანგებოდ მოდიან ჩვენი კერძების საჭმელად. ვმუშაობთ შეკვეთებზეც.

ამჟამად ბათუმში 7, თბილისის ფილიალში კი 8 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, თიბისის მხარდაჭერით უკვე ვგეგმავთ ბათუმში კიდევ ერთი ობიექტის დამატებას.  ახლო მომავალში კი სწრაფი კვების ობიექტიდან რესტორნად გადაკეთებასაც ვფიქრობთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ვხვდები, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა შეეგუოს სორთულეებს, ბოლომდე იბრძოლოს, ბევრი იშრომოს და აუცილებლად მიაღწევს მიზანს.“

 

 

 

შესაძებლობა ახალგაზრდა ლიდერებისთვის – დარეგისტრირდი Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 30

Forbes საქართველოს პროექტზე 30 under 3განაცხადის შევსება 15 აპრილამდეა შესაძლებელი. თიბისისთან პარტნიორობით, Forbes საქართველო უკვე მეხუთე წელია არჩევს ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სიას, მათი წარმატების, შრომის, ენთუზიაზმისა და გამბედაობის დასაფასებლადპროექტში მონაწილე ახალგაზრდებს თავიანთი მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში, ხოლო ფორბსის ეს აღიარება მათ კიდევ მეტის გაკეთების სტიმულს აძლევს.

თიბისი პროექტის მთავარი  პარტნიორია და გალფთან ერთად მხარს უჭერს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც არ უშინდებიან ბარიერებს და დინების საწინააღმდეგოდ მიდიან.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობს მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი კარგი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ს ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს.” ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“Forbes-ს მიერ საქართველოში წამოწყებული 30/30 პლატფორმა საუკეთესო ასპარეზია მასში მონაწილე ახალგაზრდებისთვის, მიიღონ ცხოვრებაში პირველი საერთაშორისო აღიარება ყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემისგან მსოფლიოში. 30-წლამდელთა სიაში დასახელება სრულიად ახალ შესაძლებლობებსა და ურთიერთობებს უხსნის მის მონაწილეებს. „Forbes Georgia” & BMG-ის მედიაპლატფორმების საშუალებით 30/30 სიის წევრებს გაიცნობენ საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მსოფლიოდან, რაც საშუალებას მისცემს გამარჯვებულებს, ახალი საქმიანი კონტაქტები და ურთიერთობები დაამყარონ.” ამბობს გიორგი ისაკაძე, Forbes Georgia-სა და BMG-ის მთავარი რედაქტორი.

Forbes 30 under 30 გლობალური პროექტია, რომელსაც წარმატებული ახალგაზრდების ინდივიდუალური აღიარებით საზოგადოებისა და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია, ეს პროექტი მონაწილეებისათვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანონ არა მხოლოდ საკუთარიტ, არამედ საქართველოს სახელი.

შეავსეთ განაცხადი და შემოუერთდი forbes-ის 30 წლამდელთა ახალგაზრდა ლიდერების სიას, აპლიკაციების შევსება 15 აპრილამდე გრძელდება, პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულსპროექტის ორგანიზატორი „კონსიერჟ თბილისია”

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

თბილისის შემოვლით გზაზე გადაყრილ საბურავებს Tegeta Green Planet გაიტანს

,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაცია Tegeta Green Planet-ი მზად არის დედაქალაქის შემოვლით გზაზე გადაყრილი საბურავები გადამამუშავებელ საწარმოს ჩააბაროს.

თბილისის შემოვლით გზაზე არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა ფოტოგრაფმა ბილი ბილიხოძემ გაავრცელა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

ნარჩენების გატანის შესახებ ,,თეგეტა ჰოლდინგი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, რომლისთვისაც გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მზად ვართ დაბინძურებული ტერიტორიის მოწესრიგების ვალდებულება ავიღოთ. ჰოლდინგის შვილობილი ორგანიზაცია Tegeta Green Planet საავტომობილო ნარჩენებს  გაიტანს და გადასამუშავებლად პარტნიორ საწარმოებს ჩააბარებს.

საწარმოებში საბურავების გადამუშავება ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოხდება.

“უდანაშაულო ადამიანებს ბრალი დასდეთ!”- გოგა ხაინდრავა კელი დეგნანს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.

„პანდორას ყუთი გახსენით, ქალბატონო დეგნან, ისეთი სიმყრალე ამოვა ინანებთ! აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ცილის მწამებლად აქციეთ! საკუთარი მისია კრახით დაამთავრეთ რეგიონში აშშ-ის ერთადერთ მეგობარ და დასაყრდენ ხალხს შეურაცხყოფა მოგვაყენეთ! უდანაშაულო ადამიანებს ბრალი დასდეთ! სამართლებრივად მოგეკითხებათ!“, – წერს ხაინდრავა.