კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილის აქტივობას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმიანება: “მონ ამი, საარჩევნო კამპანია დაგიწყიათ ფრანგულ პრესაში. შარმან! წითლიძე, ბოკუჩავა, სამადაშვილი, გვარამია, მანჯგალაძე, კიკუ ვაშაძე – თქვენს ერთობას ამომრჩევლის 102% ვერ დაიტევს, 120%-ზე ახვალთ! “ედისონ რისერჩს” მიმართეთ. ოღონდ, გზაში ფეხქვეშ იყურეთ, გახარია-ხაზარაძეს არ დააბიჯოთ! შინ ევროპისკენ!”- წერს ხაინდრავა
,,საქართველო წლებია განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს”- ბოჭორიშვილი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ქ. ერევანში გამართულ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) საშემოდგომო სესიაში.
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ცოტა ხნის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე და ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა.
„ორი კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძლების წარმომადგენლის მიერ სროლის შედეგად ცხინვალის რეგიონში მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა თუ რა არის ოკუპაცია. საქართველო წლებია განიცდის რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ომის მტკივნეულ შედეგებს. ჩვენს ტერიტორიებზე კვლავ არიან რუსეთის სამხედროები, რომელთა ყოფნა არც სამართლიანია და არც გამართლებული. ასი ათასობით ადამიანი კვლავ იძულებით არის გადაადგილებული საკუთარი სახლებიდან და მათი უფლებები დარღვეულია. ხდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები, გატაცება და მკვლელობები საოკუპაციო ძალების მხრიდან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას ამის მისაღწევად.
„მშვიდობას და უსაფრთხოებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩვენი რეგიონისთვის. მსურს გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იპოვიან გზას მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად სამხრეთ კავკასიაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
სიტყვით გამოსვლისასა მაკა ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოს მიმართ გაცემულ დადებით რეკომენდაციას და იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშს და დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
„ჩვენ მადლიერი ვართ მონიჭებული ევროპული პერსპექტივისთვის, მაგრამ არ დაგვიმალავს იმედგაცრუება საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არასაჭირო დიფერენციაციის გამო. იმედი მაქვს, დეკემბერში, ევროპული საბჭო მხედველობაში მიიღებს ევროკომისიის ანგარიშებს და რეკომენდაციას, მიანიჭებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, შეუდგება ევროკავშირში გაწევრიანების გზას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
,,შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს”- ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან, ასევე, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან, – სანქციების დაწესების განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
„ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
,,რაც იყო გეგმა და სტრატეგია – ქვეყნის დესტაბილიზაცია, იგივე რჩება”- ვოლსკი
რასაც ვუყურებ შეფასებებს არ მრჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიცია მზად არის სამუშაოდ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„კვლავ დაიწყო სპეკულაციები, რომ ეს არის დათქმა და ამ დათქმების მიღების გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცემა, როდესაც ეს ასე არ არის. არსებობს თემატური, პროფილური კომიტეტები და რა საკვირველია იქ მუშაობა გაგრძელდება. რაც იყო გეგმა და სტრატეგია – ქვეყნის დესტაბილიზაცია, იგივე რჩება უცვლელად მათ საქმიანობაში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
მმართველ პარტიას არ აქვს იმედი, რომ ევრო რეკომენდაციების შესარულების პროცესში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს.
,,ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა”- ჯანმო
ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფო სიკვდილის ზონად იქცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.
ორგანიზაციამ ეს შეფასება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯანმო-ს და გაერო-ს სხვა ოფიციალური პირები საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.
ისრაელელი სამხედროები გასული კვირის განმავლობაში საავადმყოფოს ირგვლივ მოქმედებდნენ. მათი მტკიცებით, აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ „ჰამასი“ ამ ტერიტორიას ტერორისტული საქმიანობისთვის იყენებდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ირწმუნებიან, რომ საავადმყოფოს ქვეშ „ჰამასის“ მთავარი სამეთაურო ცენტრია განთავსებული და რომ ტერიტორიაზე გვირაბები და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს. ამასთან, ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოსთან ახლოს მდებარე შენობაში ისრაელიდან გატაცებული ორი მძევლის ცხედარი იპოვეს.
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6985 ლარია
1 ევრო 2.9327 ლარად შეიძენთ.
1 გირვანქა სტერლინგი – 3.3545 ლარი.
100 რუსული რუბლი – 3.0296 ლარი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვინც ბინას აქირავებს და ქირაობს
გადაწყვეტილება, რომელიც ათასობით ადამიანის პრობლემას მოაგვარებს. ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოსახლება შესაძლებელი სასამართლოს გარეშე გახდება. იუსტიციის სამინისტრო საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას ასრულებს, დოკუმენტი კი კანონმდებლების მაგიდაზე უახლოეს პერიოდში მოხვდება. სიახლის მიხედვით, მომხმარებელი ქირავნობის ხელშეკრულების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში შეძლებს, სადაც მითითებული იქნება, რომ მოქირავეს ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოასახლებს.
უკვე მეორე დღეა მარი ნაჩხატაშვილს საკუთარ ბინაში ცხოვრება უცხო პირებთან ერთად უწევს. გაუსაძლის სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც დამქირავებელმა ჯერ ქირის გადახდაზე თქვა უარი, შემდეგ კი ბინის დაცლაზე.
მარი ნაჩხატაშვილმა და მისმა მეუღლემ ბინა ოჯახს მაისის დასაწყისში მიაქირავეს. სწორედ აქედან დაიწყო მათი პრობლემებიც. ორი თვის წინასწარ მიღებული ქირის შემდეგ, დამქირავებლებს მათთვის აღარაფერი გადაუხდიათ იმ მიზეზით, რომ ბინის მდგომარეობა მათ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და პირობები გაუსაძლისია.
დამქირავებლები ამტკიცებენ, რომ ბინა მათ მფლობელობაშია.
მსგავსი პრობლემა დღეს საქართველოში არაერთ სხვა გამქირავებელსაც აწუხებს. მაშინ, როცა დამქირავებელი საფასურის გადახდაზე უარს ამბობს, მეპატრონეს მხოლოდ ერთი გზა რჩება, მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ეს დროში გაწელილი პროცესია. რიგ შემთხვევაში კი, საქმის განხილვა წლობით გრძელდება.
პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ მოგვარების გზებზე მუშაობა უკვე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრო ბინის მეპატრონეებს გამოსავალს სთავაზობს. უწყება დღეს მუშაობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გამოსახლების წესის ცვლილებას გულისხმობს – ქირის გადაუხდელობისას გამოსახლება სასამართლოს გარეშე გახდება შესაძლებელი.
პრობლემის მასშტაბზე და ახალ ინიციატივაზე იუსტიციის მინისტრმა პარლამენტს პირადად მიაწოდა ინფორმაცია.
ცვლილებაზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. სულ მალე კი, ის დასამტკიცებლად კანონპროექტის სახით პარლამენტში გაიგზავნება.
“ეზოში რადგან არ გვიშვებენ, იძულებული ვართ გარეთ პატარა ტერიტორიაზე გავშალოთ კარავი”- აქციის ორგანიზატორი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოს გარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.
პროტესტის მონაწილეების თქმით, რადგან ისინი შენობის ეზოში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს, იძულებულები არიან, კარავი გარეთ გაშალონ. კარვის გაშლას ტერიტორიაზე შეკრებილები ტაშითა და შეძახილით: “გავიმარჯვეთ” შეხვდნენ.
“ეზოში რადგან არ გვიშვებენ, იძულებული ვართ გარეთ პატარა ტერიტორიაზე გავშალოთ ის კარავი, რაც დაგვრჩა. ამ ეტაპზე, გამოდის, რომ კარავი გაიშალა. ამასთან, ახლა გაგვაგებინეს რამდენიმე ადამიანის ადგილსამყოფელი”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
მანამდე, აქციის მონაწილეებს სურდათ, რომ სამინისტროს ეზოში შესულიყვნენ, რათა კარავი იქ გაეშალათ, თუმცა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.
თოვის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ამ დღეს სასურველი შედეგის მისაღწევად სწრაფად და ინტუიციურად უნდა იმოქმედოთ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ – ამ დღეს ნებისმიერი, უწყინარი საუბარი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. შეწყვიტეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად პრობლემებს გიქმნიან და ცხოვრებაში საქმისთვის გაცილებით მეტი დრო დაგრჩებათ.
კურო
რთული და სტრესული დღისთვის უნდა მოემზადოთ. მოვლენები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ელვისებური რეაგირება და გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღება მოგიწევთ. ეცადეთ, ისარგებლოთ შანსით, რომელსაც ბედი გიმზადებთ. ნუ მოახდენთ თანამოსაუბრეზე ზეწოლას – ეცადეთ, კომპრომისი მოძებნოთ.
ტყუპები
გირჩევთ, ურთიერთობებს გაუფრთხილდეთ. მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს და აგრესიას. გახსოვდეთ, რომ შეცდომებს თავადაც უშვებთ, ამიტომ სხვები შეცდომების გამო არ უნდა დატუქსოთ. ამ დღეს ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ, ამიტომ თანამოსაუბრე უფრო ფრთხილად უნდა აირჩიოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის ყველაზე უფროს და უმცროს წევრებს. გამორიცხული არაა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემა, რომელსაც მალე დაძლევთ.
კირჩხიბი
ამ დღეს უსამართლობის მიმართ გამძაფრებული პროტესტი გაქვთ, ნებისმიერ წვრილმანზე ბრაზდებით და განწყობა გიფუჭდებათ, ამიტომ ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სხვა დღისთვის გადადოთ, როცა ცივი გონებით შეძლებთ სწორი დასკვნების გაკეთებას
ლომი
ამ დღეს რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება უნდა მოასწროთ. შეეგუეთ, რომ თქვენი რჩევა და დახმარება ყველას ერთდროულად დასჭირდება. ეცადეთ, ურთიერთობები შეზღუდოთ, რათა ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებისგან უმნიშვნელო საკითხებზე არ გადაიტანოთ. საოჯახო საქმეებსაც თქვენი ყურადღება სჭირდება.
ქალწული
ენერგეტიკული პოტენციალი შემცირებულია, რაც ხელს გიშლით, რომ ამ დღისთვის დაგეგმილი საქმეები განახორციელოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ერთი ან ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აირჩიოთ და მთელი ენერგია მათი განხორციელებისკენ მიმართოთ. მოერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, ყველა რისკი გამოთვალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.
სასწორი
ენდეთ საკუთარ ინტუიციას – დღეს ის სწორ მინიშნებებს მოგცემთ. გაატარეთ საღამო ახლო მეგობრების გარემოცვაში და თქვენთვის საინტერესო საკითხები განიხილეთ. ერთი შეხედვით, თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებები სიტუაციას მხოლოდ აუარესებს, თუმცა რამდენიმე დღეში ამ მოვლენებს სხვანაირად შეაფასებთ.
მორიელი
ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი ამბები გაიგოთ, რაც მომხდარის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას შეცვლის. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე აზრი მკვეთრად შეგეცვალოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ. მიეცით მათ მეტი დრო და რთულ სიტუაციაში მხარი დაუჭირეთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს წარმატებას ვერ მიაღწევთ. ეცადეთ, პარტნიორის აზრი უფრო ხშირად გაითვალისწინოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენმა გულწრფელობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ გირჩევთ საკუთარი გეგმები არავის გაუმხილოთ. მაღაზიებში გასეირნება კი სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ – შესაძლოა, სახლისთვის რაღაც ძალიან ლამაზი იყიდოთ.
თხის რქა
შესაძლოა, ოჯახთან ან ახლო ნათესავთან დაკავშირებული საკითხი გაწუხებთ, თუმცა დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ ვიღაცას საკუთარი სიმართლე დაუმტკიცოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე მშვიდად გაატაროთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. დროა ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებაზე იზრუნოთ.
მერწყული
საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. ეს გაზრდის თქვენს თვითშეფასებას და გააძლიერებს თქვენს ურთიერთობებს. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სუფთა ჰაერზე სეირნობა ან სპორტდარბაზში ვარჯიში სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ.
თევზები
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მეტად მოგწონთ. ამ გზით შეიძლება აღმოაჩინოთ ახალი ჰობი ან ისეთით დაინტერესდეთ, რაზედაც აქამდე არასდროს გიფიქრიათ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს.
,,ამერიკაში და ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ელექტრონული არჩევნებია, იქაც რუსული წესით ტარდება?”- ცაგარეიშვილი
ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ეს ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით.
„ის ხალხი აპროტესტებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, ვინც ჩემთან ერთად 2000-იანი წლებიდან ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა სწორედ იმისთვის, რომ საქართველოში ეს წესი დანერგილიყო. უამრავი კონფერენცია მახსოვს, იმდროინდელი ოპოზიციის უამრავი თავყრილობა, რომელიც ითხოვდა სწორედ ელექტრონული წესით არჩევნებს, ახლა ეს აბსოლუტურად ერთი და იგივე ადამიანები ჩაებნენ „ნაცმოძრაობის“ ამ ფერხულს და ამბობენ, რომ ელექტრონული წესით არჩევნები ეს არის არჩევნები რუსული ყაიდით. რატომ, ამერიკაში რუსული ყაიდით ტარდება არჩევნები და ევროკავშირის უმრავლეს ქვეყნებში, საითკენაც ჩვენ მივისწრაფვით, სადაც ელექტრონული წესით არჩევნებია, რუსული წესით ტარდება არჩევნები? – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ისრაელის არმია ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს.
ისრაელის არმია ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაციებს აფართოებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჯარებმა ჩაატარეს მოქმედებები ზაიტუნისა და ჯაბალიას რაიონებში, რომლის დროსაც ისინი შეხვდნენ ტერორისტებს, რომლებიც განზრახ მოქმედებდნენ სამოქალაქო ტერიტორიებიდან და თავს ესხმოდნენ ჯარებს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით.
IDF-ის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ისრაელის ძალებმა მოკლეს „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი და დაარტყეს ტერორისტების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან რაოდენობას.