Home Blog Page 1887

,,ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებას ისრაელი გააკონტროლებს”- ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის უსაფრთხოებას ისრაელი გააკონტროლებს. ამის შესახებ მან მედიასთან გააკეთა კომენტარი.

„არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, რომელიც ზრუნავს დემილიტარიზაციაზე და ეს ძალა არის ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელი ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი იქნება, ვინაიდან არ არსებობს სხვა ფაქტორი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საიმედოა“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

რომის პაპის ყოფილ მრჩეველს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ვატიკანის სასამართლომ ძლევამოსილ კარდინალს და პაპობის ერთ-ერთ პრეტენდენტს 75 წლის ანჯელო ბეჩიუს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – ამის შესახებ AFP იტყობინება.

რომის პაპი ფრანცისკეს ყოფილი მრჩეველი და მასთან ერთად სხვა 9 პირი, მათ შორის ადვოკატები, ფინანსისტები და ვატიკანის ყოფილი თანამშრომლები თაღლითობის, კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

წარდგენილი ბრალდება ყველამ უარყო.

პროცესი, რომელიც 2021 წლის ივლისიდან გრძელდება, ძირითადად ეხებოდა 350 მილიონ ევროდ ძვირად ღირებული უძრავი ქონების შეძენას ლონდონში.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ფრანცისკემ ვატიკანის სამოქალაქო სასამართლოებს ნება დართო, გაესამართლებინათ კარდინალები და ეპისკოპოსები, მაშინ როცა ადრე ამას აკეთებდა მხოლოდ საეკლესიო სასამართლო, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად კარდინალები.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას ავრცელებს

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ავარიის გამო, დიღმის მასივში 12250-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიის გამო შეუწყდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამის მიზეზი კერძო კომპანიის მიერ მილის დაზიანება გახდა.

„ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ მიწის გათხრის დროს საშუალო წნევის გაზსადენი დააზიანა. შედეგად გაზის მიწოდება შეუწყდა დიღმის მასივის I კვ-ში მდებარე კორპ. # 1ა, 1ბ, 2ა, 2ბ, 3ა, 3ბ, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 14ა, დიღმის მასივის II კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5ა, 5ბ, 6ა, 6ბ, 7ა, 7ბ, 8, 8ა, 9, 9ა, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, დიღმის მასივის III კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 1ბ, 2, 2ა, 3, 4, 5, 6ა, 6ბ, 6გ, 6ვ, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, რობაქიძის ქ. 7, 7-2, 7-3, 7-4, 7-5, 7-6, 7ა-6, დიღმის მასივის IV კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, დიღმის მასივის V კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 17-ის მიმდებარედ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მასივის VI კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 16-ის მიმდებარედ, 18, 19, 20, 21, 22ა, 22ბ, 23, აკაკი ბაქრაძის ქ. 15, 16 (იგივე მარშალ გელოვანის გამზ. 1, 1-1ა), მარშალ გელოვანის გამზ. 53-ში მდებარე შპს „ცერერა”-ს საცხოვრებელი კორპუსის, გრიგოლ რობაქიძის ქ. 31-ში (დიღმის მასივის კვ. VI, ნაკვ. 28/017) მდებარე შპს ,,ნიუ გრუპი”-ს, ახმეტელის ქ. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, აკაკი ბელიაშვილის I ჩიხი 1-ში მდებარე შპს „კარკასი”-ს, აკაკი ბელიაშვილის I ჩიხი 3 (იგივე დიღმის მასივის III კვ. ატს-სა და რესტორან ,,ბაბილოს” შორის), ევგენი მიქელაძის ქ. 9ა-ში მდებარე შპს ,,ბაუსტარი მმ”-ის, მიქელაძის ქ. 11, მიქელაძის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) მიქელაძის ქუჩაზე (ავტოსადგომის მიმდებარედ) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე რობაქიძის, მიქელაძის, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე და აკ.ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ვეფხვი”, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, შპს ,,პლაზა მენეჯმენტი”, ააიპ ,,თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი”, შპს ,,ნიუ ტექნიკ”, შპს „მეგა პლაზა”, შპს „ენერჯი”, შპს ,,ლუდის ქარხანა ჩემო კარგო”, ვასილ ნინუა, შპს ,,აისლენდ”, შპს ,,222”, კონსტანტინე ნათიშვილი, შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა, შპს ,,მტკვრისპირი, შპს „ბი ემ სი გორგია”, მთავარანგელოზთა ეკლესია, შპს ,,იფქლი დიღომი”, საფეხბურთო კლუბი „დინამო”,შპს „ჯორჯია 444”, სს „მამული”, სკოლა # 140, შპს „ალმა”, ი.მ დეა სესიტაშვილი, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, შპს ,,პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო”, შპს ,,ჯითი გრუპი”, შპს ,,რომა-2010”. შპს „სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია”, შპს ,,ელეგანსი”, შპს ,,სენდმონოპოლი”, შპს ,,ო-ეს-ბი გრუფი”, ნინო გრძელიშვილი, ფიზიკური პირი როლანდი ლომსაძე, შპს ,,თბილისის მწვანე სკოლა”, გოჩა კაკაურიძე,შპს ,,V&S ბროტჰერს”, დავით დუგლაძე, შპს „კახელები ბელიაშვილზე”, ლალი გოჩელაშვილი, სს ფორ სიზ თრეიდინგ”, ი/მ გიორგი ლაგვილავა, და სხვა.

გაზის მოწოდების აღდგენა 17 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება და სრულად დღის ბოლომდე აღდგენა.

„თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის დანადგარების ონკანები ღია მდგომარეობაში“,- აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 დეკემბრის დილიდან 18 დეკემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან ზონებში ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

„ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დედაქალაქის გარეუბნებში დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ქარის გაძლიერება 28 – 30 მ/წმ-მდე.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – წერია გარემოს სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას დაადებს ვეტოს, თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს –

უნგრეთი რუსულ გაზზე გადასახადის გამო ბულგარეთს შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით აშანტაჟებს. ამის შესახებ გამოცემა Reuters უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი ბულგარეთის შენგენის ზონაში შესვლას დაადებს ვეტოს, თუ სოფია რუსულ გაზზე გადასახადს არ გააუქმებს.

“მკაფიოდ გავაგებინეთ ბულგარელებს, რომ თუ დიდხანს გააგრძელებენ ამას, თუ დიდი ხნის განმავლობაში საფრთხის ქვეშ დააყენებენ უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას, მაშინ ვეტოს დავადებთ შენგენის ზონაში მათ შესვლას”, – განაცხადა სიიარტომ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დიდი ძალისხმევა გაიღეს, რათა რუსულ გაზზე აღარ იყვნენ დამოკიდებული, უნგრეთი ყოველწლიურად რუსეთიდან გაზის 4.5 მილიარდ კუბურ მეტრს იღებს 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, ძირითადად სერბეთისა და ბულგარეთის გავლით.

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გადალახვა მოგიწევთ. ამასთან, სიმშვიდე და საქმის მიმართ კონსტრუქციული მიდგომა უნდა შეინარჩუნოთ. ამ დღეს წვრილმანები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. გირჩევთ, კამათის დროს მოწინააღმდეგეზე ზეწოლას მოერიდოთ. სასურველი შედეგის მისაღწევად მეტი მოქნილობა და დიპლომატიური თვისებები უნდა გამოიჩინოთ.

კურო

მშვიდად იმოქმედეთ და ეცადეთ, მოვლენები არ დააჩქაროთ. სასურველია, რომ სამომავლო გეგმები, შესაბამისად, კოლეგებთან და ოჯახთან ერთად განიხილოთ. მიზნის მიღწევაში საჭირო ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში სასურველია, ბინის ძველი ნივთებისგან დააცლა დაგეგმოთ.

ტყუპები

ამ დღეს ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საქმიანი შეხვედრებისა და დისკუსიებისთვის მოემზადოთ. აქტიური პოზიცია უნდა დაიკავოთ, თუ გსურთ, რომ სასურველს უფრო სწრაფად მიაღწიოთ.

კირჩხიბი

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და სარისკო საქმეებს, თუნდაც ახლო მეგობრებმა შემოგთავაზონ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება და სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

ლომი

თქვენი ცხოვრების ზოგიერთ ასპექტს მეტი ყურადღება სჭირდება. ეცადეთ, სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება პერსპექტიულ საქმეებზე მიმართოთ, რომლებიც უახლოეს მომავალში შემოსავალს ან პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.

ქალწული

ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებაზე გაქვთ გადატანილი. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ პასუხს გაგცემთ. გირჩევთ, დროდადრო დაძაბულ სამუშაოს მოწყდეთ და დაისვენოთ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

სასწორი

დღის პირველი ნახევარი მშვიდი და პასიური იქნება, ამიტომ საქმეზე კონცენტრირება გაგიჭირდებათ. თუ შესაძლებელია, ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და დავალება შუადღისთვის დაგეგმეთ, როდესაც სასიცოცხლო ენერგიით სავსე იქნებით. ახალი პროექტის დაწყებისგან თავი შეიკავეთ, სანამ ძველი პროექტებს არ დაასრულებთ.

მორიელი

ამ დღეს სიჩქარის გამო შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ, რომელიც ბევრ ადამიანს და, პირველ რიგში, თქვენ დაგაზარალებთ. ამიტომ ნელა იმოქმედეთ, ყოველი ნაბიჯი კარგად გათვალეთ და შესრულებული სამუშაო შეამოწმეთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას – ამას კონფლიქტი მოჰყვება, რაც არაფერში გჭირდებათ. ყურადღებით უსმინეთ, რას ლაპარაკობენ თქვენ ირგვლივ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ მოისმინოთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, რთული დღისთვის მოემზადოთ. სავარაუდოდ, თავზე უამრავი პრობლემა დაგატყდებათ, მაგრამ საკუთარი ძალების რწმენა და პოზიტიურად აზროვნება სირთულეებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, არ დაივიწყოთ და ეცადეთ უახლოეს ხანებში განახორციელოთ.

თხის რქა

იცით, თუ როგორ მიაღწიოთ სასურველს და მიზნისკენ თამამად მიდიხართ. დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან შეიძლება შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით უნებლიეთ ვიღაც შეურაცხყოთ. დღის უდიდესი ნაწილი მოსაწყენი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, მაგრამ მიზნის მისაღწევად ეს მნიშვნელოვანი იქნება. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.

მერწყული

გვერდით ნუ ჩაუვლით ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. სტრესული დღეა, მაგრამ ეცადეთ, მიმდინარე მოვლენებს ფილოსოფიურად შეხედოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს ხანმოკლე წარუმატებლობაა, რომელსაც მალე გამარჯვება მოჰყვება. მოერიდეთ ახალ ნაცნობობას, რომელიც, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს თქვენთვის კარგად ნაცნობ საკითხებშიც კი პრობლემები გელით. ეცადეთ, სირთულეებს მსუბუქად შეხედოთ და აუღელვებლად, ცივი გონებით იმოქმედოთ. ეს კონფლიქტის თავიდან აცილებასა და პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

,, რეფორმები მომავალშიც განსახორციელებელია – თუ ოპოზიცია ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით,”- კალაძე

მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რეფორმები მომავალშიც განსახორციელებელია – თუ ოპოზიცია ჩაერთვება, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არადა, არც ეს იქნება პრობლემა, დარჩებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძე ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძე ოპოზიციის მზაობაში დარწმუნებული არაა და ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მხოლოდ ხელის შეშლით იყო დაკავებული.

“მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება და წინსვლა. ძალიან ბევრი შრომა დაგვჭირდა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო ქვეყანას. ჩვენ გავატარეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ღირსეულად, ღირსების დაცვით მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ასე ვაპირებთ მომავალშიც. მზად ვართ, თანამშრომლობისთვის. რა თქმა უნდა, რეფორმები მომავალშიც განსახორციელებელია. არ ვიცი, ოპოზიცია რამდენად იქნება მზად ამ ყველაფერში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ვნახეთ, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მხოლოდ ხელის შეშლით იყო დაკავებული და ყველაფერს ცდილობდა, რომ ქვეყანას როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც ვაპირებთ მუშაობას. თუ ისინი ჩაერთვებიან, ამას მხოლოდ მივესალმებით, თუ არადა, არც ეს იქნება პრობლემა. ისინი დარჩებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან და ქვეყანა განაგრძობს განვითარებას და წინსვლას”,- განაცხადა კახა კალაძე.

,,პრეზიდენტი ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ? ”- კალაძე

ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ? – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ მიეცა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის უფლება.

კალაძის თქმით, მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა გამოსულიყო გუშინდელ ღონისძიებაზე ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს.

„რას ნიშნავს, არ მიეცა უფლება? ძალიან დიდი ბოდიში, რატომ უნდა გამოსულიყო? ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და რა ლოგიკით ამბობთ, რომ ჩვენს ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო და მისალმებოდა საზოგადოებას? აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

,,მიზანმიმართულად არასდროს განგვიხორციელებია ჟურნალისტებზე თავდასხმა” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მიზანმიმართულად არასდროს განუხორციელებიათ ჟურნალისტებზე თავდასხმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს ყველანაირი ოპერატიული ზომა არა მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, არამედ ჟურნალისტების დასაცავად.

„ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის არც არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნებიან ჟურნალისტები მიზანმიმართული სამიზნეები. მიმდინარე სროლიდან გამომდინარე, აქტიურ საბრძოლო ზონაში დარჩენას რისკები აქვს. ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შესამცირებლად“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის ძალებში.

,,ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა შეცდომები დაუშვა”- მაკა ბოჭორიშვილი

სახელმწიფო ინსტიტუტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეც სურვილი მექნებოდა, რომ მეხილა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გუშინ სცენაზე, თუმცა სამწუხაროდ, მან არჩევანი მანამდე გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მან გააკეთა ისეთი არჩევანი, რომელიც აბსოლუტურად ასცდა ამ ქვეყნის მთავარ მიზანს. არ ვიცი, რა მოტივებით გადაწყვიტა, რომ მაინც და მაინც ოპოზიციის რიგებში უნდა გადაბარგებულიყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მას შეეძლო თავის დროზე გამოეყენებინა ეს თანამდებობა სულ სხვაგვარად და სხვანაირი როლი ეთამაშა თუნდაც დეპოლარიზაციის საკითხში. კონსტიტუციას უგულებელყოფ, მთავრობას ოპოზიციაში უდგები და მერე გინდა წარმოჩინდე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ეს ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა შეცდომები დაუშვა“, -აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

რატომ აცხობენ ბარბარობას ლობიანს – რა ვიცით ამ დღესასწაულის შესახებ

17 დეკემბერს, წმიდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეა.

წმინდა ბარბარე სარწმუნოებისთვის IV საუკუნეში აღესრულა – მას თავი საკუთარმა მამამ, წარმართმა თავადმა, დიოსკორემ მოკვეთა.

წმინდანის წმინდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის ტაძარში განისვენებს და მისგან სასწაულები დღესაც აღესრულება.

წმიდა ქალწულმოწამე ბავშვების მფარველად ითვლება, ამას გარდა მას ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვისაც ევედრებიან.

ქალწულმოწამე ბარბარე საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ხალხური ტრადიცია, რომლის მიხედვით ოჯახებში მეკვლეს იღებენ და ლობიანებს აცხობენ. მაინც საიდან მოდის ეს ტრადიცია და აქვს თუ არა მას ქრისტიანობასთან კავშირი?

აღსანიშავია, რომ ბარბარობა საქართველოში წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას. ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები – რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვირვინი და სხვა. მისდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს.

ქრისტიანობის შემოსავლის შემდეგ ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო, რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის – დიდმოწამესა და წარმართული ღვთაების გაიგივება. ამის გამო წმ. ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს. ვინაიდან ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ღვეზელიც სამარხვო მზადდებოდა, თუმცა, ცხადია, არა ლობიოს შიგთავსით. ლობიო ევროპასა და საქართველოში მხოლოდ XVI საუკუნეში გაჩნდა და ლობიანიც სწორედ ამ დროიდან გახდა პოპულარული, განსაკუთრებით მარხვაში.

ასე რომ, შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ლობიანის ცხობა წმ. ბარბარეს დღეს წარმართული ტრადიციაა და ქარისტიანულ რელიგიასთან კავშირში არაა.