Home Blog Page 1881

“ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს შანსი, რომ ქართველმა ხალხმა მას მისცეს ხელისუფლების მანდატი” – შალვა პაპუაშვილი

რამდენჯერ უნდა უთხრას უარი ქართველმა ხალხმა „ნაციონალურ მოძრაობას“, მგონი, უკვე ცხრა თუ ათი არჩევნები იყო, რომელზეც ქართველმა ხალხმა ცხადი უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს.

„არაფერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ არ გამოვა, გამომდინარე იმ ფილოსოფიიდან, რაზეც არის დაყრდნობილი „ნაციონალური მოძრაობა“. ვიდრე ისინი არ გააცნობიერებენ საკუთარ დანაშაულს, ვიდრე, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს არ მოუწოდებენ, რომ საკუთარი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს და შეეგუოს ამ საკითხს, ვიდრე ისინი არ ჩამოიცილებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედნი არიან, ვგულისხმობ, მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს და სხვებს, რომლებმაც ის დანაშაულებრივი სისტემა შექმნეს, რომელიც ადამიანის ღირსების აყრაზე იყო დაფუძნებული, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს შანსი, რომ ქართველმა ხალხმა მას მისცეს ხელისუფლების მანდატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“.

“ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამპყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე ყველაფერი მართალია”-ზურა შევარდნაძე

რუსი არც მეგობარი მყავს, არც ნაცნობი, არც ახლობელი. არ ვიცნობ ამ ხალხს მათ მენტალიტეტს.
დღე არ გავა რუსულად მოლაპარაკე (ჭიშკარში ხომ ვერ დავჯდები და გადავარჩევ ვინ რუსია, ვინ უკრაინელი ან სხვა..) ბევრი მოდის ბაღში და გვთხოვენ წვეულების გამართვას. იმიტომ რომ რუსულად ლაპარაკობს პირდაპირ უარს ხომ არ მივახლი და გავაგდებ, მიწევს მოვუსმინო. ვუსმენ და ვრწმუნდები, რომ რაც გამიგია მათ დამპყრობლურ, გამომყენებლურ ხასიათზე ყველაფერი მართალია. – წერს სოციალურ ქსელში “გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე.

“მშვენიერი დასანახი წყვილი მიყვება დღეს: რომ უნდა 160 სტუმრის შეკრება ჩვენს ტერასაზე და მშვიდად აგრძელებს ” ქეტერინგ სვოი, ორგანიზატორ სვოი, ნაპიტკი ი ბარმენ სვოი, მუზიკა, ზვუკორეჟისორ ი აპარატურა სვაია, ფოერვერკ სვოი, ფოტოგრაფ ი ვიდეოგრაფ სვოი,  ფლორისტ ტოჟე სვოი….” აი აქ კი უკვე ფეხზე ვდგები და ვეუბნები, რომ მათთვის სასურველი რიცხვი დაკავებულია და მკვახედ ვემშვიდობები. ვერ ვხვდები ასე როგორ შეუძლიათ, დავუშვათ და გავიწყვიტე შუბლის ძარღვი და დავთანხმდი  რუსული “ტუსოვკის” გამართვას ბაღში, თუ ყველაფერი შენ უნდა ქნა მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ? ჭურწელი გავრეცხოთ და მოვემსახუროთ?

ბოლო დღეებია ყველა მეგობარს ვუზიარებ ამ ამბავს, მიყვებიან, რომ არაა ეს ახალი, რომ რუსებმა რახანია თბილისში და არა მარტო მოაწყვეს თავისი ბიზნესები და მშვენივრად მუშაობენ. მეგობარმა ფლორისტმა მითხრა, რომ  ძალიან შეუმცირდა დაკვეთები რაგდან რუსები გაცილებით იაფად სთავაზობენ იგივე სამუშაოს, იღებენ და ასრულებენ დაკვეთებს. სქემაც ამიხსნა.. მე რომ 100 ლარის ღირებულების მცენარე გავყიდო, იმ ასი ლარიდან ვიხდი დამატებითი ღირებულების გადასახადს 18 % ს, ხელფასად გადასახდელი თანხიდან საშემოსავლო გადასახადს 18% ს,  მიწა, ქოთანი, სასუქიც ხომ სჭირდება ამ მცენარეს ისიც ხომ ხარჯია, თუ რამ დამრჩება ამის შემდეგ მოგება იმ მოგებულიდან კიდევ მოგების გადასახადსაც ვიხდით ბეჯითად.. ჩვენი “ძვირფასები” კი არეგისტრირებენ ინდმეწამეს თურმე, რაც გულისხმობს , რომ ასი ათას ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში ნავაჭრის მხოლოდ ერთ პროცენტს გადაიხდის, რომ მიუახლოვდება ამ დაწესებულ ზღვარს შეაჩერებს სტატუსს და ინდმეწარმედ დაარეგისტრირებს ოჯახის მეორე წევრს და ასე..

კი ბატონო მე არ დავთანხმდები, შევკრავ წარბს და ზოგს კულტურულად და ზოგს არაკულტურულად გამოვემშვიდობები მაგრამ არ მგონია ეს სახუმარო ამბავი და არც ის ვიცი სანამდე მიგვიყვანს. ასე როგორ უნდა გაგრძელდეს?” – წერს ზურა შევარდნაძე.

https://www.facebook.com/zura.shevardnadze.3/posts/pfbid02vBFmpzm4yLcZF3guyghuZvawQLCcyZNUPveqAUYPdJJTXhun4G8JkumFf9unZ7pml

“უნიკალური შემთხვევა არის ელენე ხოშტარია, რომელიც ფინანსდება რუსული, არარუსული წყაროებიდან”-შალვა პაპუაშვილი

უნიკალური შემთხვევა არის ელენე ხოშტარია, რომელიც ფინანსდება რუსული, არარუსული წყაროებიდან, პიროვნული ტრაგედიაა, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდა ექსტრემისტ პოლიტიკოსად, რომელიც სხვადასხვა ქვეყნისგან ფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ პოლიტიკაში ხოშტარიას როლია სიყალბის გავრცელება და ექსტრემიზმი.

„მის მიმართ ნდობა ხალხში რა თქმა უნდა, არ არსებობს. ერთადერთი რაც მას აქვს, ეს არის ის, რომ ისტერია მოაწყოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ, სულ მცირე ალბათ 10-მდე ბრიფინგი აქვს ჩატარებული, სადაც საქართველოს აბრალებდა, რომ აქ სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა. ტყუილს თხზავდა პირდაპირ ეთერში საქართველოს წინააღმდეგ და შესაბამისად, ეს არის მისი ფუნქცია, სხვა არაფერი, გარდა იმისა, რომ სიყალბე, დეზინფორმაცია შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში. ის სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება უცხოეთიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. პირდაპირ, ყველა მისი განცხადება დაფინანსებულია უცხოეთიდან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვისთვის მარტივდება საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

რატი ბრეგაძემ განმარტა, რა ცვლილებები შედის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში.

„დღეს საქართველოს მთავრობამ იმსჯელა პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე. საქმე ეხება კონკრეტულად „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში“ ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მხრივ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, გონივრულ ფარგლებში, სახელმწიფომ გააკეთოს ყველაფერი, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მიიღონ საქართველოს მოქალაქეეობა, ეს პროცედურები, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად გუმარტივდეთ.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება მოუწევს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე და არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითიც დაიზოგება დრო და რესურსი.

მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება, წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა გადააბაროს შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება დადებითი შედეგი, ეს ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან ექვს თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა.

ასევე, მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენ მიერ საერთაშორისო ვალდებულებას, კერძოდ, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და დიდი ოდენობით გადასახადების დამალვა”- საგამოძიებო სამსახური კაზინო “აჭარაზე”

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სამორინე „აჭარაში“ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარეობს გამოძიება ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.

გამოძიების ფარგლებში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო გარემოებების დადგენისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამორინეში ამჟამად მიმდინარეობს (ჩატარდა) შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

საზოგადობრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების შესახებ“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ქვეყნის მასშტაბით ბომბის არსებობის შესახებ ათობით ცრუ შეტყობინება შევიდა

ევაკუაცია რამდენიმე სკოლასა და სასამართლო შენობებში – თბილისსა და რეგიონებში, ბომბის შესახებ შეტყობინება რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებაში შევიდა. თბილისში შეტყობინებები სააპელაციო, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებში შევიდა, ასევე შეტყობინებები მიიღეს რაიონულ სასამართლოებში – თელავში, გორში, ქუთაისში. შეწყვეტილია სამუშაო პროცესი, მოქალაქეებსა და თანამშრომლებს შენობებს ატოვებინებენ.

ასევე, შეტყობინებების გამო განხორციელდა რამდენიმე სკოლისა და საბავშვო ბაღის ევაკუაცია. თითქმის ყველგან, სადაც შევიდა ზარი მუშაობენ გამნაღმველები და სამართალდამცველები კინოლოგებთან ერთად.

ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით რაიმე ტიპის ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6209 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6209 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6209 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6335 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0126 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8023 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8376 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0353 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება

საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ბრეგაძის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს.

„დღეს საქართველოს მთავრობამ პრემიერის დავალების შესაბამისად მომზადებულ კანონპროექტზე იმსჯელა, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტს. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სახელმწიფო ზრუნავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირის შენარჩუნებისა და განვითარებაზე. სწორედ, ამიტომ ჩვენი მხრივ გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რომ მაქსიმალურად და გონივრულ ფარგლებში სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს პროცედურები შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გაუმარტივდეთ.

სწორედ, ამ მიზნით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირს შესაბამისი გამოცდის ჩაბარება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადებით მიმართვამდე მოუწევს და არა დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დრო და რესურსი დაიზოგება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება.

„მეორე ცვლილება ეხება იმას, რომ პირს უფლება ექნება წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდა შეუზღუდავად გადააბაროს. იმ შემთხვევაში, თუ კი მას ექნება დადებითი შედეგი ეს ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება. ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა ერთი წლიდან 6 თვემდე მცირდება, რაც საკმაოდ დიდი შეღავათი იქნება იმ პირებისთვის, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ.

ასევე, მეოთხე ცვლილება უკავშირდება ჩვენს მიერ საერთაშორისო ვალდებულებებს. კერძოდ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებულ ვალდებულებას, რომლის თანახმადაც მოქალაქეობის არ მქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის საქართველოში ცხოვრების დადგენილი 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება.

როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ, მათ შორის, იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ და არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. დღევანდელ დღემდე მათ საქართველოში 10 წლიანი ცხოვრების ცენზი მოეთხოვებათ, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი მიიღებს, მათ 5 წელი მოეთხოვებათ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

“ელენე ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? – რომან გოცირიძე

ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლიდან, სადაც კი მისი მხატვრობა იქნება, კუთვნილი ფული ერიცხება. ხოშტარიამ წინაპარზე თქვას უარი? – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

გოცირიძის თქმით, ეს საერთაშორისო ნორმაა.

„ელენე ხოშტარიას წინაპარმა შექმნა ინტელექტუალური საკუთრება და ყველა სპექტაკლიდან, სადაც კი მისი მხატვრობა იქნება, ნიუ იორკში, პარიზში, მოსკოვში თუ თბილისში, კუთვნილი ფული ერიცხება. რა თქვას ახლა, წინაპარზე თქვას უარი? მოსკოვში დაიდგას ქართველი ადამიანის შრომის შედეგი და ფული ჩაერიცხოს რუსეთის ბიუჯეტს? თუ ათეულ ათასებს ურიცხავენ, ე.ი. სიცოცხლის შემდეგაც მისი შრომის პროდუქტი შემოსავალს იძლევა. არავის ფულს ასე არ ჩაურიცხავენ, ეს არის საერთაშორისო ნორმა“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

“ჯერ ორი კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი „კადიროველებად“ გაასაღეს”- ნინო ფოჩხუა

ჯერ 2 კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი „კადიროველებად“ გაასაღეს, ახლა კი ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ – საღამოს „ნაცმედიამ“ თუ არ დააკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს, – ასე ეხმაურება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის მიერ გააქტიურებულ თემებს.

„ანტიქართველების მორიგი „სპეცოპერაცია”? გუშინ ნაცმოძრაობის სიცრუის მანქანას მთელი დღე ჰქონდა თემა, აქ რომ „კადიროველები“ შემოვიდნენ ეს არის სახიფათო ჩვენი ქვეყნისთვისო. დღეს რა ხდება? სხვადასხვა ობიექტებზე შედის ანონიმური ზარები, თითქოს შენობაშია ბომბი… ეს ახლა არ არის საეჭვო დამთხვევა? ეს არ არის ორგანიზებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ? ჯერ 2 კვირის წინ საქეიფოდ შემოსული ხალხი „კადიროველებად“ გაასაღეს, ახლა კი ბომბების შეტყობინებებით გააგრძელეს თემა. აგერ მე და აგერ თქვენ – საღამოს ნაცმედიამ თუ არ დააკავშიროს ეს ყველაფერი ერთმანეთს… ეს მავნებელი არაადამიანები! – წერს ნინო Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა მარია შიკო ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“როდესაც იქნება შესაბამისი სამედიცინო პირობები, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში” – ბრეგაძე სააკაშვილზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში იმ შემთხვევაში გადაიყვანენ, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები იქნება.

აღნიშნულის შესახებ იუსტიციის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კლინიკიდან ციხეში სააკაშვილის გადაყვანის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა საფრთხე არ არის, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდადებული პატიმარი. ის, როდესაც დადგება შესაბამისი პირობა, იქნება გადაყვანილი. ანუ ეს [გადაყვანა] საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. „ვივამედის“სამედიცინო პერსონალთან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს. ბუნებრივია, ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ. როგორც მოგახსენეთ, როდესაც იქნება შესაბამისი პირობები, სამედიცინო პირობებს ვგულისხმობ ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“ , – განაცხადა ბრეგაძემ.