Home Blog Page 1875

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 07:21 საათზე დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, ეპიცენტრი თიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით 32 კმ-ში, სოფელი უკანა ფშავი იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა (ML) შეადგინა.

“ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელს ევროპაში არავის ჩაუდენია”- ირაკლი ღარიბაშვილი კეზერაშვილზე

ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელს ევროპაში არავის ჩაუდენია – დადასტურებულია, რომ 1 მილიარდი ევროა მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელის, დავით კეზერაშვილის მიერ და მისი კომპანიების თაღლითური სქემების მეშვეობით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა ვიღაცებისთვის გადაბრალების უსუსური მცდელობებისა. BBC-ის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალსაიმედო ორგანიზაციაა, გამოძიებით და არა მხოლოდ, მათ შორის, გერმანიის გამოძიებითაც, დადასტურებულია და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით ბოლო 2 წელია. ათასობით პენსიონერია გაძარცვული კეზერაშვილის მიერ – „ფორმულა“ და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა და გაძარცვა მან და სააკაშვილმა, ახლა მთელი ევროპა გაძარცვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

“მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა აუცილებელია” – ვატო შაქარიშვილი

გასულ კვირას ჩვენ გავაჟღერეთ იდეა, რომელიც ეხება ახალი კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას სახელწოდებით „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, აღნიშნულმა იდეამ საზოგადოებაში მოიპოვა მხარდაჭერა, არის დაინტერესება და ამავდროულად, გაჩნდა კითხვები, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შაქარიშვილის თქმით, მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა აუცილებელია.

„კითხვები არ ეხება მიზნებს, ამოცანებს, შექმნის მოტივებს, ვფიქრობ, გასაგებად იყო განმარტებული. ეს არის საფრთხეების წინაშე ადეკვატური რეაგირება. მძლავრი სამოქალაქო ძალის შექმნა, რომელიც იქნება ქმედითი და ეფექტური იმ პოლიტიკური განუკითხაობის წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რომელიც ხშირ შემთხვევაში ორგანიზებულია ქვეყნის გარედან, რომელიც იქნება ასევე ადეკვატურად პასუხის გამცემი იმ ბულინგზე, შეურაცხყოფაზე, გინებაზე, ცილისწამებაზე, რაც ხდება სიტყვის თავისუფლების სახელით იმ ადამიანების მისამართით, ვინც საკუთარ აზრს გამოხატავენ, ეს იქნება საჯარო სივრცეში, სოციალურ მედიაში თუ ა.შ. ისინი ხდებიან ძალიან სერიოზული, ორგანიზებული, ორკესტრირებული შეტევის, ბულინგის, გინების, ცილისწამების, უსაზღვრო შეურაცხყოფების ადრესატები და რეალურად ადამიანები, რომლებიც არიან ანგაჟირებულები, რომლებიც არიან დაფინანსებულები და მოქმედებენ კონკრეტული დავალებებით, უმწარებენ ღმერთისგან ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეს ჩვენ თანამოქალაქეებს. ძალიან ხშირად ჩვენთან შემოდის შეტყობინებები, როდესაც ადამიანები პირდაპირ ლაპარაკობენ ამაზე და ამბობენ, რომ გვინდა 12 ივნისს მოსვლა, გვინდა ჩვენი აზრის საჯაროდ დაფიქსირება, მაგრამ ვერიდებითო. ცხადია, რა მოსდევს ამ ყველაფერს და რა არის მოსალოდნელი.

ჩვენი ახალი კონსერვატიული ღირებულებების სისტემაზე დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობა იქნება სწორედ ეფექტური, მძლავრი და მკაფიო პასუხის გამცემი ამ ყველაფერზე. ცხადია ჩვენ არ ვიმოქმედებთ იმ მეთოდებით და გზებით, რა მეთოდებითაც ისინი მოქმედებენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამახე პასუხი იქნება ადეკვატური, მკვეთრი და მკაფიო ისე რომ, ამ ადამიანებმა იცოდნენ, ჩვენი თანამოქალაქეების ბულინგი, შეურაცხყოფა, ცილისწამება, მუქარა და ძალადობა, მათზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური აღარ დარჩება პასუხგაუცემელი. არის ქვეყანაში საკითხები, რაზეც ცხადია, მმართველი ძალა, ხელისუფლება პასუხისმგებელია, მაგრამ არის საკითხები, რაზეც აუცილებლად საკუთარი მკვეთრი, მკაფიო პასუხო უნდა გასცეს ქართულმა საზოგადოებამ. რაც შეეხება უშუალოდ 12 ივნისის ღონისძიებას, შედგება რუსთაველის თეატრში. გაჩნდა საზოგადოებაში კითხვები დასწრებასთან დაკავშირებით. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო, რომ 12 ივნისის ღონისძიება არის ღია, დასწრება არის თავისუფალი და ეს ღიაობა ეხება ასევე მთლიანად ჩვენს სამოქალაქო მოძრაობას“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

“მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტომობილში თოკით გაგუდა და ხევში გადააგდო” – შსს

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“გერმანიის კანცლერი ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას”- პრემიერი

მინდა, მადლიერება გამოვხატო გერმანიის კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას, პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას, ასე რომ, მე მადლიერი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გერმანიაში მისი ვიზიტი კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით დაიგეგმა.

„გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით. მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში უკრაინის ომის შემდეგ შეიქმნა, ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოზე, რომელიც პირველი იყო მსხვერპლი და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მასთან მქონდა არაერთი საუბარი; შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით მისი მიწვევით და მინდა, მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შეხვედრებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს შეხვდება.

“მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატს” – კახა კალაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, დღეს, თბილისის მერი მიხეილ მესხის სახელობის განახლებულ სტადიონზე იმყოფებოდა.

სტადიონი საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, საქართველო მომზადებული ხვდება ევროპის ჩემპიონატს.

„ქვეყანა მზად არის საქართველოში უეფას 21 წლამდელთა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის  ჩასატარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ასეთი ტურნირებისთვის და მეამაყება, რომ ყველანაირად მომზადებული ხვდება ჩვენი ქვეყანა აღნიშნულ ტურნირს. სტადიონი სრულად არის განახლებული და რეაბილიტირებული უეფას სტანდარტებით. ყველაფერი, რაც იყო მოთხოვნილი, გაკეთებულია. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც აღნიშნული ტურნირი გაიმართება. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ მასშტაბურ ტურნირს მასპინძლობს ჩვენი ქვეყანა და ეს იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გავაცნოთ საქართველო მსოფლიოს, ევროპას, ვაჩვენოთ ჩვენი სტუმარმასპინძლობა, ჩვენი კულტურა, უგემრიელესი სამზარეულო, ულამაზესი დედაქალაქი და რეგიონები. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინების,  უსაფრთხოების, გახმოვანების სისტემები; გამოიყო სხვადასხვა სივრცეები; დამონტაჟდა ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები და ლედ სარეკლამო კედლები და ა.შ.

ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად, საქართველოში ჯამში, 10 სტადიონი რეაბილიტირდა.

“ელენე ხოშტარია აქტიურად არ დამინახავს, როგორც ჩანს ტრანზაქცია ახალი გაკეთებულია”- ბექა დავითულიანი

როგორც ჩანს ტრანზაქცია ახალი გაკეთებულია და ელენე ხოშტარია აქტიურად არ დამინახავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„სოლიკო ვირსალაძე ნამდვილად იყო კარგი შემოქმედი, თუმცა ამდენი წლის მერე რუსეთი ასე პატიოსნად იხდიდეს თავის ჰონორარებს და ამდენს, ძალიან გასაკვირია. ვაშაძეს რუსებზე ჰქონდა ბინა მიქირავებული, ეს რუსეთის ბიუჯეტიდან ჰონორარს იღებს, როგორც თვითონ ეძახის, რატომ წევენ ამხელა პანიკას ამის პარალელურად რუსეთის ვიღაც მოქალაქე რომ ტურისტულად რესტორანში დაჯდება, ცოტა მორალური დილემა არის“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

“უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულია, საცურაო აუზის გაკეთება”- კალაძე

უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულია, საცურაო აუზის გაკეთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას მერია საზოგადოებასთან ერთად მიიღებს.

„საუბარი იყო ობიექტის გადმოცემაზე, თუმცა უნდა გავიაზროთ და განვსაზღვროთ, რამდენად სწორი იქნება მაგ კონკრეტულ ადგილზე, რომელიც ყველაზე დაბინძურებულია, საცურაო აუზის გაკეთება და ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებასთან ერთად მივიღებთ“, – განაცხადა კალაძემ.

“მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს”- ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის არმის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს. ბენ ჰოჯესმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან შეაფასა.

„ჩემთვის ეს აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის ნატო-ს ასპირანტი. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ნატო-ს გაფართოების გამო. მეჩვენება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არ სურს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება“,- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

გარდა ამისა, აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის რობერტ ჰამილტონის შეფასებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაიმეორა რუსეთის მთავრობის მიერ ომის გასამართლებლად გამოყენებული უმთავრესი არგუმენტი – ნატო-ს გაფართოება.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი განცხადების შემდეგ, აღარ აქვს მნიშვნელობა იმის თქმას, რომ რუსეთის მთავრობის აქცენტების გამეორება არ გსურს.

„მან თავისი პასუხი დაიწყო იმით, რომ ომის მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო. როგორც კი ამას იტყვი, ამის შემდეგ აღარ აქვს მნიშვნელობა იმის თქმას, რომ რუსეთის მთავრობის აქცენტების გამეორება არ გსურს, რადგან შენ ეს უკვე გააკეთე, უკვე გაიმეორე რუსეთის მთავრობის მიერ ომის გასამართლებლად გამოყენებული უმთავრესი არგუმენტი-ნატო-ს გაფართოება“,-განაცხადა ჰამილტონმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილი იყო.

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია

7 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions – ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ, ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.

თიბისი, როგორც ტექ კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს და წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით, სადაც თიბისის ტექ გუნდი, 200 პროფესიონალს საკუთარ DevOps გამოცდილებას გაუზიარებს. ამ სივრცეში ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ძირითადად ტექნიკურ ნაწილს მოისმენენ, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმობა.

ღონისძიებაზე  მისასალმებელი სიტყვით თიბისის ტექნოლოგიური ინფორმაციის მართვის დირექტორი ბიძინა მაცაბერიძე გამოვა.

„თიბისიში ამჟამად ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ეს არის ძალიან დიდი და ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ჩვენ გვყავს საუკეთესო პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი, მათ შორის ბევრი უცხოელია, რომელიც დისტანციურად მუშაობს ჩვენთან. ამიტომ სწორედ ახლაა საუკეთესო დრო თიბისის ტექნოლოგიების გუნდში სამუშაოდ, სადაც შეიძლება დიდ გამოცდილების მიღება პროცესებში უშუალო ჩართულობით თუ მონაწილეობით და პროფესიონალებთან მუშაობით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, ქვეყანაში ვიყოთ გამორჩეული კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის,“ – ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

კონფერენციაზე თიბისის სცენა გუნდის სხვა ლიდერებსაც დაეთმობა, აქ მოუსმენთ გიგა შუბითიძეს (თიბისის SDLC-ის ექსპერტების გუნდის ლიდერი), რომელიც ისაუბრებს იმ ტექნოლოგიური პროცესების შესახებ, რაც თიბისიში ამჟამად მიმდინარეობს.

იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე ისაუბრებს თიბისის DevOps-ის მიმართულებაზე. შემდეგ სცენა DevOps-ზე ვორქშოფს დაეთმობა, რომლის დროსაც თიბისის ტექ პროფესიონალები სანდრო კვაიჭაძე, მათე გოგიბერიძე და გიორგი კაჭარავა აუდიტორიას გაუზიარებენ DevOps ტექნოლოგიებს და საუკეთესო პრაქტიკებით მათ გამოყენებას”

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference

R

“კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს – ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი”-სალომე ზურაბიშვილი

კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე, ომის დანაშაულს, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რითაც რუსული ჯარების მიერ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის დაბომბვას გამოეხმაურა.

პრეზიდენტის თქმით, ომის ამ დანაშაულს პასუხი სამართლებრივად უნდა გაეცეს.

„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ ომის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს.

საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ,,ნოვა კახოვკას” კაშხალზე, კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“კარგად მიდის საქმეები ბახმუტის ფლანგებზე, უმნიშვნელოვანეს საყრდენ პუნქტებს იბრუნებენ ჩვენები”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“ისედაც ცხადი იყო ყოველთვის, მაგრამ დროა დასავლეთში დაერქვას თავის სახელი, რომ პუტინის რეჟიმი და რუსეთის სახელმწიფო არის ტერორისტული! გუშინ ღამე ამ ნაძირალებმა, იმის შიშით, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე დაიწყებოდა ჩვენების დესანტირება და ხერსონის ოკუპირებული ნაწილის გათავისუფლება, ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის დამბა, ტურბინები და გენერატორები! ახლა დატბორვის საფრთხე ემუქრება 80-მდე დასახლებას დნეპრის ორივე ნაპირზე; წყლის მიწოდების პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერება, ხოლო წყლის გარეშე დარჩა ყირიმი და ხერსონის დასახლებები! იგივე საფრთხე ემუქრება კრივოი როგის ნაწილსაც! ეს არის ეკოციდი! ეს არის ტიპური ტერორიზმი! ასე მოიქცა ბოლოს ჰიტლერი 1943 ში, როცა უკრაინაში დამბები ააფეთქა! მაინც არ უშველა არც მაგას და არ უშველის არც დედააფეთქებულ პუტინს! ყველაფრისთვის მოუწევს პასუხისგება! რუსეთს მოუწევს ამ კონკრეტული ზარალის ანაზღაურებაც, რომელიც მინიმუმ 1 მილიარდი დოლარია პირველადი შეფასებებით! ხალხის ევაკუაცია დაწყებულია, ზელენსკიმ უშიშროების საბჭო შეკრიბა და მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისთვის!

გუშინ ღამე სარაკეტო თავდასხმაც განახორციელა ურდომ! 35-დან 35-ვე რაკეტა ჩამოაგდო ჩვენების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ! მარტო კიევის თავზე 20 რაკეტა გაანადგურეს ჩვენებმა!

გუშინ ურდო ახალ საკობზონე სარეკორდო მაჩვენებელზე ავიდა. 800 ბედნიერი ბილეთი შეახვედრეს ჩვენებმა ურდოსებს და ახლა კობოზნის ადგილზე მსმენელთა რაოდენობამ 211 ათასს გადააჭარბა!

გუშინ ჩვენებს წარმატებული დღე ჰქონდათ! ზაპოროჟიეში 3 კილომეტრის სიღრმეში შეიჭრნენ უკვე ჩვენი ძალები! უჰლედარის მიმდებარედ ძალიან მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი ნოვოდონეცკოე ჩვენების კონტროლის ქვეშაა! ძალიან სერიოზულად კარგად მიდის საქმეები ბახმუტის ფლანგებზე! ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც უმნიშვნელოვანეს საყრდენ პუნქტებს იბრუნებენ ჩვენები. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალერის განცხადებით, ორეხოვო-ვასილიევკას და პარასკოვიევკას მიმართულებაზე 1600 მეტრით წაიწიეს წინ, ხოლო სამხრეთით ივანოვსკოეს და კლეშჩეევკას მიმართულებით – 700 მეტრით! ბახუმტის სამხრეთ ნაწილში სააგარაკე მეურნეობების ნაწილში უკვე ჩვენები მაგრდებიან! ანა მალერის მინიშნებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბახუმტი უკვე ჩვენების ალყაშია! “სუპერსტარი” კუხარკა პრიგოჟინი იძახის, რომ ასე თუ გაგრძელდა, ბახმუტს 1.5 თვეში დაკარგავს ურდოსტანი, ხოლო ზაპოროჟიეში მათ ელოდებათ სრული კატასტროფა! ბოლო სიტყვებით ლანძღავს შოიგუს და გერასიმოვს და მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითხოვს! ძალიან ბევრს და ძალიან თავისუფლად კაკანებს პრიგოჟინი! დააძინებდნენ ამასობაში, რომ იყოს ზემოდან ბრძანება, მაგრამ ამას აძლევენ საშუალებას იწივლოს და იკივლოს! დიდი ამბები იქნება ურდოსტანში! ჩაგიხოციათ ერთმანეთი!

ბელგოროდის დასახლება ნოვა ტავოლჟანკას, ბელგოროდის გუბერნატორივე აღიარებით, ურდოსტანი ვეღარ აკონტროლებს! ანტიპუტინისტურმა ძალებმაც დადეს ვიდეო, რომლის თანახმად ნოვა ტავოლჟანკაში ურდოს ნასახი არაა! რას აპირებს პუტლერი? რას და სამხედრო სასწავლებლების კურსანტებს ურიგებენ ავტომატებს, ნიჩბებს და უშვებენ ბელგოროდის დასაცავად! დონდონკა დიროვის ტიკ ტოკერებს არ უშვებენ ბელგოროდში, სამაგიეროდ შეიძლება ტუველები და ბურიატები გაუშვან და საკუთარ მოსახლეობასაც იგივე დამართონ, რასაც ბუჩასა და ირპენში სჩადიოდნენ!

ჩვენებმა გუშინ მტერს 12 ტანკი, 20 ჯავშანმანქანა, 36 არტსისტემა და 6 სარაკეტო საზენიტო კომპლექსი გაუნადგურეს! გუშინვე დაიბომბა ოკუპირებულ მარიუპოლში, ბერდიანსკსა და მელიტოპოლში ურდოს სამხედრო ობიექტები!

გათავისუფლებულ ნოვოდონეცკოეში პირველად გამოჩნდა გერმანული ლეოპარდები! აუ რას გაჰკიოდნენ ურდოს ვაენკორები, იმაზე მეტი ჰყავთ უკრაინელებს დასავლური ტანკები, ვიდრე გევგონაო! ჩა..მული ურდოს სიკვდილის სამინისტრო დღის ბოლოს კი აცხადებდა, 8 ცალი ლეოპარდი გავანადგურეთო, მაგრამ ეგ იგივე, ყველა ჰიმარსი და პატრიოტი რომ აუფეთქეს, ხოლო ომის პირველ დღეებში ავიაცია რომ სრულად გაგვინადგურეს.

ავიაცია ნახონ – გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ჯაკარტაში განაცხადა, რომ უკრაინისთვის ფ-16-ების გადაცემაზე გერმანიის ნეგატიური პოზიცია იცვლება და საბოლოო პასუხი 2 კვირაში იქნება. ესე იგი ბუდეააა.

თვითონ პისტორიუსმა აღიარა, ასე ხდებაო, ომის პირველ დღეებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანია უკრაინას 5 მილიარდი ევროს სამხედრო შეიარაღებას მიაწვდიდაო! იავოლ მაინ ბღუდა! დას ისტ შონ! მერე შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ტაურუსებიც დააწიეთ და ნამდვილი ოქტობერფესტი მოვაწყოთ კიევში ერთად!

ამასობაში კიევში მოულოდნელად ჩავიდა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანი ჯეიმს ქლევერლი! ზელენსკისთან მან განიხილა მომავალი ნატოს სამიტი და უკრაინის მოლოდინები, კიევის მშვიდობის ფორმულა და ლონდონში დაგეგმილი კონფერენცია, რომელიც უკრაინის აღდგენასა და რეაბილიტაციას მიეძღვნება! პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ისევე როგორც საგარეო მინისტრმა კულებამ, განაცხადეს, რომ ყველას ესმის ომის დასრულებამდე უკრაინის ნატოში გაწევრიანების შანსების არარსებობაზე, მაგრამ როგორც კი ომი დასრულდება, უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა!

ვიდრე უკრაინა გახდება ნატოს წევრი, გაიზარდა შანსები, რომ თურქეთი მოხსნის წინააღმდეგობას. ნატოს სამიტამდე 1 თვით ადრე 12 ივნისს შედგება შეხვედრა შვედეთის, თურქეთის და ნატოს წარმომადგენლების მონაწილეობით! წესით, მაგის მერე უნდა გამოცხადდეს კიდეც, რომ ვილნიუსში შვედეთიც შეუერთდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ოფიციალურად!

უკრაინა უეჭველი გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო არ გარუსდება არასდროს, მითუმეტეს არც 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია დაემხობა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მეტრს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.