Home Blog Page 1865

„როგორც მისგან დაზარალებული, მე მას ვპატიობ“ – გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ადამიანებმა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებისგან დაზარალდნენ, უნდა აპატიონ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ან საზღარგარეთ მის გადაყვანაზე დათანხმდნენ.

„წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც, მიშას გაშვება უკვე შესაძლებელია. მე პირადად, როგორც დაზარალებული მისი მხრიდან, მე მას ვპატიობ. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც რეალურად მისგან დაზარალდა, ყველა მზად იქნება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მას თუ არ აპატიოს, ყოველ შემთხვევაში დათანხმდეს, რომ წავიდეს და თავი დაგვანებოს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა. 

მანამდე, მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე, მექსპრეზიდენტი გამოეხმაურა და პოლიტოლოგს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

„გია ხუხაშვილს – გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას. ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი „განაჩენების” აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე ,,საქმეებისა”. უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე.

ამის პასუხად, გია ხუხაშვილმა თქვა:

„მიხეილ სააკაშვილი ძალიან გაბრაზდა. პირველი პოსტი მომიძღვნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მე დღეს ვთქვი, რომ პრეზიდენტმა რომც შეიწყალოს ან სასჯელი გადაუვადოს გამოტანილ განაჩენებზე, არსებობს მიმდინარე საქმეები, რომელზეც განაჩენი არ დამდგარა და რა უნდა ქნას? ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არ ენდობა ამ პატიმარს და ან შინაპატიმრობაში დატოვოს, ან პატიმრობა მიუსაჯონ მიმდინარე საქმეებზე“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

,,ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი ”- სამხარაძე ( ვიდეო)

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში საკანონმდებლო ორგანოში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ ვეტოს დაძლევის დროს, ის და ,,ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები, რომლებზეც ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში არ ყოფილან, ადგილზე იყვნენ.

,,ოპოზიციაში მოკალათებულმა აგენტურამაც დაიწყო ლაპარაკი, რომ ვეტოს დაძლევის დროს რამდენიმე დეპუტატი საერთოდ არ იყო ადგილზეო.

ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარემ პროცედურაზე აუხსნა ყველას, რომ ვეტოს დაძლევაზე თუ ხალხის რაოდენობაში ეჭვი შეეპარებოდა ვინმეს, ეგ პრეტენზია ერთ დეპუტატს კი არა, დეპუტატთა ჯგუფს უნდა დაეყენებინა და მაგას აქვს თავისი ფორმა, რაც ოპოზიციამ ვერ ან არ დაიცვა. შესაბამისად, ვეტო დაძლეულია.

მიუხედავად ამისა, მაგალითისთვის, მაინც ამოვიღე ვიდეოკადრები (სხვათა შორის იმდღევანდელი სტრიმიდან, ბევრი ძიება არ სჭირდებოდა და სხვებსაც მარტივად შეეძლოთ ნახვა), სადაც იმ დეპუტატების ადგილზე ყოფნა დასტურდება, რომლებზეც ასე ხელაღებით საუბრობენ, რომ არ მიუღიათ კენჭისყრაში მონაწილეობა. მათ შორის ვარ მეც! საერთოდ არ ყოფილან შენობაშიო, კვირაზე მეტია ხალხს ატყუებენ!

მოკლედ, 77 დეპუტატი ადგილზე იყო, ერთზე არც დაგვიმალავს ბარათის გამოყენება!”, – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

კრემლი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გაუკეთებია განცხადება შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ მან „ინტერფაქსს“განუცხადა.

„ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება ამ კუთხით,“ – აღნიშნა პესკოვმა.

ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას დათანხმდა.

ერდოღანის თქმით, მარცვლეულის შეთანხმება, რომლის ვადა 17 ივლისს იწურება, გაგრძელდება.

,,სად გაგვასწრეს? რით გაგვასწრეს?”- ქართველიშვილი

ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტის შემდეგ NATO-ში შესვლას უფრო მიუახლოვდა და ამ გზაზე საქართველოს გაასწრო ისევე, როგორც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ამის თქმა არის დიდი ცინიზმი, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის წინაშე, რადგან ყველაფერს აქვს თავისი ფასი.“, – ამის შესახებ მედიასთან , „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო ჩვენთანაც მოვლენების ბახმუტიზაცია გამოეწვიათ, საქართველო მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს.

„როდესაც ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს, რომ პრინციპში არაფერი შეცვლილა არც უკრაინისთვის, არც – საქართველოსთვის, NATO-ს კარი კვლავ ფართოდ ღიაა ამ ორი ქვეყნისთვისო, ე.ი. ყველაფერი ისევ ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარია, მაგრამ ამ ბუნდოვანებისა და გაუგებრობის ფასი უკრაინისთვის არის დაახლოებით 15 000 000 ლტოლვილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, მიწასთან გასწორებული ქალაქები, ნახევარ მილიონამდე გარდაცვლილი ადამიანი, როგორც ჯარისკაცები, ასევე – მშვიდობიანი მოსახლეობა და ა.შ. ამ ფონზე, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო ჩვენთანაც მოვლენების ბახმუტიზაცია გამოეწვიათ, მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაზიდად მიისწრაფვის და ა.შ. როგორ შეიძლება ეს ორი მოცემულობა საერთოდ ერთმანეთს შეადარო? ვინც ამას ახერხებს, მით უმეტეს, რომ უკრაინა საქართველოსთვის მაგალითად გამოჰყავს და თითის შვერით არის დაკავებული, რომ აი, შეხედეთ, არ გრცხვენიათ? კიდევ ერთხელ გაგვასწრესო, – სად გაგვასწრეს? რით გაგვასწრეს? ერთადერთი, რაც მკაფიოდ ითქვა ვილნიუსის სამიტზე, ეს არის თარიღი, რა დროსაც უკრაინას, დიდი ალბათობით, მიიღებენ ამ ორგანიზაციაში – ანუ, იმ დღეს, როცა ის რუსეთს ომში დაამარცხებს. ოღონდ, ესეც გაურკვეველია, შეიძლება, კიდევ დამატებითი პერიოდი დასჭირდეს მოსკოვის აღების შემდეგ, იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოოს და ა.შ. იგივე ფორმულა გადმოგვიგდეს საქართველოსთვის – უკრაინის გზას დაადექითო, მეორე ფრონტი გახსენითო, ამ ომში მონაწილეობა მიიღეთო, თქვენც დაამარცხეთ რუსეთიო, მაგრამ, ეს მოგება ავტომატურად იმის ტოლფასი არ იქნება, რომ NATO-ს წევრები გახდებითო. შეიძლება, ჩვენთანაც რევიზია ჩატარდეს იმ კუთხით, თუ რამდენად ახლოს ვართ NATO-ს სტანდარტებთან. შესაბამისად, ეს არის ცინიზმი.

ცინიზმი ნომერი ორი: გადახედეთ დასავლეთის იუმორისტული ჟურნალების სამარცხვინო კარიკატურებს, სადაც ომში გახვეული უკრაინის პრეზიდენტს სამარცხვინო კარიკატურებით ხვდებიან. ამ ფაქტს არც ერთი ჩვენი ოპოზიციონერი თუ ოპოზიციის მხარდამჭერი მედია არ ეხმაურება. და საქართველოზე, რომელიც ჩამორჩენილია თურმე უკრაინას NATO-სკენ მიმავალ გზაზე, არც ერთი კარიკატურა არ კეთდება.“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

,,ამათ ვის რა უნდა წაუკითხონ?!”- სალუქვაძე

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრას ეხმიანება, სადაც შეხვედრის ძირითადი თემა იყო სოციალურ მედიაში წარმოებული პროპაგანდისტული კამპანიები, საინფორმაციო მანიპულაციები და არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელება.

როგორც სალუქვაძე წერს, ბოდიშიც არ მოუხდიათ გაყალბების გამო. ამათ ვის რა უნდა წაუკითხონ?! არჩევნებს ვინც აყალბებს, ევროპულობას რა სინდისით იბრალებენ?

“საოცრებაა. არჩევნების შედეგების გამყალბებელი ISFED-ი, რომელმაც პარალელური დათვლა გააყალბა, ახალგაზრდებთან შეხვედრებს მართავს “არჩევნების ჭრილში დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ.” ბოდიშიც არ მოუხდიათ გაყალბების გამო. არადა, ამათი ყალბი დათვლის თანახმად არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა ოპოზიცია. რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო. ამათ ვის რა უნდა წაუკითხონ?! ამათ დამაბრალეს ანტიევროპული პროპაგანდა, ეს მართლა ანტიევროპულები. არჩევნებს ვინც აყალბებს, ევროპულობას რა სინდისით იბრალებენ? ახლა ალბათ გაყალბების ახალ ტექნოლოგიებს ამუშავებენ, მაგრამ დათვლას ვერ მოასწრებენ, ამოურტყამენ ქვითარს”- წერს სალუქვაძე სოციალურ

“ეს ვინ არის? პოლიტიკოსია თუ სჯერა, რომ პოლიტიკოსია?” – ლევან ნიკოლეიშვილი სერგო ჩიხლაძეზე

ეს ვინ არის? პოლიტიკოსია თუ სჯერა, რომ პოლიტიკოსია? კახი კალაძეს ეზომება თუ ეტოლება? ნეტა რამე გაუკეთებია ცხოვრებაში? – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის შესახებ სოციალურ ქსელში.

ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა ჩიხლაძის იმ განცხადებას, რომლითაც მან თბილისის მერს, კახა კალაძეს მოუწოდა, ნუ დაწვრილმანდება და თქვას, რომ „ქართული ოცნება“ 2048 წლამდე იქნება ხელისუფლებაში. ექსპერტის თქმით, სწორედ ოპოზიციაა დაწვრილმანებული, რაც საარჩევნოდ კიდევ უფრო ნათელი გახდება.

„ეს ვინ არის? პოლიტიკოსია თუ სჯერა, რომ პოლიტიკოსია? კახი კალაძეს ეზომება თუ ეტოლება? ნეტა რამე გაუკეთებია ცხოვრებაში? ერთი დღე, რომ რამე სისულელე არ თქვან (იმ რამესაც, ხომ გააჩნია რას იტყვის!) ვინმე ქუჩაში თუ ცნობს მაინც? კახი კალაძეს, ჯერ როგორც დიდ ფეხბურთელს უკრავდნენ ტაშს, და ახლა როგორც ქალაქის მერს! დაწვრილმანებული კი ოპოზიციაა, განსაკუთრებით ის პარტია რომელსაც ეს სუბიექტი წარმოადგენს! ამათი დაწვრილმანება კი მერე ნახეთ საარჩევნოდ!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

“ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება”

ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მოსამართლეების სანქციებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კობახიძე ფაქტობრივად აანონსებს, რომ ქვეყნის მომავლისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოახვედრებს ქვეყანას.

„ეს განცხადება უბრალოდ სასაცილო იქნებოდა, კობახიძე ივანიშვილის მარიონეტი და მთავარი სპიკერი, რომ არ იყოს და ეს ხალხი რომ არ აკონტროლებდეს საქართველოს ბედს.

ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, ეს არის ამ განცხადების შინაარსი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

“Go Go Zhenia შემდეგ Go Go Kelly დრო დადგა Kelly go home” – გოგა ხაინდრავა

Go Go Zhenia შემდეგ Go Go Kelly დრო დადგა Kelly go home!, – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს.

„არც Go Go Salome დააყოვნებს რადგან როდესაც შენ ხალხს ათიათასობით შენ ამომრჩეველს შეურაცხყოფენ ბრბოდ მოიხსენიებენ შენ კი მათი პრეზიდენტი ხმის ამოღებას ვერ ბედავ რათა თავხედს საკადრისი ადგილი მიუჩინო დროა Go home! სელავი“, – წერს გოგა ხაინდრავა.

დოლარის ღირებულება 2.5771 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5771 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5803 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0104 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“როცა სააკაშვილი გიზის ციხეში და გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, არ გამოვა” – პეტრე ცისკარიშვილი

მოცემულობაში, როცა სააკაშვილი გიზის ციხეში და გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს არ გამოვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ თამაშის წესებს დასავლელი პარტნიორები არ მიიღებენ.

„ჩვენ, პრაქტიკულად, შევდივართ საარჩევნო ფაზაში. სულ რამდენიმე თვეში საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი საქართველოში და იმ მოცემულობაში, როცა მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიზის ციხეში და გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს, უბრალოდ, არ გამოვა. ასეთი თამაშის წესებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მიიღებენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამასთან, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, დრო აჩვენებს, მოახდენს თუ არა გავლენას საქართველოს ხელისუფლებაზე ევროდეპუტატების მიმართვა, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში.

„დრო გვაჩვენებს. იზრდება საერთაშორისო წნეხი. ამერიკელმა ელჩებმა, ვისაც კი საქართველოში უმუშავია, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწერეს ღია წერილი, სადაც ყველა ერთხმად მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმს, მის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის უფლებებს ლახავენ, არა მხოლოდ სანქციები ემუქრებათ, არამედ პირდაპირ „მაგნიტსკის აქტის“ ამოქმედება. შეუძლიათ, ჩახედონ „მაგნიტსკის აქტს“, რომელიც ამოქმედებულია მსოფლიოში ბევრი პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები. განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტიდან, ისევე, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებზე. „მაგნიტსკის აქტი“ აშშ-ის მიერ მიღებული კანონია, რომელიც ასეთი ბოროტმოქმედების პირდაპირ სანქცირებას ითვალისწინებს და ამ აქტზეა საუბარი. ასევე, რეზოლუციების მიღების შემდეგ, რომელიც ევროპარლამენტმა ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო, უკვე არსებობს რამდენიმე ათეული ევროპარლამენტის მიერ ხელმოწერილი კონკრეტული მიმართვა, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სხდომის მონაწილეებს საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და მიესალმებიან ამ მიმართულებით პარტნიორების მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და მიღწეული მაჩვენებლები ისტორიულია.

სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირების საკითხებზე.

განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა.

“ევროპარლამენტარების წერილი და რადასთვის მიმართვა ერთ პროპაგანდისტულ ტრენდში ზის, უბრალოდ, სააკაშვილი ავად აღარ არის”

ევროპარლამენტარების კოლექტიური წერილი და რადასთვის მიმართვა ერთსა და იმავე პროპაგანდისტულ ტრენდში ზის, უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ სააკაშვილი ავად აღარ არის, დემენცია აღარ სჭირს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა.

ამასთან, როგორც საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილის პოლიტიკური ლიდერობა არ სჭირდებათ.

„სააკაშვილმა გამოჯანმრთელება დაიწყო. უფრო მეტიც, მან უარი თქვა მისთვის განკუთვნილ როლზე, ყოფილიყო მძევალი სტრატეგიისა, რასაც რევოლუციური პროცესის განვითარება ჰქვია. როგორც „ქვინის“ ცნობილ სიმღერაშია, სააკაშვილი გამოიჭრა, თავისუფლება მოითხოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე გაიჭრა. მას იმ წუთშივე მიუთითეს, რომ მისი ადგილია სარეცელზე, სადაც მომაკვდავი და მოწამლული პრეზიდენტის როლი უნდა ითამაშოს, რათა სახელმწიფოს ამით უფრო მეტი ზიანი მიაყენოს. დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მისი პოლიტიკური ლიდერობა არ სჭირდებათ. ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა. სახელმწიფო დახატეს, როგორც ურჩხული, რომელიც მესამე პრეზიდენტს აწამებს და ეს პიარული სვლა არ უნდა იყოს დღის წესრიგიდან მოხსნილი. აქედან გამომდინარეობს პათოსი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ განცხადებაში. შესაძლოა, არის გარკვეული ემოციაც ზოგიერთის მხრიდან, მაგრამ პრაგმატული პოლიტიკა ყოველგვარ ემოციას და პიარულ დამოკიდებულებას სჭარბობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, სადაც ის საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

გარდა ამისა, სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე უკრაინის რადამ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე დადგენილების პროექტი მოამზადა.