Home Blog Page 1853

“მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა”- ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის ფაშისტი და სადისტია.

აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და გაემართნენ კიევისკენ, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარზე მისი ულტიმატუმების საფუძველზე. “როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ყველა მზად იყო მიეღო, რომ ომის დასრულება შესაძლებელი იყო დიპლომატიის გზით უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემით, მაგრამ ბუჩას გათავისუფლების შემდეგ ყველამ ნახა ნაწამები მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ძალადობრივი მკვლელობების კვალი. “ვინ არის მზად ამ მანიაკთან სალაპარაკოდ? და შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ დადგებოდა დრო და ომი მაინც დიპლომატიური გზით დამთავრდებოდა, მაგრამ ამ კაცთან საუბარი – ბოდიში, მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსული არმია დატყვევების ისეთივე გზებს იყენებს, როგორიც ნაცისტურმა გერმანიამ გამოიყენა, მაგრამ პუტინმა კიევი ვერ აიღო.

„ყველა სოფელში, რომლის დეოკუპაცია განვახორციელეთ, იყო ნაწამები უკრაინელების მასობრივი საფლავები, ყველაში, გამონაკლისის გარეშე და ყოველ ნაბიჯზე ვამბობდით, როგორ უნდა დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? ყოველ ნაბიჯზე, სულ უფრო ცოტა ადამიანმა სჯეროდა, რომ ის პრეზიდენტი იყო და სულ უფრო მეტი ხვდებოდა, რომ ის უბრალოდ სადისტია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როდის გადაიყვანენ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში

ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად, ექიმებისგან დასტური როდესაც გვექნება, რა თქმა უნდა, პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო პატიმრის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მაქსიმუმს აკეთებს.

„მოწადინებული ვართ, ამ ადამიანის ჯანმრთელობა იყოს შესაბამის მდგომარეობაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პატიმართან მიმართებაში, ჩვენი სურვილია, მათ ჰქონდეთ სათანადო ჯანმრთელობა, მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლება იყოს სათანადოდ უზრუნველყოფილი. ამას, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ აქვს და თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მეტად მოწადინებული იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, ვართ ჩვენ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ის პატიმრობაში იმყოფება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ ჩვენ. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი შიმშილობის ეპიზოდები და ექიმებისადმი დაუმორჩილებლობა, რაც, რა თქმა უნდა, აუარესებდა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ რამდენიმეჯერ განვაცხადეთ, რომ ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებდა, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად თავისუფლება მოეპოვებინა, თუმცა ეს მცდელობები კრახით დასრულდა, როგორც ადგილობრივ სასამართლოში, ასევე მათთვის წარუმატებლად დასრულდა სტრასბურგის სასამართლოში დაყენებული ერთადერთი მოთხოვნა, რომ მომხდარიყო მსჯავრდებულის სამკურნალო მიზნით საზღვარგარეთ გაყვანა“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იქნება, თუ არა, ნიკა გვარამია პრემიერობის კანდიდატი

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა, პრემიერ-მინისტრად იყაროს კენჭი. ამის პასუხად, გვარამიამ განაცხადა:

„გამორიცხვით, თავისთავად ცხადია, არ გამოვრიცხავ. არათუ ახლა, არც არასდროს გამომირიცხავს პრინციპში. ერთადერთი, რაზეც შემიძლია ვთქვა არასდროს – მე მარტო არასდროს არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, ჩემი ოჯახის წევრების გარეშე. ისინი უნდა იყვნენ ამაზე თანახმა, ჩემთვის, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ სხვადასხვა ადამიანის აზრები ამასთან დაკავშირებით, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია და შეიძლება გადამწყვეტიც აღმოჩნდეს მოგვიანებით, არჩევანს რომ გავაკეთებ, ეს რა თქმა უნდა, ჩემთვის საინტერესოა“, – აცხადებს ნიკა გვარამია. 

,,პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ფაქტი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება”- რატი ბრეგაძე

მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ მივცეთ სპეკულაციებს ფართო გასაქანი და სწორედ ამიტომ ველოდებით მაინც პოლონური მხარის შესაბამის განმარტებას, როგორც საელჩოს, ისე ექიმებსაც, რომ იქნებ მოგვაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის სჭირდებოდათ… იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, თუკი დადგება საკითხი ამ ექიმების კვლავ შეშვებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ვერავითარ შემთხვევაში დადებით გადაწყვეტილებას, მანამ, სანამ ელემენტარულად არ გვექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზანს ემსახურებოდა მსგავსი ტიპის სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო ქმედება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, პოლონელ ექიმთან დაკავშირებული ფაქტი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.

„მოკვლევას რაც შეეხება, ჩვენ, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ამ ფაქტს არ დავტოვებთ და გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს და დამოუკიდებლადაც დავიწყებთ ამ ფაქტის შესწავლას და, რა თქმა უნდა, მის სამართლებრივ შეფასებასაც. თუმცა, როგორც გითხარით, ვცდილობთ, მივიღოთ პოლონური მხარისგან ოფიციალური განმარტება, იმიტომ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავტოვებთ ამ ფაქტს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე. გონივრულ ვადას რაც შეეხება, არსად არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადა, თუმცა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას არ დასჭირდება რამდენიმე დღის მეტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში სტუმრობისას.

,,ეს ფაქტი დაუსაბუთებელი და უსამართლოა”- ღუდუშაური

თუ ამ ყველაფერს სამართლებრივი კრიტერიუმით შევხედავთ, ცალსახაა, რომ საქართველოსთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება [ბელგიის სამეფოს მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღება] რბილად რომ ვთქვათ არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„ძალიან ამაზრზენია, რომ ჩვენი ოპოზიციონერი ცალკეული კოლეგები ამას ასე აღტყინებით და ფაქტების კონსტატირების დამახინჯებით აწვდიან საზოგადოებას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა“, – აღნიშნავს ღუდუშაური.

 

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ვებგვერდზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.

რას წერენ ჩაქვში დატრიალებულ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში

დღეს, ჩაქვშიტრაგედია დატრიალდა.

5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში დაიხრჩო. ფაქტს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი დამსვენებელი ეხმაურება და წერს:

,,დღეს ჩემი ფანჯრების წინ 5 წლის ბიჭი დაიხრჩო აუზში, ჩაქვში – სასტუმრო დრიმლენდ ოაზისში.
სასტუმროს, რომ თითოეულ აუზზე გამოყოფილი მაშველები ჰყოლოდა, რომლებიც გააკონტროლებდნენ აუზის ტერიტორიას…

სასტუმროს, კვალიფიციური მედპუნქტი რომ ჰყოლოდა, რომელსაც ეცოდინებოდა ხელოვნური სუნთქვის სწორად გაკეთება…

სასწრაფო, 30 წუთის დაგვიანებით რომ არ მოსულიყო…

სასწრაფოს, თან რომ ჰქონოდა ინტუბაციის აპარატი და მხოლოდ ადრენალინი არ გაეკეთებინათ ბავშვისთვის, პატარა ბიჭი დღეს შეიძლება ისევ თავის დედასთან ერთად ყოფილიყო, რომლის განწირული კივილი მთელს ტერიტორიაზე ისმოდა…

ამ ყველაფრის პარალელურად, აუზი, სადაც 5 წლის ბავშვი დაიხრჩო, ერთი წამითაც არ დახურულა და დამსვენებლები არხეინად განაგრძობენ ბანაობას… რა გვჭირს?? ეს ყველაფერიც მთავრობას ხომ არ უნდა დავაბრალოთ?”, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ სურგულაძე.

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე წარმატებას გპირდებათ. ადამიანებთან საერთო ენას ადვილად პოულობთ და ეს თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ! თუ ვინმესთან გულწრფელ საუბარს ან იდეის შეთავაზებას აპირებთ, ამისთვის უკეთეს დროს ვერ ნახავთ. გახსოვდეთ, რომ საჭირო დროს ნათქვამ სწორ სიტყვებს თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.

კურო

ამ დღეს ნებისმიერ საკითხში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ყველაზე მარტივ საქმეებშიც კი შეიძლება მოულოდნელი სირთულეები წარმოიშვას, ამიტომ გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ ან საქმის მიმდინარეობაზე კონტროლი სხვას დაავალოთ.

ტყუპები

ენერგიით სავსე ხართ და შეგიძლიათ „მთები გადააბრუნოთ“. თუმცა მოუთმენლობა და აჩქარება ხელს გიშლით, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. მეორეხარისხოვანი საქმეები შეგიძლიათ სამომავლოდ შეინახოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გპირდებიან, რომ თქვენი მდგომარეობა აუცილებლად გაუმჯობესდება! გარდა ამისა, ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ეს ურთიერთობა კარიერულ წინსვლასა ან კაპიტალის გაზრდაში დაგეხმარებათ.

ლომი

თქვენი ბედნიერება თქვენ ხელშია! გინდა ბედნიერი და წარმატებული იყოთ? იყავით! – ეს უნდა გახდეს თქვენი სამოქმედო გეგმა. ეს დღე ისეთ თვისებებს გაჩუქებთ, როგორიცაა ნებისყოფა, ორგანიზებულობა და მიზანდასახულობა. ასე რომ, თუ ამბიციური გეგმა გაქვთ, დროა იმოქმედოთ!

ქალწული

ამ დღეს შემოქმედებითი სულისკვეთებით ხართ სავსე. მის წყალობით შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობები ნებისმიერ სფეროში გამოავლინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ ყველა მიმართულებით ექსპერიმენტები ჩაატაროთ, ყველაფერი, რაც შესაძლებელია. თქვენი სურათის ჩათვლით.

სასწორი

დღეს პროფესიულ სფეროში ნუ გამოიჩენთ განსაკუთრებულ ინიციატივასა და აქტიურობას, მით უფრო, თუ უთქვენოდ უკვე გადაწყვიტეს რაღაც საკითხი. თქვენი კრიტიკული შენიშვნა მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევს და უშედეგოდ დამთავრდება. ამიტომ დღე მშვიდად გაატარეთ.

მორიელი

თქვენს ცხოვრებაში ახალი და საინტერესო ეტაპი დგება. ეს შეიძლება ახალ ადამიანებს, გატაცებას, გრძნობებს ან ახალ ადგილების უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ოთხ კედელში ჯდომაზე უარი თქვათ და თავგადასავლების საძებნელად გარეთ გახვიდეთ – მრავალფეროვნებაზე და ახალ პერსპექტივაზე უკეთესი რა უნდა იყოს!

მშვილდოსანი

დღეს ნებისმიერ საქმეში, რომელიც ყურადღებას და გულმოდგინებას მოითხოვს, შეცდომებს დაუშვებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზული ან რთული საქმე ხვალისთვის გადადოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. სხვა საქმეები მაინც მარცხისთვის იქნება განწირული.

თხის რქა

დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი განწყობის წყალობით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. უნებურად ვინმე რომ არ შეურაცხყოთ, სანამ რამეს იტყვით, ათამდე დაითვალეთ. ეს კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს შემოქმედებითი მუხტით ხართ სავსე, რაც ყველაზე მოსაწყენ საქმეებშიც კი დაგეხმარებათ. ყველაფერს, რასაც შეეხებით, კაშკაშა და ნათელი ფერებით ავსებთ. თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი შინაგანი ცეცხლი შეიძლება ხანძარში გადაიზარდოს და გარშემო მყოფებთან კონფლიქტად იქცეს.

თევზები

ამ დღეს სხვადასხვა თემაზე უამრავი კითხვა გიჩნდებათ და ცდილობთ, სასწრაფო პასუხი მოძებნოთ. თუ ამ მოჯადოებულ წრეს თავი არ დააღწიეთ, მთელ დღეს დაკარგავთ. ვარსკვლავები გაფთხილებენ, რომ ყველაფრის ერთდროულად კეთება დროის ფუჭად კარგვას ნიშნავს.

 

ურეკში დამხრჩვალი მამაკაცი იპოვეს

ორდღიანი ძებნის შემდეგ, ურეკში  მაშველებმა დამხრჩვალი  მამაკაცი იპოვეს.

„გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, ის ინდოეთის მოქალაქეა.

_როგორც გავიგეთ, ინდოეთის მოქალაქეა და საქართველოში სწავლობდა. ამ დღეებში ზღვაზე ხშირად არის ღელვა. მიუხედავდ სანაპირო დაცვის მიერ არაერთი გაფრთხილებისა, ზღვაში მაინც შედიან ადამიანები.  ეს ტრაგიკული შემთხვევაც ერთი ასეთი ქმედების ბრალი უფროა, – თქვეს ადგილობრივებმა „გურია ნუსთან“.

ვინ არის ურეკში დამხრჩვალი ახალგაზრდა

საქართველოს პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ კასპის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 ივლისს, კასპი-მეტეხის საავტომობილო გზაზე ყოფნისას, ი.კ.-ს ავტომობილს საპირისპირო სავალ ზოლში მაღალი სისწრაფით მიმავალი მ.მ. შეეჯახა და ავტომანქანა დაუზიანა. მომხდარ ფაქტს ი.კ.-ს მეუღლე, შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ლ.ტ. შეესწრო, რომელიც ასევე, ავტომანქანით მცირეწლოვან შვილთან და მშობლებთან ერთად აღნიშნულ გზაზე გადაადგილდებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლიციის თანამშრომელსა და მ.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც ინციდენტის ადგილზე მ.მ.-ს მეგობრები – ჯ.ც., ბ.ხ., ნ.ც. და გ.ფ. მივიდნენ. ხსენებულმა პირებმა პოლიციის თანამშრომელს, მისი 4 წლის შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დასახმარებლად მისული პოლიციელის მამაც სცემეს, მცირეწლოვანის თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციელის დედას და მეუღლეს.

ძალადობის აღკვეთის მიზნით, პოლიციელის დედამ სსიპ 112-ში დარეკვა სცადა, რა დროსაც ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას მობილური ტელეფონი წაართვა.

გარდა ამისა, ჯ.ც. დაზარალებულისთვის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც იარაღიდან გასროლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად, ეს უკანასკნელი ცეცხლსასროლ იარაღს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და სხვა ბრალდებულებთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა სამი პირი 17 ივლისს დააკავეს, ასევე საქმეზე ნივთმტკიცების სახით  სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და პოლიციელის დედის კუთვნილი მობილური ტელეფონი ამოიღეს. მ.მ.-ს და ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით წარედგინათ (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ჯ.ც.-ს ბრალდება 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

ყოფილი ომბუდსმენის ახალი თანამდებობა

“საქართველოს უნივერსიტეტის” სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელი – ამ პოზიციიდან განაგრძობს კარიერას ნინო ლომჯარია.

ყოფილი სახალხო დამცველთან თანამშრომლობასა და საქმიან ურთიერთობაზე ისაუბრა გიული ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც ნინო ლომჯარიას მის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია ჩააბარეს – პროფესიონალიზმია.

ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოზიციას 2017 წლიდან იკავებდა, ალასანიას უნივერსიტეტში აკადემიურ საქმიანობას კი 5 დღის წინ შეუდგა.

,,დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას”-  მიხეილ სააკაშვილი

მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ჰყოფნის ყოველი დღე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას.

„მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.

სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ჰყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.

სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.

დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქზე”.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.

,,თბილისი ენერჯი” მოსახლეობას მიმართავს

,თბილისი ენერჯი” სოციალურ ქსელის საშუალებით მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხულებს.

,,გახსოვდეთ, თუ გადადიხართ ახალ საცხოვრებელ ფართში, აუცილებლად დაგვიკავშირდით და ჩვენი სპეციალისტები შეამოწმებენ რამდენად უსაფრთხოა გაზის შიდა ქსელი!

co-თი ინტოქსიკაციის და გარდაცვალების 70% სწორედ გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება.

დაგვიკავშირდით გაზის შიდა ქსელის გადასამოწმებლად, თუ ქირაობთ/გირაობთ ან აქირავებთ/აგირავებთ საცხოვრებელს ფართს.  2 40 40 04 – მომსახურება არის სრულიად უფასო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში