Home Blog Page 1848

თიბისი კონცეპტის 0%-იანი თანამონაწილეობის საახალწლო აქცია

თუ იპოთეკური სესხის პირობების გამო აქამდე ვერ მოახერხეთ თქვენთვის სასურველი ბინის შეძენა, თიბისი კონცეპტი 31 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობას გაძლევთ, ისარგებლოთ სპეციალური, 0%-იანი თანამონაწილეობის შეთავაზებით.

პერსონალური, ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკირი, გამარტივებული მომსახურება და 0%-იანი თანამონაწილეობა ის უპირატესობებია, რომელთაც თიბისი კონცეპტი ბინის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს.

წარმოგიდგენთ თიბისი კონცეპტის იპოთეკური ცენტრის მიერ სპეციალურად შერჩეულ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც 0%-იანი თანამონაწილეობის საახალწლო აქციის ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებსა და ფასდაკლებულ ფასებს გთავაზობთ.

შეთავაზებაში მონაწილე დეველოპერები არიან – „რივერ პარკი“, „ორთაჭალა ჰილსი“, „ოტიუმი ბელიაშვილზე“, „ვილა ნატახტარი“, „იმპელ ვერდე“, „ენ ენ კაპიტალს“ და „ნიუ ეიჯ ბილდინგი“.

გაეცანით თიბისი კონცეპტის სპეციალურ პირობებს, შეარჩიეთ  სასურველი პროექტი და შეიძინეთ ახალი ბინა 0%-იანი თანამონაწილეობით 2023 წლის 31 დეკემბრამდე. იხილეთ შეთავაზებები აქ: https://tbcconcept.ge

R

ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში, გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი და ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობათა განვითარებაში.

„დღეს ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და აღვნიშნავთ საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, რომელიც დაკავშირებულია ისტორიის მრავალი მოვლენით და ღრმად არის ფესვგადგმული ქრისტიანულ კულტურაში”, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, ორი სუვერენული სახელმწიფო – საქართველო და წმინდა საყდარი – იზიარებს მშვიდობისა და სტაბილურობის ფასეულობებს, როგორც უზენაეს ნორმებს, რომელთაგანაც უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფოს ქმედებები, ისევე, როგორც სამყაროს ხედვა, სადაც დომინირებს ტოლერანტობა, პატივისცემა და ურთიერთგაგება.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებზეც.

„ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე და კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების წინა პლანზე. დღეს წმინდა საყდარი არის საქართველოს ევროპული გზის, ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი და ცივილიზაციური არჩევანის მტკიცე მხარდამჭერი. ხვალ, ვატიკანის ბაღებში, მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ივერიის ღვთისმშობლის ქართული მოზაიკის საინაუგურაციო ცერემონიაში. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც იქნება ჩვენი მჭიდრო სულიერი და კულტურული კავშირების მუდმივი დადასტურება” – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

აღსანიშნავია, რომ საღამოს „სუხიშვილები” და ანსაბლი „ბასიანი” აფორმებდნენ.

მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო- პაველ ჰერჩინსკი

მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო, ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში დადასტურდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, ევროკომისიაში უკვე განიხილება.

„ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიცემისას ცხრა რეკომენდაციაც დასახა. ეს ცხრა ნაბიჯი, კანდიდატის სტატუსთან ერთად, იმედია, 14 და 15 დეკემბერს დადასტურდება ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების მიერ. მიხარია, რომ მთავრობამ უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა,ეს საკითხი ამჟამად ევროკომისიაში განიხილება. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. იმ პრიორიტეტების, რომლებზეც მუშაობა გრძელდება. დანარჩენები – ახალია: დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასთან ბრძოლა, საქართველოს ადაპტაცია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მოხარული ვარ, რომ მუშაობა ამ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად დაუყოვნებლივ დაიწყო. ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში დადასტურდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა ევროკომისიის მიერ გაცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ გეგმის მიხედვით გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან.

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის” ახალი სეზონი იწყება

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის” ახალი სეზონი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.

პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდს შემოუერთდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთი-ერთი მსხვილი კომპანიის აქციების მფლობელი გახდები.

პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებს შეასრულებ.

ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებაზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. პროექტის დეტალებს გაეცანი და ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდი ბმულზე: https://link.tbc.ge/Camp-registration

გაიცანი „კემპის” შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში:

https://fb.watch/oAp7pB3_zi/

„კემპი თიბისისთვის და თიბისი კაპიტალისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის გამარჯვებულები, ახალი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები არიან. მიხარია, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. პროგრამის წინა 4 ნაკადის არაერთი გამარჯვებული, ჩვენი გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და კვლევების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

R

მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო- პაველ ჰერჩინსკი

მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო, ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში დადასტურდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, ევროკომისიაში უკვე განიხილება.

„ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიცემისას ცხრა რეკომენდაციაც დასახა. ეს ცხრა ნაბიჯი, კანდიდატის სტატუსთან ერთად, იმედია, 14 და 15 დეკემბერს დადასტურდება ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების მიერ. მიხარია, რომ მთავრობამ უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა,ეს საკითხი ამჟამად ევროკომისიაში განიხილება. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. იმ პრიორიტეტების, რომლებზეც მუშაობა გრძელდება. დანარჩენები – ახალია: დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასთან ბრძოლა, საქართველოს ადაპტაცია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მოხარული ვარ, რომ მუშაობა ამ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად დაუყოვნებლივ დაიწყო. ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში დადასტურდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა ევროკომისიის მიერ გაცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ გეგმის მიხედვით გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან.

Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები „თიბისიში“ გადამზადებას გადიან

ტექნოლოგიური პროექტის Data Bootcamp მონაწილეები, „თიბისიში“, Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების კურსს გადიან.

„თიბისის“ ინფორმაციით, გურჯაანის, ზუგდიდის და ბათუმის Data Bootcamp-ის 15 რჩეული მონაწილე, ორი კვირის განმავლობაში, „თიბისის” პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მუშაობს. ეცნობიან მუშაობის პრინციპებს და სპეციფიკას, ერთვებიან ინტენსიურ პრაქტიკულ სამუშაოებში და სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენებით მონაცემების ანალიზს სწავლობენ.

„მონაცემთა მეცნიერება, მონაცემთა ინჟინერია და მონაცემთა ანალიტიკა ეს ის პროფესიებია, რომლებიც დღეს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში ძალიან მოთხოვნადია. მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ჩვენს ბაზარზე, ამ სფეროს პროფესიონალების ნაკლებობაა. ამიტომ, “თიბისისთვის”, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ჩაერთოს ისეთ პროექტებში, რომლებიც ახალგაზრდებს, პატარა ასაკიდან ეხმარება ამ დარგის პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ასეთი პროექტია – Data Bootcamp. ჩვენი მიზანია, ამ ძალიან ნიჭიერ და მონდომებულ ახალგაზრდებს გაუღრმაოთ ცოდნა და ვასწავლოთ პრაქტიკით. ასევე, დავანახოთ, რომ “თიბისი” არის ადგილი სადაც საკუთარი ცოდნის სრულ რეალიზებას შეძლებენ“, – აცხადებს, „თიბისის“ სტრატეგიული პროექტების მენეჯერი მონაცემთა ანალიზის და მართვის დეპარტამენტში ნუცა აბაზაძე.

Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც „თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობდნენ, 15 წელს ზევით, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები.

Data Bootcamp-ის მონაწილეებმა, მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე გაიარეს ტრენინგები და მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით; ისწავლეს იდეების სწორი და თანმიმდევრული გენერირება, ასევე, დაეუფლნენ წარმატებული Pitching-ის ტექნიკებს.

Data Bootcamp-ებმა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო და ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, 30 ნოემბერს, თბილისის ტექნოპარკში დასრულდება. თბილისის Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეებიც “თიბისიში”, Data Academy-ის ფარგლებში გაივლიან გადამზადებას.

R

შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაამტკიცა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში-პაველ ჰერჩინსკი

შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გახარებულია იმის გამო, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა.

„როგორც არაერთხელ ღიად და გულწრფელად მითქვამს, ოპტიმისტი ვარ, ამიტომ ვარ საქართველოში, ვცდილობ, ვიყო ქართული წარმატების ნაწილი. როგორც ვიცით, რვა ნოემბერს ევროკომისიამ დადებითი შეფასება გასცა კანდიდატის სტატუსზე. ახლა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა განიხილავს და 14 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. ძალიან მიხარია, რომ ხელისუფლებამ სწრაფად იმოქმედა. შემიძლია, დავადასტურო, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც განხილული და დამტკიცებული იქნა მთავრობის მიერ, უკვე გაიგზავნა ევროპულ კომისიაში. ევროპული კომისიის კოლეგები ყურადღებით შეისწავლიან და თავიანთ შეფასებას გამოაქვეყნებენ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ხდება არა დროის დასაკარგად, არამედ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეფორმები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და დეკემბერში, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველომ შეძლოს, რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა ევროკომისიის მიერ გაცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ გეგმის მიხედვით გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 ნოემბერს ქუთაისში +7 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. +9 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით -1 გრადუსი, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ითოვებს, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი. ახალციხეშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვლია მოსალოდნელი. დღისით +3, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, სადაც დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე და -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.

“არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკა არ შეწყვეტს მუშაობას მანამდე, სანამ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი არ გათავისუფლდება.

„48 საათი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჰამასის ტერორისტების მიერ დაკავებული ყველა მძევალი არ გათავისუფლდება“, – აცხადებს ბაიდენი.

მან მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერს, კატარის ამირსა და ეგვიპტის პრეზიდენტს პროცესის ერთგულებისა და ზავის შემდგომი გახანგრძლივების შესახებ შეთანხმების მიღწევისთვის.

მისი თქმით, პაუზამ შესაძლებელი გახადა ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.

” მსოფლიოში არ დაფიქსირებულა პრაქტიკა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები „ენჯეოს“ გაეყალბებინოს”-მამუკა მდინარაძე

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით რევოლუციური, რადიკალური და ძალადობრივი გეგმა ჩაეშალათ, ახლა რჩება ერთადერთი, არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობრივი რევოლუციის გეგმა, აქედანვე დაიწყებენ, რომ საზოგადოება  შეაგუონ, არჩევნები გაყალბდებაო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას რევოლუცია და ძალადობა არ გამოუვა.

„რაც უფრო მეტი დრო გადის და რაც უფრო მეტ არჩევნებს ვატარებთ, კიდევ უფრო იხვეწება გამჭვირვალობა, დემოკრატიის ხარისხი. რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებს აქვს ხარვეზი და იდეალური არჩევნები ჯერ მსოფლიოში არავის ჩაუტარებია, მაგრამ საქართველომ შეძლო არაერთგზის არჩევნების იმგვარად ჩატარება, რომ პარალელური დათვლის მონაცემების გაყალბება მოუწიათ ამ არჩევნების მოწინააღმდეგეებს, არა რომელიმე პარტიის, არამედ არჩევნების მოწინააღმდეგეებს, არჩევნების დისკრედიტაციის მსურველებს. ახლა ვხედავთ, რომ იმავე ორგანიზაციის წარმომადგენლები ბედავენ, ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოდიან და აქედანვე არჩევნების დისკრედიტაციას ეწევიან, მაგალითად, „ისფედის“ წარმომადგენლები. მსოფლიოში არ დაფიქსირებულა პრაქტიკა, რომ არჩევნები ჩატარებულიყოს ძალიან კარგად და პარალელური ხმის დათვლის მონაცემები რომელიმე „ენჯეოს“ გაეყალბებინოს, ამით რევოლუციის მცდელობა ჰქონოდეს, ეს მოხდა საქართველოში და ახლა ზუსტად სხვა „ენჯეო“ კი არა, ზუსტად ის „ენჯეო“, ვინც ეს ჩაიდინა და ვისაც ამის მცდელობა ჰქონდა, გამოდის და წინასწარ არჩევნების დისკრედიტაციით არის დაკავებული. პარადოქსების ქვეყანა გავხდით „ნაცების“ და მათი კლასტერის გადამკიდე, მაგრამ ამასაც გადავიტანთ, არც ცალ ფეხზე დავდგებით და არც ეროვნულ ინტერესებს გადავწევთ უკან, არც არჩევნების ხარისხის დემოკრატიულობის, გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე ვიტყვით უარს, შესაბამისად, ამ მეოთხე პუნქტსაც ზედმიწევნით შევასრულებთ და ვერც რევოლუციას მოახერხებენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შობის მარხვა დაიწყო

დღეს, 28 ნო­ემ­ბერს მორ­წმუ­ნე­ე­ბის­თვის შო­ბის მარ­ხვა და­ი­წყო.

საეკლესიო კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით – 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით – 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. მარხვას ყოველი მორწმუნე საკუთარი ძალებისა და მონდომების შესაბამისად ინახავს.

შობის მარხვა  უძველესი დროიდან მომდინარეობს. ის თავად უფალმა იესო ქრისტემ დააწესა ახალი აღთქმის ეკლესიაში. მას  ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ. საშობაო მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზის მიღება შეეძლებათ.

25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება ზოგადად, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებულია  სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე.

საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

“რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხოვნებისა? მარხვით ვიხსნებით მონობისაგან და თავისუფლებას ვიხვეჭთ, მამულს ვუბრუნდებით უცხო ქვეყანაში დატყვევებულნი, მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს.

სიხარულით შეუდექი მარხვას და ნუ ემსგავსები იმ თვალთმაქცთ, რომელნიც კაცთა სახილველად დაღვრემილი სახით დადიან. ამ მწუხარების გამო ისინი ვერ იღებენ იმ ჯილდოს, მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს. მაცხოვარი ბრძანებს: “ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად” (მათე 6, 17-18), ” წმ.
იოანე ოქროპირი.

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა

მარჯანიშვილის თეატრის წინ ზურაბ ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნა. ღონისძიებას მსახიობის მეგობრები, ოჯახის წევრები და კოლეგები ესწრებოდნენ.

ვარსკვლავის გახსნამდე მარჯანიშვილის თეატრში „მეფე ლირის“ ჩვენება გაიმართა. მსახიობს აღნიშნულ სპექკტაკლში შესრულებული მთავარი როლისთვის ორჯერ აქვს მიღებული პრემია მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

ზურაბ ყიფშიძეს აგვისტოში 70 წელი შეუსრულდა.

 

1976 წლიდან, ზურაბ ყიფშიძე კინომსახიობთა თეატრისა და კინოსტუდია “ქართული ფილმის” მსახიობი იყო. მონაწილეობდა 50-ზე მეტ ფილმში, მათ შორის: “როცა აყვავდა ნუში”, “სურამის ციხე”, “ბრავო, ალბერ ლოლიშ!”, “ნეილონის ნაძვის ხე”, “დონ კიხოტი”, “მარტოხელა მონადირე”, “წუთისოფელი”, “ამბავი სურამის ციხისა” და სხვ., აგრეთვე სპექტაკლებში: “შუშანიკის წამება”, “ჩვენი პატარა ქალაქი”, “მამა”, “ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვ.

https://www.facebook.com/MarjanishviliDramaTheatre/videos/351075780847301