Home Blog Page 1838

კონტრშეტევის წარუმატებლობის გამო ზელენსკისა და ზალუჟნის შორის კონფლიქტი გამწვავდა – The Economist

 

„უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის დღეს საშინელი ურთიერთობები ჩამოყალიბდა“, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist უკრაინის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემას აცნობა, ეს კონფლიქტი მოსალოდნელი იყო და ის კონტრშეტევითი ოპერაციის დროს სერიოზული შედეგების არარსებობის გამო გაჩნდა. ჩინოვნიკი იუწყება, რომ კონტრშეტევა „გეგმის მიხედვით არ წარიმართა“.

ის, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის შორის კონფლიქტი არსებობს, მედია ჯერ კიდევ 2022 წელს იუწყებოდა, მაგრამ ღია ეს კონფლიქტი ახლა გახდა. რამდენიმე კვირის წინ სწორედ The Economist-მა ვალერი ზალუჟნის რეზონანსული ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაცია ჩიხში შევიდა.

„ბატონმა ზელენსკიმ საჯაროდ გააკრიტიკა თავისი გენერალი ასეთი განცხადებებისთვის. შემდეგ მან ზალუჟნი გააფრთხილა, რომ ის სამხედრო, და არა პოლიტიკური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული“, – წერს ბრიტანული გამოცემა.

The Economist-ის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზალუჟნი, შესაძლოა, დაუფიქრებლად მოიქცა, როდესაც პრეზიდენტის ოპტიმისტურ პოზიციას ღიად დაუპირისპირდა.

„ახლა პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ფრონტზე წარუმატებლობა – გენერლების ბრალია, რომლებიც საბჭოთა სამხედრო სკოლებში სწავლობდნენ, ხოლო გენერლები აცხადებენ, რომ მათ ბრიყვი პოლიტიკოსები ხელს უშლიან. გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს, ხოლო არავის სურს, რომ ჩიხში შესული სიტუაციის მშობელი იყოს,“ – წერს The Economist.

უკრაინის პრეზიდენტსა და მთავარსარდალს შორის ურთიერთობები გამოძიებამაც გაართულა, რომლის ფარგლებში 2022 წლის თებერვალში და მარტში უკრაინის სამხრეთ ნაწილში თავდაცვის ჩავარდნის მიზეზების გამოძიება ხდება, მაშინ რუსეთმა სულ რამდენიმე კვირაში ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანი გაჭრა. მაშინ აუცილებელი იყო რამდენიმე ხიდის აფეთქება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ სიტუაციას მომზადებულები ვერ შეხვდნენ. ზალუჟნი ამ საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურირებს, თუმცა ეს ეტაპზე.

ასევე, გამოცემა სოციოლოგიურ კვლევების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით უკრაინის მთავრობაში კორუფციული სკანდალების ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 32%-მდე შემცირდა, ხოლო ზალუჟნის პოპულარობის რეიტინგი 70%-ია. „ის, რომ ზალუჟნი პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის ამ მხრივ ზელენსკისთვის გარკვეულ საფრთხეს არ წარმოადგენს“, – წერს ბრიტანული გამოცემა The Economist.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის − რკინიგზის მოდერნიზაციის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტები.
ანაკლიის პროექტზე საუბრისას აღინიშნა, რომ 2024 წელს დაიწყება საზღვაო საამშენებლო სამუშაოები. ამავე წელს გამოვლინდება კერძო პარტნიორი, რომელთანაც  გაფორმდება კონცესიის ხელშეკრულება.  2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევის პროცესი, რომელიც სახელმწიფოსთან თანამონაწილეობით განავითარებს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ინფრასტრუქტურას.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტების განვითარების პროექტს, თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განხორციელება 2024 წლიდან დაიწყება. საკითხზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ახალ აეროპორტს ექნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ფუნქცია მაღალი დონის სამგზავრო და  სატვირთო ტერმინალებით, რათა შესაძლებელი იყოს ნებისმიერი ზომისა და ტიპის როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღება და მომსახურება.
საუბარი  შეეხო თელავში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობას, რომელიც წელიწადში 50,000-ამდე მგზავრს მოემსახურება. გეგმაზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ სრულიად განახლდება და 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა, ასევე მთლიანად განახლდება აეროპორტის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ახალი საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავის აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წელს უმასპინძლებს. პირველადი შეფასებით მისი განვითარებისთვის საჭირო ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს.
ყურადღება დაეთმო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილ ღონისძიებებს და ხაზი გაესვა, რომ აშენდება  3.5 კმ სიგრძის ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს ნებისმიერი ზომის საჰაერო  ხომალდის მომსახურებას, შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას, ამავდროულად უზრუნველყოფს სატვირთო საჰაერო ხომალდების ოპერირებას შეზღუდვების გარეშე. პროექტზე მუშაობა უნდა დასრულდეს 2023 წლის დეკემბერში, რის შემდეგაც უმოკლეს ვადაში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.
მთავრობის წევრებმა  ასევე იმსჯელეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე. 2024 წელს დასრულდება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირება და ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემის დანერგვა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას, შეამცირებს ტრანსპორტირების დროს და ხარჯებს, ხოლო რკინიგზის წლიური სატვირთო გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონას მიაღწევს.
საუბრისას განიხილეს  დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგები.  აღინიშნა, რომ ზიანი დეტალურად დაითვლება  და  ინფრასტუქტურა მოკლე ვადებში  აღდგება.  ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“რეკომენდაცია მაქვს, თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია” – მაჭარაშვილ

„ნაცმოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს ისეთი სიხშირით ატარებენ, რომ, მგონი, პარლამენტის მორიგი არჩევნები საერთოდ გამორჩებათ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ რეკომენდაცია მაქვს – თავმჯდომარის ერთი პოსტი დაამატონ, ლუწ რიცხვებში ხაბე იქნება, კენტ რიცხვებში – მელია, შაბათ-კვირას კი ხელჩაკიდებულებმა იარონ ხან კვიპროსში, ხან „ვივამედში“. ასე ერთიანად პარტიას გადაარჩენენ და არჩევნებამდე მივლენ. სხვა გამოსავალი არ არის, თუმცა ერთი მაინც არის: თავმჯდომარის პოსტი გააუქმონ და თავმჯდომარის სკამი მავზოლეუმში, სააკაშვილთან მიიტანონ, სადაც დახვდებათ ბოტასები და ამ თანამდებობისთვის ბრძოლა აღარ იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა იმართება. პარტიამ პოლიტიკური საბჭოს გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრები აცხადებენ, ყველა, ვინც მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს გაიზიარებს, საბჭოს შემადგენლობას დაემატება.

კრემლს სურს ქვეყანაში შესვლისას უცხოელებმა “ლოიალურობის შეთანხმებას” მოაწერონ ხელი

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ  კანონპროექტი მოამზადა, რომელიც უცხოელებს აიძულებს ხელი მოაწერონ “ლოიალურობის შეთანხმებას”, რომელიც კრძალავს ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკას, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციას ან “ტრადიციული” ოჯახური ღირებულებების დარღვევას.

უცხოელებს ეკრძალებათ კანონების მიღების ან გაუქმების წახალისება, ბუნებრივი რესურსებისადმი დაუდევრად მოპყრობა, კულტურული ფასეულობების უგულებელყოფა. კანონის მიღების შემთხვევაში, უცხოელებს მოეთხოვებათ, არ გამოიჩინონ “უპატივცემულობა რუსეთის მოსახლეობის რეგიონული და ეთნოკულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების, ტრადიციული რუსული სულიერი და მორალური ღირებულებების მიმართ”.

უცნობია, გავრცელდება თუ არა უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, ან რა სასჯელი იქნება გათვალისწინებული მისი დარღვევისთვის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობისმცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

,,ავტორს ან წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე ან სტატია მილიონებით არის დაფინანსებული”- ოდიშარია

ყველა რედაქციაში, მათ შორის, საქართველოშიც არის ერთი-ორი უნიჭო, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს და ამ დროს არის თხუპნია – ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ, კალმები ჩაიდონ ჯიბეებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ POLITICO-ს სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამრევი პირების სიაშია და ოლიგარქად არის მოხსენიებული.

ოდიშარია მიიჩნევს, რომ ავტორს ან წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე ან სტატია მილიონებით არის დაფინანსებული. ოდიშარია ასევე არ გამორიცხავს მის მიერ დასახელებული ორივე მიზეზის არსებობას.

„ვიცნობ ამ უნიჭო, აბსოლუტურად არაკორექტულ და არაპროფესიონალ პუბლიკაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, განპირობებულია ერთი ან მეორე მიზეზით ან ორივეთი ერთად. ერთი არის ის, რომ ადამიანი (ავტორი) არის გაუთვითცნობიერებელი და ყველა რედაქციაში, მათ შორის, საქართველოშიც არის ერთი- ორი უნიჭო, არაპროფესიონალი, რომელიც თავის თავს ჟურნალისტს უწოდებს და ამ დროს არის თხუპნია და წარმოდგენა არ აქვს ჟურნალისტიკაზე ანდა დაფინანსებულია მილიონებით, რომლითაც ფინანსდებოდა სააკაშვილის გამოცხადებული სიკვდილის ვითომცდა ეს ქრონიკა. ფულს იხდის ხალხი, რომ დაზიანდეს ქვეყანა. ჰო, ბიძინა ივანიშვილი თურმე ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მიგვიძღვის რუსეთისკენ და ამ დროს მისი გაპრემიერების შემდგომ საქართველომ მიიღო ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება, ახლა კანდიდატის სტატუსს მივიღებთ. Politico- ს, ვიღაცის მიერ ნაყიდ ხელის ბიჭს თუ გოგოს თუ რედაქციის იმ ნაწილს, რომელიც წარმოდგენას არ იქონიებს და არც აინტერესებს საქართველოს ბედ-იღბალი, ნამდვილად სერიოზულად ვერ აღვიქვამთ. ურჩევნიათ ენას კბილი დააჭირონ, კალმები ჩაიდონ და შეინახონ თავიანთ ჯიბეებში,”- განაცხადა ოდიშარიამ.

 

 

,,ვინც „არც იქანა მიიღონ, არც აქანა მიიღონ“ და არსად უნდათ, ამას მე ვერ მოვაგვარებ”- ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი ორგანიზმია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვერ მოერევა იმ წარმატებას, რომლისკენაც მივდივართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ვისაც პარტიასთან ერთად ბრძოლა უნდა, კარი ყველასთვის ღიაა.

„ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალურად მოქმედების უფლება. ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა პარტიასთან ერთად ბრძოლა, იბრძოლოს პარტიასთან ერთად. ვინც „არც იქანა მიიღონ, არც აქანა მიიღონ“ და არსად არ უნდათ, ამას მე, ლევან ხაბეიშვილი ვერ მოვაგვარებ.

ძალიან მარტივს რამეს გეტყვით, ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ინსტრუმენტი ივანიშვილის, კორუფციის და რუსული ოცნების დამარცხებისთვის არის გამარჯვების კოალიცია „ნაციონალური მოძრაობა“. კონკრეტული ადამიანები მაწუხებს თუ არა? ყველა ადამიანი მაწუხებს აბსოლუტურად და მინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ, თუმცა თუ მათ ეს არ სურთ, ეს დაგვაზიანებს თუ არა? ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი ორგანიზმია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, როცა იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ვერ მოერევა ამ წარმატებას, რომლისკენაც მივდივართ ჩვენ. ამიტომ როცა კონკრეტულ სახელსა და გვარებზე ვლაპარაკობთ, მათზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც არიან სხვადასხვა რეგიონში და ქალაქებში, რომლებიც ხმის ამოუღებლად 24 საათი მუშაობენ. ამიტომ ჩვენი საქმე ის კი არ არის, რომ კონკრეტულ ადამიანებს ნერვებზე მასაჟები ვუკეთოთ, ჩვენი საქმეა ბრძოლა და ამას ვაკეთებთ. ვისაც უნდა მოგვყვება. სხვა ბრძოლის ხერხს ირჩევს? ღმერთმა გაუმარჯოს. ჩვენ მხოლოდ დავეხმარებით ყველას და საარჩევნო უბნებზე ჩვენს ინფრასტრუქტურას ვთავაზობთ. დავიცვათ ყველას ხმა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში კიდევ შეიკრიბება პოლიტსაბჭო და 23 ნოემბრის მანიფესტს კონკრეტული ადამიანები შემოუერთდებიან, მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრებთან.

„23 ნოემბერს ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ეძღვნებოდა „ვარდების რევოლუციას“ 20 წლისთავს. ზოგი კონკრეტული ლიდერი დაიმალა ამ დროის განმავლობაში. ყველა მიხვდება რაზეც ვსაუბრობ.

ამის შემდეგ ჩვენ ვმუშაობდით ამ კონკრეტულ ადამიანებთან, ვინც დღეს თქვენს წინაშე იყო და მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ყველა ერთად ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. ყველა ადამიანთან იყო საჯარო და პირადი კომუნიკაცია. ვინც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს, დღეს თქვენ აქ ნახეთ ეს ადამიანები. გარწმუნებთ, უახლოეს პერიოდში, შემდეგ პოლიტიკურ საბჭოზე კიდევ კონკრეტული ადამიანები ამ მანიფესტს შემოუერთდებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებთან. კარი არის ღია.

ღია კარის მტვრევას ყველა უნდა შეეშვას. „ნაციონალური მოძრაობა“ შანტაჟს არ ექვემდებარება. ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუძლიათ ეს აკეთონ „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს წნორში, „ცოდნის კაფეს“ ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს წნორში, „ცოდნის კაფეს“ ესტუმრა და ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ და კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზის მიმართ.

„ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით, რომ აქ ხართ და აქტიურობთ „ცოდნის კაფეში“. აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე, რადგან სწორედ ის ადგილებია აღსანიშნავი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით იწყებს მოქმედებას.

თავისთავად მნიშვნელოვანია, თვითონ „ცოდნის კაფის“ დაარსება, რაც იმის ნიშანია, რომ აქ ცოცხალი, მოქალქეობრივი წამოწყებებია, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ და არა მხოლოდ თქვენ, ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს, ახალგაზრდებსა თუ ხანშიშესულებს. აქ ყველა გულით ახალგაზრდაა და გულით ახალგაზრდობა სწორედ ამას ნიშნავს, როცა მზად ხართ გაიზიაროთ ახალი წამოწყება და ჩაერთოთ მასში.

ჩვენ აქ, თქვენთან ერთად ვაგრძელებთ კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“ რომლითაც გვინდა, რომ ევროკავშირს მივაწვდინოთ არამხოლოდ ხელისუფლებისა თუ პოლიტიკური პარტიების ხმა, არამედ მოქალაქეების ხმა, რადგან ევროპა, პირველ რიგში, იმისთვისაა, რომ ის კეთილდღეობა, რისთვისაც გვინდა ევროპა, ევროპის სტანდარტები და ევროპის წესები მოქალაქეებს შეეხოს, შემოვიდეს ჩვენთან და არა ის, რომ ჩვენ გადავიდეთ ევროპაში. ჩვენ შევალთ ევროპაში როგორც სახელმწიფო, მაგრამ ევროპა იმას ნიშნავს, რომ ყველა ადგილზე და პირველ რიგში, რეგიონსა და სოფელში, სადაც თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ, იქ დამკვიდრდეს ის სტანდარტები, რისთვისაც მოგვწონს ევროპა, რისთვისაც ევროპაში  მიდიხართ სასწავლებლად და მიგაჩნიათ, რომ იქ შეიძლება შეიძინოთ გამოცდილება და თავისუფლება, რასაც შემდეგ თქვენს სოფელს, ქალაქს და ქვეყანას მოახმართ.

მე ვთქვი სიტყვა –  „თავისუფლება“ და ალბათ, ეს არის ის პირველი ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს ევროპასთან. თუ საქართველო დღემდე მოვიდა და დღემდე ასე ძლიერად დგას, რადგან ყოველთვის იყო თავისუფლებისმოყვარე, ჩვენ არასოდეს არ უნდა დავთმოთ ეს თავისუფლება, რადგან თავისუფალი ადამიანის გარდა, არაფერს არ აქვს ფასი. თავისუფალი ადამიანი არის ის, ვინც შემოქმედი ადამიანია და ჩვენ როცა ვსაუბრობთ ჩვენს კულტურაზე, იმიტომ ვაფასებთ მას, რომ იყო თავისუფალი შემოქმედება და ამან შექმნა ქართული კუტლურა. ეს არის ის თავისუფლება და ის თავისუფლების სიყვარული, რომელმაც არავის დაუთმო ეს კულტურა. თავისუფალი ქიზიყი – ტყუილად არ არის ნათქვამი – იბრძოდნენ ბოლომდე იმისათის, რომ დაეცვათ ჩვენი იდენტობა და კულტურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ ახალგაზრდებმა კარგად გაიგონ, რომ არ არის არანაირი წინააღმდეგობა ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობასა და ევროპულ ღირებულებებს შორის. პირიქით – ეს სრული თავსებადობაა – ერთი მეორეს აძლიერებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ის გაერთიანებაა, სადაც ყველაზე მეტადაა დაცული სხვადასხვა ქვეყნის იდენტობა, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, სხვადასხვა ქვეყნის ენა და ასევე, რეგიონული ენები.

„ეს ყველაფერი არის ის, რაც ქმნის ევროპულ მრავალფეროვნებას, რადგან ყველას ერთი მეორის მიმართ აქვს პატივისცემა.

ეს არის სახელმწიფოებისა და ერების გაერთიანება, სადაც არცერთი არ შესულა ძალითა და ძალადობით და ჩვენი შესვლაც ასეა განპირობებული – რომ ეს არის ჩვენი, თავისუფალი არჩევანი. არ იქნება ეს ჩვენი არჩევანი? არ შევალთ! მაგრამ დღეს, ქართველი ხალხი და კიდევ უფრო საქართველოს ახალგაზრდობა ადასტურებს, რომ ჩვენ გვინდა ევროპა როგორიც არის და არა რაღაც სხვა თავსმხოვეული იდეოლოგია, ამიტომ ეს  პირველ რიგში, თქვენი დასაცავია, თქვენი გასაკეთებელია. მე ამ შემთხვევაში, ამ კამპანიის წამომწყები ვარ, რადგან ვიღაცამ უნდა წამოიწყოს. მე ასევე ვიცი სხვადასხვა ინიციატივები, რომლებიც სხვადასხვა ფორმითა წამოწყებული სრულიად თავისუფლად. ყველა ინიციატივა, რომელიც ამ კუთხით იქნება ნამდვილად მისასალმებელია. „ცოდნის კაფე“ თავიდანვე ჩერთო  და მონაწილეობს ხელმოწერების კამპანიაში „ჩვენი ხმა ევროპას“, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მე ძალიან ოპტიმისტი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს არის ის საკითხი, რომელზეც ქვეყანაშსა და საზოგადოებაში ეროვნული თანხმობა არსებობს და ამიტომ ეს გვაძლიერებს და გვაძლევს იმედს, რომ ასე გავაგრძელებთ“,  – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კახა აბუაშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა

ქალზე ძალადობაში, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულმა მსახიობმა, კახა აბუაშვილმა იგივე „კაბუმ” პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 10 000 – ლარიანი გირაოს თანხა გადაიხადა.

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსახიობს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის დაკავებულ მსახიობს, კახა აბუაშვილს, იგივე „კაბუს“ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სამეცნიერო კონფერენცია -თემაზე “საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით”

მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია -თემაზე “საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით.”

კონფერენცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კონფერენციაზე მომხსენებლები გახლდნენ გენერალ-მაიორი, თენგიზ შუბლაძე, გენერალ-ლეიტენანტი, დავით თევზაძე, გენერალ-ლეიტენანტი, ჯონი ფირცხალაიშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსის მოადგილე, კობა ახვლედიანი, პოლკოვნიკი, გიორგი დანელია, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ირაკლი ბუაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, ელგუჯა მეძმარიაშვილი.

როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა, მსგავსი შინაარსის სამეცნიერო კონფერენციები მომავალშიც ჩატარდება და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მასში აქტიურად იქნება ჩართული.

,,ნეთანიაჰუ ისტორიაში შევა როგორც „ღაზას ყასაბი“ – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ ისტორიაში შევა როგორც „ღაზას ყასაბი“ ღაზაში მის მიერ ჩადენილი ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკის გამო.

„თურქეთი გააგრძელებს მცდელობებს, რათა საერთაშორისო სასამართლოებში პასუხი აგებინოს ისრაელის ხელისუფლებას იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელისუფლებამ ღაზას სექტორში ჩაიდინა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდად შეაფასა.

ერდოღანმა დასძინა, რომ ნეთანიაჰუს ქმედებებმა გააძლიერა ანტისემიტიზმი და საფრთხე შეუქმნა ებრაელების სიცოცხლეს მთელს მსოფლიოში.

„მათ გაანადგურეს ღაზა და ჩაიდინეს სისასტიკე. 50 დღის განმავლობაში წვავდნენ და ანადგურებდნენ ღაზას. ჩემი ღაზელი ძმები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ვერაგული თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ. ისრაელელმა სამხედროებმა გენოციდი მოაწყვეს, ისინი წვავდნენ და ანადგურებდნენ ადამიანებს მთელი კაცობრიობის თვალწინ. 2,3 მილიონი ადამიანის წინააღმდეგ გენოციდი განხორციელდა. ნეთანიაჰუ, რომელმაც ეს ჩაიდინა, უკვე შევიდა ისტორიაში როგორც ღაზის ყასაბი“, – დასძინა ერდოღანმა.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ამზადებენ სხვისთვის”- ირაკლი ზარქუა

ანალიზი მარტივი გასაკეთებელია – „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც დიდი პარტია დასრულებულია. იმ პერიპეტიებს, რაც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში განვითარდა, საჩუქარსაც ვერ დაარქმევ, გვეუხერხულება კიდეც კომენტარების გაკეთება. მე ერთი პირადი თემა მაქვს, რომ არ უნდა დაიჩაგროს ჩემი „ხაბე“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ბელადი რომ იქიდან გამოსცემს ხან ბრძანებებს და ხან მანიფესტს, მერე განსხვავებული ინტერპრეტაციით საუბრობენ პარტიაში არსებული დაჯგუფებები. რეალობა ისაა, რომ ჩემი „ხაბე“ გამოიყენეს. ის, რომ შენს პარტიაში, როდესაც მთელი ეს წლები ერთად მოდიხართ, მიტინგებზე, დარში თუ ავდარში, და ამის შემდეგ ფარულად ჩამოაგდებ [თავმჯდომარეს], ეს რაზე მეტყველებს? ამაზე ხელი მოაწერინეს „ხაბეს“. მეორე თემა ეხება ნიკა მელიას: „ხაბე“ რომ ჩამოგაგდებს და მაინც იმ პარტიაში იქაჩები და არ ანებებ თავს, აქ შენი, როგორც პოლიტიკოსის ამბავი, დამთავრებულია. რეალურად ხომ ვიცით, რატომ კეთდება ეს – „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ამზადებენ სხვისთვის, სავარაუდოდ, პეტრე ცისკარიშვილისთვის. პეტრემ ამის გაკეთება ვერ იკადრა და „ხაბემ“ მოაწერა ხელი ამას. ერთმანეთს რაც მოუწყვეს: დასმენები, „ჩაშვებები“, კომპრომატების ომი – ეს ხომ „ნაციონალების“ ხელწერაა. ეს ორ თვეში მოხდება, სამ თვეში თუ 2024 წლის იანვარში, გარდამავალ ეტაპზე იყო ჩემი „ხაბე“ ამ თანამდებობაზე“, – აღნიშნა ზარქუამ.