Home Blog Page 18

ცესკოს თავმჯდომარე ხანდაზმულ ამომრჩეველს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენე აბაშიძე მოინახულა. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, გადასატანი ყუთით სარგებლობის, ბიულეტენის შევსების წესის და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრადიციად იქცა, რომ საერთო არჩევნების წინ უწყების წარმომადგენლები სტუმრობენ უხუცეს ამომრჩეველს, რაც ხაზს უსვამს თითოეული ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობას. „ბუნებრივია, ფიზიკურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა უხუცესთან ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, თუმცა ეს არის გზავნილი ყველა მათგანისთვის, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა ისეთივე ღირებულია, როგორც სხვა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ თაობის წარმომადგენლის“ – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეხვედრას ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თინათინ კალმახელიძე და კომისიის წევრი ირმა ფიდაშვილი ესწრებოდნენ.

,,4 ოქტომბერს ჩვენ არ დავარღვევთ კანონს, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ, თქვენ არ დაარღვიოთ კანონი”- პაატა ბურჭულაძე

4 ოქტომბერს ჩვენ არ დავარღვევთ კანონს, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ბურჭულაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად ტარდება ეროვნული კრება და აღნიშნა, რომ თბილისის მერიამ 4 ოქტომბრისთვის დედაქალაქში ოთხი სცენის დადგმაზე უარი უთხრა.

ბრიფინგზე ბურჭულაძემ ისაუბრა მისი სახელით თბილისის მერიის ადმინისტრაციაში შესულ წერილსა და მერიის პასუხთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, 4 ოქტომბერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეროვნული კრება. ჩვენ, როგორც კონსტიტუციაში გვიწერია, როგორც კანონშია, მივმართეთ მერიას. არ ვიყავით ვალდებული, მოგვეთხოვა ნებართვა, მაგრამ შევატყობინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ ოთხი სცენა დაიდგას. ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ დღეს ისეთი პასუხი, რომ ძალიან ბევრნი ნუ შეიკრიბებით და ერთი სცენა დადგითო. ვციტირებ, რა წერია ამ განცხადებაში: „ჩვენი კრება ერთდროულად თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის ცენტრალური უბნების სატრანსპორტო პარალიზებას და რიგი ორგანიზაციების თუ დაწესებულების მუშაობას შეაფერხებს“.

ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ვატარებთ. ამის დამწერს ვეუბნები – ნუ გეშინიათ. ჩვენ მშიდობიანად მოვდივართ, ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, ჩვენ ვართ მშვიდობისმოყვარე ხალხი, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი. ამიტომაც, კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, გვეკუთვნის ჩვენ ეს ჩვენი კონსტიტუციით, კანონს ჩვენ არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენც გაფრთხილებთ – თქვენ არ დაარღვიოთ კანონი და მოიქეცით კანონის ფარგლებში“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

თბილისის მერიამ მერიის ადმინისტრაციაში პაატა ბურჭულაძის სახელით შესული წერილი და მერიის პასუხი ცოტა ხნის წინ გაასაჯაროა.

“თვითდაჭერების პროცესი გრძელდება, ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ 4 ოქტომბრის აქციას, მათ შორის არის ზვიად კუპრავაც” – გიორგი ვოლსკი

“ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ ამ 4 ოქტომბრის აქციას, მათ შორის არის ზვიად კუპრავაც, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ, როგორც გარკვეულ ვარიაციას ლევან ხაბეიშვილისა,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ზვიად კუპრავას დაკავებას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ვინც კანონს დაუპირისპირდება, პასუხისგებაც მოუწევს.

“თვითდაჭერების პროცესი გრძელდება – განგებ არღვევენ კანონს, გამოდიან ასეთი განცხადებებით, ამ განცხადებებს კონკრეტული ქმედებებიც ახლავს, – საჯარო მოწოდება აჯანყების, დამხობის და ა.შ. ეს ვარაუდი არანაირად არ მოსცილდება ჩვენს საზოგადოებას, ვინაიდან წარმატების შანსი არ აქვს იმას, რასაც ამბობენ, – გადატრიალების და აჯანყების სქემა მაქვს მხედველობაში. აქედან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ ამ 4 ოქტომბრის აქციას, მათ შორის არის ზვიად კუპრავაც, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობთ, როგორც გარკვეულ ვარიაციას ლევან ხაბეიშვილისა. მეორე საკითხია კანონი, – თუ კანონს უპირისპირდები შენი განცხადებებით და ქმედებით, ნებისმიერ ქვეყანაში ეს დასჯადია,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა დააკავა. “ნაციონალური მოძრაობის” და თბილისის საკრებულოს მოქმედ წევრს, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. მიზეზი გუშინ გავრცელებული ვიდეო გახდა, რომელიც კუპრავამ სოციალურ ქსელში თავად განათავსა და, სადაც ის მოქალაქეებს ოთხი ოქტომბრის არჩევნების ჩაშლისა და ხელისუფლების გადატრიალებისკენ მოუწოდა. სუს-ში აცხადებენ, რომ კუპრავამ დაკავების დროს მათ წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია.

სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვა მულტისავალუტო ეკონომიკებში

თიბისი კაპიტალი აგრძელებს პუბლიკაციების სერიას, რომლის მიზანიც სტრატეგიულ ბიზნეს-გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მაკროეკონომიკური ანალიზის ინტეგრირებაა. ამ კუთხით, გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა კვლევა საცხოვრებელი უძრავი ქონებისა და სხვა სექტორებში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშების თაობაზე. დღევანდელი პუბლიკაცია ეთმობა სავალუტო რისკისა და შესაძლებლობების მართვას მულტისავალუტო ეკონომიკებში, აღნიშნული ოპტიმალური სტრუქტურის გამოყენებით.

 კერძოდ, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნების მაგალითებზე განხილულია:

 კორპორატიული ფინანსების შესაბამისი მაჩვენებლების გამოყენებით, თუ რას ნიშნავს სავალუტო რისკისაგან დაზღვევა;

  • როგორ უნდა გავითვალისწინოთ ბიზნესის ციკლურობა და გაყიდვების ფასისმიერი ელასტიურობა;
  • ასევე ხარჯები, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთები და ვალუტის კონვერტაციები;
  • და გაცვლითი კურსების საპროგნოზო მაჩვენებლები.

 საყურადღებოა, რომ, ჩარჩოს მხოლოდ ბოლო საფეხურის – გაცვლითი კურსის წონასწორული მაჩვენებლების შეფასებისა და მათგან გადახრის – შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ კიდევ 2019 წელს გამოქვეყნდა, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ბოლო ხუთ წელიწადში ძალზე მოცულობითი, 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბიზნეს სტრატეგიების შემუშავებისას მაკროეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინების აუცილებლობას.

 მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, საქართველოს საინვესტიციო საბჭოს ორგანიზებით, ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. დისკუსიისას, სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს სექტორის, ბანკებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ აღინიშნა, რომ ჩარჩო საკმაოდ ინოვაციურია, ეყრდნობა როგორც მაკროეკონომიკურ ანალიტიკას, ასევე ბიზნესის პრაქტიკულ გამოცდილებას. თიბისი კაპიტალი განაგრძობს სამუშაო შეხვედრებს და მზადყოფნას გამოთქვამს დაინტერესებულ მხარეებთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007132-hedged-exposure-in-multicurrency-economies-combining-macro-with-business-practices

(R)

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე დ.კ. და გ. ო.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

სუს-ის ცნობით, საქმე ეხება თაღლითობის მცდელობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დ.კ. გ.ო.-სთან წინსწარი შეთანხმებით უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი კავშირებისა და მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოში  ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 8 000 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

2025 წლის 26 სექტემბერს უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ დ.კ-ს და გ.ო.-ს მოთხოვნით, მათ ხელზე გადასცა თანხის ნაწილი 1500 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის შემდგომ დ.კ. და გ.ო. სისტემატურად უკავშირდებოდნენ და დარჩენილი თანხის გადახდას დაჟინებით სთხოვდნენ. ამასთან, ისინი ყოველთვის უმეორებდნენ,  რომ თითქოსდა  საქმეში ჩართულნი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები და მათი დახმარებით ბინადრობას აუცილებლად მიიღებდა. აღნიშნულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ 2025 წლის 1 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, დ.კ-ს და გ.ო.-სთან  შეხვედრისას, დამატებით გადასცა მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 2 500 ლარი.

ამრიგად, დ.კ. და გ.ო. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი 8 000 აშშ დოლარიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან მოტყუებით დაეუფლნენ 4000 ლარს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ნებისმიერი ფორმის კორუფციული დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით. აქვე მივმართავთ საზოგადოებას, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ გვაცნობოთ დაუყოვნებლივ, განსაკუთრებით იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც უკანონო დაპირებები ხორციელდება მაღალი თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მოშველიებით“, – განაცხადეს სუს-ში.

მომენტალური გადარიცხვა სხვა ქვეყნის საკუთარ ბარათზე – თიბისის მობაილბანკს ახალი შესაძლებლობა დაემატა

 მომხმარებლების ყოველდღიურობის კიდევ უფრო გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკში სიახლეა – 24/7-ზე სხვა ბანკიდან გადარიცხვის ფუნქციონალს, საკუთარ უცხოურ ბარათზე მომენტალური გადარიცხვის შესაძლებლობაც დაემატა.

დღეიდან, თიბისი მობაილბანკის მომხმარებლებს, რომლებიც სარგებლობენ Visa და Mastercard ბარათებით, შესაძლებლობა აქვთ, ქართული ბარათის საკუთარი ანგარიშიდან უცხოური ბარათის საკუთარ ანგარიშზე ან პირიქით, დოლარი და ევრო მომენტალურად გადარიცხონ.

ახალი ფუნქციონალით სარგებლობა შესაძლებელია 24/7-ზე. გადმორიცხვა/გადარიცხვის საკომისიო უცხოურ ბანკებში, ევროსა და დოლარში 1%-ია (მინიმუმ $5 ან € 5), თუმცა კამპანიის პერიოდში, ოქტომბრის თვის ბოლომდე, საკომისიო 0% იქნება.

ფუნქციონალის დამატებითი დეტალები, ასევე ის, თუ რომელი ქვეყნების ბარათებზე შეგიძლიათ განახორციელოთ მომენტალური გადარიცხვებით, იხილეთ ბმულზე.

ფუნქციონალით სარგებლობისთვის აუცილებელია, iOS და Android მოწყობილობაზე, აქტიური გქონდეთ მობაილბანკის მომსახურება, ვერსიით 8.15.0 ან უფრო ზევით.

(R)

გაანაღდე თანხა ბარათისა და პინ კოდის გარეშე მარტივად – თიბისის მობაილბანკიდან

დაფიქრებულხარ, რატომ არ იყენებ QR კოდს თანხის გასანაღდებლად? თუ ჯერაც არ იცი, რომ განაღდების სწრაფი და მარტივი საშუალებაა?

დიახ, სწორად გაიფიქრე – თანხის გასანაღდებლად ბარათის ძებნა და პინ კოდის გახსენება აღარ გჭირდება. QR კოდის დახმარებით, ამ პროცედურას უმარტივესად გაივლი თიბისის მობაილბანკიდან.

ახლა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და თავად დარწმუნდებით, რა მარტივი და მოსახერხებელია თუ თიბისის მობაილბანკი გაქვს.

  • იპოვე QR სკანერი მარჯვენა ზედა კუთხეში
  • იპოვე ბანკომატის QR კოდი
  • დაასკანერე ბანკომატის QR კოდი QR სკანერით
  • და გაანაღდე თანხა ბარათის გარეშე

ახლა, ერთად დავფიქრდეთ QR-ით განაღდების უპირატესობებზე.

აღარ გჭირდება ბარათის ძებნა საფულეში – ფულს ტელეფონიდან იღებ.

აღარ ფიქრობ კოდის დამახსოვრებაზე – პინი თუ დაგავიწყდა, QR  მის გარეშე მაინც მუშაობს.

აღარ ეხები ბანკომატს და ბარათიც შიგნით არ შედის. შესაბამისად, „გაჭედვა“ ან „ჩაყლაპვა“ გამორიცხულია. შესაბამისად, QR უფრო უსაფრთხოა.

სისწრაფე – რამდენიმე წამში იღებ QR-ს და თანხას და ტოვებ რამდენიმე ნაბიჯს, რაც ძვირფას დროს მოგაგებინებს.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – კომფორტი – ყველა პროცედურა ტელეფონიდან.

სცადე ახლავე, ბარათისა და პინის გარეშე – მხოლოდ შენ და QR თიბისის მობაილბანკში.  

(R)

შეხვედრა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის კურსდამთავრებულებთან მარნეულში

ცესკოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მარნეულში გაიმართა.

სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი დავით გიორგაძე შეხვდნენ.

თავის გამოსვლაში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და მნიშვნელოვანი საარჩევნო სიახლეების შესახებ. ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. მისი თქმით, ინფორმირებული ახალგაზრდები უკეთ აცნობიერებენ არა მხოლოდ საკუთარი ხმის, არამედ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობასაც, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეკისრება ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

შეხვედრის დასასრულს ცესკოს თავმჯდომარემ და ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარნეულის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადასცეს.

მარნეულის სასწავლო ცენტრში 28 სექტემბერს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ცესკოს პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლელა ქრისტესიაშვილი, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები და რეგიონული კოორდინატორი კობა ასანიძე. ასევე, მარნეულის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა შუბითიძე.

შეხვედრას ფასილიტაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, მარნეულის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ბუწურაძე უწევდა.

სამხრეთამერიკული თავგადასავალი

14-24 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში, ბუენოს აირესსა და რიო-დე-ჟანეიროში იმოგზაუროთ, სადაც ნამდვილი სამხრეთამერიკული თავგადასავლის მონაწილე გახდებით. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ამ ტურზე განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.

ათდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ორივე ქალაქის კულტურას. ექსკურსიებთან ერთად, მოეწყობა ველოტური ბუენოს-აირესში და „ასადოს“ კულტურული საღამო. ტურის მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩსა და მოინახულებენ ლეგენდარულ „მარაკანას“ და „სან-ჟანუარიოს“ სტადიონებს. სურვილის შემთხვევაში კი, ქვედა ლიგის სტადიონის ან ფეხბურთის მუზეუმის დათვალიერებაც არის შესაძლებელი.

ტურს ორი გამორჩეული ქართველი მეგზური ეყოლება – ბიძინა ბარათაშვილი, საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე, Setanta Sports-ის გამორჩეული ხმა და ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე.

სამხრეთამერიკული თავგადასავლის მასპინძელი Setanta Sports-ია.

ტურის განრიგი (14-24 ნოემბერი):

  • 5 ღამე ბუენოს აირესში (სასტუმრო Vilon Hotel Recoleta)
  • 5 ღამე რიო-დე-ჟანეიროში (სასტუმრო Windsor Copa)
  • 4 მატჩზე დასწრება

მატჩები ბუენოს აირესი:

  • ველესი – რივერ პლეიტი
  • ბოკა ხუნიორსი – ტიგრე

მატჩები რიო-დე-ჟანეირო:

  • ფლამენგო – სპორტი
  • ვასკო და გამა – სან პაულუ

ეს არის შანსი, საფეხბურთო სამყაროს შუაგულში ამოყოთ თავი და პირადად გახდეთ მონაწილე იმ ისტორიების, რომლებსაც აქამდე ეკრანიდან თუ მიადევნებდით თვალს.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლები, ტურის შეძენის შემთხვევაში, ფასდაკლებებით ისარგებლებენ. მოგზაურობის დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის  მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს – 032 2 27 27 99.

(R)

“Youtube ბიზნესი ბიზნესებისთვის”- როგორ ჩაიარა თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრამ

10 წლის წინ, ძნელად წარმოიდგენდა ვინმე, რომ youtube-ზე სამოყვარულოდ ატვირთული ვიდეოები შესაძლოა, შემოსავლის ძირითადი წყარო გამხდარიყო.

დღეს, ქართველი იუთუბერები მოგზაურობენ ქართულ მთებშიც და ბრაზილიურ ჯუნგლებშიც, მყუდროებას ურღვევენ მდინარე ამაზონის ბინადრებს, გვიზიარებენ კულინარიულ რეცეპტებსა და ემოციებს. რაც მთავარია, ამით შემოსავლის გენერირებასაც ახერხებენ.

სფერო მზარდია, საქმე კი- მიმზიდველი. ამიტომ, თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია –  “ხუთშაბათის შეხვედრები” ამ აქტუალური თემით გაგრძელდა.

მრგვალი მაგიდის გარშემო, ამჯერად, იუთუბერები გიორგი კალატოზი,ნინუცა ორჯონიკიძე და  სეტანტას community impact head- სალომე ყალიჩავა შეიკრიბნენ.

უტრავმო ფეხბურთის თამაშის შემდეგ გიორგი კალატოზს ძალიან უნდოდა, ამ სფეროში დარჩენილიყო. 19 წლის ასაკში საფეხბურთო კომენტატორი გახდა და 9 წელი იმუშავა. 2015 წელს გადაწყვიტა, იუთუბ არხი გაეხსნა. ძირითადად, საყვარელი კომპიუტერული თამაშების მიმოხილვას დებდა. პირველ ვიდეოს 1 კვირა ამონტაჟებდა. ბუნებრივია, რომ იმ პერიოდში წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი იუთუბერი გახდებოდა.

„მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც პირველად წავიყვანე საფეხბურთო მატჩი ტელევიზიაში.  გამოვედი კომენტატორის ჯიხურიდან და  გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მალე ხმაზე მიცნობდნენ. განსხვავებული გამოცდილება იყო იუთუბზე: ქუჩაში მამხნევებდნენ და  ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. როდესაც პირველი სპონსორი გამოჩნდა, მივხვდით, რომ ამ საქმეს სერიოზულად უნდა მივყოლოდით. ცოტა ხნის წინ, ახალი არხის შექმნა დავაანონსე და სამმა კომპანიამ უკვე გამოთქვა სპონსორობის სურვილი. თავიდანვე ვიცოდი, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა  იყო წმინდა, რომელსაც არავინ უნდა შეხებოდა”, – გაიხსენა გიორგიმ.

ნინუცა ორჯონიკიძესთვის youtube  კარგი საშუალებაა ამბავი იმ ფორმით მოჰყვეს, რომელიც მისთვისაა მისაღები. ამბების მოყოლა და მთა კი მისი სტიქიაა. არხი შექმნა, მეგობრები შემოიკრიბა და მთაში ხეტიალიც დაიწყო, თუმცა მაყურებელი მის ენთუზიაზმს თავიდან არ გაჰყვა, არც მისი ინსტაგრამის გამომწერებს  წასცდენიათ ხელი  youtube-ის არხზე. ნინუცას მცდელობას, არხს რეკლამით მიშველებოდა და დაებუსტა, 1000 დოლარი “ემსხვერპლა”. შედეგი ვერ მოიტანა, თუმცა, გაკვეთილი მიიღო. შემდეგ სტრატეგია შეცვალა, უკვე ცნობილ იუთუბერებთან კოლაბორაციული ვიდეოები შექმნა და ნახვებმაც იმატა.  ახლა არხს 60 000 გამომწერი ჰყავს.

სალომე ყალიჩავა მიიჩნევს, რომ ბრენდმა არა ამბასადორები, არამედ მეგობრები უნდა შემოიკრიბოს. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ქართულ სეტანტას ორგანული ვიდეოები ჰქონოდა.

“ცუდია, როცა კომპანია ამ პლატფორმას ფოტო-ვიდეოების ასატვირთ გალერეად იყენებს. ხშირად ვხედავთ დამფუძნებლის  ვიდეოს ათასობით ნახვით და 0 კომენტარით. ასეთ დროს უნდა მიხვდე რომ  შენს ბრენდს კომუნა არ ჰყავს. ამას კი მხოლოდ ვიდეოს დაბუსტვა არ შველის”, – ამბობს სალომე.

2025 წელს Youtube-ზე რეგისტრირებული არხების რაოდენობა 50-70 მილიონამდე მერყეობს.  ყველაზე პოპულარული კი Mrbeast-ია 380 მილიონი გამომწერით, რომელმაც 473 მილიონი დოლარის დაგროვება შეძლო.

დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ youtube-ზე მონეტიზაციის თანხამ ჩვენს ქვეყანაში მოიმატა.  როგორც აღნიშნეს, თემატური არხები ჯერ კიდევ დეფიციტია. ასე რომ, მთავარია დაიწყო და წარმატება გზაში წამოგეწევა.

(R)

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს იპოვოთ პასუხი კითხვაზე – სად მიდის ფული, რომელიც დიდი ხანია, გაწუხებთ. თუმცა, მარტო პასუხის პოვნა საკმარისი არ არის. ის ხვრელიც უნდა ამოავსოთ, საიდანაც თქვენი ფული მუდმივად გაედინება. ფინანსებთან დაკავშირებით კამათს და ურთიერთბრალდებებს უნდა მოერიდოთ – ეს ნერვების მოშლის გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს დარწმუნებული ხართ, რომ ყველაზე კარგად იცით – ვინ, რა და როდის უნდა გააკეთოს და საკუთარ სიმართლეში გარშემო მყოფების დაჯერებას ცდილობთ. გამირიცხული არ არის, რომ ამას კონფლიქტები მოჰყვეს. იქნებ საჭირო არ არის ვინმესთვის რამეს დამტკიცება? ამის გარეშე თქვენი დღე ბევრად უფრო მშვიდი და ნაყოფიერი იქნება.

ტყუპები

გირჩევთ, ეს დღე საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს მიუძღვნათ! თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში რამე გაწუხებთ ან ხელს გიშლით, ეცადეთ, ამაზე გულწრფელად და პრეტენზიების გარეშე ისაუბროთ. რაც მთავარია, სხვა ადამიანების საქმეებში არ უნდა ჩაერიოთ – ეს ცუდად დასრულდება.

კირჩხიბი

მთელ დღეს სულიერი წონასწორობისა და სიმშვიდის ძიებაში გაატარებთ. ცდუნებას ებრძვით, რომ რაღაც ჯანმრთელობისთვის საზიანო, მაგრამ ძალიან გემრიელი არ შეჭამოთ. თუ ცდუნებასთან გამკლავება გიჭირთ, ეცადეთ, ყურადღება ფიზიკურ დატვირთვაზე გადაიტანოთ, რაც სასუსნავებზე ფიქრს ცოტა ხნით მაინც დაგავიწყებთ.

ლომი

მთელი დღის განმავლობაში ცდილობთ დაგროვილ კითხვებსა და პრობლემებში გაერკვეთ და სწორი დასკვნა გამოიტანოთ, მთავარია, თქვენი მცდელობა შემთხვევით ვინმესთან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. უმჯობესი იქნება, რომ მოზღვავებული ენერგია დაწყებული საქმეების დასასრულებლად და სახლის დალაგებისთვის გამოიყენოთ. ჩანთაში ან მაგიდის უჯრაში შეიძლება იპოვოთ ის, რაც დიდი ხნის დაკარგული გგონიათ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი მთავარი მტერი თქვენივე ენაა! აუცილებელი არ არის, რომ ადამიანებს პირში უთხრათ ყველაფერი, რასაც მათზე ფიქრობთ. შეიძლება ვინმეს შეურაცხყოფა არ გსურთ, მაგრამ შემთხვევით მისთვის მტკივნეულ თემას შეეხოთ. გულწრფელობა კარგია, მაგრამ იმაზეც უნდა იფიქროთ, რომ ვინმეს გული არ ატკინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ცხოვრება ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გაათავისუფლოთ და სიახლეებისთვის მოემზადოთ.

სასწორები

ეს დღე უამრავ გამოცდას გიმზადებთ. ამასთან, ზებუნებრივი უნარების წყალობით შეურაცხმყოფელ მინიშნებებს იქაც კი ხედავთ, სადაც არასოდეს ყოფილა. თუ არ გსურთ, რომ მთელი დღე კონფლიქტში გაატაროთ, საკამათო თემებს და დაპირისპირებებს თავი უნდა აარიდოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას უნდა მოერიდოთ. განსაკუთრებით დაუშვებელია რადიკალიზმი, ამიტომაც სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ. კარგი იქნება, თუ გამოცდილი ადამიანების რჩევებსაც გაითვალისწინებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს საზოგადოებას მორალის დამცველად მოევლინებით. ნებისმიერი ორაზროვანი ხუმრობა და მინიშნება (მიუხედავად იმისა, ვისკენაა მიმართული) თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს. ასე რომ, ჩხუბის დასაწყებად მიზეზის ძებნა არ დაგჭირდებათ.

თხის რქა

ურთიერთობის სურვილის მიუხედავად, ამ დღეს ხალხმრავალ შეკრებებსა და წვეულებებს უნდა მოერიდოთ – გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ პროვოკაცია მოგიწყოთ და დაპირისპირებაში ჩაგითრიოთ. შედეგი იმდენად მძიმე იქნება, რომ შეიძლება თქვენს სულში წარუშლელი კვალი დატოვოს.

მერწყული

ამ დღემ რომ კარგად ჩაიაროს, უმჯობესია წინასწარ მოემზადოთ და ეს მზადება სახლის დალაგება-დასუფთავებით დაიწყოთ. არაფერი ისე არ გაღიზიანებთ, როგორც სახლში ჭუჭყი და ნაგავი. სუფრაზე პურის ნამცეცებმაც კი შეიძლება მთელი დღით ხასიათი გაგიფუჭოთ და საქმის კეთების სურვილი დაგიკარგოთ.

თევზები

ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ყურადღებით დააკვირდეთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და ეცადეთ, სიტუაციის მიხედვით იმოქმედოთ. ჯობს, რუტინული სამუშაოს კეთება სამომავლოდ გადადოთ და ამ დღეს მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.

ირაკლი კობახიძე ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე – ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება, თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდე

სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას  განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები საქართველოს მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული.

„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება. თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური სარჩული”, – განაცხადა პრემიერმა.