Home Blog Page 18

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველი კვარტლის მაჩვენებელია 9,3%, პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით -ირაკლი კობახიძე

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდის.

„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ცესკოს გადაწყვეტილების მანიპულაციური ინტერპრეტაციით დაინტერესებულ მხარეებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ

დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების მანიპულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ.

ამჯერად საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის საბაბი ცესკოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც განხორციელდა სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინის მოდიფიცირება, მათ შორის ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილი ჭრილისთვის საფარის დამატება. გარკვეული პირები ცდილობენ აღნიშნულის ინტერპრეტირებას 26 ოქტომბრის არჩევნებზე თითქოსდა არსებული დარღვევების აღიარებად.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ფარულობის დარღვევებზე უსაფუძვლო ბრალდებების აღიარებას. განკარგულებით საარჩევნო ადმინისტრაციამ პრევენციული გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად.

საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ, რომ გასულ არჩევნებზე დაფიქსირდა ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ საარჩევნო პროცედურებზე დაკვირვების, ფოტოვიდეოგადაღებისა და ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონის დარღვევით განხორციელების არაერთი ფაქტი, რამაც ხელი შეუწყო  ხმის ფარულობის საკითხის სპეკულაციურად წამოჭრას.

სწორედ ამ ფაქტების შესწავლის შემდეგ ადმინისტრაციამ, როგორც საარჩევნო პროცესზე პასუხისმგებელმა ინსტიტუციამ, მიიღო სამართლებრივი აქტები მომავალში მსგავსი ტიპის სპეკულაციების და ქმედებების პრევენციის მიზნით. თუმცა, დაინტერესებულმა მხარეებმა სცადეს, დადგენილება, რომლითაც დაზუსტდა კენჭისყრის დღის პროცედურები, დაკვირვების პროცესის შეზღუდვად წარმოეჩინათ, ხოლო განკარგულება, რომელიც ხმის მთვლელი აპარატის ბიულეტენისთვის განკუთვნილ ჭრილზე საფარის დამაგრებას უზრუნველყოფს – ფარულობის დარღვევის აღიარებად.

არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, ბუნებრივია გვქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული საკითხები დაინტერესებული მხარეების მიერ კვლავ გამოყენებული იქნებოდა სპეკულაციებისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და საზოგადოებაში არასწორი აღქმების შესაქმნელად. საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმის სქემა უკვე კარგად ნაცნობია – საკითხს სოციალურ ქსელში წამოჭრის დაინტერესებული პირი, შემდგომ კი თემის განვრცობა ხდება ზოგიერთი მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის, და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის. შემდგომში, ეს ყველაფერი მიეწოდება საერთაშორისო პარტნიორებს, როგორც არჩევნებში ჩართული მხარეების ერთიანი მოსაზრება, რის შემდგომაც დაინტერესებული მხარეები ცდილობენ მანიპულაციურად იმოქმედონ როგორც ამომრჩევლებზე, ისე საერთაშორისო პარტნიორებზე.

საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ყოველი მომდევნო არჩევნების კიდევ უფრო ორგანიზებულად, მაღალი საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებაა, თუნდაც ეს ორგანიზაციის  დისკრედიტაციის საბაბი გახდეს.

არჩევნების მოდერნიზება უწყვეტი და თანმიმდევრული პროცესია, რომელიც ეტაპობრივად იხვეწება. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა 8 საპილოტე არჩევნები და თითოეულის შემდგომ პერიოდს თან სდევდა რიგი პროცედურების დახვეწა.  ასე მოხდა 26 ოქტომბრის შემდეგაც. სწორედ საარჩევნო პროცესის შესწავლა/გაანალიზების შემდეგ მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციამ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნების კიდევ უფრო უკეთეს გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

საზოგადოებისთვის ცნობილია პროკურატურის შუალედური დასკვნა, რომლის თანახმადაც არ დადასტურდა არცერთი ბრალდება, რომელსაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეები ავრცელებდნენ. პროკურატურაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინეს და ახლა საკუთარი უსაფუძვლო ბრალდებების დადასტურებას ცესკოს გადაწყვეტილებების სპეკულაციური ინტერპრეტირებით ცდილობენ.  როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეების მიზანი არა საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება, არამედ სპეკულაციისთვის რაც შეიძლება მეტი სივრცის არსებობაა.

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება გაცხადებული პოლიტიკის ერთგული – არ დატოვოს უპასუხოდ არცერთი მანიპულაციური თუ ცრუ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ამომრჩეველი ან/და საერთაშორისო პარტნიორები შეიყვანოს შეცდომაში  და  უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიწოდებას  საზოგადოებისთვის, ხოლო ყველა იდენტიფიცირებულ თუ პოტენციურ რისკთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა ტოვებდეს სპეკულაციების სივრცეს, ცესკო მიიღებს შესაბამის პრევენციულ გადაწყვეტილებას.

 სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე არის ამ კომისიის ჯერ მუშაობა და მერე დასკვნა -სოზარ სუბარი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასკვნა, რომელსაც კომისია დადებს, სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

ამასთან, როგორც კომისიის მდივანმა განაცხადა, კომისია დიდ წვლილს შეიტანს საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირების საქმეში.

„სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ კომისიის ჯერ მუშაობა და მერე დასკვნა, იმიტომ, რომ ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დარჩება, როგორც საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთი შემზარავი, მაგრამ ძალიან მართალი ნაწილი. შემზარავი იმით, თუ რა ხდებოდა ჩვენს სამშობლოში ნაცისტური რეჟიმის ბატონობის დროს და ამავდროულად გაფრთხილება, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. თორემ დღეს ვხედავთ, რომ თითქოს ნავლი გადაეფარა ამ წარსულს და მისი შემოქმედები მზად არიან, ისევ დაბრუნდნენ და უარესი გაიმეორონ.

მეორე, ახალგაზრდობა, რომელსაც შეიძლება ბევრი რამე არ ახსოვს, უყურებს ამ შემზარავ ისტორიებს და, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მათგანს აეხილება თვალი ბევრ საკითხზე. ხალხი, ახალგაზრდობა გაიგებს, თუ რა რეჟიმში ვცხოვრობდით და დარწმუნდება, რომ იმ დროის დაბრუნება დაუშვებელია.

და მესამე და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი – მკაფიოდ იკვეთება სააკაშვილის ნაცისტური რეჟიმის ანტიქართული სახე: როგორ ხდებოდა განათლების სისტემის განადგურება, როგორ ებრძოდნენ ქართულ მეცნიერებას, მწერლობას, ხელოვნებას, როგორ ხდებოდა სახელმწიფო უნივერსიტეტების მიტაცება სააკაშვილის ოჯახის წევრებისა თუ მისი მინისტრების მიერ, როგორ დაიხურა 1100-ზე მეტი საჯარო სკოლა და მათ ნაცვლად როგორ იხსნებოდა მათივე საკუთრებაში არსებული კერძო სკოლები ან სხვადასხვა საწარმოები (მაგალითად თხილის საწარმო ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის სკოლის შენობაში), ან როგორ იხურებოდა საბავშვო ბაღები და როგორ თავსდებოდა ამ შენობებში ნაციონალური მოძრაობის ოფისები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონის წარმდგენია

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თეატრი „სახელოსნო 42“ გაზაფხულის სეზონს მრავალფეროვანი პროგრამით და პრემიერებით აახლებს.

ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე მაისში სცენას აცოცხლებს ძლიერი ისტორიებით, თამამი შესრულებებით და იმ ემოციებით, რომლებიც სპექტაკლის შემდეგაც გრძელდება.

თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa.

თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

დირიჟორი | 1, 11 და 21 მაისი, 2025

1946 წელს ნიუნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს – ფურტვენგლერს ასამართლებენ. დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშაო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.

 

ცხვირი | 4, 23 და 30 მაისი, 2025

თქვენი სახელი? სტატუსი? გავლენა? და თუ ერთ დილას აღმოაჩენთ, რომ ეს ყველაფერი სხვას გადაეცა – თქვენ ვინ იქნებით? იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი სახელი ჰქვია, მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტად სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?

 

ღამის ქალაქის ჩირაღდნები: ბენზინგასამართი სადგური | 3, 8, 10, 22, 25 და 28 მაისი, 2025

როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით „ბენზინგასამართ სადგურზე“ აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი

 

1921-1924 | 9, 17 და 18 მაისი, 2025

სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.

TooTsie – 14, 15 და 31 მაისი, 2025

სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.

®

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1 მაისს ქუთაისში დღისით +27 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთში წვიმას ვარაუდობენ, დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდი იქნება. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +21 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც შესაძლოა იწვიმოს, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სავარაუდოდ წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +11, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდოებნ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი თანამდებობას ტოვეს.

ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

„მინდოდა მადლობა გადამეხადა ყველასთვის. ჩემთვის თქვენთან მუშაობა დიდი პატივი იყო. მადლობა ყველაფრისთვის“, – განაცხადა მასკმა მთავრობის სხდომაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მილიარდერმა ბევრ რამეზე თქვა უარი და მას ძალიან არასამართლიანად ეპყრობოდნენ.

„მათ ჩემი მანქანების დაწვა მოსწონთ, რაც კარგი არ არის“, – თქვა მასკმა, იგულისხმა რა კომპანია „ტესლას“ მიერ გამოშვებული ავტომობილების წინააღმდეგ ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტები.

ტრამპმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკელების უმეტესობა პატივს სცემს მასკს და მას მის გუნდში დარჩენა შესთავაზა.

პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მაისის პირველი დღე პროფესიულ სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი პერსპექტივა, რაც სწრაფ რეაქციას და მოქნილ აზროვნებას მოითხოვს. დილის საათებში შეიძლება მოულოდნელი წინადადება მიიღოთ ან შეხვდეთ ადამიანს, ვინც მიმდინარე საქმეებზე თქვენს შეხედულებებს სრულიად შეცვლის. კოლეგები თქვენი იდეების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოავლენენ, ხოლო ხელმძღვანელობა შეიძლება თქვენს ინიციატივას გამოეხმაუროს.

კურო

ეს დღე კუროებს ცხოვრებისეული პრიორიტეტების ხელახალი შეფასების საშუალებას მოგცემთ. დილა წარსული გამოცდილების შეფასებასა და მომავალზე ფიქრში ჩაივლის. შუადღეს მოულოდნელი შეხვედრა ან ზარი გელით, რომელიც მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგიტანთ. საღამოს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი უნარებით მნიშვნელოვანი ადამიანები გააოცოთ.

ტყუპები

ტყუპებისთვის პირველი მაისი ინტელექტუალური აღმავლობისა და ახალი აღმოჩენების დღეა. ამ დღეს განსაკუთრებით მჭევრმეტყველი იქნებით და თქვენი იდეებით ყველას მოხიბლავთ. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა უამრავ პოზიტიურ ემოციასა და სასარგებლო ინფორმაციას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც მოგზაურობას ან შორეულ გეგმებს უკავშირდება.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის 1 მაისი შინაგანი გარდაქმნებისა და ღირებულებების გადაფასების დღეა. დღის პირველ ნახევარში მოულოდნელი შემოსავალი ან მოგებიანი წინადადება გელით. ინტუიცია განსაკუთრებით გამძაფრდება და რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. შუადღის შემდეგ ყურადღება ოჯახურ საკითხებზე და ახლობლებთან ურთიერთობაზე უნდა გადაიტანოთ. საღამო ემოციურად დატვირთული იქნება და საკუთარ გრძნობებსა და განცდებს ახალი თვალით დაგანახვებთ.

ლომი

დილას პარტნიორთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ამ დღეს საპირისპირო სქესის ადამიანებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელი და მიმზიდველი იქნებით. მოსალოდნელია საზოგადოებრივ აქტივობასთან დაკავშირებული მოვლენები ან კოლექტიურ პროექტებში მონაწილეობა. შუადღის შემდეგ შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც თქვენს შემოქმედებით ინტერესებს ეხება.

ქალწული

ქალწულებისთვის 1-ელი მაისი პროფესიული მიღწევებისა და პრაქტიკული საქმიანობის დღეა. დილა, სავარაუდოდ, პროფესიული საკითხების გადაჭრით ან ორგანიზაციული საქმეების მოგვარებით დაიწყება. თქვენი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მოწონებას დაიმსახურებს. გირჩევთ შუადღის შემდეგ მთელი ყურადღება ჯანმრთელობასა და თვითგანვითარებაზე გადაიტანოთ.

სასწორი

ეს დღე სასწორებს შინაგან ჰარმონიას და შემოქმედებით შთაგონებას მოუტანს. ამ დღეს გარშემომყოფთა ემოციების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ და კონფლიქტურ სიტუაციებში კომპრომისის მოძებნას ახერხებთ.
დღის მეორე ნახევარში საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა ან საუბარი თვალსაწიერს გაგიფართოებთ და ახალ იდეებს გაგიჩენთ. საღამოს შესაძლოა სახლის გაფორმება ან მყუდრო ატმოსფეროს შექმნა მოგინდეთ.

მორიელი

ამ დღეს შეიძლება რთული საკითხების გადაჭრა მოგიწიოთ ან გარკვეული გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდეთ. საღამო ემოციურად დატვირთული იქნება — შეძლებთ საკუთარ შიშებს ახალი თვალით შეხედოთ, რაც პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელი სიახლე ან შეთავაზება მიიღოთ, რომელიც შორეულ გზას ან სწავლებას უკავშირდება. თქვენი ცნობისმოყვარეობა და თავისუფლებისკენ სწრაფვა რეალურ ქმედებებში აისახება — იქნება ეს უცხო ენების სწავლა თუ საერთაშორისო კონტაქტებზე მუშაობა. საღამო განსაკუთრებით ხელსაყრელია თანამოაზრეებთან შეხვედრისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისთვის.

თხის რქა

თხის რქებისთვის 1-ელი მაისი კარიერული მიღწევებისა და სოციალური აქტიურობის დღეა. დილა, სავარაუდოდ, პროფესიული საკითხების გადაჭრით ან სტრატეგიული გეგმების ჩამოყალიბებით დაიწყება.
თქვენი ორგანიზატორული უნარები კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან აღიარებას დაიმსახურებს. საღამო იდეალურია გრძელვადიანი გეგმების დასახვისა და მომავლის ანალიზისთვის. იზრუნეთ საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ.

მერწყული

ამ დღეს განსაკუთრებით კრეატიული და იდეებით სავსე იქნებით. თქვენი გამჭრიახობა და წინდახედულობა საშუალებას მოგცემთ, რომ სიტუაცია მთლიანობაში დაინახოთ და პრობლემა მარტივად გადაჭრათ. დილას მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც კოლექტიურ ან საზოგადოებრივ პროექტებს უკავშირდება. საღამო ხელსაყრელია თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის.

თევზები

ამ დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით სამყაროს მიმართ და ნამდვილი ხელოვნების ნიმუშების შექმნას შეძლებთ. დილით მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც მედიას ან კრეატიულ პროექტებს უკავშირდება. საღამო შთაგონებით იქნება სავსე — ხელსაყრელი დროა ახალი პროექტების დასაწყებად.

წყალი 30 საათით შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„1 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩა N60-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოების ფარგლებში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაგისტრალური მილსადენის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთი შეიცვლება და ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მოეწყობა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოებს 1 მაისს ღამის საათებში დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 1 მაისს, ღამის 00:30 საათიდან 2 მაისის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში:

წინამძღვრიშვილის ქ. N1-73 (კენტებს) N 2-90 (ლუწებს), ჯავახიშვილის ქ. N1-63 (კენტებს), N 2-80 (ლუწებს), აღმაშენებლის გამზირი N 1-83 (კენტებს), N2-86 (ლუწებს), დოდო აბაშიძის, რომის, კიევის, ზაქარია ქურდიანის, ზაქარია ქურდიანის 1,2,3 ჩიხები, ტოლსტოის, გოგიბერიძის, ტყვიავის, ტყვიავის შესახვევს, ჩიქობავას N1-15 (კენტებს), N2-12 (ლუწებს), გორკის N 1-11 (კენტებს), N 2-24 (ლუწებს), ციმაკურიძის, ნინო ჩხეიძის, თოიძის N 25-39 (კენტებს), N 30-54 (ლუწებს), თოიძის შესახვევს, კუმისი N 1,3,2,4, ელენე ახვლედიანის ხევს (ახლანდელი თამარ სხირტლაძე), სანთლის შესახვევს, სულიაშვილის (ახლანდელი გურამ საღარაძე), დოქის შესახვევს, ჭოროხის (ახლანდელი ანზორ ერქომაიშვილი), წმინდა ნიკოლოზი N 2,4,1,3,5, სუნდუკიანს (ახლანდელი თამაზ გამყრელიძე), სუნდუკიანის შესახვევს (ახლანდელი კუკური ჭოხონელიძე), კოლაუ ნადირაძის, დიმიტრი უზნაძის N 1-65 (კენტებს), N 2-14 (ლუწებს), მარჯანიშვილის N 5 (გამომცემლობა), ხეთაგუროვის, დიდხევის დაღმართს, ზაარბრიუკენის მოედანს, ჯავახიშვილის მოედანს, კოტე და სოსო წერეთლების (ყოფილი კოლხეთის), კიტა აბაშიძის N 1,3,2,4, მაზნიაშვილის N 1-33 (კენტებს), N 2-18 (ლუწებს) ქუჩებს. მთაწმინდის რაიონი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს (მარჯვენა სანაპირო); ხიდის; იტალიას; გიორგი ათონელის N 1-29 (კენტებს), N 2-20 (ლუწებს); ვახტანგ ორბელიანის ქ. შესახვევით; ფურცელაძის N 26-36 (ლუწებს), N23-31 (კენტებს); ვლადიმერ ვეკუას ქუჩებს. კრწანისის რაიონი, მტკვრის; გოგჩას; ნიკო სულხანიშვილის; ბარათაშვილის ქ. N 2-14 (ლუწებს); N 1-21 (კენტებს);, ჯოვანი სკუდიერის; დაჩი უჯარმელის; იოანე შავთელის; იოანე შავთელის დაღმართი, შესახვევი; ვერცხლის ქუჩას, ჩიხებით და შესახვევებით; შოთა ნიშნიანიძის ქუჩა, შესახვევით; ზურაბ დოიჯაშვილის; ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩა, შესახვევებით; კახი კავსაძის; იეთიმ გურჯის; ალექსანდრე ჩიკვაიძის; ალექსანდრე დიუმას; პუშკინის ქ. N 19-25 (კენტებს); კალისტრატე ცინცაძის, ოქრომჭედლების ქუჩას, შესახვევით; კოტე აფხაზის N 25-55 (კენტებს), N 16-44 (ლუწებს); ჩახრუხაძის ქუჩას შესახვევებით; შოთა ყავლაშვილის; ერეკლე II მოედანს, ერეკლე II ქუჩას შესახვევის და ჩიხებს; ანტ.კათალიკოსის ქ. N 26-36 (ლუწებს), N 15-19 (კენტებს); ტყავის 1 და 2 ჩიხებს; სიონის; შარდენის; რკინის რიგის; ბამბის რიგის; ანთიმოზ ივერიელის გასასვლელს; გია გულუას; საბატონოს ქუჩას ჩიხებით; ცოლიკაურის ქუჩას შესახვევებით; დიდი ხეივნის ქუჩას შესახვევებით; ბადაგის ქუჩას ჩიხებით; ირაკლი ჟორდანიას ქუჩას შესახვევებით; დიმიტრი გულიას ქუჩას ჩიხებით; უსახელაურის, გიორგი ნიკოლაძის; გორგასლის ქ. N 81-115 (კენტებს); N 30-42 (ლუწებს); გორგასლის მე-3 ჩიხის; გიორგი გურამიშვილის ქ. N 8-12 (ლუწებს); შალვა დავითაშვილის და ვლადიმერ წითლანაძის ქუჩებს, ასი ათასი მოწამის სანაპიროს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა

აშშ-სა და უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმების შესახებ ბოლო მომენტში უთანხმოება წარმოიშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, როდესაც უკრაინის ვიცე-პრემიერი, იულია სვირიდენკო აშშ-ში მიფრინავდა, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ის „მზად უნდა იყოს ყველა შეთანხმების ხელმოსაწერად ან სახლში დასაბრუნებლად“.

როგორც გამოცემას უკრაინის ორმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, ვაშინგტონს სურს როგორც ჩარჩო შეთანხმების, ასევე საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმების ერთდროული ხელმოწერა, რომელიც წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავლებს განკარგავს.

უკრაინულმა მხარემ კი გამოცემას განუმარტა, რომ აშშ-ის ინფორმაცია არაზუსტია და კიევს არ შეუძლია ორივე დოკუმენტის ხელმოწერა ოთხშაბათს, რადგან საინვესტიციო ფონდის შესახებ შეთანხმება ხელმოწერამდე უნდა იყოს რატიფიცირებული უკრაინის უმაღლესი რადას მიერ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს ყველა შეთანხმებას, რომელიც საჭიროა აშშ-სთან ეკონომიკური პარტნიორობის დასამყარებლად, დაწყებული ჩარჩო შეთანხმებით.

დენის შმიგალმა ასევე დაადასტურა მედიაში გავრცელებული ცნობები, რომ წიაღისეულის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გაფორმდეს და რომ უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ამასთან დაკავშირებით უკვე გაემგზავრა ვაშინგტონში.

,,ჩინეთთან ვსაუბრობთ, მაგრამ ქარხნები მთელ ჩინეთში იხურება, რადგან ჩვენ მათ პროდუქციას არ ვიღებთ”- დონალდ ტრამპი

ჩვენ ჩინეთთან ვსაუბრობთ, მაგრამ ქარხნები მთელ ჩინეთში იხურება, რადგან ჩვენ მათ პროდუქციას არ ვიღებთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ს არ სურს ჩინეთის პროდუქტი, ვიდრე პეკინი ვაშინგტონის მიმართ სამართლიანი არ იქნება.

„ეს მოიცავს ინტელექტუალურ საკუთრებას და სხვა საკითხებს. არსებობს ბევრი რამ, რაც უბრალოდ ყიდვა-გაყიდვას სცილდება. ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება. მინდა, რომ ჩინეთმა კარგად იმუშაოს. მინდა, რომ ყველა ქვეყანამ კარგად იმუშაოს, მაგრამ ისინი სამართლიანად უნდა მოგვექცნენ. ჩინეთი ამჟამად ძალიან ცუდადაა აშშ-სთან სავაჭრო ომში. ახლახან ვნახე რამდენიმე მოხსენება და არ მინდა, რომ ეს ჩინეთს დაემართოს – პრეზიდენტი ძალიან მომწონს. პრეზიდენტო სი, არ მინდა, რომ ეს მოხდეს. სინამდვილეში, ამის გაგონებაზე გული დამწყდა. მაგრამ ჩინეთში ისინი აბსოლუტურად დაზარალდნენ. ისინი აგზავნიან გემებს, მსოფლიოში უდიდეს გემებს, რომლებსაც ტვირთი გადააქვთ, როგორიც აქამდე არავის უნახავს. ესენი არიან მსოფლიოში ყველაზე დიდი გემები, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო გემები. ისინი მოდიან და წყნარ ოკეანეში უკან ბრუნდებიან, რადგან მათ საქონელი არ სურთ. 145 პროცენტიანი ტარიფის გამო. მაგრამ გარკვეულ მომენტში, იმედი მაქვს, რომ ჩინეთთან შეთანხმებას დავდებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

,,ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო”- ვლადიმერ პუტინი

ადრე თუ გვიან რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები აუცილებლად აღდგება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის დროს იყო.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ევროპაში ბევრი ადამიანია, ვინც რუსეთის პოზიციას იზიარებს, მაგრამ მათგან ცოტა თუ გამოთქვამს საკუთარ აზრს.

„ზოგი დუმს, ზოგი ძალიან მოკრძალებულად აცხადებს რაღაცას, რათა განსაკუთრებით არ მოუსმინონ. ევროკავშირში ცოტა ადამიანია, ვისაც ოფიციალური ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ აქვს საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვის გაბედულება, არა მხოლოდ გამოხატვის, არამედ იმის ჩვენების, რომ მათ ეს აქვთ – ეს საკუთარი თვალსაზრისი“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ისრაელის მხრიდან სირიაზე თავდასხმა პროვოკაციაა, თურქეთი ყველა საშუალებით სირიის გვერდით იქნება – ერდოღანი

ისრაელის თავდასხმები სირიის ტერიტორიაზე ამ ქვეყანაში ახალი ადმინისტრაციის დროს დაწყებული დადებითი კლიმატის ძირის გამოთხრის მცდელობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზის სექტორის და ლიბანის შემდეგ, ახლა ისრაელმა ცეცხლის სირიაში გავრცელება და იქაც სისხლისღვრა გადაწყვიტა.

„ისრაელის მხრიდან ეს პროვოკაციაა და მიუღებელია. ჩვენ სხვადასხვა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს რეაქციას ნებისმიერ მცდელობაზე, რომელიც ჩვენს მეზობელ სირიას არასტაბილურობის ახალ ჭაობში ჩაითრევს. ჩვენი საზრუნავი რეგიონში მეტი კონფლიქტი კი არა, მეტი მშვიდობა და სიმშვიდეა“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სირიასთან 900-კილომეტრიანი საზღვარი აქვს და მომავალ პროცესში ყველა საშუალებით თურქეთი სირიის გვერდით იქნება.