Home Blog Page 18

 სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული – ლევან სურგულაძე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვაზე

ნამდვილად არ მესმის რას ემსახურება და რა აზრი აქვს ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ კვლავ წამოწყებულ პოლემიკას: უნდა გამოეყენებინა თუ არა ეროვნულ ბანკს რეზერვები რათა შეემცირებინა და დაესტაბილურებინა ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე წერს.

მისი თქმით, სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული.

“ხომ შევთანხმდით და ოპონენტებიც ცალსახად დაგვეთანხმნენ: ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულებაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი რათა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის და ფასების სტაბილურობა. ლარის აჟიოტაჟური გაუფასურება, მაშინ როდესაც ამის ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობენ, სწორედაც რომ ფასებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობას დააზიანებდნენ. დიახ, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული. ოპონენტები აპელირებენ გამოყენებული რეზერვის ოდენობაზე, მაშინ როდესაც არცერთი კანონი თუ კანონქვემდებარე რეგულაცია ეროვნულ ბანკს არ ზღუდავს გამოყენებული რეზერვის ოდენობაში. აქვე დავამატებდი, რომ რეზერვების დონე დინამიკური მაჩვენებელია და წლის განმავლობაში მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით – სებ-ის სავალუტო ყიდვა-გაყიდვები; საგარეო ვალის მომსახურება; სახელმწიფო საწარმოების კონვერტაციები და სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი: ლარის გაცვლითი კურსის არასისტემური ვოლატილობისგან (რყევა) სავალუტო ბაზრის და საერთოდ ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც ეს რყევები გამოწვეულია არაეკონომიკური ერთჯერადი ფაქტორებით (როგორც ეს სექტემბერ – ოქტომბერში მოხდა). ეკონომიკა 2024-ში შთამბეჭდავად იზრდება და ეროვნულ ბანკს არ გაუჭირდება რეზერვების კვლავ შევსება. გავიხსენოთ 2023, როდესაც რეზერვებში დამატებით რეკორდული 1.3 მილიარდი დოლარის აკუმულირება მოხერხდა. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში რეზერვების კვლავ შევსება შედარებით სწრაფად იქნება შესაძლებელი. 2007 წელს, მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვები 1 მილიარდ 159 მილიონი დოლარი იყო (პრეზიდენტი, ბატონი რომან გოცირიძე) და არ დავქცეულვართ ბოლოს და ბოლოს, ახლა “კუპონების ერაზე” აღარ ვისაუბრებ. რაც ყველაზე მთავარია, ეროვნულმა ბანკმა შეასრულა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვა ფინანსური სისტემის და ბაზარზე ფასების სტაბილურობა. ვფიქრობ, ამ საკითხზე არგუმენტები ორივე მხრიდან ამოწურულია და ეს პოლემიკაც აქ უნდა დავასრულოთ“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან სურგულაძე.

ხალხი, ვინც იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში, ამბობს, რომ სააკაშვილი არა იმდენად რუსეთიდან, არამედ უკრაინულის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით მოატყუეს, აიძულეს, ჯარები სამხრეთ ოსეთში შეეყვანა-ალექსეი არესტოვიჩი

ხალხი, რომელთაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი, მრავალი წელია, ვიცნობ და იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში, ნათლად ამბობს, რომ სააკაშვილი მოატყუეს, მისი პროვოცირება მოახდინეს და აიძულეს, ჯარები სამხრეთ ოსეთში შეეყვანა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა რუს ჟურნალისტთან, იულია ლატინინასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა არესტოვიჩს ჰკითხა: „როგორ წამოეგო პუტინი აშშ-ის სატყუარას? როგორ იყო ეს საქართველოსთან დაკავშირებით? სააკაშვილი ხომ მზად იყო პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მას მშვენივრად ესმოდა, რომ საქართველო არ იყო რუსეთის ბუფერული სახელმწიფო, უზარმაზარ პრობლემებს განიცდიდა და მზად იყო ყველასთან მოლაპარაკებისთვის. თუმცა პუტინის რეალური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როგორც ჩანს, მას არ ესმოდა. Პუტინი რეალურად ფიქრობდა, რომ ეს უნდა იყოს პროვინცია, რომელიც მას ფეხებს უკოცნის. ვინ უნდა ყოფილიყავი, რომ უკრაინას პროვინციასავით მოქცეოდი, მიგეყვანა საქმე ომამდე და წამოგებულიყავი ამერიკულ ტყუილს?“

არესტოვიჩის თქმით, „მანიპულირებულმა მონაცემებმა და შეფასებებმა განაპირობა, რომ საქართველომ დაარტყა სამხრეთ ოსეთს“.

„ჩემი შეფასება პუტინსა და მის პოლიტიკაზე არ ემთხვევა თქვენს შეფასებას. რაც შეეხება საქართველოს, მე ვიცნობ ხალხს, ვინც პირდაპირ იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში 2008 წლის ომამდე. ეს ყველაფერი სააკაშვილთან დაკავშირებით ძალიან ჰგავს იმ სქემას, რაც გამოყენებული იყო უკრაინასთან მიმართებით. ხალხი, რომელთაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი, მრავალი წელია, ვიცნობ და იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში, ნათლად ამბობს, რომ სააკაშვილი მოატყუეს, მისი პროვოცირება მოახდინეს და აიძულეს, ჯარები სამხრეთ ოსეთში შეეყვანა. შეკითხვაზე, ვინ მოატყუა, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რუსეთმა გააკეთა. ამ ხალხს კი სხვა მოსაზრება აქვს, რომ არა იმდენად რუსეთიდან, არამედ უკრაინულის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით. მანიპულირებულმა მონაცემებმა, შეფასებებმა განაპირობა, რომ საქართველომ დაარტყა სამხრეთ ოსეთს. ამ პროვოკაციაში არამხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობაა. იყო თუ არა რუსული ჯარები მზად გვირაბთან ომის დასაწყებად, ეს სერიოზული შეკითხვაა. იქ ტყუილის ელემენტები იყო, ისევე, როგორც ახლა არის კორეელების თაობაზე ორივე მხრიდან, სააკაშვილმა კი თავს უფლება მისცა, ამაზე წამოგებულიყო, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ვისთვის, როგორ და რა პროპორციით გამოვიდა, ამაზე დავა დიდხანს შეიძლება, თუმცა ეს იყო კლასიკური პროვოკაცია, ვერძის საბრძოლველად გაყვანა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: სასარგებლო იქნება პირადი მიზნების შესრულებაზე ფოკუსირება, რაც კარიერულ წინსვლასაც მოიტანს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.

კურო: ფინანსურ შესაძლებლობებს გადახედვა სჭირდება, ურთიერთობები კი გულწრფელობასა და კომუნიკაციას ითხოვს. შემოქმედებითი საქმიანობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ტყუპები: ემოციური მდგომარეობა და ბიუჯეტზე ყურადღება აუცილებელია. თავი შეიკავეთ გადატვირთვისგან.

კირჩხიბი: სამუშაოს წნეხი შეიძლება სტრესის წყარო იყოს. სოციალიზაცია და ახალი კონტაქტები სასარგებლო იქნება, ხოლო ჯანმრთელობა და ოჯახი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ლომი: დღევანდელი ენერგია ხელს უწყობს ლიდერობის პოზიციას. პატივი მიაგეთ ახლობლების საჭიროებებს და შეინარჩუნეთ ემპათია.

ქალწული: დაგეგმილობისა და მოქნილობის დღეა, განსაკუთრებით თუ მოულოდნელ მოვლენებს შეხვდებით. სასურველია ჯანმრთელობაზე ფოკუსირება და პირადი ურთიერთობებში პირდაპირი კომუნიკაცია.

სასწორი: დღე ჰარმონიულია, თუმცა, სოციალური შეკრებებისას ფრთხილად იყავით და დრო საკუთარი თავისთვისაც დაიტოვეთ.

მორიელი: ცვლილებების დროა, რაც კარიერასა და პირად პროექტებზე ზრუნვას მოიცავს. ფინანსების კონტროლი და სიახლეებისთვის გახსნილობა დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი: ინტელექტუალური სტიმულაცია და ფინანსური გაუმჯობესების შესაძლებლობები იზრდება. ურთიერთობები მხარდამჭერია, ასე რომ, გამოიჩინეთ მადლიერება.
თხის რქა: პროფესიულ ცხოვრებაში სტაბილურობისა და სიფრთხილის დღეა. მცირე რისკები შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.

მერწყული: ინოვაციური იდეები კარგად გამოიყენება, განსაკუთრებით კარიერაში. ფინანსური ორგანიზება და ურთიერთობებში გულწრფელობა სასარგებლო იქნება.

თევზები: შემოქმედებითი და ინტუიციური ენერგია ხელს შეუწყობს პროფესიულ განვითარებას. ფინანსებზე სიფრთხილეა საჭირო, ასევე, დრო მშვიდი დასვენებისთვისაც გაითვალისწინეთ.

12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +16 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ვალდებული ვართ, ეს მღელვარება ჩავაქროთ – ნათია თურნავა

მე მოსახლეობას ავარიდე გაღარიბება და ლარის გაუფასურება ისეთ დროს, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღია და ეს არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ხარჯვის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მოთხოვნა გაიზარდა დოლარზე და ასეთ დროს ეროვნული ბანკი ვალდებულია ბაზარზე ეს დროებითი მღელვარება ჩააქროს.

„წინასაარჩევნოდ, მათ შორის ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟის გზით, რა თქმა უნდა, გაუარესდა მოლოდინები. გარკვეული არაპროგნოზირებადობის განცდა გაუჩინა ბაზრის მონაწილეებს, ამიტომ გაჩნდა აჟიოტაჟური მოთხოვნა დოლარზე და ასეთ დროს, მით უფრო, როცა ეს არ მომდინარეობს ეკონომიკური მიზეზებით, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს მღელვარება ჩავაქროთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა ეს ინტერვენცია, მერწმუნეთ, რომ მოხდებოდა ლარის მყისიერი გაუფასურება, რაც გააღარიბებდა ჩვენს მოსახლეობას, გააღარიბებდა ბიზნესს, შეარყევდა ლარის მიმართ ესოდენ დიდი ძალისხმევით ნაგროვებ ნდობას და ამის უკან შეტრიალება გაცილებით უფრო რთული იქნებოდა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე სავალუტო დეფიციტი შემცირდება და რეზერვები კვლავ აღდგება.

„ჩვენ, 8 ნოემბრის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან, გვაქვს წმინდა გაყიდვები 540 მილიონი დოლარი, მე არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, ვინაიდან ჩაიარა აჟიოტაჟმა და ბაზარზე ზეწოლაც მოიხსნა, წლის ბოლომდე ჩვენ ამ დეფიციტს შევამცირებთ და ისევ შევძლებთ რეზერვების აღდგენას. წლის ბოლომდე სრულად, რა თქმა უნდა, ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ვითარება იძლევა იმის საშუალებაა, რომ ჩვენ შესყიდვები დავიწყოთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

გლობალური ინფლაციური შოკების მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას – პრემიერი

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც  სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ასევე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ილია ჭავჭავაძე გახლდათ დიმიტრი ყიფიანთან ერთად პირველი ქართული ბანკის შექმნის ინიციატორი და გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ათწლეულების განმავლობაში პირველ ქართულ ბანკს.  მას ძალიან კარგად  ესმოდა  საბანკო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, დიდი ძალისხმევა დაუთმო ამ საერთო ეროვნულ საქმეს და ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ილია ჭავჭავაძის სახელს დაუკავშირდა ბანკირის დღის დაფუძნებაც. 

თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა  საქართველოში პირველი ბანკის დაფუძნებიდან. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.

ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად, გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში; ბოლო 4 წლის განმავლობაში მივაღწიეთ ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7% და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გვაზარდეთ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ – პრემიერი

xr:d:DAFTUNmfRks:3,j:42489315507,t:22112909

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც  სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ასევე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ილია ჭავჭავაძე გახლდათ დიმიტრი ყიფიანთან ერთად პირველი ქართული ბანკის შექმნის ინიციატორი და გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ათწლეულების განმავლობაში პირველ ქართულ ბანკს.  მას ძალიან კარგად  ესმოდა  საბანკო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, დიდი ძალისხმევა დაუთმო ამ საერთო ეროვნულ საქმეს და ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ილია ჭავჭავაძის სახელს დაუკავშირდა ბანკირის დღის დაფუძნებაც. 

თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა  საქართველოში პირველი ბანკის დაფუძნებიდან. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად  სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.

ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად, გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში; ბოლო 4 წლის განმავლობაში მივაღწიეთ ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7% და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გვაზარდეთ საერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ – პრემიერი

ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში, ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში გაწევრიანების თაობაზე.

„იყო საკმაოდ რთული ვითარება, გასული წლების განმავლობაში, რაც განპირობებული იყო ჯერ პანდემიით, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით. იყო გლობალური ინფლაციური შოკები და უკვე 19 თვეა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ დონეზე შენარჩუნებას. აქაც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის როლი არის მნიშვნელოვანი და საქართველოს მთავრობის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი და მთლიანად საფინანსო სისტემა სათანადოდ იცავენ იმ სასანქციო რეჟიმს, რომელიც არის დადგენილი და ამასთან დაკავშირებით განხორციელდა არაერთი ვიზიტი, შედგა მონიტორინგი, რამაც დაადასტურა ის, რომ ჩვენ ყველა თვალსაზრისით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. 

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში (ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში) გაწევრიანების თაობაზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ წარმატებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, კომერციული ბანკების, თითოეული თქვენგანის როლი და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ბანკირის დღე, პროფესიული დღე და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში,”- განაცხადა პრემიერმა.

უკრაინაში ომი ადვილად შეიძლება დასრულდეს, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტაზე დაფუძნებულ მიდგომას მიიღებს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ადვილად შეიძლება დასრულდეს, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტაზე დაფუძნებულ მიდგომას მიიღებს.

„ჩვენ შეგვიძლია მარტივად დავასრულოთ ეს ომი, თუ დავინახავთ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც საკითხს გადაწყვეტაზე დაფუძნებული პერსპექტივით მიუდგება. მეტი დიალოგი, დიპლომატია, შეთანხმება მშვიდობას კარს გაუღებს და არა იარაღსა და კონფლიქტს“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტრამპი აქტიური რეფორმების გატარებისთვის ემზადება – CNN

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობის დასაკავებლად აქტიურად ემზადება და საკუთარ გუნდთან პირველ გასატარებელ ნაბიჯებს განიხილავს, ვინაიდან თვლის, რომ დამაჯერებელი გამარჯვება მას წინასაარჩევნო პროგრამის რეალიზების საშუალებას აძლევს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„სახალხო არჩევნებში გამარჯვება ყველაფერს ცვლის. ის იძლევა მანდატსა და საერთო ეროვნულ ნდობას იმის რეალიზებისთვის, რის გაკეთებასაც ის ოვალური კაბინეტიდან აპირებს“, – განუცხადა ტელეარხს ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა.

ტელეარხის ცნობით, ტრამპი საკუთარ მრჩევლებთან და თანაშემწეებთან განიხილავს ისეთი ზომების მიღებას, როგორიცაა საზღვრების უსაფრთხოება, ეკონომიკის აღდგენა და რიგი ენერგეტიკული შეზღუდვების გაუქმება.

CNN-ს წყარო უყვება, რომ პირველი ვადისგან განსხვავებით, ახლა ტრამპი საკუთარ გუნდს სკრუპულოზურად შეარჩევს, რათა საკვანძო პოზიციებზე აღმოჩნდეს ისეთი ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ კომპეტენტური, არამედ ერთგულები იქნებიან.

კუდ-ის სამი ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 12-12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ბრალდებულები, იმჟამინდელი კუდ-ის 3 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ 12-12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

მსჯავრდადებულებიდან მალხაზ აბულაძეს, რომელიც აჭარის კუდ-ის საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, ძებნაში იმყოფება და სასჯელი დაუსწრებლად მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადებას როინ შავაძის მეუღლეც ესწრებოდა.

ციცინო შავაძის განცხადებით, 13 პირი მიეცა პასუხისგებაში, თუმცა, ისინი მხოლოდ „შემსრულებლები“ არიან.

მისი თქმით, დანაშაულის ორგანიზატორები მაშინდელი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები არიან და ისინიც უნდა დაისაჯონ.