Home Blog Page 18

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის მზად არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის მზადაა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, არის თუ არა პრეზიდენტი მზად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიბს მეორე ეტაპისთვის, რაზეც მან დადებითად უპასუხა.

„დიახ, მე მზად ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენენბთ, რუსეთმა უკრაინაზე დღეს საჰაერო იერიში მიიტანა. კიევში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, უკრაინის მასშტაბით ოთხი ადამიანია დაღუპული, ხოლო 44-ზე მეტი კი დაიჭრა.

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცია და გა­რი­გე­ბა – გახ­სნათ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი ან დე­პო­ზი­ტე­ბი, და­დოთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი და ხელი მო­ა­წე­როთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენ­ტებს, ასე­ვე აი­ღოთ ფუ­ლის სეს­ხი.

კურო

მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კია, ამი­ტომ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უნდა შე­ამ­ცი­როთ. მეტი დრო და­უთ­მეთ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ტყუ­პი

არ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან კრი­ტი­კას. აკე­თეთ თქვე­ნი საქ­მე, რაც წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ და ნუ მოც­დე­ბით გარ­თო­ბა­სა და არაფ­რის­მომ­ცემ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე.

კირჩხი­ბი

შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე ისა­უბ­როთ კარგ ხა­სი­ათ­ზე მყოფ უფ­რო­სებ­თან, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვოთ. ის მზად იქ­ნე­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს თქვე­ნი სურ­ვი­ლი.

ლომი

მშვე­ნი­ე­რი დღეა სახ­ლში დარ­ჩე­ნის­თვის რა­ი­მე კარ­გი სა­ბა­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორ­შა­ბა­თია, და­ა­ლა­გეთ, მო­ამ­ზა­დეთ რა­ი­მე გემ­რი­ე­ლი და გა­ა­ტა­რეთ დრო საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან.

ქალ­წუ­ლი

თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და: თუ ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლა არ შე­გიძ­ლი­ათ, შე­ე­ცა­დეთ უახ­ლო­ეს პარკში მა­ინც გახ­ვი­დეთ: სწო­რედ იქ მო­გი­ვათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდე­ე­ბი.

სას­წო­რი

პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი ენერ­გი­ის წყა­რო იქ­ნე­ბა, რაც ასე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბი­სა და სა­მუ­შა­ოს­თვის. დღეს აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით.

მო­რი­ე­ლი

წვე­უ­ლე­ბა ან სა­დღე­სას­წა­უ­ლო ვახ­შა­მი შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მი­ზე­ზი იმ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ახ­ლო­ბე­ლი იყო და შემ­დეგ და­შორ­დით. სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­რო­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც დღეს შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ, არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მოს­მე­ნა და მისი გულ­თან მი­ტა­ნა. ეცა­დეთ, ისე იმოქ­მე­დოთ, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლით.

თხის რქა

დროა, თქვე­ნი დიდი ხნის ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნოთ – ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დღეს პირ­ველ ნა­ბიჯს გა­დად­გამთ თქვე­ნი სა­ნუკ­ვა­რი მიზ­ნის­კენ, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ფერ­ხებ­ლად წავა – შე­საძ­ლოა, თქვე­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შეც კი.

მერ­წყუ­ლი

დღეს და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი, არა­მედ – რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! – ხან­გრძლი­ვიც გახ­დე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა ახალ ნაც­ნობს მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­პყროთ.

თევ­ზე­ბი

უკონ­ტრო­ლო ემო­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს იმ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­ზეც თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა.

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე: ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის

როცა 2020 წელს შემოვედი პოლიტიკასა და პარლამენტში მამუკა მდინარაძე მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ის იყო ის ადამიანი, ვინც უმრავლესობის ახალ წევრებს განსაკუთრებულ პატრონაჟს უწევდა, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მამუკა მდინარაძეზე საუბრისას.

„როდესაც არის პირველი ურთიერთობა მედიასთან, საჯარო გამოსვლები, ამას რა თქმა უნდა სჭირდება თვალი, რომელიც აკვირდება და რჩევას აძლევს ახალბედა პოლიტიკოსებს, თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ საკითხის უკეთ და გასაგებად მიტანა საზოგადოებამდე. ამ მხრივ როგორც წინა მოწვევის, ისე ამ მოწვევის პარლამენტის ახალბედა წევრებმაც ძალიან კარგად იციან თუ რა დამსახურება აქვს მამუკა მდინარაძეს მათ პოლიტიკურ განვითარებაში.

ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის. ვფიქრობ, რომ მისი სამსახურში ყოფნის პირველი დღეებიც უკვე ამას აჩვენებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რა მოხდა რესტორან “ქვევრში” – ლაშა ბასლანძე კომენტარს აკეთებს

ლაშა ბასლანძე “კურიერთან” კომენტარს აკეთებს, თავის რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, პარტნიორთან კონფლიქტი მოუვიდა. მისი თქმით, დაზიანებამდე საქმე არ მისულა, თუმცა, დაპირისპირების დროს, მისი პარტნიორის მეგობარმა ჰაერში იარაღი გაისროლა, რესტორნის თანამშრომელმა მას იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს.

ბასლანძე აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე მხარეს გასროლის გამო უჩივლოს. მისი თქმით, მომხდარს და დაპირისპირებული მხარის მოქმედებებს თავად სამართალდამცველები შეაფასებენ.

ინციდენტი გუშინ, რესტორან “ქვევრში” მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

“ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე… დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს, მისმა მეგობარმა (…თუ დაცვის თანამშრომელმა), რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს – პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა… პროკურორი და გამომძიებელი მე არ ვარ… პოლიცია შეაფასებს, ალბათ, მაგათ მოქმედებებს”, – აცხადებს ლაშა ბასლანძე “კურიერთან” საუბრისას.

,, კახა კალაძე „აბსოლუტურ ისტერიკაშია“- ლევან ხაბეიშვილი

სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს თბილისის მერს, კახა კალაძეს.

მისი განცხადებით, კახა კალაძე „აბსოლუტურ ისტერიკაშია“.

„ეს კაცი ამ „ბრიქაობის“ ნაცვლად, დაინტერესებული რომ იყოს, ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები რომ დაასისხლიანეს, ერთი საქმე გამოეძიებინათ – ჟურნალისტები რომ დაასახიჩრეს, ქუჩაში რომ დასდევდნენ, მათ შორის თქვენს კოლეგებს, მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, ერთი საქმე რომ ჰქონდეთ გამოძიებული, ვიტყოდი, რომ ადეკვატურად „იწელება“ ეს კაცი, მაგრამ რაც ვნახე, აბსოლუტურ ისტერიკაშია. „აბა, გაბედეთ“- იძახის და უკაცრავად, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც კანონს და კონსტიტუციას გადადის. ესენია ის ხალხი, ვისაც კანონიც ფეხებზე ჰკიდიათ და კონსტიტუციაც, მძარცველები არიან და ეს არის მათი ყოველდღიურობა. კახი, ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ გაბედავთ ადამიანების წამებას. ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ მოიტაცებთ ჩვენს მოქალაქეებს და მერე სისხლის გუბეებს ვერ დააყენებთ ე.წ. პოლიციის ავტომობილებში. კი, ამას გავბედავთ და თქვენ არ წაგიცდეთ ხელი. დამშვიდდი, დადინჯდი, ეს ისტერიკა ცუდია, გუნდში გეტყვიან, რომ შენი გამომეტყველება ძალიან მშიშარა, მხდალი კაცის გამომეტყველებას ჰგავდა. სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს. მუდმივად ჩვენ და ხალხი ელოდება, ვის რამდენს მოჰპარავთ, ვის რამდენს მიუსჯით, ვის დაიჭერთ და ფიზიკურად გაუსწორდებით, 4 ოქტომბერს ახლა ჩვენ დაგველოდეთ, რა განაჩენს გამოვიტანთ. მათი მოწოდებებია, რომ „აბა, გაბედეთ უკანონობა“- არა კახი, აბა თქვენ გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი. ამ შემთხვევაში, ნამდვილად მიიღებთ მრისხანებას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“-  გიორგი სოსიაშვილი

„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა. 

„ასეთი გამოხტომები მათი მხრიდან არახალია. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრით უკვე დაიღალა – რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა რამდენჯერმე მიიტანეს შტურმი ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციის – პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ლამის გადაწვეს ჩვენი დედაქალაქი, თავიდანვე დამარაგებული ჰქონდათ აღჭურვილობა, მსხვილი, მდიდარი „ენჯეოების“ დაფინანსებით. ამჯერად, უკვე ინერციით მოდიან. დავესესხები ჩვენს ერთ დიდებულ მწერალს, გურამ რჩეულიშვილს – სასაცილომდე მისული ინერციაა ეს ყველაფერი“, – აცხადებს სოსიაშვილი. 

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ „ლელოს“ ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები „ლელოს“ ისევ ღალატში ადანაშაულებენ.

,, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით კენჭისყრა შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს”- „ევრონიუსი“ 

რადიკალი მემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას კიდევ ერთხელ ეცდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით ევროპარლამენტის ჯგუფები უახლოეს ხანში გამოვლენ და კენჭისყრა შესაძლოა, უკვე ოქტომბერში გაიმართოს.

„ევრონიუსის“ ცნობით, „მემარცხენეების“ პოლიტიკური ჯგუფი და „ევროპის პატრიოტები“ ორ განსხვავებულ ინიციატივას ამზადებენ, რომელთა წარდგენაც მომდევნო კვირაში მოხდება.

მემარცხენეთა ჯგუფის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პოლიტიკა ეწინააღმდეგება „ყველაფერს, რასაც ისინი უჭერენ მხარს, მსხვერპლად წირავს დასაქმებულებს და ანადგურებს მწვანე შეთანხმებას“. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მემარცხენეები ასევე უკმაყოფილოები არიან ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციაზე ევროკომისიის უმოქმედობით.

ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის კენჭისყრაზე დაყენებას, სულ მცირე, 72 ევროდეპუტატის თანხმობა სჭირდება. ამ ხელმოწერების შეგროვებისა და მათი ვალიდურობის დადასტურების შემდეგ, ევროპარლამენტს 24 საათი ექნება ამ საკითხზე პლენარული დებატების დასანიშნად.

ცნობისთვის, ზაფხულში ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ულტრამემარჯვენეების მოთხოვნით შედგა, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა.

„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში”- რობერტ ფიცო

სლოვაკეთი მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა სამშვიდობო მისიაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, – აცხადებს რობერტ ფიცო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებას არ ელოდება.

„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებაში, მაგალითად, ლოგისტიკის კუთხით. ვგულისხმობ ლოგისტიკას, როგორიცაა სატრანსპორტო მარშრუტების გამოყენება.

უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების მიმართ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა ფიცომ.

,,ეს ხალხი, თავისი ნაბიჯით, უპირისპირდება თავისივე ამომრჩეველს”- ირაკლი ფავლენიშვილი “ლელოზე”

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ “ლელოს” ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.

კოლეგების მხრიდან ბულინგისა და ზეწოლის მიუხედავად, “ძლიერი საქართველო”, მარათონში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამბობენ, რომ ყოფილი პარტნიორების აზრი მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

“ჩვენს მიდგომაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა – ბრძოლაში შევედით და ამას ვერაფერი შეცვლის”, – აცხადებს პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე.

“ნაციონალური მოძრაობა” და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები “ლელოს” ისევ ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებზე.

“მათ ოპოზიციურ ამომრჩეველში სანდოობა აბსოლუტურად დაკარგეს. ისინი იხილავენ იმ კატასტროფულ რეიტინგს, რომელიც მათ ოპოზიციურ ამომრჩეველში აქვთ. ეს გადაწყვეტილება არის არა ოპოზიციური, არამედ სახელისუფლებო საქმე. ეს ხალხი, თავისი ამ ნაბიჯით, უპირისპირდება თავისივე ამომრჩეველს და აყენებს ზიანს თავის რეპუტაციასა და პოლიტიკურ მომავალს”, – აცხადებს პარტია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

8 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში დროებით  შეიზღუდება

ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო,  მიმდინარე  წლის 8 სექტემბერს, 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76 – დან  (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია)  წყნეთის გზატკეცილის N6 – მდე საგზაო მონაკვეთში.  

შეზღუდვის პერიოდში,  ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ  თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით,  ხოლო წყნეთის გზატკეცილისა  და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის  ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. ასევე,  გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.

8 სექტემბრის 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით. რეაბილიტაციამდე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.

ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს”- კალაძე

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა დედაქალაქში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მოსახლეობას გააცნო სამოქმედო გეგმა.

მანვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გრძნობს პასუხისმგებლობას და ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე.

„მეგობრებო, თქვენ კარგად იცით, რომ არასდროს გაგვიწყვეტია კავშირი მოსახლეობასთან, რადგან ვგრძნობთ უდიდეს პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე, ვინც გვანდო ქვეყნის და ქალაქის ბედი. სწორედ ამიტომ, წინასაარჩევნო კამპანია დავიწყეთ ადრიანად, რათა ყველასთან მივსულიყავით, მიგვეტანა ჩვენი სათქმელი, გაგვეზიარებინა სამომავლო გეგმები, მოგვესმინა თქვენთვის. ყველა ხედავს, როგორი მუდმივი რყევების და ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის ქვეშ გვიწვეს ცხოვრება.

ის რაზეც „ქართული ოცნება“ ბოლო წლებია ხმამაღლა და დაუფარავად საუბრობდა, დღეს მსოფლიოსთვის გახდა ცხადი. გჯეროდეთ, არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ. ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას გვმართოს და დაგვიმონოს. ამისთვის არ უბრძოლიათ ჩვენ გმირ წინაპრებს, მათ სისხლით მოიპოვეს დამოუკიდებლობა. ჩვენი ვალია დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი იდენტობა, რწმენა და კულტურა. ამის საფუძველს გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა, ჩვენი ერთოანობა,“- განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

სამგორის რაიონის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.

7 სექტემბრის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1492 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1394 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.