Home Blog Page 18

ქართული ღვინო დღემდე რჩება აღმოჩენად ბრიტანელი მომხმარებლების უმეტესობისთვის -ღვინის მაგისტრი სარა ებოტი

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.

ბრიტანელი იმპორტიორების და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე „Walk-around Tasting“ ბრიტანელი სტუმრები 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.

„ჩვენს ჯგუფს აქვს ფანტასტიკური გამოცდილება და მათ ნამდვილად მოსწონთ ქართული ღვინის მრავალფეროვნება და ხარისხი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი არსებითად გაიზარდა და გაყიდვების ზრდა ახლაც გრძელდება. ქართული ღვინო დღემდე რჩება აღმოჩენად ბრიტანელი მომხმარებლების უმეტესობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უძველესი ღვინის კულტურა, სწრაფად ხდება ცნობადი და ქართული ღვინის ტურიზმიც სულ უფრო პოპულარულია“, – აღნიშნა კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 245 ათასი ლიტრი ღვინო; ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა.

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

კალიფორნიის შტატში, ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ტერიტორიის შესასვლელთან შეიარაღებული პირი დააკავეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, ტერიტორიის შესასვლელთან შეიარაღებული პირი დააკავეს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევა კალიფორნიის შტატის ქალაქ კოაჩელაში მოხდა.

როგორც მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მამაკაცს იარაღი და ყალბი საშვი ჰქონდა.

ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან -თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე

ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს სიმშვიდეს და განვითარებას. ციფრებს ჩავხედოთ, ნუ დავუჯერებთ ნურავის, მათ შორის, ნურც – მე. ქვეყანა 12 წლის თავზე არის მინიმუმ 12-ჯერ წინ, ვიდრე მანამდე იყო, – განაცხადა გადაცემაში „ნოესთან“ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.

“ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს დამაჯერებლად და 27 ოქტომბრიდან მაინც მავანი ძალები შეეცდებიან პრობლემების შექმნას. ქართველების, მავნებლების ის პატარა ჯგუფი – პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან და რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტად სამწუხარო, ვერ ჩამოყალიბდა, რაღაცას მაინც შეეცდება, მაგრამ ამისგან ჩვენი ქვეყნისთვის ვერაფერი ცუდი შედეგი ვერ დადგება – ეს არის ჩემი პროგნოზი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრად, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო -თეა წულუკიანი

ახალი დანიშნული ვიყავი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე, დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც ამოიღო პატარა ფურცელი და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, დააფინანსებთო, – ამის შესახებ კულტურისა და სპორტის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

წულუკიანის თქმით, საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მეორე დღესვე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ.

„მინისტრის თანამდებობაზე ახალი დანიშნული ვიყავი, 2021 წლის მარტი-აპრილის თვე იყო. ამ პერიოდში ჯერ დაწყებული არ იყო ის გაუგონარი დარტყმები, რომლებსაც დღეს ჩვენი ქვეყანა იღებს გარედან. დამიბარა ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ელჩმა, რომელმაც მითხრა, რომ მილოცავდა მინისტრობას, თუმცა ჩემთან ჰქონდა პრობლემა. ეს არ იყო საფრანგეთის ელჩი. ელჩმა გულის ჯიბიდან ამოიღო პატარა ფურცელი, გაშალა და მითხრა, მოლოდინი მაქვს, ვინც ამ სიაშია, ამ ხალხს დააფინანსებთო. ეს იყო ძალიან პატარა სია, რომელშიც იყო ყველა, ვისაც ხედავდით და ხედავთ, დღეს რომ ყვირის და უკმაყოფილო იყო ჩემი მმართველობით, ახლა უკვე „ქართული ოცნებით“. ავუხსენი, რომ ასე ვერ გაგრძელდება, რადგან ქართული კულტურა მხოლოდ ეს ხუთი-ექვსი ადამიანი არ არის, გაცილებით ფართოა. როდესაც ვუთხარი, რომ სიაში ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც, მაგალითად, ქართულ მრავალხმიანობას წარმოადგენს, გაკადნიერდა და მითხრა: „თქვენ ძალიან ბევრს საუბრობთ საქართველოს რეგიონებზე და მინდა, იცოდეთ, რომ საქართველო მხოლოდ სოფელი არ არის“. საუბარი კიდევ უფრო დაიძაბა, რეალურად, დიალოგი წავიყვანე ბოლოსკენ და ავუხსენი, რომ საქართველო არის სოფელიც, დედაქალაქიც და ეს სამინისტრო არის ყველასთვის. ამით ვცდილობ, აგიხსნათ, თუ საიდან დავიწყეთ – კულტურის სამინისტრო უნდა ყოფილიყო მძევალი ერთი ჯგუფის და ჩვენ აქედან გავთავისუფლდით.

საქართველოს რომელიმე ელჩმა რომელიმე ქვეყანაში იგივე რომ გაბედოს, მეორე დღესვე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ და ეს იქნება სწორი. სწორედ ამას ითვალისწინებს ვენის კონვენცია, სადაც დიპლომატებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში თავიანთი ქცევის წესები უწერიათ, რაც ამ შემთხვევაში დარღვეული იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი თიანეთი, სოფელი ბინდაურთაა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.9 მაგნიტუდა შეადგინა. 

„ჰეზბოლას“ თავდასხმას ისრაელში 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ ისრაელში სამხედრო ბაზაზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.

BBC-ს ცნობით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ხუთშაბათს სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე მოწყობილ თავდასხმებზე.

„ჰეზბოლაში“ ასევე აზუსტებენ, რომ თავდასხმისთვის დრონები გამოიყენეს.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება

ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ალბანეთს დაუპირისპირდება. მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად მედიის კითხვებს ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხა.

„უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ ცოტა უცნაური შეგრძნება გვაქვს, რადგან ეს იყო შეხვედრა, რომელშიც მოგება ან ქულის აღება მაინც შეგვეძლო. ბევრი რამ გვაკლდა და ხვალინდელ შეხვედრაში ჩემთვის ტაქტიკურ ცვლილებებზე უფრო მნიშვნელოვანი თამაშის კარგად დაწყება და 90 წუთის განმავლობაში კონცენტრაციის და აგრესიულობის შენარჩუნება იქნება“, – აღნიშნა „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა.
დვალმა კი განაცხადა, რომ გუნდმა უკრაინასთან თამაშის შემდეგ ძალები აღიდგინა.

„მოკლე დროში გვიწევს მეორე თამაშის ჩატარება. იგივე მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე გუნდიც. მაქსიმალურად აღვიდგინეთ ძალები და 24 საათი კიდევ გვაქვს. ვფიქრობ, თამაშისთვის მზად ვართ“, – აღნიშნა ფეხბურთელმა.

ყვითელი ბარათების გამო მატჩს გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. 3 ტურის შემდეგ „ჯვაროსნები“ 6 ქულით ჯგუფში ლიდერობას ჩეხეთთან იყოფენ.

შეხვედრა 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება. მატჩის ყურება შესაძლებელი იქნება რესპუბლიკის მოედანზეც, სადაც სპეციალური ეკრანები დამონტაჟდება.

14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა – უფლის კვართის დღესასწაული

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს,  “კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს,  სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.

14 ოქტომბერს , საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია,  ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

მე-4 საუკუნეში წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილას ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო. მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილას უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე – 11 ს-ის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

როგორც წმიდა კვიპრიანე კართაგენელი ბრძანებს, “თავისი კვართის საიდუმლოთი უფალმა ეკლესიის ერთიანობაზე მიგვანიშნა” და “შეუძლებელია, ქრისტეს სამოსი ჰქონდეს იმას, ვინც ქრისტეს ეკლესიას არღვევს”. ამიტომაც იყო, ქართველები ასე რომ უფრთხილდებოდნენ ეკლესიის ერთიანობას, ამიტომაც იყო, რომ ეპისკოპოსი აუცილებლად სვეტიცხოველში უნდა კურთხეულიყო.

ერთხელ წმიდა პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერისძემ “ზამთრის სასტიკებისა” და დედოფლის უძილების გამო მროველი ეპისკოპოსი ტიმოთე რუისის საყდარში აკურთხა ეპისკოპოსად. იმავე ღამეს სვეტიცხოველი “სახედ მოხუცებული ბერი კაცისა“ ტაძრის ქადაგს ეჩვენა და უბრძანა, პატრიარქი გაეფრთხილებინა, რომ მას აღარასოდეს ეკურთხებინა ეპისკოპოსი სადმე სხვაგან, გარეშე სვეტიცხოვლის ტაძრისა. ეს უმეცრებით ჰყო, ამიტომ შევუნდობ, მაგრამ სხვა დროს აღარ ვაპატიებ “შეურაცხყოფას საყდრისა ჩემისაო”, – უბრძანებია უფალს.

მეორე იერუსალიმად წოდებული მცხეთა, სვეტიცხოველი, კვართი უფლისა და წმიდა სვეტი სახისმეტყველებად აღძრავს ქართველებს.

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

დღე ხელ­საყ­რე­ლია შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის. შე­საძ­ლოა მო­გი­წი­ოთ და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის ან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღე­ბამ. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ სამ­სა­ხურს, არა­მედ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­საც. ზო­გი­ერთ მათ­განს შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დეს. დღეს მო­გი­წევთ დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა და კომ­პრო­მი­სის პოვ­ნა.

კურო

14 ოქ­ტომ­ბერს სე­რი­ო­ზუ­ლი სა­უ­ბა­რი გე­ლო­დე­ბათ მე­გო­ბარ­თან ან თა­ნა­მო­აზ­რეს­თან. ან შე­იძ­ლე­ბა მოგ­თხო­ვონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა, ან მისი მო­წყო­ბა. კარ­გია დღეს კო­ლე­გებ­თან მე­გობ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბა. არ უნდა თქვათ უარი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე, ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­ღაც კარ­გის და­სა­წყი­სი.

ტყუ­პი

სამ­სა­ხურ­ში შე­საძ­ლოა და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი და­გე­კის­როთ და თქვე­ნი დატ­ვირ­თვა გა­ი­ზარ­დოს. ხან­დაზ­მულ­მა ნა­თე­სა­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა მეტი ყუ­რა­დღე­ბა მოგ­თხო­ვონ. მაგ­რამ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­გა­ბედ­ნი­ე­როთ. კარ­გი დღეა პა­ემ­ნის­თვის, მე­გობ­რებ­თან შე­სახ­ვედ­რად.

კირჩხი­ბი

დღეს შე­იძ­ლე­ბა იყოთ ძა­ლი­ან მებ­რძო­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ აგ­რე­სი­ას­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში. დღე შე­სა­ფე­რი­სია უახ­ლო­ე­სი მო­მავ­ლის და­სა­გეგ­მად და კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე ცოდ­ნის მი­სა­ღე­ბად. სამ­სა­ხურ­ში მო­გი­წევთ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის სხვა გზე­ბის ან ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა. დღე შე­სა­ფე­რი­სია ახ­ლობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის.

ლომი

შე­საძ­ლოა, გარ­კვე­ულ ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენს სო­ცი­ა­ლურ წრეს­თან, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან ან თუნ­დაც მე­ზობ­ლებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან. მაგ­რამ ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვად გსურთ, შე­იძ­ლე­ბა არ მოხ­დეს ისე სწრა­ფად, რო­გორც გსურთ. მო­გი­წევთ ყვე­ლა სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, დახ­მა­რე­ბის იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ.

ქალ­წუ­ლი

ფრთხი­ლად იყა­ვით თქვენს გან­ცხა­დე­ბებ­თან. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს­თან ჩხუ­ბი, კა­მა­თი ან თქვე­ნი აზ­რის და­წე­სე­ბა სცა­დოთ. ეს არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის რო­გორც პი­რად, ისე საქ­მი­ან ცხოვ­რე­ბა­ში. გა­და­ა­ნა­წი­ლეთ და­ვა­ლე­ბე­ბი მათი მნიშ­ვნე­ლო­ბის მი­ხედ­ვით, არ არის სა­ჭი­რო ყვე­ლაფ­რის დღეს გა­კე­თე­ბა.

სას­წო­რი

სამ­სა­ხურ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­ფლიქ­ტე­ბი და გა­უ­გებ­რო­ბე­ბი. არ არის კარ­გი დღე უფ­როს­თან ან სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის. შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მეტი სა­მუ­შაო იყოს. უმ­ჯო­ბე­სია იზ­რუ­ნოთ თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. მი­ე­ცით სა­კუ­თარ თავს დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა.

მო­რი­ე­ლი

სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ. დღეს და­ის­ვე­ნეთ. ფუ­ლის გამო არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი პარტნი­ორ­თან უთან­ხმო­ე­ბა. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა გა­ა­ტა­რეთ დღე რო­მან­ტი­კუ­ლად. ჯო­ბია ერ­თად გა­ა­ტა­როთ დრო, წახ­ვი­დეთ სად­მე, გა­ნიტ­ვირ­თოთ და არ დას­ხდეთ ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ.

მშვილ­დო­სა­ნი

სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჭი­რო­ე­ბენ მეტ ყუ­რა­დღე­ბას. შე­საძ­ლოა, და­მა­ტე­ბი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­გე­კის­როთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ უფ­რო­სი ნა­თე­სა­ვე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას. შეხ­ვდით მე­გობ­რებს, მაგ­რამ მო­ე­რი­დეთ მათ­თან კა­მათს.

თხის რქა

14 ოქ­ტომ­ბერს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ. არ ჩა­ე­რი­ოთ კონ­ფლიქ­ტში. შე­საძ­ლოა ბევ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყოს. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, შე­მოგ­თა­ვა­ზონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ან მივ­ლი­ნე­ბა. თუმ­ცა, დღეს არ გირ­ჩევთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს პარტნი­ო­რებ­თან. მე­გობ­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­გა­ო­ცონ სი­ახ­ლე­ე­ბით.

მერ­წყუ­ლი

ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თქვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მვა, დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა. ფრთხი­ლად იყა­ვით მან­ქა­ნის მარ­თვი­სას. შე­საძ­ლოა მივ­ლი­ნე­ბა ან უცხო­ე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. დღეს იყი­დეთ მხო­ლოდ გამ­ძლე ნივ­თე­ბი.

თევ­ზე­ბი

პა­სი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის გან­წყო­ბა­ზე ხართ, მაგ­რამ არა­ვინ გა­ა­უქ­მა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სახ­ლში და სამ­სა­ხურ­ში. ზოგი უფრო კაპ­რი­ზუ­ლი იქ­ნე­ბით, ზო­გიც დეპ­რე­სი­ა­ში იგ­რძნობთ თავს. შე­ი­ტა­ნეთ მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში; წა­დით სად­მე, გა­ა­კე­თეთ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბი სხვა­ნა­ი­რად, მო­ამ­ზა­დეთ უჩ­ვე­უ­ლო კერ­ძი.

,,პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჩემზე საუბარი არ ყოფილა” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველის, პლატფორმის – „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელს, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ე.წ. ტექნიკურ მთავრობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურაზე, საუბარი არ ყოფილა.

შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ გააკეთა.

მისივე შეფასებით, მოლაპარაკებების მიმდინარეობისას კონკრეტული პირების სახელების და გვარების დასახლება, არასწორია.

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ტერაქტისთვის იყოს დარჩო ხეჩუაშვილი შემოგზავნილი – ირაკლი ზარქუა

არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ტერაქტისთვის იყოს ეს [დარჩო ხეჩუაშვილი] ადამიანი შემოგზავნილი, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „ქრონიკასთან“.

„კაციშვილმა არ იცის, ადამიანი, რომელიც ცდილობდა შემოპარულიყო ჩვენს ტერიტორიაზე, რა დაკვეთით შემოდიოდა. ამ მწვალებელთა ამოცანა ეს არის – პროვოკაციები, არეულობა, ქაოსი. არ გამოვრიცხავ, რომ მორიგი ტერაქტისთვის იყოს ეს [დარჩო ხეჩუაშვილი] ადამიანი შემოგზავნილი“, – აღნიშნა ზარქუამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი.