Home Blog Page 1788

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, საკუთარი გეგმებისა და ოცნებების განხორციელება დაიწყოთ. გამორიცხული არ არის, საკუთარი წარსულიდან ვიღაც მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ.

კურო

ზოგი თქვენი წამოწყება ან იდეა ჩიხში აღმოჩნდება ან, უბრალოდ, დასრულდება. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ – ამ გზით ვარსკვლავები სწორ გზას გაჩვენებენ და შეცდომებისგან გიცავენ. თუ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. ცოტა ხანს მოცდა მოგიწევთ. სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს ისწავლით.

ტყუპები

მთელ დღეს ქაოსური მოვლენების შუაგულში ატარებთ და მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ. სტრესული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, დაისვენოთ და თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებში არ ჩაერიოთ. უბრალოდ, დამკვირვებლის პოზიცია დაიკავეთ და ნახეთ, სად მიგიყვანთ.

კირჩხიბი

შეგიძლიათ, საკუთარი კარგად შესრულებული სამუშაოსთვის შეაქოთ, დაისვენოთ და მიღებული შედეგებით ისიამოვნოთ. ამ დღეს დაწყებული პროექტი ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება, ამიტომ მისი დაწყება რამდენიმე დღე უნდა გადადოთ. იფიქრეთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე და განთავისუფლდით ყველაფრისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით.

ლომი

ნაყოფიერი დღეა, რომელსაც თქვენი მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველი ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონოთ. ეცადეთ, აქტიურობა შეამციროთ და მეტი დაისვენოთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა პირადი ცხოვრების პრობლემების მოსაგვარებლად. გირჩევთ, ეჭვით შეხედოთ შეთავაზებას, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ – დიდი ალბათობით, ეს უიმედო საქმეა. მოერიდეთ გარშემო მყოფთა კრიტიკას, რაც თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. რაც უფრო ადრე იტყვით უარს ფუჭ მოლოდინებზე, თქვენთვის მით უფრო უკეთესი იქნება.

სასწორი

დამღლელი კვირის შემდეგ თავს უენერგიოდ გრძნობთ და დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ. ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სამწუხარო გაუგებრობა, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, ეს დღე განმარტოებით, სიმშვიდეში გაატაროთ – ძალებსაც აღიდგენთ და კამათსაც აარიდებთ თავს.

მორიელი

დილიდან მელანქოლიურ განწყობას ებრძვით. ნუ მისცემთ თავს წარსულში დარჩენის უფლებას. ეცადეთ, ახალი გეგმები შეადგინოთ და საკუთარი ოცნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ. პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემები შეიძლება გულწრფელი საუბრით და სადავო საკითხების განხილვით მოაგვაროთ. გირჩევთ, იმედი არ გაუცრუოთ ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება სჭირდება.

მშვილდოსანი

ამ დღის ემოციური ფონი ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ გიბიძგებთ. ეცადეთ, კარგად გაიაზროთ ამა თუ იმ ქმედების აუცილებლობა და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელოთ. პატივი ეცით საყვარელი ადამიანის სურვილებს და გადაწყვეტილებებს. დღის განმავლობაში უსიამოვნო შემთხვევებისგან შინაგანი წინდახედულობა და გაძლიერებული ინტუიცია დაგიცავთ.

თხის რქა

გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას დაუთმოთ. ახალი ან მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას მოერიდეთ და ვალდებულებების შესრულება სამომავლოდ გადადეთ. დაწყებული საქმის დასრულებაში მოულოდნელად ისეთი ადამიანები დაგეხმარებიან, ვისგანაც მხარდაჭერას არ ელოდით. ეცადეთ პლანეტების კეთილგანწყობა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისთვის გამოიყენოთ.

მერწყული

ამ დღეს ყველაზე მეტად კამათში ჩართვას და საკუთარი სიმართლის მტკიცებას უნდა მოერიდოთ. ურთიერთობა მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, თუ ნაკლებს ისაუბრებთ და საყვარელი ადამიანების სურვილებს მეტად მოუსმენთ. დროა თქვენს ყოფაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დანერგოთ და ფიზიკური მდგომარეობა გაიძლიეროთ.

თევზები

შოპინგი იმედებს გაგიცრუებთ, ამიტომ სასურველია, რომ ეს დღე მაღაზიებისგან მოშორებით გაატაროთ. შეგიძლიათ ამ დღეს პროფესიული პრობლემები დროებით დაივიწყოთ და მთელი დრო საკუთარ თავს მიუძღვნათ. შესაძლოა, ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

“უკრაინის დახმარება აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოსა და G7-ის კოლექტიურ უსაფრთხოებაში ინვესტიციაა” – რიში სუნაკი

უკრაინის დახმარება აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოსა და G7-ის კოლექტიურ უსაფრთხოებაში ინვესტიციაა, – განაცხადა კიევში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.

“მხოლოდ უკრაინის გამარჯვება შეაკავებს პუტინს მომავალში სხვა ქვეყნებზე თავდასხმისგან. ჩვენი მტრები ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ დემოკრატიას არც მოთმინება აქვს და არც რესურსი ხანგრძლივი ომებისთვის”, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

“თუ ყოყმანს დავიწყებთ, ჩვენ ახლა გავათამამებთ არა მხოლოდ პუტინს, არამედ მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეაში, ირანში და სხვაგან. ან ჩვენ უკრაინის მხარეს დავდგებით და დავიცავთ ჩვენს საერთო საქმეს – დემოკრატიის გამარჯვებას დიქტატურაზე, თავისუფლების – ტირანიაზე, კანონის უზენაესობის – ანარქიაზე. ეს არის ის, რისთვისაც თქვენ იბრძვით”, – დასძინა რიში სუნაკმა.

ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი გაჩნდა – ვიდეო

წყალტუბოში, ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში ხანძარი იყო. ინფორმაციას და კადრებს სოციალურ ქსელში იოსელიანების რძალი ნუცა ცისკარიშვილი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ცეცხლი მუზეუმის ზედა ნაწილში გაჩნდა. მწერლის რძალი ამბობს, რომ სახანძრო დროულად მივიდა და მეხანძრეების დახმარებით, მუზეუმი გადარჩა.

„ბუხრის საკვამურიდან გადავიდა სახურავზე ნაპერწკალი, რამაც გამოიწვია გამომშრალი ხის წვა. საბედნიეროდ, გადავრჩით, ძალიან მცირე ნაწილია დაზიანებული და ექსპონატებიც დიდად არ შელახულა.

არ იყო განზრახ გაჩენილი ხანძარი, არც დიდი დაუდევრობა მომხდარა. იყო პატარ-პატარა შეცდომების ბრალი, რომელზეც ხმამაღლა ვისაუბრებთ, რომ არც ერთ ბუხრიან სახლში იგივე არ განმეორდეს.

ყველაფერი კარგად არის, არავინ დაზიანებულა და სახლ-მუზეუმს არანაირი საშიშროება არ ემუქრება, – ამბობს ვიდეოში ნუცა ცისკარიშვილი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

 

“აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე” – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეხმაურებიან ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საჯარო ბაღების აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ტენდერი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გასული წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და სააგენტო იძულებულია, საკვები გამარტივებული წესით შეიძინოს.

„რადგან საქმე პატარებს, მათ უსაფრთხოებასა და სკოლამდელი აღზრდის პროცესის გამართულად წარმართვას ეხება, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მშობლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაღებზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლიდან პირველად გავრცელდა, თითოეული ბაღი შემსყიდველ ორგანიზაციად დარეგისტრირდა და ერთობლივი ტენდერი გამოცხადდა. უფრო კონკრეტულად, ბაღების საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებული ბაზრის კვლევა ჩატარდა გასული წლის 17-28 ნოემბრის პერიოდში, ორივე ტენდერი კი (მტკვრის მარცხენა სანაპირო და მარჯვენა სანაპიროები) გამოცხადდა ამავე წლის 30 ნოემბერს.

სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას, ორივე ტენდერი გასაჩივრდა კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლების მიერ, რაც გარკვეულ პროცედურულ საკითხებთანაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს იწყება, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდულია საკვები პროდუქტების მიწოდება 29 თებერვლის ჩათვლით.

გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არცერთი ტენდერი არ ჩავარდნილა. სატენდერო პროცედურები გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებამდე ჩატარებულია ბაზრის კვლევა და ხელშეკრულებები გაფორმებულია უმცირესი შემოთავაზების მქონე კომპანიასთან.

ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება, აღსაზრდელების საკვებით უზრუნველყოფა კი, მათ შორის, პანდემიის პირობებში, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით თუ ეს პატარებს ეხება, გადაამოწმონ თბილისის მერიის პრესსამსახურთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს

საქართველოს 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს.

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“, შემდეგ იყო საბავშვო ანსამბლ „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი, ასევე უკრავდა გიტარაზე. 8 წლიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა.

წლების განმავლობაში მონაწილეობა აქვს მიღებული 10-ზე მეტ კონკურსში და ბევრჯერ მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ევროვიზია 2024 შვედეთის ქალაქ მალმეში 7, 9 და 11 მაისს გაიმართება.

მარნეულთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ქვემო ქართლში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევა მარნეულთან მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

“ჩინეთის არმია ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მტკიცედ ჩაახშოს ტაივანის დამოუკიდებლობის მცდელობები” – ჩინეთის თავდაცვის უწყება

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ ძალისხმევას ჩაახშობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

“ჩინეთის არმია ყოველთვის ინარჩუნებს სიფხიზლეს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მტკიცედ ჩაახშოს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მცდელობები ნებისმიერი ფორმით”, – განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ჩჟან სიაოგანმა.

ჩჟან სიაოგანმა ტაივანის მმართველი პარტია იმაში დაადანაშაულა, რომ კუნძულს ომის სახიფათო პირობებისკენ უბიძგებს.

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 13 იანვარს გაიმართება.

“მიყვარხარ სამუდამოდ” – როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიამ ნიცა თავაძეს იუბილე (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე, ნიცა თავაძე სოციალურ ქსელებში აქტიურობისგან მუდმივად თავს იკავებს, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ მათი სურვილების მიუხედავად, უამრავი საპასუხისმგებლო ფაქტორი და კონტრაქტია. თუმცა, გულშემატკივრებს ერთობლივი ფოტოებით იშვიათად მაინც ანებივრებენ.

ამჯერად, კვარას მეუღლე იუბილარია, ნიცა 19 წლის გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამგზე“ ვიდეო კოლაჟი და ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რითაც მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს.

დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ყველაფერო, მიყვარხარ სამუდამოდ,“ – დაწერა კვარამ.

“სად გახარია თავის უბადრუკი პოლიტიკური წონით და სად ბიძინა ივანიშვილი?!”

გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია, – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, გახარია, მის გუნდთან ერთად ამ გზით ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.

„გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია. სპორტული ტერმინი რომ ვიხმაროთ სხვადასხვა წონით კატეგორიები არიან და იმიტომ, სად გახარია თავის უბადრუკი პოლიტიკური წონით და სად ბიძინა ივანიშვილი?! მაინც რა გამართლება ან რა ახსნა უნდა ჰქონდეს ამ ყოველივეს? მარტივი: რაღაცით უნდათ ყურადღების მიქცევა ამ ხელმოცარულებს?! მანამდე ლილუაშვილი გამოვიდა და იქნებ ძველ საპრეზიდენტო მოდელს დავუბრუნდეთო იძახდა. სავარაუდოდ გახარია ჰყავდა წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად, ბუჩუკური გამოვიდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და ცდილობდა აეხსნა თუ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში და თავისივე სისულელეებში ძალიან სასაცილოდ აიხლართა. მოკლედ არ იციან რა ქნან ოღონდ რამენაირად ყურადღება მიიქციონ.

ბოლოს ალბათ გამოვლენ და იტალიის საფეხბურთო კლუბ ნაპოლის პრეზიდენტს გახარიას შესთავაზებენ მწვრთნელად… ისე, ირაკლი კობახიძის შეთავაზება ძალიან კარგად ჟღერს გახარიასადმი, წესით ხელიდან არ უნდა გაუშვან ეს შესაძლებლობა!” – წერს ნიკოლეიშვილი.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ომის დაწყებიდან ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.

“დიდი ბრიტანეთს დღეს სურს უკრაინისთვის ომის დაწყებიდან თავდაცვითი დახმარების ყველაზე დიდი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს, რომლის ღირებულებაც 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ეს ნიშნავს – მეტ უსაფრთხოებას, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს, რაკეტებს, ასობით ათას ახალ საარტილერიო ჭურვს, წვრთნას ათასობით უკრაინელი სამხედროსთვის,” – განაცხადა სუნაკმა.

“ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივი თავდასხმებით, აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ”

„ჰუსიტების“ წინააღმდეგ ერთობლივი თავდასხმებით, აშშ-სა და ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად გადააქციონ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ და ბრიტანეთი არაპროპორციულ ძალას იყენებენ, როგორც ამას ისრაელი აკეთებს პალესტინაში.

„იემენი, „ჰუსიტებთან“ ერთად და მთელი ძალის გამოყენებით, ამბობს, რომ გასცემს აუცილებელ პასუხს რეგიონში ამერიკასა და ინგლისს. ამბობენ, რომ აქ ოდნავი უმოქმედობის ადგილი არ არის. ამ დროისთვის, ჩვენ ვიღებთ განსხვავებულ სიახლეებს ძალიან განსხვავებული არხებიდან. ჩვენ გვესმის სხვადასხვა არხებიდან, რომ „ჰუსიტები“ ძალიან წარმატებულ თავდაცვას ახორციელებენ და წარმატებით პასუხობენ ამერიკასა და ინგლისს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

12-15 იანვარს სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

„14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.