Home Blog Page 1787

გახარიას განცხადებები ემსახურება ერთ რამეს – პოლიტიკის ზედაპირზე იტივტივოს -ირაკლი ქადაგიშვილი

გიორგი გახარია დაიმალა მას შემდეგ, როდესაც როგორც პრემიერ-მინისტრმა ყველაზე უფრო მძიმე ვითარებაში უღალატა ქვეყანას და სახელმწიფო ინტერესებს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ახლა, გახარიას ხან პრეზიდენტის არჩევნების მოთხოვნა და ასევე სხვა განცხადებები ემსახურება ერთ რამეს, რომ რამენაირად პოლიტიკის ზედაპირზე იტივტივოს. მის ტივტივში ხელის შეწყობას ჩვენ არ ვაპირებთ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის აბსურდული განცხადებაა. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას წარსულ საქმიანობას და 2021 წლის არჩევნებზე განცდილ მარცხს ახსენებს და ურჩევს, რომ დებატები ჯერ მოვალეებთან გამართოს.

ვითარება გზებზე – განახლებული ინფორმაცია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე  მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ნამქერის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კალანდა -14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება

14 იანვარს საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება.

ახალ წელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებულად ხვდებოდნენ.

გურიაში ახალ წელს “კალანდას” ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილი დიდის, ხსენების დღეს ემთხვევა. 14 იანვარს, გურიაში, მამლის ყივილზე მთელი ოჯახი ფეხზე დგება. მამაკაცები ღორის თავს, ბასილას, საახალწლო გობს სანოვაგით დატვირთულს, მორთულ ჩიჩილაკს და ცარიელ ჩაფს იღებენ და მარნისკენ გაეშურებიან.
მარანში შესვლისას ოჯახის უფროსი ხმაამოუღებლად საახალწლო გობს მიწაზე დადგამს, ჩაფს ღვინით გაავსებს და დაჩოქილი წმინდა ბასილას ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ მეკვლე გობიდან კაკალს აიღებდა და წმინდა ბასილს შეეხვეწებოდა, რომ ამ კაკალივით აევსო ოჯახი ყოველივე სიკეთით.

კალანდის მთავარი ატრიბუტია ჩიჩილაკი, რომელსაც მსხვილი თხილის ჯოხისგან ამზადებენ. ჩიჩილაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.

კაკალს გატეხდნენ და, თუ ცარიელი აღმოჩნდებოდა, რაც, გურულების რწმენით, უბედურების მომასწავებელი იყო, მეკვლე ხელმეორედ ეხვეწებოდა წმინდანს, რომ ოჯახი ცარიელი კაკლისთვის არ დაემსგავსებინა. ამის შემდეგ პროცესია სახლისკენ გაემართებოდა.მეკვლე კარებზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: „კარი გამიღე!“ სახლიდან სამჯერ უპასუხებდნენ: „რა მოგაქვს?“. მეკვლე პასუხად ჩამოუთვლიდა: „მშვიდობა, ღვთის წყალობა, ჯანჯუხა, ხაჭაპური, ტკბილეული…” შემდეგ მას კარებს უღებდნენ და იწყებოდა საახალწლო მილოცვები. საახალწლო სუფრის აუციელებლი ელემენტია საცივი. საშობაო კვერი ტრადიციული გურული ხაჭაპურია (ღვიძელი). ესაა ნახევარმთვარის ფორმის ხაჭაპური მოხარშული კვერცხით. ხაჭაპურში ჩატანებული კვერცხი ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლო იყო.

გურული ღვეზელი იყო გათხოვილი ქალის მოკითხვისას მშობლების ძღვენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.

ნახევარმთვარის ფორმა ძველი გურულების რწმენით ძლიერების სიმბოლო იყო. საშობაო კვერი ცხვებოდა კეცზე, წითლად აელვებულ ნაკვერჩხალზე. მოხარშულ კვერცხებს ორი დღით ადრე შუაცეცხლზე ან ბუხარში შეკიდებდნენ ან ფრცქვნიდნენ, გაფიცხებულ კეცზე დააწყობდნენ და ნაკვერჩხალზე ბრაწავდნენ.

სამეგრელოში ახალ წელს დილაადრიან ოჯახის უხუცესი მამაკაცი ხელში მორთული ჩიჩილაკით და ღომის მარცვლიანი ჯამით, რომელზეც კვერცხი დევს, სახლიდან გარეთ გადის ახალი წლის მოსალოცად. გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ სახლში შემოდის, ჩიჩილაკს კუთხეში მიაყუდებს, ჯამს იქვე მიუდგამს და თვითონ საახალწლო ტაბლას მიუჯდება, რომელზეც ალაგია: ღორის თავი, ბასილა თავის ხაჭაპურებით, ხილი და სხვა. საუზმის დაწყებამდე მეკვლე ოჯახის ყველა წევრს ტკბილეულით “დააბედებს.”

ზემო რაჭაში საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს “კერია-ბერია”-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას “მაკვრიელი” ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით.

ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს და ამბობს, რომ კარი გააღონ, რადგან მოაქვს ღვთის წყალობა.

ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში “აბრამიანს” უწოდებენ.
თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს “ქრისტეს საგძალს”, კაცზე “ბაცუკაცს” და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და დალოცავს ოჯახს.

ხევსურები ახალ წელს “წელწადს” უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს.
ახალწელიწადს მამაკაცები ხატში იკრიბებიან და აქ ხატის დარბაზში დროს სმასა და მოლხენაში ატარებენ.
ძველით ახლი წელი 13 იანვრის ღამეს შემოდის.

 

“ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად… მიზეზი იყო ის, რომ სოლოლაკი ვერ “ავიღეთ”- მიშა ანდღულაძე

“ოლი­გარ­ქმა (და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი) არ შე­იძ­ლე­ბა უფუ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს მი­ზე­ზად. მი­ზე­ზი იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი იყო, რომ მირ­ჩევ­ნია არ ვთქვა-  ამის შესახებ”კო­მე­დი შოუს” მსა­ხი­ო­ბმა მიშა ან­დღუ­ლა­ძემ  გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის „პოდ­კას­ტში” “ფორ­მუ­ლა­ზე” გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის დახურვზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სწო­რედ ამის შემ­დეგ გუნ­დმა გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზია გა­ეხ­სნა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ეტაპ­ზე შე­მო­სა­ვა­ლი ნაკ­ლე­ბი აქვთ, ამ­ბობს, რომ აქვთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

“ჩვენ რო­დე­საც გა­და­ვე­დით “ფორ­მუ­ლა­ზე”, გა­ვი­და ერთი-ორი წელი და ერთ დღე­საც გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ყვე­ლა გა­და­ცე­მა, რო­მელ­საც ვა­კე­თებ­დით, და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ გა­და­ცე­მას ვა­კე­თებ­დით, ყვე­ლა ერ­თად და­ი­ხუ­რა.

ოლი­გარ­ქმა (და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი) არ შე­იძ­ლე­ბა უფუ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლოს მი­ზე­ზად. მი­ზე­ზი იმ­დე­ნად აბ­სურ­დუ­ლი იყო, რომ მირ­ჩევ­ნია არ ვთქვა. ვერ და­ვი­ჯე­რეთ, რომ ამ­დენ გა­და­ცე­მას აკე­თებ უცებ და ასე­თი მი­ზე­ზით უცებ გი­ხუ­რა­ვენ. ისიც არ იყო, რომ რე­ი­ტინ­გი არ აქვს, მი­ზე­ზი იყო, კონ­კრე­ტუ­ლად, ნუ მოკ­ლედ – სო­ლო­ლა­კი რომ ვერ “ავი­ღეთ”.

მე არც ვი­ცო­დი, რომ თურ­მე, სხვა მი­სია მქონ­და. მე რო­გორც კო­მე­დი­ან­ტი, ისე მი­ვე­დი და თურ­მე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა მი­სია მქო­ნია, უდი­დე­სი. ლა­მის მთე­ლი და­სავ­ლე­თი იყო ჩარ­თუ­ლი ამ ამ­ბავ­ში და ნუ ვერ აღ­მოვ­ჩნდით ჩვენ ის ხალ­ხი, სუს­ტე­ბი აღ­მოვ­ჩნდით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვე­უბ­ნე­ო­დი ხალ­ხს, რომ ყვე­ლა გან­საც­დე­ლი სა­სი­კე­თოა. ახლა გვაქვს ის ნა­ნატ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დრო-თქო და ავი­ღეთ ჩვე­ნი კა­პი­ტა­ლი, რაც გვქონ­და, გავ­ხსე­ნით ჩვე­ნი ტე­ლე­ვი­ზია “TV C”, კო­მე­დი­უ­რი არ­ხია ცოტა მრა­ვალპრო­ფი­ლი­ა­ნი. კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში ჰყავს კო­მე­დი არხი. ღა­და­ო­ბა ის არის, რომ ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბა ჩემი კონ­კუ­რენ­ტია. სა­ბო­ლო­ოო ჯამ­ში ეს გა­ვა­კე­თეთ და მად­ლო­ბა ჩვენს დამ­ხუ­რავს. ამას ვე­უბ­ნე­ო­დი თა­ნამ­შრო­მელ­საც, რომ გავა დრო და მად­ლო­ბას იტყვით-თქო. ნუ კუ­რი­ერს უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს ვიდ­რე ჩვენ, მაგ­რამ რომ ვფიქ­რობ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა ეგ ჯდე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და მიშა ან­დღუ­ლა­ძემ.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, საოკუპაციო ძალების მხრიდან სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება.

ქვეყნის საავიაციო ძალების ცნობით, თავდაცვია ძალებმა დედაქალაქისკენ მიმართული ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ მოიგერიეს.

დილით აფეთქებების ხმა დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებშიც ისმოდა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აშშ-მა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა

აშშ-მა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ დღეს განხორციელებული დარტყმების მიზანს „ჰუსიტების“ სარადარო სისტემების განადგურება წარმოადგენდა, რათა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში მოძრავ კომერციულ გემებზე შეტევების განხორციელება ვეღარ შეძლონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საბჭოს წევრებმა 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ დაგეგმილ მაჩვენებლებთან შედარებით შემოსულობები 102.2%-ით, საგადასახადო შემოსავლები 101.7%-ით, პრივატიზაცია 124.3%-ით, გადასახდელები 100.3%-ით, კაპიტალური ხარჯები კი, 101.2%-ით შესრულდა, ხოლო მშპ-თან მიმართებით ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა 2.5% შეადგინა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 102.5%-ით ანუ 83.3 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა და სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 3 434.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (3 351.4 მლნ ლარი) 83.3 მილიონი ლარით მეტია.

ამასთან, მინისტრის თქმით, სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 354.4 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმაც გადააჭარბეს 2023 წლის გეგმებს და ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 2 018.8 მილიონი ლარი (გეგმის 104%); სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 839.0 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 521.1 მილიონი ლარი (გეგმის 100%); შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 43.0 მილიონი ლარი (გეგმის 101 %).
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს ციტრუსის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ციტრუსის სეზონზე ქვეყნის გარეთ ამ ეტაპისთვის ექსპორტირებულია 33 800 ტონა, 22 მილიონი აშშ დოლარის ციტრუსი. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს მიღება-დახარისხება და ექსპორტირების პროცესი. ამ დროისათვის საწარმოს მიერ გადამუშავებულია 9 900 ტონა არასტანდარტული ციტრუსი. სუბსიდიის თანხამ 2 474 000 ლარი შეადგინა. როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, პროცესი გრძელდება და დამატებით 3-5 ათასი ტონის გადამუშავება იგეგმება.

განიხილეს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი. აღინიშნა, რომ 2024 წელს კვლავ გაგრძელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 150 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების მოხმარებული ელექტროენერგიის სუბსიდირება.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს სემეკის გადაწყვეტილებით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი შემცირდა 3,0 თეთრით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია ძალაში რჩება.
მინისტრის თქმით, 2024 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სარეიტინგო ქულების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგია 12,5 თეთრამდე დაუფინანსდებათ. აღნიშნული შეღავათით 250 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დღეს, 12 იანვარს, დიდ დიღომში, ასიათასი მოწამის ქუჩის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს ავარიულად დაზიანდა.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ადგილზე არიან მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 12 იანვარს, საღამოს 21:00 საათიდან, 13 იანვრის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

„ვაკე-საბურთალოს რაიონში – ჭავჭავაძის და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ნაფარეულის, აბაშიძის, არაყიშვილის, რამიშვილის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, დოლიძის, ბალანჩივაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ბოჭორიშვილის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს, ჟვანიას მოედანს, ზემო ვეძისს, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, ბენდელიანის, ოთარ ჩხეიძის, ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, „ახალ თბილისს“, ოლიმპიური ქალაქს, აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს.

მთაწმინდა -კრწანისის რაიონში: რუსთაველის გამზირს, ალ. ჭავჭავაძის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას 1-ელ და მე- 2 შესახვევებს, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩას, ოქროყანას, შანიძის, გრიბოედოვის, ინგოროყვას, ჭიჭინაძის, ჭონქაძის, გ.ტაბიძის, დადიანის, ხოშტარიას, თარხნიშვილის, პეტრიაშვილის და მიმდებარე ქუჩებს; თავისუფლების მოედანს, პუშკინის, აბესაძის, საიათნოვას, გრ. ხანძთელის, იერუსალიმის, ონის, ლადო ასათიანის, სამღებროს, ორთაჭალის, ღვინის აღმართის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში – მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის. ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებ-გვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტისა და ვიქტორ ოსიმენის კონფლიქტს „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელიც გამოეხმაურა

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელისა და ვიქტორ ოსიმენის კონფლიქტს, ნაპოლის მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარიც გამოეხმაურა. იტალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი მხოლოდ მოედანზე მომხდარი ფაქტია.

ნიგერიელ ფეხბურთელსა და ჯუღელს შორის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კვარაცხელიას აგენტმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, ოსიმენი ზაფხულში საუდის არაბეთში გადავა, სადაც ფეხბურთელებს დიდ ხელფასებს სთავაზობენ, ხვიჩა კვარაცხელია კი ამას არასოდეს გააკეთებს, რადგან ის სხვა მენტალიტეტის მოთამაშეა.

„ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ მატჩი 13 იანვარს გაიმართება.

“ხაზარაძის სულელური განცხადებები მოქმედებს მისი და „ლელოს“ საწინააღმდეგოდ და ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს” – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, „289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში“.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის განცხადებები ტრადიციულად კომიკურია.

„ხალხის ძალა” არ ვაფინანსებთ „ლელოს“ PR კამპანიას. ამას ვაცხადებ, იმიტომ რომ, როგორც წესი, ხაზარაძის სულელური განცხადებები მოქმედებს მისი და „ლელოს“ საწინააღმდეგოდ და, ბუნებრივად, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, საზოგადოება მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ არ ვაფინანსებთ ხაზარაძის PR კამპანიას.

რაც შეეხება ხაზარაძის მიერ დათვლილ დღეებს, მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი, რასაც ხაზარაძე კარგად ითვლის, ესაა ფული მის ჯიბეში. ამ დღეების დათვლას, ძალიან კარგი იქნებოდა ის თანხა და ქონებები დაეთვალა, რაც საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს. ისიც ვერ დათვალა – ბიძინა ივანიშვილს საქართველოში დაახლოებით 289 დღე დარჩაო, თქვა ტელევიზიით. ბანკირი კაცი ხარ, შე დალოცვილო და „დაახლოებით“ როგორ უნდა თქვა? ისიც ვერ დათვალა, დაახლოებით, თუ ნამდვილად 289 დღე დარჩა…“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. ამის შესახებ ხაზარაძემ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

მოძრაობა აკრძალულია – გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.