Home Blog Page 1780

“თაღლითი ხაზარაძისა და მოღალატე გახარიას „პოლიტიკური თოჯინები“ უნისონში გმობენ საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას”

„ამ მარგინალი სუბიექტების პარტია-კანტორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საზოგადოებასთან ვერაფერი აქვთ სალაპარაკო. მთავარია უღირსი, ზესამარცხვინო მაწაკობა და ჰაერის რხევა“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის და პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებებს, საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.

აბაშიძის თქმით, ანეკდოტურია და ჰგონია, რომ ამგვარ საზოგადოებრივ სარეველებს ერთგვარი პრაიმერსი აქვთ გამოცხადებული – ვინ იქნება პირველი კონგენიალური ბრიყვის პრიზის აღებაში.

„თაღლითი მამუკა ხაზარაძისა და მოღალატე გიორგი გახარიას “პოლიტიკური თოჯინები” უნისონში გმობენ საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ამ მარგინალი სუბიექტების პარტია-კანტორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საზოგადოებასთან ვერაფერი აქვთ სალაპარაკო. მთავარია უღირსი, ზესამარცხვინო მაწაკობა და ჰაერის რხევა. ანეკდოტურია და მგონია, რომ ამგვარ საზოგადოებრივ სარეველებს ერთგვარი პრაიმერსი აქვთ გამოცხადებული – ვინ იქნება პირველი კონგენიალური ბრიყვის პრიზის აღებაში,“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანის დედაქალაქში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაღუპულია ორი ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

“ამ ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია” – გივი მიქანაძე

ამ ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია – ოპოზიციის რეალური მიზანი პროცესის დაზიანება და ხელის შეშლაა, – აღნიშნული შეფასება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძის განცხადებით, როცა ოპოზიცია გაკოტრებულია, მისი ამოცანა საბოტაჟია.

„როდესაც გაკოტრებული ოპოზიცია გყავს, რომელსაც არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ დაზიანებაზე იმუშაოს, მას კონკრეტულ თანამდებობაზე მხარდასაჭერად როგორი კარგი კანდიდატურაც არ უნდა შესთავაზო, მიზანმიმართულად დაბლოკავს.

ამის არაერთი პრეცედენტია – მაგალითად, 19 აპრილის შეთანხმების შედეგად მივიღეთ ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე დღემდე არჩეული არა გვყავს. იმის მიუხედავად, რომ ეუთო-ოდირმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მაშინდელ ადმინისტრაციას მაღალი შეფასება მისცა, მოახლოებული არჩევნების წინ ცესკოს ადმინისტრაცია ჯერაც დაუკომპლექტებელია. ამ სიტუაციაში ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ ოპოზიცია ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ნეიტრალური, დამოუკიდებელი და კომპეტენტური ადამიანის არჩევის შესაძლებლობა არ მოგცეს, რადგან მისი რეალური მიზანი პროცესის დაზიანებაა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს და სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს, როცა სამუშაო ჯგუფების შექმნას ითხოვს.

“როცა სამუშაო ჯგუფები გასულ წელს შეიქმნა, ერთადერთი რაც მათ გააკეთეს, ევროკავშირისკენ წინსვლის პროცესის საბოტაჟი იყო. ახლა როცა სამოქმედო გეგმა არსებობს, რაღაც ფორმატში შესვლას ითხოვენ. ყველაზე მთავარი ფორმატი არის საპარლამენტო საქმიანობა – პარლამენტის კომიტეტები და პლენარული სხდომები, რაც არის იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები განვიხილოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ.

როდესაც ვხედავთ, რომ ერთ დღეს ერთ აზრზე არიან, ხოლო მეორე დღეს – მეორე აზრზე არიან, ეს არის მანიშნებელი, რომ მათი მიზანი საქმის კეთება არ არის. მიზანია ის, რომ ყველგან რაღაც მიმართულება ეძებონ იმისთვის, რომ პროცესი დააზიანონ“, – განაცხადა მიქანაძემ.

“საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია” – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 2023 წლის მონაცემები შეაფასა. ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის კუთხით 2021 წლიდან დღემდე, საქართველოში მესამედ რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ახალი რეკორდი დამყარდა – 2023 წელს 9.1 % ით გაიზარდა და  6.1 მილიარდი დოლარი გახდა ექსპორტი, იმპორტი 14 % ით გაიზარდა და 15.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 12.5% ით გაიზარდა და ჯამში 21 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადაცდა. ვფიქრობ, რომ დამაიმედებელი მონაცემებია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სექტორებში ბევრი სირთულე და გარკვეული შეფერხებები იყო“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია იმისთვის, რომ 2024 წელსაც იყოს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი. რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა განაპირობებდა მაღალ სავაჭრო ბრუნვას.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს არსებული გლობალური კონტექსტის მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახერხა, რომ თავისუფალი ეკონომიკური გარემოს პირობებში ყოფილიყო მნიშვნელოვანი სავაჭრო პლატფორმა.

„საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან საქართველოს გამოყენება ხდება  ფაქტობრივად, როგორც მაკავშირებლის სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკებთან და ბაზრებთან. ამიტომ ექსპორტის ოპერაციები იყო ისტორიულ პიკზე. საქართველო არის ასეთი თავისუფალი, გახსნილი პლატფორმა სავაჭრო ურთიერთობებისთვის და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გვქონდეს პროგრესი საგარეო ვაჭრობის კუთხით. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ადგილობრივი პროდუქტის წარმოება უნდა შევძლოთ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და ექსპორტის მიმართულებით ესეც მოგვეხმარება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებაზე – სააგენტომ ის BB დონეზე დატოვა პოზიტიური პერსპექტივით. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყოს.

„თუმცა, იცით რომ რეიტინგი საკმაოდ კომპლექსურია და ის ეკონომიკურთან ერთად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს. მათ შორის ძირითადი გამოწვევებია რეგიონული გამოწვევები, რეგიონული გეოპოლიტიკა და გვესმის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში ჩვენ ნაკლებად ხელგვეწიფება ეს კონტექსტი შევცვალოთ. მაგრამ მაქსიმალურად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი შიდა მდგომარეობა იმისთვის, რომ საკმაოდ კარგი შეფასება გვქონდეს, რაც მნიშვნელოვანი მესიჯია ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერი ხაზს უსვამს, რომ  „ფიტჩის“ მოლოდინით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელსაც მნიშვნელოვნად გაიზრდება –  5%-ზე მეტად, რაც, მისი თქმით, საკმაოდ ახლოს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, საქართველო წელს ეკონომიკური ზრდის ტენდეციას შეინარჩუნებს, მომავალ წლებში კი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება.

„ქართული ოცნების“ დელეგაცია ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრს შეხვდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, სუნ ხაიანს და სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევის დეპარტამენტის ვიცე პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს შეხვდა.

„ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შევხვდით მმართველი პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, მინისტრ ლიუ ძინჩაოს, მინისტრის მოადგილეს, ასევე შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო საბჭოსთან არსებული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობასთან. ძალიან საინტერესოა საუბარი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შარშანდელი წელი იყო ისტორიული ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ჩვენი მიზანია ამ შეთანხმების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფა, ამას ემსახურება ჩვენი ვიზიტი. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. არის ბევრი სფერო, სადაც შესაძლებელია ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის“ – ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6582 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6582 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6582 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6741 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0159 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9067 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9308 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0241 ლარი შეადგინა.

“ივანიშვილი კი არა, „ჭ“ კლასის დეპუტატი არ დაგვიჯდება ოპოზიციას სალაპარაკოდ ტელეეთერში”

ივანიშვილი კი არა, „ჭ“ კლასის რომელიღაც დეპუტატი არ დაგვიჯდება სალაპარაკოდ ტელეეთერში – ივანიშვილი ალბათ, პანაშვიდზე, ეკლესიაში და თეატრში მივა, ეს არის მისი ჩრდილიდან გამოსვლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას გუნდის მოთხოვნა, რომ ივანიშვილმა საჯაროდ გასცეს კითხვებს პასუხი, ლოგიკურია, მაგრამ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, რადგან მას „ჩაწყობილი კითხვებისაც“ კი ეშინია.

„წინასაარჩევნოდ ნორმალურ ქვეყნებში ელემენტარული კულტურის და ამომრჩევლის პატივისცემის საკითხია გაიმართოს დებატები. დებატებში პირველ რიგში მონაწილეობას უნდა იღებდეს მმართველი პარტიის წარმომადგენელი. მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერი კი არა „ჭ“ კლასის რომელიღაც დეპუტატი არ დაგიჯდება სალაპარაკოდ და არც სახელისუფლებო მედიები დაგითმობენ ეთერს ოპოზიციას. ისინი ბოიკოტს უცხადებენ დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიებს და დადიან მხოლოდ სახელისუფლებო მედიაში, სადაც ოპოზიციასაც კი არ ეძახიან. ამიტომ “ქართული ოცნების” საშუალო რანგის ლიდერთან შეხვედრაც კი ვერ მოხდება, არათუ ივანიშვილთან დებატები. თავისთავად მოთხოვნა, რომ გამოვიდეს ის კაცი, რადგან ნახევრად გამოვიდა ჩრდილიდან და დაჯდეს და იდებატოს ოპოზიციასთან, არის ლოგიკური, მაგრამ ფანტაზიის სფეროს განეკუთვნება, არათუ ოპოზიციასთან, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთანაც არ დაჯდება იმდენად ეშინია, თუნდაც, ჩაწყობილი შეკითხვების. ივანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ერთხელ ან ორჯერ გამოჩნდეს, ერთხელ მივა პანაშვიდზე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ პანაშვიდზე მისვლა არ მოუწევს და დიდხანს იცოცხლებენ ის ადამიანები, რომელთანაც ივანიშვილი შეიძლება მივიდეს, ორჯერ მივა, ალბათ, ეკლესიაში აღდგომას და ერთხელ თეატრში, დაახლოებით ეს არის ალბათ, ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა,“ – განაცხადა გოცირიძემ.

“გვარამია ტელევიზიით იქნება „ნაცმოძრაობის“ ლიდერი თუ ტელევიზიის გარეშე, ამით ამომრჩევლისთვის არაფერი იცვლება”

ოპოზიციაში ახალი კონფიგურაციების ჩამოყალიბების მცდელობა რაიმე სიახლე არ არის, მელია იქნება, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე, „ლელო“ თუ გვარამია, ეს ყველა ერთად „ნაციონალური მოძრაობაა“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო, რომელიც მთელ საინფორმაციო პოლიტიკას და პროპაგანდას ადგენდა.

„ადრე ერთი მთლიანობა იყო, დღეს კი, დაიშალნენ და ახლა ცდილობენ ამ დაშლილისგან რაღაც ნაწილი შეკოწიწდეს. ეს ყველაფერი რა კონფიგურაციითაც არ უნდა შეიკრიბოს, ძირითადად გათვლა იმ ამომრჩეველზე აქვთ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველი იყო. ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო, რომელიც მთელ საინფორმაციო პოლიტიკას და პროპაგანდას ადგენდა და დღესაც ადგენს. უბრალოდ, ახლა მოცემულობა შეიცვალა – შიდა დიდი დიფუზია აქვთ. გვარამია ახალი სახე კი არ არის, ათეულობით წლით, „ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდული მიმართულების ხელმძღვანელი იყო. მას ე.წ. ამომრჩეველზე მინიმალური ზეგავლენა ექნება. მისგან სიახლე არაფერია – ახლა ხდება პოლიტიკური და მედია სივრცის ჰაერის და გარემოს ჯანჯღარი. ამომრჩევლისთვის ეს გადაჯგუფება-გადმოჯგუფება სიახლე არ არის. როცა გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ვსაუბრობთ, მათ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ინტერესების გარდა, კიდევ რაღაც უკეთესი უნდათ. ახლა გვარამია ტელევიზიით იქნება „ნაცმოძრაობის“ ლიდერი თუ ტელევიზიის გარეშე, ამით ამომრჩევლისთვის არაფერი იცვლება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“უკრაინელები მზად არიან უკიდურეს ზომას მიმართონ, რომ ომში გაწვევას გაექცნენ”-The TImes

ბრიტანულ გაზეთ „თაიმსში“ (The TImes) დაბეჭდილია სტატია სათაურით “უკრაინელები მზად არიან უკიდურეს ზომას მიმართონ, რომ ომში გაწვევას გაექცნენ // რა მოხდება ახალი სამობილიზაციო კანონის მიღების შემდეგ” (ავტორი – ენტონი ლოიდი).

პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის არმიაში გაწვევასთან დაკავშირებული პრობლემები: უკრაინელი მამაკაცების სამშობლოდან არალეგალურად გაქცევის მცდელობები და მათი მოტივაცია, დასჯის სახეები და ახალი სამობილიზაციო კანონის ძალაში შესვლის სავარაუდო შედეგები.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს.

უკრაინელ მესაზღვრეებს, რომლებიც რუმინეთთან საზღვარს იცავენ მდინარე ტისას გასწვრივ, ხშირად უხდებათ ახალგაზრდა მამაკაცების წყლიდან ამოყვანა და გადარჩენა – ისინი ცდილობენ მდინარე გადალახონ და ომში გაწვევას თავი აარიდონ. ნოემბერში მესაზღვრეებმა ტისას უკრაინულ ნაპირზე ათი სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი დააკავეს, რომლებიც რუმინეთში გადასვლას აპირებდნენ. თითქმის იმდენივე დეკემბერშიც. ზოგიერთი გამქცევი საკმაოდ კარგად იყო მომზადებული ცივი და წყალუხვი მთის მდინარის გადასალახავად – ჰიდროკოსტუმები ეცვათ, სამაშველო ჟილეტებიც…

ზოგიერთი ცდილობდა ავტომანქანის საბურავით ან გასაბერი ლეიბებით გადასულიყო რუმინეთში. რამდენიმე გამქცევი კი ისე გაიხლართა მდინარის მიერ მოთხრილი ხეების ფესვებში, რომ მესაზღვრეებმა უშველეს, თორემ დაიხრჩობოდა.

ამას წინათ მესაზღვრეებს ძალიან გაუკვირდათ, როცა რუმინეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიისაკენ მოცურავე შეამჩნიეს – ყველა იქით გარბის და ეს ვინღაა, აქეთ რომ მოდისო. საზღვრის დამრღვევი 31 წლის სტეფან რიშკოვიჩი აღმოჩნდა, ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში ჩეხეთიდან მიდიოდა, სურდა საზღვარზე არალეგალურად გადასვლა, ოჯახის მონახულება და შემდეგ კი უკან ისევ არალეგალურად დაბრუნება.

უკრაინის კანონმდებლობით კი, 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს ქვეყნის გარეთ გასვლა სპეციალური ნებართვის გარეშე ეკრძალებათ, ხოლო ვინც უკან ბრუნდება, მათ იქვე აკავებენ და ფრონტზე გზავნიან. უიღბლო სტეფან რიშკოვიჩი ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს, შემდეგ კი მას ადგილობრივმა სამხედრო კომისარმა მიაკითხა და ახლა, ალბათ, უკეთეს შემთხვევაში, სადღაც ფრონტზე სანგარში ზის.

ომისაგან ღრმა დაღლილობისა და სტრესის ფონზე, როცა იარაღი არ არის საკმარისი, ხოლო უკრაინის ქალაქების თავზე ციდან ყოველდღე რაკეტები და ბომბები ცვივა, როცა კონტრშეტევა ჩაიფუშა და ფრონტზე ასი ათასობით ახალგაზრდა იღუპება და სახიჩრდება, როცა საეჭვო ხდება დასავლეთის მიერ დახმარების გაწევა, სულ უფრო ნაკლებ უკრაინელს სურს ფრონტზე წასვლა. ზოგიერთი ახალგაზრდა მამაკაცი სიცოცხლისათვის საშიშ რისკზე მიდის, რომ უკრაინიდან გაიქცეს.

ომის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში უკრაინის უშიშროების სამსახურმა 17 ათასზე მეტი მოქალაქე დააკავა, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანა არალეგალურად დაეტოვებინათ. როგორც თვითონ სამართალდამცველ ორგანოში ვარაუდობენ, მობილიზაციის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, სამშობლოდან გამქცევთა რაოდენობა მრავალჯერადად მოიმატებს.

ახლა ზამთარია, ცივა, მაგრამ ბევრი ბევრი უკრაინელი მამაკაცი ცდილობს უკანონოდ, არალეგალურად გადავიდეს უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე. ზაფხულში ისინი ყალბ ცნობებს იყენებდნენ, ახლა კი, როცა მესაზღვრეები მათ „ეშმაკობებს“ მიხვდნენ, სულ უფრო მეტი გამქცევი ქირაობს მეგზურებს – ე.წ. გიდებს“ და კონტრაბანდისტებს, რომლებიც დიდი ფულის ფასად, მათ საზღვარზე გადაყვანას სთავაზობენ.

სანამ მობილიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტი ძალაში არ შესულა (ვერხოვნა რადაში მისი განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს), უკრაინის სასამართლოები ლმობიერად ექცევიან ქვეყნის დატოვების მსურველებს.

თუ საქმე დოკუმენტების გაყალბებას არ ეხება, სამართალდარღვევა ადმინისტრაციულად (რამდენიმე დღით დაკავება და ჯარიმის გადახდა) ისჯება და სისხლის სამართლის საქმე არ აღიძვრება. ახალი კანონმდებლობით კი, როცა ძალაში შევა, სასჯელი უფრო გამკაცრებულია, განსაკუთრებით „გიდებისა“ და მეგზურებისათვის. ექსპერტთა აზრით, მობილიზაციის შესახებ მკაცრი კანონი უკრაინიდან გაქცევის მსურველებს ვერ შეამცირებს, პირიქით, შეიძლება კიდევ უფრო მეტმა მოისურვოს სამშობლოს დატოვება.

წყარო:

“დავოსი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, კონკრეტული შეხვედრების გარდა, რომლებიც ბიზნესებთან გვექნება, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

დავითაშვილის თქმით, ასევე გაიმართება შეხვედრები ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით და იმედი აქვს, ეს შეხვედრები პროდუქტიული იქნება.

„დავოსი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა წლის დასაწყისში, სადაც, უკვე რამდენიმე ათეული წელია, იკრიბება ბიზნესი და ბევრი მნიშვნელოვანი ტენდენციის შესახებ ყალიბდება აზრი. ასევე, პრაქტიკული კუთხით ძალიან საინტერესოა დავოსი, რადგან პრაქტიკული გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტულ პროექტებთან, საინვესტიციო მიმართულებებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ზუსტად ეს მიმართულებაა ყველაზე მეტად საინტერესო დავოსში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში დავოსი, ეკონომიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც გახდა. ამიტომ ქვეყნის ზოგადად ცნობადობისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე დავოსში მონაწილეობა. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი რამდენიმე პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, გარდა კონკრეტული შეხვედრებისა, რომლებიც ჩვენ გვექნება ბიზნესებთან ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით. მიდიოდა მუშაობა თვეების განმავლობაში და, შესაბამისად, შეხვედრები უკვე არის დანიშნული. ჩვენ გვექნება შეხვედრები მსოფლიოს ბევრ კომპანიასთან სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ-დან დაწყებული, სამხრეთ აღმოსავლეთ-აზიის წამყვანი ბიზნესჯგუფებით დამთავრებული. სფეროები ძალიან მრავალფეროვანია. ეს ეხება როგორც ფინანსურ მომსახურებას, ისე კონკრეტულ სხვადასხვა სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, სამშენებლო, რითეილ და სხვადასხვა მიმართულებას. შესაბამისად, ძალიან ფართო სპექტრია დავოსში შეხვედრების, რომლებიც უკვე წინასწარ ცნობილია. ამის პარალელურად, შესაძლოა, დამატებითი შეხვედრები იყოს. იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები საბოლოოდ პროდუქტიული იქნება და წამყვანი კომპანიების მხრიდან იქნება გადაწყვეტილებები საქართველოში ინვესტირების შესახებ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, ყველა სხვა კატეგორიის შშმ პირის ფინანსური დახმარება კი 20 ლარით იზრდება

იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – ამის შესახებ გადაწყევტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება. ყველა სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ფინანსური დახმარება 20 ლარით იზრდება, მათ შორის მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირს სოციალური პაკეტი 175-დან 195 ლარამდე ეზრდება. ბიუჯეტი დაახლოებით, 46 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი სოციალური პაკეტით 123 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

“როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება” – ხატია დეკანოიძე

კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან. დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანის სინერგიული ერთობა, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამასთან, ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ როგორც აქვს ინფორმაცია, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება.

„ალბათ, მარტის დასაწყისამდე კონფიგურაცია გამოჩნდება. მარტი ალბათ საბოლოო ათვლის წერტილი იქნება, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ეს უნდა იყოს გონივრული კონფიგურაცია, რაც გულისხმობს, რომ მეტი გონივრული ერთობა და ალიანსები უნდა შედგეს. ეს უნდა იყო სინერგიული ერთობა, რომელიც არ იქნება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ ავტომატური დაჯგუფება, არამედ იქნება სინერგია, რომელიც ხმების რაოდენობას გაზრდის. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები არსებობს. არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები და ვიქნები. კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან და ნიკა გვარამიასთან. დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანის, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, სინერგიული ერთობა, რაც შედგება, მნიშვნელოვანი იქნება. ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე სახის ალიანსზეა საუბარი „ლელოსთან“. ალბათ ეს ნიკას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ წინასარჩევნო ალიანსზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვსაუბრობთ და არაერთხელ მითქვამს, რომ ნიკა მელიასთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. ჩვენ ვსაუბრობდით და ეს შეეხებოდა პოლიტიკურ კონსულტაციებსაც. გვარამიასთან საუბარი არ შემიწყვეტია, როცა ის იყო ციხეში და მას შემდეგაც, რაც თავისუფლებაზე გამოვიდა. ორივე ადამიანს დიდი რესურსი და პოტენციალი აქვთ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ის სინერგია მოიტანონ, რომელიც ერთობას უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ საუბარია მათ შორის, ვინც წლების განმავლობაში იყვნენ ჩემი მეგობრები. როგორც ვიცი, ნიკა გვარამია ახალი პარტიით უახლოეს პერიოდში წარდგება. ძალიან საინტერესო კონფიგურაციაზე საუბრობენ მისი წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ საინტერესო და ცხელი გაზაფხული გველოდება“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.