Home Blog Page 1761

15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა, კრემლს არ სურდა, ქართველებს საკუთარი მომავალი გადაეწყვიტათ – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია -მეთიუ მილერი

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ გააგრძელებს თავისი მხარდაჭერის მკაფიოდ გამოხატვას ამ პოლიტიკის მიმართ.

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მხარდაჭერის მკაფიოდ გამოხატვას ამ პოლიტიკის მიმართ.

რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით უბრალოდ ვიტყოდი, რომ თუ გადავხედავთ იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დავუწესეთ – და დიახ, ეს არის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ – ამან დაასუსტა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. მათ ზიანი მიაყენეს რუსეთის ეკონომიკას. მათ გამიზნული აქვთ რუსეთის შიგნით არსებული კრიტიკული სექტორები, რომლებსაც ის იყენებს საზღვარგარეთ ელექტროენერგიის დასაპროექტებლად.

ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ჩანაწერი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

7 აგვისტო, ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში გულისხმობს სხვა ქვეყნების გადარჩენას იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადიან. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან.

„15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი სიტყვა ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინ უკვე რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს იხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა. როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას. ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას, განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან. გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება -ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.

პრემიერის თქმით, რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება.

“15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს – რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო – საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად”, – წერს ღარიბაშვილი.

უკრაინა “აბრამსის” ტანკებს შემოდგომაზე მიიღებს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა. ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება. მედიის ცნობით, ამის შესახებ შესყიდვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბუშის თქმით, ტანკები უკვე მზად არის უკრაინაში გადასაზიდად.

„ახლა ისინი უნდა მოხვდნენ ევროპაში, შემდეგ კი უკრაინაში, ყველაფერთან ერთად, რაც მათ მოჰყვება: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ანუ ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მათ მოჰყვება“, – აღნიშნა დუგლას ბუშმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავდა „აბრამსის“ ტანკებს უკრაინისთვის გადაცემას.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების ტანკებზე წვრთნების პროცესი მაისში გერმანიაში დაიწყო. მედიის ცნობით, ტრენინგის დასრულება ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის 

ვერძი

ნეპტუნის გავლენის გამო, დღეს შეიძლება ყველაზე ერთგულმა მეგობარმა მოგატყუოთ. ზოგჯერ ჩვენს სიახლოვეს არიან ადამიანები, რომელთა ნამდვილ ხასიათს ძალიან გვიან ვამჩნევთ. გახსოვდეთ, რომ ცრუ მეგობრები უფრო საშიშია, ვიდრე აშკარა მტრები. თქვენს სახლში ყველაფერი მშვენივრადაა. ეცადეთ ამით ისარგებლოთ, რომ ყოველდღიური საზრუნავი ცოტა ხნით დაივიწყოთ.

კურო

ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწევთ, მაგრამ შეგიძლიათ თანამშრომლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. თუ ახალი, უფრო საინტერესო პროექტის დაწყებას გეგმავთ, გირჩევთ რამდენიმე დღე დაიცადოთ.

ტყუპები

ამ დღეს პლუტონის გავლენა სევდიან განწყობაზე დაგაყენებთ. ეცადეთ ბნელი აზრებისგან გათავისუფლდეთ და ცხოვრების ნათელი მხარე დაინახოთ. შესაძლოა, ახალი ცოდნის მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და უპირველეს ყოვლისა, გრძნობებს ნუ აჰყვებით.

კირჩხიბი

ამ დღეს კრიტიკის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხართ, ვიდრე სხვა დროს. ეს კონსტრუქციული კრიტიკაა, ამიტომ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ და სამომავლოდ გაითვალისწინოთ.

ლომი

სამსახურში თქვენს შრომისმოყვარეობას და კეთილსინდისიერებას აფასებენ, თუმცა ამ დღეს შესაძლოა, უფროსის კრიტიკა დაიმსახუროთ. დაჯერება გიჭირთ, რომ მეგობარი თქვენზე ჭორებს ავრცელებს, მაგრამ ფაქტის წინაშე დადგებით. მას, ვინც ჭორებს ავრცელებს, სიმართლეზე მეტად პირადი ინტერესები ამოძრავებს. სცადეთ, დაელაპარაკოთ და მისი მოქმედების მოტივები გაიგოთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით და საკუთარ თავს სისუსტის უფლება არ მისცეთ, თორემ შეძლება გამოუსწორებელი შედეგები მიიღოთ. თუ დაოჯახებული ხართ და თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაში ეჭვი გეპარებათ, ეცადეთ ეს რთული პერიოდი გულწრფელი დიალოგით გადალახოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ბრწყინვალე იდეა გეწვიოთ და სანამ დაივიწყებთ აუცილებლად უნდა ჩაწეროთ.

სასწორი

უფრთხილდით ოჯახში ეჭვიანობას. გახსოვდეთ, ეს დროებითი სირთულეებია, რომლებსაც მალე დაძლევთ და აიცილებთ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც თქვენ გარშემო გროვდება. ეცადეთ, დრო გამონახოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

მორიელი

თქვენს ნიშანზე მარსის გავლენა იმაზე მეტყველებს, რომ საინტერესო ამბები გელით. ოცნების სამუშაო იპოვეთ და ცდილობთ საკუთარ შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. არ მოდუნდეთ, ეს თქვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, თუმცა კარგი იქნება, თუ მსუბუქად მაინც ივარჯიშებთ ან, თუნდაც, ფეხით ივლით. ამ დღეს შეძლება თქვენს ცხოვრებაში უცნაური ადამიანი შემოვიდეს, რომელიც საკუთარ თავს ნათელმხილველს უწოდებს, თუმცა ეს უბრალოდ დაბნეული ადამიანია და მისი პროგნოზები სერიოზულად არ უნდა მიიღოთ.

თხის რქა

მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – ისინი ამ დღეს უჩვეულოდ აქტიურდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც ინტრიგაში ჩაგითრიონ, რაც უამრავ პრობლემას მოგიტანთ.

მერწყული

ბოლოს და ბოლოს, მიიღებთ იმ აღიარებას, რომელსაც დიდი ხანია იმსახურებთ. ეცადეთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომელიც საკუთარი შრომითა და გამოცდილებით მოიპოვეთ. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. შეიძლება სიზმარში რაღაც იდეა გეწვიოთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ.

თევზები

თუ კიბეზე ასვლის ან ჩქარი სიარულის დროს გულისცემა გიხშირდებათ, დროა ექიმს მიმართოთ. მეგობრებმა შეიძლება რაღაც ინფორმაცია ან პრაქტიკული რჩევა გთხოვონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ უახლოეს ადამიანებს იმედი არ გაუცრუოთ.

“მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ ვერტმფრენს ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს”-მღებრიშვილი

ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის ყველა ღონისძიება შესრულებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

თემურ მღებრიშვილმა იმ ვერტმფრენებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა შესყიდვის პროცედურებიც, მისი თქმით, უკვე დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს ქვეყანა მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღეს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, მინდა, დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ორი მოზარდი დღის მეორე ნახევარში ზღვაში საცურაოდ გავიდა და გაუჩინარდა.

ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

7 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ,7 აგვისტოს, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიღმის მასივის I, III, IV, V, VI  კვარტალების (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბორის პაიჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, ჟღენტის, თიგიშვილის, კონდოლის, ზაქარაიას, სამღებროს, კაჭრეთის, თამარაშვილის,  ინწკირველის და ურიდიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის  II რიგის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი 3  ზემო პლატოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), რომანოზ ხომლელის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, თელავის, წინანდლის, კასპის, კობარეთის, ახმეტის,  ავლიპ ზურაბიშვილის, ხახანაშვილის, აწყურის, დოესის და კასპის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის  ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის დასახლების, ზემო ვეძისის დასახლების  (ნაწილობრივ), კვაჭაძის, ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ივანე ბერიტაშვილის, ივანე გვარამაძის, დგებუაძის, ლევან ჩარკვიანის, ინტენსიფიკაციის, მაჭავარიანი მუხრანის, უნივერსიტეტის, მიხეილ თამარაშვილის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, შატბერაშვილის, შროშის, ჯანაშვილის, ქობულეთის, თაქთაქიშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი! – სალომე ზურაბიშვილი

რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი! მას კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%-ს და არღვევს ყველა პრინციპს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო დაიცავს თავის ევროპულ გზას და მშვიდობიანად დაიბრუნებს ტერიტორიულ მთლიანობას.

„რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი! 2008 წლის ომიდან 15 წლის შემდეგ მას კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%-ს და არღვევს ყველა პრინციპს.

საქართველო დაიცავს თავის ევროპულ გზას, მშვიდობიანად დაიბრუნებს ტერიტორიულ მთლიანობას და იქნება მტკიცე დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.

უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას განაგრძობს – უკრაინული მედია

უკრაინა რუსეთისთვის ტიტანის მიყიდვას, რომელიც თვითმფრინავებისა და რაკეტების აწყობაში გამოიყენება, ომის დროსაც აგრძელებს.

ინფორმაციას RBC-უკრაინაინდუსტრიულ წყაროებზე და მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტიტანის მადნების მსოფლიო მარაგის 20% სწორედ უკრაინაშია კონცენტრირებული, მაგრამ ძირითადად, კონცენტრატი ქვეყნიდან უბრალოდ ექსპორტზე გადის. 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის აპრილამდე, სახელმწიფო გაერთიანებულმა სამთო და ქიმიურმა კომპანიამ, ტიტანის შემცველი საბადოდან 82,2 ათასი ტონა მოპოვებული მასალის ექსპორტი განახორციელა.

გამოცემის წყაროების მიხედვით, ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის შუამავლების მეშვეობით შევიდა.

რა თქმა უნდა, სტიქიური უბედურება ყველგან ხდება, არავინ ამას არ უნდა აბრალებდეს ხელისუფლებას- გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ შოვში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს იმ მასშტაბის უბედურებაა, რომ მთელი ქვეყნისთვის სამგლოვიარო დღეა.

„ხელისუფლების პროპაგანდა ყველა შემთხვევაში უკვე სამარცხვინოა და ამ უტიფარ საქციელს ვერ გაამართლებს ვერცერთი ოპონენტის აბსურდული ბრალდება. ხელისუფლებას აქვს პირველ რიგში პასუხისმგებლობა და როგორი უპასუხისმგებლოც არ უნდა იყოს ზოგიერთი ოპონენტის საქციელი, ეს არანაირად არ აბალანსებს ხელისუფლების მთავარ პასუხისმგებლობას.

ისევ წარსულისკენ და წინა ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა-შევარდნაძის კორუმპირებული ბიუროკრატიის გაუქმების დაგმობა ხელისუფლებაში ყოფნის მეთერთმეტე წელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა 5 წლის წინ გაიცა დაპირება, რომ 2-3 წელიწადში სრულფასოვანი მონიტორინგისა და რეაგირების სისტემა დაინერგებოდა, კალაძისა და შოთა არველაძის შედარების ამაზრზენი კამპანია, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებულ მატჩზე სტიქიამდე წავიდა და ძალიან კარგადაც მოიქცა, რომ იქ საქართველო წარმოადგინა. ყველაფერი ეს ერთად ხელისუფლების სამარცხვინო ბუნებას გვიჩვენებს კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ბოკერიამ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ის, რომ ასე სწრაფად ხდება უტიფარი პროპაგანდის დაგეგმვა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ამძიმებს ამ რეჟიმის მორალურ პასუხისმგებლობას.

„რა თქმა უნდა, სტიქიური უბედურება ყველგან ხდება, არავინ ამას არ უნდა აბრალებდეს ხელისუფლებას, თუ არ ჩავთვლით ცალკეული ოდიოზური პოლიტიკური ფიგურების აბსურდულ ბრალდებებს, ზოგადად საზოგადოების რეაქცია სრულიად ადეკვატური იყო. ამ დროს ჩნდება ის კითხვები, რომლებიც ყველა ქვეყანაში ისმის ასეთ დროს ხოლმე იმის მიმართ, ვინც არის ხოლმე ხელისუფლებაში და ვისაც ამაზე რეაგირების პასუხისმგებლობა აქვს.

პირველად არ ხდება ამ ტიპის სტიქიაზე რეაგირებისას ზოგადი პოლიტიკური კლიმატის გამოვლენა. ყველაზე მთავარი პრობლემა არის არანგარიშვალდებულების განცდა, ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც ეს განცდა არ გააჩნია საზოგადოების წინაშე და ამ რეჟიმის მოდელი სწორედ ასეთია, ყოველთვის ამა თუ იმ ფორმით, ასეთ შედეგებს დებს და მსგავს უპასუხისმგებლობას აჩვენებს.

მე არ გახლავართ ექსპერტი, მაგრამ ვეყრდნობი იმ ადამიანებს, ვისი რეპუტაციაც ამ სფეროში ჩემთვის საკმარისია და ის, რაც უკვე ვიცით ყოველგვარი გამოძიების გარეშე მინიმუმ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება უკვე მერამდენედ არ იყო მზად მსგავსი ტიპის სტიქიურ უბედურებაზე რეაგირებისთვის სხვადასხვა მხრივ, ყველაზე თვალსაჩინო ხელისუფლების მხრიდან სამაშველოს სამსახურის არასრულფასოვანი ტექნიკური აღჭურვაა. მთავარი მაინც არის უპასუხისმგებლობა და უტიფრობის ზოგადი კლიმატი, რომელიც ამ ხელისუფლებას გააჩნია საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.