Home Blog Page 1737

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია –  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი

გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბეტ ვან სკააკმა ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრებენ, ვიდრე ის თანამდებობაზე დარჩება. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ვან სკააკმა გაიმეორა თავისი თეზისი, რომ აშშ მხარს უჭერს ინტერნაციონალიზებული ტრიბუნალის იდეას, რომელიც იქნება უკრაინის სასამართლო სისტემის ნაწილი.

თუმცა, მისი თქმით, ასეთი ტრიბუნალი პუტინის იმუნიტეტს ვერ დაძლევს მანამ, ​​სანამ ის თანამდებობაზე რჩება.

ვან სკააკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელს არ დააპატიმრებენ, ვიდრე ის რუსეთში უმაღლეს თანამდებობას იკავებს.

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე პუტინს დააპატიმრებს მანამ, სანამ ის სახელმწიფოს მეთაურია. თუ ის აღმოჩნდება უცხოური სასამართლოს ან უკრაინის სპეციალური პალატის პატიმრობაში, მაშინ დიდი ალბათობით, ეს იმიტომ მოხდება, რომ ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური”, – აღნიშნა მან.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ “ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაიწყოთ გამოძიება, მოამზადოთ ბრალდებები პუტინისა და რუსეთის სარდლობის ჯაჭვის სხვა პირების მიმართ”.

ვან სკააკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს პუტინის მიმართ გამოძიება, სანამ ის ხელისუფლებაშია და მზად უნდა იყოს, სწრაფად იმოქმედოს, თუ რუსეთში პოლიტიკური ტრანსფორმაციები დაიწყება და პუტინი დაკარგავს თავის პოზიციასა და იმუნიტეტს.

იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის სახერხი საამქროები, მოქალაქეებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ ახმეტაში ჰქონდათ მოწყობილი. ტერიტორიებიდან ამოღებულია წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი და 21 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის ფიცარი.

სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ვინც არ იბრძვის ფრონტზე, უნდა დაეხმაროს ბრძოლაში – არა ბარებში ან კლუბებში, არამედ ჯარისკაცების კონკრეტული დახმარებით -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის ოლქის ფრონტზე მებრძოლი ბრიგადების სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის დროს ზურგის ქალაქებში არსებული ვითარება განიხილა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„კიდევ ერთი რამ ითქვა დღეს სხვადასხვა ბრიგადაში. ჯარისკაცები ფრონტის ხაზიდან, რომლებიც ზურგის ქალაქებში მიდიან, იმსახურებენ იმას, რომ დაინახონ და იგრძნონ, რომ ეს არის ზურგის ქალაქები, რომ ხალხს იქ ახსოვს, რომ ჯარისკაცები, ჩვენი ჯარისკაცები აქ არიან და იბრძვიან უკრაინისთვის, სიცოცხლეს წირავენ უკრაინისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრონტზე ვიღაც კი არ იბრძვის ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, არამედ ეს არის ყველას საერთო ეროვნული საქმე, ვინც იბრძვის და მუშაობს გამარჯვებისთვის.

“უკრაინა ომშია. ვინც არ იბრძვის ფრონტზე, უნდა დაეხმაროს ბრძოლაში. და არა ბარებში, არა კლუბებში, არამედ საკმაოდ კონკრეტული დახმარება ჯარისკაცებისთვის. ეს არის მინიმუმი. ქვეყნის მთელი ადრენალინი, ქვეყნის ყველა ემოცია, ქვეყნის მთელი ძალები იქ უნდა იყოს – ბრძოლებში სახელმწიფოსთვის. უკრაინისთვის – ეს არის მთავარი პრინციპი. სხვა რამის გულისთვის ან საკუთარი თავისთვის – ეს იქნება მოგვიანებით, როცა გავიმარჯვებთ. ახლა დაცვაა. ახლა ომია”, – დაასკვნა მან.

“ქართული ოცნება” პასუხს აგებს – გიორგი ვაშაძე

სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს და მებრძოლ ბიჭს, დავით ჯელაძეს, ვის მიმართაც ხელისუფლებამ ბინძური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” ეშინია შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილების, რადგან ისინი თვითმხილველები არიან, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას.

” „ქართულ ოცნებას” ეშინია იმ ადამიანების, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით სასწაულად გადაურჩნენ შოვის ტრაგედიას და მიზანმიმართულად თავს ესხმის მათ, რადგან სწორედ ეს ადამიანები არიან თვითმხილველები იმისა, თუ როგორ შეეწირა უამრავი სიცოცხლე მთავრობის დაგვიანებულ რეაგირებას.

ის ბინძური კამპანია რაც შოვში გადარჩენილების წინააღმდეგ კობახიძემ დაიწყო და შემდეგ „ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა განაგრძეს, ნათლად გამოხატავს მათ გულგრილ დამოკიდებულებას ადამიანების სიცოცხლის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებს სახე აქვთ დაკარგული და მზად არიან იკადრონ ყველაზე უარესიც კი ოღონდ პასუხისმგებლობა აირიდონ და საკუთარი უმოქმედობა და გულგრილობა გაამართლონ.

მსგავსი დანაშაული საკუთარი მოქალაქეების მიმართ არავის შერჩება! ძალიან მალე „ქართული ოცნება” პასუხს აგებს ყველა იმ ზიანის გამო, რაც საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს მიაყენა.

ჩემი სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველა გადარჩენილს და მებრძოლ ბიჭს, დავით ჯელაძეს ვის მიმართაც ხელისუფლებამ ბინძური მეთოდებით დაიწყო ბრძოლა.

სიმართლე და ძალა თქვენს მხარეს არის და კობახიძეები ვერასდროს მოგერევიან”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტ6არსაც პრესსამსახური ავრცელებს

მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 12 დაიღუპა

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 56 ადამიანი.

„ამ დროის მონაცემებით, მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი, 56 დაშავდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

„სამუშაო რიტმში შესვლა“ გიჭირთ, მაგრამ თუ შეძელით, ძალიან ნაყოფიერი დღე გელით. ვარსკვლავები გირჩევენ დილას კონტრასტული შხაპი მიიღოთ – ეს განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ეს დღე საინტერესო ადამიანებთან საუბარში გაატაროთ. შეიძლება არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ.

კურო

ან დღეს სანამ საქმეს შეუდგებით, ცდილობთ, დრო რაც შეიძლება მეტად გააჭიანუროთ და ძალიან ცდებით – ამ დღეს ნებისმიერი საქმის დასრულებისთვის გაცილებით მეტი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ.

ტყუპები

ამ დღეს საკუთარი წესებით თამაში მოგიწევთ, სადაც სხვების ადგილი არ იქნებათ. შესაძლოა, სიტუაციამ თქვენგან საკუთარი ინტერესების დაცვა მოითხოვოს, ამიტომ სხვა ადამიანების ინტერესები ავტომატურად მეორეხარისხოვანი გახდება. თუ ეს შესაძლებელია, ამ დღეს მოერიდეთ დიდ და საპასუხისმგებლო პროექტებზე მუშაობას და უბრალოდ დაისვენეთ.

კირჩხიბი

იმაზე ფიქრი, რომ ბედნიერება ფულში კი არა, მის რაოდენობაშია, მოსვენებას არ გაძლევთ. მთელი დღე გამდიდრების გეგმებს ადგენთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გრანდიოზული პროექტების განხორციელება არ უნდა იჩქაროთ. სავარაუდოდ, ისინი რეალობისგან ძალიან შორსაა. ამიტომ დღეს ჯობია, უბრალოს მოდუნდეთ და დაისვენოთ.

ლომი

შესაძლებელია, რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ. იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ მას, ბევრი რამ არის დამოკიდებული. შესაძლოა თქვენგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ან ისეთი ნაბიჯის გადადგმა მოითხოვონ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ეცადეთ, თქვენი გადაწყვეტილება კარგად გააზრებული იყოს, რადგან მისი შედეგები დიდხანს გაგყვებათ.

ქალწული

გამორიცხული არ არის, რომ რაღაც დაკარგოთ. ეს შეიძლება, მაგალითად, დოკუმენტები ან რაღაც უფრო მნიშვნელოვანი იყოს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

სასწორი

დღის განმავლობაში ნებისმიერი სიურპრიზია მოსალოდნელი – ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ სიტუაცია არაპროგნოზირებადი იქნება. სავარაუდოდ, ადამიანებს, რომლებსაც ხვალ შეხვდებით, პრობლემებს, რომლებთანაც გამკლავება მოგიწევთ და ვითარებას, რომელშიც აღმოჩდებით, თქვენს გეგმებთან საერთო არაფერი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სიურპრიზები შეიძლება სასიამოვნოც იყოს და უსიამოვნოც, ეს დღე სასწორის ცხოვრებაში უამრავ სიახლეს შემოიტანს!

მორიელი

შესაძლოა, ისეთ პრობლემას შეეჯახოთ, როგორიც გარშემო მყოფთა ზედაპირულობაა. გაღიზიანებთ, რომ ადამიანები სერიოზულ საკითხებს ზედმეტად მსუბუქად უდგებიან და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სიტუაციის შეცვლას შეძლებთ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, სიტუაციის კონტროლი და მოთმინებაა, რომელიც ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს.

მშვილდოსანი

დრო თქვენ წინააღმდეგ მუშაობს – მთელ დღეს სადღაც აგვიანებთ. განცდა, რომ გარბიხართ, მაგრამ აგვიანებთ, ამ დღის სავიზიტო ბარათი გახდება და ამაში დამნაშავე თქვენივე არაორგანიზებულობაა. დიახ, ხვალ ასეთი დღეა…

თხის რქა

გახსოვდეთ რომ კამათში შეიძლება ყველაფერი დაიბადოს, ჭეშარიტების გარდა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გარშემომყოფები თქვენს დებატებში ჩათრევას ცდილობენ, მაგრამ ამ ცდუნებას არ უნდა დაემორჩილოთ. თუ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა, ძალიან ბევრი დრო, ნერვები და ძალა დაგჭირდებათ მის გამოსასწორებლად. ბევრად უკეთესი იქნება, ენერგია რაიმე სასარგებლოსკენ მიმართოთ -ამ შემთხვევაში ვარსკვლავები სერიოზულ წარმატებას გპირდებიან!

მერწყული

ამ დღეს უფრო ფრთხილი უნდა იყოთ – ვიღაც თქვენთვის ინიციატივის წართმევას ცდილობს. მოვლენების განვითარება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული – თუ მშვიდად დათმობთ, შეიძლება მოგვიანებით ინანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოდუნდეთ და პოზიციები არ დათმოთ. შინაგანად მოემზადეთ, რომ კონკურენტს თქვენი ძალა დაანახოთ, თუ თქვენი მინიშნებები საკმარისი არაა.

თევზები

მუშაობისთვის განწყობილი არ ხართ, პირიქით მოდუნებული ხართ და სასწრაფო საქმეების დაწყებასაც კი არ ჩქარობთ. ეს დღე თქვენთვის ჩაივლის დევიზით: „ნუ გააკეთებთ დღეს იმას, რისი გაკეთება ხვალაც შეიძლება“. ასე რომ, თუ დასვენების შესაძლებლობა გაქვთ, ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ.

რუსეთში ნავთობის საბადოზე აფეთქება მოხდა

რუსეთის ფედერაციაში ქალაქ ხანტი-მანსიისკის ნავთობის საბადოზე აფეთქება მოხდა.

ინფორმაციას unian -ი ავრცელებს.

 

აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.

როგორც ტელეგრამ არხები იტყობინებიან, აფეთქების შემდგომ ნავთობის საბადოზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს, რომ წინასწარი მონაცემებით, 70% დამწვრობით 4 ადამიანი გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არა, ესეც სპეკულაციის ნაწილია, თავგანწირვაში ეჭვი არავის ეპარება -შალვა პაპუაშვილი

ყველანაირად ცდილობენ, ყველა სიტყვა გაატარონ იმ კონტექსტში, როგორც არ იყო ნათქვამი და სიძულვილი გამოიწვიონ, მათ შორის, დაზარალებულები გამოიყენონ ამისთვის. ეს არის ნაწილი იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რასაც სტიქიის პირველივე წუთიდანვე ცდილობდნენ ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული განცხადებები სპეკულაციის ნაწილია.

„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ვაკვირდებით და სურვილი, რომ შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. მან საკუთარი თვალით ნახა, რა მასშტაბის იყო იქ სტიქია, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს. „სანსეტ შოვის“ პერსონალი, ვინც დამსვენებლები გამოიყვანა სამშვიდობოზე, რუსთავის სკოლის მოსწავლეები, ამ სტიქიის გამო მოწყდნენ გარემოს და სიმშვიდე შეინარჩუნეს. ყველა ამ მოქალაქეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. მინდა, ხაზი გავუსვა გლოლელების სიმამაცეს, რომლებიც პირველები იყვნენ ეპიცენტრში, თუმცა მათაც დასჭირდათ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან ხიდი იყო მოწყვეტილი და შემოვლით იარეს. ყველა ამ ადამიანმა გამოიჩინა სიმამაცე. რთულია იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში შევიდეთ, როცა ხარ ეპიცენტრში, ეს შიშის გრძნობაც არის, მაგრამ გარკვეულ მობილიზებასაც იწვევს. ამის მაგალითები ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ტრაგედიის გამო არ გვეძინა, მცირე ნაწილი იმაზე ფიქრობდა, ეს ვითარება სათავისოდ როგორ გამოეყენებინა – ნინო წილოსანი

მინდა დიდი პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

“ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ამბავია:

ერთი – საბედნიეროდ პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული, გაბოროტებული, ძალადობრივი, ღვარძლიანი, მოდელირებული, ილუზორული და მეორე – ყველა სხვა დანარჩენი.

ყველაფერი სწორხაზოვნად და ერთმნიშვნელოვნად რომ უნდათ მიიღო ეს ის ადამიანები არიან, სხვა შემთხვევაში ჩაგქოლავენ… როცა მათ არ სურთ მოსაზრებაც კი არ უნდა გამოთქვა, ვინაიდან მსჯელობა არც კი განიხილება..

მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ეს მცირე ნაწილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სათავისოდ როგორ გამოეყენებინა ეს ვითარება.

ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია..

მინდა დიდი პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა”- წერს წილოსანი.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა რვა ბრიგადის სამეთაურო პუნქტები მოინახულა, სადაც შეიარაღების სხვადასხვა სახეობის გამოყენების თავისებურებები და სხვა პრობლემური საკითხები განიხილა.

“ზოგად ინფორმაციას ყოველდღიურად ვიღებ, ეს შექმნილი ვითარების ფართო აღქმის საშუალებას მაძლევს, მაგრამ ყველა ბრიგადის ნახვა მინდა, რათა გავიგო თითოეულში შექმნილი პრობლემა. ეს ღია საუბარია, სადაც ნებისმიერი საკითხის განხილვა შეიძლება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ჩასულა დღემდე რაჭაში, არც სტიქიური უბედურების ადგილი უნახავთ -ვლადიმერ ბოჟაძე

შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან, 11 დღეს გავიდა და 11 წამი არ შეუწყვეტია რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად მედიებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელება. დღესაც აქტიურად ცდილობენ პოლიტიკოსების და სხვადასხვა თანამდებობის პირების გამონათქვამების ,,თარგმნას” და ,,ინტერპრეტაციას”, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უიმედობის და შიშის დანერგვას – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ომის და ღალატის პარტიის ყველა მცდელობა, რაიმე პოლიტიკური და ელექტორალური დივიდენდი მიიღონ ამ ტრაგედიიდან, მარცხისთვის არის განწირული, რადგან არსად, არცერთ ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფაზე და სტიქიურ უბედურებაზე არავის უცდია ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება.

„შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან, 11 დღეს გავიდა და 11 წამი არ შეუწყვეტია რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად მედიებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელება. დღესაც აქტიურად ცდილობენ პოლიტიკოსების და სხვადასხვა თანამდებობის პირების გამონათქვამების ,,თარგმნას” და ,,ინტერპრეტაციას”, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უიმედობის და შიშის დანერგვას. ჯერ იყო კახა კალაძეზე და მის ოჯახზე იკადრეს უკადრებელი, მერე თურმე შალვა პაპუაშვილი არ ელაპარაკებოდა დაკარგულთა ოჯახის წევრებს, მერე ვახტანგ გომელაური ,,ისვენებდა” თურმე, ახლა ირაკლი კობახიძის კომენტარი დაამახინჯეს. არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ჩასულა დღემდე რაჭაში(შალვა ნათელაშვილმა ჩაიტანა დღეს კოკა-კოლა) არც სტიქიური უბედურების ადგილი უნახავთ, არც გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებს დაკავშირებიან, მშვიდად ისვენებენ ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ და იქიდან აკეთებენ სამარცხვინო კომენტარებს. ირაკლი კობახიძეს მათგან განსხვავებით უყვარს და სტკივა საქართველო, მისი მშობლიური კუთხე რაჭა და ტრაგედიის ადგილზე უკვე რამდენჯერმე იყო ჩასული, გვერდით ედგა ჩვენს მაშველებს, პოლიციელებს, ექიმებს და ჯარისკაცებს, დიახ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ღირსეულად ემსახურება ხალხს და ქვეყანას. ომის და ღალატის პარტიის ყველა მცდელობა, რაიმე პოლიტიკური და ელექტორალური დივიდენდი მიიღონ ამ ტრაგედიიდან, მარცხისთვის არის განწირული, რადგან არსად, არცერთ ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფაზე და სტიქიურ უბედურებაზე არავის უცდია ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება. თუ თვლით, რომ სწორად იქცევით დააყანეთ კანდიდატები, 1 ოქტომბრის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე და ნახავთ ხალხის რეაქციას. სამწუხაროდ ასეთია თქვენი ბუნება, ყველგან და ყველაფერში ცდილობთ სარგებლის მიღებას, არც ღირსება გაქვთ და ნამუსი, სწორედ მაგიტომ გაქვთ მიჩენილი სათანადო ადგილი 2012 წლიდან და კიდევ ბევრი წელი იქნება ასე. კიდევ ერთხელ ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და საქართველოს უსაზღვრო მწუხარებას, მალე იპოვნონ მაშველებმა ყველა დაკარგული. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს საქართველო!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

სამწუხაროდ, ოპოზიციამ და ეკრანს მიღმა ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხე გამოავლინეს თუ რამდენად სურთ სიძულვილის დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე – შალვა პაპუაშვილი

ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ოპოზიციასა და გარკვეულ ჯგუფებში, რომ ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, მონაყოლს, რომ რამე ხელმოსაჭიდი ნახონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ და მობილურ ტელეფონებს, ეკრანს მიღმა  ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს, თუ რამდენად სურთ სიძულვილის დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილტრში, რომელიც არ იყო იმ კონტექსტში ასე ნათქვამი, და გამოიწვიონ სიძულვილი და, მათ შორის, დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის. სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიის და დეზინფორმაციისა, რომელსაც პირველივე წუთიდან, როდესაც მაშველები იყვნენ მობილიზებული და ცდილობდნენ, დახმარებოდნენ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყვნენ იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის.

უკვე მე-12 დღეა სტიქიიდან და ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად ეს ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას. როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს და იქნებ რაღაცნაირად ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას. არ ვიცი, რა შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი ბოროტული სურვილი გქონდეს, ამ ტრაგედიის ფონზე ეძებდე და გქონდეს სურვილი, რომ იქნებ კიდევ რაიმენაირად დაამძიმო  და ამაში ადამიანური ფაქტორები ეძიო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.