Home Blog Page 1712

სარაკეტო იერიში ხარკოვში – რა ვითარებაა უკრაინაში ამ დროისთვის

უკრაინაში რუსეთის აგრესია გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა 26 სარაკეტო იერიში მიიტანეს სუმის ოლქზე. სამიზნეში მოექცა 10 დასახლება და მოხდა 115 აფეთქება.

მანამდე დრონებით შეუტიეს ქვეყნის სამხრეთით, ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებს. დაიბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. სარაკეტო იერიში განხორციელდა ხარკოვის ოლქზეც. იქ საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

“ვაგრძელებთ ისრაელთან თანამშრომლობას, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზის სექტორისთვის”

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ლუსალის სასახლეში კატარის ამირას, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.

ბლინკენის ვიზიტის მთავარი მიზანი ღაზასა და ისრაელს შორის ომის გავრცელების თავიდან აცილება იყო. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ გავლენა „ძალადობის დაუსრულებელი ციკლის“ თავიდან ასაცილებლად.

„ძალიან ბევრი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქისთვის არ არის ხელმისაწვდომი საკვები, წყალი, მედიკამენტები, სხვა აუცილებელი მარაგები, ყველაზე მეტად – ბავშვებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ისრაელთან თანამშრომლობას, რათა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შეუწყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზის სექტორისთვის. ეს არის კონფლიქტი, რომელსაც შეუძლია, ადვილად მოახდინოს მეტასტაზირება და გამოიწვიოს კიდევ უფრო მეტი დაუცველობა, კიდევ უფრო მეტი ტანჯვა. ასე რომ, პირველი დღიდან, სხვა პრიორიტეტებს შორის, ჩვენ ინტენსიურად ვიყავით კონცენტრირებულები კონფლიქტის გავრცელების პრევენციაზე და ამაზე არის ჩვენი მთავარი აქცენტი. მათ, ვინც ჯერ კიდევ მძევლად რჩებიან, მათ ახლობლებს, მათ ოჯახებს, გპირდებით: აშშ გააგრძელებს დაუღალავად მუშაობას, რათა დაგაბრუნოთ სახლში“, – განაცხადა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.

მანამდე ბლინკენი იორდანიაში იმყოფებოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე გეგმავს ვიზიტს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში.

რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც კვლავ თავის მიმართულებით იმუშავებს -ვოლსკი

რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც კვლავ თავის მიმართულებით იმუშავებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მან არჩევნებისთვის ოპოზიციის შესაძლებლობები შეაფასა.

„რესურსი აღარ აქვთ, რომ იმუშაონ, რასაც ჰქვია პოლიტიკური მუშაობა, პარლამენტში მუშაობა. ვფიქრობ, კვლავ უნდა ველოდოთ იმას, რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი რესურსი, რომლითაც ისინი წარმოდგებიან საზოგადოების წინაშე. ჩვენს ქვეყანას სჭირდება განვითარებისთვის აუცილებელი ისეთი პირობები, რომელსაც ვერანაირად ვერც ერთი გადაჯგუფებული თუ გადმოჯგუფებული გუნდი ვერ შესთავაზებს. ეს სამწუხარო ფაქტია და რეალურად, ქვეყანაში ოპოზიცია არ გვყავს. გვყავს რევოლუციური კომიტეტი, რომელიც თავის მიმართულებით კვლავ იმუშავებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისში, გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს შეუწყდა

კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზის მიწოდება 12 000-მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა.

მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 8 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 სთ-მდე დასრულდება.

„გაცნობებთ, რომ ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩა 3-ის მიმდებარედ, მიწისქვეშა გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 7 იანვრის 23:45 საათიდან, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა მთისძირის, კახეთის გზატკ. 36, 36ა, 36ბ, 36ვ, უშაკოვის, ყვარელის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, არველაძის, აფანასიევის, გეზათის, საბარგოს დასახლების, კაკაბეთის, კალანდაძის, კოპცოვის, მათიაშვილის, მესხეთის, მიქელაძის, ნავთლუღის დასახლების, ნანეიშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ონიანის, რატილის, სერგი დურმიშიძის, ტვიშის, ტოლენჯის, ყვარელის, ყარყარაშვილის, შერვაშიძის, სამხედრო დასახლების, წალენჯიხის, ხარაბაძის, ხაჩატურიანის, საბანაკოს დასახლების, საბანაკოს 1 ქუჩის და დასახლების, გუჯარეთის 1 და 2 ქუჩის, მელაანის 1, 2, 3, 4, 5, 6 ქუჩების, კოტე ბაქრაძის, კაკაბეთის, გოჩა ყარყარაშვილის, ანდღულაძის, ზანდუკელის, ზურაბ ბეგიაშვილის, იოსებ და ლეონ ორბელების, ნავთლუღის დასახლების, უზნაძის, ქობულაძის, შალვა მშველიძის, ჩოჩუას, ჯანელიძის, მესხეთის, კვაჭანტირაძის, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება მელაანის შეს. 141-ში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მცირე კომერციულ და საბიუჯეტო ობიექტებს. კაკაბეთის ქ. 2, 2ა, 2ბ, ანდღულაძის ქ. 66, ვაზისუბნის დასახლების კორპ. 15, 16, გედევანიშვილის ქუჩას (1-დან 29-ის ჩათვლით), ჯორჯ ბუშის ქ. 60 (მელაანის ქ. 60), საბანაკოს დასახლების 1ქ. 2ქ, 3ქ, ყვარელის 2ჩ.3, 103, 107ბ, 109, დედოფლისწყაროს I შეს. 2, საინგილოს ქ. 5, ჩიხი 5, ვ. ივერიელის ქ. 32-32ა (ყოფ. საბადურის ქ. 32), ვ. ივერიელის ქ. 36-38, საბადურის ქ. 31-33, შავი ზღვის (ახლ. ლეხ კაჩინსკის) ქ. 1, 1-3, 1-5, 1ა, 1ც, 6, 8, 9, 10/3, 11, 13, შირაქის ქ. 3, 11, 13, კასპის ქ. 3ა, 3ბ, 3ვ, 5, 11, 13, 15, გარე-კახეთის ქ. 2, 3, 4, 6, აწყურის ქ. 3, 3-3 (იგივე 3ზ), 3ა, 3ბ, 3ვ, 3დ, 4ა, 4ბ, 45, 70, 76, ირბახის ქ. 18-ში, ირბახისა და წურწუმიას ქუჩების კვეთა, ნაკვ. 50/025, 50/026-ში, ასევე ნაკვ. 50/029-ში მდებარე შპს ,,მოედანი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, არტემ ლუსინიანის ქ. 5, ქ. წამებულის გამზ. 10, 12, 32, 42, 47/49, 49/8, 52, 53ა, 53ბ, 64/66, 68, 76ბ, 77დ, 78, 82, 84/86, 88, 90, 92, 50/ბოჭორმის ქ. 18, კახეთის გზ-სა და კოპცოვის ქუჩის კუთხეში (იგივე ნავთლუღის 1დ.1შ.1) მდებარე შპს ,,ბრაუნი”-ს, კოპცოვის ქ. 8-ში მდებარე შპს ,,პალა”-ს, იუსტინე აბულაძის ქ. 15-ში მდებარე (წურწუმიასა და ირბახის ქუჩების კვეთა) შპს ,,მაილინ გრუპი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ს. დურმიშიძის ქ. 21-ში საცხოვრებელი კორპუსების, ასევე ქ. წამებულის გამზირის ნაწილის, დოესის, აწყურის, კასპის, შავი ზღვის, ფაღავას, შორაპნის, ცუცხვათის, ავლიპ ზურაბაშვილის, შირაქის, საბადურის, კაკაბეთის, ახმეტის, კობარეთის, იზაშვილის, გუთნის, ბადიაურის, ტოლენჯის, კოტე ბაქრაძის, ხახანაშვილის, ნოსირის, უბილავას, სართიჭალის, ბოროდინის, ქურხულის, ირბახის, თელავის, ალიხანიანის, ნიორაძისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევ მიმდებარედ არსებული საზკებისა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა მეტრო სადგურ ,,ისანი”-ს მიმდებარედ კახეთის გზ-ზე მდებარე ,,სოკარი”-ს გაზგასამართი სადგური, ისნის ბაზრობის ტერიტორია, ქ. წამებულის გამზირზე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რესტორანი ,,ალაზანი”, ი/მ სოფიო ლომსაძე, შპს ,,ტრანსსერვისი“, შპს ,,უნიქ სტეი ჰოტელს”, გარე კახეთის ქ. 9-ში – შპს ,,კოკო”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია), შირაქის ქ. 20-ში, შპს ,,მჭევრის დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა”, აწყურის ქუჩაზე – შპს ,,ვარკეთილი 95”, ი/მ გოჩა ფოფხაძე, ფ/პ ,,სოფიო გაბედავა”, შპს ,,სერვის გრუპი”, კობარეთის ქ. 47-ში – შპს ,,პლატფორმა 2008”, წინანდლის ქ. 9-ში (ყოფ. არამიანცის სახ. საავადმყოფოს ტერიტორია) განთავსებული სამედიცინო დაწესებულება და მცირე კომერციულ ობიექტებს და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა 8 იანვრის 10:00 საათიდან დაიწყება და 22:00 სთ-მდე დასრულდება.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

გთხოვთ არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ. ონკანები კი იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ფსევდოლიბერალ ნაციონალებს და მათ ერთ-ერთ საყვარელ მწერალს ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ”

ფსევდოლიბერალ ნაციონალებს და მათ ერთ-ერთ საყვარელ მწერალს ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ამასთან, კობახიძემ ქართველ ხალხს შობის დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა.

„ფსევდოლიბერალი ნაციონალების ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა ქართულ შობას, რომელიც სამოქალაქო კალენდრით 7 იანვარს, იულიანური კალენდრით კი – 25 დეკემბერს აღინიშნება, რუსული შობა უწოდა. ამ კაცს საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი, ის საქართველოელი ფსევდოლიბერალის ტიპური გამოვლინება რომ არ იყოს. ფსევდოგანსწავლული ფსევდომწერლის და მისი ფსევდოლიბერალი თაყვანისმცემლების გასაგონად მინდა, გავიხსენო, რომ ქრისტიანული სამყარო შობას იულიანური კალენდრით 325 წლიდან აღნიშნავს, როდესაც ისტორიას რუსეთი ჯერ კიდევ ჩაფიქრებულიც არ ჰქონდა. კათოლიკე პაპმა იულიანურისგან განსხვავებული კალენდარი მე-16 საუკუნის ბოლოს დააწესა და მართლმადიდებელი ეკლესიაც იულიანურ კალენდარზე ჯერ კიდევ მაშინ, ანუ იმ დროს დარჩა, როდესაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულისგან განსხვავებით, ჯერ ავტოკეფალიაც კი არ ჰქონდა მოპოვებული. ანუ მართლმადიდებლური შობა უწინ ქართულია თუ რუსული, ამაზე მკაფიო პასუხს მისი უდიდებულესობა ისტორია იძლევა, რომლისგანაც ფსევდოლიბერალური საზოგადოება, რომელიც ზემოხსენებულ მწერალს წაუკითხავი წიგნების გამო ეტრფის, აშკარად ძალიან შორსაა. ამ და სხვა ფსევდოლიბერალების მაგალითზე კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავრწმუნდეთ, რომ შეზღუდული აზროვნების მქონე კაცის შეზღუდული განსწავლულობა უინტელექტო კაცის უსწავლელობაზე ბევრად უფრო საშიში მოვლენაა, რაც დანინგმა და კრუგერმა, თავის დროზე, სამეცნიერო კვლევებით დაამტკიცეს. ზემოხსენებულ მწერალს და სხვა ნაციონალ ფსევდოლიბერალებს მთელი სულითა და გულით ვუსურვებ, ყველაფერ ქართულში რუსულის ძებნას თავი დაანებონ, ფსევდოლიბერალიზმი განაგდონ და ჭეშმარიტებას ეზიარონ. ყველა ქართველ მართლმადიდებელ ქრისტიანს კი, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს“, – წერს ირაკლი კობახიძე.

კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

კალიფორნიაში „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს. ოსკარის რეპეტიციად წოდებული კინო და ტელეპრემიის გადაცემის 81-ე ცერემონიას სასტუმრო „ბევერლი ჰილტონმა“ უმასპინძლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა.

8 ნომინაციაზე წარდგენილმა სურათმა 4 პრიზი მოიპოვა. მათ შორის ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისურისთვის კროსტორეფ ნოლანს, მამაკაცის მთავარი დრამატული როლისთვის კილიან მერფის, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის რობერტ დაუნი უმცროსს გადაეცა. ოქროს გლობუსი დაიმსახურა „ოპენჰაიმერის“ მუსიკალურმა გაფორმებაც.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 იანვარს ქუთაისში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ითოვებს. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაში უნალექო და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +12, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც გამოიდარებს. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალაქო დღე და +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +7, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +12 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერების სია შეადგინეს

 

გამოცემა GiveMeSport-მა შეადგინა ფეხბურთის ისტორიაში 11 ყველაზე ცუდი ტრანსფერის სია.

 

კლასიფიკაციას სათავეში უდგას  „ბარსელონასა“ და „ლივერპულს“ შორის გარიგება, რომლის მიხედვითაც ესპანეთში 135 ევროდ გადაბარგდა ფილიპე კოუტინიო. ბრაზილიელი კატალონური კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირი შენაძენი გახდა, მაგრამ კოუტინიოს ლა ლიგაში კრახი ელოდა და კლუბმა ის 20 მილიონ ევროდ გაყიდა.

 

TOP 11 ყველაზე ცუდი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში:

 

ფილიპე კოუტინიო – ლივერპული-ბარსელონა (121,5 მლნ ფუნტი)

 

ანტუან გრიზმანი – ატლეტიკო-ბარსელონა (108 მლნ)

 

ედენ აზარი – ჩელსი-რეალი (103 მლნ)

 

რომელუ ლუკაკუ – ინტერი-ჩელსი (97,5 მლნ)

 

ალექსის სანჩესი – არსენალი-მანჩესტერ იუნაიტედი (გაცვლა)

 

ანდრეი შევჩენკო – მილანი-ჩელსი (39,5 მლნ)

 

ჯონათან ვუდგეიტი – ლიდსი-რეალი (16 მლნ)

 

ანხელ დი მარია – რეალი-მანჩესტერ იუნაიტედი (60 მლნ)

 

ენდი კეროლი – ნიუკასლი-ლივერპული (35 მლნ)

 

ფერნანდო ტორესი – ლივერპული-ჩელსი (50 მლნ)

 

მარიო ბალოტელი – მილანი-ლივერპული (16 მლნ)

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ და გარშემო მყოფებს საინტერესო იდეები და გეგმები გაუზიაროთ. საღამოს საკუთარი საქმეების გარდა, მეგობრების პრობლემებთან გამკლავებაც მოგიწევთ.

კურო

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. თუ რთული საკითხების გადაჭრაში სიმტკიცეს და პრინციპულობას გამოიჩენთ, გავლენიანი ადამიანები თქვენს მონდომებას შენიშნავენ და მოგებიან თანამშრომლობას შემოგთავაზებენ. ამ დღეს მაღაზიებში შესვლას უნდა მოერიდოთ – იმპულსურად შეძენილი, ძვირად ღირებული ნივთები იმედს სწრაფად გაგიცრუებთ.

ტყუპები

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალოთ. გარშემო ყურადღებით მიმოიხედეთ და ეცადეთ, ყველა შესაძლებლობით ისარგებლოთ, რომელსაც ბედი გთავაზობთ. პრობლემის მიმართ არასტანდარტული მიდგომა და ტაქტი დაგეხმარებათ, საჭირო შედეგებს სწრაფად მიაღწიოთ. ეცადეთ, მარტო არ დარჩეთ და ბნელი აზრები უკუაგდოთ.

კირჩხიბი

ამ დღემ რომ წარმატებით ჩაიაროს, მოქმედების მკაფიო გეგმა უნდა შეადგინოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისთვის. სხვების რჩევებს ნაკლები უსმინეთ – დღეს ის სარგებელზე მეტად, ზიანს მოგიტანთ. ეცადეთ, საღამო სრულ სიმშვიდეში გაატაროთ.

ლომი

დროა, სიტუაცია საფუძვლიანად შეისწავლოთ, პრიორიტეტები დასახოთ და საკუთარ მიზნებში მცირე შესწორებები შეიტანოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების აზრს მეტი პატივისცემით მოეკიდოთ და პრობლემების უმეტესობა თავისთავად მოგვარდება. ახალი საქმის დაწყებამდე საყვარელი ადამიანების თუ დახმარება არა, რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ.

ქალწული

თქვენი მიმდინარე ამოცანები გულმოდგინე შესწავლას და შესწორებას საჭიროებს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და იმაზე იფიქროთ, რაც ნამდვილად გსურთ. 8 იანვარი კარგი დღეა სახლის დალაგებისა და უსარგებლო ნივთების მოცილებისთვის.

სასწორი

ეცადეთ, არ გადაიღალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე სწრაფად აისახება. ახლა ავადმყოფობის დრო არ გაქვთ – ამ დღეებში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გელით.

მორიელი

დააკვირდით გარშემო განვითარებულ მოვლენებს – თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ. თუ შესაძლებელია, მანქანის მართვას და ხანგრძლივ მოგზაურობას ერიდეთ. ახალი ნაცნობობა და შეხვედრები იმედს გაგიცრუებთ, ამიტომ ჯობია კონტაქტები შეიზღუდოთ და უცნობ ადამიანებს არ ენდოთ.

მშვილდოსანი

ახლა ყველაზე მეტად პრობლემებისგან დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ხელსაყრელი დღეა შვებულების დაწყებისა და მოგზაურობისთვის. გაიხსენეთ საყვარელ ადამიანთან გულახდილად ბოლოს როდის ისაუბრეთ? იქნებ დროა, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიაროთ და სადავო საკითხები ერთად განიხილოთ?

თხის რქა

თხის რქებისთვის ეს რთული, ემოციურად დაძაბული დღეა. სავარაუდოდ, მოქმედების შეცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ახლო მეგობრებთანაც ურთიერთობაშიც კი შეიძლება დაძაბულობა წარმოიშვას. ეცადეთ, თქვენი დიპლომატია გამოიყენოთ და კომპრომისული გამოსავალი მოძებნოთ, რათა საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

მერწყული

მოზღვავებული ენერგია და ოპტიმისტური განწყობა გაქვთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ არ დაივიწყოთ, ხშირად დაისვენოთ და არ გადაიღალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ. ეცადეთ, ამ დღეს არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან პირობის შესრულება გაგიჭირდებათ.

თევზები

ამ დღეს ემოციების შეკავება და სწორი სიტყვების პოვნა გიჭირთ, ამიტომ თუ შესაძლებელია, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ. სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ – მათი რჩევები აუცილებლად დაგჭირდებათ.

ცნობილია ვინ შესწირა სტალინის გამოსახულებით წმინდა მატრონას ხატი სამების ტაძარს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა.

“ნეტარი მატრონა არის სახელგანთქმული წმინდანი, რომელმაც უამრავი სასწაული აასრულა და ახლაც უამრავ სასწაულს ახდენს.

მისი ხატები არის ათონის მთაზე, იერუსალიმში, საბერძნეთში, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სამების საკათედრო ტაძარში, არის წმინდა მატრონას, დედა მატრონას დიდი ხატი, რომელიც  ნამდვილად მე შევწირე. ამ ხატზე არის გამოსახული დედა მატრონას ცხოვრების ფრაგმენტები  – ერთ-ერთი ფრაგმენტი, ეს არის ფრაგმენტი როდესაც იოსებ სტალინი მივიდა დედა მატრონასთან. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ოფიციალური ბიოგრაფის მიერ, რომელიც თვითმხილველი იყო ამ მოვლენის. როდესაც ფაშიზმი მძლავრობდა და ფრონტზე იყო რთული ვითარება, იოსებ სტალინი, რომელიც ებრძოდა ეკლესიას, დევნიდა მართლმადიდებლობას, თავი დაიმდაბლა და მივიდა დედა მატრონასტთნ და დაინტერესდა ბრძოლის ბედით, ომის ბედით.

მატრონამ უთხრა, რომ ფაშიზმი დამარცხდება და მისცა რჩევა, ღვთისმშობლის ხატი  გაეტანა. ეს ფაქტი აღწერილი არის მატრონას ბიოგრაფიის დოკუმენტებში.

ხატი გაიტანეს,  საბჭოთა კავშირმა იბრძოლა და გაიმარჯვა. მერე მეორე მსოფლიო ომი მოიგო. ძირითადი ქვეყანა რომელმაც გაიმარჯვა საბჭოთა კავშირი იყო. სხვათა შორის ქართველების წვლილი აქ იყო უზარმაზარი. 10 % ჩვენი მამაკაცებისა დაიღუპა ამ ომში. ასე რომ, ეს ომი ჩვენი გამარჯვებაც არის.

ფრაგმენტი, რომელიც მატრონას ხატზე, გვიჩვენებს უბრალო რაღაცას, სტალინი, რომელსაც ღმერთის არ სწამდა, ღმერთს ებრძოდა, როცა გაუჭირდა, თავი დაიმდაბლა, საბჭოთა ხელისუფლებამ მისი სახით თავი დაიმდაბლა და მივიდა მატრონასთან. ანუ  ფაქტობრივად ღმერთთან მივიდა. აი, ამას ასახავს და სხვა არაფერს და ვინმე ჭიღლაძე, რომელიც თავის თავს დეკანოზს ეძახის და ყოვლად უზნეო და გახრწნილი კაცია, ვინმე ჭიღლაძის დაწერილ ტექსტებზე არ შეიძლება პოლიტიკური ტექსტების აგება. მასე დიოკლეტიანეც არის გამოსახული წმინდა გიორგის ხატზე, დამარცხებული დიოკლეტიანე, ახლა რა ვქნათ, წმინდა გიორგი ხატებიც მოვხსნათ?! ფრესკა არის მოწამეთას მონასტერში, სადაც მწამებელი ხასიმი ბრძანდება ტახტზე და დავით და კონსტანტინეს აწამებს. რა ვქნათ, წავშალოთ ის ფრესკა?

100 000 მოწამის ხატია, სადაც ჯალათები ხმლებით დგანან დიდებულად წარმოჩენილები და ჩვენს წმინდა მოწამეებს თავებს კვეთენ, რა ვქნათ, ეს ხატები დავწვათ?

ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია და არც ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს. ერთადერთი მნიშვნელობა ის არის, რომ ეს ფაქტი ნამდვილად იყო, მეორე – დაიმდაბლა იმ ურწმუნო ხელისუფლებამ ღმერთის წინაშე თავი, მივიდა მატრონასთან რჩევისთვის. აი ამას გამოხატავს და ყველაფერი სხვა დანარჩენი არის სპეკულაცია. – აცხადებს დავით თარხან-მოურავი  ვიდეოში, რომელიც “ფეისბუკში” გავრცელდა.

„თემა წამოწიეს შობის დღესასწაულის გადასაფარად”- მამა ანდრია ჯაღმაიძე

„თემა წამოწიეს შობის დღესასწაულის გადასაფარად”. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

,,მთავარი რამ, რასაც ვხედავ, არის ის, რომ შობა დღეს გამოიტანეს ეს საკითხი. პირველად არ ხდება, რომ დღესასწაული სკანდალით უნდათ გადაიფაროს, რადგან ადამიანთა გულებში, შობის დღესასწაულის ნაცვლად იყოს განკითხვა და უდიერი მოხსენიება ერთმანეთის და მათი, ვინც ეს დაუშვა.

ხოლო ის, რომ ასეთ იკონოგრაფიას ადგილი აქვს რუსულ რეალობაში და მეც და ბევრსაც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის არაფრის მომცემია, ეს მეორადი საკითხია აქ, ისიც რომ დავუშვათ, ამას მატრონას ხატი ეწოდება და არა სტალინის, ისიც, რომ თუ წმ. გიორგის ფრესკაზე სადმე დიოკლიტიანეა გამოსახული, ეს დიოკლიტიანეს ხატი არ არის.

ამ ამბავში მთავარია დღეს ამ საიდუმლოებით სავსე ღამეს, სიხარულის ნაცვლად ჩვენს გულებში განკითხვა და სიძულვილი დაითესოს. ამ შემთხვევის შეფასებაზე ერთი დღის შემდეგ შეიძლებოდა გვემსჯელა. დღევანდელი დღე სპეციალურად არის შერჩეული და დაიმახსოვრეთ, ასეთი მცდელობები იქნება სხვა დღესასწაულებზეც” – ამბობს ტაბულასთან საუბარში მამა ანდრია ჯაღმაიძე.

ტაბულას კითხვაზე, როდიდანაა მატრონა მოსკოველის ხატი სამების ტაძარში დაბრძანებული, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ არ იცის.

სოციალურ ქსელში დღეს დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ინფორმაცია სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.

“თბილისის წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს “წმინდა” მატრონა მოსკოველის და სტალინის ქართული ხატი.

საინტერესოა ვინაა ეს ხატმწერი და ის მღვდელები, რომლებიც ამ მწვალებლური ზღაპრების გავრცელებას ხელს უწყობს ქართულ ეკლესიაში, რომ ვითომ პირსისხლიანი უღმერთო ტირანი სტალინი ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი იყო, წმინდანებს უსმენდა და მათი მითითებებით მოქმედებდა. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მთავარი ხელშემწყობი სტალინის კულტისა დღეს და ამ მითოლოგიისა არის სტალინისტი წითელი პატრიარქი, რუსეთუმე, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელი ილია შიოლაშვილი!” – წერს მამა ილია ჭიღლაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

პოლონეთში 25 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთში, გდანსკში 25 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 25 წლის ქართველმა, რომელიც ტაქსისტად მუშაობდა, მგზავრს დამატებითი თანხის გადახდა მოსთხოვა. მოთხოვნაზე უარის მიღების შემდეგ აგრესიული გახდა და მგზავრს დანით დაემუქრა.

ქართველი მამაკაცის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოაჩინეს. პოლონური მედია წერს, რომ ახალგაზრდა კაცს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.