Home Blog Page 1701

მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის -ნიკა გვარამია

მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის – მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიზნების მისაღწევად ყველასთან ისაუბრებს.

“ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ:

მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-ანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.

მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.

შეკითხვაზე “ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები”, გპასუხობთ:

ყ ვ ე ლ ა ს “,- წერს გვარამია.

საქართველო და რუსეთ-უკრაინის ომი – ზურაბ მარშანია

საქართველო და რუსეთ-უკრაინის ომი – ზურაბ მარშანია

(დიპლომატ-პოლიტოლოგის მოსაზრება)

არც თუ ისე შორეულ წარსულში ხშირად ისმოდა საქართველოში გარკვეული ტიპის, კარგად გასაგები წარმომავლობის, სრულიად გაუაზრებელი და ძალიან სახიფათო ტიპის განცხადებები: „ომი უკრაინას ეხება და ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ“, „დასავლეთსა და უკრაინელებს საქართველოს რუსეთთან ომში ჩათრევა სურთ“ და ა.შ.

რა მიზეზებით იყო განპირობებული ზემოთაღნიშნული და ქვეყნისათვის მავნე ასეთი ნარატივების გამოჩენა ნაკლებად საინტერესოდ მეჩვენება იმიტომ, რომ საბედნიეროდ დღეს საქართველოს ხელისუფლება და მისი ერთგული მხარდამჭერები ასე აღარ ლაპარაკობენ.
მოდით ამჯერად მხოლოდ იმის ანალიზით შემოვიფარგლოთ მართლა ეხება თუ არა საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომი და რა მოგვიტანა ჩვენ მოძმე უკრაინაში მიმდინარე ამ არნახულმა ტრაგედიამ.

დავიწყებ ნეგატივიდან:
• იმის მიუხედავად, რომ უამრავი ქართველი მოხალისე იბრძვის ამ ომში უკრაინის მხარეზე, რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად საკმაოდ გაგვიფუჭდა დიპლომატიური ურთიერთობები უკრაინასთან, რითაც კარგა ბლომად წყალი ვასხით პუტინის წისქვილზე.

• პუტინის რეჟიმის არნახული აგრესიულობის ფონზე საქართველოში შეიქმნა იმის განცდა (რამდენად საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო ეს განცდა ქვემოდ ვილაპარაკებთ), რომ არსებითად გაიზარდა, ახალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხე.

• გაჩნდა ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობების გაუარესების რეალური რისკი.

რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე კი პოზიტიური ის იყო რომ:

• საქართველომ არ დაარღვია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დაწესებული სანქციები და არ დაუშვა ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით რუსეთში აკრძალული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების მიწოდება.

• რუსეთ უკრაინის ომმა შეუქცევადად გააძლიერა ქართული საზოგადოების პასიონარული, პოლიტიკურად განსაკუთრებით აქტიური ნაწილისა და არა მარტო მათი პროევროპულ/პროდასავლური ორიენტაცია.

• საქართველომ (როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის ძალისხმევით) მოახერხა დასავლეთთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მეგობრობის დაკარგვის საფრთხის თავიდან აცილება.

• სწორედ ყოველივე ზემოთაღნიშნულის ლოგიკურ გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს ხელისუფლების პროევროპული ვექტორის საკმაოდ მოულოდნელი გაძლიერება და ამასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებული პოლიტიკური პოლარიზაციის შესამჩნევი შესუსტება საქართველოში.

• არანაირ ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ რუსეთის უკრაინაში აგრესიის შედეგად შეცვლილი პოლიტიკური რეალიების გარეშე კარგა ხნით ვერ მივიღებდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში თუ სწორ დასკვნებს გამოვიტანთ რუსეთ-უკრაინის ომიდან, ვფიქრობ, რომ რეალურად მოვახერხებთ თავიდან ავიცილოთ ახალი რუსული აგრესია და პუტინის გავლენის სფეროს ჭაობში ჩათრევა, აქოთებულ რუსულ ჭაობში შემდგომი დახრჩობის პერსპექტივით.

შევეცდები ვუპასუხო თუ რატომ მგონია ასე.

1. 21-ე საუკუნის ოციან წლებში რუსეთ უკრაინის ომმა ააღორძინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სამხედრო დოქტრინები, რომელთა მიხედვითაც მცირე სახელმწიფოებს (მესამე მხარის დახმარების პირობებში) ხელეწიფებათ მასზე განუზომლად ძლიერი სახელმწიფოსათვის დიდი სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა და გარკვეულწილად მაინც (შორეულ პერსპექტივაში) გამარჯვებაც კი (1918 წლის რუსეთ-ფინეთის ომი, 1920 წლის რუსეთ-პოლონეთის ომი, 1939-1940, 1941-1944 წლების სსრკ-ფინეთის ომები, 1948-1951 წლის საფრანგეთ-ვიეტნამის ომი, 1958-1962 წლის საფრანგეთ-ალჟირის ომი, 1964-1975 წლები აშშ-ვიეტნამის ომი, 1978-1989 წლების სსრკ-ავღანეთის ომი).

2. მაშასადამე, ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ტოტალურად კაპიტულანტურ კურსს არ დაადგება რუსეთთან ურთიერთობებში და თუ ქართველი ერი თავად არ გაუღებს კარს და ყვავილებით არ მიეგებება რუს ოკუპანტებს თბილისში (რასაც მე კატეგორიულად გამოვრიცხავ), ხოლო საქართველო აშშ-ს დახმარებით თანმიმდევრულად გააგრძელებს საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი არა თუ დაბლა დაიწევს, არამედ მნიშვნელოვნად უფრო მაღალ დონეს მიაღწევს.

3. მოსწონთ თუ არა ეს ყველა ჯურის (მათ შორის ქართველ) პაციფისტებს და უბრალოდ ლაჩრებს, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აგრესიულ და ვერაგ მტერს ესაზღვრება იძულებულია თავად დაიცვას იარაღით ხელში საკუთარი ქვეყნისა და თავისი ოჯახის წევრების სიცოცხლე, უსაფრთხოება და თავისუფლება.

4. არცერთი ქვეყანა არ იომებს არასოდეს ჩვენთვის. პირიქით, თუ მართლა ჩაგვყლაპა რუსეთმა, ის გვაიძულებს რუსეთის ინტერესებისათვის გვაომოს და გაგვწყვიტოს კიდეც, ისე როგორც ნაძირალა სტალინმა წაასხა 1941-1945 წლებში სასაკლაოზე ნახევარი მილიონი ქართველი, რომელთაგანაც 300000 ბრძოლის ველზე დაეცა რუსულ/ბოლშევიკური სისხლიანი იმპერიისათვის და არა საქართველოსათვის.

5. ჩვენი სამშობლოს დაცვა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მოვალეობაა და მეტი არავისი.

6. ცხადია ისიც, რომ როდესაც ცივილიზებული მსოფლიო დაინახავს თავისი ქვეყნის გადასარჩენად მებრძოლ საქართველოს, სამხედრო-ეკონომიკური დახმარებაც არ დააყოვნებს, ზუსტად ისე როგორც უკრაინაში მოხდა.

7. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად (მიუხედავად იმისა მალე დაზავდებიან მოწინააღმდეგეები თუ გვიან), უკრაინის თავგანწირვისა და რუსეთისათვის უდიდესი ზიანის მიყენების გამო, საქართველოს შანსები შეინარჩუნოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და მოახერხოს პერსპექტივაში საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნება მნიშვნელოვნად გაიზარდა .

8. რუსეთ უკრაინის ომმა რუსეთსაც ბევრი ასწავლა. პუტინის რუსეთის ლიდერშიფში იდიოტებთან ერთად ჭკვიანებიც არიან. არ შეიძლება ისინი არ ფიქრობდნენ იმაზე, თუ რას მიიღებენ ისინი საქართველოში ახალი შემოჭრითა და თბილისის აღებით. ვფიქრობ, რომ მათი აზრი ცალსახა იქნება – კარგს არაფერს.

9. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე თუ საქართველო „დენთს ყოველთვის მშრალად შეინახავს“ რუსეთი ბევრს იფიქრებს საქართველოში შემოჭრის აუცილებლობის მიზანშეწონილობაზე და დიდი ალბათობით თავსაც შეიკავებს ახალი ომის გაჩაღებისაგან.

10. მოდით დავუჯეროთ ქართველებმა რომაელებს, რომელთაც ასე უთქვამთ ბრძნულად: „Si vis pacem para bellum” (თუ მშვიდობა გსურს, ემზადე ომისათვის).

ზურაბ მარშანია

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, 26 თებერვალს გამოცხადდება. სწორედ ამ დრომდე გადაიდო დღევანდელი სასამართლო პროცესი, სადაც დაცვის მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ.

ადვოკატებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ დასაკითხ პირთა სიაში არსებული მოწმეები მოხსნეს და მათ აღარ დაკითხავენ. შესაბამისად, შემდეგ სასამართლო პროცესზე მხარეები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, საბოლოო სიტყვით სარგებლობის გადაწყვეტილება მიიღო გრიგორიადისმაც.

„დაცვის მხარის მიერ მოწმეები მხოლოდ მოიხსნა, რადგან ისინი მხოლოდ იმ ფაქტს აფიქსირებდნენ, რომ ლაზარე გრიგორიადისი ნამდვილად იმყოფებოდა 8-9 მარტის აქციებზე. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაცვის მხარეც არ დავობს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა აქციებზე, თუმცა, ჩვენ ვდავობთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მიერ იქნა ნასროლი „მოლოტოვის კოქტეილი“. დროისა და რესურსის დაზოგვის მიზნით, დაცვის მხარემ, ლაზარესთან შეთანხმებით, მოწმეების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

დღევანდელი კონსულტაციის შემდეგ, გრიგორიადისმა გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, საბოლოო სიტყვის უფლებით ვისარგებლებო. მომდევნო სხდომაზე დადგება განაჩენი, მოსამართლემაც განმარტა, ყველაფერს ერთ სხდომაში მოვასწრებთო. განაჩენის დადგენისთანავე, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა და ალბათ, დადგება, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს.

გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი თავიდანვე გვქონდა. ახლაც, რა თქმა უნდა, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს, ერთადერთი ბერკეტი, რაც გვრჩება, საქართველოს პრეზიდენტისთვის მიმართვაა“, – განაცხადა ბითაძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.

ასევე, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

7-8 მარტის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსით ჯამში, 6 პირი დააკავეს, მათგან 5 ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

“Bild-ის სტატია რუსეთსა და ალიანსს შორის ომის შესახებ სწავლების სცენარია” – ნატო

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა, იანის სარტსმა განაცხადა, რომ გერმანული გამოცემა Bild-ის მასალა იმის შესახებ, რომ ნატო რუსეთთან ომისთვის ემზადება, ეფუძნება დოკუმენტს, რომელიც სასწავლო სცენარს წარმოადგენს.

სარტსმა აღნიშნა, რომ Bild-მა მოიპოვა საწვრთნელი სცენარი, რომელიც ყოველთვის გამოგონილი სიტუაციაა.

“სცენარები ადრე სრულიად გამოგონილი იყო არარსებული ქვეყნებითა და გეოგრაფიული რეგიონებით. ახლა უფრო მიზანშეწონილია გამოვიყენოთ არსებული ქვეყნები და რეგიონები”, – აღნიშნა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორმა.

ისრაელში ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 17 ადამიანი

ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა.

პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა.

„ეს ძალიან მძიმე ტერორისტული თავდასხმა იყო“, – განაცხადა ბიტონმა.

“ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები” – მაკა ბოჭორიშვილი

ის, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ისეთ შეხვედრებში, როგორიც დღეს არის, სწორედ ამის დასტურია, რომ ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ის, რომ ჩვენ ვმონაწილეობთ ისეთ შეხვედრებში, როგორიც დღეს არის, სწორედ ამის დასტურია, რომ ჩვენი ხმა ისმის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად და ჩვენ ვართ ამ დისკუსიის მონაწილეები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ მსგავს შეხვედრებში, ვინაიდან თუ რაიმე გვაქვს სათქმელი, გავუზიაროთ მათ ჩვენი მოსაზრებები, ხედვები, ევროკავშირის, ჩვენს მომავალთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ვიყოთ ამ დისკუსიების ნაწილი. ასევე, თქვენ ალბათ გახსოვთ, იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით დიდი კონფერენცია ბერლინში, რომელიც სწორედ ევროკავშირის მომავალს, რეფორმებს მიეძღვნა და საქართველო იყო მოწვეული ამ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. ასე რომ ეს პროცესი არის დაწყებული, ვართ ამ პროცესის ნაწილი და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი სიტყვა და სათქმელი ვთქვათ ამ ფორმატებში“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბელგიაშია. იგი ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

“ოპოზიციის დღევანდელი კაკაფონია მიმართულია იქითკენ, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესი წინმსწრებად დააზიანონ” – ირაკლი ქადაგიშვილი

ჩვენს ძვირფასს ოპოზიციას საშუალება არ მიეცემა, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესის ტორპედირება მოახდინოს, როგორც ამას კანდიდატის სტატუსის მონიჭების დროს აკეთებდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციას სურს, რომ პროცესი დააზიანოს.

„მათი დღევანდელი კაკაფონია მიმართულია იქითკენ, რომ ის პროცესი წინმსწრებად დააზიანონ, რაც ამ წლის განმავლობაში წარიმართება. როგორც უნდა წარიმართოს რეკომენდაციების შესრულების პროცესი, ეს მთავრობის გეგმით არის გაწერილი, რაც შეთანხმებულია ევროკომისიასთან და პროცესი სწორედ ამ გეგმის შესაბამისად წარიმართება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

“მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის”- ნიკა გვარამია

მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის – მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიზნების მისაღწევად ყველასთან ისაუბრებს.

“ბევრმა მედიამ დამირეკა სამომავლო პოლიტიკურ კონფიგურაციებთან დაკავშირებით. ინტერვიუსთვის ხელმისაწვდომი არ ვარ და ამიტომ აქ დავწერ:

მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%-ანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.

მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ერთად შევცვალოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.

შეკითხვაზე “ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები”, გპასუხობთ:

ყ ვ ე ლ ა ს “,- წერს გვარამია.

“თაღლითი ხაზარაძისა და მოღალატე გახარიას „პოლიტიკური თოჯინები“ უნისონში გმობენ საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას”

„ამ მარგინალი სუბიექტების პარტია-კანტორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საზოგადოებასთან ვერაფერი აქვთ სალაპარაკო. მთავარია უღირსი, ზესამარცხვინო მაწაკობა და ჰაერის რხევა“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ბექა ლილუაშვილის და პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებებს, საქართველოს მიერ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე.

აბაშიძის თქმით, ანეკდოტურია და ჰგონია, რომ ამგვარ საზოგადოებრივ სარეველებს ერთგვარი პრაიმერსი აქვთ გამოცხადებული – ვინ იქნება პირველი კონგენიალური ბრიყვის პრიზის აღებაში.

„თაღლითი მამუკა ხაზარაძისა და მოღალატე გიორგი გახარიას “პოლიტიკური თოჯინები” უნისონში გმობენ საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას. ამ მარგინალი სუბიექტების პარტია-კანტორები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საზოგადოებასთან ვერაფერი აქვთ სალაპარაკო. მთავარია უღირსი, ზესამარცხვინო მაწაკობა და ჰაერის რხევა. ანეკდოტურია და მგონია, რომ ამგვარ საზოგადოებრივ სარეველებს ერთგვარი პრაიმერსი აქვთ გამოცხადებული – ვინ იქნება პირველი კონგენიალური ბრიყვის პრიზის აღებაში,“ – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აზერბაიჯანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანის დედაქალაქში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაღუპულია ორი ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

“ამ ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია” – გივი მიქანაძე

ამ ოპოზიციის პირობებში კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია – ოპოზიციის რეალური მიზანი პროცესის დაზიანება და ხელის შეშლაა, – აღნიშნული შეფასება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ გააკეთა.

მიქანაძის განცხადებით, როცა ოპოზიცია გაკოტრებულია, მისი ამოცანა საბოტაჟია.

„როდესაც გაკოტრებული ოპოზიცია გყავს, რომელსაც არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ დაზიანებაზე იმუშაოს, მას კონკრეტულ თანამდებობაზე მხარდასაჭერად როგორი კარგი კანდიდატურაც არ უნდა შესთავაზო, მიზანმიმართულად დაბლოკავს.

ამის არაერთი პრეცედენტია – მაგალითად, 19 აპრილის შეთანხმების შედეგად მივიღეთ ის, რომ ცესკოს თავმჯდომარე დღემდე არჩეული არა გვყავს. იმის მიუხედავად, რომ ეუთო-ოდირმა 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მაშინდელ ადმინისტრაციას მაღალი შეფასება მისცა, მოახლოებული არჩევნების წინ ცესკოს ადმინისტრაცია ჯერაც დაუკომპლექტებელია. ამ სიტუაციაში ძალიან ნათლად დავინახეთ, რომ ოპოზიცია ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ ნეიტრალური, დამოუკიდებელი და კომპეტენტური ადამიანის არჩევის შესაძლებლობა არ მოგცეს, რადგან მისი რეალური მიზანი პროცესის დაზიანებაა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის დისკრედიტაციას ცდილობს და სწორედ ეს მიზანი ამოძრავებს, როცა სამუშაო ჯგუფების შექმნას ითხოვს.

“როცა სამუშაო ჯგუფები გასულ წელს შეიქმნა, ერთადერთი რაც მათ გააკეთეს, ევროკავშირისკენ წინსვლის პროცესის საბოტაჟი იყო. ახლა როცა სამოქმედო გეგმა არსებობს, რაღაც ფორმატში შესვლას ითხოვენ. ყველაზე მთავარი ფორმატი არის საპარლამენტო საქმიანობა – პარლამენტის კომიტეტები და პლენარული სხდომები, რაც არის იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხები განვიხილოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ.

როდესაც ვხედავთ, რომ ერთ დღეს ერთ აზრზე არიან, ხოლო მეორე დღეს – მეორე აზრზე არიან, ეს არის მანიშნებელი, რომ მათი მიზანი საქმის კეთება არ არის. მიზანია ის, რომ ყველგან რაღაც მიმართულება ეძებონ იმისთვის, რომ პროცესი დააზიანონ“, – განაცხადა მიქანაძემ.

“საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია” – ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 2023 წლის მონაცემები შეაფასა. ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე მთავრობის სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობის კუთხით 2021 წლიდან დღემდე, საქართველოში მესამედ რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით ახალი რეკორდი დამყარდა – 2023 წელს 9.1 % ით გაიზარდა და  6.1 მილიარდი დოლარი გახდა ექსპორტი, იმპორტი 14 % ით გაიზარდა და 15.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანად სავაჭრო ბრუნვა 12.5% ით გაიზარდა და ჯამში 21 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადაცდა. ვფიქრობ, რომ დამაიმედებელი მონაცემებია, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ სექტორებში ბევრი სირთულე და გარკვეული შეფერხებები იყო“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, საერთაშორისო საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები იმედისმომცემია იმისთვის, რომ 2024 წელსაც იყოს დადებითი ტენდენციების გაგრძელების მოლოდინი. რაც შეეხება გასული წლის მაჩვენებლებს, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა განაპირობებდა მაღალ სავაჭრო ბრუნვას.

ამასთან, ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს არსებული გლობალური კონტექსტის მიუხედავად, საქართველომ მაინც მოახერხა, რომ თავისუფალი ეკონომიკური გარემოს პირობებში ყოფილიყო მნიშვნელოვანი სავაჭრო პლატფორმა.

„საერთაშორისო მოთამაშეების მხრიდან საქართველოს გამოყენება ხდება  ფაქტობრივად, როგორც მაკავშირებლის სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკონომიკებთან და ბაზრებთან. ამიტომ ექსპორტის ოპერაციები იყო ისტორიულ პიკზე. საქართველო არის ასეთი თავისუფალი, გახსნილი პლატფორმა სავაჭრო ურთიერთობებისთვის და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ გვქონდეს პროგრესი საგარეო ვაჭრობის კუთხით. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი ადგილობრივი პროდუქტის წარმოება უნდა შევძლოთ, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება და ექსპორტის მიმართულებით ესეც მოგვეხმარება“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებაზე – სააგენტომ ის BB დონეზე დატოვა პოზიტიური პერსპექტივით. ეკონომიკის მინისტრის პროგნოზით, იმ პროგრესის ფონზე, რომელსაც საქართველო ეკონომიკის კუთხით ბოლო პერიოდში აჩვენებს, შემდეგი რეიტინგი შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყოს.

„თუმცა, იცით რომ რეიტინგი საკმაოდ კომპლექსურია და ის ეკონომიკურთან ერთად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს. მათ შორის ძირითადი გამოწვევებია რეგიონული გამოწვევები, რეგიონული გეოპოლიტიკა და გვესმის, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში ჩვენ ნაკლებად ხელგვეწიფება ეს კონტექსტი შევცვალოთ. მაგრამ მაქსიმალურად უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი შიდა მდგომარეობა იმისთვის, რომ საკმაოდ კარგი შეფასება გვქონდეს, რაც მნიშვნელოვანი მესიჯია ინვესტორებისთვის“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერი ხაზს უსვამს, რომ  „ფიტჩის“ მოლოდინით საქართველოს ეკონომიკა 2024 წელსაც მნიშვნელოვნად გაიზრდება –  5%-ზე მეტად, რაც, მისი თქმით, საკმაოდ ახლოს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, საქართველო წელს ეკონომიკური ზრდის ტენდეციას შეინარჩუნებს, მომავალ წლებში კი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება.