Home Blog Page 17

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე, მის გარეთ – ათწლეულებია საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ – ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით , – ამის შესახებ დემოკრატიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ელჩი აღნიშნავს, რომ დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა, ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

ჰერჩინსკის არჩევნების მნიშვნელობას უსვამს და განმარტავს, რომ ხმის მიცემა მოქალქეების კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა და თითოეული ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

“დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. დემოკრატიამ მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა. ამავდროულად, მას საფრთხე ბევრგან ემუქრება.

დემოკრატიები დაფუძნებულია მარტივ, მაგრამ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, როგორებიცაა თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

ჯანსაღი დემოკრატია მრავალფეროვნების საფუძველზე აღწევს წარმატებას. ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, რაც საქართველოსაც მოიცავს. ხმის მიცემა თქვენი კონსტიტუციური უფლება და სამოქალაქო მოვალეობაა. თითოეული თქვენგანის ხმა საქართველოს მომავალს გადაწყვეტს.

ევროკავშირი აქტიურად იცავს დემოკრატიას როგორც ჩვენს საზღვრებში, ასევე ამ საზღვრებს გარეთ.

ევროკავშირი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან მისი ძლიერი მოკავშირეა. ათწლეულების მანძილზე საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებაში ვეხმარებით.

ამ დღეს და ყოველდღე უნდა უზრუნველვყოთ, რომ დემოკრატიული ფასეულობები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ, ყველა ჩვენგანის საკეთილდღეოდ იყოს დაცული.

საქართველოს მოსახლეობას გვერდში ვუდგავართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. წინ, საქართველო, წინ!””,- წერია ელჩის განცხადებაში.

,,ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადონ მოღალატეობრივი განცხადებისთვის”- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადება გორში ეროვნული სირცხვილია, – ამის შესახებ აღნიშნულია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ ემსახურება მხოლოდ რუსეთის ინტერესებს, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს“.

ამასთან, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისგან“ ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მან და „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით.

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს „ქართულ ოცნებაზე“ და ერთიანობითა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზით განახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და მშვიდობიანი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დღეს გორში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი, ქართული ნიურნბერგის პროცესი მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა: „აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები“.

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ – ეს საქმე სამომავლოდ არ გადადოთ, თუმცა ნუ ცდილობთ, მომხდარი გააზვიადოთ და ბუზი სპილოდ აქციოთ. მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება სიმშვიდე დაგირღვიოთ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ოპტიმიზმი არ დაკარგოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან სადავო საკითხების განხილვას, რასაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კურო

ბოლო დღეების სტრესი რომ მოიხსნათ, მთელი დღე სასიამოვნო აქტივობებს უნდა დაუთმოთ: დაისვენეთ, იშოპინგეთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ და ა.შ.; თუ პრობლემას მეორე მხრიდან შეხედავთ, შეიძლება გამოსავალი მარტივად იპოვოთ. პრინციპული და მიზანსწრაფული ადამიანი ხართ, მაგრამ ყოველთვის იცით, უკან როდის დაიხიოთ – ეს მშვენიერი თვისებაა, ასე გააგრძელეთ.

ტყუპები

პრობლემის გადაჭრის ახალი, უჩვეულო მიდგომა დაგეხმარებათ, რომ საქმე სწრაფად და შედეგიანად დაასრულოთ. გირჩევთ პატარა, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ, რადგან შეცდომამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო საუბრებში და დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. ზოგჯერ თქვენი ქმედებების მოტივები გაუგებარია, მაგრამ ვერავინ ბედავს, რომ თავისი შეხედულება თავზე მოგახვიოთ.

კირჩხიბი

ზოგჯერ ზედმეტი კონსერვატიზმი წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ცვლილებები მიიღოთ და ახალი, საინტერესო შესაძლებლობებით ისარგებლოთ. თუ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლით, შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოთ. უსმინეთ საკუთარ თავს. თქვენი მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ.

ლომი

დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და მისი განხორციელება დაიწყოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ. ნუ გაბრაზდებით მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.

ქალწული

ამ დღეს იმდენი საქმე გელით, რომ მეგობრების ან ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ყველაფერთან გამკლავება გაგიჭირდებათ. შეიძლება თქვენი საიდუმლო გაუზიაროთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ, თუმცა მისგან განსჯას ან ორპირობას არ უნდა ელოდოთ. დღის მეორე ნახევარში ბედნიერებისთვის კარგი დასვენება და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ და საკუთარ თავს ეს სიამოვნება არ უნდა მოაკლოთ.

სასწორი

ეცადეთ, ეს დღეს განმარტოებით გაატაროთ, რადგან ურთიერთობის დამყარება გიჭირთ და თანამოსაუბრეებს თქვენი არ ესმით. გამორიცხული არ არის, რომ ამის გამო კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. საყოფაცხოვრებო პრობლემები დროებით გვერდით გადადეთ და უპირატესობა პასიურ დასვენებას მიანიჭეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.

მორიელი

ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია. ეცადეთ, გარშემო მყოფებს თქვენი განწყობა არ დაანახვოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კარგი იქნება, თუ ურთიერთობისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს შეარჩევთ, ვისაც თქვენი უსიტყვოდ ესმით. მათ გვერდით თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ.

მშვილდოსანი

გვერდით ნუ ჩაუვლით ადამიანს, რომელსაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, სარკაზმს და დამცინავ შენიშვნებს მოერიდოთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა არ დააზიანოთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.

თხის რქა

თუ ძალისხმევის მიუხედავად, სასურველ შედეგს ვერ აღწევთ, ურთიერთობის სტილი და მოქმედების სტრატეგია უნდა შეცვალოთ. ეს ყველაფერი თქვენს თვითშეფასებას აამაღლებს. ხელსაყრელი დღეა პროფესიული უნარების შესასწავლად. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ექსპერიმენტებისა და სარისკო წამოწყებისთვის. გახსოვდეთ, რომ ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება თქვენი კარიერა დააზიანონ. გირჩევთ დიდი, შრომატევადი პროექტების დასრულება სამომავლოდ გადადოთ – ახლა ამისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.

თევზები

ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ თქვენი ნებისმიერი მცდელობა წარმატებული იქნება. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და თუ საჭიროა, პროფილაქტიკური კვლევები ჩაიტარეთ. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ.

“ნაპოლი” “კვარას” 6 მილიონს სთავაზობს – რას ითხოვს ქართველი ფეხბურთელის აგენტი?

დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელია მალე “ნაპოლისთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ცნობილი იტალიური გამოცემა Repubblica-ს ცნობით, ნეაპოლური კლუბი ქართველს ანაზღაურების სახით 6 მილიონს (ბონუსების ჩათვლით) სთავაზობს.

წყაროს ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის შეტანას ითხოვს, რაც ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს არ სურს. სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები გრძელდება.

შეგახსენებთ, “კვარას” “პარტენოპეისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

,,საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ”- ბიძინა ივანიშვილი

„საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ასეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ექაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და შიდა ქართლში შეკრებილ მოსახლეობას კიდევ ერთხელ განუმარტა, თუ რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.

„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:
პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ. დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ და ისინი, გარკვეული პერიოდულობით, ხელისუფლებაში ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ვიდრე ოპოზიცია დამნაშავეთა ერთიანობას ეწოდება, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება. დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც 1000 წელია საქართველოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ მტკიცედ დგას! ქართველების ენით აღუწერელი გმირობის კიდევ ერთი, გასაოცარი ისტორია სწორედ აქ, სოფელ შინდისთან დაიწერა, ისტორია, რომელიც გვახსენებს, თუ როგორი თავდადებით შეუძლია ქართველს საკუთარი სამშობლოს დაცვა! ეს ქალაქი და მთლიანად, შიდა ქართლი 2008 წლის ომის ქარტეხილის მომსწრეა. დღესაც, 12 წლის შემდეგ, კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ, ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ ავბედითი მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა, მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოსცადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა – ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე – ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მემკვიდრეობაა“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე იმ სხვა მნიშვნელოვან პუნქტებზე ისაუბრა, რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებენ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ასახავენ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დაიცავენ.

ასევე, საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება.

„ჩვენ პარლამენტში უკვე წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება, როგორც ყველა სხვა ეროვნულ წამოწყებას. ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს! საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დავიცავთ;საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად დაღვრილი სისხლით წერდნენ ისტორიას, მომავალ თაობებს უნარჩუნებდნენ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული იდენტობა შემოუნახა. ქრისტიანული სარწმუნოება, მამულთან და ენასთან ერთად, ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება“ – აღნიშნა ივანიშვილმა.

,,როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები, დარწმუნებულები ვართ, ეს მოხდება მომავალ წელს”- ირაკლი კობახიძე

როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გორში, დასავლეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

პრემიერის თქმით, ეს მოხდება მომავალ წელს.

„როგორც კი უკრაინაში ომი დამთავრდება, დარწმუნებულები ვართ, ეს მოხდება მომავალ წელს, მაშინვე დალაგდება ურთიერთობები. ეს არის ჩვენი რწმენა“, – განაცხადა პრემიერმა.

 ,,ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ”- ბიძინა ივანიშვილი

დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა საგანგებო გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ და მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „დღეს ოპოზიცია ეწოდება ომის პარტიას, რომელიც ქვეყნის საზიანოდ ნებისმიერ დავალებაზეა ხელის მომწერი, ხოლო მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული“.

„მოგესალმებით საქართველოს ულამაზესი კუთხის, შიდა ქართლის შვილებს! მოხარული ვარ, რომ საქართველოს შუაგულში კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას ჩვენს ერთად დგომას, სიძლიერეს და სიმრავლეს.

ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალფეროვნებისა და უნიკალური კულტურის დღევანდელ დღემდე მოტანაში თითოეულ კუთხეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. ქართლი კი ყოველთვის ყველა კუთხის, ამ მრავალფეროვნების შემკვრელი იყო და მუდამ მტკიცედ იდგა საქართველოს თვითმყოფადობის სადარაჯოზე. 3000-წლოვანი უფლისციხე, ყინწვისი, ატენის სიონი, წინაპრებისგან დატოვებული კიდევ უამრავი ხუროთმოძღვრების ძეგლი ყველაზე თვალსაჩინოდ შეგვახსენებს, თუ რამდენი რამ შესძინა ჩვენს ქვეყანას ამ ულამაზესმა კუთხემ. მრავალი საუკუნის მანძილზე, მუხლჩაუხრელი შრომა და ბრძოლა ქართლელი კაცის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, რამაც მტკიცე ხასიათი ჩამოგიყალიბათ, ძნელბედობისადმი შეგუების უფლება არ მოგცათ და მომავალი თაობების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა ღირსეულად გატარებინათ.

12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას, მე დაგპირდით, რომ სახელმწიფო ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას შეცვლიდა და ეს დაპირება შევასრულეთ. შემოვიღეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და სოციალური დახმარებები, ასი ათასობით ადამიანმა დაძლია სიღარიბე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გამყოფი ხაზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას, ხორციელდება სოციალური პროგრამები დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად, მათთვის შემუშავებულია და მოქმედებს რამდენჯერმე გაზრდილი სოციალური დახმარებისა და შეღავათების პაკეტი.

2012 წელს ჩვენ ვაცხადებდით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია და დაგპირდით, რომ ქართული სოფლის აღორძინებისთვის მილიარდიან ფონდს შევქმნიდით. ამ დაპირების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ქართული სოფლის გაძლიერებისათვის ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯება. შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა; შეიქმნა 420 ახალი გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი; 23 ათას ჰექტარზე გაშენდა მრავალწლოვანი კულტურები; 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობები და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელმაც ტრადიციული ბაზრები გააქრო და ალტერნატიული ვერ მოიძია, ჩვენ მოვახერხეთ და ქართული პროდუქცია დავაბრუნეთ რუსეთის ბაზარზე, პარალელურად კი ახალი ბაზრებიც ავითვისეთ. დღეს ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში წარმატებით იყიდება ქართული ღვინო, ხილი და მრავალი სხვა აგრარული პროდუქტი.

12 წლის წინ, თქვენ წინაშე გამოსვლისას ხაზგასმით ვთქვი, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული არჩევანი იყო, თუმცა, მეზობლებს ვერ ავარჩევდით და ამიტომ, ევროინტეგრაციის პარალელურად, რუსეთთან პრინციპული, მაგრამ კორექტული პოზიცია უნდა დაგვეჭირა! მე დაგპირდით, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და დღეს თქვენ ყველაზე უკეთ იცით, აღდგენილმა სავაჭრო ურთიერთობებმა რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა აქაურ მოსახლეობას. ეს კი იმის პარალელურად, რომ ქართველ ხალხთან ერთად, სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ მოიპოვა ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლის უფლება, გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. დღეს ჩვენი ქვეყანა არა უსიტყვო მორჩილებით, არამედ ღირსებითა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესს!

კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა მუდმივად გაგრძელდება.

თუმცა, დღესდღეობით ჩვენი ქვეყანა საგანგებო გამოწვევების წინაშე დგას. ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ გარე დაკვეთით მოქმედ აგენტურას, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყნის არევის შესაძლებლობას მივცემთ და მშვიდობას ვერ შევინარჩუნებთ. დღეს ოპოზიცია ეწოდება ომის პარტიას, რომელიც ქვეყნის საზიანოდ ნებისმიერ დავალებაზეა ხელის მომწერი, ხოლო მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ასეთ პირობებში, ჩვენს გუნდს საზოგადოების მყარი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. თუმცა, ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაა. ეს არ არის ჩვენი ახირება. დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა საზოგადოებასთან შეხვედრისას განმარტა რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ. დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ და ისინი, გარკვეული პერიოდულობით, ხელისუფლებაში ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ვიდრე ოპოზიცია დამნაშავეთა ერთიანობას ეწოდება, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება.

დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც 1000 წელია საქართველოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ მტკიცედ დგას! ქართველების ენით აღუწერელი გმირობის კიდევ ერთი, გასაოცარი ისტორია სწორედ აქ, სოფელ შინდისთან დაიწერა, ისტორია, რომელიც გვახსენებს, თუ როგორი თავდადებით შეუძლია ქართველს საკუთარი სამშობლოს დაცვა! ეს ქალაქი და მთლიანად, შიდა ქართლი 2008 წლის ომის ქარტეხილის მომსწრეა. დღესაც, 12 წლის შემდეგ, კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ, ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ ავბედითი მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა, მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოსცადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა – ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე – ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მემკვიდრეობაა.

საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ისეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ექაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის;

მეორე: ჩვენ პარლამენტში უკვე წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება, როგორც ყველა სხვა ეროვნულ წამოწყებას. ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს! საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დავიცავთ;

მესამე: საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად დაღვრილი სისხლით წერდნენ ისტორიას, მომავალ თაობებს უნარჩუნებდნენ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული იდენტობა შემოუნახა. ქრისტიანული სარწმუნოება, მამულთან და ენასთან ერთად, ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება;

მეოთხე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას.

2012 წელს, როდესაც თქვენთან ერთად ვემზადებოდი კრიმინალური რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად, თქვენ წინაშე, ამ ქალაქში ვრცლად ვისაუბრე სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ პროვოცირებული ომის შესახებ და მინდა, ჩემი 12 წლის წინანდელი გამოსვლიდან მცირე ამონარიდი გავიხსენო. 2012 წლის 15 ივლისს მე გითხარით შემდეგი:

„გულით თუ გვინდა, რომ ამ ჭრილობამ, ბოლოსდაბოლოს, პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი დღეს აქ. ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ შევძლებთ არამარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს, ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ, ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მომავალშიც, ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქ, ამ მხარეში. ჩვენ, ქართველებმა და ოსებმა, ერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობის აღდგენა, რადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს ჩვენს დებთან და ძმებთან, ოსებთან. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას“.

თქვენ წინაშე ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ 12 წელი გავიდა. სწორედ ეს დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ.

დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიუნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.

26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება.

საქართველოს გულში მცხოვრებო ჩემო თანამოქალაქეებო, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა მოვიხადოთ ვალი ჩვენი სამშობლოს წინაშე, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი მიზანი არა წარსულში დაბრუნება, უსიტყვო მორჩილება და ომი, არამედ მომავლის შენება და განვითარებაა!

მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი დაწყებული გზა ოს ხალხთან შერიგებით გავაგრძელოთ და ყველა ერთად გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები – მხოლოდ მშვიდობითა და კეთილდღეობით.

გაუმარჯოს ქართლელებს! გაუმარჯოს ჩვენს ოს დებსა და ძმებს! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს!“ – განაცხადა ივანიშვილმა.

,,აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ, რომ მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”- ბიძინა ივანიშვილი

დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ღრმად სწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს

„პირობას გაძლევთ, რომ ქართული ნიურნბერგის პროცესი ძალიან მალე ჩატარდება, რაც აუცილებლად გახდება ჩვენი შერიგების წინაპირობა. ქართველების ერთ-ერთი ღირსება ყოველთვის იყო რეალობისთვის თვალის გასწორების უნარი, როგორი მწარეც არ უნდა ყოფილიყო ის. საქართველოში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის ფონზე, კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ სწორედ საკუთარი შეცდომების აღიარება, ქართველებსა და ოსებს შორის საუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის გახსენება იქნება იმ გზის დასაწყისი, რომელიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს ნდობის აღდგენის სურვილს გაუჩენს.

26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები. და რადგან ჩვენი, ქართველებისა და ოსების ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედი სწორედ შენდობაა, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მტრების მიერ ჩვენი ხალხებისათვის თავსმოხვეული ძმათამკვლელი დაპირისპირება სწორედ რომ ისტორიული ურთიერთპატიებით და გულწრფელი შერიგებით დასრულდება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

,,ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე, ვერც ერთ მცდელობას ვერ ექნება წარმატება”-პრემიერი

მართალია, ცალკეული სენატორის განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ერთ-ერთი სენატორი გამოდის და ვიგინდარას უწოდებს საქართველოში მმართველ პარტიას, შეურაცხყოფას აყენებს პირველ რიგში აშშ-ის სენატს.

„ყველა ხედავთ, რომ რეალურად არის ინტენსიური გარე ჩარევა. ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე. გამოდის ერთ-ერთი სენატორი და შეურაცხყოფას აყენებს პირველ რიგში აშშ-ის სენატს, როდესაც ვიგინდარას უწოდებს მმართველ პარტიას, ხალხის მიერ არჩეულ მმართველ პარტიას საქართველოში. დღეს არის გარე ჩარევის მცდელობა, მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე ვერც ერთ ასეთ მცდელობას ვერ ექნება წარმატება. რაც შეეხება ასეთ შეფასებებს, ასეთ განცხადებებს, ასეთი რამ პირველ რიგში ზიანს აყენებს თავად იმ ინსტიტუტების იმიჯს, რომლებსაც ეს ადამიანები წარმოადგენენ. თუმცა ყველას გვესმის, რომ ცალკეული სენატორები საბოლოო ჯამში ვერ განზოგადდებიან სენატზე. მართალია, მათი განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

15 სექტემბერს საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

15 სექტემბერს საქართველოში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ზოგან 20-25მ/წმ-მდე, აღმოსავლეთში კი 17-22მ/წმ-მდე.

Meteo.gov.ge-ის თანახმად კვირას დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +7, +12°, დღისით +23, +28°.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი  17-22მ/წმ.  ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +20, +25°, ზოგან +29°-მდე; მაღალმთაში ღამით +5, +10°, დღისით  +14, +19°, ზოგან +25°-მდე.

რუმინეთში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას ხუთი ადამიანი შეეწირა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სტიქიამ გალაცისა და ვასლუის რეგიონები დააზარალა. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ძლიერმა ქარმა ხეები ფესვებიანად მოგლიჯა. დაზიანებულია მანქანები და ბლოკირებულია გზები.

სტიქიას გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ის სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთად მუშაობს, რათა სტიქიის შედეგებს გაუმკლავდეს. იოჰანისის მტკიცებით, უხვი ნალექი რუმინეთში კლიმატის ცვლილების შედეგია.

,,ეკა ტყეშელაშვილი თქვენ ვინ გგონიათ? – სააკაშვილის მწვალებელთა პარტიის მაღალჩინოსანი იყო”- ირაკლი ზარქუა

ეკა ტყეშელაშვილი თქვენ ვინ გგონიათ? – სააკაშვილის მწვალებელთა პარტიის მაღალჩინოსანი იყო, – განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

იგი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თემაზე ბერლინში გამართულ ფორუმს გამოეხმაურა, რომელშიც „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდნენ.

„ეკა ტყეშელაშვილი თქვენ ვინ გგონიათ? – ჩვეულებრივი, სააკაშვილის მწვალებელთა პარტიის მაღალჩინოსანი იყო. მგონი, არ დარჩა არც ერთი უწყება, სადაც ეს ქალბატონი არ იყო ხელმძღვანელი. ახლა მოვიკითხე, სად არის-მეთქი და აბა თუ გამოიცნობთ? უკრაინაში, ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობს-თურმე, USAID-ის მიმართულებით. Pink Floyd-ის ერთ-ერთმა წევრმა (როჯერ უოტერსი) თქვა – იმ კაცამდეც კი დავიდა, პოლიტიკაში არ არის საერთოდ, რომ უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოაო“, – განაცხადა ზარქუამ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ბერლინში, ფორუმზე იმსჯელეს – დისკუსიას ანა ნაცვლიშვილი და ეკა ტყეშელაშვილი დაესწრნენ.