Home Blog Page 17

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

12 ნოემბერს ქუთაისში +20 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღეა ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღის განმავლობაში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +9, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში მზიანი დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

კიევი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ,უკრაინის მთავრობა დამატებით საბრძოლო იარაღს და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, – ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

როგორც „როიტერთან“ საუბარში მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, შემდეგი ოთხი-ხუთი თვე იქნება გადამწყვეტი ამ ომში.

„ეს ზამთარი კრიტიკული მომენტია. ვიმედოვნებ, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდება. ახლა ჩვენ განვსაზღვრავთ ორივე მხარის პოზიციებს მოლაპარაკებებში“, – ამბობს წყარო.

როგორც მაღალჩინოსანი ამბობს, უკრაინაში ახლა ელოდებიან, თუ ვინ დაიკავებს ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარ პოზიციებს, რათა მიხვდნენ, რა პოლიტიკას გაატარებენ თანამდებობის პირები უკრაინასთან მიმართებაში.

უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, შეუწყვიტოს კიევს დახმარება.

„მე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ეცდება ამ რისკის თავიდან აცილებას დახმარების ტემპის აჩქარებით“, – ამბობს მაღალჩინოსანი.

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, ცოტა უფრო პრაქტიკული გახდეთ და საკუთარი მიღწევები უფრო პრაგმატული თვალსაზრისით შეაფასოთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამუშაო, სპორტი, ბიზნესი, მშობლის მოვალეობა და შემოქმედება. ნუ იჩქარებთ ახალი გეგმების შედგენას და იმ იდეების თუ ადამიანების მიტოვებას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებოდნენ.

კურო

ამ დღეს მოთმინების უნარი ძალიან გამოგადგებათ, რათა უკანასკნელი ძალები შეუძლებლის მიღწევის მცდელობას არ დაახარჯოთ. გირჩევთ, მეტი უსმინოთ და ნაკლები ილაპარაკოთ – რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინება თქვენი გეგმების შესახებ, მით უკეთესია. ეს დღე ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი დავების მოსაგვარებლად.

ტყუპები

ნუ კარგავთ დროს იმაზე ფიქრზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. თუ საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ ახალ გარემოებებს შეეგუოთ, შეამჩნევთ, რომ სუნთქვა გაგიადვილდებათ. ეცადეთ, ეჭვები თავიდან მოიცილოთ. რაც უფრო ადრე დარწმუნდებით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ, სასურველ შედეგს მით უფრო მალე მიაღწევთ.

კირჩხიბი

იჩქარეთ – ეს დღე იდეალურია ახალ საქმის წარმატებით დასრულებისთვის. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ენერგიული და მიზანდასახული იქნებით, მით უკეთესი იქნება შედეგი. დამხმარეები არ გჭირდებათ – აზარტი გეხმარებათ, რომ პრობლემებს მარტო გაუმკლავდეთ, სირთულეები კი ახალი მიღწევებისკენ გიბიძგებთ. ეს დღე შესაფერისია რომანტიკული პაემნებისთვის, შეგიძლიათ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ.

ლომი

წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა სიმშვიდის შენარჩუნებას ისწავლით. ეს კი თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს ყოველთვის უჭირთ. ყურადღება მიაქციეთ, რას და როდის ამბობთ. ყველა აზრის გახმოვანება, რომელიც თავში მოგივათ, არ ღირს. მოსალოდნელია კონფლიქტი კოლეგებთან. შეეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიღოთ ის, რასაც შურიანი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები თქვენზე ამბობენ.

ქალწული

დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად. მოლაპარაკება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, მაგრამ შუა დღის განმავლობაში სურათი შეიცვლება და ნეგატიური ტენდენციები გაძლიერდება. ამ დროს შეიძლება ახლობლებთან სერიოზული უთანხმოება წარმოიშვას ან ისეთი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ, რომელიც მნიშვნელოვნად არ გეჩვენებათ.

სასწორი

ეს დღე იმაზე რთული იქნება, ვიდრე ელოდით. საქმე ისაა, რომ არჩეული გზა შედეგამდე არ მიგიყვანთ. როგორც კი გადაუხვევთ, შეამჩნევთ, რომ სიტუაცია ყოველ საათში უკეთესობისკენ იცვლება. ეს არის თანამოაზრეებთან გაერთიანების და საერთო მიზნის მისაღწევად ნაყოფიერი თანამშრომლობის გზა. ნუ ეცდებით პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებას, უმჯობესია კარგი ასისტენტი მოძებნოთ.

მორიელი

ამ დღეს საკუთარ თვალებსაც არ უნდა დაუჯეროთ – ან გატყუებენ, ან ვარდისფერი სათვალე ყველაფერს ფარავს. ფაქტია, რომ რეალობას ვერ ხედავთ, ამიტომ ყველაფერი უნდა გადაამოწმოთ და მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანს ენდოთ, რომელიც უკვე არაერთხელ დაგეხმარათ. განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეში უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ზომიერება, თავშეკავება და თვითკონტროლი ის თვისებებია, რომლებიც ამ დღეს ჰაერივით გჭირდებათ. გირჩევთ, სურვილები და ემოციები აკონტროლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. მოსალოდნელია უთანხმოება მენეჯერთან ან სხვა ადამიანთან, რომელზეც თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების უფლება მისცეთ.

თხის რქა

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადრე შედგენილი გრაფიკის დაცვა. თუ შესაძლებელია, ზოგადად მიღებული წესები და საკუთარი პრინციპები არ დაარღვიოთ. ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა ის თვისებებია, რომლებიც წარმატებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენი იდეებით ყველაზე თავდაჯერებული სკეპტიკოსებიც კი დაინტერესდებიან. ასევე შესაძლებელია მოგებიანი გარიგების გაფორმება.

მერწყული

ამ დღეს ძალიან ფრთხილად, შეუმჩნეველი ნაბიჯებით უნდა იმოძრაოთ. ეცადეთ, ყველა წვრილმანს ყურადღება მიაქციოთ, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი მათგანი თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე მიზეზით, უფრო ახლოდან უნდა დააკვირდეთ ადამიანებს, რომლებიც ადრე „ნაცრისფერები“, უმნიშვნელოები და ჩვეულებრივები გეჩვენებოდათ.

თევზები

ამ დღეს ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ, რათა მოხერხებული თაღლითის მსხვერპლი არ გახდეთ. არ არის მიზანშეწონილი ერთობლივი ბიზნესის დაწყება ადამიანებთან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. ნუ მოაწერთ ხელს საბუთებზე, მათი შინაარსის გულდასმით შესწავლის გარეშე. საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ, საქმე ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.

https://www.facebook.com/v8.0/plugins/share_button.php?app_id=196984465399085&channel=https%3A%2F%2Fstaticxx.facebook.com%2Fx%2Fconnect%2Fxd_arbiter%2F%3Fversion%3D46%23cb%3Dfec92543a770d6111%26domain%3Dfuntime.ge%26is_canvas%3Dfalse%26origin%3Dhttps%253A%252F%252Ffuntime.ge%252Ffcfffab9b8e884faa%26relation%3Dparent.parent&container_width=809&href=https%3A%2F%2Ffuntime.ge%2Fka%2Fnews%2Fdgis-horoskopi%2F12-noembris-astrologiuri-prognozi-4494&layout=button&locale=en_GB&sdk=joey&size=small

„მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!“ – პოლონელი პარლამენტარი აქციის მონაწილეებს

ვერავინ გაბედავს, მოგპაროთ ხმები, ვერავინ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას, საქართველო იქნება თავისუფალი, იქნება ევროპაში, – ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მიჰაუ კამინსკიმ აქციაზე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი.

„საქართველო გვიყვარხარ. თბილისო, მე აქ ვიდექი თქვენს ბრწყინვალე პრეზიდენტ სააკაშვილთან და პოლონეთის დიდ პრეზიდენტ, ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა. საქართველო გადარჩა, საქართველო გადაურჩა რუსეთის აგრესიას.

ვერავინ გაბედავს, მოგპაროთ ხმები, ვერავინ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას, საქართველო იქნება თავისუფალი, იქნება ევროპაში. ნება მომეცით, ბოლოში მოგახსენოთ, მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.

„თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ, თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გადავრჩებით”- მიხაილ როთი

გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე – „ჩვენ ვართ ევროპა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მოუწოდა ქართველებს, არ დანებდნენ.

„ჩვენი სურვილია მხარი დაგიჭიროთ. ქართველი მეგობრებისგან ვიცი, რომ დაღლილები ხართ, მაგრამ არ დანებდეთ ძვირფასო მეგობრები. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. მე სრულიად ვეთანხმები მმართველ პარტიას, რომელიც აკრიტიკებს გლობალურ ომის პარტიას, დიახ, ასეთი გლობალური ომის პარტია არსებობს და ეს გლობალური ომის პარტია საფრთხეს მხოლოდ თქვენთვის არ წარმოადგენს. ეს გლობალური ომის პარტია საფრთხეს წარმოადგენს გერმანიისთვის, საფრანგეთისთვის, ესპანეთისთვის, იტალიისთვის, საბერძნეთისთვის, რუმინეთისთვის, ბულგარეთისთვის. გლობალური ომის პარტია რუსეთია, რუსული იმპერიალიზმია“, – განაცხადა მიხაილ როთმა.

მისივე თქმით, „თუ უკრაინელი მეგობრები ვერ გაიმარჯვებენ, შემდეგი თქვენ იქნებით, შემდეგი მოლდოვა იქნება, სომხეთი იქნება შემდეგი“.

„ჩვენ ყველანი ისტორიის ერთ ფურცელზე ვიმყოფებით და თქვენ ჩვენს გვერდით ხართ. თუ თქვენ გაიმარჯვებთ, ჩვენც გავიმარჯვებთ. თუ თქვენ გადარჩებით, ევროკავშირიც გადარჩება. აქ სწორედ ამიტომ ვართ“, – აღნიშნა მიხაილ როთმა.

რუსთაველის გამზირზე აქცია – „ჩვენ ვართ ევროპა“ მიმდინარეობს, რომელსაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები შეუერთდნენ

რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დაიწყო.

დღევანდელი აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის მონაწილეები აპირებენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრან: „საქართველო ევროპაა!“.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უკვე შეუერთდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორდონი მოუწყვეს, დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. ევროპელი პარლამენტარები სცენაზე ევროკავშირის ჰიმნის ფონზე ავიდნენ. კიდევ ერთხელ შესრულდა საქართველოს ჰიმნი.

შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლების შემდეგ, 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მიმართავენ.

პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.

გრეტა თუნბერგი – საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს

საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს , – ამის შესახებ შვედმა ეკოაქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა თბილისში, მის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა.

„საქართველო სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს იმსახურებს. ეს ასე მარტივად არის“, – განაცხადა გრეტა თუნბერგმა.

ამასთან, ეკოაქტივისტმა ისაუბრა მის მიერ ორგანიზებული აქციის მიზანზე და კლიმატის ცვლილებებზე. თუნბერგის თქმით, კლიმატური სამართლიანობა სოციალური სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია და ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ, აქციას ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“-ს შეუერთდება.

„ჩვენ ვერ გვექნება კლიმატური სამართლიანობა სოციალური სამართლიანობის გარეშე. ეს პროტესტი აზერბაიჯანის რეპრესიული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ არის, კონკრეტულად კლიმატის ცვლილების კონფერენციის წინააღმდეგ, ასევე, მთელი კავკასიის რეგიონის სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის“, – აღნიშნა შვედმა აქტივისტმა.

შვედი ეკოაქტივისტი გრეტა თუნბერგი სხვა აქტივისტებთან ერთად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდა. ცნობისთვის, მანამდე შვედი ეკოაქტივისტი აზერბაიჯანში მიმდინარე კლიმატის ცვლილებების კონფერენციას აპროტესტებდა თავისუფლების მოედანზე. როგორც აქტივისტები აცხადებენ, აზერბაიჯანში აღნიშნული კონფერენციის ჩატარება არ შეიძლება, რადგან აზერბაიჯანი ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება იდევნება. ასევე, რუსთაველის გამზირზე 19:00 საათიდან მოქალაქეები იკრიბებიან, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამდგარ შედეგებს აპროტესტებენ.

,,საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის”- ილია დარჩიაშვილი

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები მიხვდებიან და დარწმუნდებიან იმაში, რომ მსგავსი ტიპის ინტერვენციები, მსგავსი ტიპის მიკერძოებული დამოკიდებულება და უპატივცემულობა, რომელსაც ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ და გვესმის, ჩვენთვის მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება [ევროპელი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით] და სრულად ვეთანხმები იმ პათოსს, რომელიც მან გააჟღერა. ჩვენ პარტნიორობა გვესმის იმ ჭრილში, რომ ჩვენმა პარტნიორებმა აუცილებლად უნდა მოისმინონ და გაიზიარონ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და რომელმაც შექმნა იმის საჭიროება, რომ ჩვენს ქვეყანაში მიგვეღო ეს სამართლებრივი რეგულაციები“, – განაცხადა დარჩიაშვილმ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ის ხალხი, რომელიც მსგავსი უხეში ფორმით ერევა ქვეყნის შიდა საკითხებში, მიხვდება, რომ ეს არ არის ურთიერთობის მისაღები ფორმა. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, ჩვენ ყოველთვის გვაქვს მზაობა კონსტრუქციული დიალოგისთვის და არა მიკერძოებული დიალოგისთვის. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ინტერესს, რომ ღიად და გულწრფელად ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს“,- აღნიშნა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომელიც ყოველთვის მზად არის, მოისმინოს არგუმენტები.

„ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთსტრატეგიული ინტერესების პოლიტიკას უფრო მეტად შევუწყობთ ხელს, რომელიც სასარგებლო იქნება ყველასთვის,“ – განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მხარდაჭერა სჭირდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მხარდაჭერა სჭირდება.

„რუსეთი მხოლოდ ომის გაგრძელებას ისახავს მიზნად და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს რუსეთის ნებისმიერ განცხადებას დიპლომატიის შესახებ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების უფრო მყარი მხარდაჭერა სჭირდება, რათა დიპლომატია რეალური და ძლიერი გახდეს.

„პრინციპული გადაწყვეტილებებისა და უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე რუსეთს არ ექნება მოტივაცია მშვიდობისკენ სწრაფვისთვის და გააგრძელებს მხოლოდ ახალი სამიზნეების არჩევას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 ,,ჩამოსული სტუმრები წარმოადგენენ მათ საკუთარ პოზიციას და ისინი ევროპის სახელით ვერ ისაუბრებენ”- თენგიზ შარმანაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ის მიზეზები განმარტა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ჩამოსული სტუმრები წარმოადგენენ მათ საკუთარ პოზიციას და ისინი ვერ ისაუბრებენ ევროპის სახელით. თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, დელეგაციის წევრები, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უხეშად იყვნენ ჩართულები საარჩევნო კამპანიაში და მხარს უჭერდნენ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს, ამიტომ ისინი ვერ იქნებიან ნეიტრალურები.

„რა თქმა უნდა, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ. ევროპის სახელით ვის შეუძლია ილაპარაკოს, ეს ევროპის ფუნდამენტური დოკუმენტებით არის განსაზღვრული. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც აქ არიან ჩამოსულები, სამწუხაროდ, ისინი წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული პირდაპირ, საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით. პოლიტიკური საქმიანობა უცხოელებს ეკრძალებათ საქართველოში მაგრამ არად დაგიდევენ ამას. ისინი თავისუფლად გამოდიოდნენ მიტინგებზე, აკეთებდნენ განცხადებებს, მოუწოდებდნენ ქართველ ხალხს რა არჩევანი უნდა გაეკეთებინათ.

ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი საარჩევნო სუბიექტები, ისინი კონკრეტულ სუბიექტებს უჭერდნენ მხარს და ისინი ვერ იქნებიან ვერც ნეიტრალური პირები ამ ურთიერთობებში, ვერც დამოუკიდებელი დამკვირვებლები და ვერც ნეიტრალური მოთამაშეები. ამიტომ მათ აზრს არანაირი მნიშვნელობა ჩვენთვის არ აქვს. იმიტომ, რომ ისინი ერთ სუბიექტს, კრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერდნენ მხარს, დაუფარავად, პირდაპირ და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. რა ფასი უნდა ჰქონდეს მათთან ურთიერთობას და ასეთი დამოკიდებულების დროს მათთან შეხვედრას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა. 

დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს

დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ელის სტეფანიკს წარადგენს , – ამის შესახებ CBS News-ს აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განუცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია ჩემი კაბინეტის შემადგენლობაში გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე თავმჯდომარე ელის სტეფანიკი წარვადგინო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ელის სტეფანიკი, რომელიც 2021 წლიდან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკური პარტიის“ კონფერენციის თავმჯდომარეა, „ამერიკა პირველ რიგში“ პოლიტიკისთვის ძლიერი და ჭკვიანი მებრძოლია.

ელის სტეფანიკმა დაადასტურა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დონალდ ტრამპის შეთავაზება მიიღო.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზება მივიღე, მის კაბინეტში ვიმსახურო, როგორც გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. პრეზიდენტ ტრამპთან საუბარში აღვნიშნე, თუ როგორი მადლიერი ვარ დავთანხმდე მის ნომინაციას და აშშ-ის სენატში ჩემი კოლეგების მხარდაჭერის მოპოვებას მოუთმენლად ველი“, – განაცხადა ელის სტეფანიკმა.

ელის სტეფანიკი თანამდებობაზე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ნოემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7288 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9138 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9345 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0207 ლარი შეადგინა.