Home Blog Page 1682

“აღარ მესმის, მელია როგორ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, შეანგრევს კარს და თავის კაბინეტში დაჯდება?”

ნიკა მელია ფიზიკურად როგორ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აღარ მესმის. შეანგრევს ოფისის კარს და თავის კაბინეტში დაჯდება? ცალკე გასვლა მოუწევს. აჯობებდა, ეს გადაწყვეტილება თვითონ მიეღო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ჰერმან საბოს თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემები ღრმავდება.

„არ ვიცი, საბოლოოდ რა ბედი ეწევა „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ პრობლემები, რომლებიც მათ აქვთ, უფრო და უფრო ღრმავდება. ეს იმის შედეგია, რომ საჯაროდ არ საუბრობენ თუნდაც იმ პრობლემებზე, რომლებზეც ნიკა მელია, ამდენი ხანია, აპელირებს. რეალურად ხომ არაფერი ვიცით, მელიასთან რა პრეტენზიები აქვთ. პასუხისმგებლობის არაღება საბოლოოდ მიგვიყვანს ამ შედეგამდე, რა შედეგიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. არ ვიცი, რამდენად მოახერხებენ ერთად დარჩენას. მიუხედავად იმისა, რომ სამი წევრი გარიცხეს, ალბათ ეს ხალხი პარტიაში დარჩება და პრეტენზია ექნებათ გარიცხვის ამ ფორმასთან დაკავშირებით.

ნიკა მელია ფიზიკურად როგორ დარჩება „ნაციონალურ მოძრაობაში“, აღარ მესმის. შეანგრევს ოფისის კარს და თავის კაბინეტში დაჯდება? ცალკე გასვლა მოუწევს. ალბათ აჯობებდა, რომ ეს გადაწყვეტილება თვითონ მიეღო და ლაპარაკი დაეწყო კონკრეტულ თემებზე, რატომ, ვის გამო, რის გამო წამოვიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და არა ახლა, გარიცხული რომ დაიწყებს რაღაცაზე ლაპარაკს. ცოტა განაწყენებულის ლაპარაკს უფრო ჰგავს, ვიდრე საქმიან საუბარს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებული კომპანია „სიდერის“ წარმატებები

ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის მწარმოებელი კომპანია „სიდერი“ 2022 წლის ბიზნეს დაჯილდოების სპეციალური ჯილდოს – „მწვანე ინიციატივის“ გამარჯვებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვებამ კომპანიას საშუალება მისცა, გერმანიაში, ქალაქ ბერლინში გამართულ გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023-ში მიეღო მონაწილეობა, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში გაერთიანებულიყო და GLOBAL G.A.P -ის სერთიფიკატი მოეპოვებინა.

კომპანიის წარმატებაზე მისი დირექტორი, რუსუდან ხარგელია გვიამბობს:

„ლურჯი მოცვის, თხილისა და ჩაის წარმოებაზე ფიქრი 2018 წელს დავიწყეთ, როცა ოზურგეთში, დაბა ლაითურში 33 ჰა მიწა  შევიძინეთ. ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩაის კულტურა იყო გაშენებული, თუმცა 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მოუვლელობის გამო, პლანტაციები მთლიანად გავერანდა.

 

ჩვენ შევისწავლეთ ტერიტორია, ლანდშაფტი, გავაკეთეთ ნიადაგის ანალიზი, რელიეფის და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმა ტერიტორიის განაშენიანება.  გადავწყვიტეთ, გაგვეშენებინა ლურჯი მოცვისა და თხილის ბაღები, ნაწილზე კი აღგვედგინა ქართული ჩაის კულტურა. თხილი და ჩაი შედარებით მცირე რაოდენობით მოგვყავს, ჩვენი ძირითადი პროდუქტი ლურჯი მოცვია. ამ საქმიანობაში ძალიან დაგვეხმარა დანერგე მომავალი და შეღავათიანი აგრო სესხი.

16 ჰა-ზე გაშენებულმა მოცვმა მომდევნო წელს 10 ტონამდე მოსავალი მოგვცა, რაც უკვე იყო იმის  ნიშანი, რომ ჩვენს მიერ დაწყებულმა საქმემ და ამ საქმეში ჩადებულმა შრომამ გაამართლა. მეორე წელს სამჯერ მეტი, მესამე წელს კი უკვე  60 ტონა მოცვის მოსავალი ავიღეთ.

მეურნეობის ტერიტორიაზე გვაქვს განთავსებული მოცვის შესანახად საჭირო მაცივარიც,  მზის პანელები და ფუტკრის 70 ოჯახი, რომლებიც დამტვერვისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად შევიძინეთ და ამავდროულად, ჩვენს წარმოებას კიდევ ერთი პროდუქტი, თაფლი დავუმატეთ.

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობა 2022 წელს პირველად მივიღეთ და მოულოდნელად სპეციალური ჯილდოც დავიმსახურეთ ნომინაციაში „მწვანე ინიციატივებისთვის“.

გარდა იმისა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის დიდი სტიმული და მოტივაცია იყო, ამ ჯილდომ კომპანიას სამომავლო წარმატებებისკენაც გაუხსნა გზა.

2023 წელს ბერლინში გაიმართა სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა FRUIT LOGISTICA 2023. აღებული ჯილდოს დახმარებით გავემგზავრეთ ამ გამოფენაზე, სადაც მივიღეთ ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გავიცანით ბევრი საინტერესო ადამიანი და კომპანია. იქვე გადაწყდა საქართველოში მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დაარსება, რომელშიც 20 ფერმერთა შორის ერთ-ერთი „სიდერია“.

2023 წლის გაზაფხულზე USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელშეწყობით მოხდა კენკროვნების იმპორტიორი კომპანიის Wonderland Farmers-ის წარმომადგენლის აჰმეტ აკტასის ვიზიტი საქართველოში, რის შემდგომაც ასოციაციის წევრებმა ექსპორტზე გავიტანეთ 36 ტონა მოცვი გერმანიაში, აქედან 10 ტონას „სიდერის“ მოცვი შეადგენდა. ასოციაციის წევრების მიერ გაგზავნილმა საცდელმა პარტიამ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა და წელს მადრიდში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასოციაციასა და Wonderland Farmers-ს შორის, რომლის მიხედვითაც  მომდენო წელს ჩვენი ასოციაციის წევრი ფერმერებისგან 800 ტონამდე მოცვის ექსპორტი განხორციელდება გერმანიაში.

გარდა ამისა, ბიზნესდაჯილდოებაში აღებული ჯილდოს დახმარებით გავიარეთ აკრედიტაცია, სულ მალე მივიღებთ GLOBAL G.A.P – ის და GRASP – ის საერთაშორისო  სერთიფიკატსაც, რაც ჩვენი კომპანიისთვის კიდევ ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.“

(R)

 

“მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება” – პრეზიდენტი

რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში, „ევროკლუბში“

ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამოქალაქო ჩართულობის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე.

„იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა. რაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს. ეს იწყება ყოველ ქალაქში, სოფელში, თემში, საიდანაც წამოწყებული ყველა ინიციატივა არის ძლიერი. საქართველოს ისტორია მე ძალიან კარგად ვიცი. ხშირად კითხვას ვსვამთ, როგორ გადავრჩით და როგორ მოვედით დღემდე? – იმიტომ გადავრჩით, რომ ყველა ადგილს ჰქონდა თავისი ძალა, თავისი იდენტობა, თავისი თავდაჯერებულობა…

თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ეს ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა სხვადასხვა მიზეზის გამო, ესეც გამაოგნებელია მაშინ, როცა ასეთი საზოგადოება ჩამოვიდა თბილისიდან და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. თქვენი წამოწყება არის პირველ რიგში ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობა, რომლის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის მყარ საფუძველზე. რაც შეგვიძლია თქვენს გვერდით ვიდგებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გარკვეული პოლიტიკა გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით, არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავიდან ბოლომდე იცავს იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული აქვს.

„ჩვენ გარკვეული პოლიტიკა გვაქვს სანქციებთან დაკავშირებით. სანქციებს არ ვაწესებთ, მაგრამ სანქციების გვერდის ავლასაც არ ვუშვებთ. ამ პოლიტიკის ფარგლებში იდება ნებისმიერი გარიგება. სადმე გადახვევა თუ იქნება, ნებისმიერმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება, მაგრამ გადახვევა თუ არ არის, პრეტენზიებსაც ვერ ექნება საფუძველი. ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიცავთ იმ პოლიტიკას, რომელიც გაცხადებული გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ამოიჩემა, ჩვენი ხმა ევროპასო, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ხმას ევროპა ვერ გაიგებს”

ბოლო პერიოდში სალომე ზურაბიშვილმა ამოიჩემა, ჩვენი ხმა ევროპასო. მის ხმას ევროპა ვერ გაიგებს. კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტის ხმას ევროპა ვერ გაიგებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, დღის წესრიგიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის ხმას გაიგებს რადიკალური ოპოზიცია.

„მის ხმას მხოლოდ ნიკა გვარამია გაიგებს, რომლის ხმა გაიგო და ციხიდან გამოუშვა. მის ხმას გაიგებს რადიკალური ოპოზიციაც, რომელიც მის დღის წესრიგშია. მის ხმას ვერც ქართველი ხალხი და ვერც ევროპა ვერ გაიგებს. სჯობს, დროზე მოეგოს გონს და გაჩერდეს, სულ რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი და შეირგოს. სალომე ზურაბიშვილს ემიგრანტები არ უშველის. სჯობს, საარჩევნო კანონმდებლობას ჩახედოს, სადაც წერია, რომ ხმის მიცემა უზრუნველყოფილია და გაყალბება ნულოვან დონეზეა დაყვანილი. ამას საერთაშორისო აუდიტი ამბობს. ვის დაუჯერებს ევროპული საზოგადოება, კონსტიტუციის დამრღვევ ზურაბიშვილს თუ საერთაშორისო აუდიტს?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ  არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა.
საუბრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.
რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას   პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა,რომ საქართველო ღიაა მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება  გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე.

“პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში” – ირაკლი კობახიძე

მართლა პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში, დაუჭამიათ ერთმანეთი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, სასურველია, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს.

„რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად, მნიშვნელოვანია, არა მარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, არამედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშალოს, აქეთ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, სადაც ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიშლება“, – განაცხადა კობახიძემ.

თემაზე: “საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით” – 29 ნოემბერს კონფერენცია გაიმართება

29 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, გაიმართება, სამეცნიერო კონფერენცია -თემაზე “საქართველოს ტერიტორიის სამხედრო საინჟინრო უზრუნველყოფის შესაძლებლობების ამაღლება ოპერატიული სივრცის სპეციფიკის გათვალისწინებით.”

კონფერენციის ორგანიზატორები არიან – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.

სიტყვით გამომსვლელთა შორის იქნებიან: გენერალ-მაიორი, თენგიზ შუბლაძე, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე, გენერალ-ლეიტენანტი, დავით თევზაძე, გენერალ-ლეიტენანტი, ჯონი ფირცხალაიშვილი, პოლკოვნიკი, გიორგი დანელია, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი, ირაკლი ბუაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, ელგუჯა მეძმარიაშვილი.

კონფერენცია გაიხსნება 10:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე;

თიბისი კონცეპტის 0%-იანი თანამონაწილეობის საახალწლო აქცია

თუ იპოთეკური სესხის პირობების გამო აქამდე ვერ მოახერხეთ თქვენთვის სასურველი ბინის შეძენა, თიბისი კონცეპტი 31 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობას გაძლევთ, ისარგებლოთ სპეციალური, 0%-იანი თანამონაწილეობის შეთავაზებით.

პერსონალური, ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე ორიენტირებული ბანკირი, გამარტივებული მომსახურება და 0%-იანი თანამონაწილეობა ის უპირატესობებია, რომელთაც თიბისი კონცეპტი ბინის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს სთავაზობს.

წარმოგიდგენთ თიბისი კონცეპტის იპოთეკური ცენტრის მიერ სპეციალურად შერჩეულ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებიც 0%-იანი თანამონაწილეობის საახალწლო აქციის ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებსა და ფასდაკლებულ ფასებს გთავაზობთ.

შეთავაზებაში მონაწილე დეველოპერები არიან – „რივერ პარკი“, „ორთაჭალა ჰილსი“, „ოტიუმი ბელიაშვილზე“, „ვილა ნატახტარი“, „იმპელ ვერდე“, „ენ ენ კაპიტალს“ და „ნიუ ეიჯ ბილდინგი“.

გაეცანით თიბისი კონცეპტის სპეციალურ პირობებს, შეარჩიეთ  სასურველი პროექტი და შეიძინეთ ახალი ბინა 0%-იანი თანამონაწილეობით 2023 წლის 31 დეკემბრამდე. იხილეთ შეთავაზებები აქ: https://tbcconcept.ge

R

ვატიკანში, ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვასთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

ვატიკანში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ისტორიულ სასახლეში, პალაცო დელა კანჩელარიაში, გაიმართა საზეიმო მიღება, რომელიც ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის მოზაიკური ფრესკის აღმართვას მიეძღვნა.

მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლონი და ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონი.

სიტყვით გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონის განსაკუთრებულ წვლილს საქართველოსა და წმინდა საყდრის ურთიერთობათა განვითარებაში.

„დღეს ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და აღვნიშნავთ საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას, რომელიც დაკავშირებულია ისტორიის მრავალი მოვლენით და ღრმად არის ფესვგადგმული ქრისტიანულ კულტურაში”, – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მისივე თქმით, ორი სუვერენული სახელმწიფო – საქართველო და წმინდა საყდარი – იზიარებს მშვიდობისა და სტაბილურობის ფასეულობებს, როგორც უზენაეს ნორმებს, რომელთაგანაც უნდა მომდინარეობდეს სახელმწიფოს ქმედებები, ისევე, როგორც სამყაროს ხედვა, სადაც დომინირებს ტოლერანტობა, პატივისცემა და ურთიერთგაგება.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებზეც.

„ისტორიულად, მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები გვერდიგვერდ იდგნენ საქართველოს აღორძინების გზაზე და კათოლიკური ეკლესია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში ევროპული ღირებულებებისა და ცოდნის გავრცელების წინა პლანზე. დღეს წმინდა საყდარი არის საქართველოს ევროპული გზის, ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი და ცივილიზაციური არჩევანის მტკიცე მხარდამჭერი. ხვალ, ვატიკანის ბაღებში, მექნება პატივი მონაწილეობა მივიღო ივერიის ღვთისმშობლის ქართული მოზაიკის საინაუგურაციო ცერემონიაში. აღნიშნული წარმოადგენს კიდევ ერთ დამატებით იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, რომელიც იქნება ჩვენი მჭიდრო სულიერი და კულტურული კავშირების მუდმივი დადასტურება” – განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

აღსანიშნავია, რომ საღამოს „სუხიშვილები” და ანსაბლი „ბასიანი” აფორმებდნენ.

მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო- პაველ ჰერჩინსკი

მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო, ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში დადასტურდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა, ევროკომისიაში უკვე განიხილება.

„ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციის მიცემისას ცხრა რეკომენდაციაც დასახა. ეს ცხრა ნაბიჯი, კანდიდატის სტატუსთან ერთად, იმედია, 14 და 15 დეკემბერს დადასტურდება ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების მიერ. მიხარია, რომ მთავრობამ უკვე შეიმუშავა სამოქმედო გეგმა,ეს საკითხი ამჟამად ევროკომისიაში განიხილება. ყველა ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზოგიერთი მათგანი წინა 12 პრიორიტეტის მსგავსია. იმ პრიორიტეტების, რომლებზეც მუშაობა გრძელდება. დანარჩენები – ახალია: დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციის მანიპულირებასთან ბრძოლა, საქართველოს ადაპტაცია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან და თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი. ყველა ეს ნაბიჯი თანაბრად მნიშვნელოვანია და ძალიან მოხარული ვარ, რომ მუშაობა ამ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად დაუყოვნებლივ დაიწყო. ვიმედოვნებ, ეს ნაბიჯები სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში დადასტურდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ევროინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ მიიღო სამოქმედო გეგმა ევროკომისიის მიერ გაცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებთან მიმართებით. როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, ამ გეგმის მიხედვით გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან.

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის” ახალი სეზონი იწყება

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „კემპის” ახალი სეზონი იწყება. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.

პროგრამის მიზანია რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს თიბისი კაპიტალის გუნდს შემოუერთდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, ერთი-ერთი მსხვილი კომპანიის აქციების მფლობელი გახდები.

პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებს შეასრულებ.

ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებაზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. პროექტის დეტალებს გაეცანი და ვებინარზე დასასწრებად დარეგისტრირდი ბმულზე: https://link.tbc.ge/Camp-registration

გაიცანი „კემპის” შარშანდელი გამარჯვებულები, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში:

https://fb.watch/oAp7pB3_zi/

„კემპი თიბისისთვის და თიბისი კაპიტალისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის გამარჯვებულები, ახალი ხედვითა და თანამედროვე მიდგომებით, ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები არიან. მიხარია, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. პროგრამის წინა 4 ნაკადის არაერთი გამარჯვებული, ჩვენი გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და კვლევების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

R