Home Blog Page 1674

„მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა,”- ლევან ნიკოლეიშვილი

გვარამიას ეს „სიაფანდი“ აღტაცება-გაკვირვება, მართლაც პატარა ცუგრუმელებს მაგონებს, ხედავ რა მომხდარა The Economist-ში დაიწერა მიშაზე და ეს მავნებლები თურმე აზრზეც არ იყვნენ: იჯდა ვიღაც ტიპი და ფიქრობდა რა დავწეროო და უცბად გაუნათდა გონება და დაწერა მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებულ და ღირსება დაკარგულ, მივიწყებულ პოლიტიკოსზე – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას პოსტის შესახებ, რომელიც „The Economist”- ის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება.

„The Economist-ის ნურც ავტორით და ნურც სტატიით გააოცებ დღეს ვინმეს საქართველოში, თან თუ ეს ყველაფერი „ტანჯულ“ ავანტიურისტ სააკაშვილს ეხება. მისი საქართველოში შემოპარვა-შემოგდების დღიდან უამრავი ლობისტური კომპანია მუშაობს. ახლა ლობისტებსაც ვერ გავამტყუნებ ბოლომდე, მილიონების საფასურად რას არ აკეთებენ (ალბათ მომავალშიც გააკეთებენ), სხვადასხვა ამბებს შემოაგდებდნენ ხოლმე ხან მიშა ქვეყნის გადამრჩენი, ხან უვადოდ მოშიმშილე, ხან სასტიკად ნაწამები, ხან დასუსტებულ-სიკვდილის პირას მისული, ხან მხოლოდ უკრაინის განთავისუფლებისთვის მებრძოლი, ქართულ პოლიტიკაზე უარის მთქმელი და ისევ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების მსურველი, ევროპარლამენტარების სატკივარი, მკვდარი და ცოცხალი, ცოცხალ-მკვდარი.

„მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა,“ აქვე არის ამერიკული „FARA.“ გვახსოვს, გვახსოვს „FARA“-მ, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროზე გვერდზე, როგორ გამოაქვეყნა ლობისტური კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობები, თავის დაფინანსების მონიშვნებით, დაწყებული გიორგი მარგველაშვილით დაწყებული აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ Mr. ელიოტით დამთავრებული. ასე, რომ გვარამიას ეს „სიაფანდი“ აღტაცება-გაკვირვება, მართლაც პატარ ცუგრუმელებს მაგონებს, სელფს რომ უღებენ ერთმანეთს და იპრანჭებიან, კეკლუცობენ, რაღაც უცნაურად იღიმებიან, თან ისე რომ თითქოს აზრზე არ არიან, რომ ვინმე უღებს-აუ, ხედავ რა მომხდარა The Economist-ში დაიწერა მიშაზე და ეს მავნებლები თურმე აზრზეც არ იყვნენ: იჯდა ვიღაც ტიპი და ფიქრობდა რა დავწეროო და უცბად გაუნათდა გონება და დაწერა მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებულ და ღირსება დაკარგულ, მივიწყებულ პოლიტიკოსზე და ამით რა მოიგო? არაფერი? თუ საკმაოდ კარგი ფული?”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

რუსულმა ჯარმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნა ჩაატარა

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა აფხაზეთში წვრთნა ჩაატარეს, რომლის მსვლელობისას სამხედრო ობიექტებზე პირობითი მოწინააღმდეგის ტერორისტული თავდასხმის მოგერიება იქნა დამუშავებული.

„აფხაზეთში მდებარე სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზაზე ტერორიზმთან ბრძოლის ქვედანაყოფების სამხედრო წვრთნები ჩატარდა. საბრძოლო მდგომარეობასთან მიახლოებულ ვითარებაში იმიტაციის მრავალი საშუალება და ფუჭი საბრძოლო მასალა გამოიყენეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

წვრთნების დროს სასწავლო ბრძოლაც გაიმართა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს 3 ადამიანი დაიღუპა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ „ბათუმელები“ ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა.

გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები, 25 და 38 წლის მამაკაცები არიან. დაშავებულია ასევე თურქეთის ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ელონ მასკის X-სამყაროს საიდუმლოება

ელონ მასკის X-სამყაროს საიდუმლოება

ელონ მასკმა სოციალურ ქსელ Twitter-ს დაარქვა X, რამაც გამოიწვია მრავალი  ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა ჩაიფიქრა ინოვაციების გენიოსმა. ელონ მასკის მარკეტინგული ნაბიჯის ზოგიერთი მიზეზი ზედაპირზე დევს. ინგლისურად, X-ს აქვს მრავალი ასოციაცია, რომლებსაც კომპანიები აქტიურად იყენებენ თავიანთი ბრენდების პოპულარიზაციისთვის. ინგლისურად X იკითხება როგორც “ექს”, რომელიც აღიქმება, როგორც შემოკლება სიტყვის excellent – ბრწყინვალე. ასევე X ასოცირდება სიტყვასთან luxe, ე.ი. პრემიუმ პროდუქტი ან მომსახურება.

X სიმბოლოს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ეს არის საიდუმლოების სიმბოლო. მათემატიკაში ეს უცნობი ცვლადია. ლიტერატურაში და კინოში – უცნობი, ფარული, ფანტასტიკური გმირები, მაგალითად, X-men, Mister X და ა.შ.

ელონ მასკს უკვე აქვს ბიზნესში X-ის გამოყენების წარმატებითი გამოცდილება. მისმა კომპანიამ SpaceX-მა მოახდინა რევოლუცია კოსმოსურ ინდუსტრიაში და შეუქმნა მასკს გენიალური ნოვატორის იმიჯი. მასკის სხვა კომპანიებსა და ბრენდებში ასო X ასევე გავრცელებულია.

ელონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენის შემდეგ კომპანიის აქციები ბევრად დაეცა ფასში. ბიზნესმენის კრიტიკოსებმა ამ შენაძენს ელონ მასკის კარიერაში ყველაზე დიდი წარუმატებლობა უწოდეს. მაგრამ მასკი ცნობილია თავისი უნარით შექმნას ახალი პროდუქტები, რომლებიც მსოფლიო პოპულარობას იძენენ. Twitter-ის რებრენდინგში X-ის გამოყენების აშკარა უპირატესობების გარდა, ელონ მასკმა მოიფიქრა ინტერნეტ- პლატფორმის ისეთი საფუძვლიანი რეფორმირება, რომ ეს უკვე ახალი პროექტი იქნება. ძველმოდური Twitter წარსულს ჩაბარდა. X შემოდის ასპარეზზე. რა საიდუმლოებები იმალება ახალი ბრენდის საფარქვეშ?

ყოფილ Twitter-ს გაუჩნდა ძლიერი კონკურენტი აშშ-ს ბაზარზე Threads-ის სახით (ინგლისურიდან ითარგმნება როგორც “ძაფები”). ეს არის Twitter-ის ანალოგი, რომელიც ახლახან შეიქმნა მარკ ცუკერბერგის კომპანია Meta-ს მიერ. ავღნიშნავთ რომ X-ის ლოგო მაკრატელს წააგავს, რომელსაც მარკ ცუკერბერგის „ძაფების“ მოჭრა მოუწევს.

გარდა ამისა, არსებობს გლობალური კონკურენტი – ჩინური WeChat, რომელიც თავად ელონ მასკმა “საინჟინრო შედევრად” აღიარა. WeChat-ს ჰყავს 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი და აერთიანებს ბევრ ფუნქციას ერთ აპლიკაციაში. ელონ მასკი ასევე მიზნად ისახავს X გადააქციოს „აპლიკაციად ყველაფრისთვის“. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როდესაც აშშ-ს ტექნოლოგიურ კომპანიებს უწევთ დაეწიონ ჩინურ კომპანიებს.

ელონ მასკი თავის იდეას რეალობად აქცევს აპრობირებული გზით – თავის ინტერნეტ-პლატფორმაში ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით. უკვე ცნობილია, რომ X შეაგროვებს ბიომეტრიულ მონაცემებს თავისი მომხმარებლების შესახებ.

X ასევე შეაგროვებს დასაქმებისა და განათლების ისტორიას, რაც საშუალებას მისცემს პლატფორმას რეკომენდაცია გაუწიოს მომხმარებლებს ახალი ვაკანსიების შესახებ. X-ში აუდიო- და ვიდეო-ზარები ხელმისაწვდომი გახდება. ილონ მასკი გვპირდება, რომ ამას ტელეფონის ნომერიც კი არ დასჭირდება.

X-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება გადახდების განხორციელება, მათ შორის კრიპტოვალუტაში. შეგახსენებთ, რომ ელონ მასკის ერთ-ერთი პირველი ბიზნეს- პროექტი იყო X.com – გადახდის სერვისი, რომელიც იყიდა კომპანია Pay Pal-მა. მაგრამ ილონ მასკმა დატოვა Pay Pal-ის პროექტი და იყიდა X.com-ის დომენი 2017 წელს.

ახლა ყოფილი Twitter გადავიდა ამ დომენზე. ამრიგად, ელონ მასკმა გადახდის სისტემის პროექტიდან „აპლიკაციის ყველაფრისთვის“ მეგა-პროექტამდე გზა გაიარა.

„X-სამყარო“ მომავალში მოიცავს ელონ მასკის  სხვადასხვა კომპანიის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიებს. ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ელონ მასკმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას TruthGPT – ნერვული ქსელი, რომელიც კონკურენციას გაუწევს პოპულარულ ChatGPT-ს. Elon Musk’s BRUTALLY Honest Interview With Tucker Carlson (2023) – YouTube.

კიდევ ერთი მასკის კომპანია, Neuralink X, ავითარებს პირდაპირ კავშირს ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს შორის. არც თუ ისე შორეულ მომავალში, X მომხმარებელს არ დასჭირდება სმარტფონზე შეტყობინების აკრეფა. საკმარისი იქნება დაფიქრება და ტექსტი ავტომატურად გამოჩნდება ეკრანზე. და თუ თქვენც ძალიან დაიზარებთ ფიქრისთვის, მაშინ ხელოვნური ინტელექტი გამოდგება, რომელიც თქვენს ნაცვლად შეტყობინებას დაწერს. ელონ მასკი ხსნის მომავლის პორტალს, რომელიც ბევრს აშინებს, მაგრამ ამავდროულად იზიდავს ფანტასტიკური შესაძლებლობებით.

ავთანდილ წულაძე – პოლიტოლოგი, პოლიტოლოგიის დოქტორი

იმპიჩმენტის პროცესი, გამოააშკარავებს პრეზიდენტის კავშირს “გლობალური ომის პარტიასთან” -გურამ მაჭარაშვილი

„საქართველოს კონსტიტუციაში ეს შემთხვევით არ წერია, რომ არ შეიძლება ის დაარღვიოს საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, მას იმპიჩმენტი ემუქრება“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, სადაც ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათ შორის, საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ.

„ეს არ არის კარგი პროცესი, მაგრამ იძულებითი პროცესია, რადგანაც კონსტიტუციას ვიღაცამ პატივი უნდა სცეს. საქართველოს კონსტიტუციაში ეს შემთხვევით არ წერია, რომ არ შეიძლება ის დაარღვიოს საქართველოს პრეზიდენტმა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, მას იმპიჩმენტი ემუქრება. ამ შემთხვევაში, ჩვენ კი არ ვიწყებთ იმპიჩმენტს, მას კონსტიტუცია გასცემს პასუხს.

იმპიჩმენტის პროცესი, გარდა იმისა, რომ ღირსებას შეუნარჩუნებს კონსტიტუციას, ასევე გამოააშკარავებს პრეზიდენტის კავშირს „გლობალური ომის პარტიასთან“ და ამასთან, ეს პროცესი აშკარას გახდის იმას, თუ ვინ სცემს საქართველოში კონსტიტუციას პატივს. საქართველოს პრეზიდენტი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, მათ შორის, საგარეო კურსისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული” – ევროპული  საბჭო 

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

„პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში 2023 წლის 1 სექტემბერს შეხვდა. ლიდერებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს ისევე, როგორც რეგიონში მიმდინარე უფრო ფართო მოვლენები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი საქართველოსთვისა და სამხრეთ კავკასიისთვის. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. მან გაიმეორა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჭიროებას კიდევ უფრო გააღრმავოს რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით, რომლებიც ახლა არსებითი მნიშვნელობისაა. დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობა ასევე პრიორიტეტული მნიშვნელობისაა.

პრეზიდენტი მიშელი ქებით შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ევროპული პერსპექტივის პროგრესისადმი პირად ერთგულებას. განსაკუთრებით დაფასდა ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი და მისი როლი საკანონმდებლო განხილვებში, პიროვნების შეწყალების უფლების გამოყენებაში, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული“, – წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

უკრაინელმა პოლიციელმა ზურგში სამი ტყვიით რომ ქართველი მოკლა – ვინც მაგ საქციელს ამართლებთ ხართ უჯიშოებიც და უღმერთოებიც -ალეკო ელისაშვილი

უკრაინელმა პოლიციელმა საკუთარი შვილების თვალწინ, ზურგში სამი ტყვიით რომ ქართველი მოკლა ვინც მაგ საქციელს ამართლებთ ხართ უჯიშოებიც და უღმერთოებიც. – წერს ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში:

“უკრაინელმა პოლიციელმა საკუთარი შვილების თვალწინ, ზურგში სამი ტყვიით რომ ქართველი მოკლა ვინც მაგ საქციელს ამართლებთ ხართ უჯიშოებიც და უღმერთოებიც. ჯერ ერთი ქართველი იყო ის ბიჭი, მერე უიარაღო იყო და თან შვილებთან ერთად იყო. ამის გათვალისწინებით ქართველი ადამიანი უკრაინელი პოლიციელისკენ როგორ უნდა იყო არ მესმის. იმ ნაძირალა პოლიციელებს გამოეძახებინათ დამატებითი ეკიპაჟები და ისე დაეჭირათ, თვითონ თუ დაკავების შნო არ ჰქონდათ. პოლიციაა ეგ და არა ბალეტი და უნდა გქონდეს უიარაღო ადამიანის დაკავების უნარი”

ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის კახეთის პოლიციამ ერთი პირი გამოავლინა

კახეთის პოლიციამ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის ერთი პირი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 30 მარტს, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ძ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა, რომ ბრალდებული კავშირში იყო ქურდული სამყაროს წევრებთან და მათი საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით დანაშაულებრივ საქმიანობას ახორციელებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გადაწყვეტაში.

აღნიშნულ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ძ.-ს ბრალი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც „ქურდული სამყაროს’’ საქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატო ბალტიის ზღვარში მსხვილ სამხედრო წვრთნებს გამართავს

ნატოს წევრი და პარტნიორები ქვეყნების მონაწილეობით ბალტიის ზღვარში მსხვილი სამხედრო წვრთნები გაიმართება, რომელშიც 30-მდე გემი და 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურმა, იან კრისტიან კააკმა განაცხადა.

მისივე თქმით, წვრთნების მიზანი რუსეთის შესაძლო თავდასხმაზე რეაგირება იქნება.

„საიმედო შეკავება ასევე უნდა შეიცავდეს თავდასხმის შესაძლებლობას“, – აცხადებს იან კრისტიან კააკი.

ორკვირიანი წვრთნები „ჩრდილოეთ სანაპირო“ 9 სექტემბერს დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ბალტიის ზღვაზე განლაგებული ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე ამერიკელი, კანადელი, ნიდერლანდელი, ბელგიელი და ფრანგი სამხედროები. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს შვედეთიც, რომელიც ალიანსს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს.

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს – Reuters

აშშ უკრაინას ურანის შემცველ საბრძოლო მასალას პირველად გადასცემს – ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, თეთრი სახლი ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირაში გააკეთებს.

სავარაუდოდ, საუბარია ამერიკულ ტანკ „აბრამსის“ საბრძოლო მასალაზე, რომელსაც კიევი სექტემბერში მიიღებს.

როგორც „როოტერი“ იუწყება, თეთრი სახლის მიერ მომზადებული ახალი მხარდაჭერის პაკეტის ღირებულება, რომელშიც გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალაც შედგის, 240-დან 375 მილიონ დოლარამდე იქნება.

მანამდე უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი საბრძოლო მასალა დიდმა ბრიტანეთმა გადასცა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ამ ნაბიჯს „ბირთვული ესკალაცია“ უწოდა. თავის მხრივ, ლონდონში კრემლის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსეთს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ხოლო აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინას თავდაცვისთვის სჭირდება.

“საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული” – ევროპული საბჭო

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია.

„პრეზიდენტი მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში 2023 წლის 1 სექტემბერს შეხვდა. ლიდერებმა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს ისევე, როგორც რეგიონში მიმდინარე უფრო ფართო მოვლენები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი საქართველოსთვისა და სამხრეთ კავკასიისთვის. პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნას გაშვებული. მან გაიმეორა ევროკავშირის ერთგულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჭიროებას კიდევ უფრო გააღრმავოს რეფორმები, განსაკუთრებით სამართლის, დეოლიგარქიზაციის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და მედიაპლურალიზმის მიმართულებით, რომლებიც ახლა არსებითი მნიშვნელობისაა. დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის მშენებლობა ასევე პრიორიტეტული მნიშვნელობისაა.

პრეზიდენტი მიშელი ქებით შეხვდა საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს ევროპული პერსპექტივის პროგრესისადმი პირად ერთგულებას. განსაკუთრებით დაფასდა ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე მისი ძლიერი პოლიტიკური ფოკუსი და მისი როლი საკანონმდებლო განხილვებში, პიროვნების შეწყალების უფლების გამოყენებაში, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას. პრეზიდენტმა მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული“, – წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

“ზამთარი რთული იქნება პუტინის სიგიჟის გამო” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ზამთრის პერიოდი ვლადიმირ პუტინის სიგიჟის გამო რთული იქნება.

„ზამთარი რთული იქნება, თუ გავითვალისწინებთ ამ გიჟს, რომელიც ჩვენი ტერიტორიის მახლობლად იმყოფება. რა თქმა უნდა, ეცდება პრობლემები შეგვიქმნას. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი დღეს უკვე სულ სხვა განზომილებაშია. რთული პერიოდისთვის მომზადება მიმდინარეობს“, – განაცხადა დანილოვმა.