Home Blog Page 1672

2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის საერთო რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს – გაერო

გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის მოსახლეობის საერთო რაოდენობით ჩინეთს ინდოეთი გადაუსწრებს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, თითოეული სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა 1.4 მილიარდის ფარგლებში იქნება, 2023 წლის ბოლოსთვის კი მათ შორის განმასხვავებელი მხოლოდ 2.9 მილიონი იქნება. თუმცა გრძელვადიანი პროგნოზი ცხადყოფს, რომ ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაშორება გაიზრდება, რაც, ინდოეთის მაღალი შობადობითა და ჩინეთში მოსახლეობის დაბერებითაა განპირობებული.

გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის გლობალური მოსახლეობის რაოდენობა 8.5 მილიარდს მიაღწევს, 2100 წელს კი – 10.4 მილიარდს.

ხანდახან, მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ გავუმკლავდები – ხვიჩა კვარაცხელია

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჟურნალმა „ნაპოლის” ქართველ ფეხბურთელთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა, რა დროსაც „კვარამ“ იმ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც დღეისთვის აკისრია.

„ნაპოლიში თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ხანდახან მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ შემიძლია ამას გავუმკლავდე. როცა მოედანზე გავდივარ, ზეწოლა სადღაც ქრება. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს – ვთამაშობ ფეხბურთს”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა თავის მეტსახელთან, „კვარასთან“ დაკავშირებით.

„როცა პირველად გავიგე ჩემი გვარი მარადონასთან მიმართებით, თავი სიზმარში მეგონა. დიდებული განცდაა, როცა ასეთ ფეხბურთელს გადარებენ. როცა უკან ვიხედები, ძნელი წარმოსადგენია პატარა ერის წარმომადგენლისთვის კარიერის ასე განვითარება, მაგრამ ამბიციური ვარ. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ოცნების, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაზე”, – აცხადებს ხვიჩა კვარაცხელია.

 

,,ამჟამად ვინ უნდა გამოიყვანოთ „რიტუალური მსხვერპლის“ როლში,”- ქართველიშვილი

„ამ სამ დღეზე, თუნდაც, დგას ჩვენი სამშობლოს სულიერება. ჩვენ ვიცით, რაზე დგას თქვენი „სულიერება“. პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ გვამცნო – ტრანსგენდერებზე. ჰოდა კარგად შეინახეთ ისინი სათქვენოდ. რაც არ უნდა დაგეგმოთ წინასწარ, თუ სად უნდა მოაწყოთ პროვოკაცია, ამჟამად ვინ უნდა გამოიყვანოთ „რიტუალური მსხვერპლის“ როლში, რა მაქსიმალურ ეფექტს უნდა მიაღწიოთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს და მისი ხელისუფლების „გაშავების“ მიზნით – ამის ფუფუნებაში ვერ გამყოფებთ“,- ამის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

იგი ურჩევს აშშ-ის ელჩს, რომ მან უარი თქვას პრაიდის ჩატარების მხარდაჭერაზე და დაბრუნდეს თავის სამშობლოში. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ყველამ უნდა იცოდეს, თბილისში პრაიდებს „მწვანე შუქი“ არასდროს ექნება.

„ის, რისთვისაც აყოვნებენ კელი დეგნანის სამშობლოში დაბრუნებას – უბრალოდ გამორიცხულია! არანაირი პრაიდი – ამის დაორგანიზების იმედიც არ იქონიოთ. მესმის თქვენი მოტივაცია. გვახსოვს კიევსა და კიშინოვში ჩატარებული პრაიდები, როგორც EU წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად „მწვანე შუქი“. თბილისში – ეს არც გაიფიქროთ. შემოდგომაზე საქართველო სტატუსს ისედაც მიანიჭებენ. ამაში ხელს – ვეღარ შეგვიშლით. თქვენ კი ყველაზე სამარცხვინო ლაქას საკუთარ დიპლომატიურ კარიერაში ვერ ჩამოირეცხავთ და პრაიდის სახით „ცენტრის“ წინაშე პერსონალური რეაბილიტირების და საქართველოში „დემოკრატიის უკუსვლაზე“ მორიგი პასკვილების შექმნის შესაძლებლობას, ვერ მოგართმევთ.

17 მაისი არის ოჯახის სიწმინდის დღე. 25 მაისი არის უფლის, იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. ხოლო 26 მაისი – საქართველოს თქვენნაირი „დაუძინებელი მეგობრებისაგან“ დამოუკიდებლობის მოპოვების დღე. ამ სამ დღეზე თუნდაც – დგას ჩვენი სამშობლოს სულიერება.

ჩვენ ვიცით, რაზე დგას თქვენი „სულიერება“. პრეზიდენტმა ბაიდენმა ამის შესახებ გვამცნო – ტრანსგენდერებზე. ჰოდა კარგად შეინახეთ ისინი სათქვენოდ. რაც არ უნდა დაგეგმოთ წინასწარ, თუ სად უნდა მოაწყოთ პროვოკაცია, ამჟამად ვინ უნდა გამოიყვანოთ „რიტუალური მსხვერპლის“ როლში, რა მაქსიმალურ ეფექტს უნდა მიაღწიოთ საერთაშორისო არენაზე საქართველოს და მისი ხელისუფლების „გაშავების“ მიზნით – ამის ფუფუნებაში ვერ გამყოფებთ. დარეკეთ, უარი თქვით, შეაკვეთინეთ ავიაბილეთები, დაგვტოვეთ. გამშიფრესთქო, მაგრად დგანან, სიყვარულით დამამარცხებენთქო, მაგრამ პრაიდის ჩამტარებელი აქ მე ვეღარ ვართქო. დაბრუნდით სახლში, თქვენი ადმინისტრაციის სულიერების საზრდოსთან ახლოს – ტრანსგენდერებთან. ოღონდ მოერიდეთ მეორე, ნორმალური ამერიკის სულიერების ცენტრებთან – ეკლესიებთან, სკოლებთან მიახლოებას. ვინაიდან თქვენი სულების მკვებავი ტრანსები, პერიოდულად ანადგურებენ მორწმუნე ამერიკელებს და სკოლის მოსწავლე მათ შვილებს. რამეთუ სძულთ ისინი, რამეთუ სძულთ ყველაფერი ნორმალური, რამეთუ ეს სიძულვილი მათში – თქვენ ჩასახეთ და გააღვივეთ. ჩვენ, ქართველები, ამის შესაძლებლობას ვერ მოგართმევთ.

შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი გეგმები “ჩა-შილა-ფლავდა”. გააჩერეთ თქვენს მიერ დაგეშილი „ცისარტყელას შვილები“, მათი განუკითხაობის და დაუსჯელობის ცხოვრების წესი ამ ქვეყანაში თავის გარდაუვალ და ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. და ყოველივე ეს, მიუხედავად თქვენი “ჰეროიკული” და სამარცხვინო მცდელობისა – საკანონმდებლო დონეზე გამჭვირვალობის ფორმატიდან გამოგეყვანათ თქვენი ლაქიები.

ყოველგვარი კანონის გარეშე, რეანიმირებული ღირსების, შელახული თავმოყვარეობის აღორძინების, ქართველობის გენოციდში წერტილის დასმის ხარჯზე – ამის შესაძლებლობას თქვენ და თქვენს „ლეგიონს“ ვეღარ მოგართმევთ, რამეთუ დადგა ჩვენი დრო და ჩვენ…მოვდივართ!“ – წერს ფეისბუკის გვერდზე დავით ქართველიშვილი.

“ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს ატირდება”- 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა

1876 წლის 23 აპრილს დაიბადა ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის თანამედროვე სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი – ივანე ჯავახიშვილი.
“შუა საუკუნეების ადრეული პერიოდიდანვე ქართველებს მენტალურ სიმახინჯეები ექცათ გზამკვლევად. ჯერ დიპლომატიას იქადნიდნენ და დიპლომატობა არავის სურდა, აქაოდა როგორ გვეკადრება ორპირობა, ინტრიგები და ქვეყნის სასიკეთოდ საერთაშორისო ასპარეზზე გასვლაო, შემდეგ ვაჭრობას გადასწვდნენ – ცივილიზაციების და კაცთა მოდგმის განვითარების ერთ ერთ უმთავრეს დარგს და ამასაც სირცხვილად თვლდიდნენ, ხოლო თუ ქართველი ვაჭარი გამოერეოდათ დასცინოდნენ, თუმცა მისგან მაინც ყიდუმლობდნენ სარჩოს. ამიტომაც იყო რომ საუკუნეების მანძილზე ცნობილი დიდვაჭრების უმრავლესობა ან სომეხი იყო ან ებრაელი, ხოლო დიპლომატებად ამავე სომეხ დიდვაჭრებს გზავნიდნენ, მათ შორის ერთეულები გამოერეოდნენ ვინც ქართველი იყო.
დიპლომატია და ვაჭრობა ეს ორი უმნიშვნელოვანესი სამოღვაწეო დარგი იყო ერის გაძლიერებისა, თუმცა ქართველს სულივით უყვარს ფული, მაგრამ უძირო სიძულვილით სძულს და ეზიზღება ფულიანი კაცი. ადამიანს სძულს ყოველივე, რაც არ ეხერხება და არ ძალუძს. ე.ი, მას ეზიზღება საკუთარი თავის უძლურება, უმწეობა და ჩამორჩენა, იგივე შეიძლება ითქვას დიპლომატიაზე, მხოლოდ მკლავის ქნევა როდია ქვეყნის კეთილდღეობის საფუძველი”.
ივანე ჯავახიშვილი

დღეს კვირაცხოვლობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა.

 

საეკლესიო სწავლებით, კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც, მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

 

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის მკვდრეთით აღდგომას არ დაიჯერებდა.

 

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.

 

უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.

 

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს. ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.

 

ეკლესიაში დამკვიდრებული უძველესი ტრადიციის თანახმად, თომას კვირიაკეს სამშაბათს, აღდგომის შემდეგ, პირველად ხდება სასაფლაოებზე გასვლა, რათა ჭირისუფლებმა ამ დღეს ახარონ თავიანთ მიცვალებულებს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა.

 

სწორედ კვირაცხოვლობის დღეს მთავრდება ბრწყინვალე შვიდეული, რომელიც აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ერთი კვირის მანძილზე გრძელდება და მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

,,იმ საცეცებს, რომლითაც საქართველოზე არიან ჩაჭიდებულნი, ძალა ეკარგებათ”- გია გაბრიჭიძე

„ის, რომ დასავლეთში კეზერაშვილს ძალიან გავლენიანი მფარველები ჰყავს, ეს ჯერ კიდევ 2013 წელს გამოჩნდა. ქოლ-ცენტრების საქმეც და გერმანელი პენსიონერების ძარცვაც ჩვეულებრივად მიიჩქმალებოდა, რომ არა BBC -ს ჟურნალისტური გამოძიება, რამაც საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. დაკავებულია კეზერაშვილის ერთ-ერთი დასაყრდენი პირი რატი ალექსიძე, რომელიც სავარაუდოდ გამოძიებას სხვა ფიგურანტებზეც გაიყვანს,“- ამის შესახებ ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მთავარი კი ისაა, რომ იმ უცხოელი მფარველების გავლენებს მასშტაბები ნალ-ნელა უმცირდებათ და იმ საცეცებს, რომლითაც საქართველოზე არიან ჩაჭიდებულნი, ძალა ეკარგებათ.

„ის, რომ დასავლეთში კეზერაშვილს ძალიან გავლენიანი მფარველები ჰყავს, ეს ჯერ კიდევ 2013 წელს გამოჩნდა, როცა ის საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა და 2014-ში წითელი ცირკულარიდან ამოიღო. ბუნებრივია მას ასეთ მფარველობას „ლამაზი თვალების“ გამო არ უწევდნენ.

ქართული ჯარის ძარცვითა და ბიზნესის რეკეტით დაფინანსებული მედია, პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო ორგანიზაციები კარგად ასრულებდნენ იმ დავალებებს, ვისაც საქართველოში სულ მცირე დესტაბილიზაცია, არსებული ხელისუფლების არაკანონიერი გზებით შეცვლა და ქვეყნის ომში ჩართვა სურს.

ომში ჩართვა, არა იმის გამო, რომ უკრაინელი ხალხის ბედი აწუხებთ, სურთ იმის გამო, რომ ყველამ კარგად იცის – ომში ძალიან დიდი ფული იშოვება. ქოლ-ცენტრების საქმეც და გერმანელი პენსიონერების ძარცვაც მიუხედავად ქართველი და გერმანელი სამართალდამცველების მიერ რამდენიმე წლიანი გამოძიებისა, ჩვეულებრივად მიიჩქმალებოდა, რომ არა BBC -ს ჟურნალისტური გამოძიება, რამაც საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია (ზუსტად იგივე შედეგი იქნებოდა რომ სააკაშვილის ბანდის საქმიანობის შესახებ მსგავსი გამოძიება რომ ჩატარებულიყო და დასავლური მედიით გაშუქებულიყო). პირველი შედეგიც დადგა.

დაკავებულია კეზერაშვილის ერთ-ერთი დასაყრდენი პირი რატი ალექსიძე, რომელიც სავარაუდოდ გამოძიებას სხვა ფიგურანტებზეც გაიყვანს. მთავარი კი ისაა, რომ იმ უცხოელი მფარველების გავლენებს მასშტაბები ნელ-ნელა უმცირდებათ და იმ საცეცებს, რომლითაც საქართველოზე არიან ჩაჭიდებულნი, ძალა ეკარგებათ,” – წერს გია გაბრიჭიძე.

პანკისის ხეობაში დაკავებულის ახლობლები ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს უარყოფენ

პანკისის ხეობაში დაკავებულის ახლობლები ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს უარყოფენ.

უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებული, მალხაზ პაქსაშვილის მეგობარი, ლევან დუიშვილი ამბობს, რომ დაკავებული კანონსაწინააღმდეგო მოქმედებაში, არასოდეს შეუმჩნევია.

„იყო ძალიან აქტიური და სოფლისთვის კეთილის მოსურნე, ყველანაირად ცდილობდა კარგი გაეკეთებინა. აქედან გამომდინარე, არანაირი ტერორისტული საქმიანობა, მასთან შეხებაში არ ყოფილა. 2015 წლიდან ხეობაშია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი შემიმჩნევია“,- ამბობს დუიშვილი.

პაქსაშვილის ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის შესახებ, ინფორმაცია არ აქვს მის დედასაც. ქალი ამბობს, რომ თბილისში ცხოვრობს და წარსულში შვილის სირიაში ყოფნის თაობაზე არაფერი იცის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბანში მცხოვრები,მალხაზ პაქსაშვილი, სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავა.

კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი გამოძიების მასალების მიხედვით, პაქსაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

2013-2015 წლებში, მალხაზ პაქსაშვილი, ე.წ. „სამხედრო ემირების“, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების ე.წ. „ნაიბის“ პოზიციას იკავებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

,,დაქირავებული პროპაგანდისტები ფუჭად ცდილობენ ძებნილი ოლიგარქ კეზერაშვილის “გათეთრებას”- აბაშიძე

“Mr Offshore”-ის დავალებით, მისი დაქირავებული პროპაგანდისტები ფუჭად ცდილობენ ძებნილი ოლიგარქ კეზერაშვილის “გათეთრებას”. ქოლ-ცენტრების სამარცხვინო აფერის დანაშაულში მხილებით, კუთხეში მიმწყვდეული ვირთაგვა კეზერაშვილის ფინია “ფორმულა” უხეიროდ ცდილობს “ქართულ ოცნებაზე” გადაბრალებას.“- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ქოლცენტრების“ საქმეზე რატი ალექსიძის დაკავებას ეხმიანება.

ანალიტიკოსის თქმით, დაკავებული რატი ალექსიძე ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია. კალაძე კი იცნობს როგორც ყოფილ ფეხბურთელს. სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს ნაცკრიმინალებმა ყოფილი “პაძელნიკი” რატი ალექსიძე და უკიდურესი უზნეობა და სიბინძურე კიდევ ერთხელ გვაჩვენეს.

“Mr Offshore”-ის დავალებით, მისი კრიმინალი ამფსონები და დაქირავებული უგვანო პროპაგანდისტები ფუჭად ცდილობენ ძებნილი ოლიგარქ კეზერაშვილის “გათეთრებას”. ქოლ-ცენტრების სამარცხვინო აფერის დანაშაულში მხილებით, კუთხეში მიმწყვდეული ვირთაგვა კეზერაშვილის ფინია “ფორმულა” უხეიროდ ცდილობს “ქართულ ოცნებაზე” გადაბრალებას. კეზერაშვილის ტელეპრესსამსახურმა გვამცნო, რომ ამ საქმეზე ევროპაში დააკავეს ყოფილი ფეხ­ბურ­თე­ლი რატი ალექ­სი­ძე. და ეს უკანასკნელი თურმე თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ქვისლი და თურმე თბილისის მერის კახა კალაძის ახლო მეგობარია, რომელიც თურმე დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს. რეალობა კი ამგვარია – “Mr Offshore”-ის საქმეზე დაკავებული რატი ალექსიძე არის კეზერაშვილის და მისი მარჯვენა ხელის, ირაკლი სვანიძის უახლოესი ძმაკაცი და მათ მიერ დასაქმებული პირი. თბილისი პატარაა და არაფერი იმალება.

ამასთან, რატი ალექსიძე ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი ქვისლია. კალაძე კი იცნობს როგორც ყოფილ ფეხბურთელს. სწორედ ამ ნიშნით შეარჩიეს ნაცკრიმინალებმა ყოფილი “პაძელნიკი” რატი ალექსიძე და უკიდურესი უზნეობა და სიბინძურე კიდევ ერთხელ გვაჩვენეს. მძარცველი დავით კეზერაშვილი ვერანაირი ხრიკით ვერ გამართლდება/”გაპრავდება”!“- წერს გია აბაშიძე.

“ეს არამზადები რამდენიც მათ სჭირდებათ იყენებენ შემდგომში კი იჭერენ, ან კლავენ!” – მაჩალიკაშვილი

“დღეს პანკისის ხეობაში რაღაცა სახით რუსთავი 2ის ჟურნალისტები შეინიშნება ამა თუ იმ პირებიზე კომენტარის ჩაწერის მცდელობით, ასევე კიდე ქოცხროვის ტელევიზიიდანც გუშინწინ ერთ ერთი კონტრტერორისტული სპეც ოპერაციის დაგეგმვით დაკავებულ პირზე, მოკლედ შევეცდები გითხრათ რას ემსახურება ეს ყველაფერი ის ყველა პირი ამ ბოლოდროის პერიოდში ამ მუხლით დაკავებული ყველა განსაკუთრებით ვინც მოიაზრება ქოცების თქმით ლიდერი, ყველა არის და იყო სუსის დავერბოვკებული მათივე ნასედკა! ჩატაევიდან დაწყებული!
დღეს ამ პირით დამთავრებული რომელიც გუშინწინ დააკავეს, მალხაზი რაღაც გვარით, რომელი გვარიც არ გამიგია და არც მახსოვს მართალი გითხრათ არც მაინტერესებს!
მაგრამ ჩემი ინტერესი სხვა რაღაცამ გამოიწვია
ეს პირი 2019 წელს პირდაპირ სუსმა მომიგზავნა იმისი მტკიცებით რომ ბატონ გახარიას უნდოდა ჩემთან სადღაც კონსრპირაციული ბინაზე შეხვედრა!
ეს შეხვედრა და ჩემი ამ პირთან ავტომობილით გამგზავრება ბოლო წამებში ჩაიშალა, როგორც კი მე მივხდი რშიც იყო საქმე!
ეს ნებით თუ უნებლიე ხდებოდა თუ არა არვიცი მაგრამ ფაქტია ეს ასე იყო!
იმ დროიდან მათან სუსთან თანამშრომლობდა ეს ყოველი ეჭვის გარეშე, რაც თვითონაც აღიარა ჩვენებურ სასამართლოზე,
აქვე მინდა კიდე ერთ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, 2018 წლის ბოლოს ინტერპოლის ძებნილი აღმოჩნდა ჩემთან კარავში, რომელიც იმ დღისით დააკავეს და გამოაცხადეს მაჩალიკაშვილის ნათესავად რაც სრული ტყუილი იყო, და შეეცადნენ სუსის თანამშრომლები ამითი ჩემი განეიტრალება!
რაც საბულოვოდ ვერ გამოუვიდათ, ის ამბავიც უშუალოდ ამ კაცის დაგემით მოხდა და კარავში ამან მოიყვანა სუსის დავალებით! ის ძებნილი, ასევე ის პირიც უშუალოდ სუსთან თანამშრომლობდა,
ამითი რისი თქმა მინდა ეს არამზადები რამდენიც მათ სჭირდებათ იყენებენ შემდგომში კი იჭერენ, ან კლავენ, და ყველას ტერორისტის მუხლით ასამართლებენ!
უბრალოთ ქოცი ამითი სცდილობს იმიჯი შეინარჩუნოს საზოგადოების თვალში, არადა სამწუხაროთ გამოსდით კიდეც!
აბა სხვა მხრივ ქოცის და რუსი სპეც ნაზი სუსის რეიტინგი ნულზე ნულია ქვეყანაში! ცდილობენ რაღაცა გზით მაინც შეინარჩუნონ ისედაც წალეკილი იმიჯი!
არადა ეს ხეობაში ნამდვილად გასდით, გასდით იმიტომ რომ ხეობის მაცხოვრებლები ნახევარზე მეტი გადაბირებულები ჰყავთ ეს საქმე კი ნამდვილად სუს და უშიშროებას კარგად გამოსდით განსაკუთრებით ხეობაში,
და აქვე ორივე სტრუქტურას ვეტყოდი ორივე სტრუქტურა ნაბიჭვრებით და მონა არამზადებით ხართ დაკომპლექტებული, რასაც ყველა სიბინძურეზე აწერეთ ხელს თქვენი დედაც!
ქოც ტელევიზიების კი გეტყოდით სიმართლე თუ გაინტერესებთ მოიძიეთ იქ სადაც სიმართლე და სამართალია, და არა იქ სადაც ძალიან ცოტა იციან დიახ ასეა!”

 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მტკიცებით, ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავეს.

პასტორი ქრისტესთან შეხვედრის საბაბით მრევლს შიმშილით სიკვდილისკენ მოუწოდებდა

კენიაში პოლიციამ პასტორ პოლ მაკენზის მიმდევრების ათობით საფლავი აღმოაჩინა. ადგილობრივი ტელეკომპანიის ცნობით, პოლ მაკენზი იყო ქრისტიანული სექტის „კარგი ამბების საერთაშორისო ეკლესიის“ ლიდერი, რომელშიც ბევრი ადგილობრივი მცხოვრები შედიოდა. როგორც გამომძიებლებმა გაარკვიეს, სულიერმა წინამძღოლმა დაარწმუნა თავისი მიმდევრები, რომლებსაც სურდათ იესოსთან შეხვედრა, რომ ამის მიღწევა შეიძლებოდა შიმშილით სიკვდილით.

20 აპრილს სამართალდამცველებმა პასტორის კუთვნილ მამულში 12 საფლავი აღმოაჩინეს. აღმოჩენილი საფლავების საერთო რაოდენობამ უკვე 27-ს მიაღწია. პოლიცია აგრძელებს იმ ტერიტორიის გაწმენდას, სადაც „სასიხარულო ამბების საერთაშორისო ეკლესია“ მდებარეობს. 20 აპრილს პოლიციამ ასევე იპოვა სამი გადარჩენილი, მათ შორის 16 წლის გოგონა, რომელიც შიმშილისგან უკვე სიკვდილის ზღვარზე იყო.

აღმოჩენილი საფლავებიდან ცხედრების ექსჰუმაცია პარასკევს, 21 აპრილს დაიწყო. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დაღუპულთა უმეტესობა ბავშვები არიან, რადგან შიმშილით მათი სიკვდილის ალბათობა უფრო მაღალია.

მაკენზის მიმდევრებს შორის სიკვდილის შესახებ პირველი ცნობები 13 აპრილს გამოჩნდა. პოლ მაკკენზი დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯერჯერობით ათი ადამიანი ითვლება კულტის მსხვერპლად, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ყველა საფლავის გახსნის შემდეგ დადგინდება.

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სავარაუდოდ, ეს დღე სიახლეებითა და ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. დიდი ხანია, ამაზე ოცნებობთ და დროა, ოცნებების ასრულება დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარში ხელსაყრელ შეთავაზებას მიიღებთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, მოსალოდნელი რისკები უნდა გათვალოთ.

კურო

დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება – გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ნერვიულობა მოგიწევთ. გეგმები სწრაფად იცვლება, ამიტომ ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ ინერვიულოთ იმაზე, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ.

ტყუპები

ვარსკვლავების დახმარებით, ამ დღეს სასურველს ადვილად აღწევთ. იღბალი თქვენს მხარესაა, თქვენ მხოლოდ რთულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება უნდა შეძლოთ. გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ფინანსურ საკითხებზე მუშაობისთვის. დილიდან საქმიან განწყობაზე ხართ და თქვენს ყურადღებას არცერთი უმნიშვნელო წვრილმანი არ ეპარება. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანთან შესაძლოა, კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას და დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად კომპრომისული გადაწყვეტილების პოვნა მოგიწევთ.

ლომი

ნაყოფიერი და დატვირთული დღე გელით. დილიდან უამრავი პრობლემის მოგვარება მოგიწევთ, რაშიც გამოცდილი ადამიანების რჩევა დაგეხმარებათ. გირჩევთ წარსული შეცდომები გაითვალისწინოთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. დიდი ხნის უნახავ ადამიანებთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ.

ქალწული

ზღვარგადასული ოპტიმიზმი სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და სიტუაციის ობიექტურ შეფასებაში ხელს გიშლით. გირჩევთ „ვარდისფერი სათვალე“ მოიხსნათ, რომ საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ. დიდი ხნის წინ დაწყებული საქმეები შესაძლოა, ამ დღეს, თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდეს. ახალ შეხვედრებსა და ნაცნობობაზე უარი არ უნდა თქვათ.

სასწორი

ეცადეთ, საკუთარმა სიზარმაცემ დღის აქტიურად და ნაყოფიერად გატარებაში ხელი არ შეგიშალოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ადრე დაწყებული და დავიწყებული საქმე წარმატებით დაასრულოთ. მეგობრებთან შეხვედრის დროს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

მორიელი

დღის პირველ ნახევარში გეგმების შეცვლა და ცვალებად გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. სამუშაო იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ელოდით, მაგრამ იღბალი თქვენს მხარეზეა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ავადმყოფობის ნებისმიერი სიმპტომი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

მშვილდოსანი

ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ და იმოქმედეთ! შეიძლება შედეგს პირველივე ცდაზე ვერ მიაღწიოთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა უშედეგო არ იქნება. ვარსკვლავების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ.

თხის რქა

ამ დღეს გარშემო მყოფების მიმართ განსაკუთრებულად მზრუნველი და ყურადღებიანი ხართ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება და თქვენი სიკეთე მალე ორმაგად დაგიბრუნდებათ. ძველი წყენა და გაუგებრობა მალე წარსულში დარჩება და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ახალ დონეს მიაღწევს. ხელსაყრელი გარიგების შედეგად თქვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეივსება.

მერწყული

იდეებით სავსე ხართ, მაგრამ მათი განხორციელების დრო ჯერ არ მოსულა. გირჩევთ რთული და საპასუხისმგებლო პროექტის დაწყებამდე საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ. იგივე ეხება სწავლას ან განათლებას. პირად ურთიერთობებში სრული სიყვარული და ჰარმონია სუფევს.

თევზები

დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. მცირე წარუმატებლობამ და იმედგაცრუებამ შეიძლება, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. მოულოდნელი შემოსავალი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში

23 აპრილს აპრილს ქუთაისში +16 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +22 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +16-17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღე და +7 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.

რუსთავში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20-24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.