Home Blog Page 1662

მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა – მთავრობის სტრატკომი

მთავრობის სტრატკომი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“,-აღნიშნულია განცხადებაში.

“მეტადონის” უკანონოდ გასაღების საქმეზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ. ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს.

„პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულის გამოსავლენად, რამდენიმე ეტაპად, 40 დღის განმავლობაში განახორციელა კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ბ. ქობულეთში არსებულ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” მუშაობდა, სადაც ის სამსახურებრივ მდგომარეობას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებდა და ნარკოტიკულ საშუალებას უკანონოდ ასაღებდა. კერძოდ, ის რეალიზაციის მიზნით, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან” მართლსაწინააღმდეგოდ ეტაპობრივად ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც ჯ.ბ.-ზე უკანონოდ ასაღებდა.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და სამუშაო ადგილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი” იყო მოთავსებული. ე.ბ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 2,5 ლიტრი „მეტადონის“ ხსნარი, რომელიც სამ პლასტმასის ბოთლში იყო გადანაწილებული.

პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, „შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” დალუქა.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღებისა და ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იაპონიამ მთვარეზე პირველი დამშვები მოდული გაუშვა

The Gardian-ის ინფორმაციით, იაპონიამ კოსმოსში პირველი მთვარის დამშვები მოდული – SLIM-ი გაუშვა, რომელიც იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს (JAXA) მიერ იქნა შემუშავებული.

გამოცემის ცნობით, რაკეტა-მატარებლის გაშვება დღეს ტანეგასიმას კოსმოდრომიდან განხორციელდა. ამინდის გამო, გაშვება რამდენჯერმე გადაიდო.

მთვარეზე მოდულის დაშვება 4-6 თვეში მოხდება.

JAXA-ს სპეციალისტების განცხადებით, აპარატის შექმნის დროს გამოყენებული ტექნოლოგიები გარკვეულ ადგილას დაშვების საშუალებას იძლევა, ცდომილებით 100 მეტრამდე, ადრე კი, ეს მაჩვენებელი რამდენიმე კილომეტრს შეადგენდა.

„ახლა გვაქვს საშუალება დავეშვათ იქ, სადაც გვსურს და არა იქ, სადაც მარტივია”, – განაცხადეს სპეციალისტებმა.

უკრაინა ფრანგული კომპანია Delair-ისგან 150 დრონს მიიღებს

ფრანგული კომპანია Delair-ი, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს აწარმოებს, უკრაინას 150 დრონს გადასცემს, – ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ სოციალურ ქსელში წერს.

„Delair-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ საფრანგეთის ერთგულების კონკრეტული მაგალითია“, – აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

ამასთან, სებასტიან ლეკორნუს არ დაუკონკრეტებია, დრონების რომელ მოდელებს მიიღებს უკრაინა.

შეგახსენებთ, 3 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონთან უკრაინის თავდაცვის შემდგომი პაკეტები განიხილა.

ომის 560-ე დღე – რა ვითარებაა ამდროისთვის უკრაინაში?

უკრაინის ქალაქ კონსტანტინოვკაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა. იგორ კირილენკოს თქმით, ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად, 17 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 32.

სარაკეტო დარტყმა გუშინ კონსტანტინოვკის ბაზარზე განხორციელდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 39 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ანადგურებენ მტერს და ეტაპობრივად ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს. გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 18 დარტყმა მიაყენეს მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს და მტრის საზენიტო სარაკეტო სისტემების პოზიციებს”, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სარაკეტო ჯარებმა და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მტრის 4 საბრძოლო საცავს, 12 საარტილერიო იარაღს, მართვის 2 პუნქტს და მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 2 რაიონს დაარტყეს.

ამასთან, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ შეტევითი ქმედებების შედეგად, თავდაცვის ძალებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ ბახმუტის სამხრეთით, მოწინააღმდეგეს დაკავებული პოზიციებიდან აძევებენ და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.

ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ესტუმრება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს ეწვევა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს მას, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

“ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია”- ნინო გიორგობიანი

კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს თვეში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა, – ამის შესახებ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პრემიერის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

“ახალ სკანდალს ეძებენ, თუმცა ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, აქაც სკანდალური არაფერია. ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა. მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას,” – წერს ნინო გიორგობიანი.

7 სექტებრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცვლილებებისა და სიახლეების სურვილი თამამი ექსპერიმენტებისკენ გიბიძგებთ. შეიძლება, საკუთარ თავში აღმოაჩინოთ ნიჭი, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იცოდით ან ახალ საქმეში ძველ ცოდნა და უნარები გამოიყენოთ. ეცადეთ მოვლენების ცენტრში იტრიალოთ – ახლა ეს სასარგებლოა.

კურო

ეცადეთ თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გვერდიდან შეხედოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნუ ჩაერთვებით კამათში, რომელიც თქვენ არ გეხებათ – ამ დღეს მშვიდობისმყოფელის როლის მორგება არახელსაყრელია. ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის თქვენს გამოყენებას ეცდება და ფრთხილად უნდა იყოთ.

თანმიმდევრული და გეგმაზომიერი მოქმედებით შეიძლება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას მიაღწიოთ.

ტყუპები

ეცადეთ, საკუთარი ან სხვა ადამიანის საიდუმლო არ გაამხილოთ და ზოგადად, ამ დღეს ურთიერთობებში ნაკლებად გულწრფელი იყოთ – ეს ეხება როგორც ახლობლებს, ისე უცნობ ადამიანებს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

კირჩხიბი

დილა წარმატებული იქნება, ამიტომ სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის უნდა გამოიყენოთ. თუ საინტერესო ბიზნესწინადადება შემოგთავაზეს, ან დროულად უნდა მიიღოთ ან ასევე დროულად თქვათ უარი. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერმა დაგვიანებამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. დღის მეორე ნახევარში, მცირე გაუგებრობაა მოსალოდნელი.

გარშემო მყოფებთან ღია კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დიდ ძალისხმევას მიმართავთ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ.

ლომი

წინააღდეგობრივი დღეა. ცდილობთ, ერთდროულად რამდენიმე საკითხს გაუმკლავდეთ, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ყურადღებას ერთ საკითხზე გაამახვილებთ. ზოგჯერ სხვა ადამიანების აზრს ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ, რაც სწორად მოქმედებაში ხელს გიშლით. სამსახურში არაჯანსაღი კონკურენციაა – თქვენმა ოპონენტებმა შეიძლება ინტრიგებს და მანიპულირებას მიმართონ.

ფულთან ფრთხილად უნდა იყოთ – ეს დღე არახელსაყრელია დიდი შესყიდვებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის.

ქალწული

თუ ამ დღის სირთულეებს არ შეუშინდებით და ძალისხმევას გამოიჩენთ, მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. თუ ხვდებით, რომ სირთულეებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის სანდო მეგობრებს უნდა მიმართოთ. საქმიანი მოლაპარაკებები საიმედო პარტნიორის პოვნაში დაგეხმარებათ, რომელთანაც ხანგრძლივი და სასარგებლო ურთიერთობა გექნებათ.

დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დროა მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

სასწორი

იღბლიანი დღეა. ვარსკვლავები როგორც კარგად ნაცნობ, ასევე ახალ სფეროებში წარმატებას გპირდებიან. გარშემომყოფები თქვენს ახალ შესაძლებლობას აღმოაჩენენ, რომლის შესახებ მანამდე არაფერი იცოდნენ. ამ დღეს სწრაფად ითვისებთ ნებისმიერ ინფორმაციას, რაც უახლოეს მომავალში გამოგადგებათ.

დაეხმარეთ ადამიანს, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – მით უმეტეს, რომ უახლოეს ხანებში შესაძლოა, მისი დახმარება თავადაც დაგჭირდებათ.

მორიელი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. შესაძლოა, გავლენიანი ადამიანების პატივისცემა და ნდობა მოიპოვოთ და მათგან რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის. ყურადღების ცენტრში მოქცევის ნუ შეგეშინდებათ – რაც უფრო მეტი ადამიანი შეამჩნევს, როგორი ნათელი და არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ, მით უკეთესია.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების ეტაპი დაიწყება. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენ ირგვლივ და ეცადეთ, მოვლენების განვითარება გათვალოთ. ახალი საქმის დაწყება რამდენიმე დღით უნდა გადადოთ, რადგან ამ დღეს ისეთ წარმატებას ვერ მიაღწევთ, როგორსაც ელით. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, საყვარელ ადამიანს უფრო ხშირად მოუსმინოთ.

თხის რქა

დილიდან უამრავი სირთულე გელით, მაგრამ ეს ვერ შეგაშინებთ – უკან დახევას არ აპირებთ. წარმატება აუცილებლად მოვა, თუმცა მოსალოდნელზე ცოტა მეტი ლოდინი მოგიწევთ. შესაძლებელია დღეს ადრინდელი სამუშაოსთვის ანაზღაურება მიიღოთ.

ბევრი თხის რქა სასარგებლო ინფორმაციას სწორად გამოიყენებს, რითაც ერთდროულად რამდენიმე პრობლემას მოაგვარებს. გირჩევთ, თავდაპირველ გეგმას არ გადაუხვიოთ – ამ დღეს სიმტკიცის გამოჩენა მოგიწევთ.

მერწყული

ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები დილის საათებში დაგეგმეთ, ოჯახური საქმეები კი რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ.

საღამოს სრულიად განსხვავებულ საკითხებზე მოგიწევთ ყურადღების გამახვილება. ამასთან, რაც უფრო ახლოვდება საღამო, გარშემო დაბნეულობა მატულობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თანამოსაუბრე უმიზეზოდ არ აკრიტიკოთ. კამათში დღეს კომპრომისის პოვნა ჯობს.

თევზები

სასიამოვნოა, მაგრამ უკიდურესად არაპროდუქტიული დღეა. საბედნიეროდ, შეგიძლიათ მიმდინარე საქმეები სამომავლოდ გადადოთ.

გირჩევთ, ახლობელი ადამიანების სიკეთით ბოროტად არ ისარგებლოთ – გახსოვდეთ, რომ მოგვიანებით სანაცვლო სამსახურის გაწევას მოგთხოვენ. დღეს ფულთან დაკავშირებულ საქმეებში ინტუიცია გღალატობთ, ამიტომ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას უნდა მოერიდოთ.

,,სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევს კონსტიტუციას”- კობახიძე

ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევს კონსტიტუციას. ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ასეთ რისკზე არ წავიდოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირების მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა.

„მიზანი არის მარტივი – ჩვენ უნდა დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე, რომ მაქსიმალური პატივისცემა გამოვავლინოთ ამ დოკუმენტის მიმართ. როდესაც ასე უხეშად ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, ამის რეაგირების გარეშე დატოვება იქნებოდა უპასუხისმგებლო ნაბიჯი მმართველი გუნდის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი მოტივაცია არის სწორედ ეს, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს კონსტიტუციის დაცვა“, – განაცხადა კობახიძემ.

“გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი” – ჩინეთის ელჩის გზავნილები საქართველოში

„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“ – ამ სახელწოდებით თბილისში ჩინეთის საელჩოს, სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თანამშრომლობით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მიზანი ჩინეთ-საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

კონფერენციაზე გამომსვლელებმა იმსჯელეს ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარების ახალ გზებთან დაკავშირებით. კონფერენციაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე, რომელიც არის რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი როლი უკავია ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შუა დერეფნის განვითარებას, საქართველოს კი ამ მხრივ  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ჩინეთის ელჩმა კონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ასევე,  მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩინეთსა და ევროპას შორის ლოჯისტიკური ურთიერთობების გამყარებაში.

“ლოჯისტიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ჩინეთსა და ევროპას შორის ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისთვის, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია ჩინეთ-ევროპის ლოჯისტიკისთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, მხოლოდ ჩრდილოეთის ხაზი.

ეს ნიშნავს, რომ ტრანსპორტირების უსაფრთხოება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ, შუა დერეფანი, შესაძლოა, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა, ჩვენ გვსურს, სარგებელი მივიღოთ ტურიზმიდანაც. როგორც ჩინეთში ვამბობთ, თუ გინდათ, გამდიდრეთ, პირველ რიგში, ააშენეთ გზები. ასე რომ, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ჩინეთის ელჩმა.

ამასთან, როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, კონფერენცია, რომელიც დღეს თბილისში იმართება, ეხება „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივის მეათე წლისთავს, ჩინეთის მოდერნიზაციას და ახალ შესაძლებლობებს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებში.

„ეს ძალზეც მნიშვნელოვანია, რადგან სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ გამოაქვეყნეს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, კონტაქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება შუა დერეფანს, „ერთ გზას და ერთ სარტყელს“, რომელიც გაძლიერდა ახალ დონემდე. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ელჩმა.

როგორც ჭოუ ციენმა განმარტა, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში.

„ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში“, – აღნიშნა ჭოუ ციენმა.

ელჩმა განაცხადა რომ, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ტექსტის შესახებ „ზოგიერთებს“ საზოგადოება „მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“.

„ზოგიერთებს მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორი ქვეყნის მთავრობას შორის გაფორმებულ არაერთ შეთანხმებაშია გამეორებული. 

იყო კითხვები, თუ რატომ შეუერთდა საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას“. იმიტომ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება გაეროს ქარტიისა და პრინციპების პატივისცემას. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩინეთის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრინციპია. და ამიტომაც დაუჭირა მას საქართველომ მხარი. ასე რომ, ხალხს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმების ტექსტში აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ნახსენები არ არის, მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე, ჩინეთი აღიარებს თუ არა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია, განაცხადა: „ჩინეთი ყოველთვის აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ისე, როგორც ამას გაერო აღიარებს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა 2023 წლის ზაფხულში დაამყარეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტისას.

შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ პატივისცემას „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც „საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს“, – ანუ აღიარებს, რომ ტაივანი, – რომელიც 1949 წლიდან კონტინენტური ჩინეთისგან დამოუკიდებლად იმართება, – ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და მიანიშნებს, რომ ემხრობა ჩინეთის გაერთიანებას.

,,მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით”- ბაჩო დოლიძე

დაუფარავად გეუბნებით, იმ შემთხვევაში თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე ჩემს პარტიასთან, არ ვაპირებ მუდმივ პაექრობაში ყოფნას. რა თქმა უნდა, ვიფიქრებ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთო , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა. ბაჩო დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წერილი ორი ძირითადი ხაზისგან შედგებოდა, მათგან ერთი, დღევანდელ მენეჯმენტს მიემართება, რომელთაც პარტიაში განსხვავებული აზრისადმი მიუღებლობა აქვთ. „მე დავეთანხმები იმ პათოსს, სადაც საუბარია, რომ დებატები და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს პარტიაში. არ შეიძლება შენს თანამებრძოლებს სუს-ის აგენტებს ეძახდე იმის გამო, რომ განსხვავებულ პოზიციაზე არიან. შესაბამისად, ეს გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით, ვინ როგორ გაიგო, ეს უკვე მათი საქმეა. მე ფიქრობ, რომ ცხადზე ცხადი იყო ამ თვალსაზრისით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოზიცია. ვის აქვს დღეს პარტიაში მიუღებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, ეს მე მგონი ცხადზე ცხადია. ამდენი თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა კარია დაკეტილი ყველა ადამიანისთვის, ვისაც განსხვავებული აზრი პოზიცია აქვს. ამ წერილში არის ორი ძირითადი ხაზი, ერთი არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც შეეხება იმას, თუ დღეს პარტიას დატოვებს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი, ისინი განიცდიან ფიასკოს, მე ასე მგონია, რომ ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. იმ შემთხვევაში, თუკი საერთო ენა ვერ გამოვნახე საკუთარ პარტიასთან, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან ამ პარტიაში და ბევრი სირთულე გამოიარეს, თუ ჩვენ ვაწყდებით კედელს და გამოსავალი არ არის, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არის ის, რომ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას, რა კონფიგურაციით და როგორ, ეს უკვე მომავლის საქმეა. რა რეზულტატს დავდებთ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ. ბაჩო დოლიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, არ აქვს იმის შიში, რომ ფიასკოს განიცდის. „მე საერთოდ არ მაქვს იმის შიში, რომ შეიძლება ფიასკო განვიცადო. აბსოლუტურად კარგად ვაცნობიერებ თუ რა პოლიტიკური ამინდია ქვეყანაში და რაზეა დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

,,ეს წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში”- აკაკი ბობოხიძე

ეს წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში. იმიტომ კი არა, რომ ბოკერიას ახსენებს, ის ისევ აგრძელებს იმ მიდგომას, რომ მის პარტიაში მთავარი არის ბელადის წინააღმდეგ არავინ წავიდეს – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის წერილზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, კარგია, რომ სააკაშვილი ბოლომდე ემიჯნება ბოკერიას, იმიტომ, რომ ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან. „მის [სააკაშვილის] პარტიაში თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური მომავალი გადაირჩინოს, ბელადთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამისთვის სჭირდება მას „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ერთობა. დღეს დავა რაზე მიდის, არ ამბობს რომელი ჯგუფია მართალი, რომელი ჯგუფის მხარეზეა სიმართლე. მისთვის მთავარია, ნებისმიერმა ჯგუფმა აღიაროს, რომ ის არის უპირობო ლიდერი. ამას ამბობენ კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები.

აგერ გიგი უგულავამ, აწ უკვე ნაცმოძრაობის წევრმა, ამასწინათ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და არავითარი ხაბეიშვილი. იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც, რომ ხაბეიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რამე პლუსის მომტანი იქნება. ამიტომ, მისი ეს დამოკიდებულება, ბელადომანიის ხელშეწყობა კვლავ, ისევ იმავეს გაგრძელებაა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.