Home Blog Page 1651

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 აგვისტოსთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6186 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6186 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6211 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8674 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8816 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

2 დღეა ხელისუფლება თავის ბინძურ და ამორალურ მესიჯბოქსშია ახლართული…-ნიკა მელია

ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას – არავითარი ფასი არ აქვს..- წერს “ნაციონალური მოძრობის” წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

“2 დღეა ხელისუფლება თავის ბინძურ და ამორალურ მესიჯბოქსშია ახლართული…

ჯერ ყველას ურჩევდნენ დუმილს, ხოლო შემდეგ თვითონ “ალაპარაკდნენ” და სახე დაკარგეს, ან რა დაკარგეს რაც არც აქვთ და არც ჰქონიათ…

საინტერესოა თვითონ კობახიძე რას გააკეთებდა მსგავს სიტუაციაში, პრივილეგიების, პირადი დაცვისა და სამთავრობო სიკეთეების გარეშე – რამდენიმე მეტრიანი ტალახის ტალღის პირისპირ…

იზრუნებდა თუ არა ვინმეზე საკუთარი თავის გარდა… ცხადია ყველას გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი…

ასეთია უღირსებო და უღირებულებო ხელისუფლების სახე, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლეს, მის ბრძოლას გადარჩენისათვის, მისი გმირობის ისტორიას – არავითარი ფასი არ აქვს…თუ ეს ისტორიები არ/ვერ ემსახურება პროპაგანდისტულ მიზნებს და მათი ძალაუფლების შენარჩუნებას.

ჩვენ ვიცით გადარჩენილთა ისტორიები, სამწუხაროდ ვერასოდეს გავიგებთ, რამდენი ადამიანის გადარჩენა შეიძლებოდა სწორი რეაგირების შემთხვევაში….”

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს. ჯამში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზრდა.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ცხედართან ერთად ნაპოვნია ცხედრის 1 ფრაგმენტი.

ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 8 პირს ეძებენ.

ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ავტომობილში მყოფი პირი კი დაიღუპა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ჯგუფს ცეცხლმოკიდებული მანქანა დახვდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. რა გახდა შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

“საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად უნდა იყვნენ აღიარებული. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა გერმანიის კანცლერს ჰკითხა, უჭერს თუ არა მხარს შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეიზერის ინიციატივას, რომელიც დეპორტაციის წესების გამკაცრებას გულისხმობს, რაზეც შოლცმა დადებითი პასუხი გასცა.

შოლცის განცხადებით, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რათა საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება იყოს უზრუნველყოფილი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მინიჭების პროცესში უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. უსაფრთხო არიან ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებს თავშესაფრის მიღების ძალიან მცირე შანსი აქვთ. ქვეყანა უსაფრთხოდ ითვლება, თუ ის აკმაყოფილებს რამდენიმე კრიტერიუმს, როგორიცაა სამართლებრივი მდგომარეობა, კანონის უზენაესობა, ზოგადი პოლიტიკური გარემოებები და რამდენად არის ადამიანი დაცული დევნისა და ძალადობისგან.

ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება 2019 წლის იანვარში მიიღო, თუმცა ზედა პალატამ – ბუნდესრატმა ეს გადაწყვეტილება არ დაამტკიცა.

“საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამათთან, დაზარალებულებს ერჩიან” – ანა დოლიძე

გზავნილებში აიბნენ, კობახიძე გამოაგდეს და ჩვეულებრივ ტაქტიკაზე გადავიდნენ – “გაშავება , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ საკუთარ „ფეისბუქზე“ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები შოვში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებსაც კი ერჩიან.

„აიბნენ გზავნილებში, გამოაგდეს კობახიძე და გადავიდნენ ჩვეულებრივ ტაქტიკაზე: “გაშავება”. ლიტერატურაში ამას ჰქვია – პერსონაჟის მკვლელობა, ანუ თავს ესხმი და აზიანებ პიროვნებას. ხალხის გადარჩენა კი არა, საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ ამათთან, დაზარალებულებს ერჩიან. გავატაროთ ეს და დავსვათ და დავსვათ კითხვები. ეს ჩვენი ვალია, დღეს მომავალი თაობების წინაშე“, – წერს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა, რომ სპეკულაციები იყო და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს.

“საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი“, – დასძინა კობახიძემ.

“სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე რაჭიდან არ გამოსულა, საკუთარი ხელებით ეხმარებოდა ადამიანებს” – ლევან ნიკოლეიშვილი

სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე საკუთარი ხელებით ეხმარებოდა ადამიანებს. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ამბობთ აუგს? – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ გავრცელებულ სხვადასხვა ინტერპრეტაციაზე.

„თქვე სვავებო, თქვე არაადამიანებო – სტიქიის პირველივე დღიდან ირაკლი კობახიძე რაჭიდან არ გამოსულა, საკუთარი ხელებით ეხმარებოდა მაშველებს და ადამიანებს. როგორ გიბრუნდებათ ენა და როგორ ამბობთ აუგს? ჯერ ხომ უნდა გაერკვეთ რა და როგორ, თქვა სისხლის მოყვარულებო?”- წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“ქართული ოცნება” პარლამენტში ასეთი კომისიის შექმნას არ დაუშვებს”- სანდრო რაქვიაშვილი

„ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან შოვის ტრაგედიაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ სრულიად ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ან სამაშველო ოპერაციაში სრული „ბარდაკი“ იყო ან პოლიტიკურად ამორალურ თამაშს ჰქონდა ადგილი, – აცხადებს  გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილი

რაქვიაშვილის განცხადებით, თავდაპირველად, შოვის სტიქიისას ითქვა, რომ ღამით მუშაობა გააჩერეს, რადგან სამაშველო სამუშაოების ღამე ჩატარება არ შეეძლოთ, ამის მერე თქვეს, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვერტმფრენი 15 წუთში აფრინდებოდა თუ ერთ საათში, „გუშინ კი საზოგადოებამ გაიგო, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ამიტომ გაფრენა არ უნდა გაერისკათ“.

რაქვიაშვილის თქმით, სრულიად ლეგიტიმურ ეჭვებსა და კრიტიკას თავად ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები აჩენს, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ აღნიშნულ კითხვებს პასუხი გაეცემა, არა აქვს.

“ნორმალურ ქვეყანაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არ იარსებებდა, რადგან სამაშველო სამსახური სხვანაირად იმუშავებდა და გამოძიებასაც უფრო მეტი ნდობა ექნებოდა. იმ სიტუაციაში, როცა არც ერთ ინსტიტუციას ნდობა არა აქვს, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას შეიძლება აზრი ჰქონდეს, თუმცა არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, არ მგონია, საქმე კენჭისყრამდე მივიდეს.

თუ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრამდე მივა, მე მას მხარს დავუჭერ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება” პარლამენტში ასეთი კომისიის შექმნას არ დაუშვებს”, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

“შუალედურ არჩევნებზე ოპოზიციასთან საუბარი ჯერ არ გვქონია” – თინა ბოკუჩავა

ორ სამაჟორიტარო ოლქში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. ერთ წელიწადში უქმდება სამაჟორიტარო საარჩევნო სისტემა და გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, ამიტომ მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარი გათვლა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ერთი წელიც არ იქნება დარჩენილი ქვეყნისთვის გადამწყვეტ არჩევნებამდე, სადაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოაშორონ.

„ორ სამაჟორიტარო, საპარლამენტო ოლქში შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საუბარი ჯერ არ გვქონია. მაშინ, როდესაც ერთ წელიწადში უქმდება სამაჟორიტარო საარჩევნო სისტემა და გადავდივართ სრულად პროპორციულ არჩევნებზე, მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ უნდა მოვემზადოთ გენერალური არჩევნებისთვის, რათა ახალი სისტემით, რომელიც ქართველი ხალხის დიდი ბრძოლით ჩვენმა საზოგადოებამ მოიპოვა, აუცილებლად დამარცხდეს რუსული ოცნება, რომელიც ამ შუალედურ არჩევნებშიც გამოიყენებს სახელისუფლო რესურსს, რომ მოპარული ხმებით გაიფორმოს მორიგ ჯერზე სამაჟორიტარო ოლქი. სწორედ ამ წუხილების გამო, დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, მათ შორის სამოქალაქო სექტორში, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებაში მოწოდებები, რომ გადავსულიყავით სრულად პროპორციულ სისტემაზე და ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩვენ ამას მივაღწიეთ. გასაგებია, რომ რუსულ ოცნებას განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი აქვს ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩასმული შავი ფულის სახით, რომელსაც ივანიშვილი ყოველდღიურად პარავს ქართველ ხალხს. იქნება ეს ბიტკოინების, თუ სხვა მაქინაციური სქემების გამოყენებით. ამიტომ მესმის, რომ ისინი რესურსსზე არ ზრუნავენ. ბუნებრივია, ოპოზიციაში ეს საკითხიც არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენი მთავარი გათვლა უნდა იყოს ის, რომ ერთი წელიც არ იქნება დარჩენილი იმ მომენტამდე, როდესაც უნდა ჩატარდეს გენერალური, მთავარი, ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი და გარდამტეხი არჩევნები, სადაც რუსული ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ. ეს არჩევნები იქნება სრულად პროპორციული და მანკიერი სამაჟორიტარო სისტემა, რომლითაც რუსული ოცნება იტაცებს ქართველი ხალხის ხმებს, ყველაზე ეფექტურად იქნება საერთოდ გაუქმებული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“რიკოთზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს” – ირაკლი ქარსელაძე

რიკოთზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს – დღეს რიკოთი არის უსაფრთხო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა.

„რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი. სპეციალური რეჟიმის დაწესების საფუძველი იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა. აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა, როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა, იმისთვის, რომ გზა გაგვეფართოებინა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო. ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა უსაფრთხო.

გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს წინმსწრებად, თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი.

ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო“,- აღნიშნავს მინისტრი.

„შენ არ განგიცდია, რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში“ – შოვის სტიქიას გადარჩენილი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს

შოვის ტრაგედიას გადარჩენილი, გიო ადამია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება, სადაც კობახიძე ამბობს, რომ მეწყერის ჩამოწოლის ადგილზე მეორე დღეს იმყოფებოდნენ და ეეჭვება, მეწყერის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა ვინმეს მოეხერხებინა.

გიო ადამია წერს, რომ საკუთარი თვალით ნახა, როგორ „დაცოცავდა პატარა ტასო სამი საათის განმავლობაში მეწყერში და ყველანაირად ეცადა, რომ გადარჩენილიყო“.

„ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ დაცოცავდა ტასო მეწყერში სამ საათზე მეტხანს, ვერ მიდიოდა, გაწვა, ყველაფერი სცადა. ჩვენ ვიდექით კალცის წყალთან ხიდზე, იქ ყველაფერი მეწყერმა დაფარა ნახევარ წუთში. ოდნავ შემაღლებულისკენ რომ გავიწიეთ, ისევ მეწყერმა გადაგვიარა და 20 მეტრზე მეტი გვათრია. დავითი და მაშო უფრო შორს წაიყვანა. ჩვენს ირგვლივ ყველგან მეწყერი იყო, გაყინულ ტალახში ვიდექით და ველოდებოდით ვერტმფრენს 3 საათი.

ირაკლი კობახიძე, შენ არ განგიცდია რას ნიშნავს ბავშვი ზურგზე გეჯდეს და მუხლამდე ეფლობოდე მეწყერში, ყოველ ფეხის ჩადგმაზე ქვები გსერავდეს, სიარულის ძალა არ გქონდეს, ყოველ წამს ახალი ტალღის გეშინოდეს. არც ის განგიცდია ბავშვით ხელში, შენს წინ მეწყერის ორ მეტრიან ტალღას უყურებდე, ხედავდე როგორ მოიწევს შენკენ და ვერსად გარბოდე. სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის!“, – წერს გიო ადამია სოციალურ ქსელში.

მიმდინარე კვირაში ჰაერის ტემპერატურა 2-3◦C-ით დაიკლებს

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს.

„ ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალმთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.