Home Blog Page 1650

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.

ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.

დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

“მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა”-მამუკა მდინარაძე

მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ ევროპული გზა და ეროვნულობა დაპირისპირებაში მოვიდეს იდეურად და იდეოლოგიურად ერთმანეთთან.

„კულისებში ათასჯერ მეტი რამ ხდება, ვიდრე საჯაროდ გამოდის ხოლმე. სამწუხაროდ, საჯაროდ ყველაფრის გამოტანა არ ხდება. სამწუხაროდ, ხანდახან ცოტა სიყვითლეც რომ დაჰკრავს ისეთი ინფორმაციები უფრო საინტერესო ხდება ხოლმე ზოგიერთი მედიისთვის. ამ დროს კულისებში ბევრი რამე ხდება, კარგიც და ცუდიც. ცუდი, რომელზეც ვერ ვლაპარაკობთ და არ ვლაპარაკობთ. ათასჯერ დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამის გახმოვანება, ვიდრე არ გახმოვანება. საზოგადოება თავისით ხვდება ყველაფერს იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რაც ხდება და ეს მშვიდობა ცოტა რთული შესანარჩუნებელია. ჩვენ ახლა სემინარზე ვართ, მეგობრები ვსაუბრობდით და ლევან მგალობლიშვილი ამბობდა, სხვა რომ არაფერი გაგვეკეთებინა, ჩვენმა ხელისუფლებამ იხსნა ეს ქვეყანა გარდაუვალი ომისგანო და მართალია, ვეთანხმები ყველა ადამიანს, ვინც ასე ფიქრობს. მართლა გარდაუვალი ომისგან ვიხსენით ქვეყანა. მაქსიმალურად ცდილობენ ცრუ ნარატივების შემოტანას. ვერ გაიმარჯვებს ის აზრი, ის ნარატივი, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე. ვიღაცას თუ მცდელობა აქვს, რომ ეროვნული ინტერესების გატარება, შენი ტრადიციების, შენი რწმენის, შენი ქვეყნის პატივისცემა და სიყვარული არ არის თავსებადი იმ გზასთან, რასაც ჭეშმარიტი ევროპული გზა ჰქვია, ძალიან ცდება. ჩვენ ამას გავიტანთ. ყველამ დაიმახსოვროს ჩემი სიტყვები, ჩვენ ამას გავიტანთ, გამორიცხულია, რომ არ გავიტანოთ და წარმოუდგენელია, რომ ევროპული გზა და ეროვნულობა დაპირისპირებაში მოვიდეს იდეურად და იდეოლოგიურად ერთმანეთთან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“ამერიკაში მოქმედმა კანონმა ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია”-მამუკა მდინარაძე

რა არის FARA? რა შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რისი გადმოღებაც საქართველოს უნდოდა და რასაც დაერქვა რუსული. ეს არის კანონი, რომელსაც საქართველოში ეწოდება „რუსული“. სინამდვილეში ეს არის ამერიკული კანონი, რომლის საფუძველზეც არსებობს ვალდებულება, ლობიზმთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდეს შესაბამის საიტზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, კანონმა „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ გააშიშვლა.

„ამერიკაში მოქმედმა რუსულმა კანონმა ამხილა ქართული ომისა და ღალატის პარტია და დაგვანახა მტკიცებულებებით გამყარებულად, რომ თურმე სააკაშვილი და მისი პარტიისა და ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტები ცდილობდნენ საქართველოს დასანქცირებას, მაშინ, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსს. საქართველოს დასანქცირების მცდელობა არის გარანტიის მიღებაა, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი, ამ გარანტიის მიღებას ცდილობდნენ სააკაშვილის დაქირავებული ლობისტები და, სამწუხაროდ, მგონია, რომ ეს მხოლოდ მათი მცდელობა არ იყო. როცა ვხედავთ, რომ მარტო ლობისტების იმედად არ არიან ამ მიმართულებით, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ შეტევებს და უფრო აშიშვლებს იმ რეალობას, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა ჰქვია. ეს იყო მთავარი, ყველაზე დამაზიანებელი პუნქტი, რაც გამოქვეყნდა ამერიკაში მოქმედი რუსული კანონის შესაბამისად იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე და ამან საბოლოოდ გააშიშვლა „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა მდინარაძემ.

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

იტალიის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა.

შესაბამისი რეზოლუცია იტალიის პარლამენტის ზედა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

1932-1933 წლების ჰოლოდომორის უკრაინული ერის გენოციდად აღიარების თაობაზე რეზოლუციას 130-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 4-მა თავი შეიკავა, ხოლო წინააღმდეგ არც ერთი არ წასულა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 1932-1933 წლებში სსრკ-მა იოსებ სტალინის მეთაურობით “მიზანმიმართულად გამოიწვია შიმშილი, რომელსაც მილიონობით სიკვდილი მოყვა, უმეტეს წილად გლეხებისა და მცირე მიწათმფლობელების”, უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში.

“ჰოლოდომორისა და უკრაინული ერის წინააღმდეგ საბჭოური დანაშაულების შესახებ ხსოვნა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იღებს დღეს რუსული შეჭრისა და უკრაინული ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობების ფონზე” ,- აღნიშნულია დოკუმენტში.

რა ხდება უკრაინაში ომის 519-ე დღეს

 

უკრაინის ჯარები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში წინ მიიწევენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, წინსვლაა მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით. მისივე მტკიცებით, უკრაინული ძალები ასევე წარმატებით უტევენ ოკუპანტებს აღმოსავლეთში, ბახმუტის ფლანგებზე.

მძიმე ბრძოლები გრძელდება სტარო მაიორსკეს მახლობლად, სადაც უკრაინელები ახლახან დაკავებულ პოზიციებს ამაგრებენ. პარალელურად, რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. ოკუპანტთა სამიზნე კიევის, ლვოვის, ხმელნიცკის, კიროვოგრადისა და ჟიტომირის ოლქები გახდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. რაკეტების უმრავლესობა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანეიტრალა.

დრონებით თავდასხმის საფრთხე იყო ღამით უკრაინის თითქმის ყველა ოლქში. გამოცხადებული იყო საჰაერო განგაში. რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ხმელენცკიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარე აეროდრომზე.

14-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა ასამდე აფეთქება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით სამხრეთში, მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები შეტევით ოპერაციებს წარმატებით აგრძელებენ.

ნატო შავი ზღვის რეგიონში საპატრულო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით დაზვერვას გააძლიერებს – ნათქვამია ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომის დასკვნით განცხადებაში.

ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა იტალიის სენატმა.

,,აშშ-ის საელჩო ყოფილი პრეზიდენტის ლობირებაში არასდროს ჩართულა”- სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის საელჩო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში არასდროს ჩართულა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა.

„მე მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ”, – აღნიშნა პატელმა.

მანამდე საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადებას გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და მათი თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.

„როგორც აღვნიშნეთ, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. მავნებლური ინფორმაცია, რაც ამტკიცებს ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს ლობისტური ფირმებისგან, ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

 

,,კიდევ უფრო რთულ დღეებს ელოდებიან” – ძლიერი ხანძრები მსოფლიოს მასშტაბით -CNN (ფოტოები)

ცეცხლის კერებმა საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე სანაპირო კურორტებამდე მიაღწია. დაზიანდა სახლები. კუნძულზე საბერძნეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა. ამ დროისთვის ტერიტორია 20 000-მა ადამიანმა დატოვა. ქვეყანაში კიდევ უფრო რთულ დღეებს ელოდებიან, რადგან მომდევნო სამი დღის განმავლობაში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.

ხანძარს ებრძვის იტალიაც, სადაც სტიქიის გამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი გარდაიცვალა. ცეცხლის კერებმა აპულიას რეგიონში ტურისტულ დასახლებამდე მიაღწია, რის გამოც სასტუმროებიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რთული ვითარებაა სიცილიაშიც. მაშინ, როცა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ +47 გრადუსს მიაღწია, იტალიის ჩრდილოეთში ადამიანები შტორმის გამო იღუპებიან. გარდაცვლილებს შორის თინეიჯერი გოგონაა.

კანარის კუნძულებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გზა დაკეტა. სტიქიასთან საბრძოლველად, მეხანძრეებთან ერთად თვითმფრინავებიც არის ჩართული. განადგურებულია 200 ჰექტარი ტყის მასივი.

ხანძარია ხორვატიის სამხრეთ ნაწილშიც. კუნძულ დუბროვნიკთან მეხანძრეები სტიქიას უშედეგოდ ებრძვიან. ადგილობრივები შიშობენ, რომ ცეცხლის კერები დასახლებულ ადგილებამდეც მივა.

34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს ალჟირში. გარდაცვლილებს შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა. ცეცხლის 15 კერას ქვეყნის 8 რეგიონში 8000 ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. სალიკვიდაციო სამუშაოებში ტყის რეინჯერებიც ჩაერთნენ. სახლებიდან ევაკუირებულია 1 500-მდე ადამიანი. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი მეზობელ ტუნისშიც გავრცელდა, რის გამოც ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაიხურა.

მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან თურქეთში. სტიქია ანტალიის პროვინციაში კურორტ ქემერთან მძვინვარებს. განადგურდა 180 ჰექტარი ტყის მასივი. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებზეც. როგორც ცნობილია, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ადამიანებს სუნთქვის პრობლემები შეექმნათ. დასახლებულ პუნქტებში ხანძრის საშიშროების გამო, სახლებიდან ადგილობრივების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ჩასაქრობად ტერიტორიაზე 11 სახანძრო თვითმფრინავი და 22 ვერტმფრენი განლაგდა. მობილიზებულია 200-ზე მეტი სახანძრო მანქანა. სტიქიასთან გამკლავებას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

 

 

,,ეე, ყოფილო პრემიერო არ გრცხვენია?!”-ხაინდრავა

გოგა ხაინდრავა გახარიას პარტიას მიმართავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

“მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ! პოლიტიკა რა თქვენი საქმეა! ეე, ყოფილო პრემიერო არ გრცხვენია?!” კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრის მიერ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში გაკეთებულ შეფასებას: “ღარიბაშვილი არის ჩინელი ორბანი“, – ბერდია სიჭინავა. ოთხ სიტყვაში სამ სახელმწიფოს შეურაცხყოფა რომ მიაყენო, გახარიას თანამოაზრე და ოპოზიციონერი უნდა იყო! მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ! პოლიტიკა რა თქვენი საქმეა! ეე, ყოფილო პრემიერო” – წერს ხაინდარავა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.

ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამწუხაროა, ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მისი მისამართით ამავე პარტიის წევრის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მელიას თქმით, გია ბარამიძეს სამყაროსა და პოლიტიკის ლოგიკის გაგება დაეხშო.

„გია ბარამიძეზე.

ძალიან სამწუხაროა, ადამიანის დეგრადაციის პირდაპირ ეთერში ყურება, როგორ შეიძლება ხუნდებოდეს პრინციპები და იდეალები.

ჭაობის პრინციპი ისაა, რომ რაც მეტს იმოძრავებ უფრო ჩაეფლობი, პოლიტიკური კორუფციის ჭაობიც ზუსტად ასეთია;

ვუყურებთ გია ბარამიძეს და ვხედავთ ფაქტების დამახინჯებასა და ყველაფრის „გაპრავებას“ პარტიის ინტერესის სახელით.

უბრალოდ ვერ ვხვდები, როდის მერე გახდა გიასთვის ნორმა, ან რატომ ჰგონია რომ ქვეყანა ჩალითაა დაფარული და ყველაფრის იაფფასიანი „გაპრავებით ახლა ერთობაა მნიშვნელოვანი“ და პუტინისტ ბერძენიძეებთან და ინჯიას მეგობარ გოროზიასთან ერთად, ან მეტ ნდობას დაიმსახურებს ან როდისმე რამეს მოიგებს.

ვუთხარი ერთხელ დამპალი და დაჭიანებული დროშის ტარი შეგრჩება ხელში მეთქი…

გაგახსენებთ რა და როგორ იყო სანამ გიას დამახინჯებულ მსჯელობაში გავყვები ამ პროპაგანდაში რომელსაც ყველაზე არაობიექტურ მხარდაჭერსაც ვერ დააჯერებ, იდეურზე ხომ აღარ ვლაპარაკობ.გოროზიასა და ფრიდონ ინჯიას შორის პოლიტიკური კორუფციის შესახებ მე 2021 წლის არჩევნების შემდეგ გავიგე, როცა მარტვილში კოალიცია შეუკრა ზაზა გოროზიამ ოცნებას.

კარგად გაიხსენეთ რა დრო იყო მაშინ, მიშა ჩამოსული და დაჭერილი… გაიხსენეთ რა ტურბულენციაში მომიხდა თავმჯდომარეობა, ჩემი დაჭერიდან დაწყებული, მიშას დაჭერით დამთავრებული…

ან ახლა რომ არის გია ბარამიძე პარტიის სამდივნოში რას აკეთებს? თანამდებობა იყოს და ყველაფერი მოსულა?

სიმართლეს არ აქვს მნიშვნელობა? ყრილობაზე შირმად დადგა ადამიანი, ყველაფერი არჩევითი იყოსო იძახა, იმავე დარბაზში ძველი თანამებრძოლები გაუგდეს, დანიშნულ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს, თვალები დახუჭა და მიიღო…

მაგ პრინციპულობით, ადამიანს ან პოლიტიკაში რა გინდა ან ხელისუფლებაში, კომუნისტებიც მაგას იძახდნენ როცა მოგვიხმობს პარტიაო…

სამარცხვინოა, როგორ იქცა გია ყველაფერ იმად რასაც ებრძოდა, „მოქალაქეთა კავშირი“ რატომ დატოვა 20 წლის წინ, რომ 20 წლის შემდეგ იმავედ ქცეულიყო?

პოლიტიკური კორუფციის ჭაობად, პროგრესის მოწინააღმდეგეებად? როგორც სმკ-ს ჰყავდა აღორძინება „ოპოზიციად“ ეგ გინდათ გახდეთ ოცნებისთვის?! საოცნებო ოპოზიცია… ?! ამ ტემპით „ოცნებას“ კოალიციასაც შეუკრავთ და პარლამენტსაც გაუპრავებთ.

ოღონდ როგორც მაშინ გაირღვა სიახლითა და სიმართლით ისე გაირღვევა ახლაც.

ისტორიაა ციკლური, პერსონაჟები კი არა… ნუთუ გია ბარამიძეს სამყაროსა და პოლიტიკის ლოგიკის გაგება ასე დაეხშო?! პირატების გემივით მოდიხართ, შავი დროშით, ჩონჩხი რომ ახატია ზედ… პრინციპებზე საუბარს, პრინციპული ადამიანისგან მივიღებ“, – აცხადებს ნიკა მელია.

 

 

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ დღის პირველ ნახევარში თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ამ დროს ვარსკვლავები წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კოლეგებს შორის თქვენ მიმართ არაკეთილგანწყობილებიც არიან და მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ, მით უმეტეს, რომ ამ დღეს ემოციების მოთოკვა გიჭირთ. ერიდეთ ფულის ვალად აღებას და ფლანგვას.

კურო. გახსოვდეთ, რომ ნაყოფიერი დღეა. სასიამოვნო სიურპრიზები გელით. დროა, დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული იდეების განხორციელებას შეუდგეთ. საქმიანი მოლაპარაკებები სასურველ შედეგს მოგიტანთ. ხელსაყრელი დღეა ახალი გარიგებებისთვის.

ტყუპები

ეცადეთ მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. ეს დღე რუტინულ, ერთფეროვან აქტივობებში ჩაივლის, რაც დიდ სიხარულს არ განიჭებთ. განწყობას მხოლოდ მეგობრების ან საყვარელი ადამიანის გარემოცვაში გატარებული საღამო გამოგიკეთებთ.
დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენება დაიმსახურეთ. დროა შვებულება და მოგზაურობა დაგეგმოთ.

კირჩხიბი

პრობლემების გადაჭრაში მოულოდნელად გამოჩენილი მოკავშირეები დაგეხმარებიან, მაგრამ იმედი ნუ გექნებათ, რომ მათი ქმედებები უანგარო იქნება. ადრე თუ გვიან ისინი სანაცვლოდ რაღაცის გაკეთებას გთხოვენ.
პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ეს შეიძლება ახალი ნაცნობობა ან ურთიერთობის სხვა დონეზე გადასვლა იყოს.

ლომი

დღის პირველი ნახევარი რთული იქნება, რადგან უამრავი დაუსრულებელი საქმე დაგიგროვდათ. შესაძლოა კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, მაგრამ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. გირჩევთ, გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენაზე იზრუნოთ.
საყვარელი ადამიანის მხრიდან მოსალოდნელია ეჭვიანობა, რაც ნაწილობრივ სამსახურით თქვენს უზომო გატაცებას უკავშირდება.

ქალწული

თუ გადაწყვეტილების მიღების დროს არ აჩქარდებით, ყველა საქმეს თავს გაართმევთ. უსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, რომლებიც რთულ დროს თქვენი მთავარი მხარდამჭერები გახდებიან.
ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისა და სწავლისთვის. ამ დღეს მიღებული ცოდნა სამომავლო საქმიანობაში ძალიან გამოგადგებათ.

სასწორი

იმედი ნუ გექნებათ, რომ პრობლემები თავისით მოგვარდება. ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. ეს დღე ხელსაყრელია გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენისა და საერთო ინტერესების პოვნისთვის. დღეს თქვენი ცოდნა და გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ.

მორიელი

მთელი დღის განმავლობაში სირთულეებს აწყდებით, თუმცა დღე საკმაოდ ნაყოფიერად ჩაივლის. მთავარია თქვენი ძლიერი მხარეები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ და თანაბრად გაანაწილოთ ცხოვრების ყველა სფეროს შორის. ზედმეტი მუშაობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს და მძიმე ნერვულ დაძაბვას გამოიწვევს.
გირჩევთ საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან ვიღაც აუცილებლად ხელს შეგიშლით.

მშვილდოსანი

ამ დღეს თქვენი ყურადღება მთლიანად პირადი ცხოვრებისკენ გადავა. ის სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ, მაგრამ არც თქვენი პირდაპირი მოვალეობები უნდა დაივიწყოთ.
საღამო სასიამოვნო კომპანიაში დასვენებას უნდა დაუთმოთ, რაც უამრავ დადებით ემოციას გპირდებათ.

თხის რქა

ამ დღეს ახალი საქმეების დაწყებას უნდა მოერიდოთ – დროს და ენერგიას ტყუილად დახარჯავთ. სირთულეების ეტაპი ძალიან მალე დასრულდება და თქვენს ცხოვრებაში სიმშვიდე დაისადგურებს.
დროა სამომავლო გეგმების შედგენაზე იზრუნოთ – მათ განხორციელებას ძალიან მალე შეძლებთ.
პირად ურთიერთობებში მოსალდნელია სირთულეები. საყვარელი ადამიანები უყურადღებოდ არ უნდა მიატოვოთ – ახლა მათ ყველაზე მეტად თქვენი ზრუნვა სჭირდებათ.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა, საკუთარი ინტერესების დასაცავად კონფლიქტში შესვლა მოგიწიოთ. გირჩევთ, საკუთარი თვალსაზრისიი მშვიდად და ოპონენტის შეურაცხყოფის გარეშე დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ურთიერთობა გაწყდეს.
საღამოს ძველ მეგობრებთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგეცემათ და არ უნდა გამოტოვოთ.

თევზები

ამ დღეს ძველი იდეების განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ, რადგან ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ახლობელი ადამიანი დახმარებას შემოგთავაზებთ და უარი არ უნდა თქვათ.

 

,,ეგ როგორ არის ჩემო ძმაო ნიკა?”- ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ამავე პარტიის წევრის ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და გააკრიტიკა.

ბარამიძის თქმით, ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადებები ნიშნავს იმას, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გული არ შესტკივა.

„ნიკა მელიამ დაიდოს გულზე ხელი და თქვას, დღეს მას „ნაციონალურ მოძრაობაზე“ გული შესტკივა? ახლა მაინც მოიქცეს პატიოსნად. ნიკას მე გვერდში ვედექი. 2021 წელს რაღაცა რომ მოხდა, ის დღეს გაიგო? პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო და მერე პარტიის თავმჯდომარე იყო.

თუ სიმართლის მოყვარულია, უკაცრავად მაგრამ მაშინ სად იყო? მე მაინტერესებს ის, რაზედაც გუშინ ილაპარაკა, ახლა გაიგო? როგორც ჩანს მაშინ გაიგო, თუ ჭურში იჯდა თავმჯდომარე როცა იყო? მაშინ რატომ არ ამოიღო ხმა? მაშინ დათო კეზერაშვილი ცუდი იყო როცა პარტიას ეხმარებოდა?

მაშინ როცა ნიკა აირჩა პარტიის თავმჯდომარედ, მთელი კონფიგურაცია შეიცვალა. მე მაშინ არავის არ დავუჭირე მხარი. როდესაც კეზერაშვილმა დაიწყო ჩვენთან თანამშრომლობა და დახმარება, სამდივნოს კონფიგურაცია შეიცვალა, ვიყავი მდივანი თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში და ეს თანამდებობა საერთოდ გაუქმდა.

ახლა რომ ლაპარაკობ კეზერაშვილი მიუღებელიაო, ახლა გახდა მიუღებელი? გია ბარამიძის გაგდებაზე ყაბულს იყავი ანუ ეს წითელი ხაზი არ იყო ანუ შენ დააწესე როდის არის კეზერაშვილი მისაღები და როდის არა? ეგ როგორ არის ჩემო ძმაო ნიკა?“ – აღნიშნა ბარამიძემ.