Home Blog Page 1649

ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არა, ესეც სპეკულაციის ნაწილია, თავგანწირვაში ეჭვი არავის ეპარება -შალვა პაპუაშვილი

ყველანაირად ცდილობენ, ყველა სიტყვა გაატარონ იმ კონტექსტში, როგორც არ იყო ნათქვამი და სიძულვილი გამოიწვიონ, მათ შორის, დაზარალებულები გამოიყენონ ამისთვის. ეს არის ნაწილი იმ ისტერიისა და დეზინფორმაციისა, რასაც სტიქიის პირველივე წუთიდანვე ცდილობდნენ ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებული განცხადებები სპეკულაციის ნაწილია.

„ესეც არის სწორედ იმ სპეკულაციის ნაწილი, რომელსაც ვაკვირდებით და სურვილი, რომ შემოიტანონ უთანხმოების ატმოსფერო. ირაკლი კობახიძეს არ უგულისხმია, ვიღაცას რაღაც ფიზიკურად შეეძლო, თუ არ შეეძლო. მან საკუთარი თვალით ნახა, რა მასშტაბის იყო იქ სტიქია, ბევრი რამ დაუჯერებელი არის და ვხედავდით მაშველებს, როგორ უჭირდათ მუშაობა. რაც შეეხება მოქალაქეებს, ვინც გადარჩნენ, არავის თავგანწირვაში არავის ეჭვი არ ეპარება. პირიქით, გვყავს 210 მამაცი მოქალაქე, ვინც სტიქიას გადაურჩა, ვინც არ ჩავარდა პანიკაში, რომლებმაც დროულად იმოქმედეს და დაეხმარნენ გვერდით მდგომებს. „სანსეტ შოვის“ პერსონალი, ვინც დამსვენებლები გამოიყვანა სამშვიდობოზე, რუსთავის სკოლის მოსწავლეები, ამ სტიქიის გამო მოწყდნენ გარემოს და სიმშვიდე შეინარჩუნეს. ყველა ამ მოქალაქეს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. მინდა, ხაზი გავუსვა გლოლელების სიმამაცეს, რომლებიც პირველები იყვნენ ეპიცენტრში, თუმცა მათაც დასჭირდათ გარკვეული პერიოდი, ვინაიდან ხიდი იყო მოწყვეტილი და შემოვლით იარეს. ყველა ამ ადამიანმა გამოიჩინა სიმამაცე. რთულია იმ ადამიანების ემოციურ მდგომარეობაში შევიდეთ, როცა ხარ ეპიცენტრში, ეს შიშის გრძნობაც არის, მაგრამ გარკვეულ მობილიზებასაც იწვევს. ამის მაგალითები ვნახეთ სხვადასხვა მოქალაქის მხრიდან, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ტრაგედიის გამო არ გვეძინა, მცირე ნაწილი იმაზე ფიქრობდა, ეს ვითარება სათავისოდ როგორ გამოეყენებინა – ნინო წილოსანი

მინდა დიდი პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

“ისევ ორი, რადიკალურად განსხვავებული საქართველოს ამბავია:

ერთი – საბედნიეროდ პატარა ნაწილი, ჩასაფრებული, აგრესიული, გაბოროტებული, ძალადობრივი, ღვარძლიანი, მოდელირებული, ილუზორული და მეორე – ყველა სხვა დანარჩენი.

ყველაფერი სწორხაზოვნად და ერთმნიშვნელოვნად რომ უნდათ მიიღო ეს ის ადამიანები არიან, სხვა შემთხვევაში ჩაგქოლავენ… როცა მათ არ სურთ მოსაზრებაც კი არ უნდა გამოთქვა, ვინაიდან მსჯელობა არც კი განიხილება..

მაშინ, როცა საქართველოს უდიდეს ნაწილს ამ მძიმე ტრაგედიის გამო ღამეები არ გვეძინა, ეს მცირე ნაწილი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სათავისოდ როგორ გამოეყენებინა ეს ვითარება.

ირაკლი კობახიძეს რომ ამ კანიბალების შემოტევა აქვს, განსხვავება მათ შორის ხომ ასეთი ნათელია..

მინდა დიდი პატივისცემა გამოვუცხადო სტიქიას გადარჩენილ თითოეულ მოქალაქეს, ძალიან მახარებს, რომ მოახერხეთ და შეძელით ამ საშინელი ტრაგედიისგან თავის დაღწევა”- წერს წილოსანი.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში იმყოფებოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა რვა ბრიგადის სამეთაურო პუნქტები მოინახულა, სადაც შეიარაღების სხვადასხვა სახეობის გამოყენების თავისებურებები და სხვა პრობლემური საკითხები განიხილა.

“ზოგად ინფორმაციას ყოველდღიურად ვიღებ, ეს შექმნილი ვითარების ფართო აღქმის საშუალებას მაძლევს, მაგრამ ყველა ბრიგადის ნახვა მინდა, რათა გავიგო თითოეულში შექმნილი პრობლემა. ეს ღია საუბარია, სადაც ნებისმიერი საკითხის განხილვა შეიძლება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ჩასულა დღემდე რაჭაში, არც სტიქიური უბედურების ადგილი უნახავთ -ვლადიმერ ბოჟაძე

შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან, 11 დღეს გავიდა და 11 წამი არ შეუწყვეტია რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად მედიებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელება. დღესაც აქტიურად ცდილობენ პოლიტიკოსების და სხვადასხვა თანამდებობის პირების გამონათქვამების ,,თარგმნას” და ,,ინტერპრეტაციას”, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უიმედობის და შიშის დანერგვას – ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ომის და ღალატის პარტიის ყველა მცდელობა, რაიმე პოლიტიკური და ელექტორალური დივიდენდი მიიღონ ამ ტრაგედიიდან, მარცხისთვის არის განწირული, რადგან არსად, არცერთ ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფაზე და სტიქიურ უბედურებაზე არავის უცდია ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება.

„შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან, 11 დღეს გავიდა და 11 წამი არ შეუწყვეტია რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად მედიებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელება. დღესაც აქტიურად ცდილობენ პოლიტიკოსების და სხვადასხვა თანამდებობის პირების გამონათქვამების ,,თარგმნას” და ,,ინტერპრეტაციას”, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უიმედობის და შიშის დანერგვას. ჯერ იყო კახა კალაძეზე და მის ოჯახზე იკადრეს უკადრებელი, მერე თურმე შალვა პაპუაშვილი არ ელაპარაკებოდა დაკარგულთა ოჯახის წევრებს, მერე ვახტანგ გომელაური ,,ისვენებდა” თურმე, ახლა ირაკლი კობახიძის კომენტარი დაამახინჯეს. არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ჩასულა დღემდე რაჭაში(შალვა ნათელაშვილმა ჩაიტანა დღეს კოკა-კოლა) არც სტიქიური უბედურების ადგილი უნახავთ, არც გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებს დაკავშირებიან, მშვიდად ისვენებენ ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ და იქიდან აკეთებენ სამარცხვინო კომენტარებს. ირაკლი კობახიძეს მათგან განსხვავებით უყვარს და სტკივა საქართველო, მისი მშობლიური კუთხე რაჭა და ტრაგედიის ადგილზე უკვე რამდენჯერმე იყო ჩასული, გვერდით ედგა ჩვენს მაშველებს, პოლიციელებს, ექიმებს და ჯარისკაცებს, დიახ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ღირსეულად ემსახურება ხალხს და ქვეყანას. ომის და ღალატის პარტიის ყველა მცდელობა, რაიმე პოლიტიკური და ელექტორალური დივიდენდი მიიღონ ამ ტრაგედიიდან, მარცხისთვის არის განწირული, რადგან არსად, არცერთ ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფაზე და სტიქიურ უბედურებაზე არავის უცდია ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება. თუ თვლით, რომ სწორად იქცევით დააყანეთ კანდიდატები, 1 ოქტომბრის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე და ნახავთ ხალხის რეაქციას. სამწუხაროდ ასეთია თქვენი ბუნება, ყველგან და ყველაფერში ცდილობთ სარგებლის მიღებას, არც ღირსება გაქვთ და ნამუსი, სწორედ მაგიტომ გაქვთ მიჩენილი სათანადო ადგილი 2012 წლიდან და კიდევ ბევრი წელი იქნება ასე. კიდევ ერთხელ ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და საქართველოს უსაზღვრო მწუხარებას, მალე იპოვნონ მაშველებმა ყველა დაკარგული. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს საქართველო!“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

სამწუხაროდ, ოპოზიციამ და ეკრანს მიღმა ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხე გამოავლინეს თუ რამდენად სურთ სიძულვილის დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე – შალვა პაპუაშვილი

ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ოპოზიციასა და გარკვეულ ჯგუფებში, რომ ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, მონაყოლს, რომ რამე ხელმოსაჭიდი ნახონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ოპოზიციამ და მობილურ ტელეფონებს, ეკრანს მიღმა  ანგაჟირებულმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს, თუ რამდენად სურთ სიძულვილის დათესვა ამ ტრაგედიის ფონზე. ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველა მიზეზი გამოიყენონ, ყველა სიტყვა გაატარონ ისეთ ფილტრში, რომელიც არ იყო იმ კონტექსტში ასე ნათქვამი, და გამოიწვიონ სიძულვილი და, მათ შორის, დაზარალებულებიც გამოიყენონ ამისთვის. სამწუხაროდ, ეს არის ნაწილი იმ ისტერიის და დეზინფორმაციისა, რომელსაც პირველივე წუთიდან, როდესაც მაშველები იყვნენ მობილიზებული და ცდილობდნენ, დახმარებოდნენ სტიქიაში მოყოლილებს, ოპოზიცია და გარკვეული ჯგუფები დაკავებული იყვნენ იმით, რომ საბოტაჟი გაეწიათ ამ ყველაფრისთვის.

უკვე მე-12 დღეა სტიქიიდან და ვხედავთ, რამდენად დიდია სურვილი ამ ჯგუფებში, რომ რამენაირად ეს ბუნებრივი სტიქია დაბრალდეს ხელისუფლებას. როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ სატელიტურ სურათს, როგორ იმედით უყურებენ ნებისმიერ მონაყოლს და იქნებ რაღაცნაირად ნახონ ხელმოსაჭიდი, რომ ეს ტრაგედია დააბრალონ ხელისუფლებას. არ ვიცი, რა შინაგანი განწყობა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი ბოროტული სურვილი გქონდეს, ამ ტრაგედიის ფონზე ეძებდე და გქონდეს სურვილი, რომ იქნებ კიდევ რაიმენაირად დაამძიმო  და ამაში ადამიანური ფაქტორები ეძიო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზის მიწოდება 12 500 აბონენტს შეუწყდება – ,,თბილისი ენერჯის” განცხადება

დიღმის მასივში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით გაზის მიწოდება დროებით 12500 აბონენტს შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

,, თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, დიღმის მასივში ტექსელის სახელობის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ძველი გაზსადენიდან ქსელის სრულიად ახალ, პოლიეთილენის მილზე გადაერთება.

აღნიშნული სამუშაოების გამო ხვალ – 15 აგვისტოს 23:00 სთ-დან 16 აგვისტოს 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება დიღმის მასივის I კვ-ში მდებარე კორპ. # 1ა, 1ბ, 2ა, 2ბ, 3ა, 3ბ, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 14ა, დიღმის მასივის II კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5ა, 5ბ, 6ა, 6ბ, 7ა, 7ბ, 8, 8ა, 9, 9ა, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 19, დიღმის მასივის III კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 1ბ, 2, 2ა, 3, 4, 5, 6ა, 6ბ, 6გ, 6ვ, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, რობაქიძის ქ. 7, 7-2, 7-3, 7-4, 7-5, 7-6, 7ა-6, დიღმის მასივის IV კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, დიღმის მასივის V კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 1ა, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 17-ის მიმდებარედ, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25ა, 25ბ, დიღმის მასივის VI კვ-ში მდებარე კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 16-ის მიმდებარედ, 18, 19, 20, 21, 22ა, 22ბ, 23, აკაკი ბაქრაძის ქ. 15, 16 (იგივე მარშალ გელოვანის გამზ. 1, 1-1ა), მარშალ გელოვანის გამზ. 53-ში მდებარე შპს ,,ცერერა”-ს საცხოვრებელი კორპუსის, გრიგოლ რობაქიძის ქ. 31-ში (დიღმის მასივის კვ. VI, ნაკვ. 28/017) მდებარე შპს ,,ნიუ გრუპი”-ს, ახმეტელის ქ. 2, 4, 6, 8, 10, 12, 14, აკაკი ბელიაშვილის I ჩიხი 1-ში მდებარე შპს ,,კარკასი”-ს, აკაკი

ბელიაშვილის I ჩიხი 3 (იგივე დიღმის მასივის III კვ. ატს-სა და რესტორან

,,ბაბილოს” შორის), ევგენი მიქელაძის ქ. 9ა-ში მდებარე შპს ,,ბაუსტარი მმ”-ის,

ევგენი მიქელაძის ქ. 11, მიქელაძის ქუჩაზე (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) მიქელაძის ქუჩაზე (ავტოსადგომის მიმდებარედ) მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე გრ. რობაქიძის, ევგენი მიქელაძის, აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე და აკ.ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,ვეფხვი”, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, შპს ,,პლაზა მენეჯმენტი”, ააიპ ,,თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი”, შპს ,,ნიუ ტექნიკ”, შპს ,,მეგა პლაზა”, შპს ,,ენერჯი”, შპს ,,ლუდის ქარხანა ჩემო კარგო”, ვასილ ნინუა, შპს ,,აისლენდ”, შპს ,,222″, კონსტანტინე ნათიშვილი, შპს ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”, დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა, შპს ,,მტკვრისპირი, შპს ,,ბი ემ სი გორგია”, მთავარანგელოზთა ეკლესია, შპს ,,იფქლი დიღომი”, საფეხბურთო კლუბი ,,დინამო”, შპს ,,ჯორჯია 444″, სს ,,მამული”, სკოლა # 140, შპს ,,ალმა”, ი.მ დეა სესიტაშვილი, სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, შპს ,,პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო”, შპს ,,ჯითი გრუპი”, შპს ,,რომა-2010″. შპს ,,სიქპა სიქურითი სოლუშენს ჯორჯია”, შპს ,,ელეგანსი”, შპს ,,სენდმონოპოლი”, შპს ,,ო-ეს-ბი გრუფი”, ნინო გრძელიშვილი, ფიზიკური პირი როლანდი ლომსაძე, შპს ,,თბილისის მწვანე სკოლა”, გოჩა კაკაურიძე, შპს ,,V&შ Bროტჰერს”, დავით დუგლაძე, შპს ,,კახელები ბელიაშვილზე”, ლალი გოჩელაშვილი, სს ,,ფორ სიზ თრეიდინგ”, ი/მ გიორგი ლაგვილავა, და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16 აგვისტოს 10:00 სთ-დან და დასრულდება 22:00 საათამდე.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველა ის ადამიანი, ვინც სტიქიაში მოყვა, არ აჰყვა პანიკას და მაშველების მეშვეობით გამოვიდა სამშვიდობოს, ყველა ეს ადამიანი არის მამაცი სამოქალაქო თვალსაზრისით – შალვა პაპუაშვილი

ყველა, ვინც ამ სტიქიაში მოყვა, არ აჰყვა პანიკას და სამშვიდობოს გმოვიდა, 210-ვე მოქალაქე არის მამაცი სამოქალაქო თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რაჭაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა, სამწუხარო მოვლენას გავუსვა ხაზი, სურვილია გარკვეულ ჯგუფებში, რომ თითქოს ვინმე აკნინებს იქ ჩარჩენილი მოქალაქეების თავდადებასაც, თავგანწირვასაც, ურთიერთ გვერდში დგომასაც. 210 ადამიანი გადაურჩა ამ სტიქიას. 210-ვემ გამოიჩინა სამოქალაქო სიმამაცე, ზოგმა – თავდადება. „სანსეტ შოვის“ პერსონალი, რომლებმაც დამსვენებლები გამოიყვანა სართულ-სართულ, კიბეებით ჩამოიყვანა.

რუსთავიდან ორი სკოლის მოსწავლეები, რომლებიც თავად ამ ტერიტორიაზე არ იყვნენ, მოწყვეტილი იყვნენ, მაგრამ ღამე იქ დარჩნენ და ამ ბავშვებმაც კი გამოიჩინეს სამოქალაქო სიმამაცე, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ. ყველა ის ადამიანი, ვინც ამ სტიქიაში მოყვა, არ აჰყვა პანიკას და მაშველების მეშვეობით გამოვიდნენ სამშვიდობოს, ყველა ეს ადამიანი, 210-ივე მოქალაქე, რა თქმა უნდა, არის მამაცი სამოქალაქო თვალსაზრისით. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, ერთ-ერთი უცხოელი, რომელიც აქ იყო გუშინდელ დღემდე და ეხმარებოდა უკვე სხვებს, საკვებს ამზადებდა მისი პროფესიიდან გამომდინარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება -ენტონი ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომელშიც ამ ქვეყნის უსაფრთხოების სფეროსთვის საჭირო ისეთი საშუალებები შედის, როგორებიცა: საბრძოლო მასალა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები და ტერიტორიის განაღმვისთვის დამატებითი მოწყობილობა.

ბლინკენის განცხადებით, პაკეტის ღირებულება 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“ომი რუსეთმა დაიწყო და მას ჰქონდა საშუალება ეს ომი ნებისმიერ მომენტში დაესრულებინა, უკრაინიდან თავისი ჯარის გაყვანის გზით. სანამ ეს არ მოხდება, შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები დადგებიან უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

8 ადამიანის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს – გიორგი მღებრიშვილი

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში აქტიურად გრძელდება სამძებრო სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე, მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, დღის ბოლოს მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.

„დღეს გარდაცვლილების სტატისტიკა შეიცვალა, ერთი ადამიანის ცხედარია ნანახი, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, ნანახია ადამიანის ფრაგმენტი. სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩენილია ავტომობილი ჰიუნდაი, რომელზეც დილითვე მოგახსენეთ. გვქონდა ვარაუდი, რომ შესაძლოა ავტომანქანაში ყოფილიყვნენ დაკარგულები, სამწუხაროდ, მანქანაში დაკარგულების პოვნა ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ინტენსიურად გრძელდება მდინარეზე საძიებო სამუშაოები, ამბროლაურის ტერიტორიამდე. ხვალისთვის ვგეგმავთ გარკვეულ გადაჯგუფებასა და სტრატეგიის შეცვლას. დღეის მონაცემებით, 25 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი და 8 ადამიანის მიმართ ძებნა-შველის ღონისძიებები მიმდინარეობს. იდენტიფიცირების პროცედურები მიმდინარეობს 5 ადამიანზე. როგორც მოგახსენეთ, 25-26% იყო დარჩენილი მიწის მასის გადასამოწმებელი, დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიცვალა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მარტო კობახიძე არ არის პრობლემა, პრობლემაა ის, ვინც ამ არეალში კობახიძეს უშვებს სალაპარაკოდ -ეკა ბესელია

 მარტო კობახიძე არ არის პრობლემა, პრობლემაა ის, ვინც ამ არეალში კობახიძეს უშვებს სალაპარაკოდ –  ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამა „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„კობახიძის დღევანდელმა და ბოლოდროინდელმა განცხადებებმა თავზარი, კიდევ ერთხელ დასცა ამ დაზარალებულებს. მე ამ ადამიანისგან არაფერი არ მიკვირს, დიდი ხანია ამ ხანძარს აჩენს ქვეყანაში და დღეს ამ ტრაგედიის ზონაშიც ხელახლა დაანთო ეს ხანძარი. ეს ამით არის დაკავებული. მაგრამ მარტო კობახიძე ხომ არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის, ვინც კობახიძეს ასე უშვებს ამ არეალში სალაპარაკოდ. დღეს უკვე გადასწვდა იმ მთავარ ადამიანებს, ცოცხლად გადარჩენილ მოწმეებს, რომელთა დაკითხვის საფუძველზეც რეალური ობიექტური სურათი უნდა შეიქმნას. მორალურ, ადამიანურ, პოლიტიკურ დონეზე, ეს არის წარმოუდგენელი განცხადებები”. – განაცხადა ბესელიამ.

“არც კობახიძე და არც სხვა უტიფარი აღვირახსნილი აღარაფერ შუაშია”- თაკო ჩარკვიანი

არც კობახიძე და არც სხვა უტიფარი აღვირახსნილი აღარაფერ შუაშია, ჩვენ ვართ უკვე შუაშიც და თავშიც! – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ დეპუტატი, თამარ ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

„არც კობახიძე და არც სხვა უტიფარი აღვირახსნილი აღარაფერ შუაშია! ვინც ამათ, ამ სრულიად “პოლიტგახრწნილებს ” ითმენს და იტანს, ანუ ჩვენ -ჩვენ ვართ უკვე შუაშიც და თავშიც!“- წერს ჩარკვიანი.

დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა შეძლო არა „სანსეტ შოვის“ მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა – მამუკა მდინარაძე

დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა დისშვილთან ერთად შეძლო არა „სანსეტ შოვის“ მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, – მის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ტრაგედიით მოსარგებლეების წამოწყებული კამპანიის ახალი ტალღა, მანიპულაციის და დეზინფორმაციის ახალი ნაზავი…

ბევრჯერ აიხსნა და ითქვა, რომ 3 აგვისტოს, იმ უსაშინლესი ტრაგედიის დღეს, დაღამებამდე რამდენიმე საათი ჰქონდა სამაშველო სამსახურს, რომ სტიქიის ეპიცენტრი დაეთვალიერებინათ როგორც ვერტმფრენებით, ასევე დრონების მეშვეობით. შესაბამისად, გამორიცხულია, არსებობდეს ადამიანი, რომელსაც იმ დროისათვის შველა სჭირდებოდა და ვერ უშველეს! სტიქიის ზონა მთლიანად იქნა გადაფარული და სადაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი იყო, ყველა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.

გამოსარიცხად თეორიული შანსისაც კი, სითბური და ღამის ხედვის კამერებით აღჭურვილი დრონებით ღამითაც გაგრძელდა მუშაობა როგორც სტიქიის ეპიცენტრზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დაკვირვებით. ვინმე რომ დამატებით დაფიქსირებულიყო, მფრინავები მზად იყვნენ, რისკზეც წასულიყვნენ, თუმცა ასეთი არ მომხდარა.

მფრინავებმა და მაშველებმა გააკეთეს შესაძლებლობის მაქსიმუმი, ჰქონდათ ყველა შესაბამისი და საჭირო აღჭურვილობა. არ დასტურდება არცერთი ფაქტი, რომ ვინმეს მათი შველა სჭირდებოდა და ტექნიკის უქონლობის ან რაიმე ხარვეზის გამო ეს ვერ მოხერხდა.

რა თქმა უნდა, უდიდესი სტრესი გადაიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებსაც მაშველების და ვერტმფრენების მისვლამდე მოუწიათ ჯერ სტიქიასთან ბრძოლა, შემდეგ – დალოდება. თან არ იცოდნენ, განმეორდებოდა თუ არა მასის ჩამოწოლა და როგორც ჰყვებიან, იყო წარმოუდგენელი პანიკა…

რაც შეეხება დავით ჯელაძეს, რომელმაც ბევრი იბრძოლა თავისი ოჯახის წევრების, თავისი დისშვილის გადარჩენისათვის:

ის თავადვე ჰყვება, რომ მაშველებმა და მფრინავებმა ის და მისი ოჯახის წევრები იმ ადგილიდან გამოიყვანეს, სადაც ისინი იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ, ხოლო თავისი დისშვილი მაშო მანამდე, მძიმე რისკის და არაადამიანური ძალის მოკრების ფასად, გადაიყვანა მეორე მხარეს, ვიდრე მაშველები გამოჩნდებოდნენ. სოცქსელებში ამისი დამადასტურებელი ვიდეოც იძებნება.

ჟურნალისტმა დღეს ირაკლი კობახიძეს (ტელეფონში) აჩვენა ფოტო და დაუსვა კითხვა მასთან დაკავშირებით. მიუთითა ჯელაძისა და მისი დისშვილის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია, სადაც ჩამოწოლილი მეწყერის, ტალახის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრსაც კი აღწევდა. შესაბამისი იყო რესპონდენტის რეაქციაც, თუმცა ირაკლი კობახიძემ იქვე თქვა, რომ ეს გადასამოწმებელი, დასაზუსტებელია და ვერაფერს იტყოდა ამ ფოტოსთან, შესაბამისად მითითებულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით.

უმარტივესი ლოგიკაა, ვივარაუდოთ და ამბის გადამოწმებითაც ეს დასტურდება, რომ დავით ჯელაძემ ჩამოწოლილი მეწყერის მეორე მხარეს გადასვლა დისშვილთან ერთად შეძლო არა „სანსეტ შოვის“ მხრიდან, არამედ შედარებით ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც ტალახის სიმაღლე ამის თუნდაც მინიმალურ საშუალებას მისცემდა, რაც ასევე ურთულესი და წარმოუდგენელი ამბავი შეიძლება იყოს, თუმცა ფაქტია და თავად ჰყვება, რომ მან ეს მოახერხა და უკანაც დაბრუნდა.

ვინც შოვი იცის, საუბარია ე.წ. „ვარდისფერი სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ოდნავ ზემოთაც კი, ანუ იმ ადგილებში, სადაც ტალახის სიმაღლე ადამიანის სიმაღლესაც კი სჭარბობდა.

ასევე, არ არის გამორიცხული, რომ მათ მოუწიათ იმ ადგილის გადავლა, სადაც ქვედა მხარეს პირველ ტალღად წამოსული შედარებით მყარი მასა იყო, რის გამოც, ღვთის წყალობით, ისინი ბოლომდე არ ჩაეფლნენ ტალახში და გადარჩნენ.

ძალიან სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ვინც უშუალოდ ასეთ ადგილას იმყოფებოდა სტიქიის დროს და არა განაპირა ადგილებში, რამდენიმემეტრიანი, ძალიან სწრაფად და რამდენიმე ტალღად წამების ინტერვალში წამოსული მეწყრისგან თავის დაღწევა მათ ვერ შეძლეს.

მოკლედ, ზოგიერთების მავნებლობის გამო, ისეთ დეტალებზე საუბარიც გვიწევს, რომლებზეც პირველ დღეებში უბრალოდ ვერავინ ილაპარაკებდა.

სტიქიის შედეგებთან ერთად ტრაგედიით მოსარგებლეების მიერ გავრცელებულ სიცრუეს თუ მანიპულაციებსაც ვებრძვით. მანიპულაციებს, რომლებმაც ცალკეულ შემთხვევებში სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების ნაწილზეც იმოქმედა…

ასეთ დროს ხდება ხოლმე გაერთიანება, ტრაგედიის შედეგების აღმოფხვრაზე კონცენტრირება, თუმცა ჩანს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ მცირე პოლიტიკური დივიდენდებისთვის უკადრებელი იკადრონ.

მათ შევახსენებ, როგორც წესი, განსაკუთრებით გამორჩეული ერთეულების გარდა, პოლიტიკოსები ხალხს მალე ვავიწყდებით, ხოლო გმირობის და სიკეთის სამაგალითო ისტორიები საუკუნეებს უძლებს“, – წერს მამუკა მდინარაძე.