Home Blog Page 16

1-3 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

უახლოეს დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

კონგრესის უმცირესობის ლიდერი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ – ეს ძალადობრივი რიტორიკა საშიშია – თეთრი სახლი

თეთრი სახლი ეხმიანება კონგრესში უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებას, რომელმაც დააანონსა, რომ „დემოკრატები“ „რესპუბლიკელების“ დღის წესრიგს „ქუჩებში“ გაუწევენ ბრძოლას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კონცენტრირებულია ქვეყნის გაერთიანებასა და ამერიკელი ხალხის მიერ მოცემული მანდატის შესრულებაზე, კონგრესის უმცირესობის ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ,“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესისმდივნის მოადგილემ, კუშ დესაიმ Fox News Digital-თან საუბრისას.

„ეს გაუწონასწორებელი ძალადობრივი რიტორიკა საშიშია. ლიდერმა ჯეფრისმა დაუყოვნებლივ უნდა მოიხადეს ბოდიში“, – დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესის „დემოკრატებმა“ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სწრაფ ცვლილებებზე საპასუხოდ სრულმასშტაბური წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტეს.

პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

დას­ვე­ნე­ბის დღის მი­უ­ხე­და­ვად, შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – პრო­ფე­სი­უ­ლი თუ საქ­მი­ა­ნი – მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მისი მიღ­წე­ვის დრო დად­გა.

კურო

მძლავ­რი ენერ­გია, რო­მელ­საც დღეს იგ­რძნობთ, კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბის­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი – მა­გა­ლი­თად, სახ­ლში პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

ტყუ­პი

გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა გა­და­იქ­ცე­ვა ემო­ცი­ურ ცვა­ლე­ბა­დო­ბად, რაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და იყოს ფსი­ქი­კის­თვის: ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, შე­ე­ცა­დეთ არ გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა “აღ­მართ-დაღ­მარ­თებ­ზე”.

კირჩხი­ბი

მათ­თვის, ვინც დიდი ხა­ნია გეგ­მავს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბის გან­ხილ­ვას, სა­უ­კე­თე­სი დროა: მხა­რე­ე­ბი მზად იქ­ნე­ბი­ან მო­ის­მი­ნონ ერ­თმა­ნე­თის არ­გუ­მენ­ტე­ბი და წა­ვიდ­ნენ დათ­მო­ბა­ზე.

ლომი

შე­საძ­ლე­ბე­ლია – და აუ­ცი­ლე­ბე­ლია! – უარი თქვით მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე: ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვის, მო­წე­ვის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჭარ­ბი ჭა­მის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა­ზე.

ქალ­წუ­ლი

ეს შა­ბათ-კვი­რა არ არის სა­უ­კე­თე­სო დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის: შე­ე­ცა­დეთ იპო­ვოთ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მო­გა­შო­რებთ სამ­წუ­ხა­რო ფიქ­რებს.

სას­წო­რი

ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას – გან­სა­კუთ­რე­ბით უსი­ა­მოვ­ნო – მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ფსი­ქი­კუ­რი წო­ნას­წო­რო­ბა და არ და­უშ­ვათ ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის მი­ღე­ბა.

მო­რი­ე­ლი

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საყ­ვე­დუ­რებს უნდა მო­უს­მი­ნოთ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი შე­ი­ცა­ვენ კონ­სტრუქ­ცი­ულ კომ­პო­ნენტს ან თუ გთა­ვა­ზო­ბენ რო­გორ გა­მო­ას­წო­როთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია.

მშვილ­დო­სა­ნი

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ცხოვ­რე­ბით – გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბის კუ­თხით – რო­მელ­საც დღეს გა­ნიც­დი, მთვა­რის ენერ­გი­ე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ამი­ტომ ეს დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა.

თხის რქა

არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნის­თვის: ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჩხუ­ბი და, შე­დე­გად, ხან­გრძლი­ვი უთან­ხმო­ე­ბა.

მერ­წყუ­ლი

ენერ­გია, რო­მე­ლიც დი­ლით წა­მო­გაგ­დებთ ლო­გი­ნი­დან და გა­ი­ძუ­ლებთ იმოქ­მე­დოთ, უნდა და­ხარ­ჯოთ ზო­მი­ე­რად, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დრო არ გექ­ნე­ბათ გა­ა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­გეგ­მეთ.

თევ­ზე­ბი

შე­ე­ცა­დეთ დღეს არა­ვის არა­ფე­რი მოს­თხო­ვოთ: ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მი­მარ­თავთ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ობი­ექ­ტუ­რად ვერ და­გეხ­მა­რე­ბათ, რის შე­დე­გა­დაც ორი­ვე აღ­მოჩ­ნდე­ბით უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული – პრემიერი

ბაკურიანში ველოდებით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ამ მნიშვნელოვან ტურნირს და ეს არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ბიატლონის ახალი ტრასის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ახალი ინფრასტრუქტურა გააჩენს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზამთრის სპორტის სახეობები და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიონ.

„დღეს დილით დავათვალიერეთ ახალი ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა თბილისში, ასევე ბათუმში აშენდა ახალი ყინულის სასახლე. ბიატლონის ახალი ტრასა ბაკურიანში, სხვა სახეობებთან ერთად, ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლებს. ჩვენ ველოდებით ამ მნიშვნელოვან ტურნირს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება. ზამთრის სპორტი ცოტა ჩამორჩება ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებს. ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ზამთრის სახეობები და მივაღწიოთ უფრო მეტ წარმატებას ამ სფეროში მომავალში. ასევე, ეს ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში შევძლოთ მრავალი სხვა ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. დღეს მოვისმინეთ ანგარიში განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და ყველაფერი მომზადებულია უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვს, მამუკა ხაბარელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო სამუშაოების შესრულებაში.

„ყველაფერი შესრულდა უმაღლეს დონეზე. 9 თებერვალს გავხსნით ოლიმპიურ ფესტივალს და წარმატებას ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს, განსაკუთრებით ჩვენს ქართველ სპორტსმენებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება – ორბანი

J

თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება. ახლა გერმანელებმა დაიწყეს აჯანყება – ჯერ ეკონომიკაზე არა, მაგრამ საიმიგრაციო საკითხზე“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ზამთრის სპორტის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა – მამუკა ხაბარელი

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში, ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით. აშენდა ორი, სრულიად ახალი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი უნიკალური საშეჯიბრო არენა ბიატლონის და ქროს ქანთრისთვის,- ამის შესახებ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის “ბაკურიანი 2025“ საოგარნიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, საქართველო პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის და ქვეყანას ფესტივალის ფარგლებში, 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა.

“პრემიერ–მინისტრს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. საორგანიზაციო კომიტეტი პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის. ჩვენი გუნდი უკვე შესულია საშეჯიბრო არენების მოსაწყობად და პირველ დელეგაციებს საქართველოში ველოდებით 4 რიცხვიდან, დავხვდებით მათ, განაწილდებიან ათლეტთა სოფელში და 6 რიცხვიდან უკვე დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში გოგონათა გუნდი დაიწყებს შეჯიბრს, 9 თებერვალს იქნება ოფიციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიება და 10-დან ყველა სპორტის სახეობა დაიწყებს შეჯიბრებებს.

ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში. უშუალოდ ფესტივალი 8 სპორტის სახეობას მოიცავს, აშენდა ორი სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი აშენდა ბიატლოის და ქროს ქანთრისთვის უნიკალური საშეჯიბრო არენა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ზამთრის სახეობებისთვის. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტეტბში სულ 50 ქვეყანაა გაწევრებული და მათ შორის 45 იღებს მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. 1000-მდე სპორტსმენი და 2000-მდე დელეგაციის წევრი ჩამოვა. საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გველის წინ,”- აცხადებს მამუკა ხაბარელი. 

2024 წელს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია – შსს

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – info.police.ge 2024 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა.

შსს-ს ინფორმაციით, სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი წინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია.

სამინისტროს ცნობით, 2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად, კვლავ მაღალ ნიშნულზეა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი – გასულ წელს საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.26%. 2024 წელს შემცირებულია განზრახ მკვლელობების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. ჯამში, 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, აღნიშნული დანაშაულების 263 (-3.25%) ფაქტით ნაკლები დაფიქსირდა.

გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც. შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები. 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ქურდობის – 1 388 ფაქტით ნაკლები, მათ შორის ბინიდან ქურდობის 230 ფაქტით ნაკლები დაფიქსირდა. ასევე, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებში: ძარცვა შემცირებულია 7,52%-ით (-24 ფაქტი); ყაჩაღობა შემცირებულია 20.51%-ით (-24 ფაქტი); შემცირებულია კიბერდანაშაულის (-250 ფაქტი) და სამოხელეო დანაშაულების (-159 ფაქტი) რაოდენობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ბრძოლის შედეგად 2024 წელს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 485 ფაქტი გამოვლინდა, ჯამში კი, გასულ წელს ნარკოდანაშაულების 5 598 ფაქტი იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი.

რეგისტრირებული დანაშაულის ფაქტების გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულებში, როგორებიც არის „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“ (გამოვლინდა სამით მეტი დანაშაულის ფაქტი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობის და მომართვიანობის გაზრდის პროპორციულად, 2024 წელს გაზრდილია ქორწინების იძულების გამოვლენის რაოდენობა, რაც მეტწილად განაპირობა საზოგადოებაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლებამ და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებამ.

სამინისტროს ინფორმაციითვე, 2024 წელს, გასულ, 2023 წელთან შედარებით, გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 112 ფაქტით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები.

მზია ამაღლობელი უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო – ადვოკატი 

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, ვიზუალური დაკვირვებით, უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. ამის შესახებ ადვოკატმა, ამაღლობელის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ დასუსტებულია, ნელა მოძრაობს და აქვს დაღლილობა.

„დავაკვირდი ვიზუალურად – უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. ნელა მოძრაობს უფრო, ეს ჩემი დაკვირვებაა იმიტომ, რომ მანძილი უნდა გამოიაროს, ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში რომ შემოვიდა, დაჯდა, რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და შემდეგ საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო.

ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით, ყოველ ჯერზე გვეუბნება, რომ მე არ ვარ მთავარი თემა, არა ერთი უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, მე ვიყო მთავარი ამბავი. ევროსაბჭოს ბოლო ამბებზე იყო ძალიან შეწუხებული.

28 იანვარს გაკეთებული ანალიზის პასუხი, სანამ ჩვენ არ მივედით, არ იცოდა, სავარაუდოდ, ახლა აჩვენეს. ჩვენ დოკუმენტები გადმოგვცეს. ამ დოკუმენტებს წავიღებთ, მივიღებთ კონსულტაციას და ამის მერე გვეცოდინება”, – განაცხადა მწარიაშვილმა.

ივანიშვილის რუსული რეჟიმი ხელისუფლებად პოზირებს და მე-13 წელს კვლავ საუბრობს ჩვენი პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე – თინა ბოკუჩავა 

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა წინა ხელისუფლების ქმედებების გამოსაძიებლად დაანონსებულ საგამოძიებო კომისიას საცირკო წარმოდგენას უწოდებს და ამბობს, რომ ამით, ბიძინა ივანიშვილი დანაშაულების გადაფარვას ცდილობს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” აღნიშნული “სანახაობით” მისი არალეგიტიმურობის ფაქტს ვერ გადაფარავს და მოუწევს, ძალაუფლების დათმობას შეეგუოს.

“მეცამეტე წელია, არჩევნების მიტაცების და 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი პოზირებს საქართველოს ხელისუფლებად და მეცამეტე წელს კვლავ საუბრობს იმ პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, რომელიც 13 წელია ხელისუფლებაში არ ყოფილა და რომელსაც მე ამაყად წარმოვადგენ. ეს, რა თქმა უნდა, მორიგი რუსული პროპაგანდისტული მცდელობაა იმისთვის, რომ ივანიშვილმა ამ სანახაობით და მორიგი საცირკო წარმოდგენით, რომლის დადგმასაც ახლა არალეგიტიმურ, დე-ფაქტო პარლამენტში გეგმავს, გადაფაროს საკუთარი დანაშაულები; ის, რომ მას ცივილიზებული სამყარო ლეგიტიმურ ხელისუფლებად არ აღიარებს; ის, რომ სანქციების გამო ეკონომიკა ინგრევა; ის, რომ მას ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია არც ქვეყნის გარეთ, არც შიგნით. ამ საცირკო წარმოდგენით, სანახაობით ვერ გადაფარავს მისი არალეგიტიმურობის ფაქტს და მაინც მოუწევს, შეეგუოს ძალაუფლების დათმობას, რამეთუ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს ახალი, სამართლიანი არჩევნები, გამოვიდეთ ამ ქაოსიდან და მუდმივად წარსულში კი არ ვუყუროთ და პროპაგანდისტულ ტყუილებში ვიცხოვროთ, არამედ გავიხედოთ წინ, ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, წარმატებისკენ და ხელისუფლებამ ხალხის ინტერესებისთვის იმუშაოს და არ იყოს დაკავებული საცირკო წარმოდგენების დადგმით”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს მიმართავს, საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება გააუქმოს

ოთხი ოპოზიციური გაერთიანება სირიის ლიდერს, აჰმედ ალ-შარაას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართავს.

ამის შესახებ ნიკა გვარამიას, ბადრი ჯაფარიძის და თინა ბოკუჩავას ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„მის აღმატებულებას, სირიის სახელმწიფოს მეთაურსა და სირიის დიად ხალხს,

თქვენო აღმატებულებავ,

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.

ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები.

სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – „კოალიცია ცვლილებისთვის“; თინათინ ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“,; ირაკლი კუპრაძე – „ძლიერი საქართველო“; ბერდია სიჭინავა – „გახარია – საქართველოსათვის“.

რა ეღირება დოლარი და ევრო 1 თებერვალს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8563 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0198 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9929 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0278 ლარი შეადგინა.

FinOps თიბისიში – ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციულ პროცესებზე ორიენტირება

ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვანი და On-premise სერვისების ხარჯების მართვა ეფექტურად შეძლონ.

თიბისი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ამ პრაქტიკას ბანკში იყენებს. ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო, როცა FinOps-ის ათვისება თიბისისთვის რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო გახდა აუცილებელი, რაც ბიზნესის მოთხოვნების ეფექტურობის, მოქნილობისა და ფინანსური გამჭვირვალობის გაზრდას უკავშირდება.

პროცესი გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა კომპანია სრულიად ახალი, ინოვაციური მიდგომის დანერგვას ცდილობს. ამ ცვლილების დანერგვაზე მომუშავე გუნდმა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, კომპანიას მისცა ფინანსური გამჭვირვალობის, ეფექტიანი რესურსების გამოყენებისა და სწრაფი გადაწყვეტილებების განხორციელების საშუალება.

თიბისი იაზრებს, რომ FinOps მეთოდოლოგია კომპანიაში მუდმივად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების მისაღებად, თიბისის ტექ გუნდის წევრები FinOps კონფერენციაზეც იმყოფებოდნენ.

კომპანიაში FinOps-ის წარმატებული დანერგვის შემდეგ, თიბისიმ ამ პრაქტიკაზე საუბარი და დისკუსია უკვე ორგანიზაციის გარეთ დაიწყო.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვლილი ნაბიჯებით სხვა კომპანიებსაც გავუმარტივოთ იმავე გზის გავლა და ეს გამოცდილება გავუზიაროთ. სწორედ ამიტომ, ამ თემაზე სასაუბროდ საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციის – Change Inspire-ს სცენა გამოვიყენეთ და ტექ კომუნას გავუზიარეთ ბანკის ხედვა და გამოცდილება, თუ როგორ მოახდინა თიბისიმ FinOps მეთოდოლოგიის ადაპტაცია და რა გამოწვევები გაიარა ამ გზაზე” – იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე.

(R)