Home Blog Page 16

12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა

12 ოქტომბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. 

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რვაწლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს ყველაზე მასშტაბური გახლდათ.

როგორც “ჯორჯიან თაიმსს” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ფესტივალს წელს 424 მონაწილე ჰყავდა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც მცირე მეწარმეები, ასევე, – ღვინის ქარხნები და მარნები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიეღოთ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროსმედალოსანი ღვინოები (ოქროსმედალოსანი ღვინოების პრეზენტაციას ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ჩაატარებს). ასევე, მოეწყო ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

ცნობისათვის, ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.  

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკიბიზნესი, ოფიციალური სპონსორი კი – მეღვინეობა თელიანი ველი.

ფესტივალის სპონსორები იყვნენ: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო,

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი, წყალი ბაკურიანი, ბორჯომი, ბოლერო, გურჯაანის ნაყინი

პარტნიორები: IWSC ,გურჯაანის მერია და ჯეპრა

მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი,

Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, ანტერპრენერი, commersant.ge, რადიო უცნობი.

სიბოროტეა, ყველა რესურსი ჩადო იმაში, რომ ქვეყნის სათავეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო – სწორედ ამ სპექტაკლს ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი – გია ვოლსკი

თვალთმაქცობა და მასთან ერთად სიბოროტეა, ყველა რესურსი ჩადო იმაში, რომ ქვეყნის სათავეში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დააბრუნო – სწორედ ამ სპექტაკლს ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

ვოლსკის აზრით, ზურაბიშვილის მიზანია ოპოზიციის ლიდერი გახდეს და არჩევნებში ოპოზიციის მარცხის შემდეგ, თუ ქვეყანაში რევოლუციური პროცესები წარიმართება, შეურიგებლობას თავად ჩაუდგეს სათავეში და ხალხს დაანახოს, რომ ეს „სისხლიანი და სადისტი „ნაცმოძრაობის“ მართული პროცესი არ არის“.

„ქარტიას ხელი ყველამ მოაწერა, რითაც მორჩილება აღიარეს. ახლა ვითარება შეიცვალა. სალომე ზურაბიშვილისგან საკმაოდ ომახიანი მესიჯი მოდის, რომ ოპოზიციის წამყვანი ლიდერი ის არის, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ლიდერობა და ის პოლიტიკური ძალა, ვინც სისხლი დაღვარა და ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპანტს ჩააბარა, აღარ არსებობს. ეს სპეციალური მესიჯია, ქარტიაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ წინ სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ.

ზურაბიშვილი თვლის, რომ შეუძლია შეცვალოს რაკურსი, დამოკიდებულება, ტრენდი და თავისი მეთაურობით ოპოზიციას სხვა სახე მისცეს, რომ ის არის მთავარი ადამიანი, ვინც პრემიერ – მინისტრის კანდიდატურას, ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარმოადგენს და ამით ყველა ბედნიერი უნდა იყოს, ვინაიდან ამას ერთი და განუმეორებელი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს.

ეს დასავლეთისთვისაც გარკვეული მესიჯია, თუმცა კონსენსუსის მიღწევა გართულდება”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას არჩევნებამდე გეგმავს. სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ქარტიის” ხელმომწერებს ქარტიის შესრულებისკენ მოუწოდა.

საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა საღმრთო გზით ევლო და ამიტომ მოხდა ჩვენი გადარჩენა – მეუფე შიო

საქართველოს ისტორია მეტყველებს იმაზე, რომ მიუხედავად მრავალი შეცდომისა და განსაცდელისა, ჩვენი ერი ცდილობდა საღმრთო გზით ევლო და ამიტომ მოხდა ჩვენი გადარჩენა. ღმერთი გვეწეოდა ამ გზაზე და გვინათებდა მას მოწყალებით და დიდი სასწაულებით, – განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას.

„ამ ნიშანთა და სასწაულთა შორის გამორჩეულია წმინდა საუფლო კვართის ჩამოტანა მცხეთაში და ამ წმინდა ადგილზე მისი დავანება. წმინდა საუფლო კვართის და სვეტიცხოვლის მადლი, წმინდათა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანის და დედოფალ ნანას ლოცვით დაიფაროს, გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან, ჩვენ პატივს ვცემთ სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში – პრემიერი

 ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში და ურთიერთობები სახელმწიფოს და ეკლესიას, ხელისუფლებას და ეკლესიას შორის ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან.

„დღეს არის სვეტიცხოვლობა და ყველამ უნდა ისაუბროს ამ დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთლიანობაზე, აქ იგულისხმება, როგორ ფიზიკური, ასევე სულიერი მთლიანობა და გამთლიანება. ეს არის ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა. რაც შეეხება სახელმწიფოს და ეკლესიას, ბუნებრივია, სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული ერთმანეთისგან. ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, სეკულარიზმის პრინციპს, რომელიც არის ასახული კონსტიტუციაში და ურთიერთობები სახელმწიფოს და ეკლესიას, ხელისუფლებას და ეკლესიას შორის ეფუძნება სწორედ ამ პრინციპს. რაც შეეხება ზოგადად ეკლესიის წარმომადგენლების, სასულიერო პირების დამოკიდებულებას პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, ის, რომ მათ აქვთ კონკრეტული დამოკიდებულება, ეს თქვენ არც უნდა გაგიკვირდეთ და არც უნდა გეწყინოთ.
თქვენ ხაზი გაუსვით იმას, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტენდენცია იკვეთება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არც უნდა გეწყინოთ და არც უნდა გაბრაზდეთ ამის გამო“, – აღნიშნა პრემიერმა.

1 000-ლარიანი პენსიის შესახებ ოპოზიციის საარჩევნო დაპირება არის ტყუილი და ბლეფი – კახა კალაძე

რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! გაუგებარია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების ნაწილის 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ საარჩევნო დაპირებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავს შემთხვევაში, აღნიშნული თანხა რომელიმე მიმართულებას უნდა მოაკლდეს, რაც წარმოუდგენელია.

„ესეც გაუგებარია. მახსოვს, როდესაც აღნიშნული დაპირება პირველად გააჟღერეს, ერთ-ერთ ტელევიზიაში დებატები ჰქონდათ. მეორე მხარეს, თუ არ ვცდები, „გირჩის“ წარმომადგენელი იყო. იქ დაიხატა სრული სურათი, თუ როგორ ატყუებენ ხალხს. ელემენტარული მათემატიკა არ იცოდნენ, რა დაპირებაზე, რა 1 000-ლარიან პენსიაზეა საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი, ტყუილი და სისულელე. არანაირი არგუმენტები არ აქვთ იმისა, თუ როგორ აპირებენ 1 000-ლარიანი პენსიის დანიშვნას. ეს ხომ წარმოუდგენელია?! მაშინ რაღაცას უნდა მოაკლოს და ისიც უნდა თქვას, რას აკლებს. ჯანდაცვას აკლებს? ინფრასტრუქტურას აკლებს? რა მიმართულებას უნდა მოაკლოს? წარმოუდგენელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ეს არის ჩვეულებრივი აბსურდის თეატრი და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული – კახა კალაძე ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე

ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ე.წ ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციურად ე.წ. ტექნიკური მთავრობის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს.

„ჩვეულებრივი სისულელეა. ჯერ ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს. მას კონსტიტუციური თვალსაზრისით, ამის შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ჩვეულებრივი აბსურდული პიარკამპანია. აბსურდის თეატრია და როლები აქვთ ამ ადამიანებს გადანაწილებული. რა ტექნიკურ მთავრობაზეა საუბარი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური პარტიებისთვის?“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი პრეზიდენტის ხელახალი იმპიჩმენტის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, ის წავიდეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი“.

„უბრალოდ, გულდასაწყვეტია, როდესაც ამ სტატუსის მქონე ადამიანი კონსტიტუციას არღვევს. პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე იდგება. სალომე ზურაბიშვილის მსგავსი ქმედებები პირველი შემთხვევა არ არის. რა თმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რათა მომავალში ვერავინ გაბედოს კონსტიტუციის დარღვევა; სახელმწიფოს, კონსტიტუციის და კანონების შეურაცხყოფა. უბრალოდ, წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება“,- განაცხადა კალაძემ.

თუ ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? – კახა კალაძე

რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან – ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ – თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს, საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, „ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“.

„რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები. ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვინდოდა, ყველა დაშტამპული სახელმწიფოებივით ვიყავით, ყველას ერთნაირი ხაზი გვქონდა. გვინდოდა, თავისუფლები ვყოფილიყავით და დამოუკიდებლები. დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

როცა უკრაინაში ომი დასრულდება, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება და უსამართლო რეზოლუციები არავის ემახსოვრება – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ურთიერთობების გადატვირთვის შემდეგ, „უსამართლოო რეზოლუციები არავის ემახსოვრება“.

„ჩვენთვის ერთი რამ არის მთავარი – როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება და ვფიქრობთ, რომ ეს მომავალ წელს მოხდება, გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-თან. შესაბამისად, არავის ემახსოვრება ასეთი უსამართლოო რეზოლუციები. აუცილებლად უნდა გადაიტვირთოს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობები. მგონია, რომ როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, მაშინვე ვიხილავთ შემხვედრ ნაბიჯებს როგორც ევროკავშირის სტრუქტურებისგან, ასევე ამერიკისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სანქციების შესაძლო დაწესებას, პრემიერ-მინისტრის თქმით, „ეს არ არის აქტუალური საკითხი“.

„როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, ჩვენ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას მივიღებთ. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი პრინციპული და სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მომავალი წლიდან აუცილებლად მოხდება. უკრაინის ომი ხელს უშლის, არათუ შუაშია, თავშია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესები საქართველოს მიმართ. როგორც კი პირველი ფრონტი დასრულდება, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესს საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვას“, -განაცხადა კობახიძემ.

როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ – პრემიერი

დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ.

„სანქციების დაწესება არ არის აქტუალური საკითხი. მე მგონია, რომ მომავალი წლიდან თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, მე განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან. უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს დღეს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ. როგორც კი დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ და ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო- აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში არ არის, თუმცა ზოგიერთ წევრს თუ ენდომება განხილვა, ასეც მოვიქცევით -ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბოირელის განცხადებით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში ეს საკითხიც განიხილება.

ბორელმა უპასუხა კითხვას, განიხილება თუ არა მინისტერიალზე საქართველოს საკითხი.

„ეს საკითხი დღის წესრიგში არ არის, მაგრამ ზოგიერთ წევრს თუ ენდომება ამის განხილვა, ჩვენ ასეც მოვიქცევით“, – აღნიშნა ბორელმა.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 22 გუნდი, რომელიც მომდევნო 3 თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

მისამართი: სასტუმრო ROOMS, კოსტავა ქუჩა #14

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი.

(R)

 პრეზიდენტის დახმარებით „ქოცებმა“ ოპოზიცია ანკესზე წამოაგეს, წარმოიდგინეთ პრეზიდენტი, როგორც ტროას ცხენი, რომელიც ოპოზიციაში შეაგზავნეს და ტექნიკური მთავრობით ააფეთქებს -იაგო ხვიჩია

პრეზიდენტის დახმარებით „ქოცებმა“ ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს. წარმოიდგინეთ პრეზიდენტი, როგორც ტროას ცხენი, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს, ძვირფას ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობაზე იმ ხალხს ელაპარაკება, რომლებსაც პრემიერობა ოცნებად აქვთ ქცეული.

„Ჩემი აზრით, „ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს. პრეზიდენტი წარმოიდგინეთ, როგორც ტროას ცხენი, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში შეაგზავნეს და ზედ არჩევნებზე ააფეთქებს. პრეზიდენტი ტექნიკურ მთავრობაზე იმ ხალხს ელაპარაკება, რომლებსაც პრემიერობა ოცნებად აქვთ ქცეული. სწორედ ამ ხალხს ეუბნება, რომ პრემიერს დაგინიშნავთო და თან არაპოლიტიკოსსო. ესეც არ იკმარა და ზედ მთავრობის წევრებსაც დავნიშნავ, თქვენ კი ერთი წლის განმავლობაში უსაქმურად იყავითო. ახლა ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკოსებს ეს არ მოსწონთ და ცდილობენ, ამ უხერხული სიტუაციიდან რამენაირად გამოძვრნენ.

ჩემი აზრით, პრეზიდენტი ბოლომდე მიაწვება და ძვირფას ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით. ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, ის იდიოტი მგონია, რადგან ავიწყდებათ, ბატონ ბიძინას სალომე ზურაბიშვილისთვის რამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული და მისთვის იმედი არც ზურაბიშვილს გაუცრუებია. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს, რომ ათასნაირი სულელური იდეით ოპოზიცია მოამარაგოს და თავის დაკრულ მუსიკაზე აცეკვოს. შემდეგ ოპოზიციას არაფერი რომ არ გამოსდის, უკვირთ, რადგან ფიქრობენ, პრეზიდენტი ხომ ჩვენ გვერდით არის და რატომ არ გამოგვდისო. ვინც მათი დანიშნული და არჩეული არ არის, მისი იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ. ვინც უძალიანდებოდა, გახარია იყო, მაგრამ ბოლოს მანაც ქარტიას ცეკვა-ცეკვით მოაწერა ხელი. პრეზიდენტმა გასაგებად უთხრა, თუ ხელს აწერდით, შესრულებაც უნდა იცოდეთო. ყველა ისევ ოთხ ფეხზე დადგა და შემდეგ თქვეს, არა, ყველანი ვრჩებითო. მგონი, ამათ არაფერი აღარ უშველით, ახლა სალომე ზურაბიშვილთან ერთად უნდა იყვნენ და მისი კაპრიზები შეასრულონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

„ვაპირებ, წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კართან. რადგან ჩემი წარსადგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.