Home Blog Page 16

ევროკავშირი საშინლად გვექცევა, ამიტომ ტარიფების დაწესება ვაპირებ -დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„ვაპირებ თუ არა ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას? გულწრფელი პასუხი გინდათ თუ პოლიტიკური? აბსოლუტურად. ევროკავშირი საშინლად გვექცევა”, – განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესება აშშ-ს სავაჭრო დეფიციტის გამოსწორების საშუალებას მისცემს.

„ისინი ჩვენს ავტომობილებს არ იღებენ. ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ იღებენ. არაფერს იღებენ. ევროკავშირთან დიდი დეფიციტი გვაქვს. ასე რომ, ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაკეთებთ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, დღეიდან აშშ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იან ტარიფებს, ხოლო ჩინეთიდან იმპორტზე 10%-იან ტარიფებს დააწესებს.

„ხვალიდან ეს ტარიფები ძალაში შევა. ეს დაპირებებია, რომელიც პრეზიდენტმა გასცა და შეასრულა”, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლივიტმა.

 საგამოძიებო კომისიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს -გურამ მაჭარაშვილი

საგამოძიებო კომისიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოსცილდეს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება რთული არ იქნება, რადგან „ხელისგულზე დევს“.

„ხშირ შემთხვევაში ამის უბრალოდ თარგმნა დაგვჭირდება ინგლისურიდან ქართულზე, როდესაც საერთაშორისო სასამართლოები პირდაპირ აღიარებენ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იყო სისტემური დანაშაულის მქონე ხელისუფლება. ამის სტრასბურგის არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რასაკვირველია, ქართულ მართლმსაჯულებასთან ერთად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში დარეგისტრირდება ინიციატივა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებს შეისწავლის და 6 თვეში სამართლებრივ შეფასებას მოამზადებს.

უწყების სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით “ქართული ეროვნული ლეგიონი” არ არსებობს-უკრაინის დაზვერვა სლოვაკეთის მთავრობის ბრალდებას პასუხობს

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებებს გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები სლოვაკეთის საპროტესტო აქციებში მონაწილეობაში დაადანაშაულა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ოფიციალურად იუწყება, რომ მის სტრუქტურაში დანაყოფი, სახელწოდებით „ქართული ეროვნული ლეგიონი“ არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰიბრიდული და საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნებში სიტუაციის გაუარესებას, უკრაინისთვის უკიდურესად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

დაზვერვის სამსახურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ლეგიონი“ არის მრავალეროვნული აქტიური ოპერაციული ქვედანაყოფი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ბრძოლებში ფრონტის ყველაზე ცხელ რაიონებში და არ ახორციელებს არანაირ ჰიბრიდულ ქმედებებს ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„ქართული ლეგიონის“ ლიდერის, მამუკა მამულაშვილის მიმართ ფიცოს ბრალდებებთან დაკავშირებით სადაზვერვო სამსახური წერს, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის დაზვერვასთან და არ იღებს რაიმე დავალებას და ბრძანებას მისგან.

„აღნიშნულმა პირმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს საერთაშორისო ლეგიონთან კონტრაქტი 2023 წლის აპრილში შეწყვიტა და არ გაუხანგრძლივებია“, – აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და  მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს USAID-ის შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შემცირებას და სახელმწიფო დეპარტამენტის კონტროლის ქვეშ მოქცევას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, „ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ“ (NSC) მიმდინარე კვირაში უმასპინძლა დისკუსიებს ამ თემაზე, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის.

„როიტერთან“ ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ თეთრი სახლი იკვლევს იურიდიულ უფლებამოსილებებს, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიძლება გამოიყენოს აღმასრულებელი ბრძანება USAID-ის დამოუკიდებლობის დასასრულებლად.

„როიტერი“ წერს, რომ გაურკვეველია, აქვს თუ არა ტრამპს ასეთი ბრძანების გაცემის და კონგრესის გვერდის ავლის უფლებამოსილება. გავრცელებული ინფორმაციით, ახლად შექმნილი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ოფიციალური პირები, ტრამპის მრჩეველი მილიარდერი ილონ მასკის ხელმძღვანელობით, ასევე მონაწილეობდნენ საუბრებში და სტუმრობდნენ USAID-ის შტაბ-ბინას ვაშინგტონის ცენტრში ამ კვირაში.

ფილადელფიაში სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე ექვსი ადამიანი, მათ შორის პაციენტი ბავშვი, იმყოფებოდა

აშშ-ში, ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა.

მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ

J

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს.

„ჩვენ ვისაუბრებთ და ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან.

ტრამპმა არ უთქვამს, ვინ იყო მისი ადმინისტრაციიდან რუსებთან კონტაქტში, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ორივე მხარე „უკვე საუბრობს“. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პირდაპირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა: „არ მინდა ამაზე ლაპარაკი“.

1-3 თებერვალს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

უახლოეს დღეებში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს.

თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

კონგრესის უმცირესობის ლიდერი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ – ეს ძალადობრივი რიტორიკა საშიშია – თეთრი სახლი

თეთრი სახლი ეხმიანება კონგრესში უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის განცხადებას, რომელმაც დააანონსა, რომ „დემოკრატები“ „რესპუბლიკელების“ დღის წესრიგს „ქუჩებში“ გაუწევენ ბრძოლას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.

„როდესაც პრეზიდენტი ტრამპი კონცენტრირებულია ქვეყნის გაერთიანებასა და ამერიკელი ხალხის მიერ მოცემული მანდატის შესრულებაზე, კონგრესის უმცირესობის ლიდერი, ჰაკიმ ჯეფრისი აქეზებს ძალადობას და ხალხს მოუწოდებს, „ქუჩებში“ გაილაშქრონ პრეზიდენტ ტრამპის დღის წესრიგის წინააღმდეგ,“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესისმდივნის მოადგილემ, კუშ დესაიმ Fox News Digital-თან საუბრისას.

„ეს გაუწონასწორებელი ძალადობრივი რიტორიკა საშიშია. ლიდერმა ჯეფრისმა დაუყოვნებლივ უნდა მოიხადეს ბოდიში“, – დასძინა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის კონგრესის „დემოკრატებმა“ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სწრაფ ცვლილებებზე საპასუხოდ სრულმასშტაბური წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტეს.

პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი

დას­ვე­ნე­ბის დღის მი­უ­ხე­და­ვად, შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი – პრო­ფე­სი­უ­ლი თუ საქ­მი­ა­ნი – მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, მისი მიღ­წე­ვის დრო დად­გა.

კურო

მძლავ­რი ენერ­გია, რო­მელ­საც დღეს იგ­რძნობთ, კარ­გი და სა­სარ­გებ­ლო საქ­მე­ე­ბის­კენ უნდა იყოს მი­მარ­თუ­ლი – მა­გა­ლი­თად, სახ­ლში პი­რო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

ტყუ­პი

გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა გა­და­იქ­ცე­ვა ემო­ცი­ურ ცვა­ლე­ბა­დო­ბად, რაც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­და იყოს ფსი­ქი­კის­თვის: ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, შე­ე­ცა­დეთ არ გა­ა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა “აღ­მართ-დაღ­მარ­თებ­ზე”.

კირჩხი­ბი

მათ­თვის, ვინც დიდი ხა­ნია გეგ­მავს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მე­ბის გან­ხილ­ვას, სა­უ­კე­თე­სი დროა: მხა­რე­ე­ბი მზად იქ­ნე­ბი­ან მო­ის­მი­ნონ ერ­თმა­ნე­თის არ­გუ­მენ­ტე­ბი და წა­ვიდ­ნენ დათ­მო­ბა­ზე.

ლომი

შე­საძ­ლე­ბე­ლია – და აუ­ცი­ლე­ბე­ლია! – უარი თქვით მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე: ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვის, მო­წე­ვის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჭარ­ბი ჭა­მის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა­ზე.

ქალ­წუ­ლი

ეს შა­ბათ-კვი­რა არ არის სა­უ­კე­თე­სო დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის: შე­ე­ცა­დეთ იპო­ვოთ რა­ი­მე აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მო­გა­შო­რებთ სამ­წუ­ხა­რო ფიქ­რებს.

სას­წო­რი

ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას – გან­სა­კუთ­რე­ბით უსი­ა­მოვ­ნო – მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ფსი­ქი­კუ­რი წო­ნას­წო­რო­ბა და არ და­უშ­ვათ ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის მი­ღე­ბა.

მო­რი­ე­ლი

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საყ­ვე­დუ­რებს უნდა მო­უს­მი­ნოთ მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი შე­ი­ცა­ვენ კონ­სტრუქ­ცი­ულ კომ­პო­ნენტს ან თუ გთა­ვა­ზო­ბენ რო­გორ გა­მო­ას­წო­როთ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია.

მშვილ­დო­სა­ნი

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ცხოვ­რე­ბით – გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბის კუ­თხით – რო­მელ­საც დღეს გა­ნიც­დი, მთვა­რის ენერ­გი­ე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ამი­ტომ ეს დრო­ე­ბი­თი მოვ­ლე­ნაა.

თხის რქა

არ არის სა­უ­კე­თე­სო დღე რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნის­თვის: ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბამ, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ჩხუ­ბი და, შე­დე­გად, ხან­გრძლი­ვი უთან­ხმო­ე­ბა.

მერ­წყუ­ლი

ენერ­გია, რო­მე­ლიც დი­ლით წა­მო­გაგ­დებთ ლო­გი­ნი­დან და გა­ი­ძუ­ლებთ იმოქ­მე­დოთ, უნდა და­ხარ­ჯოთ ზო­მი­ე­რად, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დრო არ გექ­ნე­ბათ გა­ა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც და­გეგ­მეთ.

თევ­ზე­ბი

შე­ე­ცა­დეთ დღეს არა­ვის არა­ფე­რი მოს­თხო­ვოთ: ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც მი­მარ­თავთ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ობი­ექ­ტუ­რად ვერ და­გეხ­მა­რე­ბათ, რის შე­დე­გა­დაც ორი­ვე აღ­მოჩ­ნდე­ბით უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული – პრემიერი

ბაკურიანში ველოდებით ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ამ მნიშვნელოვან ტურნირს და ეს არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ბიატლონის ახალი ტრასის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ახალი ინფრასტრუქტურა გააჩენს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზამთრის სპორტის სახეობები და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიონ.

„დღეს დილით დავათვალიერეთ ახალი ყინულის სასახლე, რომელიც აშენდა თბილისში, ასევე ბათუმში აშენდა ახალი ყინულის სასახლე. ბიატლონის ახალი ტრასა ბაკურიანში, სხვა სახეობებთან ერთად, ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლებს. ჩვენ ველოდებით ამ მნიშვნელოვან ტურნირს ჩვენს ქვეყანაში და ეს არის მორიგი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება. ზამთრის სპორტი ცოტა ჩამორჩება ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებს. ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ზამთრის სახეობები და მივაღწიოთ უფრო მეტ წარმატებას ამ სფეროში მომავალში. ასევე, ეს ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ მომავალში შევძლოთ მრავალი სხვა ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში. დღეს მოვისმინეთ ანგარიში განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით და ყველაფერი მომზადებულია უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს, ლერი ხაბელოვს, მამუკა ხაბარელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო სამუშაოების შესრულებაში.

„ყველაფერი შესრულდა უმაღლეს დონეზე. 9 თებერვალს გავხსნით ოლიმპიურ ფესტივალს და წარმატებას ვუსურვებთ ყველა სპორტსმენს, განსაკუთრებით ჩვენს ქართველ სპორტსმენებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება – ორბანი

J

თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

„თუ ევროპის დიდი ქვეყნები არ დაიბრუნებენ დამოუკიდებლობას ბრიუსელის ბიუროკრატებისგან, მათი ეკონომიკა დაზარალდება. ახლა გერმანელებმა დაიწყეს აჯანყება – ჯერ ეკონომიკაზე არა, მაგრამ საიმიგრაციო საკითხზე“, – აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.

ზამთრის სპორტის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა – მამუკა ხაბარელი

ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში, ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით. აშენდა ორი, სრულიად ახალი საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი უნიკალური საშეჯიბრო არენა ბიატლონის და ქროს ქანთრისთვის,- ამის შესახებ ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის “ბაკურიანი 2025“ საოგარნიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

როგორც მამუკა ხაბარელმა აღნიშნა, საქართველო პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის და ქვეყანას ფესტივალის ფარგლებში, 45 ქვეყნის 1000-მდე სპორტსმენი ეწვევა.

“პრემიერ–მინისტრს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია. საორგანიზაციო კომიტეტი პრაქტიკულად უკვე მზად არის შეჯიბრის მასპინძლობისთვის. ჩვენი გუნდი უკვე შესულია საშეჯიბრო არენების მოსაწყობად და პირველ დელეგაციებს საქართველოში ველოდებით 4 რიცხვიდან, დავხვდებით მათ, განაწილდებიან ათლეტთა სოფელში და 6 რიცხვიდან უკვე დაგეგმილია პირველი შეჯიბრი ყინულის ჰოკეიში გოგონათა გუნდი დაიწყებს შეჯიბრს, 9 თებერვალს იქნება ოფიციალურად ფესტივალის გახსნის ღონისძიება და 10-დან ყველა სპორტის სახეობა დაიწყებს შეჯიბრებებს.

ზამთრის სპორტის განვითარების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა საქართველოში. უშუალოდ ფესტივალი 8 სპორტის სახეობას მოიცავს, აშენდა ორი სრულიად ახალი, საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედანი, ერთი თბილისში და მეორე ბათუმში, ბაკურიანში კი აშენდა ბიატლოის და ქროს ქანთრისთვის უნიკალური საშეჯიბრო არენა. ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 45 ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია ზამთრის სახეობებისთვის. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტეტბში სულ 50 ქვეყანაა გაწევრებული და მათ შორის 45 იღებს მონაწილეობას ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში. 1000-მდე სპორტსმენი და 2000-მდე დელეგაციის წევრი ჩამოვა. საკმაოდ შთამბეჭდავი ღონისძიება გველის წინ,”- აცხადებს მამუკა ხაბარელი.