Home Blog Page 16

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 17 აპრილამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და ნალექიანი ამინდი, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

ქ. თბილისში 16 აპრილს იწვიმებს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 აპრილს დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება, 17 აპრილს კი +20 გრადუსამდე დათბება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 აპრილს გამოიდარებს და +17,+19 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 16-17 აპრილს გამოიდარებს და +18, +20 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 16 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 17 აპრილს გამოიდარებს და ტემპერატურა +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +15,+20 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16 აპრილს შენარჩუნებული იქნება გრილი და წვიმიანი ამინდი იქნება. 16 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +14,+19 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16 აპრილს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 17 აპრილს გამოიდარებს და +8, +13 გრადუსამდე დათბება.

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა სამწუხაროდ, შედეგი არასასურველი იქნება. სავარაუდოდ, ვერც იმ ფულს მიიღებთ, რომლის მიღების იმედი გქონდათ. თუ ახლობლებსა და სანდო ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავთ, ისინი წარმოქმნილი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. მათთან ერთად სირთულეებს უფრო იოლად და სწრაფად გაუმკლავდებით.

კურო

დროა, რომ ცოტა გააქტიურდეთ და ძველ ჩვევებსა თუ საქმიანობაზე უარი თქვათ. მოიცილეთ ყველაფერი, რაც წინსვლასა და განვითარებაში ხელს გიშლით. ვარსკვლავები შემოქმედებით განწყობას გიქმნიან და ეცადეთ ეს შანსი გამოიყენოთ. დაისახეთ მიზნები და შეადგინეთ გეგმა მიზნების მისაღწევად. სიახლეებისთვის შესანიშნავი დროა.

ტყუპები

დღის პირველ ნახევარში ყურადღება მიაქციეთ მნიშვნელოვან სიახლეებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც სწრაფად მოქმედებას მოითხოვენ. შუადღის შემდეგ შეიძლება მოულოდნელმა მოვლენამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, სხვა ადამიანების მოსაზრებას მეტ პატივი სცეთ. გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს უფლება თავისი მოსაზრება ჰქონდეს. თავი შეიკავეთ ახლობელი ადამიანების მიმართ კრიტიკისა და მკაცრი განცხადებებისგან – ამან შეიძლება მომავალში თქვენი ავტორიტეტი დააზიანოს.

კირჩხიბი

წარმატებული და ენერგიული დღეა, განსაკუთრებით ახალი წამოწყებებისთვის. სავარაუდოდ, შემთხვევითი ნაცნობობა დროთა განმავლობაში, გულწრფელ მეგობრობად გადაიქცევა. დღის განმავლობაში მიიღებთ სასიხარულო ცნობას, რომელსაც დიდი ხანია ელოდით. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — თუ მცირე დაღლილობას მაინც იგრძნობთ, ჯობს სახლში დარჩეთ. თბილი რძე და თაფლი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

ლომი

ბოლოდროინდელი მოვლენები, რომლებმაც განწყობა გაგიფუჭათ, უკვე წარსულს ჰბარდება. ახლა პოზიტიური ტენდენცია იწყება და საშუალებას გაძლევთ, ახალ საფეხურზე გადახვიდეთ, იქნება ეს კარიერა თუ პირადი ცხოვრება. წარმატება ყველა წამოწყებაში თან დაგდევთ. გირჩევთ, საღამო ხმაურიან გარემოში, მეგობრებთან ერთად გაატაროთ — ასეთი ურთიერთობები თქვენთვის მხოლოდ სასიკეთო იქნება.

ქალწული

შესაფერისი დღეა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომლებსაც დიდი ხანია სამომავლოდ ინახავთ. გამონახეთ დრო ჯანმრთელობისთვის და ექიმს ეწვიეთ. ახალი ნაცნობობა შესაძლოა იმედგაცრუებით დასრულდეს. წარმატებას დისციპლინა და სწრაფი რეაქციის უნარი მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს მთავარია, არ დანებდეთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ოჯახურ წრეში დასასვენებლად. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გაატარებთ დროს — მთავარია, ახლობლებთან ერთად იყოთ. გირჩევთ, საოჯახო საქმეები სამომავლოდ გადადოთ და ფიზიკურ დატვირთვას ერიდოთ. უფროსი თაობის წარმომადგენლები თქვენს ყურადღებასა და მზრუნველობას ელიან. სამსახურში არსებული პრობლემები შეიძლება ფინანსებზე აისახოს. ყველანაირ კონფლიქტში შეეცადეთ ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნოთ.

მორიელი

ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და ნებისმიერი ინფორმაცია რამდენჯერმე გადაამოწმოთ. ამ დღეს პრობლემებს ახლებურად შეხედავთ და სწრაფ გამოსავალსაც იპოვით. სარკეში ჩაიხედეთ, იქნებ დროა, დიეტა და ვარჯიში დაიწყოთ ან ვარცხნილობა შეიცვალოთ? გაზაფხული ხომ ცვლილებებისა და სიხალეების დროა?

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ მნიშვნელოვან წუთებში გიღალატოთ ან იმედი გაგიცრუოთ. სამაგიეროდ, პროფესიული იდეები წარმატებას და ხელმძღვანელობისგან აღიარებას მოგიტანთ. თუ ახალ პროექტზე ფიქრობთ, თანამოაზრეები განსაკუთრებით ყურადღებით შეარჩიეთ. შესაფერისი დროა ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქების კეთილგანწყობა განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება და ადამიანებს მიიზიდავს. შესაძლოა, ძველი ნაცნობი შეგხვდეთ ან ახალი ურთიერთობა დაიწყოს, თუმცა, ურთიერთობა ფლირტის დონეზე შეჩერდება. სავარაუდოდ, საღამოს ნოსტალგია მოგაწვებათ. ერიდეთ უცხო ადამიანებთან ზედმეტ გულახდილობას და უსარგებლო საუბრებს.

მერწყული

მერწყულებს მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი ელით. ეცადეთ, ახლობლები სასიამოვნო სიურპრიზებით გაახაროთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს წინასწარმეტყველური სიზმრები ნახოთ — ყურადღება მიაქციეთ, შესაძლოა ისინი მნიშვნელოვან მინიშნებებს გაძლევდეთ. ინტუიცია დღეს გამძაფრებული გაქვთ და აუცილებლად უნდა მოუსმინოთ.

თევზები

ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსურ საკითხებზე აქტიურად იმუშაოთ. შესაძლებელია, მოგება მიიღოთ ან დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. ზოგიერთ შემთხვევაში სტრატეგიის შეცვლა დაგჭირდებათ — პერსპექტივები გაცილებით ფართო აღმოჩნდება, ვიდრე თქვენ გეგონათ.

ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას – ნიკა მელია

ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია არ აკონკრეტებს პარტიებს, თუმცა აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს მისი გუნდი, მათ შორის თავად, რომ ეს არ მოხდეს.

“ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მათ შორის მეც, რომ ეს არ მოხდეს, იმიტომ, რომ ფასი საპარლამენტო ბოიკოტისა, მე ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ, კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს” , – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, რომ არა საპარლამენტო ბოიკოტი “ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ იდგებოდა [აქციაზე]” და მაქსიმუმ ერთი კვირით გაეპროტესტებინათ, თუ ოპოზიციური პარტიები არ მიმართავდნენ ბოიკოტს.

მელია იმასაც ამბობს, რომ 2020-2021 წლების გამოცდილება, როგორც “გაკვეთილი, უნდა მივიღოთ”.

საკანონმდებლო ცვლილებების ეს წინადადებები შეუსაბამოა დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მხრივ საქართველოს ვალდებულებებთან. მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოდგენილია, როგორც ეროვნული ინტერესების დასაცავად ზომები, ისინი ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მთავრობის საკვანძო საყრდენების – საჯარო ზედამხედველობისა და სამოქალაქო მონაწილეობის – სასტიკად შემცირების რისკს შეიცავს. დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის დაფინანსებისადმი წვდომის შეზღუდვა ძირს უთხრის ანტიკორუფციულ ძალისხმევებს და ქმნის გარემოს, რომელშიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას შემოწმების გარეშე შეუძლია აყვავება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მკაცრად ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ გამოცხადებულ ზომებს – ნათლად ჩანს, რომ რეპრესიული კანონები ორგანიზაციების გასაჩუმებლად არის შემუშავებული – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კერძოდ, ორგანიზაცია ეხმაურება უცხოურ გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ზომებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომები სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ არის მიმართული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ზომები პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობისთვის, იმოქმედოს დამოუკიდებლად და შეასრულოს თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში.

ახალი წესები, რომლებიც “გრანტებზე კანონის” შესწორებებად მიიღეს, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგარეო დაფინანსების წინასწარ დამტკიცებას მოითხოვს და არდამტკიცებული დაფინანსების მიმღებებს დიდი ჯარიმებით დასჯის.

ეს განვითარება ხაზს უსვამს საქართველოს უფრო ფართო დემოკრატიულ ვარდნას, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების კონსოლიდაციით გამოირჩევა. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ინსტიტუტები მისი კონტროლის ქვეშ მოექცნენ, კორუფცია ინსტიტუციონალიზებული გახდა, რამაც დაასუსტა კონტროლი, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა. მმართველი პარტია ახლა სამიზნეში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც გამჭვირვალობას იცავენ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მკაცრად გმობს ამ ზომებს და გვერდში უდგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კორუფციასთან საბრძოლველად და სამართლიანობის წინ წასაწევად თავისუფლად ოპერირების საშუალება უნდა ჰქონდეს. წლების განმავლობაში ის ააშკარავებდა სახელმწიფოს მიტაცებას, სისტემურ კორუფციას, და არჩევნების მანიპულაციას – და შედეგად, მუდმივად სამიზნეში იყო ამოღებული. დღეს ნათლად ჩანს, რომ ეს რეპრესიული კანონები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მსგავსი ორგანიზაციების გასაჩუმებლად არის შემუშავებული.

Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ, მზად ვართ, ვიყიდოთ – ყოველი ლიდერის მადლობელი ვარ, ვინც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გაბედულობით შეიძლება – ვოლოდიმირ ზელენსკი 

ყოველი ლიდერის მადლობელი ვარ, რომელიც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გაბედულობით შეიძლება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაშია. განვიხილეთ უკრაინის, მთლიანად ჩვენი ევროპისა და ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობები.

მთავარი ფოკუსი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე იყო. აბსოლუტურად ყველა ხედავს, როგორ სასწრაფოდ საჭიროებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტებს. ევროპასა და ამერიკაში პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვაზე ჩვენი შეთანხმებების იმპლემენტაციას ვიმედოვნებთ. Patriot სისტემები თავდაცვითი იარაღია, Patriot-ებს არა უბრალოდ ვითხოვთ – მზად ვართ, ისინი ვიყიდოთ. ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია – სისტემები ხელმისაწვდომია მსოფლიოში, Patriot-ებისთვის რაკეტები ასევე ხელმისაწვდომია, გვექნება თუ არა რუსული ბალისტიკური დარტყმებისგან შესაბამისი დაცვა, მთლიანად პოლიტიკურ გადაწყვეტილებზეა დამოკიდებული.

ყოველი ლიდერის მადლობელი ვარ, რომელიც თვალს არ ხუჭავს რეალობაზე, რომ ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ გაბედულობით შეიძლება. ნატო-ს გენერალური მდივნის მადლობელი ვარ უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის ამ ომის პირველივე დღეებიდანვე”, – წერს ზელენსკი.

ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია ევროპით, განსაკუთრებით იმით, რომ ევროპელი ლიდერები უგულებელყოფენ თავიანთი მოქალაქეების ნებას ეკონომიკურ და მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით

J

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია ევროპით, განსაკუთრებით იმით, რომ ევროპელი ლიდერები უგულებელყოფენ თავიანთი მოქალაქეების ნებას ეკონომიკურ და მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ჩვენ – მე, პრეზიდენტი და რა თქმა უნდა, მთლიანად ტრამპის ადმინისტრაცია – ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ევროპის მოსახლეობა აგრძელებს უფრო გონივრული ეკონომიკური და მიგრაციული პოლიტიკის მოთხოვნას, ხოლო ევროპის ლიდერები აგრძელებენ თავიანთი მოქალაქეების ნების უგულებელყოფას და ევროპელ ხალხს საპირისპიროს სთავაზობენ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯეი დი ვენსის აზრით, ღია საზღვრების პოლიტიკა ძირს უთხრის დემოკრატიისადმი ნდობას.

„დასავლეთის დემოკრატიული პროექტი ინგრევა, როდესაც ხალხი აგრძელებს ნაკლები მიგრაციის მოთხოვნას, ხოლო მათი ლიდერები მათ უფრო მეტი მიგრაციით აჯილდოებენ“, – დასძინა მან.

ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას – მარკ რუტე

უკრაინისადმი ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია, გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინულ ქალაქ ოდესაში ვიზიტის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“დღეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ოდესას ვეწვიე.

უკრაინელმა ხალხმა ძალიან ბევრს გაუძლო – მათ შორის კვირას რუსეთის თავდასხმას სუმზე. ნატოს მხარდაჭერა ურყევია. გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას, რათა შეძლოს თავდაცვა დღეს და სამომავლო აგრესიის შეკავება, რაც უზრუნველყოფს სამართლიან და მყარ მშვიდობას,” – წერს რუტე.

მცდელობას „დიფ სთეითი“ არ აკლებს, რათა საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მომართოს აქ არსებული პოლიტიკური რეალობა. აი, ეს არის მიზეზი იმის, რომ რადიკალები არიან სრულ გაურკვევლობაში, ელოდებიან დავალებას – დავით მათიკაშვილი

რადიკალები არიან სრულ გაურკვევლობაში, ელოდებიან დავალებას, თუ როგორ იმოქმედონ, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მან ისაუბრა, რადიკალური ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შანსებზე.

„როდესაც არ არის შენზედ დამოკიდებული და ხარ სრულიად მიბმული გარე ძალების ნება-სურვილზე, მცდელობები, რომ გაერთიანდნენ ან განცალკევდნენ, ეს გამოსავალი ვერ იქნება. საბოლოო ჯამში, კოლაფსით არის მათი პოლიტიკური რეალობა დასრულებული. თუმცა, მცდელობას „დიფ სთეითი“ არ აკლებს, რათა საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით მომართოს აქ არსებული პოლიტიკური რეალობა. აი, ეს არის მიზეზი იმის, რომ რადიკალები არიან სრულ გაურკვევლობაში, ელოდებიან დავალებას, თუ როგორ იმოქმედონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ლიეტუვა საქართველოს დასანქცირებული მოქალაქეების 102-კაციან სიას ასაჯაროებს

ლიეტუვამ საქართველოს იმ მოქალაქეების სია გაასაჯაროვა, ვისაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში სულ საქართველოს 102 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.

ლიეტუვის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვების თანახმად, ქვეყანაში შესვლას 2029 წლის დეკემბრამდე ვერ შეძლებენ – ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე, გოგა ხაინდრავა, გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი კობახიძე, გიორგი კობახიძე, კახა კალაძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე, მამუკა მდინარაძე, კახი ბექაური, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე და დიტო სამხარაძე.

ასევე, 2030 წლის თებერვლამდე ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ დიმიტრი მჭედლიძე, სულხან კიკნაძე, ირმა ტოგონიძე, თორნიკე მენაბდე, ლელა მილდენბერგერი, მერაბ ტურავა, ლაშა სალუქვაძე, ზვიად ცეკვავა, ლელა მარიდაშვილი, მანუჩარ ცაცუა, ნინო მარიდაშვილი, ლაშა ჯოხაძე, გიორგი ჩარექაშვილი, ნინო ენუქიძე, თეიმურაზ კალანდაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლევან ყოლბაია, გრიგოლ ბესელია, ირაკლი ხუსკივაძე, ვაჟა თოდუა, ზაზა მეტონიძე, ეკა ბარბაქაძე, ოთარ გელაშვილი, ირაკლი დგებუაძე, შმაგი გობეჯიშვილი, ვასილ როინიშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზვიად გუბელაძე, დავით მარუაშვილი, ლელა ცაგარეიშვილი, დავით მგელიაშვილი, ხათუნა ბოლქვაძე, ლევან გეგეჭკორი, ანა მეტრეველი, კობა ჩაგუნავა, ზურაბ ღარიბაშვილი, გიორგი მუკბანიანი, ნანა შამათავა, ნინო ჭაბუკიანი, ნუგზარ ჩიტაძე, როინ ხინთიბიძე, დავით კურტანიძე, თეონა ეპიტაშვილი, ანა ხუბეჯაშვილი, ზვიად შარაძე, თამარ იაკობიძე, ნინო სახელაშვილი, ზვიად მარგველანი, ნატო ხუჯაძე, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, ნათია გუდაძე, რევაზ წურწუმია, გიორგი გელაშვილი, ნინო ტარაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, გულიკო კაჟაშვილი, თორნიკე გოგეშვილი, ვლადიმერ თურმანიძე, მალხაზ ოქროპირაშვილი, დავით ათაბეგაშვილი, გოჩა ვანაძე, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე, გიორგი ბჟალავა, ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი.

ლიეტუვა საქართველოს დასანქცირებული მოქალაქეების 102-კაციან სიას ასაჯაროებს

ლიეტუვამ საქართველოს იმ მოქალაქეების სია გაასაჯაროვა, ვისაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში სულ საქართველოს 102 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.

ლიეტუვის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვების თანახმად, ქვეყანაში შესვლას 2029 წლის დეკემბრამდე ვერ შეძლებენ – ბიძინა ივანიშვილი, ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, იოსებ ჭელიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე, ვაჟა სირაძე, თეიმურაზ კუპატაძე, გოგა ხაინდრავა, გრიგოლ ლილუაშვილი, ირაკლი კობახიძე, გიორგი კობახიძე, კახა კალაძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, თეა წულუკიანი, ირაკლი ქარსელაძე, მამუკა მდინარაძე, კახი ბექაური, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე და დიტო სამხარაძე.

ასევე, 2030 წლის თებერვლამდე ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ დიმიტრი მჭედლიძე, სულხან კიკნაძე, ირმა ტოგონიძე, თორნიკე მენაბდე, ლელა მილდენბერგერი, მერაბ ტურავა, ლაშა სალუქვაძე, ზვიად ცეკვავა, ლელა მარიდაშვილი, მანუჩარ ცაცუა, ნინო მარიდაშვილი, ლაშა ჯოხაძე, გიორგი ჩარექაშვილი, ნინო ენუქიძე, თეიმურაზ კალანდაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლევან ყოლბაია, გრიგოლ ბესელია, ირაკლი ხუსკივაძე, ვაჟა თოდუა, ზაზა მეტონიძე, ეკა ბარბაქაძე, ოთარ გელაშვილი, ირაკლი დგებუაძე, შმაგი გობეჯიშვილი, ვასილ როინიშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზვიად გუბელაძე, დავით მარუაშვილი, ლელა ცაგარეიშვილი, დავით მგელიაშვილი, ხათუნა ბოლქვაძე, ლევან გეგეჭკორი, ანა მეტრეველი, კობა ჩაგუნავა, ზურაბ ღარიბაშვილი, გიორგი მუკბანიანი, ნანა შამათავა, ნინო ჭაბუკიანი, ნუგზარ ჩიტაძე, როინ ხინთიბიძე, დავით კურტანიძე, თეონა ეპიტაშვილი, ანა ხუბეჯაშვილი, ზვიად შარაძე, თამარ იაკობიძე, ნინო სახელაშვილი, ზვიად მარგველანი, ნატო ხუჯაძე, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, ნათია გუდაძე, რევაზ წურწუმია, გიორგი გელაშვილი, ნინო ტარაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი, გულიკო კაჟაშვილი, თორნიკე გოგეშვილი, ვლადიმერ თურმანიძე, მალხაზ ოქროპირაშვილი, დავით ათაბეგაშვილი, გოჩა ვანაძე, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე, გიორგი ბჟალავა, ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 16 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7544 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7544 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7545 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1229 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1363 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.

უკრაინა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში კი არა, კიევში ჩავიდნენ – Politico

„უკრაინის მთავრობამ ევროპელი ლიდერები და მაღალჩინოსნები კიევში მიიწვია 9 მაისის ზეიმში მონაწილეობის მისაღებად“, – იუწყება ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico), რომლის ევროპულ ვერსიაში (გამოდის ბრიუსელში, ბელგია) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მოუწოდებს 9 მაისს სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მოსკოვში კი არა, კიევში ჩავიდნენ“ (ავტორები – ნიკოლას ვინოკური, ჰანს ფონ დერ ვურჰარდი და რასმუს ბუჰშტაინერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის მთავრობა მოუწოდებს ევროპელ ლიდერებს, რომ ისინი 9 მაისის აღსანიშნავად მოსკოვში კი არ წავიდნენ, არამედ კიევში, რათა დიპლომატიური ძალის დემონსტრირება მოახდინონ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, რომელიც ყოველწლიურ სამხედრო აღლუმს წითელ მოედანზე მიიღებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ორშაბათს, 14 აპრილს, თავისი ევროპელი კოლეგები, ლუქსემბურგში შეხვედრის დროს, კიევში მიიწვია და მოუწოდა, რომ „ძალისა და ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინათ ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უდიდესი აგრესიის წამომწყები ქვეყნის წინაშე“.

უკრაინა იმ მიზნის რეალიზებას, რომ 9 მაისს მსოფლიოს თავისი ყურადღება მოსკოვიდან კიევზე გადაეტანა, ჯერ კიდევ სამი წლის  წინ შეეცადა, როცა ვლადიმერ პუტინმა ომი დაიწყო. დღეს, რასაკვირველია, სიტუაცია იმით არის შეცვლილია, რომ თუ ადრე აშშ ომის გაგრძელების მომხრე იყო, ამჟამად საომარი მოქმედებების შეწყვეტასა და მშვიდობის დამყარებას ცდილობს.

ვოლოდიმირ ზელენსკისათვის სასარგებლო იქნება, თუ ევროპელი ლიდერები, რომლებიც „უკრაინისათვის დახმარების გაწევის მსურველთა კოალიციაში შედიან, მაისში კიევში მართლაც შეიკრიბებიან – უკრაინის პრეზიდენტი მათ შეხვდება და „უსაფრთხოების გარანტიებისათვის“ მოელაპარაკება. აშშ ამ კოალიციის მონაწილე არ არის.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიწვევა გაუგზავნა ისრაელის, ჩინეთის, ბრაზილიის, სლოვაკეთის, სერბეთის და სხვა მარავალი ქვეყნის ლიდერებს, რომ მათ მეორე მსოფლიო ომში რუსეთის გამარჯვების 80 წლისთავი მოსკოვში აღნიშნონ. ამასთან, როგორც რუსული მასმედია იტყობინება, კრემლს აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მოსკოვში არ მიუწვევია.

იყო დრო, როცა მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ აშშ-ისა და საფრანგეთის ლიდერები – ჯორჯ ბუშ-უმცროსი და ჟაკ შირაკი – ისინი დაესწრნენ წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმს. ეს მოხდა 2005 წელს, მას შემდეგ აღლუმს არცერთი დასავლელი ლიდერი აღარ დასწრებია.

წყარო