Home Blog Page 152

2 წლის შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი, 2 წელი მკვლელი პოლიციელი ჩვეულებრივად მუშაობდა -სოსო რობაქიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, აცხადებს, რომ ტყვიის გავარდნის საქმე ნაცების მიერ არის გაყალბებული.

როგორც მან აღნიშნა, ბუტა რობაქიძის მკვლელი პოლიციელი ორი წელი ჩვეულებრივად მუშაობდა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბარეს და უთხრეს, რომ ეღიარებინა ტყვიის გავარდნა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სპეციალურად რამდენიმე თვით, შეცვალა კანონი ისე, რომ თუ პოლიციელი ჩვენებას გადათქვამდა არ მიუსჯიდნენ არაფერს.

„ორი წლის შემდეგ დაიჭირეს ბაშალეიშვილი, ორი წელი მკვლელი პოლიციელი ჩვეულებრივად მუშაობდა. შემდეგ რომ შეხედეს ყველაფერს, რომ გეპეიში იყო რაღაცა სამსახური, გერმანელები ჩამოსული და უკვე ადეიშვილმა ამათ ვეღარ გაუწია წინააღმდეგობა, მოუხსნეს ბუტას იარაღი – რობაქიძეს არ აქვს იარაღი, მაგრამ დანარჩენ ბიჭებს იარაღი აქვთო. მაშინ მე პროკრატურაში ვიყავი და ვუთხარი – მაშინ ვის უნახეთ? ქურდაძეს და რობაქიძე მოკალითთქო? მერე დაუძახეს და უთხრეს შენ თუ არ დაწერ ახლა, რომ გამივარდა, შენ მიდიხარ 15-დან 20 წლამდე, ჩვენ ყველა ვიღუპებით. ორი წელი კაცი პოლიციაში მუშაობდა, რომელმაც განზრახ ესროლა და მოკლა. ეს რაც გავარდნა წერია, არის ნაცების გაყალბებული გამოძიება. 2006 წელს მამაჩემი იყო დაზარალებული და უთხრეს რომ ცუდ დღეში ჩავარდებითო. სანდროს საქმე და ბუტას საქმე სასამართლოში მიდიოდა ერთდროულად, მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა კანონი სამი თვის განმავლობაში, რომ თუ პოლიციელი ჩვენებას გადათქვამდა არ მიუსჯიდნენ არაფერს. სამი თვის შემდეგ, როცა დამთავრდა ბუტას და სანდრო სასამართლო ისევ ეს კანონი ძალაში შევიდა. გაყალბებაზე როცა ლაპარაკობენ და იმიტომ იყო ეს საქმე დასაშლელი, რომ მე მაქვს ყველა ფაქტი, ტელეფონში მაქვს როგორ ესვრის, ექსპერტიზის ცნობაც მაქვს ამერიკიდან ეს არის გაყალბებული სროლის შემდეგ, ეს უნდა დაშლილიყო და ბაშალეიშვილი წასულიყო 15-დან 20 წლამდე“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა აფასებს ჩვენს პოზიტიურ როლს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ  -ირაკლი კობახიძე

საქართველოსთვის თურქეთი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყანაა, არამედ არის სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თურქ მეგობრებს ძალიან თბილი მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ თემატური დისკუსიის მონაწილე ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მულტიპოლარულობაზე როდესაც არის საუბარი, რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოწვევაა ყველა ჩვენგანისთვის. ამავდროულად, როცა საუბარია მულტიპოლარულ სამყაროზე, ეს შესაძლებლობებსაც გულისხმობს ყველა ქვეყნისთვის. მათ შორის პატარა, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის და ეს ძალიან კომპლექსური, რთული ვითარება გვაძლევს საშუალებას, გავაღრმაოთ ჩვენი პარტნიორობა მსოფლიოს სხვდასხვა კუთხეში. მიმაჩნია, რომ ეს განზომილება გვაძლევს საშუალებას, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები გავაღრმაოთ პარტნიორებთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად, ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით.

„საქართველო პატარა ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, მათ შორის ევროკავშირთან, დსთ-ს ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველო სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შესაბამისად, ყოველთვის ასე იყო და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით. ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად უნდა მოხდეს. ამის ერთადერთი საშუალება არის ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავება მთელ მსოფლიოსთან. ამიტომ, ეს არის ჩვენი ხედვა.

ამასთან, უვიზო მიმოსვლა გვაქვს მსოფლიოს 50 ქვეყანასთან. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ სხვადასხვა ქვეყანასთან პოლიტიკური პარტნიორობაც. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში. კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია და რეგიონში არსებობს კონფლიქტებიც სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამკვიდრებაში და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ამას აფასებს, ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან ღრმავდება თანამშრომლობა მშვიდობის იდეის ირგვლივ. ამიტომ, სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ, ამავდროულად, ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან. ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს. ეკონომიკურად ქვეყანა საკმაოდ კარგად მიდის წინ. 2021 წლის მონაცემებს თუ ავიღებთ, 2021 წლიდან მოყოლებული საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.4 პროცენტი, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ამაზე ვაკეთებთ კონცენტრირებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

ოქრუაშვილი სასამართლოში მოწმედ როცა იყო დაბარებული, მეუბნება, სოსო, ხომ იცი შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო -სოსო რობაქიძე

ოქრუაშვილმა რაც გააკეთა, ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მეუბნება, სოსო, ხომ იცი შენი შვილის მკვლელი, აგერ მოგცემ იარაღს და მოკალიო. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, წარმოგიდგენიათ, ვინ ჰყავდა მიშას, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სოსო რობაქიძეს კითხვა დაუსვა: „სად ნახეთ ოქრუაშვილი, პროცესზე იყო?“, რაზეც რობაქიძემ აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ნახა.

თეა წულუკიანის დამაზუსტებელ კითხვაზე: „ამ დროს უკვე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში? და ირაკლი ოქრუაშვილი იყო სასამართლოში მოწმედ, იქ გითხრათ, იარაღს მოგცემთ, თვითონ მოკალიო?, რაზეც სოსო რობაქიძემ უპასუხა:

„კი, „ქართული ოცნებაა“. „იმედის“ ტელევიზიაში კი არა, ეს რამდენჯერმე დატრიალდა და ინტერნეტშიც დევს“.

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი სააღდგომო შეთავაზებები

თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს სააღდგომოდ, ტრადიციულად, მათზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა.

სააღდგომო შეთავაზებების კვირეული 12 აპრილს დაიწყება და ყველა კატეგორიას   გააერთიანებს:

17 აპრილის ჩათვლით, Agrohub-ის ნებისმიერ ფილიალში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით 500 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ.

12-13 და 19-20 აპრილს კი, სააღდგომო შეთავაზებებით სარგებლობა Gastronome-ის ნებისმიერ ფილიალში შეგეძლებათ, სადაც თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდისას, თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

12-13 აპრილს, თანხის დაბრუნების შესაძლებლობა SUPER-ის მაღაზიებშიც გექნებათ, სადაც ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას, თანხის 50%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებთ.

მხოლოდ 12 აპრილს, ეწვიეთ ELITE-ის მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში, გადაიხადეთ თიბისი კონცეპტის ნებისმიერი სადებეტო ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი.

ასევე, მხოლოდ 12 აპრილს, კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, Galleria Tbilisi-ს  45-მდე შერჩეულ ობიექტში, 30%-იანი ულიმიტო ქეშბექ აქციით ისარგებლებთ.

15-16 აპრილს, თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათით გადახდილი თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, შემდეგ ობიექტებში დაიბრუნებთ: Blu Tabla, White Studio, Villeroy & Bock, Coincasa და 8 000 მოსავალი.

17-18 აპრილს, თუ საკონდიტრო ობიექტებს – ლილისი, ლაიმი და გურმე ეწვევით,   თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარს დაიბრუნებთ.

               
(R)

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება -ირაკლი კობახიძე

გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მთავარია მშვიდობა.

„რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარსა და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და კეთილდღეობაა ის, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

„2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის – 199 მეშვეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მხილებულია ერთი პირი

დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 640 ათასამდე ლარის თაღლითურად მითვისებისთვის ერთი პირი მხილებულია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში – 639 684 ლარს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებით, რა გზითაც, მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 აპრილს, ქუთაისში დღისით +17 და ღამით 5 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +14 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +7, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმს. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან დღე იქნება. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო -შალვა პაპუაშვილი (ვიდეო)

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი თბილისსა და ბერლინში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბერლინში გადაღებულ ვიდეოში მამაკაცი პიროტექნიკას სახლს ესვრის, ხოლო თბილისში გადაღებულ ვიდეოში პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან.

„მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში ოთხი თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების ორი წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა.

მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი.

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო“, – წერს პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/shpapuashvili/videos/709652474955958/

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯეტ ბრინკი თანამდებობას ტოვებს.

„სამი წლის განმავლობაში იყო ელჩი, ეს დიდი დროა ომის ზონაში და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მთავარი საკითხია, არიან თუ არა რუსები და უკრაინელები მზად, გააკეთონ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, – განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „სიენენს“.

ბრიჯეტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა.

ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის ინიციატორი და მონაწილე, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოგვარების მხარდამჭერი, მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან -ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთი ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის მიმართ და აცხადებს, რომ შესაბამისმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან.

როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის 155 მოქალაქის შესახებ.

„მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის ინიციატორი და არც მონაწილე მხარეა. ჩვენ ვართ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მტკიცე მხარდამჭერი და აქტიური ხელშემწყობი. მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, სწორად გაიაზრონ ჩინეთის როლი და თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა.

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელმა დღემ შეიძლება ფინანსურ საკითხებში მოულოდნელი ცვლილებები მოგიტანოთ. სავარაუდოდ ისეთ შეთავაზებას მიიღებთ, რომლის უარყოფა გაგიჭირდებათ, მაგრამ მაცდუნებელი ვარიანტების უკან შეიძლება დიდი რისკები იმალებოდეს. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა ვალებმა ან ვალდებულებებმა მოულოდნელად თავი შეგახსენოთ.

რჩევა: სანამ ფულს დააბანდებთ, მოსალოდნელი შედეგი გათვალეთ. დაუფიქრებელი რისკის ფასად არაფერი ღირს.

კურო

ამ დღეს სახლისა და ოჯახური ატმოსფეროს მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით. მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან რთული საუბარი გელით, ამიტომ სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სჯობს დიდი შესყიდვები დროებით, სამომავლოდ გადადოთ.

რჩევა: თქვენი ძალა – ოჯახურ სითბოსა და სიმშვიდეშია. შინაგანი ჰარმონიის აღდგენა იმ ადამიანებზე ზრუნვით იწყება, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

ტყუპები

ამ დღეს უამრავი სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე გამოგიჩნდებათ. შესაძლოა ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი დავალება მოგცეთ. ის, თუ როგორ გაუმკლავდებით დავალებას, თქვენს უახლოეს მომავალს განსაზღვრავს. დაუფიქრებლად არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან არ ისროლოთ დაპირებები მარჯვნივ-მარცხნივ – თითოეული, სავარაუდოდ, დაპირების შესრულება გაგიჭირდებათ. თქვენი მოუცლელობის გამო, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები გაჩნდეს.

რჩევა: თუ მწვერვალებისკენ მიისწრაფვით, ეცადეთ პოზიციები გაიმყაროთ და ავანტიურებში არ გადაეშვათ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. მარტო მყოფ კირჩხიბებს საინტერესო ნაცნობობა ელით, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით, უცნობია. საყვარელ ადამიანებთან მტკივნეული თემების განხილვას მოერიდეთ – დაე, დღემ მშვიდად და დაძაბულობის გარეშე ჩაიაროს.

რჩევა: ენდეთ თქვენს გრძნობებს, მაგრამ არც გონება დაივიწყოთ – საღამოს ის გამოგადგებათ.

ლომი

შესანიშნავი დროა ცვლილებებისთვის. ამ დღეს მეტი მოძრაობა და ნაკლები აურზაური გჭირდებათ. მუშაობაზე კონცენტრაცია გიჭირთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე უინტერესოა. ახლობლებთან ურთიერთობა სტაბილურია, მაგრამ თქვენი განმარტოების სურვილი შესაძლოა ახლობლებმა არასწორად გაიგონ. ამ დღეს შეიძლება მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო ან ძველი პრობლემების მიმართ ახალი მიდგომა იპოვოთ.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ისინი შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების მოახლოება იგრძნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრისთვის დრო გამონახოთ. შესაძლოა, საქმეებში ჩაფლულმა ვერ შენიშნეთ, რომ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება. ფინანსურ სფეროში უცვლელი სიტუაცია, თუმცა ჯერჯერობით ძვირადნღირებული ნივთების შეძენას და ვალების აღებას უნდა მოერიდოთ.

რჩევა: ამ დღეს მეგობრული მხარდაჭერა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გგონიათ, ამიტომ ახლობელი ადამიანისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ – ვიღაც თქვენგან რჩევას ან ინიციატივის გამოჩენას ელოდება. ახლობელ ადამიანებს შორის მოსალოდნელია მცირე უთანხმოება – შესაძლოა, ვიღაცამ ძველი წყენა გაიხსენოს. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – შეიძლება ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ. ეს დღე ხელსაყრელია შეხვედრებისთვის, იდეების გაცვლისა და განხილვებისთვის. ფინანსურად მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უმჯობესია სესხის აღებისგან და გაცემისგან თავი შეიკავოთ.

რჩევა: ირგვლივ მყოფი ადამიანები თქვენი სულის სარკეა. ეცადეთ, მიხვდეთ, ვინ გართმევთ ენერგიას.

მორიელი

ამ დღეს იგრძნობთ, რომ თქვენი სიტყვები და ქცევები საყოველთაო განხილვის თემა ხდება – თითქოს გამადიდებელი შუშით გაკვირდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდემ არ გიღალატოთ – განსაკუთრებით დებატების ან კოლეგების უსამართლო კრიტიკის დროს. სამსახურში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი ხელმძღვანელთან, რაც თქვენს მომავალ მდგომარეობაზე აისახება. პრიორიტეტების განსხვავების გამო სიყვარულში შესაძლოა მსუბუქი დაძაბულობა გაჩნდეს

რჩევა: ეცადეთ, გარეგნული სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც შიგნით ქარიშხალი მძვინვარებდეს. დღეს მნიშვნელოვანია გარეგნული იერი – გრძნობები და ემოციები ხვალისთვის შემოინახეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება გარემოს შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. ეს დღე იდეალურია მცირე მოგზაურობის ან სამომავლო გეგმების შესადგენად. მოსალოდნელია შეთავაზება, რომელიც თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს. თუ თქვენსა და ახლობელ ადამიანს შორის უნდობლობა გაჩნდა, ახლა შანსი გაქვთ, რომ პრობლემა მოაგვაროთ ურთიერთობა აღადგინოთ.

რჩევა: დაურეკეთ მშობლებს და მოიკითხეთ, საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ და იგრძნობთ, რომ დადებითი ემოციებით აივსეთ და გაცილებით უკეთ ხართ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოგინდეთ. ხელსაყრელი დღეა ვალების გადახდის პროცესის დასაწყებად. გამუდმებული მოუცლელობის გამო ურთიერთობებში შესაძლოა გაუცხოება იგრძნოთ. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ძალის წყაროა. რაც უფრო მეტ სითბოს აჩუქებთ საყვარელ ადამიანებს, მით უფრო მეტს მიიღებთ სანაცვლოდ. შესაფერისი დროა საბუთებთან და ციფრებთან მუშაობისთვის.

რჩევა: ფინანსური სტაბილურობა არა ფულის სწორად მართვას მოაქვს. ამ დღეს მომავალზე ფიქრი მნიშვნელოვანია.

მერწყული

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორი ან ახლობელი თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ხელსაყრელი დროა გულწრფელი საუბრისთვის – განსაკუთრებით, თუ ურთიერთობაში გაურკვევლობა გაჩნდა. მარტოხელა მერწყულმა შეიძლება მიმზიდველი ადამიანი გაიცნოს და ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ვნებიანი რომანი გააბას. ფინანსურად სტაბილური დღეა. შეგიძლიათ თავს ლამაზი ნივთების შეძენის უფლება მისცეთ.

რჩევა: იმისთვის, რომ გაგიგონ ჯერ თავად უნდა მოისმინოთ. ხანდახან მნიშვნელოვანი პასუხები მაშინ მოდის, როცა არ ელით, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

თევზები

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ წვრილმანებს, რომლებითაც ცხოვრების წესრიგი იქმნება. სამსახური სიზუსტესა და ყურადღებას მოითხოვს. მოსალოდნელია მცირე, მაგრამ საჭირო ხარჯები, რომლებიც ყოველდღიურობას ან ჯანმრთელობას ეხება. სიყვარულში სრული ჰარმონიაა, მთავარია, რომ პარტნიორისგან ზედმეტი არ მოითხოვოთ.

რჩევა: შეეცადეთ, დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ – ეს სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ.