Home Blog Page 15

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით 31 მაისსა და 1 ივნისს ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

WORK-SHOP ფესტივალი ქმნის სივრცეს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც იზიდავთ განსხვავებული გამოცდილებები და სურთ გააკეთონ ისეთი რამ, რაც აქამდე არ გამოუცდიათ.

ორი დღის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება მიეცემა, დაესწროს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფს და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული კუთხით მოსინჯოს.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნებისმიერი რამის სწავლა შესაძლებელია, ადგილზე მრავალი თავგადასავალი დახვდებათ.

ფესტივალი ერთნაირად დააინტერესებს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს, რომლებსაც სჯერათ, რომ ცხოვრება უსასრულო აღმოჩენაა და ახალი დასაწყისი ყოველთვის შესაძლებელია.

Alice Q, რომელიც ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია, 19 წელია ივენთების ორგანიზებითაა დაკავებული, სადაც სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და საინტერესო გამოცდილებას იღებენ.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ თვითრწმენა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისას, რაც ბრენდის ახალ გზავნილსაც ეხმიანება: მთავარი გჯეროდეს“. ვორქშოფ ფესტი კი სწორედ ასეთი ადგილია და სტუმრებს 31 მაისსა და 1 ივნისს, კონსტიტუციის N6/52-ში, 13:00-დან 20:00 საათამდე, მოუთმენლად ელოდება.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს ადგილზე თიბისის შეთავაზებაც დახვდებათ. თიბისის ახალი ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 20%-ს, ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება ადგილზე შეძენილ ბილეთებზე და კვების ობიექტებში.

ვორქშოპების ჩამონათვალისა და ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

®

 ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული – პრემიერი

ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული.

„დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი — ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ Deep State-ის, რომელიც ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.
ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ პუტინის სამხედრო ეკონომიკის ზრდა თანდათან ნელდება, მაგრამ რუსები თავს მაინც მდიდრებად გრძნობენ – Financial Times

„რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დონის მკვეთრი ზრდის ტემპები, რომელიც უკრაინასთან ომმა გამოიწვია და რომელმაც, თავის მხრივ, ხელისუფლების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერა განამტკიცა, თანდათან მცირდება“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ვლადიმერ პუტინის სამხედრო ეკონომიკის ზრდა თანდათან ნელდება, მაგრამ რუსები თავს მაინც მდიდრებად გრძნობენ“ (ავტორები – ანასტასია სტოგნეი და კრის კუკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა, უმუშევრობის მკვეთრი შემცირება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება რუსეთის ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვრები გადალახა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს დასავლეთმა სანქციები გამოუცხადა, ინფლაცია გაიზარდა და სხვა პრობლემები მომრავლდა.

მაგრამ როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ მიერ ჩატარებული ანალიზი მოწმობს, 2025 წლის დასაწყისისათვის ხელფასების სწრაფი მატება და ახალი თანამშრომლების დასაქმების პროცესი მნიშვნელოვნად შესუსტდა: თუ 2024 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში ხელფასები ყოველთვიურად 4,2%-ით იზრდებოდა, 2025 წლის იანვარ-მარტში ზრდის ტემპი 2,2%-მდე დაეცა.

თუმცა, როგორც გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რუსეთის მოსახლეობის მიერ ფინანსური სტაბილურობის შეგრძნება შენარჩუნდება მას შემდეგაც კი, როცა ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლების შემცირებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატებაც შემცირდება. 

 „რუსეთის ეკონომიკა დაძაბულია, პრობლემები თანდათან გროვდება, – ამბობს კონსტანტინე ნასონოვი, ცნობილი რუსი ეკონომისტი, ბიზნეს-სკოლის ყოფილი მეცნიერ-თანამშრომელი, – თუმცა იმავდროულად , როგორც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს ორი ტენდენცია ერთმანეთის გამორიცხავს“.

უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოსკოვი, მრავალი წლის განმავლობაში, ნავთობისა და გაზის ექსპორტისაგან მიღებულ ფულს აგროვებდა. ომის დაწყების შემდეგ კი კრემლმა ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა, მკაცრი დისციპლინა შემოიღო და იმავდროულად, დაგროვილი თანხების „ონკანი გააღო“: ფული მდინარესავით დაიძრა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანა-ფაბრიკებში და დაწესებულებებში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების, ახალწვეულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯიბეებისაკენ, რასაც დაემატა ბანკებიდან დაბალპროცენტიანი კრედიტების აღების შესაძლებლობა  და გულუხვი სუბსიდიები სამხედრო მოსამსახურეთა ოაჯახებისათვის.

როგორც რუსეთის სტატისტიკური სამსახურის („როსსტატის“) მონაცემების ანალიზით ირკვევა, მოსახლეობის რეალურმა შემოსავლებმა, გაგანია ომის დროს, 2022 წლის ბოლოდან ისეთი რეკორდული ტემპით მოიმატა, როგორიც რუსეთის ისტორიაში ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა. ეს მიღწევა სამწლიანი ომის დროს მომატებულმა ინფლაციამაც კი ვერ გადაფარა.

რუსეთის სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის „ლევადას“ მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისიდან, რუსეთის მოსახლეობა ფრიად კმაყოფილია საკუთარი ფინანსების მატებით: პოზიტიურმა განწყობამ პირველად გადააჭარბა ნეგატიურ განწყობას. რუსებმა 2023 წელი, ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საუკეთესო წლებად ჩათვალეს. ჯერ-ჯერობით სხვა უახლესი მონაცემები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ფინეთის ბანკის ანალიტიკოსთა აზრით, პოზიტიური განწყობის ტენდენცია შენარჩუნდება.

მართალია, ზოგიერთი დამოუკიდებელი სოციოლოგიური ორგანიზაციების (მაგალითად, „ქრონიკის“) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ცხოვრების დონის მიმართ შედარებით ნაკლები დადებითი დამოკიდებულება ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოსახლეობის პესიმიზმი მაინცდამაინც მკვეთრი არ არის.

როგორც „ქრონიკის“ თანადამფუძნებელი, ოპოზიციონერი ალექსი მენიალო აღნიშნავს, ფინანსური კეთილდღეობის შეგრძნება და ომის მხარდაჭერა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია: „რაც უფრო გაუარესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, მით უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ხელისუფლებას და პირიქით. ეს კრემლმა კარგად იცის. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის გულუხვობა ყველაზე მეტად ქვეყნის იმ მოსახლეობას შეეტყო, რომელიც სიღარიბის ზღვარზე იყო. მაგალითად, ზოგიერთი ოჯახი, რომლებიც ღატაკი და უპოვარი იყო, შვილების ფრონტზე გაგზავნის შედეგად მიღებული თანხებით წელში გასწორდა“.

იგივეს ადასტურებს ბერლინში არსებული კარნეგის ფონდის ევრაზიული ცენტრის თანამშრომელი ალექსანდრა პროკოპენკო: „საზოგადოებრივი უკმაყოფილების მდუღარე ქვაბს პუტინის ხელისუფლება დიდი ფულით აცივებს“.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ივანოვო, ოდესღაც საბჭოთა საფეიქრო მრეწველობის უდიდესი ცენტრი, ჩამკვდარი იყო, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გამოცოცხლდა – მიტოვებული ქარხანა-ფაბრიკები ამუშავდა, ფეიქართა ხელფასები გაორმაგდა და გასამმაგდა – უფრო მეტი გახდა, ვიდრე მოსკოვში. მიზეზი ნაწილობრივ იმითაც გამოიხატება, რომ ომის გამო რუსეთი ტანსაცმლის ცნობილმა დასავლურმა ბრენდებმა დატოვეს და როცა მათი ადგილი რუსულმა კომპანიებმა დაიკავეს, მათ ტანსაცმლის შესაკერად დიდი რაოდენობით ადგილობრივი წარმოების ქსოვილები დაჭირდათ. „ამჟამად მკერავი ქალი სამუშაოზე უარს ამბობს, თუ მას თვეში 120 ათას რუბლს  (1500 დოლარს) არ გადაუხდი“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რუსი ბიზნესმენი.

მაგრამ სამხედრო ეკონომიკის უპირატესობა ყველასთვის ერთნაირად არ იგრძნობა. პედაგოგებისათვის, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, სახელმწიფო მოსამსახურეებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულებისათვის რეალური შემოსავლების ზრდა ნაკლებად შეიმჩნევა: „ეს იმიტომ, რომ მათი ხელფასები მხოლოდ ინდექსაციით მატულობს, ინფლაციის დონის გათვალისწინებით“, – ამბობს ალექსანდრა პროკოპენკო.

რაც შეეხება პენსიონერებს, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ, მტაგან  20% მუშაობას ძველებურად აგრძელებს და, ბუნებრივია, მთავრობის სუბსიდიები ნაწილობრივ მათაც ეხებათ.

თუმცა მიმდინარე წელს უკვე გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკის ზრდა ნელდება. ოფიციალური მონაცემებითაც კი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება მიმდინარე წელს დაახლოებით 2%-მდე მოიკლებს, რაც მკვეთრ შენელებას წარმოადგენს იმ ფონზე, როცა მატება თითქმის 4% იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზები რუსეთს კარგს არაფერს უქადის: მშპ მიმდინარე წლის ბოლოს 1,5%-მდე მოიკლებს, ხოლო 2026 წელს 0,9%-მდე შემცირდება. არსებობს სხვა უფრო პესიმისტური პროგნოზებიც: ქვეყნის რეზერვები სწრაფი ტემპით იხარჯება, მათი შევსება კი რთულდება – ნავთობ-გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების შემცირების გამო. გარდა ამისა, რადგანაც სამუშაო ძალის ძირითადი ნაწილი უკვე დასაქმებულია, მუშახელის ნაკლებობა აშკარა გახდება. ასევე რთულდება კრედიტების არება, რადგან ცენტრალურმა ბანკმა, ინფლაციის შესაკავებლად, 21%-იანი  განაკვეთი დააწესა.

თუმცა, სანამ რუსეთის მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებს მტკივნეულად შეიგრძნობს და მათი პოზიტიური განწყობა პესიმისტური გახდება, საკმაო დროის გასვლაა საჭირო. „ხელფასების ზრდის ტემპი, ალბათ, შენელდება, მაგრამ შედარებით მაინც მაღალი დარჩება“, – ამბობს ოლეგ კუზმინი, მოსკოვის საინვესტიციო კომპანიის „რენესანს კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, – „საკადრო შიმშილი აიძულებს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანხები მოიძიოს ხელფასების დონის შესანარჩუნებლად“.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, რომელმაც მოიგო არჩევნები, ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა – ვიქტორ ორბანი

საქართველოს გმირი, საერთაშორისო პატრიოტი, ადამიანი, რომელმაც მოიგო არჩევნები არის ირაკლი კობახიძე, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიქტორ ორბანის შეფასებით, ირაკლი კობახიძე ლიბერალური მოძრაობების წინააღმდეგ წავიდა, დაამარცხა ყველა და უმსხვილესი ეკონომიკური ზრდის მომტანია ქვეყანაში.

„ძვირფასო მეგობრებო, 20% ამ ქვეყნისა არის რუსული დათვის მიერ წაღებული, მაგრამ მან ბრიუსელს არ დაუხარა თავი, გახდა ახალი დიდი ბრიტანეთი და გახდა ძლიერი, წარმატებული ლიდერი თავის ქვეყანაში“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ახალი კამპანია თიბისის მობაილბანკში – გახსენი საუკეთესო შეთავაზებები

თიბისი აგრძელებს მომხმარებლებისთვის პროცესების გამარტივებას და ამჯერად, გთავაზობთ ახალ კამპანიას, რომლის მიხედვითაც, მობაილბანკში რეგისტრაციის ნაწილი განახლდა და ახლა, უფრო მარტივად შეძლებთ შესვლასა და სარგებლობას.

თუ აქამდე მობაილბანკში რეგისტრაციისა და მონაცემების აღდგენისთვის სხვადასხვა დოკუმენტები გჭირდებოდათ, თიბისიმ ეს პროცესი ბევრად გაამარტივა: რეგისტრაციისთვის სულ რაღაც 30 წამი დაგჭირდებათ; მონაცემების აღდგენა კი, კიდევ უფრო ნაკლებ დროშია მოსახერხებელი.

მობაილბანკში რეგისტრაციისთვის, უმარტივესი პროცედურის გავლა დაგჭირდებათ – სელფის გადაღება და პირადი მონაცემების შეყვანა.

რაც შეეხება მონაცემების აღდგენას,  საქმე აქაც მარტივადაა და პროცესის გასავლელად, მხოლოდ სამსაფეხურიანი დავალების შესრულება მოგიწევთ.

თიბისის მობაილბანკი გიხსნით ახალი შესაძლებლობებს – წვდომას სხვადასხვა საბანკო საჭიროებებზე, მათ შორის ახალ თიბისი ბარათსა და განაწილებაზე.

აღმოაჩინეთ ახალი თიბისი ბარათის უპირატესობები და შეთავაზებები მობაილბანკში; ისარგებლეთ განაწილებით თიბისის ექსკლუზიურ ობიექტებში და ამ ყველაფრისთვის, მხოლოდ მობაილბანკის გახსნაა საჭირო. 

R

საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის უარის მრავალი ფაქტის გამო, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის რისკს – პოლონეთის საელჩო მოქალაქეებს

გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც შესვლაზე უარის თქმის რისკს ზრდის, – ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საელჩო მათ აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის უცხოელებს დაეკისროთ.

„საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

“საუკეთესო ფრილანსერი” – თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ახალი ნომინაცია

თიბისის უკვე ტრადიციადქცეული ბიზნესდაჯილდოება მეცხრე წელს ახალი ნომინაციით ხვდება. „საუკეთესო ფრილანსერი” იმ ახალ რეალობასა და გამოწვევებს პასუხობს, რომელიც მთელს მსოფლიოში, ბოლო წლებია აქტუალობას არ კარგავს.

სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სტაბილურ ოფისურ საქმიანობას და ირჩევს დამოუკიდებელ გზას, სადაც საკუთარი დროის, ენერგიისა და პროფესიული განვითარების მართვა თავად შეუძლია.  მნიშვნელობა არ აქვს არქიტექტორი ხარ, მარკეტერი, ქოფირაითერი, ქოუჩი თუ სახლიდან ეხმარები კომპანიებს, მთავარია, შენი საქმის პროფესიონალი იყო.

ნომინაცია “საუკეთესო ფრილანსერის” შეფასების კრიტერიუმებია:

ღირებულების შექმნა

პირველ რიგში, ჟიურის მთავარი ფოკუსია იმაზე, ქმნის თუ არა ფრილანსერი რეალურ ღირებულებას. ეს შეიძლება იყოს ფინანსური ეფექტი, ბრენდის განვითარება ან სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.

ფრილანსერად მუშაობის უწყვეტი გამოცდილება

ნომინაციამ ის ადამიანები უნდა გამოავლინოს, რომლებიც ფრილანსინგ კულტურას უწევენ პოპულარიზაციას. აპლიკანტს კომპანიებთან ურთიერთობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ნომინაცია მოიაზრებს იმ ფრილანსერებს, რომელთათვისაც ეს საქმიანობა ძირითადი შემოსავლის წყაროა და არა ჰობი ან პარალელური პროექტი.

განსხვავებულ ინდუსტრიებთან მუშაობის გამოცდილება

თუ ფრილანსერს შეუძლია სხვადასხვა სფეროში კლიენტებთან მუშაობა და ქმნის ღირებულებას, ეს აპლიკანტს უპირატესობას ანიჭებს. ჟიური კანდიდატებს აფასებს 10-ქულიანი სისტემით, თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტის ისტორია დასაბუთებული იყოს.

აღიარება და მიღწევები

ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული ნამუშევარი, კლიენტის რევიუ, ონლაინ გამოხმაურება, კოლაბორაცია ცნობილ კომპანიასთან. ყველაფერი, რაც ფრილანსერის შრომას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.

გარდა “საუკეთესო ფრილანსერის” ნომინაციისა, წელს, ბიზნესებს კიდევ 4 კატეგორიაში შეუძლიათ განაცხადის შეტანა:

  • საუკეთესო პროდუქტი 
  •  საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა 
  • გამორჩეული როლი რეგიონში 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ კატეგორიაში დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: ბიზნეს დაჯილდოება 2025

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი –  აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia. 

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 29 მაისს

29 მაისს ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

წვიმას ელოდებიან ოზურგეთში, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15, იქნება მცირედი ქარი. ბათუმშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ხანმოკლე წვიმაა ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმა იქნება სოხუმშიც. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში სავარაუდოდ, იწვიმებს, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმას ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება.

ნალექიანი დღეა ბორჯომშიც, +25 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდი იქნება. დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა ნავარაუდევი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმა იქნება, დღისით +17, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა თელავში, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში კი მზიანი დღე იქნება. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ ინტერპოლი მოკლებულია შესაძლებლობას, „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს – ზაზა შათირიშვილი

სამართლის უზენაესობის გარეშე ვერავითარი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ვერ იარსებებს, სამართლის უზენაესობას კი თანამედროვე სამყაროში უმძიმესი კრიზისული პერიოდი უდგას, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

მისი განცხადებით, ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობაა საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვა, ინტერპოლია, თუმცა, გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას, „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს.

„პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები ხშირად საუბრობენ „წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგზე“, რაცწლიდან წლამდე სულ უფრო კარგავს აქტუალობას. სამართლის უზენაესობის გარეშე ვერავითარი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი ვერ იარსებებს, სამართლის უზენაესობას კი თანამედროვე სამყაროში უმძიმესი კრიზისული პერიოდი უდგას. სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელიც კი აღარ დარჩა ინსტიტუტები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობას განუხრელად დაიცავენ.

ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომლის პასუხისმგებლობა სწორედ საერთაშორისო დონეზე სამართლის უზენაესობის დაცვაა, ინტერპოლი გახლავთ. თუმცა, ბაჩიაშვილის შემთხვევამ დაადასტურა, რომ პოლიტიკური ინტერესების გავლენით კომპრომისების დაშვება ინტერპოლსაც უწევს. კერძოდ, ინტერპოლი აშკარად მოკლებულია შესაძლებლობას „დიპ სტეიტის“ აგენტების მიმართ დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილებები მიიღოს.

ასე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ინტერპოლმა საქართველოს ხელისუფლებას სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი მის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე. ბაჩიაშვილის შემთხვევას წინ უსწრებდა „დიპ სტეიტის“ მიერ სხვა უცხოელი აგენტების მფარველობა ინტერპოლის გამოყენებით. კერძოდ, ინტერპოლს 2014 წელს უარი ათქმევინეს მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე, ხოლო 2015 წელს ჯერ დავით კეზერაშვილს, შემდეგ კი ზურაბ ადეიშვილს გაუუქმეს გამოცხადებული ძებნა.

დავიტოვოთ იმედი, რომ ამერიკაში ტრამპი „დიპ სტეიტის“ შესუსტებას შეძლებს, რაც პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლებაში ინტერპოლსაც დაეხმარება.” – წერს ზაზა შათირიშვილი.

ირაკლი კობახიძე დღეს, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების რიგით მეოთხე კონფერენციაზე, დღეს დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, ირაკლი კობახიძე გამოსვლისას შეეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში.

„ბუდაპეშტი მასპინძლობს კონსერვატიულ პოლიტიკურ მოქმედებათა კონფერენციას, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც აერთიანებს კონსერვატიული ღირებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ჩვენი ქვეყნის მეგობართან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გახსნის და მისასალმებელი სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეეხება იმ პრობლემატიკას, რომელიც ეხება ღირებულებების აღრევას თანამედროვე სამყაროში, დასავლურ ცივილიზაციაში, ორმაგ სტანდარტებს. ასევე ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ვუცავთ ქართველები, ქართული საზოგადოება, ქართული სახელმწიფო მთავრობასთან ერთად იმ ღირებულებებს, რომლებიც მრავალი საუკუნეა, ჩვენი განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

უნგრეთში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია ორდღიანია და ის უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 29-30 მაისს გაიმართება.

 საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ბევრჯერ აქვს დამტკიცებული თავისი პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ -შალვა პაპუაშვილი

საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ბევრჯერ აქვს დამტკიცებული თავისი პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. მე ვახსენე ავღანეთის მისია. მათ შორის, როდესაც ნატოს ჯარი გამოვიდა ავღანეთიდან, საქართველოს მარშრუტი დავუთმეთ მათ ამისთვის და ლოჯისტიკურად უზრუნველვყავით, რომ უფრო სწრაფ ვადებში გამოსულიყვნენ. არის ბევრი სხვა, მათ შორის დღემდე მიმდინარე თანამშრომლობები სხვადასხვა უწყებებს შორის, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბრები იმ ნაბიჯებზე, რომლებიც თბილისმა ვაშინგტონთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად უნდა გადადგას მანტრასავით ისმის, თუმცა კონკრეტიკა არცერთ შეხვედრაზე არ ჟღერდება.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ შეაფასა პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა და მეორე დღეს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება.

„გუშინდელმა მილოცვამ პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან აჩვენა – არის სურვილი, რომ გონივრული მიდგომა იყოს საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. სამწუხაროა, რომ რაღაცნაირად ასეთი არაკორექტული გზავნილებით ხდება შემდეგ დაჩრდილვა იმ პოზიტიური მოლოდინებისა, რომლებიც ზოგადად გვაქვს.

ხომ შეუძლებელია რაღაც ტექნიკური ხასიათის შეუთავსებლობები იყოს. აქ ჩანს, რომ ერთგან ერთი დინება, მეორეგან მეორე დინებაა. მათ შორის, ჩვენც საჯარო თუ არასაჯარო წყაროებიდან ვხედავთ და გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის რთული პროცესი იმ არაფორმალური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლისა, რომელიც დაისახა პრეზიდენტმა ტრამპმა. ჩვენ ერთ რამ ვიცით, და ეს უკვე დადასტურდა, მათ შორის ამ მილოცვით და შემდეგ გამოლოცვით, თუ რამდენად სუსტდება დიფ სთეითი ამერიკაში

ზოგიერთი ელჩი ცდილობს იდიოტებად გამოიყვანოს ქართველი ხალხი და ამერიკის პრეზიდენტი მათ შორის, როდესაც მხრებს იჩეჩავენ და დიფ სთეითს ეძებენ მაგიდის ქვეშ და ჭიქაში. მაგრამ საბოლოო ჯამში პირიქით გამოსდით ხოლმე – საკუთარ თავს მიემართება ხოლმე შემდეგ ეს თავის დაშტერება.

პირველი ამოცანა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა დაისახა არის დიფ სთეითის დამარცხება. ერთ-ერთ ელჩს თუ დავუჯერებთ, რომელიც საქართველოში რეზიდირებს, გამოდის რომ ტრამპი ქარის წისქვილებს ებრძვის, მაგრამ ასე არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის საელჩო საქართველოში „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ პირადი შანტაჟის ფონზე ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.

დღეს ამაღლებაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება. ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება.

როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.

იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს. საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა. ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს. მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ. პირველი – მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი – ზეცაში დამკვიდრდა.

კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20). უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე. სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა – მაშინ განსაკუთრებული რიტუალი – ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა. ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.