Home Blog Page 15

Reckless – ტანსაცმლის ქართული ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესდაჯილდოების მეორე ადგილის მფლობელი გახდა

31 აგვისტოს    თანამედროვე ქართული  ბრენდი Reckless 5 წლის გახდა. მისი შექმნა წარმატებული ბიზნესკომპანიების მსგავსად  100 დოლარით არ დაწყებულა,  არც  პრეზენტაციას მოუხიბლავს ინვესტორები.

შვილის დაკარგვის შემდეგ ტანსაცმლის ბრენდის დაარსება პანდორას ყუთის გახსნას ჰგავდა, სადაც ყველა მძაფრი, მტკივნეული ემოცია ერთად გატყდება თავს. „ჭრილობაზე მარილის დაყრას ჰგავდა ეს პროცესიო“, – ამბობს თავადაც სალომე გველესიანი. თუმცა, ჟანრის კანონია ისიც, რომ ამ ყუთის ძირში მთავარი – იმედი გასაზრდოებს.

პირველი კოლექციის ინსპირაცია სწორედ შვილის მიერ დატოვებული უამრავი მასალა აღმოჩნდა: მუსიკის, ნახატებისა და ანიმაციების სახით.  სალომეს სურვილი, ბრენდი ნიკუშას ხსოვნისთვის მიეძღვნა და თინეიჯერების აქამდე ჩუმი ხმა ფართო საზოგადოებას გაეგო, ასრულდა. 5 წელია, Reckless მოზარდების იდენტობის, სიხარულის, ზოგჯერ ტკივილის გამომხატველი გახდა.  უფრო მეტიც-კულტურული მოძრაობის ნაწილადაც იქცა.

„დამოუკიდებელ საქართველოში გაზრდილ ბავშვებზე მუდმივად იყო აღქმა თუ როგორი ლაღები და ფერადები იყვნენ, წვდომა ჰქონდათ ინტერნეტზე, სწავლობდნენ კერძო ან უცხოურ სკოლებში. მრავალი გიჟური ეპიტეთით ვამკობდით მათ. თუმცა, დაუცველობის შიში და შფოთი- ამ თაობისთვის თანმდევი აღმოჩნდა. ზოგადად საქართველოში  კომპლექსური პროდუქტის შექმნა დაუჯერებლად რთულია, მით უფრო, როდესაც საქმე  ტანსაცმლის ბრენდს ეხება. თუმცა ეს სირთულეები არაფერი იყო იმის ფონზე რაც ჩემს თავს ხდებოდა. ბევრად მსუბუქად გადავლახე რაღაცები ბიზნესის კუთხით“, – ამბობს სალომე.

ქართველების პირადი სივრცის უგულველყოფის თვისება და ის რომ არასდროს არავინ გტოვებს მარტო ( თუნდაც შენ ეს ძალიან გინდოდეს) ამ შემთხვევაში სალომეთვის მხარდაჭერად გარდაიქმნა. მის ირგვლივ დიდი ენთუზიაზმი ტრიალებდა, მეგობრები გულშემატკივრობდნენ,  აგულიანებდნენ. დღესაც, ქუჩაში ბევრს დაინახავთ 40 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებს, რომლებსაც პირველი კოლექციის მაისურები აცვიათ.

„წარმოგიდგენიათ ანუ როგორ უვლიან და უფრთხილდებიან, დღესაც რომ ატარებენ?“- მგონი,  თავადაც უკვირს სალომეს. თუმცა, რაში ეჭვიც არ ეპარება Reckless-ის ხარისხია.

ბრენდის გულწრფელობა და ხარისხის შენარჩუნება  გუნდისთვის უმთავრესია. პროფესიით მარკეტოლოგს, ბიზნესში ინტუიციის სჯერა. როცა მიხვდა, რომ რესურსი არ ჰყოფნიდა და ბრენდი ახალ სტრატეგიას საჭიროებდა, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესები ახალ აღმასრულებელ დირექტორს თირნიკე აფრიდონიძეს გადააბარა. თორნიკეს ამ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება  აქვს და რექლესის ბრენდსაც კარგად იცნობდა. ორი წლის განმავლობაში თორნიკემ  სტრუქტურა ფუნდამენტურად შეცვალა. თიბისი ბიზნეს დაჯილდოების აპლიკაციის შევსება მისი ინიციატივა იყო. საქმისადმი დამოკიდებულებამ ჟიურიც მოხიბლა და “საუკეთესო პროდუქტის” ნომინაციაში მეორე ადგილი მიანიჭეს.

„ჩვენთვის ეს ჯილდო ბრენდის ლოკალური აღიარებაა. ნებისმიერი პლატფორმა, სადაც სათქმელს გააჟღერებ მნიშვნელოვანია“, -ამბობს თორნიკე.

მართალია, Reckless- ის აღმასრულებელ დირექტორს ზუსტად  ესმის ვინ არის Reckless სეგმენტი და ხედავს პოტენციურ ბაზარსაც, ხშირად თინეიჯერების ბუნება მაინც არაპროგნოზირებადია.

„მოზარდი არ არის კოსმოპოლიტური გაგება. ყველა ქვეყანაში სათქმელს სხვაგვარად გამოხატავენ, ამიტომ ძალიან რთულია ექსპანსია და იდენტობის გატანა. დავტესტეთ და ევროპულ ქვეყნებში street wear -მა არ გაამართლა, რადგან იქ უფრო პრეტაპორტე ტანსაცმელია აქტუალური.  ჩვენთვის აზიური ქვეყნები, იაპონია, კორეა მიმზიდველია. ეს ბიზნესი ფაქტობრივად ვა ბანკია. თუ ბრენდს მყარი საფუძველი არ აქვს ერთი სეზონის კოლექციამ შესაძლოა მისი მომავალი განსაზღვროს. მოდის ბრენდის სტრუქტურა დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს“- გვიხსნის ამ ბიზნესის თავისებურებებს თორნიკე.

Reckless-ზე საუბრისას სალომეც და თორნიკეც ბრენდისადმი ემოციურ ბმაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, ფაქტებიც არც თუ ისე  მშრალია.

2025 წელს  კომპანიამ მასშტაბური კოლაბორაცია დაგეგმა წამყვან ქართულ ბრენდებთან: თიბისი (Cannes Lions-ისთვის). Adjarabet-ის სპორტული ნაკრები, ZEG Festival და SportFest. Reckless-ის დიზაინერებმა Cannes Lions-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს მარკეტერის კატეგორიაში. Advan production თან თანაკოლაბორაციის შედეგად ბრენდის ვიდეო რგოლი დაშორთლისტდა Ad Black Sea-ის Craft და Berlin Fashion Film Festival-ის Short Fashion Movies კატეგორიაში.

5 წლის თავზე ეს შედეგები მართლაც წარმატებულია. რთულია პროგნოზირება როდესაც საქმე თინეიჯერებს ეხებათ,  მაგრამ ყველაზე უფრო რთული, რაც ამ სეგმენტში მომუშავე ბრენდებს ეხებათ, უკვე გადალახეს. მათ მოზარდები ენდობიან.

R

გერმანიაში დღეს არსებული სავალალო ვითარება საუკეთესო გაფრთხილებაა ყველასთვის, თუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ და გავუფრთხილდეთ სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად! – ზაზა შათირიშვილი

გერმანიის მაგალითი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც სუვერენიტეტი დაკარგული გაქვს და გარედან გაკონტროლებენ, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერილში, რომელშიც ის გერმანიაში პოლიტიკოსების, მათ შორის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრების გახშირებულ გარდაცვალებაზე საუბრობს.

მისი თქმით, ერთ დროს ყველაზე წარმატებული და განვითარებული გერმანია, დღეს სავალალოდ გამოიყურება სწორედ „დიფ სთიეთის“ და მისი აგენტურის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო.

შესაბამისად, ფილოსოფოსი აცხადებს, რომ გერმანიის შემთხვევა, ყველა იმ ადამიანისთვის პასუხია, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილს გვრის.

„სწორედ ასე სავალალოდ გამოიყურება დღეს სუვერენიტეტდაკარგული ქვეყანა, ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, უმაღლესი კულტურის, მათ შორის შრომის კულტურის მქონე გერმანია, რომელსაც „ყველა სიკეთესთან ერთად“, „დიფ სთეითმა“ საკუთარი აგენტურის ხელით ენერგეტიკა დაუნგრია, როდესაც ატომური ელექტროსადგურები დაახურინა, შემდეგ რუსული, იაფი, ენერგიის წყაროები ჩაუკეტა და ახლა მათთან აომებს. ამ ყველაფრის შედეგი უკვე სახეზეა – ერთ დროს, ეკონომიკურად ევროპის წამყვანი სახელმწიფო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების სამეულში შედიოდა, მესამე წელია რეცესიაშია და სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება.

ასეთია სამწუხარო რეალობა გერმანიისა, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, გამოსავალი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაიბრუნო საკუთარი ქვეყანა. ერთადერთი, ალბათ, საერთო-სახალხო ამბოხების იმედად თუ იქნებიან, თუმცა, ამის ნიშნები, ჯერ-ჯერობით, არ ჩანს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გერმანიის შემთხვევა პასუხია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე აქცენტირება ღიმილისმომგვრელია. რეალურად, გერმანიაში დღეს არსებული სავალალო ვითარება საუკეთესო გაფრთხილებაა ყველასთვის, თუ რატომ უნდა ვიბრძოლოთ და გავუფრთხილდეთ სუვერენიტეტს ნებისმიერ ფასად!“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის მზად არის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპისთვის მზადაა. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც „როიტერი“ წერს, ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, არის თუ არა პრეზიდენტი მზად რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიბს მეორე ეტაპისთვის, რაზეც მან დადებითად უპასუხა.

„დიახ, მე მზად ვარ“, – აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენენბთ, რუსეთმა უკრაინაზე დღეს საჰაერო იერიში მიიტანა. კიევში დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო უკრაინის მინისტრთა კაბინეტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, უკრაინის მასშტაბით ოთხი ადამიანია დაღუპული, ხოლო 44-ზე მეტი კი დაიჭრა.

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­გიძ­ლი­ათ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცია და გა­რი­გე­ბა – გახ­სნათ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი ან დე­პო­ზი­ტე­ბი, და­დოთ გრძელ­ვა­დი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი და ხელი მო­ა­წე­როთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დო­კუ­მენ­ტებს, ასე­ვე აი­ღოთ ფუ­ლის სეს­ხი.

კურო

მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბის მა­ღა­ლი რის­კია, ამი­ტომ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უნდა შე­ამ­ცი­როთ. მეტი დრო და­უთ­მეთ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

ტყუ­პი

არ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან კრი­ტი­კას. აკე­თეთ თქვე­ნი საქ­მე, რაც წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ და ნუ მოც­დე­ბით გარ­თო­ბა­სა და არაფ­რის­მომ­ცემ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე.

კირჩხი­ბი

შე­გიძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე ისა­უბ­როთ კარგ ხა­სი­ათ­ზე მყოფ უფ­რო­სებ­თან, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვოთ. ის მზად იქ­ნე­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს თქვე­ნი სურ­ვი­ლი.

ლომი

მშვე­ნი­ე­რი დღეა სახ­ლში დარ­ჩე­ნის­თვის რა­ი­მე კარ­გი სა­ბა­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ორ­შა­ბა­თია, და­ა­ლა­გეთ, მო­ამ­ზა­დეთ რა­ი­მე გემ­რი­ე­ლი და გა­ა­ტა­რეთ დრო საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან.

ქალ­წუ­ლი

თქვენ­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და: თუ ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლა არ შე­გიძ­ლი­ათ, შე­ე­ცა­დეთ უახ­ლო­ეს პარკში მა­ინც გახ­ვი­დეთ: სწო­რედ იქ მო­გი­ვათ შე­სა­ნიშ­ნა­ვი იდე­ე­ბი.

სას­წო­რი

პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი ენერ­გი­ის წყა­რო იქ­ნე­ბა, რაც ასე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ცხოვ­რე­ბი­სა და სა­მუ­შა­ოს­თვის. დღეს აღ­სავ­სე იქ­ნე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით.

მო­რი­ე­ლი

წვე­უ­ლე­ბა ან სა­დღე­სას­წა­უ­ლო ვახ­შა­მი შე­იძ­ლე­ბა იყოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი მი­ზე­ზი იმ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ახ­ლო­ბე­ლი იყო და შემ­დეგ და­შორ­დით. სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­მოს­ფე­რო­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა უფრო ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

ყვე­ლა­ზე ცუდი, რაც დღეს შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ, არის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მოს­მე­ნა და მისი გულ­თან მი­ტა­ნა. ეცა­დეთ, ისე იმოქ­მე­დოთ, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლით.

თხის რქა

დროა, თქვე­ნი დიდი ხნის ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნოთ – ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დღეს პირ­ველ ნა­ბიჯს გა­დად­გამთ თქვე­ნი სა­ნუკ­ვა­რი მიზ­ნის­კენ, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი შე­უ­ფერ­ხებ­ლად წავა – შე­საძ­ლოა, თქვე­ნი აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შეც კი.

მერ­წყუ­ლი

დღეს და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არა მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი, არა­მედ – რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! – ხან­გრძლი­ვიც გახ­დე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა ახალ ნაც­ნობს მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბით მო­ე­პყროთ.

თევ­ზე­ბი

უკონ­ტრო­ლო ემო­ცი­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს იმ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­ზეც თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა.

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე: ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის

როცა 2020 წელს შემოვედი პოლიტიკასა და პარლამენტში მამუკა მდინარაძე მაშინ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. ის იყო ის ადამიანი, ვინც უმრავლესობის ახალ წევრებს განსაკუთრებულ პატრონაჟს უწევდა, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, მამუკა მდინარაძეზე საუბრისას.

„როდესაც არის პირველი ურთიერთობა მედიასთან, საჯარო გამოსვლები, ამას რა თქმა უნდა სჭირდება თვალი, რომელიც აკვირდება და რჩევას აძლევს ახალბედა პოლიტიკოსებს, თუ როგორ სჯობს ამა თუ იმ საკითხის უკეთ და გასაგებად მიტანა საზოგადოებამდე. ამ მხრივ როგორც წინა მოწვევის, ისე ამ მოწვევის პარლამენტის ახალბედა წევრებმაც ძალიან კარგად იციან თუ რა დამსახურება აქვს მამუკა მდინარაძეს მათ პოლიტიკურ განვითარებაში.

ვფიქრობ მისი გამოცდილება, მისი პოლიტიკური ალღო და ცოდნა არის მომაკვდინებელი ნაზავი ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის. ვფიქრობ, რომ მისი სამსახურში ყოფნის პირველი დღეებიც უკვე ამას აჩვენებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რა მოხდა რესტორან “ქვევრში” – ლაშა ბასლანძე კომენტარს აკეთებს

ლაშა ბასლანძე “კურიერთან” კომენტარს აკეთებს, თავის რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, პარტნიორთან კონფლიქტი მოუვიდა. მისი თქმით, დაზიანებამდე საქმე არ მისულა, თუმცა, დაპირისპირების დროს, მისი პარტნიორის მეგობარმა ჰაერში იარაღი გაისროლა, რესტორნის თანამშრომელმა მას იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს.

ბასლანძე აცხადებს, რომ არ აპირებს მეორე მხარეს გასროლის გამო უჩივლოს. მისი თქმით, მომხდარს და დაპირისპირებული მხარის მოქმედებებს თავად სამართალდამცველები შეაფასებენ.

ინციდენტი გუშინ, რესტორან “ქვევრში” მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

“ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე… დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს, მისმა მეგობარმა (…თუ დაცვის თანამშრომელმა), რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს – პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა… პროკურორი და გამომძიებელი მე არ ვარ… პოლიცია შეაფასებს, ალბათ, მაგათ მოქმედებებს”, – აცხადებს ლაშა ბასლანძე “კურიერთან” საუბრისას.

,, კახა კალაძე „აბსოლუტურ ისტერიკაშია“- ლევან ხაბეიშვილი

სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილს თბილისის მერს, კახა კალაძეს.

მისი განცხადებით, კახა კალაძე „აბსოლუტურ ისტერიკაშია“.

„ეს კაცი ამ „ბრიქაობის“ ნაცვლად, დაინტერესებული რომ იყოს, ნოემბერ-დეკემბერში ადამიანები რომ დაასისხლიანეს, ერთი საქმე გამოეძიებინათ – ჟურნალისტები რომ დაასახიჩრეს, ქუჩაში რომ დასდევდნენ, მათ შორის თქვენს კოლეგებს, მაკა ჩიხლაძეს, გურამ როგავას, ერთი საქმე რომ ჰქონდეთ გამოძიებული, ვიტყოდი, რომ ადეკვატურად „იწელება“ ეს კაცი, მაგრამ რაც ვნახე, აბსოლუტურ ისტერიკაშია. „აბა, გაბედეთ“- იძახის და უკაცრავად, ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომელიც კანონს და კონსტიტუციას გადადის. ესენია ის ხალხი, ვისაც კანონიც ფეხებზე ჰკიდიათ და კონსტიტუციაც, მძარცველები არიან და ეს არის მათი ყოველდღიურობა. კახი, ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ გაბედავთ ადამიანების წამებას. ჩვენ გავბედავთ იმას, რომ თქვენ ვეღარ მოიტაცებთ ჩვენს მოქალაქეებს და მერე სისხლის გუბეებს ვერ დააყენებთ ე.წ. პოლიციის ავტომობილებში. კი, ამას გავბედავთ და თქვენ არ წაგიცდეთ ხელი. დამშვიდდი, დადინჯდი, ეს ისტერიკა ცუდია, გუნდში გეტყვიან, რომ შენი გამომეტყველება ძალიან მშიშარა, მხდალი კაცის გამომეტყველებას ჰგავდა. სწორად გეშინია, დაგველოდეთ, 4 ოქტომბერს ივანიშვილი, შენ და შენნაირი „კუდაბზიკები“ დაელოდეთ ხალხის განაჩენს. მუდმივად ჩვენ და ხალხი ელოდება, ვის რამდენს მოჰპარავთ, ვის რამდენს მიუსჯით, ვის დაიჭერთ და ფიზიკურად გაუსწორდებით, 4 ოქტომბერს ახლა ჩვენ დაგველოდეთ, რა განაჩენს გამოვიტანთ. მათი მოწოდებებია, რომ „აბა, გაბედეთ უკანონობა“- არა კახი, აბა თქვენ გაბედეთ და ქართველ ხალხზე აღმართეთ ხელი. ამ შემთხვევაში, ნამდვილად მიიღებთ მრისხანებას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“-  გიორგი სოსიაშვილი

„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, – ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა. 

„ასეთი გამოხტომები მათი მხრიდან არახალია. ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრით უკვე დაიღალა – რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე. გახსოვთ, ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა რამდენჯერმე მიიტანეს შტურმი ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ინსტიტუციის – პარლამენტის წინააღმდეგ, ძალადობდნენ პოლიციელებზე, ლამის გადაწვეს ჩვენი დედაქალაქი, თავიდანვე დამარაგებული ჰქონდათ აღჭურვილობა, მსხვილი, მდიდარი „ენჯეოების“ დაფინანსებით. ამჯერად, უკვე ინერციით მოდიან. დავესესხები ჩვენს ერთ დიდებულ მწერალს, გურამ რჩეულიშვილს – სასაცილომდე მისული ინერციაა ეს ყველაფერი“, – აცხადებს სოსიაშვილი. 

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ „ლელოს“ ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები „ლელოს“ ისევ ღალატში ადანაშაულებენ.

,, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით კენჭისყრა შესაძლოა, ოქტომბერში გაიმართოს”- „ევრონიუსი“ 

რადიკალი მემარცხენეები და ულტრამემარჯვენეები ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებას კიდევ ერთხელ ეცდებიან, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით ევროპარლამენტის ჯგუფები უახლოეს ხანში გამოვლენ და კენჭისყრა შესაძლოა, უკვე ოქტომბერში გაიმართოს.

„ევრონიუსის“ ცნობით, „მემარცხენეების“ პოლიტიკური ჯგუფი და „ევროპის პატრიოტები“ ორ განსხვავებულ ინიციატივას ამზადებენ, რომელთა წარდგენაც მომდევნო კვირაში მოხდება.

მემარცხენეთა ჯგუფის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის პოლიტიკა ეწინააღმდეგება „ყველაფერს, რასაც ისინი უჭერენ მხარს, მსხვერპლად წირავს დასაქმებულებს და ანადგურებს მწვანე შეთანხმებას“. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მემარცხენეები ასევე უკმაყოფილოები არიან ღაზის სექტორში ისრაელის ოპერაციაზე ევროკომისიის უმოქმედობით.

ევროკომისიის პრეზიდენტისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ მოთხოვნის კენჭისყრაზე დაყენებას, სულ მცირე, 72 ევროდეპუტატის თანხმობა სჭირდება. ამ ხელმოწერების შეგროვებისა და მათი ვალიდურობის დადასტურების შემდეგ, ევროპარლამენტს 24 საათი ექნება ამ საკითხზე პლენარული დებატების დასანიშნად.

ცნობისთვის, ზაფხულში ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრა ულტრამემარჯვენეების მოთხოვნით შედგა, თუმცა ევროკომისიის პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ შეგროვდა.

„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში”- რობერტ ფიცო

სლოვაკეთი მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა სამშვიდობო მისიაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, – აცხადებს რობერტ ფიცო. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებას არ ელოდება.

„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებაში, მაგალითად, ლოგისტიკის კუთხით. ვგულისხმობ ლოგისტიკას, როგორიცაა სატრანსპორტო მარშრუტების გამოყენება.

უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების მიმართ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, – განაცხადა ფიცომ.

,,ეს ხალხი, თავისი ნაბიჯით, უპირისპირდება თავისივე ამომრჩეველს”- ირაკლი ფავლენიშვილი “ლელოზე”

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო, მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ “ლელოს” ლიდერები, რომლებმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.

კოლეგების მხრიდან ბულინგისა და ზეწოლის მიუხედავად, “ძლიერი საქართველო”, მარათონში მონაწილეობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამბობენ, რომ ყოფილი პარტნიორების აზრი მათზე გავლენას ვერ მოახდენს.

“ჩვენს მიდგომაში არანაირი ცვლილება არ არის. ჩვენ არ ვაპირებთ, ვიყოთ ოპოზიციის ოპოზიცია. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი გზა – ბრძოლაში შევედით და ამას ვერაფერი შეცვლის”, – აცხადებს პარტია ”ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე.

“ნაციონალური მოძრაობა” და ბოიკოტში მყოფი სხვა პარტიები “ლელოს” ისევ ღალატში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებზე.

“მათ ოპოზიციურ ამომრჩეველში სანდოობა აბსოლუტურად დაკარგეს. ისინი იხილავენ იმ კატასტროფულ რეიტინგს, რომელიც მათ ოპოზიციურ ამომრჩეველში აქვთ. ეს გადაწყვეტილება არის არა ოპოზიციური, არამედ სახელისუფლებო საქმე. ეს ხალხი, თავისი ამ ნაბიჯით, უპირისპირდება თავისივე ამომრჩეველს და აყენებს ზიანს თავის რეპუტაციასა და პოლიტიკურ მომავალს”, – აცხადებს პარტია ”ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

8 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში დროებით  შეიზღუდება

ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო,  მიმდინარე  წლის 8 სექტემბერს, 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76 – დან  (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია)  წყნეთის გზატკეცილის N6 – მდე საგზაო მონაკვეთში.  

შეზღუდვის პერიოდში,  ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ  თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით,  ხოლო წყნეთის გზატკეცილისა  და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის  ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. ასევე,  გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.

8 სექტემბრის 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით. რეაბილიტაციამდე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს.