Home Blog Page 1437

22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წყლის მსოფლიო დღის დაწესების და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე წყლის რესურსების რაციონალური მართვა და გამოყენება ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს.

აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში შემოწმდება, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO17025 სტანდარტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო პერიოდში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა.

ასევე, შემუშავებულია საქართველოში წყლის რესურსების მართვის კანონი, რომელიც 2026 წლისთვის შევა ძალაში და ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების, მათ შორის, საქართველოს შავი ზღვის დაცვას და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებას დღევანდელი და მომავალი თაობების ინტერესებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისთვის, წყლის რესურსების მონიტორინგის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების ძიება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის” – გიტანას ნაუსედა

მივესალმებით ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის შესახებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა მოძებნოს ახალი გზები უკრაინის დასახმარებლად.

„მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების ძიება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის შესახებ. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ და ფინანსურად შევიტანოთ წვლილი ამ ინიციატივაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღეს დავინახო, რომ ევროპული ინსტიტუტები მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება მალე და ეს ჩვენი სანდოობის საკითხია. უკრაინამ წარმოუდგენლად მძიმე ვითარებასა და პირობებში გაატარა საჭირო რეფორმები. ახლა ჩვენი ჯერია“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა საქმიან ადამიანებთან შესახვედრად და ახალი პროექტების დასაწყებად. თქვენი საქმიანი უნარები და პიროვნული მომხიბვლელობა საჭირო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. არსებობს ძველი კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე და ტაქტი გამოიჩინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციებს არ აჰყვეთ და საჭირო არგუმენტები მშვიდად იპოვოთ.

კურო

ნაყოფიერი დღეა. სავარაუდოდ, მოსაწყენი, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება მოგიწევთ. სამაგიეროდ, თქვენი შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ დარჩება და მენეჯმენტისგან დამსახურებულ ჯილდოს მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა კარგი დროა ავტორიტეტის გაუმჯობესებისთვის.

ტყუპები

რთული დღეა. ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შეიძლება უსიამოვნებებს ყოველ ნაბიჯზე და ყველაზე მოულოდნელ დროს შეეჯახოთ – ვიღაც საყვარელ ადამიანს ეჩხუბება, ვიღაც კი ძვირფას ნივთს დაკარგავს… გირჩევთ, პრობლემებთან მარტო არ დარჩეთ – მეგობრებს ეაუბრეთ, საკუთარი პრობლემები მათთან განიხილეთ და რჩევა ჰკითხეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ემოციური ფონი მაღალია და კონფლიქტის ალბათობა არსებობს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და თავს უხეშობის უფლება არ მისცეთ. გირჩევთ, საქმიან მოლაპარაკებებში არ გაჯიუტდეთ და კომპრომისული გადაწყვეტილება მოძებნოთ. გახსოვდეთ, რომ რთულ დროს შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების იმედი გქონდეთ და ხშირად უნდა შეეხმიანოთ.

ლომი

ამ დღეს ყურადღების მოკრეფა და სამუშაო პროცესზე „გადართვა“ გიჭირთ. ყველასთვის მისაღები გამოსავლის პოვნა ადვილი არ იქნება, მაგრამ ეცადეთ, კონფლიქტი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ოჯახთან და ძველ მეგობრებთან ურთიერთობა დაგამშვიდებთ და ძალას შეგმატებთ. საღამოს საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და პრობლემების შემთხვევაში, ექიმს მიმართოთ.

ქალწული

სასურველი შედეგის მისაღწევად დიპლომატიურად უნდა იმოქმედოთ, მოწინააღმდეგის სიტყვებს ყურადღებით უსმინოთ და გაითვალისწინოთ. ამ დღეს უხეშობა და აგრესიულობა სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ და მოგვიანებით, ძალიან ინანებთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ ან რაიმე შემოქმედებით პროცესში ჩაერთოთ.

სასწორი

დღეს თქვენი განწყობა გარშემომყოფებზეა დამოკიდებული, ამიტომ მნიშვნელოვანია, ურთიერთობისთვის კეთილგანწყობილი ადამიანები შეარჩიოთ. ეცადეთ საქმეში თქვენი საუკეთესო პროფესიული უნარები გამოავლინოთ – ეს თქვენს კარიერაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას და სარისკო ინვესტიციებს.

მორიელი

გინდათ თუ არა, ამ დღეს გარემოებებს უნდა მოერგოთ, დანებდეთ და მოლაპარაკებებში ორმხრივად მოგებიანი პირობები მოძებნოთ. ნუ ეცდებით, მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ, რადგან ეს გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება და ცხოვრებას გაგირთულებთ. შეიძლება, რთული გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, რომელიც თქვენს მომავალზე გავლენას მოახდენს.

მშვილდოსანი

ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა. იქნებ, ზედმეტი ნივთების მოცილებით და დაწყებული საქმეების დასრულებით დაიწყოთ? ახალ, დიდ პროექტს მოერიდეთ – ახლა ამის არც ძალა გაქვთ და არც სურვილი. უბრალოდ, წარსულს დაემშვიდობეთ და სიახლეებისთვის ადგილი გაათავისუფლეთ.

თხის რქა

ამ დღეს ენერგიულად დაიწყებთ და მზად ხართ „მთები გადააბრუნოთ“. შეეცადეთ, ეს მუხტი მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ. მთავარია, ნეგატიურ ადამიანებს და კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. ყურადღებით უსმინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებებს – შეიძლება შემთხვევით თქვენთვის საინტერესო იდეა გააჟღერონ. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც საპასუხოდ გაგიღიმებთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

მერწყული

შეეცადეთ, ამ დღეს დაასრულოთ ყველაფერი, რასაც გამუდმებით სამომავლოდ აპირებდით. თუ დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ მეგობრებს სთხოვოთ, თუმცა ახლობელ ადამიანსაც სჭირდებათ თქვენი რჩევა და მხარდაჭერა და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. თუ გსურთ, ამ დღემ მეტი დადებითი ემოცია მოგიტანოთ, უნდა შეეგუოთ, რომ ყველაფერი თქვენს სურვილებზე არ არის დამოკიდებული.

თევზები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს ახალი საქმე არ უნდა დაიწყოთ. უმჯობესია, თავი შეიკავოთ ახალი ნაცნობობისგანაც, რათა უსიამოვნო სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. მეტიც – ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ, რადგან სხვების დახმარება სარგებელზე მეტ პრობლემას მოგიტანთ.

“ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები” – გია ვოლსკი გვარამია-მელიას გაერთიანებაზე

გაერთიანება, რომელსაც „ახალი“ დაერქვა, პირდაპირ მონაწილეა დანაშაულებრივი საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა ქვეყანაში – ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მელია-გვარამიას პარტიის წარმომადგენლების განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ აქვთ, უცხოელებისთვის კეთდება.

„განცხადებებს უცხოელი პარტნიორებისთვის აკეთებენ, რომ ვითომ სხვა არიან. ატყუებენ რომ კოალიციური მთავრობა იქნება სტაბილურობისა და დეპოლარიზაციის გარანტი. ეს არის მავნებელთა ერთი ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ნიშებს იკავებენ და სწორ დროს უნდა შეგროვდნენ. საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას წარმოადგენს, ზოგს სისხლში აქვს ხელები დასვრილი პირდაპირი მნიშვნელობით.

გაერთიანება, რომელსაც „ახალი“ დაერქვა, პირდაპირ მონაწილეა დანაშაულებრივი საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა ქვეყანაში. არა თუ შემოქმედნი, არამედ განმხორციელებელიც. ეს არის რეალობა. გინდ ახალი დაარქვი გინდ ძველი, ამათ ჰგონიათ რომ „ახალი“ თუ დაარქმევენ საზოგადოებას ახალი ეგონება. ეს არის ძველი მანქანა, რომელსაც მიაწებეს ახალი ნომრები. ამ მანქანამ ბევრი ადამიანის სიცოცხლეზე გადაიარა“,- განაცხადა ვოლსკიმ.

“ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს” – ზელენსკი

ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“მაშინ როდესაც უკრაინულ მარცვლეულს გზებზე და რკინიგზებზე ყრიან, ევროპაში ჯერ კიდევ შეაქვთ რუსული პროდუქცია, ასევე, სურსათი პუტინის კონტროლის ქვეშ მყოფი ბელარუსიიდან. კიდევ უფრო არასამართლიანია, როდესაც ვიღაც სისტემური სავაჭრო გადაწყვეტილებების განადგურებას ცდილობს, რომლებიც წლების განმავლობაში გამოიყენება და მთელი ევროპის სასარგებლოდ მუშაობს. ევროპის შიგნით სავაჭრო სეპარატიზმის მცდელობები მთელ კონტინენტს ავნებს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვაჭრობის საკითხი, კერძოდ კი ევროკავშირთან სავაჭრო ლიბერალიზაციის რეჟიმის გაგრძელება, არა მხოლოდ სურსათის კონკრეტულ სახეობებს, არამედ რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობასაც ეხება.

“ვაჭრობაში ნებისმიერი დანაკარგი – ეს რესურსის დაკარგვაა, რომელიც რუსეთს აჩერებს…ჩვენი მარცვლეული ევროკავშირის სამხრეთი ნაწილისთვის არის მნიშვნელოვანი, კერძოდ, კი ესპანეთისა და იტალიის აგრარული სექტორისთვის. ჩვენი შაქარი რუმინულ ბაზარს სჭირდება. ანალოგიური ფაქტების აღნიშვნა სურსათის სხვა კატეგორიებზეც შეიძლება,” – განაცხადა ზელენსკიმ.

“ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ საქართველოს!” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ნაკრებს და მთელ საქართველოს გამაჯრვებას ულოცავს.

„არის! გამარჯვება ჩვენია!

ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს!

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის გამარჯვებულია.

კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს!“, – წერს კალაძე “ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პლეიოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა და პლეიოფის ფინალში გავიდა.

შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა. მეტოქის კარში ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. პლეიოფის ფინალში ეროვნული ნაკრები საბერძნეთი-ყაზახეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი დღეს, 23:45 საათზე გაიმართება.

პლეიოფის ფინალი 26 მარტს, 21:00 საათზე, კვლავ „დინამო არენაზე“ გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.

“ვეცადოთ, ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა მოვიშოროთ და ისინი ქრისტიანული ცხოვრებითა და სათნოებებით შევცვალოთ” – მეუფე შიო

მარხვის აზრი მდგომარეობს ჩვენი დაცემული ნების მოთოკვაში, სხეულის დამორჩილებასა და ხორციელი ვნებების დათრგუნვაში – ვეცადოთ, ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა მოვიშოროთ და ისინი ქრისტიანული ცხოვრებითა და სათნოებებით შევცვალოთ, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი)სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მან დიდმარხვის პირველი კვირის ხუთშაბათი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი მარხვის პერიოდში ეკლესია გვახსენებს, რომ ყოველდღიური ცხოვრებისეული საზრუნავების გარდა, მარადიული ცხოვრება არსებობს.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის ხუთშაბათს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის პერიოდში წმინდა ეკლესია განსაკუთრებით გვახსენებს, რომ ყოველდღიური ცხოვრებისეული საზრუნავების გარდა, არსებობს მარადიული ცხოვრება და ჩვენ მოწოდებულნი ვართ ამ მარადიული სიცოცხლისთვის.

მაგრამ როგორ უნდა მოვემზადოთ მარადისობისთვის და ღმერთთან შეხვედრისთვის? – უნდა მოვემზადოთ სულის განწმენდითა და თავშეკავებით, მარხვით. როგორც ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ბოროტი სულების მოდგმა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით. აი, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მარხვის აზრი მდგომარეობს ჩვენი დაცემული ნების მოთოკვაში, სხეულის დამორჩილებასა და ხორციელი ვნებების დათრგუნვაში.

ამაზე საუბრობს, ასევე, წმინდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. მას მოჰყავს მაგალითად მორბენალები და მოკრივეები და წერს: „ნუთუ არ იცით, რომ ასპარეზობისას ყველანი რბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი მიიღებს ჯილდოს? ისე ირბინეთ, რომ მიიღოთ. ვინც იღვწის, ყველაფერს ითმენს: მოღვაწენი იმისთვის, რომ მიიღონ ხრწნადი გვირგვინი, ჩვენ კი იმისთვის, რომ დავიმსახუროთ უხრწნელი. ამიტომ ისე როდი გავრბივარ, თითქოს არ ვიცოდე, რისთვის; და არც მუშტებს ვიქნევ ისე, თითქოს ჰაერსა ვცემდე. არამედ ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, თავად არ ვიყო უღირსი”.

აქ წმინდა პავლე მოციქული საკუთარ თავზე საუბრობს და ამბობს, რომ ისე კი არ ასპარეზობს, თითქოს არ იცოდეს, რისთვის ასპარეზობს, ფუჭად და ამაოდ კი არ მოღვაწეობს, როგორც, მაგალითად, მოკრივეები, რომლებიც ვარჯიშის დროს ჰაერში იქნევენ მუშტებს, არამედ ნამდვილ დარტყმებს ვაყენებ ჩემს მტერს, ეშმაკს, მაგრამ ამისთვის ვიმონებ და ვთრგუნავ ჩემს სხეულს, რაღა სხვას რომ ვუქადაგებ, თავად არ გამოვჩნდე უღირსიო.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, პავლე მოციქულის ეს სიტყვები გახლავთ ფუძემდებლური ქრისტიანული ასკეტიკისთვის. აქედან ჩანს, რომ ხორციელი მოთხოვნილებების დათრგუნვის და თავშეკავების გარეშე შეუძლებელია ვნებების აღმოფხვრა და სულიერ ცხოვრებაში წარმატება.

დიდი მარხვის პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელია ასეთი ღვაწლისთვის. ამიტომ ვეცადოთ, მოვიშოროთ ჩვენი ცოდვები, ვნებები, უწმინდურობა და შევცვალოთ ისინი ქრისტიანული ცხოვრებითა და სათნოებებით და დავინახავთ, რა დიდ სიხარულს მოგვანიჭებს ჩვენ ეს… მაგრამ ამას სჭირდება შრომა და თავის იძულება, რადგან ,,სასუფეველი ცათა იიძულების”, როგორც ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმინდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“ , -აღნიშნა მეუფე შიომ.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს ამარცხებს – მეტოქეს გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაუტანა

საქართველო ლუქსემბურგის ნაკრებს ამარცხებს. თამაშში პირველი გოლი 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა. მატჩის პირველი ნახევრის დასრულებამდე წუთი რჩება.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ოთხი შეხვედრიდან ერთი მეტოქემ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ორჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს.

“უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს” – ალექსანდრ სირსკი

თავდაცვის ძალებმა აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, ტიერი ბიურკართან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ “ტელეგრამის” პირად არხზე წერს.

“ინფორმაცია მივაწოდე ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, იმის შესახებ, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზება შეძლეს”, – წერს სირსკი.

მან, ასევე, მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობასა და ხალხს “უკრაინის უწყვეტი და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.”

სირსკიმ, ასევე, მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საფრანგეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მომზადებაში მხარდაჭერისთვის.

“საქართველოდან წავედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს, აქ რომ ვბრუნდები და ასეთი სახის ტიტულს ვიღებ, სიამაყით მავსებს” – ილია თოფურია

საქართველოდან წავედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს, აქ რომ ვბრუნდები და ასეთი სახის ტიტულს ვიღებ, სიამაყით მავსებს, – ამის შესახებ UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოება დიდი პატივია.

„ძალიან, ძალიან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება ჩემთვის. საქართველოდან წავედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს, აქ რომ ვბრუნდები და ასეთი სახის ტიტულს ვიღებ, სიამაყით მავსებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ [პრეზიდენტს] ასეთი კარგი სიტყვებისთვის. როგორც ახსენეთ, ახლა მალე წავალ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ილია თოფურიამ.