Home Blog Page 1418

“საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ – საქართველოში ისრაელის ელჩი

საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“, ეს არის ბარბაროსული, არაადამიანური ტერორისტული ორგანიზაცია – ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ამ ომში, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩის თქმით, ისრაელს აქვს მოლოდინი საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, გამოხატოს მისი ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ამ ომში. ბევრმა ქვეყნამ გამოთქვა თავისი ურყევი მხარდაჭერა ებრაელის ხალხისა და ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ბევრი ადგილი თბილისში, ბათუმში განათებული იყო ისრაელის დროშის ფერებში. პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას. ჩვენი მოვისმინეთ თქვენი აღმასრულებელი ხელისუფლების ღია განაცხადები, მხარდაჭერა ჩვენი ხალხის მიმართ, ისევე როგორც სპონტანურად შევსწრებივარ მხარდამჭერ განცხადებებს ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან. საქართველომ უნდა დაგმოს „ჰამასი“ – ეს არის ბარბაროსული, არაადამიანური ტერორისტული ორგანიზაცია. „ჰამასი“ ზუსტადაც რომ არის „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ორგანიზაცია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს საერთაშორისო საზოგადოებისგან, რომ გამოხატოს მისი ცხადი მხარდაჭერა ისრაელის უფლებისადმი, რომ დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც კი საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. ეს არის ჩვენი ვალდებულება. თავისთავად ვგლოვობთ გარდაცვლილებს და ვლოცულობთ ჩვენი მოქალაქეების – ქალების, ბავშვების უსაფრთხოებაზე, იმ ბავშვების უსაფრთხოებაზე, რომლებიც ტყვედ ჩაიგდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავანადგუროთ ეს ორგანიზაცია!“,- განაცხადა ელჩმა.

“რუსეთის შავი ზღვის ფლოტის “გადასახლება”-უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?”- China National Radio

ჩინეთის ეროვნულმა რადიომ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა საუბარი სამხედრო მიმომხილველ ჯოუ ვეიჯენთან, რომლის დროსაც იგი ეხება რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზის ნაწილობრივ ყირიმიდან აფხაზეთში (საქართველოს ტერიტორია, რუსეთის მიერ ოკუპირებული) გადატანას.

ტექსტი გამოქვეყნებულია სათაურით „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის „გადასახლება“: უკანდახევა შეტევისათვის თუ ნატოს სამხრეთული ექსპანსიის შეკავება?“.

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

ამას წინათ თანამგზავრის მიერ კოსმოსიდან გადაღებულმა ფოტოებმა აჩვენა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბევრმა ხომალდმა ყირიმში მდებარე სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა დატოვა. ბოლო დროს უკრაინის არმია რამდენჯერმე შეეცადა სევასტოპოლზე თავდასხმას და სამხედრო ბაზას გარკვეული ზიანიც მიაყენა. ამ ფონზე მოსკოვმა გადაწყვიტა შავი ზღვის ფლოტისათვის ახალი ბაზა გამოეძებნა და იპოვა კიდეც – ოჩამჩირის უბე აფხაზეთში, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობს კიევის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.
(…)
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, რუსეთი აფხაზეთში მდებარე შავი ზღვის უბეში – იქ, სადაც ქალაქი ოჩამჩირეა განლაგებული, შავი ზღვის ფლოტის ბაზირების ახალ პუნქტს ქმნის.

ოჩამჩირის პორტი ორმაგი დანიშნულებისაა – იქ არის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ნავმისადგომები. როგორც ჩანს, ახალი ბაზის მშენებლობა გულისხმობს „დროებით უკანდახევას შეტევაზე გადასვლის მიზნით“, ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, „სივრცის დროზე გადაცვლას“. ამ გადაწყვეტილების წყალობით, რუს სამხედროებს შეუძლიათ სტრატეგიული პასიურობიდან აქტიურობაზე გადავიდნენ.

რასაკვირველია, შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლიდან გაყვანა არ ნიშნავს ამ სამხედრო პორტზე უარის თქმას, რომელიც უკვე რამდენიმე ასეული წელია მოქმედებს (1783 წლიდან). ოჩამჩირის პორტი შეიძლება ახალი სტრატეგიული საყრდენი პუნქტი გახდეს რუსეთის ფლოტისათვის, რაც მოსკოვს საშუალებას მისცემს შავი ზღვის აკვატორიის კონტროლი შეინარჩუნოს.

ოჩამჩირე ოდესიდან პირდაპირი ხაზით 700 კილომეტრით არის დაშორებული, ასეთი მანძილი კი უკრაინას ხელს შეუშლის საზღვაო თუ საჰაერო დრონების დარტყმებისათვის გამოყენებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ „გადასახლება“ გავლენას არ მოახდენს რუსეთის ხომალდების მობილურობასა და შემტევ ძლიერებაზე. რუსული გემებს ახალი ბაზიდანაც შეუძლიათ უკრაინის ღრმაწყლიან ნავსადგურებზე შეტევა.
(…)
როგორც ჩანს, რუსეთი ტაქტიკურად უკან იხევს, რომ შემდეგ შეტევაზე გადავიდეს – სავარაუდოდ, ნატოსთან დასაპირისპირებლად. გარდა ამისა, რუსეთს ოჩამჩირეში ახალი ბაზის მშენებლობისათვის კიდევ ერთი მიზეზი აქვს: აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას წარმოადგენს და რუსეთს სამხრეთიდან ესაზღვრება.

2008 წელს [ქართულ-ოსური კონფლიქტის საფუძველზე] მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოსკოვმა სეპარატისტული აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ კრემლის გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, არც საქართველო არ დაეთანხმა და მთლიანობაში – არც საერთაშორისო გაერთიანება.

სამხრეთ კავკასიაში მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ამას წინათ მომხდარი ამბებით, რასაკვირველია, რეგიონში ნატოს გეგმებიც სერიოზულად იცვლება, მისი გააქტიურების მხრივ. შესაბამისად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხრეთული ექსპანსიის შესაკავებლად, მოსკოვმა აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის შექმნა განიზრახა.
(…)
ზოგიერთი ანალიტიკოსი თვლის, რომ ოჩამჩირის პორტში დღეს არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები არასაკმარისია და, აქედან გამომდინარე, ხომალდების დიდი რაოდენობით განსათავსებლად მოუხერხებელია. შესაბამისად, ამ მომენტში მოსკოვისათვის ოპტიმალური ვარიანტს ოჩამჩირეში ჯერ-ჯერობით ფლოტის მხოლოდ გარკვეული ნაწილის ბაზირება წარმოადგენს.

თანამედროვე სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა – ეს გრანდიოზული გეგმაა, რომელიც მოითხოვს არამარტო ღრმაწყლოვან და გაუყინავ ნავსადგურს, არამედ კარგად შეთავსებულ ბუნებრივ პირობებსაც, ასევე რიგი დამატებითი სამხედრო ობიექტების მშენებლობას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. (…)

წყარო

“საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება” – ირაკლი ღარიბაშვილი

ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ, რომ პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში.

„ძვირფასო პრემიერ მინისტრო, პატივცემულო უნგრეთის მთავრობის წევრებო ძვირფასო სტუმრებო, მეგობრებო, მეგობრებო, მე მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს და ძლიერ მხარდამჭერს, ბატონ ვიქტორ ორბანს, მე ბედნიერი ვარ და მოხარული ვარ, რომ პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში.

მე შეგახსენებთ ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მე ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ, ასევე ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, მე მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ როგორც მე აღვნიშნე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა პრემიერმა.

“ევროკავშირს სჭირდება ადამიანები, ვისაც სურს იმუშაოს და იყვნენ კრეატიულები. თუ არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, დაკარგავს კონკურენტუნარიანობას”

ევროკავშირს სჭირდება ისეთი ადამიანები, ვისაც სურს იმუშაოს და იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, საბოლოოდ ფასს გადაიხდის იმით, რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კახეთში, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის მეშვეობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერა ორივე ქვეყანამ. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება. ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში. მე მახსოვს, რომ ცენტრალური აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს, ეს არის 2000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირში უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი 20 წლის, შეიძლება მივაკუთვნოთ ძირითადად ცენტრალური ევროპის ქვეყნების გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს ნიშNავს, რომ ევროკავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია. ისეთი ადამიანები, ვისაც სურს იმუშაოს და იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის იმით, რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი“, – აღნიშნა ორბანმა.

ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს – პიტერ სიიარტო

ჩემს მეგობართან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად განვიხილეთ ურთიერთობების განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის, ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

სიიარტოს თქმით, უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.

„ბრიუსელი უსამართლოდ ექცევა საქართველოს, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს, როდესაც, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოს არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ამ დროს საქართველო არ არის უარეს პირობებში, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. უნგრეთი სრულ მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. შუალედური ანგარიში, რომელიც ევროკომისიას წარედგინა, ადასტურებს, რომ ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს გაწევრიანების პროცესში. ევროპა დიდი სარგებელს მიიღებს საქართველოს ჩვენთან დაახლოებით, თუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება. ასე რომ, ამ შემოდგომაზე, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება, უნგრეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოსთვის ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა სიიარტომ.

https://www.facebook.com/szijjarto.peter.official/posts/854726086120686?ref=embed_post

გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს -ბექა ოდიშარია

გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს,- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების მუდმივი განთავსების საკითხის კომენტირებისას  განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს კიდევ მეტი ოკუპაცია განახორციელოს რუსეთმა, „ქართული ოცნება” დააზიანონ და დაიბრუნონ ხელისუფლება, რადგან სხვა შანსი მათ არ აქვთ“.

„მე მახსოვს ყველა ომი, რომელიც გადაგვხდა. საფრთხეს, როგორსაც ვხედავდი 1991-92 წლებში, მომდევნო წლებში, 2008 წელს და ახლა განსაკუთრებულს, რადგან გავეშებულია აბსოლუტურად რუსეთი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გამოვიბათ ასი ყური და ასი თვალი, რომ რამე არ გამოგვრჩეს. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს და არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რუსეთის ფედერაციას რაიმე საბაბი ჰქონდეს დამატებითი აგრესიისთვის. რაც აგრესია განვიცადეთ, მატერიალური, მორალური, ფიზიკური, უნდა ვიკმაროთ და პირიქით დავატრიალოთ ბორბალი, ამას აკეთებს „ქართული ოცნება”,- განაცხადა ოდიშარიამ.

“ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი” – ვიქტორ ორბანი

ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კახეთში, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესი აქვს, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, ამის საუკეთესო გამოსავალია, დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ძალიან გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით. ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ, მართალია, ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე“, – აღნიშნა ორბანმა.

საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტი არ გვყავს, მონაწილეობას ვერ მივიღებ იმპიჩმენტში, რადგან იმპიჩმენტის ობიექტი არ არსებობს -გრიგოლ ვაშაძე

მონაწილეობას ვერ მივიღებ პრეზიდენტის იმპიჩმენტში, რადგან იმპიჩმენტის ობიექტი არ არსებობს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტი არ ჰყავს და მის მიმართ არც სამართლებრივი, არც მორალური და არც პოლიტიკური ვალდებულებები არ აქვთ.

„2018 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა, ჩატარდა ბიუროკრატიულ-კრიმინალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც სალომე ზურაბიშვილო ოფისში შეიტანეს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს პრეზიდენტი არ გვყავს და მის მიმართ არც სამართლებრივი, არც მორალური, არც პოლიტიკური ვალდებულებები არ გვაქვს. ჩემთვის ეს განცხადება დღესაც მოქმედია და მონაწილეობას ვერ მივიღებ იმპიჩმენტში, რადგან იმპიჩმენტის ობიექტი არ არსებობს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

“მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ, პირადად თქვენდამი”

მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, როგორც მე აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს და ძლიერ მხარდამჭერს, ბატონ ვიქტორ ორბანს. მე ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი. რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. შეგახსენებთ, რომ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ. ასევე, ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, როგორც აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

თევზაძის თქმით, მიუხედავად ხარვეზებისა, პრეზიდენტმა „თავდაცვის კოდექსს“ ხელი მაინც მოაწერა, რადგან ის მნიშვნელოვან პრობლემებს აწესრიგებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „საქართველოს თავდაცვის კოდექსს“, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს. ამიერიდან, სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, „საყარაულო“ ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც, მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა“, – განაცხადა თევზაძემ.

ცნობისთვის, „თავდაცვის კოდექსი“ პარლამენტმა, მესამე მოსმენით დაამტკიცა. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი 80 ხმით მიიღეს.

„თავდაცვის კოდექსი“, თანმდევი კანონპროექტებით, ახლებურად აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

თიბისის მხარდაჭერით ბათუმში DATA BOOTCAMP ჩატარდება

თიბისის განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით, 23-29 ოქტომბერს ბათუმში Data Bootcamp-ი გაიმართება.

მონაცემთა ანალიზის და პროგრამირების, 7 დღიან ინტენსიურ, სასწავლო კურსებზე მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ მიმართულებებს: ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება (ML) და კომპიუტერული ხედვა (CV).

პროექტის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩართვებიან ტრენინგებსა და მენტორშიფ სესიებზე, ფინალურ დღეს კი შექმნილ პროექტებს, წარუდგენენ ჟიურის წევრებს, რჩეული გუნდები და მონაწილეები დასაჩუქრდებიან სპეციალური პრიზებით.

Data Bootcamp-ის პარტნიორია თიბისი, რომელიც რჩეულ მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას Data Academy-ის ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების და პრაქტიკული გადამზადების ორკვირიან კურსში ჩაერთონ და თიბისის პროფესიონალ ჯგუფთან ერთად იმუშაონ მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

Data Bootcamp-ში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, პროგრამირებაში გამოცდილ და Data Science-ით დაინტერესებულ პირებს, რომელთა ასაკიც 15 წელს აღემატება. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://shorturl.at/iny15

Data Bootcamp-ი ჩატარდება ბათუმის ტექნოპარკში გ. ლეონიძის ქ. N15.

R

როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ს ახალი ელჩი, “ქართულ ოცნებას” ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა -რომან გოცირიძე

სასიამოვნოა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი იქნება. ის ისეთივე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორსაც კელი დეგნანი თამაშობდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ აშშ-ის ახალი ელჩის, რობინ დანიგენის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩი, „ქართულ ოცნებას“ ერთი თვის თავზე მასთან კონფლიქტი მოუვა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ დემოკრატია, დასავლური ღირებულებები, ქვეყნის ევროპული მისწრაფებები მიუღებელია.

„„ქართული ოცნება“ რუსეთის გზას დაადგა და ამ ისტორიულ მომენტში არის რუსეთის მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ, გამოკვეთილი აქვს ანტიდასავლური გეზი. ჩვენ ვისმენთ რიტორიკას, რითიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ. ასევე, თუ გავიხსნებთ აშშ-ის წინა ელჩთან დაკავშირებულ ინციდენტებს, ეს შემთხვევითი არ იყო, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კურსთან შეუთავსებელია. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ ახალ ფურცელს გადაშლის და დაივიწყებს იმ უპატივცემულებას, შეცდომას თუ დანაშაულს, რასაც ჩადიოდა და აშშ-ის ყოფილი ელჩის მიმართ ავლენდა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.