Home Blog Page 14

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 მაისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ფოთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა სოხუმში. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი ამინდია, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმს. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმს – დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება ბორჯომშიც, სადაც +25 დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. იწვიმებს ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 9 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმს, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმს. დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში ძლიერ წვიმას ელოდებიან. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

თბილისშიც წვიმიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

 “ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობაზე, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან” – გივი მიქანაძე

ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილს მიესალმება „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გზავნილში ნათლად ჩანს განწყობა, რაც ქვეყნებს შორის დადებითი მიმართულებით, ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა უნდა გახდეს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეს გზავნილი მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან.

“ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობაზე, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან. უნდა ველოდოთ იმ გადატვირთვის კომპონენტს, რაზედაც არაერთხელ, საჯაროდ განვაცხადეთ. ვფიქრობთ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დასაწყისი ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში განვითარებაში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ტრამპმა გუშინ, დღის ბოლოს მიულოცა. ტექსტში ასევე ნათქვამი იყო, რომ ამერიკის „ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.“ „სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით“ – წერს ამერიკის პირველი პირი ქართველ კოლეგას.

დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი, არ დავუშვებთ არავითარ პრინციპულ კომპრომისებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე-ირაკლი კობახიძე

დღეს ვართ დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული იმ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. არ დავუშვებთ არავითარ პრინციპულ კომპრომისებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ რთული გზა გაიარა, მათ შორის იყო ოთხი ომი და სისხლიანი ავტორიტარიზმის, აგენტურის მმართველობა, რომელმაც ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სუვერენიტეტი დაუბრუნა და დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

„გასული 35 წელი იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის, იყო ოთხი ომი – სამოქალაქო ომი, აფხაზეთში ომი, ცხინვალის რეგიონში ომი, შემდეგ კიდევ ერთი ომი 2008 წელს და ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის აღდგენიდან პირველი 20 წლის განმავლობაში გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ, ამის გარდა იყო სხვადასხვა ტიპის პრობლემები. თავიდან საკმაოდ მყიფე იყო ხელისუფლება, რადგან ახალი ჩამოყალიბებული იყო და არც დასცალდა შედგომა, როდესაც მოხდა ხელისუფლების გადატრიალება 1991 წლის ბოლოს. შემდეგ იყო შევარდნაძის ხელისუფლება, იქაც იყო თავისი პრობლემები და ამის შემდეგ, 2003 წლის რევოლუციის საფუძველზე, რომელიც სწორედ „დიფ სთეითმა“ მოაწყო გარედან, საქართველოში ჩამოყალიბდა სისხლიანი ავტორიტარიზმი, ქვეყანამ დაკარგა სუვერენიტეტი. რეალურად, ქვეყანას ჰყავდა გარედან დანიშნული ხელისუფლება ცხრა წლის განმავლობაში და ამან უმძიმესი პრობლემები გამოიწვია. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ – ეს იყო ადამიანების მკვლელობა, წამება, ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ტოტალური მედიამონოპოლია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა, ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლებიც საქართველოში აგენტურის მმართველობამ გამოიწვია. თუმცა 2012 წლის შემდეგ ჩვენ დავიბრუნეთ სუვერენიტეტი. თავდაპირველად ეს სუვერენიტეტიც იყო ძალიან მყიფე და გახსოვთ პირველი რვა წელიწადი, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ გვიწევდა უამრავ კომპრომისზე წასვლა იმის გამო, რომ უნდა გვევლო ბეწვის ხიდზე. ძალიან ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც მთლიანად გარედან იყო თავს მოხვეული „დიფ სთეითის“ მიერ. მაშინ, როდესაც იყო საუბარი დამნაშავეების დასჯაზე, პირდაპირ სახელები და გვარები იყო, რომ ეს შეგიძლია დაიჭირო, ეს არ შეგიძლია დაიჭირო. პირდაპირ გვარები ჰქონდა ჩამოწერილი მაშინ „დიფ სთეითს“ და ამას აკეთებდნენ ევროპული და ამერიკული ბიუროკრატიის ხელით.

აღალი რანგის პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები პირდაპირ გამოდიოდნენ ამერიკიდან და ევროპიდან და გვიკრძალავდნენ დამნაშავეების დასჯას. ასევე, იყო კოალიცია და ამ კოალიციაში დიდი დოზით იყვო წარმოდგენილი „დიფ სთეითის“ აგენტურა. ასე გამოვიარეთ პირველი ოთხი წელი, შემდეგ ასევე რთული იყო მომდევნო ოთხი წელი და, საბოლოო ჯამში, ბოლო ოთხი წელი იყო გადამწყვეტი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის. ეს იყო საკვანძო ფაზა ამ ბრძოლაში და ჩვენ მოვახერხეთ, თვისებრივად, სუვერენიტეტის მოპოვება ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ხედავთ, რომ ვართ ნამდვილად დამოუკიდებელი, როგორც არასდროს, შეგვიძლია, დამოუკიდებლად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი და აღარ ვართ დამოკიდებული ამ მანკიერ განზრახვებზე, რაც შეიძლება გარედან ჰქონდეთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. პატარა ქვეყანა ვართ და, რა თქმა უნდა, ანგარიშის გაწევაც მოგვიწევს ბევრი რამისთვის, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული რაიმე პრინციპული კომპრომისები, პირველ რიგში, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე“, – აღნიშნა პრემიერმა.

ჯო უილსონი ასეთი კაცია – ვინც პირველი გავა კავშირზე, იმას მოემსახურება, ამ შემთხვევაში, პირდაპირ „დიფ სთეითს“ ემსახურება, სუსტი, დამყოლი კაცია და მარტივად მიჰყვება ინსტრუქციებს- ირაკლი კობახიძე

ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა გასცა, რომ ის დაამარცხებდა „დიფ სთეითს” და, შესაბამისად, აშშ-ს დაუბრუნებდა სუვერენიტეტს, ამას ველოდებით სრული მოთმინებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ფასი აქვს მხოლოდ დამოუკიდებელ და სუვერენულ შეერთებულ შტატებს.
კითხვაზე, რომელიც კონგრესმენ ჯო უილსონის საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი გზავნილს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის იღებს დავალებებს „დიფ სთეითისგან” და მიჰყვება ინსტრუქციებს.
„ჯო უილსონი ასეთი კაცია – ვინც პირველი გავა კავშირზე, იმას მოემსახურება. ამ შემთხვევაში, პირდაპირ „დიფ სთეითს” ემსახურება, პირდაპირ იღებს დავალებებს, არის სუსტი კაცი, დამყოლი კაცი, ასე ვთქვათ და მარტივად მიჰყვება ინსტრუქციებს. ხანდახან, დღეში 6-7 ე.წ. პოსტი გაუვრცელებია „ფეისბუქზე”, იღებს დავალებას და ამ დავალებების მიხედვით მოქმედებს, ამიტომ მას არ აქვს რაიმე განსაკუთრებული ფასი, შეიძლება პაიკს ბევრად დიდი ფასი ჰქონდეს საჭადრაკო დაფაზე, ვიდრე აქვს მას. პაიკის ფასიც არ აქვს. საინტერესო არ არის ეს ადამიანი პიროვნულად. საინტერესოა ის ინიციატივები, რომლებსაც მისი სახელით აყენებს ხოლმე „დიფ სთეითი”. ბუნებრივია, კოორდინაციაშია ოპოზიციასთან. „დიფ სთეითი” რაღაცას ავალებს ჯო უილსონს, შემდეგ ავალებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”, ახვედრებს ერთმანეთს, მარტივი კოორდინაციაა. ეს ასე იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ რაც „დიფ სთეითს” შეეხება ჩვენთვის არაფერს აქვს ფასი, ჩვენთვის ფასი აქვს დამოუკიდებელ, სუვერენულ აშშ-ს. ტრამპის ადმინისტრაციამ ასეთი პირობა გასცა, რომ ის დაამარცხებდა „დიფ სთეითს” და შესაბამისად, აშშ-ს დაუბრუნებდა სუვერენიტეტს. ამას ველოდებით სრული მოთმინებით,”- განაცხადა პრემიერმა.

შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა თავის დროზე დატოვა ქვეყანა და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა -ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული, შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა, თავის დროზე, დატოვა ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სუს-ს და მის ხელმძღვანელს, ანრი ოხანაშვილს, რომელმაც სამართლის აღსრულება უზრუნველყო.
„ზოგადად, როგორც აღმოჩნდა, გიორგი ბაჩიაშვილს, სამწუხაროდ, სჩვევია ზღაპრების მოყოლა. თუ მართალია და დავუშვათ რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებს უნდოდა მისი მკვლელობა და მერე უნდოდათ, რომ ეს გადაებრალებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის, ამ შემთხვევაში, მისთვის საშველი ყოფილა პატიმრობა, რომელიც ახლა აქვს საქართველოში. ამ ყველაფერს გამოძიება აჩვენებს, აქაც მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ დეტალებზე ვისაუბრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალი აღსრულდა, ეს არის ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის მთავარი, სამართლის უზენაესობა განუხრელად უნდა იყოს დაცული. აქ ჩატარდა მცირე ოპერაცია, მცირე, თუ არა მცირე – ეს ცალკე საკითხია და სუს-ს, მის ხელმძღვანელს – ანრი ოხანაშვილს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო სამართლის აღსრულება. შეურაცხმყოფელი იყო სახელმწიფოსთვის ის ფორმა, რა ფორმითაც ბაჩიაშვილმა, თავის დროზე, დატოვა ქვეყანა და, სწორედ, ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აღდგა სამართლის უზენაესობა და კანონი აღსრულდა,”- განაცხადა პრემიერმა.

ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ -ირაკლი კობახიძე

ჩვენი გუნდის განზრახვაა, რომ საგამოძიებო კომისიის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში და ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სისხლიანმა რეჟიმმა ცხრა წლის განმავლობაში შეიწირა ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, უშუალოდ შეეხო ათი ათასობით ადამიანს ეს რეჟიმი.

„150 ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, პირდაპირ საჩვენებელ მკვლელობებს აწყობდნენ შუა ქუჩაში, ციხეებში 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა წლის განმავლობაში. რომ ავიღოთ 2010-2011 წლების სტატისტიკა, 140-ზე მეტი ადამიანი კვდებოდა და სტატისტიკა საშუალოდ 20-ს ჩამოსცდა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 100-ზე მეტ ადამიანის მარტო ციხეებში კლავდნენ ყოველწლიურად, ამ დონის რეჟიმი იყო ჩამოყალიბებული. ბიზნესის რეკეტი პირდაპირ შეეხო ათი ათასობით ადამიანს, დაახლოებით ათი ათასმა კაცმა სახელმწიფოს აჩუქა თავის ქონება. მედიასთან დაკავშირებით ჩემზე კარგად გახსოვთ ყველაფერი რა ვითარება იყო, ომი დაიწყეს 400-ზე მეტი ადამიანი, ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი შეეწირა მათ მიერ დაწყებულ ომს. უამრავ ადამიანს მარტო სიცოცხლის დაკარგვის დონეზე შეეხო ეს რეჟიმი რომ არაფერი ვთქვათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ნერვებზე. დღეს რეალურად ვიხსენებთ იმას, რაც ყველას გვახსოვდა, უბრალოდ ემოციურ დონეზე გვქონდა მივიწყებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. კიდევ ერთხელ იკრიბება ფაქტები, რომლებიც საფუძვლად უნდა დაედოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ეს არის მთლიანად ჩვენი გუნდის განზრახვა, რომ ამ პროცესის საფუძველზე მოვამზადოთ სარჩელი, რომელიც შევა საკმაოდ მალე საკონსტიტუციო სასამართლოში. ვფიქრობთ, ყველანაირი საფუძველი იქნება მომზადებული, რათა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მასთან დაკავშირებული პარტიები, გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

ვფიქრობ, რომ ოთხივე პარტიაზე უნდა გავრცელდეს, ამას გვიჩვენებს პროცესი, როდესაც მომზადდება შესაბამისი სარჩელი, მერე წარიმართება პროცესი სასამართლოში. ვფიქრობ, რომ წინასწარი ჩემი ანალიზი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თავისუფლად არის შესაძლებელი, ეს შედეგი გავრცელდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ მოაზრებულ ოთხივე პარტიაზე – ეს არის „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, რა განსხვავებაა „ახალსა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის? ერთი პარტიაა ორად გაყოფილი. ასევე რაც შეეხება „ლელოს“, ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები პირდაპირ იყვნენ ჩართული უმძიმეს ქმედებებში. რაც შეეხება გახარიას, დღესაც ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია იმ პარტიასთან, რომელიც მაშინ სისხლიან რეჟიმს ხელმძღვანელობდა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ეს პარტიები პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს და ქვეყნის მოსახლეობას.

რაც მთავარია, ეს პარტიები, ყველა ერთად დღეს არიან ჩართული ანტიკონსტიტუციურ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არც მალავენ ამას, პირდაპირ დადიან დერეფნებში და ითხოვენ ქვეყნის დასჯას, დასანქცირებას, ათასი ტიპის შეზღუდვის შემოღებას და ეს ხომ ხელის გულზე დევს. პირდაპირ ხომ უპირისპირდებოდნენ კანდიდატის სტატუსის მიღებას. დღესაც ხომ აღშფოთდნენ ტრამპის წერილთან დაკავშირებით არც აშშ-თან დაახლოება უხარიათ, არც კანდიდატის სტატუსი უხარიათ, პირიქით უპირისპირდებიან ამ ყველაფერს. ეკონომიკასთან დაკავშირებით ერთმანეთის მიყოლებით საუბრობდნენ, რომ წელს ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და საშუალო ზრდა გვაქვს პირველი კვარტლის ცხრა პროცენტზე მეტი, ეს პირდაპირ ხელის გულზე დევს. პირდაპირ თანამშრომლობენ უცხოურ ძალებთან იმისათვის, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის მოსახლეობას, ეს ყველაფერი იძლევა საფუძველს იმისათვის, რომ ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით შევიტანოთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მგონია, რომ რობინ დანიგანს სურდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის“ ხელი და ღონისძიებამ აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა -ირაკლი კობახიძე

მე მგონია, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს სურდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის” ხელი და აშშ-ის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნებისმიერ ელჩს უნდა, რომ სრულფასოვნად შეასრულოს საკუთარი დიპლომატიური ფუნქციები შესაბამის ქვეყანაში და ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრება, ამ კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტია.

„მე მგონია, რომ მას ძალიან ენდომებოდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. რა შეიძლება იყოს ელჩისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე შესაბამისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქვეყნის ცენტრალურ მოედანზე, თუმცა ხედავთ, რომ რაღაც გამოგონილი საბაბით – ჯერ გვითხრეს, რომ თბილისში არ იყო, შემდეგ საჯაროდ თქვეს, რომ ქვეყანაში არ იყო, აქაც პირდაპირ ჩანს „დიფ სთეითის” ხელი, რაც აიძულებს კონკრეტულ ადამიანებს, რომ მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ახსნადი არ არის, რაციონალური ახსნა ამ ყველაფერს არ აქვს. მე ვარაუდი გამოვთქვი, მე მგონია, რომ მას სურდა პიროვნულად, ვიცნობ მას და დადებითი წარმოდგენა მაქვს, მე მგონია, რომ მას სურდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, თუმცა აქაც ჩაერია „დიფ სთეითის” ხელი და ხედავთ, რომ ამერიკის ელჩის გარეშე ჩაიარა ამ ღონისძიებამ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს წარმატება თქვენი მეგზურია. რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ვარსკვლავების მხარდაჭერით სასურველ შედეგს მიიღებთ. თქვენი საიმედო პარტნიორი ყველაზე რთული, მაგრამ პერსპექტიული იდეის განხორციელებაში დაგეხმარებათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, ზოგ კითხვაზე პასუხის მიღება შეუძლებელია, ამიტომ სხვა დღისთვის უნდა გადაიტანოთ.

კურო

ამ დღეს უამრავი სირთულის და გაუგებრობის დაძლევა მოგიწევთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანი უხეშად მოგექცეთ, თუმცა არ უნდა დაივიწყოთ, რომ ასეთი ქცევის უკან რაღაც მიზეზი იმალება. საჭიროების შემთხვევაში თავი დაიცავით და არაკეთილმოსურნეს ღირსეული პასუხი გაეცით. მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ შური იძიოთ და წართმეული სიმშვიდე დაიბრუნოთ.

ტყუპები

ეცადეთ, ამპარტავნობა დაიცხროთ და გააცნობიეროთ, რომ ქებას სხვებიც იმსახურებენ. ეს თქვენ ირგვლივ მყოფებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენს. შეიძლება, შეხვდეთ ადამიანს, ვისთანაც ოდესღაც იჩხუბეთ – ეს არის ბოდიშის მოხდისა და ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა. საღამოს გადახედეთ ადამიანების წრეს, ვისაც სახლში ხშირად მასპინძლობთ — სავარაუდოდ, მათ შორის არის ვიღაც, ვინც თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს.

კირჩხიბი

სირთულემ, რომელიც ამ დღეს თქვენს გზაზე გაჩნდება, შესაძლოა, დასახული მიზნის მიღწევაში ხელი შეგიშალოთ. ფიქრობთ, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, მაგრამ ჯობია, რომ პრობლემები ახლობლებს გაუზიაროთ. მარტო ყოფნას მოერიდეთ და ეცადეთ, მთელი დღე საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ. უარი თქვით შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეიძლება. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა!

ლომი

თავი არ მოიტყუოთ და იმ საქმის კეთება არ დაიწყოთ, რომელშიც კარგად ვერ ერკვევით. ჯობია, გულახდილად აღიაროთ, რომ ამა თუ იმ ამოცანის შესრულება თქვენს ძალებს აღემატება. ეცადეთ, საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრის დრო გამონახოთ. ამ დღეს ყველაზე კარგად გარშემომყოფთა მოხიბვლა გამოგდით, თანაც განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.

ქალწული

ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, რადგან მალე ახალი პასუხისმგებლობები დაგაწვებათ. ჭორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად – კარგად იცით, ადამიანები საკუთარი იდეებით როგორ დააინტერესოთ. უფროსი ნათესავის რჩევები ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ უფრო ხშირად უნდა მოუსმინოთ.

სასწორი

შემოქმედებითი პროფესიის სასწორებმა ეს დღე მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ. შემოქმედებით იმპულსებს ნუ წაუყრუებთ და ეცადეთ, რაღაც გრანდიოზული შექმნათ. საღამოს შეიძლება უამრავი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც წარმოსახვის უნარს მოითხოვს. თუ უსიამოვნო სიმპტომები იგრძენით, ექიმთან მისვლა არ გადადოთ.

მორიელი

ეცადეთ, ამ ღამეს ნანახი სიზმარი დაიმახსოვროთ – მან შეიძლება მომავალზე გაცილებით მეტი გითხრათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის, რაც გაშინებთ, შეიძლება დიდი პრობლემების გადალახვაზე მიანიშნებდეს. ვარსკვლავები ახლა თქვენს მხარეს არიან. ასე რომ, ახალი საქმეების წამოწყების არ შეგეშინდეთ.

მშვილდოსანი

ყურადღების მოკრება გიჭირთ, ამიტომ საქმიან ქაღალდებთან მუშაობის დროს შეიძლება სერიოზული შეცდომა დაუშვათ ან სხვადასხვა გაუგებრობა წარმოიშვას. თქვენი მცდელობა, ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ, შედეგს ვერ გამოიღებს — ამიტომ ჯობია, დინებას მიჰყვეთ და დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. მზად იყავით იმისთვის, რომ მცირე გაუგებრობას ურთიერთობაში სირთულეები და გაუცხოება მოჰყვება.

თხის რქა

ამ დღეს წინასწარ შედგენილი გეგმების განხორციელებას ადვილად შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარში შემოქმედებითი პოტენციალი მცირდება და ბრწყინვალე იდეების გაჩენის იმედი არ უნდა გქონდეთ. საქმიანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადადეთ. ახლა უმჯობესია, საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებს მოუსმინოთ. გაანებივრეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი და ეცადეთ ეს დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გახადეთ.

მერწყული

პროფესიულ სფეროში დაშვებული ერთი შეცდომაც კი შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ, ამიტომ ყურადღებით იმუშავეთ როგორც ქაღალდებთან, ისე ადამიანებთან, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. წუთიერმა უყურადღებობამ შეიძლება კარგი კლიენტი ან მოგებიანი შეთავაზება დაგაკარგვინოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

თევზები

ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების მოწმე გახდებით და ეს სასიკეთო ცვლილებებია. თუ ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანს დაუმსახურებლად გული ატკინეთ, მოუბოდიშეთ და რამე გემრიელი აჩუქეთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან გულწრფელობისგან და პირად ინფორმაციას ნურავის გაუზიარებთ – თქვენი სიტყვები შეიძლება თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ.

ოპოზიციის რეაქციები ტრამპის წერილთან დაკავშირებით იყო სრული ისტერიკა, სახე დაკარგეს, თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს რადიკალური ოპოზიციაა -ირაკლი კობახიძე

თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ტრამპის წერილთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქცია იყო სრული ისტერიკა.

„თქვენ ნახეთ ოპოზიციის რეაქციები  ამ წერილთან დაკავშირებით – სრული ისტერიკა. სახე დაკარგეს საერთოდ, როდესაც კომენტარებს აკეთებდნენ ამ წერილთან დაკავშირებით. უბრალოდ სასაცილოები გახდნენ თავიანთ კომენტარებში, იმდენად არაადეკვატურები იყვნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საბოლო ჯამში, ორთაბრძოლა გრძელდება და იმედი უნდა დავიტოვოთ, სწორედ ტრამპის ადმინისტრაცია გაიმარჯვებს Deep State-ზე. ეს თუ ასე არ მოხდება, ამ შემთხვევაში პრობლემები დარჩება, სამწუხაროდ, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია და ასეთ შემთხვევაში გვაქვს ყველანაირი რესურსი იმისა, რომ თვისებრივად გაჯანსაღდეს ჩვენი ურთიერთობები.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ოპოზიციის ისტერიკას. მუდმივად საუბარი აქვთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც კურსი შევიცვალეთ, არ გვინდა ამერიკისკენ, არ გვინდა ევროპისკენ და ა.შ. ამ დროს, დღეს შემოვიდა წერილი, რომელიც იძლევა იმის იმედს, რომ შეიძლება გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ისტერიკა რატომ უნდა მოჰყვეს შენი მხრიდან ასეთ წერილს, ხომ გაუგებარია, მაგრამ ამაზე მეტიც გვახსოვს გასული წლებიდან, პირდაპირ კამპანიას აწარმოებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და ა.შ. სინამდვილეში, თუ ვინმე უპირისპირდება საქართველოს დასავლურ გზას, ეს არის სწორედ რადიკალური ოპოზიცია. დღესაც ხომ ვერ დამალეს საკუთარი ემოციები. არის რაღაც წერილი, რომელიც საფუძველს ქმნის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის და ამის გამო ვერ დამალეს საკუთარი უარყოფითი ემოციები. გასაგებია რაშიც არის საქმე. მათ აინტერესებთ ერთადერთი რამ და ეს არის Deep State-ის დავალებების შესრულება. ამიტომ, რაღაცნაირად ცოტათი გაუხარდათ გუშინდელი წერილი და დღევანდელ წერილს მოჰყვა მათი ძალიან მძიმე რეაქცია და გაგულისება”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას ვთავაზობთ სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას, პრეზიდენტ ტრამპის წერილს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი აქვს და მინდა, მას მოლოცვისთვის მადლობა გადავუხადო -პრემიერი

ჩვენ ვიცით, ჩვენ რა გვინდა და რას ვთავაზობთ ამერიკულ მხარეს – ჩვენი მოწოდებაა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარია გზამკვლევზე, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე მხარისთვის.

„მანამდე იყო თაროზე შემოდებული, ქაღალდზე არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ყოველგვარი შედეგების გარეშე, ახლა ვთავაზობთ რადიკალურად განსხვავებულ, უკეთეს რამეს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას – ეს არის სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მხრიდან გავრცელებული პირველი წერილი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს იყო „დიფ სთეითის” წერილი, საიდანაც, ყველაფერთან ერთად, ქედმაღლობაც გამოსჭვიოდა.

„ამ ქედმაღლობას არავითარი საფუძველი არ აქვს. მესმის, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა და აშშ-ი არის ძალიან დიდი ქვეყანა, მაგრამ გვამადლიან ისეთ რამეს, რაც ბუნებაში არ მომხდარა. გვამადლიან, რომ ქვეყანა საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა ე.წ დახმარება, რასაც ჩვენ ვიღებდით ამერიკის მხრიდან. სინამდვილეში, მათემატიკურად გადავთვალეთ, რა სარგებელი მიიღო შეღავათების სახით ამერიკულმა მხარემ ჩვენგან და აქ საუბარია ძირითადად ავღანეთის და ერაყის მისიებში მონაწილეობაზე. თუ დავთვლით მათემატიკურად, ფინანსურად იმ შეღავათებს, რომლებიც ჩვენ გავუწიეთ ამერიკულ მხარეს და თუ შევადარებთ იმ დახმარებას, რომელსაც რეალურად ვიღებდით აშშ-დან, ჩვენი შეღავათი არის ფინანსურად დაახლოებით 5-ჯერ და შეიძლება 10-ჯერ მეტიც. დახმარებაში ჩვენ ვერ ჩავთვლით იმ თანხებს, რომლებიც იქნა გაღებული სააკაშვილის გადასარჩენად, ეს იყო 2008-2011 წლებში ეკონომიკაში ჩასხმული ფული. სხვა წლებში კაპიკი არ ჩაუსხამთ ეკონომიკაში და დახმარებაში ვერ ჩავთვლით ენჯეოებზე გამოყოფილ ფულს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამაც დაადასტურა ის, რომ ეს იყო არა დახმარება, არამედ პირიქით, უკუშედეგის მომტანი. თქვენ რომ წარმოიდგინოთ ამ ყველაფრის გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება, რომ არ იყო თუნდაც ამ ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ითხი მცდელობა, რომ არ ყოფილიყო ვარდების რევოლუცია, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი მოიყვანა ხელისუფლებაში და რად დაუჯდა ჩვენს ქვეყანას, ძალიან კარგად გვახსოვს, ეს რეჟიმი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იყო ბიზნესის რეკეტი, რაც, ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებას აფერხებდა. უამრავი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა ეს რეჟიმი და ა.შ. ამიტომ, ეს არ იყო დახმარება, პირიქით, ეს იყო ისეთი თანხები, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს უკუსვლისკენ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ რომ შევადაროთ ერთმანეთს დახმარება და ჩვენი მხრიდან გაწეული შეღავათები, ჩვენს მხარეს არის უპირატესობა და დისბალანსი დადებითი კუთხით. ამიტომ, ქედმაღლობას არ აქვს არავითარი საფუძველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება წერილებს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დიფ სთეითის მიერ დაწერილ წერილს არავითარი ფასი არ აქვს.

„ასეთ ამერიკულ წერილებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი, რაც გუშინ შემოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმოწერით. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის წერილს, ამას აქვს ჩვენთვის ძალიან დიდი ფასი და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამ მილოცვისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.

თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით -ირაკლი კობახიძე

ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ  ამ ტემპით გაგრძელდება ეკონომიკის ზრდა,  უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანა შესაძლოა მიუახლოვდეს ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„რაც შეეხება ეკონომიკას, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სწრაფად იზრდება ჩვენი ეკონომიკა. დოლარში საქართველოს ეკონომიკა, სულ მოსახლეზე გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. მხოლოდ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა და ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ზრდის შენარჩუნებაა. ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს, კეთილდღეობის დონით, მაგრამ თუ გავაგრძელებთ ამ ტემპით ეკონომიკის ზრდას, ჩვენ უკვე საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივუახლოვდეთ ევროკავშირის საშუალო დონეს, ეკონომიკური განვითარების კუთხით და შესაბამისად, სოციალური პირობებიც შეიძლება რადიკალურად გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი პროგრამული მიზნების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, სიღარიბის უმუშევრობის შემცირება მაქსიმუმ 4%-მდე. არც ერთმა მაჩვენებელმა არ უნდა გადააჭარბოს 4%-ს. როგორც ახლა მივდივართ, ეს არის აბსოლუტურად მიღწევადი 2028 წლისთვის. ეკონომიკა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ -ირაკლი კობახიძე

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა” პრეზიდენტ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ამას ითხოვდა, როგორც დახურული, ისე – ღია წერილით.

„საინტერესოა, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ვიხილეთ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული წერილი, ერთი გამოიგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტიდან და მეორე გამოიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. პირველი წერილი იყო დაწერილი დიფ სთეითის მიერ და მეორე წერილი შედგენილი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. რადიკალური განსხვავებაა და ეს უკვე აჩვენებს იმ ორთაბრძოლას, დაპირისპირებას, რაც წარიმართება ახალ ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. სხვანაირად შეუძლებელია იმის ახსნა, თუ როგორ შეიძლება ასეთი რადიკალურად განსხვავებული წერილები შემოვიდეს საქართველოში. ერთი წერილი პრაქტიკულად არ აღიარებდა ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ადრესატი იყო პირდაპირ ხალხი, მაშინ, როდესაც გვერდი აუარეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და ამ დროს პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან შემოვიდა წერილი პრეზიდენტ ყაველაშვილის სახელზე, რომლის ადრესატი პირდაპირ არის საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და იქ პირდაპირ იყო საუბარი საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის განვითარებაზე. ეს დუბლირება ერთი და იგივე ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ წარმოაჩენს იმ დაპირისპირებას, რომელიც ახლა წარიმართება ტრამპის ადმინისტრაციასა და დიფ სთეითს შორის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან მოხარული ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოვიდა ასეთი წერილი, სადაც პირდაპირ არის გამოხატული ღიაობა თანამშრომლობის მიმართ და ჩვენ ამას ვითხოვდით. ჩვენ ვისაუბრეთ დახურულ წერილზე და შემდეგ გავაგზავნეთ ღია წერილი პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. სულისკვეთება იყო ერთი და იგივე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.