Home Blog Page 14

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან – ნიკა გვარამია

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს.

როგორც გვარამია განმარტავს, მიზეზების ძიება არ არის საჭირო და „პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება“.

„მორჩით სამართლებრივ კაზუისტიკას. ვის რაში აინტერესებს, ცესკო და პარლამენტი როგორ განმარტავს კონსტიტუციას და კანონს. მარტო ამ ნაწილშია სანდო ეს სიყალბის სიმბოლო დაწესებულებები და დანარჩენში ტყუის?!

კამერის წინაშე დადეთ პირობა, რომ პარლამენტში არ შევა არავინ წარდგენილი სიიდან. ამას ითხოვს ხალხი, ეს გავაკეთეთ ჩვენ და არ უნდა მიზეზების ძიება და პარლამენტში შესასვლელად უკანა კარის ღიად დატოვება!“,- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ “კოალიცია ცვლილებისთვის” მიიღო.

რაც შეეხება დანარჩენ, კიდევ ორ ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტს – “ძლიერ საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის”, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძე განაცხადა, რომ პარლამენტში არშესვლაზე „ძლიერი საქართველოს“ პოზიციაში არაფერი შეცვლილა და 80-ჯერ განცხადების დაწერას “არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ”. პარტიაში “გახარია – საქართველოსთვის” კი აცხადებენ, რომ “ძველი და ახალი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ასეთი პოპულისტური ინიციატივები ამომრჩევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს”. ანა ბუჩუკურის თქმით, “რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმაზე დადგეს სპექტაკლი”.

ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ – დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე

x

ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ისინი არჩეული ხელისუფლება არიან.

„ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან და წაგებულ არჩევნებში თავი გამარჯვებულად უნდათ გამოაცხადონ. ეს ტრადიცია მოსდევს „ნაციონალურ მოძრაობას“ – წაგებული ომის გამარჯვებულად გამოცხადება და ასე შემდეგ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია ავლენს უდიდეს უვიცობას სამართლებრივ საკითხებში, როდესაც საუბრობს საარჩევნო სიების ჩახსნაზე და ასე შემდეგ.

„ჩაიხედონ კანონმდებლობაში და გაიგებენ, არ უნდა ეს პოპულისტური და პიარსვლებით ვიღაცების გულის მოგება. ეს ვიღაცები რეალურად მათი ამომრჩეველია, მათი ელექტორატია, რომელმაც საკუთარი ნდობა გადასცა ამ რადიკალურ ოპოზიციას. ახლა რამდენად მისაცემი იყო მათთვის ნდობის ეს ხარისხი ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ადამიანებმა ხმა მისცეს პოლიტიკურ პარტიებს იმ დაბალი პროცენტით, მაგრამ მაინც. ამ ხმის მიცემაში რა იგულისხმება, რომ ისინი უნდა შებრძანდნენ პარლამენტში და შეასრულონ იმ ოპოზიციონერის პოლიტიკური ვალდებულებები, რომელიც რეალურად არსებობს საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით, მაგრამ მათ ეს არ სურთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, რეალურად ამ პარტიებს „სახლობანას“ თამაში უწევთ დღეს, როდესაც თავის თავზე ისეთ პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ, თანაც არჩეულს. მათიკაშვილის შეფასებით, რადიკალები ილუზორულ ლაბირინთებში არიან და ცდილობენ თავის ამომრჩევლებთან დიდი ტყუილის კასკადის ფარგლებში, ნდობის ხარისხი აწიონ და კადრულობენ ასეთ სისულელეს.

რაც შეეხება წამყვანის კითხვას დასავლელი მეგობრებისგან მოწოდებულ იდეაზე – შეიქმნას ერთიანი ფორმატი მათთან საკომუნიკაციოდ, მათიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება კოლონიალურ დამოკიდებულებაში, რომელიმე მის მეგობარ პარტნიორ ქვეყანასთან ან საერთოდ რომელიმე ქვეყანასთან მსოფლიოში.

„საქართველო იყო უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს კოლონიალური დამოკიდებულებები, საქართველო იყო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და არაჩვეულებრივად იცის რა არის კოლონიალური დამოკიდებულება. საქართველო ვეღარ გახდება ვერავის კოლონია. ჩვენი გზა არის ევროპული და ჩვენი გზა არის დემოკრატიული, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის კოლონია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

პარლამენტში არშესვლაზე „ძლიერი საქართველოს“ პოზიციაში არაფერი შეცვლილა – 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ – ირაკლი კუპრაძე

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „განცხადების დაწერას 80-ჯერ“ არ აპირებენ.

კუპრაძის თქმით, მისი გაერთიანება საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით იურიდიულად გამართულ განაცხადს გააკეთებს, რაც „უპირობოდ დაკმაყოფილდება“

„პარლამენტში არშესვლაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს, არც არაფერი შეცვლილა. 80-ჯერ განცხადების დაწერას არ ვაპირებთ, ერთხელ დაწერილს და იურიდიულად გამართულს შევიტანთ, რაც უპირობოდ დაკმაყოფილდება.

პ.ს. სხვათა შორის განცხადებები დიდი ხნის წინ დავწერეთ”, – წერს კუპრაძე „ფეისბუქზე“ და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საპარლამენტო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება კიდევ ერთმა ოპოზიციურმა კოალიციამ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ მიიღო.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების შემდეგ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, განცხადების თანახმად, საქართველოს ელჩის დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

“მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას”, – ნათქვამია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში”.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული წნელისის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობას ევროკავშირის წევრობა თუ სურს, უნდა შეცვალოს მიღებული კანონი, აღმოფხვრას პრობლემები, რომლებიც თვალსაჩინო იყო არჩევნებზე – ჯოზეფ ბორელი

საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ საუბარში განაცხადა.

„ვეუბნებოდით საქართველოს მთავრობას, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევენ. ევროკავშირის წევრობა თუ სურთ, უნდა შეცვალონ მიღებული კანონი, აღმოფხვრან პრობლემები, რომლებიც თვალსაჩინო იყო არჩევნებზე, დაუბრუნდნენ გზას. მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, რათა ჯერ კიდევ ჩაითვალონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, უკრაინასთან საქმე სულ სხვაგვარად არის.

„საერთოდ ვერ ვხედავ რამე მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად დაინტერესებულია ევროკავშირის წევრობით, ისევე როგორც უკრაინის საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში უკრაინის წევრობა არის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ვალდებულება ან უსაფრთხოების გარანტია, რომლის შეთავაზებაც შეგვიძლია უკრაინისთვის. საქართველოსთან დაკავშირებით საქმე ნამდვილად სხვაგვარადაა“, – განაცხადა ბორელმა ინტერვიუში.

ევროკავშირი ითხოვს, საქართველოს მთავრობამ გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა“ დაცვისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები.

კანონმდებლობა ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს -ცესკო

საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა სხვა შემთხვევის მსგავსად, ამ საკითხთან მიმართებაშიც ზედმიწევნით დაიცავს კანონს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით კი განვმარტავთ, რომ საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.

ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ გაიცეს მათზე დეპუტატის დროებითი მანდატი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 ნოემბერს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7329 ლარი ეღირება, ევრო – 2.9018 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5033 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7288 ლარი ღირდა, ევრო – 2.9138 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5185 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 13 ნოემბერს ამოქმედდება.

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უდიდეს როლს შეასრულებს ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციასა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებაში”-ლევან დავითაშვილი

ბაქოში მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმების ფარგლებში მე-9 მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მინისტერიალის მმართველი კომიტეტის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, რუმინეთისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრები, უნგრეთის სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოების პოლიტიკისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ენერგეტიკული პოლიტიკის დირექტორი და მოწვეული სტუმრები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელი პირები. ლევან დავითაშვილთან ერთად ბაქოში ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯუბო ტურაშვილი და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე იმყოფებოდნენ.

მინისტერიალის მონაწილეებმა განიხილეს კასპიის ზღვა-შავი ზღვა-ევროპის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს არის პროექტი, რომელიც გააძლიერებს რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის ნაკადს ევროპაში.

„პროცესისთვის განსაკუთრებით წამახალისებელია მწვანე ელექტროენერგიის და წყალბადის ინფრასტრუქტურის შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ადრეული შედეგები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს საზღვრებში სუფთა ენერგიის გადაცემის გაფართოების შემდგომ ნაბიჯებს. ამ ძალისხმევის საკვანძო ეტაპია ახალი ერთობლივი საწარმო, რომელიც ემსახურება განახლებადი ენერგიის პროექტების წინსვლას მწვანე ენერგიის დერეფნის ფარგლებში. ეს პარტნიორობა წაახალისებს ინოვაციებს და დააჩქარებს სუფთა ენერგიის გადაწყვეტილებების მიწოდებას რეგიონში“, – აღნიშნა მინისტერიალის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა.

მისი შეფასებით, ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი.

„ამ ინფრასტრუქტურის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევამ დადებითი შედეგები აჩვენა და მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. ეს პროექტი ცენტრალურ როლს შეასრულებს ჩვენი ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციასა და ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გაძლიერებაში“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ ევროპის საინვესტიციო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის მონაწილეობას, ხაზი გაუსვეს მათ ინტერესს პროექტის მიმართ და ჩართულობის პოტენციალს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შემდგომ პერიოდში. მინისტერიალის მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ აუცილებელი პროცედურები შეთანხმებაში ბულგარეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბულგარული მხარის ინტერესისა და წინა მინისტერიალების გადაწყვეტილებების საფუძველზე.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე გაიმართა პრეზენტაცია მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იყო პროგნოზები, წარმოების პოტენციალის ანგარიში, ტექნოლოგიის მიმოხილვა და ინტერკონექტორების ტექნიკურ-ეკონომიკური პოტენციალი.

 ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება -ირაკლი კობახიძე

კლიმატის ცვლილებების შესახებ კონფერენციაზე საქართველო მიზნად ისახავს, განამტკიცოს ენერგეტიკული და კლიმატური მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„ეროვნული სამოქმედო გეგმის, ისევე როგორც ინტეგრირებული ენერგეტიკული და კლიმატური ცვლილების გეგმის თანახმად, ერთგულნი ვრჩებით იდეისადმი, რომლის თანახმად ჯამური გამომუშავების 27.4 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება მიღებული, სათბური აირების ემისია 47 პროცენტით შემცირდება, ხოლო ენერგოეფექტურობა 2030 წლამდე პერიოდში გაუმჯობესდება.

განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, კლიმატის ცვლილების შესახებ კონფერენცია მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს, რადგან გვაძლევს პარტნიორების ტექნიკურ და ფინანსურ რესურსებზე წვდომას. მათ შორისაა მსოფლიო ბანკი. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი განახლებადი ენერგიის პროექტების დაჩქარებას, შესაძლებლობების გაძლიერებას და ევროკავშირის სტანდარტებთან ნახშირბადის ფასების დაახლოებას. ამ ძალისხმევის განხორციელებით, გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნისა და ემისიების შემცირების იდეისადმი საქართველო სრულ ერთგულებას გამოთქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, შავი ზღვის კაბელები, საბორნე მიმოსვლა, უზრუნველყოფს ეფექტურ გადაწყვეტილებებს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაში -ირაკლი კობახიძე

გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action – განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ.

„ფლაგმანური ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტ კაბელები, ისევე, როგორც შავი ზღვის საბორნე მიმოსვლა, შეიძლება, გახდეს გარდამტეხი ინიციატივები დაკავშირებადობის სფეროში და მტკიცედ გვაქვს განზრახული მათი განხორციელების დაჩქარება. ეს ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გადაცემას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ევროკავშირის მიმართულებით, შეამცირებს დამოკიდებულებას ერთ მომწოდებელზე და გაამრავალფეროვნებს ენერგეტიკულ პორტფელს. ძლიერი ქსელური კავშირის შექმნა მონაწილე ქვეყნებს საშუალებას მისცემს, რესურსები გააერთიანონ, მიწოდება და მოთხოვნა დააბალანსონ და ენერგეტიკული მდგრადობა გააძლიერონ. გვჯერა, საქართველოს ინიციატივები, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი და ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები, ისევე, როგორც შავ ზღვაზე გააქტიურებული საბორნე მიმოსვლა, ეფექტურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების სფეროში, სასურსათო უსაფრთხოებისა და სანდო ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტების მიმართულებით, განსაკუთრებით არსებული რთული გეოპოლიტიკური გარემოს პირობებში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი -ირაკლი კობახიძე

საქართველო ერთგულია გლობალური ენერგეტიკული გარდაქმნის დაჩქარებისა და 2050 წლამდე ნახშირბადის ნულოვანი მაჩვენებლის მიღწევის იდეისადმი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ COP29-ის ფარგლებში გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე – Energy: Advancing Climate Mitigation Action განაცხადა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო აფართოებს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას, აერთიანებს ქსელს მეზობელ ქვეყნებთან და მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებთან გამკლავების გლობალური მიზნების პოლიტიკის შესაბამისად.

„საკანონმდებლო რეფორმებით, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირებითა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებით, წინ მივიწევთ ამ გარდაქმნის გზაზე.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მივიღეთ კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, ხოლო 2022-2023 წლებში შევიმუშავეთ 15 კანონქვემდებარე აქტი სხვადასხვა სექტორში ენერგიის მოხმარების შესამცირებლად. კანონში ცვლილებები 2024 წელს შევიდა და ის უკვე ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, რადგან ახალი მშენებლობებისგან გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილებას, ხოლო არსებული შენობებისგან სავალდებულო სტანდარტის დაცვას მოითხოვს.

საქართველომ ასევე დაამტკიცა კანონი განახლებადი ენერგიის შესახებ და 8 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც განახლებადი ენერგიის მიმართულების გაძლიერებას ისახავს მიზნად; დაგეგმილია ბიოსაწვავის რეგულირება და განახლებადი ენერგიის მონტაჟის სერტიფიცირება 2025 წლამდე. გარდა ამისა, გერმანიისა და აზიის განვითარების ბანკების მხარდაჭერით ვიკვლევთ მწვანე წყალბადის შესაძლებლობებს, ხოლო მსოფლიო ბანკთან ერთად შემუშავებული „მწვანე ზრდის სტრატეგიის“ განხორციელება 2023 წელს დავიწყეთ“, – განაცხადა პრემიერმა.