Home Blog Page 13

ლივერპულში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანით შევარდა

ლივერპულში, ფეხბურთის გულშემატკივრების ზეიმისას ტერიტორიაზე მანქანის შევარდნის დროს დაკავებულ მამაკაცს ბრალი წაუყენეს, ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

53 წლის მამაკაცი დააკავეს მკვლელობის მცდელობის, მანქანის სახიფათოდ მართვის და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის ბრალდებით.

პოლიციის ინფორმაციით, ეს იზოლირებული შემთხვევა იყო და არა ტერორისტული აქტი. პოლიციის განცხადებით, დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მათგან 11 ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

ცნობისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრები საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ პრემიერლიგაში გამარჯვებას ზეიმობდნენ, რა დროსაც მამაკაცი ხალხში მანქანით შევარდა.

გიორგი ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით 8 წევრმა დააკავა, რის შემდეგაც დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს – The Guardian

გიორგი ბაჩიაშვილი გაერთიანებულ საამიროებში ადგილობრივმა უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის მეგობრებსა და ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბაჩიაშვილის მეგობრების ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ჯუმეირას სანაპირო სასტუმროში მივიდა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად.

ამის ნაცვლად, წყაროების ცნობით, ის სასტუმროს “ვესტიბიულში” ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრმა დააკავა, რის შემდეგაც ის დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოსკენ გაამგზავრეს.

“ეს დაკავება სრულიად მოულოდნელი იყო ჩვენთვის. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი ჰყავდა, და მათთან ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს”, – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა.

ბაჩიაშვილის ადვოკატის თქმით, ის ძალიან შეშფოთებულია მისი კლიენტის წინააღმდეგ წამების გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან, “საქართველო უარყოფითად ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული გარემოთი, ასე რომ ეს რეალურ, მძიმე შეშფოთებას იწვევს”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი ქართველი სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების “მრავალ და თანმიმდევრულ ცნობებზე” საუბრობს.

“ყველაზე ძლიერი შესაძლო ტერმინებით ვგმობ შიდა და საერთაშორისო სამართლის მიმდინარე ინსტრუმენტალიზაციას და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის მექანიზმების ბოროტად გამოყენებას საქართველოს დაუღალავი ძალისხმევებისთვის დააპატიმროს ჩემი კლიენტი ხელისუფლებისთვის სიმართლის თქმისთვის,” – განაცხადა ბაჩიაშვილის ადვოკატმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.

ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი “მტკვარი ჰესის” საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 000-ზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება 12 საათით შეუწყდება

5 000-ზე მეტ აბონენტს გაზის მიწოდება 12 საათით შეუწყდება. ინფორმაციას “თბილისი ენერჯი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, სამშაბათს, 27 მაისის 22:00საათიდან ოთხშაბათის, 28 მაისის 10:00 საათამდე, გაზის მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებსა და ობიექტებზე:

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

ვაკის რაიონი

მცხეთის ქუჩა:
35/37 – შპს „იქსორი“
43, 45, 45კ
48–50 / მარუხის ქ. 8 – შპს “სიმპათია”
მცხეთის II შეს. 5 – ამხ. „მცხეთის 2შ. 5“

მარუხის გმირების ქუჩა:
11 – შპს „თბილისი სითი 2009“
15 – შპს „მარუხი 2008“

შატბერაშვილის ქუჩა:
5 – შპს „მონოლით გრუპი“
7, 9 (იგივე შატბერაშვილის 1შ. 6) – ამხ. „შატბერაშვილის 9“
10 – „ი.ბ.ა საცხოვრებელი სახლი შატბერაშვილზე“
12 – შპს „ორნი“
52–54–56, 70 – შპს „ენ ეს-14“
74 – შპს „სალვუს დეველოპმენტი“

შატბერაშვილის ხევი:
13 – შპს „თ.ბ.თ. ჯგუფი“
19–21
შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების კვეთაზე, ნაკვ. 3/55 – შპს „ფორ-ლაინსი“
ნაკვ. 003/033 (ჟვანიას ქ. 65) – შპს „ორჯ ჯორჯია“
ნაკვ. 003/032 (ჟვანიას ქ. 63) – ამხ. „შატბერაშვილის 3/32“
ნაკვ. (ჟვანიას ქ. 88, 67) – შპს „სისთემ ინშაათ ჯორჯია“

კეკელიძის ქუჩა:
1, 6, 8, 18, 28/30
62 (იგივე ნინო ჟვანიას ქ. 2), 64
54ა – შპს „თერაპიის სახლი“

ნინო ჟვანიას ქუჩა:
3ა, 6, 8 (იგივე კეკელიძის 68–70), 10 (იგივე კეკელიძის 72), 12, 22, 24, 26 (ნაკვ. 03/78 – შპს „გრინლაიფი“), 28 (შატბერაშვილისა და კეკელიძის ქუჩების მიმდებარედ), 55 – შპს „ბეირუთი“
67 – ბ.მ.ა „ჰილტოპ გრინი“
61 – ინგა ნიჟარაძის მცირე კომერციული ობიექტი
71 – შპს „ტერა ბილდინგი“

ქობულეთის ქუჩა:
1 (3/15) – შპს „მბჯ.ჯე“
40/38 – შპს „ინერტი 27

იოველ ქუთათელაძის ქუჩა:
1, 2, 4, 6 – მათ შორის შპს „ARCON“, შპს „მბჯ. ჯი“
(ჯანაშვილის ქ. 7/1)

მარაბდის ქუჩა:
23, 25, 27, 29, 33, 34

ჯანაშვილის ქუჩა:
5–7
7/1 – (იოველ ქუთათელაძის ქ. 1)

ზემო ვაკის ქუჩა:
13 (რევაზ ჯაფარიძის ქ. 13)
28–32 მიმდებარედ (რევაზ ჯაფარიძის ქ. 28ა)

თერგის ქუჩა:
14ა

ნაფარეულის ქუჩა:
8 – შპს „GD Group“
8 – შპს „პაემანი ვერაზე“

ბარნოვის ქუჩა:
76 – შპს „არგო გრუპ ჯორჯია“

მერაბ კოსტავას ქუჩა:
47/57, 54, 58, 60, 59, 85

გიორგი ქუჩიშვილის ქუჩა:
10, 10კ, 12–14–16, 18, 20

პეტრე მელიქიშვილის გამზირი:
15, 17–19 – შპს „აითი ჯგუფი“

ჭავჭავაძის გამზირი:
1 – თსუ
2, 8 – სხვა კორპუსები
1 – ი. ჯავახიშვილის სახელობის თსუ (დ. აღმაშენებლის ეკლესია)

თაყაიშვილის ქუჩა:
4, 4ა

ოქროყანის ქუჩა:
ნაკვ. 03/029 – შპს „თორი“ (იგივე ნუცა ღოღობერიძის II გას. 5)

იაკობ ნიკოლაძის ქუჩა:
10–12–14 – შპს „ელიტ ჯგუფი“

ფიქრის გორა:
იაკობ ნიკოლაძის, ანანურის, ლუარსაბ შარაშიძის, მიხეილ თუმანიშვილის, სოფიკო ჭიაურელის (ფასანაურის), კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, შიო მღვიმელის ქუჩები

ვარაზისხევის ქუჩა:
1 – შპს „ვარაზის ხევი 95“
2 – შპს „ვარაზი 2014“

გმირთა მოედანი:

მარადიული ცეცხლი
მ. კოსტავას 63, 63ა, 67 – საცხოვრებელი კორპუსები
ზოოპარკი
სს „ცირკი“

სხვა კომერციული ობიექტები:
შპს „BF სერვიცე“, შპს „ფიქრის გორა“, შპს „ორი ნაბიჯი“, შპს „ნეოლეთი“, შპს „მაგთიკომი“, შპს „სინათლე“, შპს „ევროპა“, შპს „ესთედენტი“, შპს „რასთაკ“, შპს „თბილისის ტურიზმის აკადემია“, ევ. ხარაძის სახ. ობსერვატორია, საზოგადოება „ცოდნა“, შპს „ახალი მატრიოშკა“ და სხვა.

საბურთალოს რაიონი

ზაზა ბენდელიანის ქ. 1, 2, 3, 4, 5მერაბ კოსტავას ქ. 63, 63ა, 67მერაბ ალექსიძის ქ. 1 – თსუ მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიააიპ ეროვნული სკრინინგ ცენტრიშპს „არქიმედეს კლინიკა“გმირთა მოედანზე – თბილისის ზოოლოგიური პარკი

კიევისგან სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია მივიღეთ და მოსკოვისგან ველით – კიტ კელოგი

აშშ-მა ომის დასასრულებლად პირობების სია უკრაინისგან მიიღო, ახლა რუსეთისგან ველით. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ტელეარხ Fox News-თან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს ელაპარაკებოდა, “რუსებმა თქვეს, რომ აპირებენ ე.წ. მემორანდუმის მომზადებას”.

“მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების სია კიევისგან, და მოსკოვისგან უნდა მივიღოთ ისინი…

ამის შემდეგ იღებთ ორ დოკუმენტს და მათ აერთიანებთ. ერთად აჯამებთ… და კითხვას სვამთ: სად შეიძლება საერთო წერტილის პოვნა, რათა გავაერთიანოთ? და როდესაც მივიღებთ მათ “სასწრაფო გეგმას” ან მემორანდუმს, მაშინ შევადგენთ საერთო ვარიანტს, და კიდევ ერთი შეხვედრა შედგება”, – განაცხადა კელოგმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მოწყობა ვატიკანში სურდა, მაგრამ “მოსკოვმა უარყო ეს”.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეთრი სახლის ლიდერი მისალოც წერილში ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობების გაძლიერებაზე.

„ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, – ნათქვამია მისალოც წერილში.

ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის ბრალდებებს უარყოფს

ჩინეთს უკრაინის ომში არცერთი მხარისთვის არ მიუწოდებია ლეტალური იარაღი და მკაცრად აკონტროლებს ორმაგი მოხმარების სამხედრო და სამოქალაქო პროდუქტს, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყებამ უპასუხა უკრაინის უცხოური დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელიც ირწმუნება რომ ჩინეთი რუსეთის სამხედრო საწარმოებს ტყვიაწამალითა და ხელსაწყოებით ამარაგებს. ოფიციალური პეკინი მსგავს ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს კიევის მხრიდან უსაფუძვლო ბრალდება და პოლიტიკური მანიპულაციაა.

ფიცო მერცს სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერის განცხადებებს არადემოკრატიულს უწოდებს. ასე გამოეხმაურა რობერტ ფიცო ფრიდრიხ მერცის ინიციატივას, რომ ევროკავშირმა სლოვაკეთს ევროპული ბლოკის პოლიტიკისგან გადახვევის გამო დაფინანსება შეუჩეროს.

ფიცოს თქმით, განსხვავებული მოსაზრების გამო წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ მსგავსი მექანიზმების გამოყენება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ევროპულ დემოკრატიას. სლოვაკეთის პრემიერი განმარტავს, რომ არავის აქვს უფლება მის ქვეყანას დაემუქროს ან უბრძანოს. ფიცო აცხადებს, რომ მზად არის გერმანიის კანცლერთან დიალოგისთვის, თუმცა აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას არ დაუშვებს.

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი ერთი დღით გადაიდო – ის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით განცხადებას 29 მაისს გააკეთებს

გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც ხვალ, 28 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „მტკვარი ჰესის“ საქმეზე უნდა გამართულიყო, გადაიდო.

სხდომა 29 მაისს, 14:00 საათზე ჩატარდება, სადაც გიორგი ბაჩიაშვილი მის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. სწორედ აღნიშნულ პროცესზე გადაისინჯება მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც, რომელიც მას დაუსწრებლად შეუფარდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე.

ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი “მტკვარი ჰესის” საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 ვიცი, რამდენად რთულია მუნიციპალური არჩევნები, ორი არჩევნები ერთად, არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის -გიორგი გახარია

ვიცი, რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად, არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან, ბოლოსდაბოლოს, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი“.

გახარიას შეფასებით, უკეთესია, თუ უფრო ადრე იქნება საპარლამენტო არჩევნები.

„ქართული პოლიტიკური რეალობისთვის, ახალი საპარლამენტო არჩევნები არის აუცილებლობა, რათა ქვეყანა დამშვიდდეს და რადიკალიზაცია არ ღრმავდებოდეს. მე თუ მკითხავთ, „ოცნება“ არის პირველ რიგში, დაინტერესებული იმაში, რომ ეს არჩევნები ჩაატაროს, რადგან „ოცნება“ იძახის, რომ ოპოზიცია განადგურებულია და მაინც ყველაფერს მოვიგებთ. ოპოზიცია ამბობს, ჩვენ მოვიგებთო. აი რა პრობლემაა ხომ? რაც შეეხება ერთდროულად საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას, ჩემი პოზიცია არის შემდეგი – საპარლამენტო არჩევნები ამ ქვეყანაში არის აუცილებელი. ვისურვებდი, რომ ჩატარდეს უფრო ადრე. მე გამოვლილი მაქვს ეს არჩევნები და ვიცი, რამდენად რთული არჩევნებია მუნიციპალური არჩევნები. ორი არჩევნები ერთად, ეს არის ურთულესი გამოწვევა თითოეული პოლიტიკური პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისთვის, ყველასთვის. ამიტომ, დამთხვევა რამდენად სწორია, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება, ალბათ ეს გამოსავალია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება საპარლამენტო მანდატებს, გახარიას თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკა. გახარიას განმარტებით, დღეს არიან საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში.

„უადგილო ადგილას ღელავენ ხოლმე. ხელისუფლებაც – მაისამდე შევლენ, ან მაისამდე გამოაცხადებენ, არ ვმოქმედებთ ჩვენ ასე. ოპოზიციაც – ხომ გახსოვთ, „ნაცები“ ამბობდნენ, პარტია „საქართველოსთვის“ და გახარია აუცილებლად მისცემენ ლეგიტიმაციას „ოცნებას“ და პარლამენტში შევლენ. შევედით? არ შევედით. ჩვენ გვაქვს ძალიან პრაგმატული, გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკა. ჩვენ არ ვცვლით ასე 180 გრადუსით მიდგომებს. ამიტომ ვამბობ, რომ მანდატებთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტში, მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ვართ ბოიკოტში, არ შევდივართ. რაღაც თუ შეიცვალა, ჩვენ ხომ არ ვართ ის ძალა, ხომ გვეტყობა, რომ არ ვმალავთ, არავის არ ვეპარებით, უჩუმრად არაფერს არ ვაკეთებთ, სიურპრიზებს არ ვაწყობთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ღიად. დღეს მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის მთავარი მიზანი უნდა იყოს  საქართველოში მთავარი პრობლემის, რადიკალიზაციის დაძლევა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, გლობალური თამაშის წესები იცვლება. მაგალითად, დღეს წავიკითხე განცხადებები ვეიმარის ტრიოს განცხადებასთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება, ასე უპასუხო მთავარი წამყვანი სახელმწიფოების მეთაურების წერილს, რომელ სახელმწიფოთა გაერთიანებაშიც ამბობ, რომ შესვლა გინდა. ხომ არსებობს ტელეფონი, უნდა არსებობდეს საელჩოები, არსებობს დახურული ხაზები, როცა თვითონ უნდათ, გამოვლენ და იტყვიან, რომ ვიღაც მოვიდა და ომში გვითრევდაო, ახლა ამ ინფორმაციის მარტო 20 პროცენტს გეტყვითო, მეტი რომ გითხრათ, გაგიჟდებითო. როცა საჭიროა, დახურულ ხაზებს თურმე იყენებენ. მე ვფიქრობ, რომ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს რადიკალიზაცია როგორმე შევამციროთ. ამას ვცდილობთ მანდატების არგაუქმებითაც, იმითაც, რასაც ვამბობთ მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, იმითაც, რასაც ვამბობთ მაგალითად, არჩევნებთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანებზე ზრუნვა არის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 28 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7357 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7376 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1042 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1061 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხურვალეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ბოლოთაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

“გიორგი ბოლოთაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზის” მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ

ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

სამწუხაროდ, დღეს “ოცნებას” ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის -გიორგი გახარია

დღეს „ოცნებას“, სამწუხაროდ, ჰყავს იმდენი მხარდამჭერი, რამდენსაც არ იმსახურებს და ამაში თითოეული ჩვენგანის ბრალიც არის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს ნიშნავს, რომ ხალხს ვერ აუხსნეს, „ქართული ოცნება“ აღარ არის ძალა, რომელიც იბრძვის ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის.

„ეს არის ის ძალა, რომელიც არსებობს დღეს მხოლოდ და მხოლოდ უსამართლობის, ძალადობის და კორუფციის ხარჯზე. ეს არის ის ძალა და გახდა ის ძალა, რომელსაც მორალური და ფასეულებრივი საფუძველი აღარ აქვს და მხოლოდ იმიტომ აკონტროლებს ხელისუფლებას, რომ ფიზიკურად უფრო ძლიერია. დემოკრატია ქვეყანაში, სადაც არ არის სოციალური სამართლიანობა, შეუძლებელია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ აუცილებელია რადიკალიზაციის და პოლარიზაციის დაძლევა.

„ჩვენ გვყავს ორი პოლუსი, რომლიდანაც ერთი გვეუბნება, რომ ის არის მხოლოდ ეროვნული, თითქოს პრივატიზება მოახდინა, ეროვნულობის უფლება წაგვართვა თითოეულ ჩვენგანს და ვიღაც გვიხსნის ოჯახის ფასეულობას, ის ხალხი, რომელიც, მერწმუნეთ, ოჯახის ფასეულობებთან, შეიძლება, ძალიან შორს იყვნენ; მეორე მხარეს მეორე პოლუსია, რომელიც ამბობს, რომ ევროპულები ისინი არიან მხოლოდ. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ყველასთვის, ვინც დღეს საქართველოში მიიჩნევს, რომ არც ერთი პოლუსის და არც მეორე პოლუსის ხელში საქართველოს მომავალი არ უნდა იყოს, ჩვენი პოლიტიკური ძალის კარი ღიაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ ემზადება ნებისმიერი არჩევნებისთვის.

„ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის. ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომ არ ვმალავთ არაფერს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით. ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს. ვინც მიიჩნევთ, რომ დღევანდელი რეალობა, რომელიც არ მოგწონთ, უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით, მათთვისაც ჩვენი პოლიტიკური კარი არის ღია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.