Home Blog Page 13

რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება – ანდრეი სიბიგა

პუტინი ესკალაციასა და დასავლეთის გამოცდას აგრძელებს, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.

„უკრაინაზე მასიური თავდასხმის დროს რუსული დრონების პოლონეთში შეჭრა აჩვენებს, რომ პუტინის დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ის ძველი დანაშაულებისთვის სათანადოდ არ დასჯილა. რაც უფრო დიდხანს არ მიიღებს საპასუხო ძალას, მით უფრო აგრესიული გახდება“, – წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, „სუსტი საპასუხო რეაქცია რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს და რუსული რაკეტები და დრონები ევროპის სიღრმეში შეფრინდება“.

„აღნიშნული სიტუაცია აჩვენებს, რომ აუცილებელია მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მეზობელი ქვეყნების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გამოყენება ნატო-ს საზღვრებთან ახლოს და უკრაინის საჰაერო სივრცეში დრონების გასანეიტრალებლად მოხდება“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაირღვა – შეიარაღებული ძალები

პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს.

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად, დრონების ტიპის ობიექტებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს“, – აღნიშნულია სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონები რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.

განცხადების თანახმად, როდესაც დრონები საჰაერო სივრცეში შევიდნენ, ისინი ჩამოაგდეს და ამჟამად მიმდინარეობს ძალისხმება ობიექტების პოტენციური ჩამოვარდნის ადგილების დასადგენად.

„პოლონეთის და მოკავშირეთა ძალები და საშუალებები სრულ მზადყოფნაში არიან შემდგომი ოპერაციებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პოლონეთში რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რეზერვისტების მობილიზაცია გამოცხადდა

პოლონეთის რიგ რეგიონებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რეზერვისტების დაჩქარებული მობილიზაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, რეზერვისტები გაწვევის პუნქტებში ექვსიდან თორმეტი საათის პერიოდში უნდა გამოცხადდნენ. მობილიზაცია ეხება სამხედროებს პოდლიასკის, მაზოვეცკის, ლუბლინის, პოდკარპატის, პომორსკის, ვარმინო-მაზურის, კუიავო-პომორსკის, ლოდზის, სვიატოკშისა და მალოპოლსკის რეგიონებს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ პოლონურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენ აპარატებს ცეცხლი გაუხსნეს.

პოლონეთში რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რეზერვისტების მობილიზაცია გამოცხადდა

პოლონეთის რიგ რეგიონებში რუსული უპილოტო საფრენი აპარატების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო რეზერვისტების დაჩქარებული მობილიზაცია გამოცხადდა. ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, რეზერვისტები გაწვევის პუნქტებში ექვსიდან თორმეტი საათის პერიოდში უნდა გამოცხადდნენ. მობილიზაცია ეხება სამხედროებს პოდლიასკის, მაზოვეცკის, ლუბლინის, პოდკარპატის, პომორსკის, ვარმინო-მაზურის, კუიავო-პომორსკის, ლოდზის, სვიატოკშისა და მალოპოლსკის რეგიონებს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ პოლონურმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა რამდენჯერმე დაარღვიეს. პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენ აპარატებს ცეცხლი გაუხსნეს.

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

დღეს თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი მხო­ლოდ მათ შე­გიძ­ლი­ათ გა­უ­ზი­ა­როთ, ვი­საც უპი­რო­ბოდ ენ­დო­ბით – მე­გობ­რე­ბი ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი. და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი გარ­კვე­უ­ლი ხნით თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი წრი­დან უნდა გა­მო­ი­რი­ცხოთ.

კურო

მო­ე­რი­დეთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, თუნ­დაც მარ­თა­ლი იყოთ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. მეტი დრო და­უთ­მეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ჰო­ბის.

ტყუ­პი

მო­ე­რი­დეთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას, თუნ­დაც მარ­თა­ლი იყოთ. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. მეტი დრო და­უთ­მეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ჰო­ბის.

ტყუ­პი

გირ­ჩევთ, ნე­ბის­მი­ე­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა – გან­სა­კუთ­რე­ბით საქ­მი­ა­ნი – სხვა დღის­თვის გა­და­დოთ. დღეს მა­ინც ვე­რა­ფერ­ზე შე­თან­ხმდე­ბით, მხო­ლოდ ძვირ­ფას დრო­სა და ენერ­გი­ას და­კარ­გავთ.

კირჩხი­ბი

კარ­გი იქ­ნე­ბა სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა, ზედ­მე­ტი ნივ­თე­ბის მო­ცი­ლე­ბა – გა­ჩუ­ქე­ბა ან გა­დაყ­რა. ასე­ვე მო­ი­ცი­ლეთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ნე­გა­ტი­ვით გან­წყო­ბას და საქ­მე­ებს გი­ფუ­ჭე­ბენ.

ლომი

ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა არ მოგ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი შე­ას­რუ­ლოთ. უმ­ჯო­ბე­სია ყუ­რა­დღე­ბა წვრილ­მა­ნებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოთ.

ქალ­წუ­ლი

ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი სხვა დღის­თვის გა­და­ი­ტა­ნეთ. არც იყი­დოთ რამე და არც ვალი აი­ღოთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო სა­ბუ­თე­ბის გა­და­ხედ­ვის­თვის, გა­მო­ას­წო­რეთ მათ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი.

სას­წო­რი

მი­უ­ხე­და­ვად თქვენ­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და სი­კე­თი­სა, იპო­ვეთ ძალა, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოთ მათ, ვი­საც თქვენს თავ­ზე ჯდო­მა სურს – წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­ი­ჩაგ­რე­ბით.

მო­რი­ე­ლი

არ უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით, მა­ში­ნაც კი, თუ ერთი შე­ხედ­ვით ისი­ნი არ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ საღ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლი – დღეს, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა დღეს, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბით ცხოვ­რე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

რამ­დე­ნა­დაც არ უნდა გინ­დო­დეთ ნაც­ნო­ბის დახ­მა­რე­ბა, უბ­რა­ლოდ გა­და­დეთ მისი “გა­დარ­ჩე­ნა” სხვა დრო­ის­თვის – სა­ვა­რა­უ­დოდ, აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ ეგო­ის­ტურ­მა მო­ტი­ვებ­მა მო­იყ­ვა­ნა ის თქვენ­კენ.

თხის რქა

დღის დე­ვი­ზია: უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სიფრ­თხი­ლე – ნუ ესა­უბ­რე­ბით უც­ნო­ბებს, ნუ ივ­ლით ღა­მით ცუ­დად გა­ნა­თე­ბულ ქუ­ჩებ­ში და ნუ გა­ა­ღებთ კარს, თუ არა­ვის ელო­დე­ბით.

მერ­წყუ­ლი

მო­ე­რი­დეთ კა­მათს, ნუ ჩხუ­ბობთ და ნუ ჩა­ერ­თვე­ბით კონ­ფლიქ­ტებ­ში, მა­ში­ნაც კი, თუ და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გეჩ­ვე­ნე­ბათ – შე­დე­გი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­გი­ფუ­ჭებთ გან­წყო­ბას.

თევ­ზე­ბი

არა­ვის მის­ცეთ ნაჩ­ქა­რე­ვი და­პი­რე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ვერ შეძ­ლებთ მათ შეს­რუ­ლე­ბას და შე­დე­გად, მო­ი­პო­ვებთ მა­ტყუ­ა­რა ადა­მი­ა­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას, რაც ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ მო­მა­ვალ­ში და­გეხ­მა­როთ.

შალვა პაპუაშვილი – ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ხდებოდა ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს

ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება – ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველო საბოლოოდ დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მტკივნეული წარსულის სამართლებრივი შეფასების კონსოლიდაციისკენ, რაც უკავშირდება 2003–2012 წლებში საქართველოს ავტოკრატიული მმართველობის დრამატულ ცხრა წელიწადს, რომელსაც ორკესტირებდა და ხელმძღვანელობდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი კრიმინალური ჯგუფი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) სახელითაა ცნობილი. მათი დამანგრეველი საქმიანობა 2012 წლის შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც მათ ოფიციალურად დაკარგეს ძალაუფლება და მეტასტაზირდნენ დღევანდელ პოლიტიკურ ბრძოლებში.

ყველაფერი, რასაც სააკაშვილის რეჟიმი ეყრდნობოდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და შესანარჩუნებლად, მათ შორის წამება, კორუფცია, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება – ხდებოდა ჩვენი ზოგიერთი დასავლელი პარტნიორის თვალწინ, რომლებმაც რეჟიმის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა აირჩიეს. საკმარისია ითქვას, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) დღესაც არა მხოლოდ დიქტატორ სააკაშვილს აღიარებს გმირად, არამედ ენმ-ც თავის პოლიტიკურ ოჯახის წევრ პარტიად ჰყავს“, – წერს პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ის ფაქტი, რომ სააკაშვილი წახალისებული იყო სწორედ ამ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ცდილობენ მისი კანონიერი პატიმრობიდან დახსნას, მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთში ზოგიერთისთვის ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობაზე საუბარი მხოლოდ საბაბია პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად და ამ ღირებულებებს მათთვის დამოუკიდებელი მნიშვნელობა თითქმის არ გააჩნია.

„უკრაინის მოქმედი ხელისუფლება სააკაშვილის დიქტატურის არქიტექტორებს მნიშვნელოვან პოზიციებზე ტოვებს – ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურატურაში, გია ლორთქიფანიძე კონტრდაზვერვის სამსახურში, ეკა ტყეშელაშვილი და ლევან დუჩიძე წამყვან დონორ ორგანიზაციებში. რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – ნონა წოწორია – დღესაც მოლდოვაში მოსამართლეთა ვეტინგის პროცესში მონაწილეობს. მხოლოდ ეს უკანასკნელი ფაქტიც საკმარისია იმის გასაგებად, რომ  „ვეტინგის“ სისტემის მიზანია არა ჭეშმარიტად თავისუფალი სასამართლო სისტემის შექმნა, არამედ სააკაშვილის მორჩილი მართლმსაჯულების მსგავსი კონსტრუქციის ჩამოყალიბება“, – აცხადებს პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა მხოლოდ სამაგიდო კვლევა არ ყოფილა; ჩატარდა 44 საჯარო მოსმენა, ჩვენება მისცა 139-მა მოწმემ, და კომისიას წარედგინა 778 განცხადება.

„საჯარო მოსმენებზე სრულიად ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა ტრაგიკული ისტორიები მკვლელობებზე, წამებაზე, ბიზნესის რეკეტზე, რომელიც დასავლეთის ჩუმი თანხმობით მიმდინარეობდა.

სხვა საკითხია 2012 წლის შემდგომი პერიოდი, როდესაც სააკაშვილის ხელმძღვანელობით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების დამხობის მუდმივ მცდელობას მიმართავდა, რამაც ენმ ქართულ პოლიტიკაში ექსტრემისტულ სუბიექტად აქცია.
ქვემოთ მოცემული დადგენილება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თავის დახურვისა და კონსოლიდირებულ დემოკრატიაში გადასვლისკენ, რასაც ხალხის რეალური მხარდაჭერა აქვს, ეროვნული ინტერესების, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და თანასწორობის პრინციპების საფუძველზე“, – წერს პაპუაშვილი.

ეუთო/ოდირი აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ორგანიზაციის მიწვევა სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის არასაკმარის დროს ტოვებს, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის განცხადებაში.

„არჩევნებზე გამჭვირვალე და სანდო დაკვირვება მოითხოვს საფუძვლიან მომზადებას და საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას, ჩვენი ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის შესაბამისად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ, ხელს უშლის შინაარსიან დაკვირვებას და ODIHR-ს არ ექნება არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განთავსების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენს ხანგრძლივ თანამშრომლობას საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ოდირ-ის დირექტორმა, მარია თელალიანმა.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტებში ოდირ-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი დროული მოწვევის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების სანდო და ყოვლისმომცველი დაკვირვება.  მათივე ცნობით, წარსულში, ოდირ-მა საქართველოდან დროულად მიიღო მოწვევები 2006, 2010, 2014, 2017 და 2021 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად, რამაც ორგანიზაციას საშუალება მისცა, არჩევნებისთვის ეფექტურად მომზადებულიყო.

„როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ოდირი არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომელსაც არ აკვირდება, ოფისი გააგრძელებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს მისი მანდატით გათვალისწინებულ ყველა სფეროში, მათ შორის დემოკრატიულ მმართველობაში, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.

,,მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ”- ლევან მაჭავარიანი

შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ, – განუცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს.

ჟურნალისტებმა მას ოპოზიციის დღევანდელ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. ახლა ვიმყოფებით თბილისის საარჩევნო შტაბში და მიდის ოცდაოთხსაათიანი მუშაობა. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ აუცილებლად პირველ ტურში უნდა დავასრულოთ ეს არჩევნები და ასეც მოხდება. „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი, თუმცა ვატყობთ, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის და დაძაბულობის შექმნა სურთ ოპოზიციის აქტივისტებს, გარედან დაფინანსებულ „ტიტუშკებს“ და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო. გუშინ ვნახეთ როგორ მოვიდნენ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო სამუშაოები მიმდინარეობდა და ხელს გვიშლიდნენ. ყვიროდნენ, ნივთებს ესროდნენ შენობას, ეს არის წინასაარჩევნო გარემოში უხეში ჩარევა.

მისასალმებელია შსს-ის ის განცხადება, რომ გამოძიება სწორედ ამ მუხლითაც არის დაწყებული, ვინაიდან არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. ეს არ შედის რადიკალური ოპოზიციის გეგმებში, რადგან წინასწარ იციან, თუ როგორი მარცხისთვის არიან განწირულები და სურთ, რომ ფიზიკურად ვერ მივიდეს სიტუაცია არჩევნების დღემდე, ვინაიდან ლუსტრირება მოხდება მათი რეიტინგის და ყველა დაინახავს რამხელა სხვაობით გაანადგურებს „ქართული ოცნება“ მათ. მეათე საიუბილეო გამარჯვებას ვიზეიმებთ უზარმაზარი სხვაობით. არა მხოლოდ მე, ჩემი თანაგუნდელებიც სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ძალიან რთულია ისეთი შეურაცხყოფის ატანა, როგორიც გუშინ ვიხილეთ. შტაბში დილიდან თათბირი ჩატარდა, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. მინდა ყველას ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

,, როდესაც გაიგეს, რომ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, უფრო გაათმაგებულად შეუტიეს „ქართული ოცნების“ შტაბებს”- ირაკლი ჭეიშვილი

როდესაც გაიგეს, რომ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, უფრო გაათმაგებულად შეუტიეს „ქართული ოცნების“ შტაბებს, გაათმაგებულად მეტ აგრესიაზე გადავიდნენ და ა.შ. რათა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში აისახოს ის, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე არ იყო მშვიდი და სტაბილური გარემო, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა რადიკალებზე საუბრისას.

მისივე თქმით, უხამს ქმედებებს არავის გაუტარებენ.

„დღეს ბატონმა შალვა პაპუაშვილმა სწორი აქცენტი გააკეთა, რაც ჩვენ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი ამ არჩევნებისთვის, რათა სალაპარაკო არ დაგვეტოვებინა შიდა თუ გარე მტრებისთვის. ეუთო/ოდირი რას აკვირდება პროცესში, მხოლოდ არჩევნების დღეს ხომ არ აკვირდება, მთელი თვის პროცესს აკვირდება, მათ შორის, არჩევნების დღემდე. ანუ, რა დასკვნა უნდა დაწეროს ეუთო/ოდირმა ამ პროცესს როდესაც შეხედავს, მთელი თვის განმავლობაში თუ ასეთი დაძაბულობები და დაპირისპირებები იქნება. მათ შორის, არჩევნების დღესაც იქნება. ესენი არ მოისვენებენ. რას დაწერს, მშვიდ გარემოში ჩატარდა საარჩევნო პროცესიო, ხომ ვერ დაწერს ეუთო/ოდირი, როდესაც ყოველდღე იქნება გამიშვი-დამაკავე და შეტაკებები. აქედან გამომდინარე, ესენი სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს. როდესაც გაიგეს, რომ მოვიწვიეთ ეუთო/ოდირი, უფრო გაათმაგებულად შეუტიეს „ქართული ოცნების“ შტაბებს, გაათმაგებულად მეტ აგრესიაზე გადავიდნენ და ა.შ. რათა ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაში აისახოს ის, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე არ იყო მშვიდი და სტაბილური გარემო. ამას აკეთებენ, რომ ეს დასკვნა და ჩანაწერი გააკეთოს ეუთო/ოდირმა და ამიტომ არ ისვენებენ ახლა ესენი. ვფიქრობ, რომ ესენი არ მოისვენებენ. ჩვენ ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას არ ვაპირებთ. თავიდან ბოლომდე კანონის აღსრულებას ვაპირებთ. არცერთ ადამიანს არ გავუტარებთ ასეთ უხამს ქმედებებს“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

შსს-მ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს

შინაგან საქმეთა სამინისტომ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშრებით გამოძიება კიდევ ერთი მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე-სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თავი შეიკავონ ძალადობის, ძალადობის პროვოცირების და სხვა ისეთი მოქმედებებისგან, რომელიც აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ხელს უშლის საარჩევნო სუბიექტებს კამპანიის წარმოებაში, რაც თავის მხრივ კანონით დასჯადი ქმედებაა“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 სექტემბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6921 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1651 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.

საზოგადოებას დაპირისპირების ის ფორმა არ უნდა ახასიათებდეს, რაც „ოლეთა“ სექტას სჩვევია -გია ვოლსკი

ჩვენს საზოგადოებას არ უნდა ახასიათებდეს პიროვნული დაპირისპირების ეს ფორმა და დონე, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას სჩვევია – ქალებს თავიანთი ფუნქცია აქვთ, განსაკუთრებით პატარა გოგონებმა ისეთი გინება უნდა შესთავაზონ პროცესს, რომლებიც წინა პლანზე მდგომ ბიჭებს წაახალისებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მსგავს პროცესებში „გაუცნობიერებელი ახალგაზრდები მონაწილეობენ“.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტის საწინააღმდეგოდ შესაძლებელია ძალების გაერთიანება – მათ შორის, გამოვიდნენ ევროპული ქვეყნის ელჩები და თქვან, რომ არ მიესალმებიან, რომელი მხარეც გინდა ის გააკრიტიკონ, მაგრამ სამართლიანები უნდა იყვნენ. სამართლიანობას თუ მივყვებით, ვფიქრობ, ეს შემოტევა დაგეგმილი, იდეა უცვლელია და ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ამაში მონაწილეობს, შეცდომაშია შეყვანილი. არის ჯგუფი, რომელიც ამას გეგმავს, ახორციელებს და იმ მიზნის მიღწევა სურს, რაზეც არაერთხელ გვითქვამს. სამწუხაროა, რომ ამაში ეს გაუცნობიერებელი ახალგაზრდებიც მონაწილეობენ – გოგოები თუ ბიჭები. თუმცა გოგოების მონაწილეობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათი მხრიდან დედის გინება განსაკუთრებული სტრატეგიული ამოცანაა და სცენარის ნაწილია, რომ საქართველოში ეს მდგომარეობაა – პატარა გოგონებიც იგინებიან ასე მწარედ და მძიმედ. კიდევ არის ელემენტები, რომელიც ამ „ოლეთა“ სექტას ახასიათებს.

არც მე და არც კახას [კალაძეს] არ დაგვინახავს ქალები, რომლებიც მოკრივის ფუნქციას ასრულებენ. ქალებს თავიანთი ფუნქცია აქვთ. ქალებმა, განსაკუთრებით პატარა გოგოებმა ისეთი გინება უნდა შესთავაზონ პროცესს, რომლებიც წინა პლანზე მდგომ ბიჭებს წაახალისებს – ეს ყველაფერი გეგმა და სცენარია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ თუ ვინმე მოძალადეა – არის “ოლეთა ჯგუფი და სექტა.”

„მოძალადეებს ეძახით ადამიანებს, ვინც დგას და თავს ესხმიან. რაც არ უნდა ვიდეო მაჩვენოთ, არ არის დამარწმუნებელი. ასე რომ მიუვარდებით ადამიანს, გინებას დაუწყებ, ეტყვი რომ რუსი ხარ, მოღალატე ხარ, „კაგებეს” აგენტი ხარ და იმან პასუხი გაგცა, თქვენთვის ეს არის [ძალადობა]. ეგ სიმღერა მგონი თქვენ და მაგათ ყველას ერთად გეკუთვნით, თავისი შინაარსიც და 10-ჯერ მეტიც. როცა ადამიანის წყობიდან გამოყვანას, სროლას, გინებას სპეციალურად აორგანიზებ, იქიდან პასუხი იქნება. თქვენი მიზანია ისიც რომ მეკითხებით და გინდათ, რომ წყობილებიდან გამომიყვანოთ, მაგრამ ვერ მიაღწევთ. თუ ვინმე მოძალადეა – ხართ თქვენ, თქვენი გუნდი, „ოლეთა“ ჯგუფი და სექტა, ტერორისტული აქციების მომწყობი – ფიზიკური იქნება ეს თუ მორალურ-ფსიქოლოგიური, დიდი განსხვავება არ აქვს. არც ფიზიკურისგან იკავებთ თავს, პირიქით ახალგაზრდებს მოუწოდებთ, რომ სისხლი დაღვარონ, ტერორისტები ხართ შინაარსით და აზრით, ეს არის ტერორიზმი – თქვენ ადამიანებზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებთ იმ მიზნის მისაღწევად, რაც გაგაჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ხმაური და დაპირისპირება იყო. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას აქციის 10-ზე მეტი მონაწილე დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები.